Help - Search - Members - Calendar
Full Version: სიკვდილის მერე........
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
Perl
გჯერათ რომ სიკვდილის მერე არის რამე?
Antia
QUOTE(Perl @ Feb 16 2007, 05:06 PM) *
გჯერათ რომ სიკვდილის მერე არის რამე?

ეს იმდენად ნაწვალევი თემაა, რომ, ვფიქრობ, ამის უკვე თვით ათეისტებსაც სჯერა.
Perl
QUOTE(Antia @ Feb 20 2007, 11:21 AM) *
ეს იმდენად ნაწვალევი თემაა, რომ, ვფიქრობ, ამის უკვე თვით ათეისტებსაც სჯერა.

მოდი ცოტა აქაც ვაწვალოთ ეს თემა.
cvcv
vpiqrop sikvdilze mshjeloba tavidanve arascoria im gagebit ro, chveni gonebit marto shegvidzlia vimshjelot garkveuli stereotipebit romlebic gvascavles, im mdgomareobis gacnobiereba chventvis arari aucilebeli vinaidan azrebi ver iqneba advekaturi. da tu mainc vitanjebit im azrit kargad viqnebi tu ara sikvdiles mere, memgoni es aris mshvenieri balansis grdzoba. : )
Zet
ANTEA, cvcv გეყოფათ პროფესორობა smile.gif , თუ რამე იცით დაწერეთ და ახსენით.....

მშვენიერი თემაა....

ადამიანი უხეშათ რო ვთქვათ შედგება სამიკომპონენტისაგან, სული, ასტრალური სხეული და ფიზიკური სხეული...
ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ, ასტრალური სხეული და სული ტოვებს ფიზიკურ სხეულს,
ასტრალური სხეული წარმოადგენს რაგაც ენერგეტიკულ მასას რომელიც თვალით არ ჩანს (ურფროსწორეთ ჩანს მარა ჩვენ ვერ ვხედავთ)
და სული არის ის რითიც ჩვენ, ჩვენ მეს ვგრძნობთ და რომლიც უკვდავია.

როგორც თვითმხილველები ამტკიცებენ სხეულის დატოვების მერე გადიან რაგაც ტუნელში ხვდებიან რაგაც განათებულ ენერგეტიკულ არსებას
და წამებში ხედავენ მთელ მათ განვლილ ცხოვრებას....

რაღაც პერიოდის მერე სული ისევ იბადება. და იწყებს ახალ ცხოვრებას, უმეტეს შემთხვევაში ერთი განვლილი ცხოვრების გამოცდილება
გადადის მეორეზე და ასე სემდეგ, ეს განაპირობებს იმას რომ ყველა ადმიანი ინდივიდუალურია და სხვადასხვა რაგაცეებისკენ აქვს მიდრეკილება და ნიჭი.
წინა ცხოვრებიდან გამომუშავებულ ნიჭს ემატება მშობლების ნიჭიც ნაწილობრივ....

ვინიყავით და რა იყავით წინა ცხოვრებაში შეგიძლიათ გაიგოთ გიპნოზის ქვეშ.
ვიცი ერთი მაგარი პქიქოლოგი რომელიც ამაში დაგეხმარებათ (თუ მოგინდათ შემიძლია ტელეფონი გავიგო)

ის აზრი რომ ადამიანი მარტო ერთხელ იბადება რათქმაუნდა აფსურდია, ეს მიდგომა უბრალოდ ემსახურება რაღაცის და ვიგაცის ინტერესებს....

თუ კიდევ უფრო დეტალურად იცით რამე ყველაფერ ამის შესახებ - დაწერეთ!
Zet
ცხოვრება ცხოვრების შემდეგ

ესარი ძველი და პოპულარული წიგნი სიკვდილზე...
FEBRUARY
zet

chemi azris astraluri sxeuli da suli ertidaigivea.

rac sheexeba imas rom adamianis suli periodulad ubrundeba dedamuwas me amis zalian mjera!!!

piradad me ramdenime chemi cina cxovreba maxsovs da zustad vici ra viyavi da rodis smile.gif
Zet
QUOTE(FEBRUARY @ Mar 1 2007, 04:26 PM) *
rac sheexeba imas rom adamianis suli periodulad ubrundeba dedamuwas me amis zalian mjera!!!

piradad me ramdenime chemi cina cxovreba maxsovs da zustad vici ra viyavi da rodis smile.gif

ძალიან კაი!! თუ სურვილი გაქვს იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრა ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს...

საინტერესოა შენი სიკვდილის და დაბადების პერიოდი რამხელაა? ანუ სიცოცხლეებს შორის რამხელა დროის პერიოდია?
Uma
QUOTE(Zet @ Mar 1 2007, 07:00 PM) *
ძალიან კაი!! თუ სურვილი გაქვს იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრა ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს...

საინტერესოა შენი სიკვდილის და დაბადების პერიოდი რამხელაა? ანუ სიცოცხლეებს შორის რამხელა დროის პერიოდია?

იქ ალბათ დრო სხვანაერად მიდისsmile.gif
Uma
QUOTE(Zet @ Feb 23 2007, 12:00 AM) *
ANTEA, cvcv გეყოფათ პროფესორობა smile.gif , თუ რამე იცით დაწერეთ და ახსენით.....
ვინიყავით და რა იყავით წინა ცხოვრებაში შეგიძლიათ გაიგოთ გიპნოზის ქვეშ.
ვიცი ერთი მაგარი პქიქოლოგი რომელიც ამაში დაგეხმარებათ (თუ მოგინდათ შემიძლია ტელეფონი გავიგო)

ოდესმე თუ ყოფილხარ გიპნოზის ქვეშ, საინტერესოა გიპნოზის მერე თუ გახსოვს რაზე ლაპარაკობდიsmile.gif
Zet
QUOTE(Uma @ Mar 6 2007, 04:33 PM) *
ოდესმე თუ ყოფილხარ გიპნოზის ქვეშ, საინტერესოა გიპნოზის მერე თუ გახსოვს რაზე ლაპარაკობდიsmile.gif

არა მე ეს გამოცდილება არ მქონია smile.gif
FEBRUARY
modi t ert dges yvela hopnozisttan wavidet da forumic ufro saintereso gaxdeba biggrin.gif vin icis ra gvaqvs ertmanetistvis satqmeli da ar gvaxsovs:D
Zet
QUOTE(FEBRUARY @ Mar 7 2007, 01:05 PM) *
modi t ert dges yvela hopnozisttan wavidet da forumic ufro saintereso gaxdeba biggrin.gif vin icis ra gvaqvs ertmanetistvis satqmeli da ar gvaxsovs:D

უმაგრესი იდეააა!!!!!! მე გავარკვევ გიპნოზიორის ამბავს და დაგიპიემებთ, თქვენც თუ იცით ვინმე დაწერეთ...
და ერთხელაც შევიკრიბოთ და წავიდეთ.

პირველი ვინიქნება? biggrin.gif
Zet
QUOTE(FEBRUARY @ Mar 7 2007, 01:05 PM) *
modi t ert dges yvela hopnozisttan wavidet da forumic ufro saintereso gaxdeba biggrin.gif vin icis ra gvaqvs ertmanetistvis satqmeli da ar gvaxsovs:D

FEBRUARY
შენ ნამყოფიხარ როდისმე??
Uma
ვისაც 1ად მოუვიდა აზრად ის იყოს პირველი))
FEBRUARY
QUOTE(Uma @ Mar 7 2007, 06:11 PM) *
ვისაც 1ად მოუვიდა აზრად ის იყოს პირველი))

ok. pirveli viqnebi, ogond mitxarit vistan mivide, vinme gamocdiltan gamishvit, ar minda maradiul hipnozshi davrche biggrin.gif
FEBRUARY
QUOTE(Zet @ Mar 7 2007, 04:44 PM) *
FEBRUARY
შენ ნამყოფიხარ როდისმე??

jer ar vyofilvar, magrad ki minda... velodebi hopnozistis misamarts biggrin.gif
Perl
QUOTE(FEBRUARY @ Mar 7 2007, 01:37 PM) *
jer ar vyofilvar, magrad ki minda... velodebi hopnozistis misamarts biggrin.gif

რა მაინტერესებს ადრე ხო თქვი ჩემი წინა ცხოვრება მახსოვსო, ჰიპნოზში არ ხარ ნამყოფი და რამე სხვა ამბავში გახსოვს თუ სხვა ხერხებიც არსებობს რომ გახსოვდეს წინა ცხოვრებაში ვინ იყავი? და თუ საიდუმლო არ არის ვინ იყავი?
Zet
QUOTE(FEBRUARY @ Mar 7 2007, 05:37 PM) *
jer ar vyofilvar, magrad ki minda... velodebi hopnozistis misamarts biggrin.gif

მოკლედ კომპეტენტური წყაროებიდან გავარკვიე ვისთან შიძლება მისვლა და დაგიპიემებ
როგორც ფსიქოლოგებმა და გომეოპატებმა მითხრეს ყველაზე მაგარი ამ საქმეში ეგარი
Antia
QUOTE(Zet @ Mar 7 2007, 05:54 PM) *
მოკლედ კომპეტენტური წყაროებიდან გავარკვიე ვისთან შიძლება მისვლა და დაგიპიემებ
როგორც ფსიქოლოგებმა და გომეოპატებმა მითხრეს ყველაზე მაგარი ამ საქმეში ეგარი

afsus, me rom ver camoval! sad.gif magram, mere sheidzleba camovide.
vin vikavi cina cxovrebashi ar mainteresebs. me is ufro mainteresebs vin viqnebi momavalshi. tumca arc magis gageba msurs. interesshi imas vgulisxmob, rom axla vzrunav, rom momavalshi is viko, razec vocnebob.
hipnotiziortan ki imistvis minda misvla, rom chems qvecnobierebastan dakavshirebashi momexmaros. sinelnikovis xerxebit verasdidebit ver movaxerxe sad.gif
ara da magrad minda!
sinelnikovi dzaan magaria! tan chveniania, xom icit? anastasias magic ugebs. daje shetininis skolis gaxsna undoda. ra qna neta?
vai, ra aris interlatinurit rom vcer? blink.gif
ბოდიშით, მეტს არ ვიზამ. rolleyes.gif
Antia
QUOTE(Uma @ Mar 6 2007, 04:26 PM) *
იქ ალბათ დრო სხვანაერად მიდისsmile.gif

იქ კი მიდის დრო სხვანაირად. ეს არაა, ვთქვათ, გასაკვირი.
საინტერესოა, აქ რამდენი გადის დრო ამასობაში. ანუ, გარდაცვალებიდან ხელახლა ინკარნირებამდე რამხელაა დროის მანძილი. თუმცა, ეს ინდივიდუალურადაა, ალბათ.
ის მაინტერსებს კიდევ, მართალია თუ არა, რომ ადამიანი მონაცვლეობით ხან მამაკაცად და ხან ქალად განკაცდება?
ცხოველად და უსულო საგნებად, ალბათ, ძაან გამონაკლის შემთხვევაში -- მაგარი უკუსვლა იქნება. ძალიან დიდი ცოდვებისთვის, თუმცა, წამიკითხავს, რომ ასეც შეიძლება. ოღონდ არა გველად ან ქვად. რაღაც ლაღ არსებად -- ფარშივანგად, მაგალითად.
Uma
QUOTE(Antia @ Mar 7 2007, 09:37 PM) *
ის მაინტერსებს კიდევ, მართალია თუ არა, რომ ადამიანი მონაცვლეობით ხან მამაკაცად და ხან ქალად განკაცდება?

რამდენს ააქვს ეგ პრობლემა კაცია და ქალად თვლის თავს და პირიქით. ალბათ წინა ცხოვრებაში ქალი იყო და ქვეცნობიერად წინა ცხოვრების გამოცდილება გამოყვა (ან ”საინკუბაციო პერიოდი” იქ! ვერ გაიარა და ნაადრევად დაიბადა) და ახალ სხეულს ვერ ეგუება. ხანდახან იქაც მოსდით სბოები))
Zet
FEBRUARI

ჩვენ ყველა შენ შედეგებს ველოდებით გაფაციცებით rolleyes.gif არ დაგვაღალატო smile.gif
FEBRUARY
QUOTE(Zet @ Mar 9 2007, 06:30 PM) *
FEBRUARI

ჩვენ ყველა შენ შედეგებს ველოდებით გაფაციცებით rolleyes.gif არ დაგვაღალატო smile.gif

Zet

ver vbedav hipnozisttan misvlas, meshinia chemi wina cxovrebebidan iseti rame ar gamaxsenos rasac am cxovrebashi gamoveqeci wacko.gif

P.S. vin icis iqneb am qveynad itom movdivart, rom sagacidan ragacas gavurbivart...
Uma
FEBRUARI, მაშინ გავჩერდეთ იმაზე რაც შენ გახსოვს. ბოლო წინა ცხოვრებაში რომელ საუკუნეში ცხოვრობდი?smile.gif
FEBRUARY
QUOTE(Uma @ Mar 12 2007, 12:13 PM) *
FEBRUARI, მაშინ გავჩერდეთ იმაზე რაც შენ გახსოვს. ბოლო წინა ცხოვრებაში რომელ საუკუნეში ცხოვრობდი?smile.gif

Uma

ar maxsovs es chemi bolo wina cxovreba iyo, tu erterti...
zogjer mgonia rom es yvelaferi ubralod chemi fantaziis nayofia... amitom ar minda amaze laparaki... axla rac var imas davjerdebi smile.gif
Perl
QUOTE(FEBRUARY @ Mar 12 2007, 08:45 AM) *
Uma

ar maxsovs es chemi bolo wina cxovreba iyo, tu erterti...
zogjer mgonia rom es yvelaferi ubralod chemi fantaziis nayofia... amitom ar minda amaze laparaki... axla rac var imas davjerdebi smile.gif

ძაან დაგვაინტრიგე და დაგვაინტერესე, შენი წინა ცხოვრებით) საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა , მაგრამ შენი ნებაა მოყვები თუ არა
Guest
QUOTE(Uma @ Mar 8 2007, 03:23 PM) *
რამდენს ააქვს ეგ პრობლემა კაცია და ქალად თვლის თავს და პირიქით. ალბათ წინა ცხოვრებაში ქალი იყო და ქვეცნობიერად წინა ცხოვრების გამოცდილება გამოყვა (ან ”საინკუბაციო პერიოდი” იქ! ვერ გაიარა და ნაადრევად დაიბადა) და ახალ სხეულს ვერ ეგუება. ხანდახან იქაც მოსდით სბოები))

სბოიები იქ ხანდახან როგორ არ მოსდით, დაიკო -- მოსდით, მოსდით... (რა თქმა უნდა, რასაც ქვია სბოიები, დარწმუნებული ვარ, მათგან -- კარმის მეუფეთაგან (ასე ქვიათ, თუ არ ვცდები) -- იშვიათია). მაგრამ, პირადად მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მამაკაცები, ვისაც თავი ქალი ჰგონიათ, უბრალოდ, წინა ცხოვრებაში ბევრი მიჰქარეს ქალების წინააღმდეგ (თავთავიანთ ამბავში, რა თქმა უნდა და არა ერთად), ჰოდა ამ ცხოვრებაში დაივალეს ისწავლონ, როგორია ქალად ყოფნა, როცა ქალად არ აგღიქვამენ. არადა, კაცები არიან და ახლა უკვე ასეთი მძიმე პოზიციიდან (როცა კაცობას ქალობა ურჩევნიათ) უნდა დაამტკიცონ თავისი კაცობა -- უნდა უყვარდეთ ქალი, კაცურად სცენ მას პატივი.
ვერანაირი ქირურგიული ოპერაცია მათ ვერ უშველით, ვერ დააღწევინებთ თავს მათი დიდი პრობლემისგან.
მე ვთქვი: მათ დაივალეს ამ პრობლემის ამოხსნა. როგორც ვიცი, ყოველი ჩვენგანი, განკაცების წინ შეგნებულად ირჩევს გეოგრაფიულ ადგილს განკაცებისთვის, მომავალ დედას და მამას. ალბათ, ვერ ირჩევს საუკუნეს (ბევრს გავუფუჭე ოცნება tongue.gif ) და ყუველის არჩევანი, რა თქმა უნდა, არის კავშირში მის წინა ცხოვრებასთან. არცერთი ჩვენგანი არ არის ამ არჩევანის დროს ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ. იქ ყოველი სუფთაა თავის წინაშე. მიუკერძოებლად და საღად აფასებს წარსულ ცხოვრებას, დასმული ამოცანის მიღწევის დონეს, შეცდომებს, გამარჯვებებს და წარმატებებს და ასეთ ანალიზზე დაყრდნობით სახავს მომავალ ამოცანებს და ამის მიხედვით ირჩევს სად, როდის და ვისგან უნდა გაჩნდეს. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრების ავტორები!
რატომ არ გვახსოვს და არც უნდა გვახსოვდეს წარსული ცხოვრება? -- მისგან თავისუფლები რომ ვიყოთ. -- ყველაზე სწორი და მარტივი პასუხი. რატომ? რას ქვია -- რატომ, განა ვინმეს უნდა არ იყოს თავისუფალი, ანუ, იყოს მონა, თუნდაც თავისი წარსულისა? როგორ, რანაირად შეიძლება იყო თავისუფალი წარსული ვალებისგან? არ ჯობია იცოდე ვის წინაშე ხარ დამნაშავე და მიხვიდე, გადაუხადო ვალი და ა.შ?
ამაზე მახსენდება სახარების ერთი ისტორია. მოვყვები, როგორც მახსოვს, ციტირებას ვერ გავაკეთებ: ერთ-ერთი ქადაგების დროს, ქრისტეს მიუთითეს ერთ ხეიბარზე, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა და ძალიან წვალობდა, და ჰკითხეს: ”ასე რად დასაჯა ეს საწყალი კაცი ღმერთმა?” ამაზე იესომ მიუგო: ”ამ კაცს ფეხები რომ ჰქონოდა, მსოფლიო დამპყრობელი იქნებოდა და უამრავი ადამიანის ცოდვას აიკიდებდა.” ცნობილია, რომ ქრისტეს ადამიანების ამოცნობა არასოდეს არ უჭირდა, დიდება მის სახელს! ასე რომ მან კარგად ახსნა, რომ მსოფლიო დამპყრობელად ყოფნის შემდეგ, ცოდვების გადასახდელად მხოლოდ ფეხების არქონა იმ საწყალისთვის ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი. მისი იმჟამინდელი ხეიბრობა სავსებით საკადრისი ჯვარი იყო საწყლისთვის.
რა უნდა ეცოდვილა იმ ხეიბარს წინა ცხოვრებაში ასე რომ წვალობდა იმჟამინდელში? ალბათ, როგითი ჯალათი ყოფილა ვისიმე კარზე. რავიცი. მანაც არ იცოდა და არც იყო და არც ახლაა საჭირო.
მაგალითად, წინა ცხოვრებაში ვიყავი ჰიტლერი. რომელი ხეიბრობით შევძლებ ამ ცხოვრებაში გადავიხადო ჩემი ვალი იმ მილიონების წინაშე, ვისი ცოდვაც ჩემზეა? ვისი ფანტაზია გასწვდება ამდენს? ასეთი რამ შეუძლებელია ჩემი უბრალოდ დატანჯვით. მაგრამ, ვალის გადახდა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. თუმცა, ამისთვის არაა სავალდებულო ვიცოდე, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ჰიტვერი. ამ ცოდნამ, პირიქით, შეიძლება შემიშალოს ხელი. მაგალითად, იმიტომ, რომ ჰიტლერის წინაშეც ჰქონდა ბევრს ვალი და აგიც გამახსენდეს, სხვათა შორის, და პოზაში ჩავდგე: ჯერ იმათ გადამიხადონ ჩემი, მერე კი, მე გადავუხდი სხვებს! ეგრე რა გამოვა?
მე ვიცი, რა ადამიანებად მოევლინებიან (თუ ჯერ არ მოვლენილან) კაცობრიობას ჰიტლერები და სტალინები. თუ გაინტერესებთ გეტყვით.
საიდუმლო არაფერია, უბრალოდ მონოლოგი გამიგრძელდა.
ველი გამოხმაურებას.
Antia
აუ, ეს რეფლი გუესთად დავწერე!.. wacko.gif

დამნაშავე ვარ. ყველას ბოდიში!

ხოდა, ველი გამოხმაურებას და გეტყვით, რა ადამიანებად მოევლინებიან, მაშასადამე, კაცობრიობას ჰიტლერები და სტალინები.
Antia
QUOTE(FEBRUARY @ Mar 9 2007, 07:49 PM) *
P.S. vin icis iqneb am qveynad itom movdivart, rom sagacidan ragacas gavurbivart...

ასე არ იქნება. პირიქითაცაა, ალბათ. მწამს: იქიდან საღად განვსაზღვრავთ, როდის და რა პირობებში უნდა გავჩნდეთ, რათა წინა ცხოვრების ვალები გადავიხადოთ, თუ, პიროვნულ წინსვლას შევუწყოთ ხელი, ან კაცობრიობას უკეთ გამოვადგეთ.
მითუმეტეს, იქ საუკეთესოდ გვესმის, რომ რა შიშსაც, სადაც არ უნდა გავექცეთ, ყოველთვის ყველგან დაგვეწევა, მაინც წინ დაგვხვდება. შიში ერთერთი რამაა რისი დამარცხებისაცს არ უნდა შეგვრცხვეს. შიში უშლის ჰარმონიას. შიში, თუ გვაქვს, ყოველთვის თან დაგვაქვს. ჰმ, მგონი, კალამბური გამომივიდა... blink.gif
Perl
QUOTE(Antia @ Mar 13 2007, 06:55 PM) *
აუ, ეს რეფლი გუესთად დავწერე!.. wacko.gif

დამნაშავე ვარ. ყველას ბოდიში!

ხოდა, ველი გამოხმაურებას და გეტყვით, რა ადამიანებად მოევლინებიან, მაშასადამე, კაცობრიობას ჰიტლერები და სტალინები.

ძაან მაინტერესებს როგორ ადამიანებად მოევლინებიან ჰიტლერი და სტალინი ?
შენ თუ იცი ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?
Alpha
QUOTE(Antia @ Mar 7 2007, 09:37 PM) *
საინტერესოა, აქ რამდენი გადის დრო ამასობაში. ანუ, გარდაცვალებიდან ხელახლა ინკარნირებამდე რამხელაა დროის მანძილი. თუმცა, ეს ინდივიდუალურადაა, ალბათ.

იქით სამყაროში დრო არ არსებობს, ყველაფერი ერთ წამში ხდება..
Uma
QUOTE(Guest @ Mar 13 2007, 10:49 PM) *
"სბოიები იქ ხანდახან როგორ არ მოსდით, დაიკო -- მოსდით, მოსდით... (რა თქმა უნდა, რასაც ქვია სბოიები, დარწმუნებული ვარ, მათგან -- კარმის მეუფეთაგან (ასე ქვიათ, თუ არ ვცდები) -- იშვიათია). მაგრამ, პირადად მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მამაკაცები, ვისაც თავი ქალი ჰგონიათ, უბრალოდ, წინა ცხოვრებაში ბევრი მიჰქარეს ქალების წინააღმდეგ (თავთავიანთ ამბავში, რა თქმა უნდა და არა ერთად), ჰოდა ამ ცხოვრებაში დაივალეს ისწავლონ, როგორია ქალად ყოფნა, როცა ქალად არ აგღიქვამენ. არადა, კაცები არიან და ახლა უკვე ასეთი მძიმე პოზიციიდან (როცა კაცობას ქალობა ურჩევნიათ) უნდა დაამტკიცონ თავისი კაცობა -- უნდა უყვარდეთ ქალი, კაცურად სცენ მას პატივი."

ასე რომ მამაკაცებო ფრთხილად იყავით))))))))))))))) ყველა მამაკაცს ამის რომ სჯეროდეს წარმოიდგინეთ რა ჰარმონია იქნებოდა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობებში დედამიწაზე ))))

"მე ვთქვი: მათ დაივალეს ამ პრობლემის ამოხსნა. როგორც ვიცი, ყოველი ჩვენგანი, განკაცების წინ შეგნებულად ირჩევს გეოგრაფიულ ადგილს განკაცებისთვის, მომავალ დედას და მამას. ალბათ, ვერ ირჩევს საუკუნეს (ბევრს გავუფუჭე ოცნება tongue.gif ) და ყუველის არჩევანი, რა თქმა უნდა, არის კავშირში მის წინა ცხოვრებასთან. არცერთი ჩვენგანი არ არის ამ არჩევანის დროს ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ. იქ ყოველი სუფთაა თავის წინაშე. მიუკერძოებლად და საღად აფასებს წარსულ ცხოვრებას, დასმული ამოცანის მიღწევის დონეს, შეცდომებს, გამარჯვებებს და წარმატებებს და ასეთ ანალიზზე დაყრდნობით სახავს მომავალ ამოცანებს და ამის მიხედვით ირჩევს სად, როდის და ვისგან უნდა გაჩნდეს. ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრების ავტორები!"

ანუ ყველაფრის მართველი ადამიანია? сам поет, сам танцует? თვითონ ისახავს და აღწევს მიზნებს, და მერე თავის თავს ისჯის? აზრი?

"რატომ არ გვახსოვს და არც უნდა გვახსოვდეს წარსული ცხოვრება? -- მისგან თავისუფლები რომ ვიყოთ. -- ყველაზე სწორი და მარტივი პასუხი. რატომ? რას ქვია -- რატომ, განა ვინმეს უნდა არ იყოს თავისუფალი, ანუ, იყოს მონა, თუნდაც თავისი წარსულისა? როგორ, რანაირად შეიძლება იყო თავისუფალი წარსული ვალებისგან? არ ჯობია იცოდე ვის წინაშე ხარ დამნაშავე და მიხვიდე, გადაუხადო ვალი და ა.შ?
ამაზე მახსენდება სახარების ერთი ისტორია. მოვყვები, როგორც მახსოვს, ციტირებას ვერ გავაკეთებ: ერთ-ერთი ქადაგების დროს, ქრისტეს მიუთითეს ერთ ხეიბარზე, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა და ძალიან წვალობდა, და ჰკითხეს: ”ასე რად დასაჯა ეს საწყალი კაცი ღმერთმა?” ამაზე იესომ მიუგო: ”ამ კაცს ფეხები რომ ჰქონოდა, მსოფლიო დამპყრობელი იქნებოდა და უამრავი ადამიანის ცოდვას აიკიდებდა.” ცნობილია, რომ ქრისტეს ადამიანების ამოცნობა არასოდეს არ უჭირდა, დიდება მის სახელს! ასე რომ მან კარგად ახსნა, რომ მსოფლიო დამპყრობელად ყოფნის შემდეგ, ცოდვების გადასახდელად მხოლოდ ფეხების არქონა იმ საწყალისთვის ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი. მისი იმჟამინდელი ხეიბრობა სავსებით საკადრისი ჯვარი იყო საწყლისთვის.
რა უნდა ეცოდვილა იმ ხეიბარს წინა ცხოვრებაში ასე რომ წვალობდა იმჟამინდელში? ალბათ, როგითი ჯალათი ყოფილა ვისიმე კარზე. რავიცი. მანაც არ იცოდა და არც იყო და არც ახლაა საჭირო."

ანუ ამ კაცის დანაშაული იყო ის, რომ ქონდა პოტენციალი დაეპყრო სამყარო? თუმცა წინა აბზაციდან გამომდინარე ეგ მისი არჩევამი იყო, თავი აარიდა ცოდვებს, ჰიტლერმა კი შეგნებულად გააკეთა თავისი არჩევანი. საინტერესოა რატომ, თუ იცოდა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა..

”მაგალითად, წინა ცხოვრებაში ვიყავი ჰიტლერი. რომელი ხეიბრობით შევძლებ ამ ცხოვრებაში გადავიხადო ჩემი ვალი იმ მილიონების წინაშე, ვისი ცოდვაც ჩემზეა? ვისი ფანტაზია გასწვდება ამდენს? ასეთი რამ შეუძლებელია ჩემი უბრალოდ დატანჯვით. მაგრამ, ვალის გადახდა შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. თუმცა, ამისთვის არაა სავალდებულო ვიცოდე, რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი ჰიტვერი. ამ ცოდნამ, პირიქით, შეიძლება შემიშალოს ხელი. მაგალითად, იმიტომ, რომ ჰიტლერის წინაშეც ჰქონდა ბევრს ვალი და აგიც გამახსენდეს, სხვათა შორის, და პოზაში ჩავდგე: ჯერ იმათ გადამიხადონ ჩემი, მერე კი, მე გადავუხდი სხვებს! ეგრე რა გამოვა?
მე ვიცი, რა ადამიანებად მოევლინებიან (თუ ჯერ არ მოვლენილან) კაცობრიობას ჰიტლერები და სტალინები. თუ გაინტერესებთ გეტყვით.
საიდუმლო არაფერია, უბრალოდ მონოლოგი გამიგრძელდა.
ველი გამოხმაურებას.”

რატომღაც მგონია, რომა ასეთი ხალხი ცოტა სხვა პრინციპებით ისჯება, ან ჰიტლერმა როგორ უნდა ამოისყიდოს თავისი ცოდვა ვერ წარმომიდგენია. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ჰიტლერი თავის დანაშაულებს თავისი ხელით არ სჩადიოდა, რამდენმა აიტაცა მისი იდეოლოგია და დაეხმარა ამის განხორცილებაში, შეიძლება ეს რაგაც გაკვეთილი იყო კაცობრიობასთვის ან ცოდვების შედეგი
Antia
QUOTE(Uma @ Mar 14 2007, 07:30 PM) *
ანუ ყველაფრის მართველი ადამიანია? сам поет, сам танцует?

ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მმართველია და, უპირველეს ყოვლის, ისევ –– რა თქმა უნდა, თავისი ცხოვრებისა!

თვითონ ისახავს და აღწევს მიზნებს, და მერე თავის თავს ისჯის? აზრი?

ყველაფერი გაცილებით მარტივადაა და საკმაოდ რთულიც (მიყვარს პარადოქსები biggrin.gif შენ?) ახლავე ვეცდები ავხსნა ეს რთულ–მარტივი იოლობა სიძნელეში.
ზეცაში ყოფნის დროს, განკაცების წინ, მომავალი ცხოვრების დაგეგმვისას ჩვენ არ ვწყვეტთ, ვის უნდა ვესროლოთ ტყვია, ვისას კი –– მკერდი შევუშვიროთ. მითუმეტეს, რომ არც არავინ იცის, ტყვია იქნება ეს, დანა, თუ –– ნაზი ამბორი. მომავალი ზეციდან ჩანს ბუნდოვნად. მაგრამ, როგორც სარწმუნოდ შეიძლება აქედან თქვა, რომ სუფსა პალიასტომის ტბაში ჩაედინება, ისევე იქედან ვიცით, რომ შევხვდებით ჩვენს მევალეს, თუ კი განვკაცდებით კონკრეტულ პიროვნებად, კონკრეტულ ადგილას. მთავარია, მისცე თავს შანსი ვალის გადახდისა; მისცე შანსი სხვას გადაგიხადოს მისი ვალი. იქ ამის ზუსტ დაგეგმვას ვაწარმოებთ –– ვის უნდა „გადავეყართ“, ვინ უნდა ვიყოთ ამისთვის. ამის მიხედვით ვგეგმავთ თორემ... მევალესთან შეხვედრისას, ვალებს გადავიხდით, თუ დავიმძიმებთ –– თითოეულის ადამიანობაზეა დამოკიდებული –– ჩვენ ხომ არასოდეს ვიცით ეს, ვინმე უცნობი ადამიანი ჩვენს წინაშე, მევალეა ჩვენი, ვალი აქვს, თუ, პერსპექტივაში გულისა და სულის ადამიანია, ძმა და ამხანაგი (ახალშეძენილი)? ასე რომ, გაუმარჯოს გაგებას და ადამიანობას!

ანუ ამ კაცის დანაშაული იყო ის, რომ ქონდა პოტენციალი დაეპყრო სამყარო? თუმცა წინა აბზაციდან გამომდინარე ეგ მისი არჩევამი იყო, თავი აარიდა ცოდვებს, ჰიტლერმა კი შეგნებულად გააკეთა თავისი არჩევანი. საინტერესოა რატომ, თუ იცოდა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა.

მსოფლიოს დამპყრობლობის პოტენციალი ყოველს აქვს. უბრალოდ, სხვა ზოგიერთს ეს ძალიან უნდა. სხვანაირად თავს ვერ იმკვიდრებს საზოგადოებაში. პასუხს ხედავ? ვერა? მომისმინე:
ცუდი და კარგი რა არის, ყოველმა მშვენივრად იცის. თუ არ იცის, გულით მაინც გრძნობს. ასე რომ, ცუდის კეთებისთვის მაინც მოეთხოვება ნებისმიერს, ადრე თუ გვიან. ამასაც ყოველი გრძნობს. მერე? რა არის ამოცანა? საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრო? და ამისთვის უნდა დახოცო ამდენი ადამიანი და ერთი ამდენიც დაასახიჩრო? გრცხვენოდეს! არა, კარგო, ამ ცხოვრებაში შენ ფეხები არ გჭირდება –– ამგვარად გრცხვენოდეს. (პირი ქვისკენ მიქნია).
იტოგში, ჩემი აზრით, ის ხეიბარი პაზავჩერა ცხოვრებაში იყო მსოფლიო დამპყრობელი. შემდგომი ცხოვრებისთვის დაგეგმა დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში ისე, რომ არავისთვის ეწყენინებინა, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას –– ხელსაყრელ გარემოებებს, თუ, პოტენციურ მონაცემებს და გამოიყენა ისინი ბოროტად –– ისევ დაიპყრო მსოფლიო (არ იფიქრო რომ რომელიმე კონკრ. ისტ. ფიგურას ვგულისხმობ. ასეთები ქვეყანაა, მეგრამ მე აბსტრაქტული მყავს მაგალითში). შედეგად, მომდევნო ცხოვრებაში სულ სხვა ვითარებაში უწევდა თავისი თავის დამკვიდრება. აი, ასეთი სასაცილო ისტორიაა smile.gif
ანუ, წინასწარ კი არ იცი, რა გამოვა შენი მომავალი ცხოვრება, არამედ, იცი რომელ ცდუნებებს უნდა დაუდგე, დაამარცხო და ამით გაკეთილშობილდე, რათა... რათა და რათა!..
დარწმუნებული ვარ, რომ, სხვათა შორის, იქ ისიც ზუსტად ვიცით წინა ცხოვრების წყალობით, რის დიდი ნიჭი გვექნება მომავალში. მაგალითად, თუ წინა ცხოვრებაში ძალიან გიყვარდა მუსიკა, ამ ცხოვრებაში უკვე სმენაც გექნება და, შეიძლება, ხმაც. და, თუ ამ ცხოვრებაში თავს და სხვებსაც სიმღერით ასიამოვნებ, მომავალში, შეიძლება კომპოზიტორი იყო.

რატომღაც მგონია, რომა ასეთი ხალხი ცოტა სხვა პრინციპებით ისჯება, ან ჰიტლერმა როგორ უნდა ამოისყიდოს თავისი ცოდვა ვერ წარმომიდგენია. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ჰიტლერი თავის დანაშაულებს თავისი ხელით არ სჩადიოდა, რამდენმა აიტაცა მისი იდეოლოგია და დაეხმარა ამის განხორცილებაში, შეიძლება ეს რაგაც გაკვეთილი იყო კაცობრიობასთვის ან ცოდვების შედეგი

დასჯის პრინციპი ყოველთვის ერთია –– რამდენიც აიღე, იმდენი დადე და ცოტა მეტიც (პროცენტებში არ ვიცი smile.gif ) მთიულებს (ხევსურებს, ფშაველებს, თუშებს) ეს კარგად ჰქონდათ განსაცღვრული. მათნაირი სათემო მმართველობა მოგვცა ახლა ქართველებს! სადაა? ევროპა–ამერიკისგან ვსწავლობთ დემოკრატიას <_<
ჰოდა, რას ვამბობდი? ჰიტლერი–სტალინი?
მაგათი საქმეც მარტივადა. მარტივად და გენიალურად! დიდება უფალს! ეს ხომ მან მოიფიქრა ყველაფერი –– ასე კარგად და საინტერესოდ!
ჰოდა, ჰიტლერიც, სტალინიც და მათი მსგავსი სხვა ტირანებიც, მოევლინებიან (ზოგი, ალბათ, ადრეც მოვლენილა) კაცობრიობას დიდ რეფორმატორებად, ერისკაცებად და ა.შ. –– რამდენი ადამიანიც გააუბედურე, იმდენი გააბედნიერე! –– თავანიც ჩაბარდა. B)

ვინ რას ფიქრობთ, აბა?
Antia
QUOTE(Perl @ Mar 14 2007, 10:17 AM) *
ძაან მაინტერესებს როგორ ადამიანებად მოევლინებიან ჰიტლერი და სტალინი ?
შენ თუ იცი ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

ჰიტლერზე და მის ძმაზე ზევით ვთქვი.

ჩემი წინა ცხოვრება არ ვიცი. არც მინდა. რახან არ მახსენდება – არც არის საჭირო.

მკვდრების აღდგომა, მეორედ მოსვლის შემდეგ რომ უნდა იყოსო, ბიბლიის მიხედვით, იცი რა არის, როგორც წამიკითხავს? – უბრალოდ, ყველას თავიანთი წინა ინკარნაციები გაგვახსენდება. – აბა, რა სისულელეა, საფლავებიდან ძვლები რომ აღსდგენ! laugh.gif
პროსტა, ამისთვის – წინა ცხოვრების გახსენების ღირსი რომ გახდე – ადამიანი უნდა განიწმინდო; შენი წარსული ცოდვები შენივე თავს უნდა აპატიო.
ვითომ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ? ვფიქრობ – ნეაბეზატელნა.

ასე რომ, რას მომცემს კარგს, თუ დავიჯერე, ვთქვათ, რომ წინა ცხოვრებაში მეფე ვიყავი, ნაზირ-ვეზირი, ან – უბრალოდ – როკფელერი? ხომ დამტანჯავს ნოსტალგია და ამისთ! wub.gif laugh.gif
Antia
QUOTE(Alpha @ Mar 14 2007, 12:51 PM) *
იქით სამყაროში დრო არ არსებობს, ყველაფერი ერთ წამში ხდება..

აი, ეს ვერ გავიგე! :mellow:
ვერ წარმომიდგენია!

მე უფრო მგონია, იქ გატარებული დრო აქაურს არ ედრება.

მაგაზე შესანიშნავი ფილმი არსებობს ბილ მიურეის მონაწილეობით – „ზაზუნას დღე“ ("День Сурка")
Zet
ჩვენ მეგობარ გომეოპატთან, ერთხელ მოვიდა პაციენტი, და მოიყვანა შვილი რომელსაც ქონდა სადისტური მიდრეკილებები რბილად რომ ვთქვათ,
ერთერთი მაგალითი: ეზოში სადაც ცხოვრობდნენ იყო კნუტი, თუ ლეკვი არ მახსოვს... ერთხელაც ბავშვი ჩავიდა და ფეხით გაჩყლიტა ცხოველი და წყნარათ ამოვიდა სახლში...
ამის გარდა ბავშვს ქონდა სხვა სადისტური ქმედებებიც....
გაუკეთეს ბავშვს გიპნოზი რო დაედგინათ ამ ყველაფრის მიზეზი, აღმოჩნდა რომ როცა დედამისი მშობიარობდა ბავშვი ექიმებმა ამოიყვანეს მაშებით,
ანუ აწამეს და ბავშვმა მიიგო ფსიქოლოგიური ტრამვა და იზრდებოდა სადისტი და კნუტებიდან მერე ადამიანებზეც შეიძლება გადასულიყო, ან უფრო მასიურ რამეზე
როგორც დაუშვათ გიტლერის შემთხვევაში...

დაუშვათ და ეს ბავშვი გახდა მანიაკი ვის შეიძლება ეს დავაბრალოთ, ბავშვს არა, გადავიდეთ ექიმებზე, ექიმები გეტყვიან რო იცი ჩვენ ეგრე გვასწავლეს სამედიცინო ინსტიტუტში
და როგორც გვასწავლეს ისე ვაკეთებთ.. წავიდეთ ინსტიტუტში მასწავლებელთან, მასწავლებელი იტყვის მე ეს სამედიცინო წიგნებიდან ვისწავლე....
მოკლეთ მაგის დადგენა ვისი ბრალია წაგვიყვანს შორს და საბოლოო ჯამში ალბათ იმ ხალხთან მიგვიხვანს რომლებიც ნახსენებია ანასტასიას 6-7 წიგნებში ან საერთოდ არსად არ მიგვიყვანს)))

ამით იმის თქა მინდა რომ გიტლერს არ შეიძლება პიროვნულად ყველაფერი დაბრალდეს.... გიტლერი თითონ საზოგადოებამ შექმნა
Zet
Alpha მართალია, დრო პარალელურ სამყაროებში სხვანაერათ მიდის, იქური ერთი წამი შეიძლება აქაური საუკუნეები იყოს.
რაც უფრო შორს მივდივართ მატერიალური სამყაროდან მით უფრო სხვანაერად არის იქ ყველაფერი, მარა ჩვენ ამას რომც ვინმემ აგვიხსნას ვერ გავიგებთ...

კინოებში არ გინახიათ დედამიწას რო შორდებიან ხომალდით და რო ბრუნდებიან აქ ბევრათ მეტი დროა გასული:-)....
და პარალელურ სამყაროებში დროის აცდენა ალბათ უფრო დიდია
FEBRUARY
ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!

იქნებ არც პარალელური სამყარო არსებობს, ან თუ არსებობს, იქნებ იქ დრო არა არსებობს....
იქნებ არც მეორედ და მეათედ ვიბადებით... და ეს ყველაფერი მეოცნებე ადამანების ფანტაზიებია, რომ ჩვენს ხანმოკლე სტუმრობას დედამიწაზე უფრო საინტერესო და იდუმალი ელფერი მიანიჭოს...

unsure.gif
Perl
QUOTE(FEBRUARY @ Mar 16 2007, 05:13 PM) *
ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!

იქნებ არც პარალელური სამყარო არსებობს, ან თუ არსებობს, იქნებ იქ დრო არა არსებობს....
იქნებ არც მეორედ და მეათედ ვიბადებით... და ეს ყველაფერი მეოცნებე ადამანების ფანტაზიებია, რომ ჩვენს ხანმოკლე სტუმრობას დედამიწაზე უფრო საინტერესო და იდუმალი ელფერი მიანიჭოს...

unsure.gif

შეიძლება , მაგრამ მე უფრო მგონია რომ არსებობს პარალელური სამყარო და იქ დროც არის უბრალოდ არ ემთხვევა ჩვენი დროსი სისტემებს შეიძლება;
შეიძლება ფანტაზიაც იყოს , მაგრამ არა მგონია ესე უაზროდ იწყებოდეს და მთავრდებოდეს ყველაფერი....

Zet

გეთანხმები რომ ყველა ცოდვა და დანაშაული ერთ პიროვნებას არ უნდა დავაბრალოთ, რადგან ამ პიროვნებებს თვითონ საზოგადოება ქმნის, პლუს ამას მათი პიროვნული თვისებებიც ემატება.
რაც შეეხება ექიმებზე ასე ყველაფრის გადაბრალებას მე სწორედ არ მივიჩნევ;
თუ ანასტასიას წიგნების მიხედვით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერში თვითონ ექიმებიც , სამედიცინო ინსტიტუტები და ლექტორებიც არ არიან დამნაშვეები smile.gif
Demiurge
Ise chemtvis,sikvdili aris cxovris dasasruli,da eg azri da cxovrebis stili dzaanac mexmareba,radgan me sikvdils vikenebeb rogorc damxmare dzalas smile.gif
Воланд:"Человек смертен,это пол беды,но беда в том что человек внезапно смертен" tongue.gif
Antia
QUOTE(Demiurge @ Mar 18 2007, 10:44 AM) *
Ise chemtvis,sikvdili aris cxovris dasasruli,da eg azri da cxovrebis stili dzaanac mexmareba,radgan me sikvdils vikenebeb rogorc damxmare dzalas smile.gif

sikvdili cxovrebis dasasrulicaa da dasackisic. erts asruleb da meores ickeb. misi gamokeneba ki, mravalmxriv sheidzleba -- rogorc damxmare dzala, rogorc mtavari shemoqmedebiti dzala, rogorc mtavari damangreveli dzala...
shen rogor ikeneb mas da ramdenad xshirad ikeneb?
Uma
QUOTE(Demiurge @ Mar 18 2007, 10:44 AM) *
Ise chemtvis,sikvdili aris cxovris dasasruli,da eg azri da cxovrebis stili dzaanac mexmareba,radgan me sikvdils vikenebeb rogorc damxmare dzalas smile.gif
Воланд:"Человек смертен,это пол беды,но беда в том что человек внезапно смертен" tongue.gif

მაინც რას გულისხმობ იმაში, რომ სიკვდილს იყენებ როგორს დამხმარე ძალას?
Demiurge
QUOTE(Uma @ Mar 19 2007, 12:27 PM) *
მაინც რას გულისხმობ იმაში, რომ სიკვდილს იყენებ როგორს დამხმარე ძალას?

Imas vgulisxmob rom,shen tu cxovrob ise vitom nebismier momentshi sheidzleba movides sheni sikvdili,bevri ram icvleba da ukureb cxovdebas sxva rakursit da eg dzaan gexmareba--magalitad shen igeb rom chen sul ar gakvs dro imaze rom vinmeze iko nackeni,radgan sheidzleba nebismier momenshi movides sikvdili smile.gif
Zet
QUOTE(Demiurge @ Mar 19 2007, 10:46 PM) *

Demiurge მე ეხლა მივხვდი შენ რასაც გულისხმობ... ესარი უძლიერესი მეთოდი.
მაგალითისთვის, როდესაც შენ დილით გაიღვიძებ და იცი რომ საღამოს, ან თუნდაც ორი წუთის მერე მოკვდები, შენი გონება იმ დღეს სხვა მდგომარეობაში იქნება,
ანუ შენ აგარ იფიქრებ არანაერ წვრილმანზე, და შენ იცხოვრებ იმ ერთი წამის მეასედში რომელშიც იმყოფები, შენთვის არარსებობს არც წარსული და არც მომავალი,
შიში, წყენა, გაბრაზება... ეს ყველაფერი ქრება.
შენ ხარ აქ, და ეხლა....

და სწორედ ესარის მედიტაცია!!! smile.gif ესარი ის რასაც ოშო ქადაგებს და არამარტო. მთელი აღმოსავლური ფილოსოფია ამაზეა აწყობილი....

ამას გულისხმობდა ქრისტე ფრაზაში: ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე, ღმერთი იფიქრებს ამაზე შენს მაგივრად...
Alpha
QUOTE(Antia @ Mar 15 2007, 12:42 AM) *
აი, ეს ვერ გავიგე! :mellow:
ვერ წარმომიდგენია!

მე უფრო მგონია, იქ გატარებული დრო აქაურს არ ედრება.

მაგაზე შესანიშნავი ფილმი არსებობს ბილ მიურეის მონაწილეობით – „ზაზუნას დღე“ ("День Сурка")

მიწიერი გონების პირობებში ამის გაგება ძალიან ძნელია, მაგრამ ასეთ ანალოგიას მოვიყვან:
წარმოიდგინე ფილმის ლენტა, რისგან შედგება ის? იგი შედგება კადრებისაგან ანუ თითო კადრი აჩვებეს დროის რაღაც ნაწილს, ხოლო როდესაც ეს კადრები რაღაც ლოგიკური მიმდევრობითაა დაწყობილი, მაშინ იქმნება დროის ილუზია. სინამდვილეში ყველა კადრი ერთდროულად არსებობს ხომ ასეა?
ხოდა ასევე ჩვენი სხოვრების ერთი წამი(უფრო სწორედ ეს წამიც არაა) ერთი კადრია, სინამდვილეში კი ყველა კადრი არსებობს ერთდროულად blink.gif
უფრო მეტიც ყველანაირი კადრი არსებობს, ყველანაირი რეალობა არსებობს. როდესაც შენ იმყოფები არჩევნის წინაშე, მაგალითად წახვიდე სადმე თუ სახლში დარჩე, სინამდვილეში ორივე რეალობა არსებობს, და შენ ირჩევ რომელი განიცადო. სწორედ ესაა ნაჩვენები შენს მიერ მოყვანილ ფილმში smile.gif
Zet
QUOTE(Alpha @ Mar 20 2007, 04:31 PM) *

საინტერესოა!!

ალბათ იგივე პრინციპით,
სიკვდილის მერე რაღაც მომენტში ადამინი თავის ცხოვრების კადრებს ერთდროულად ხედავს (ანუ თავიდან გადის მთელ ცხოვრებას წამებში)
Uma
QUOTE(Demiurge @ Mar 19 2007, 10:46 PM) *
Imas vgulisxmob rom,shen tu cxovrob ise vitom nebismier momentshi sheidzleba movides sheni sikvdili,bevri ram icvleba da ukureb cxovdebas sxva rakursit da eg dzaan gexmareba--magalitad shen igeb rom chen sul ar gakvs dro imaze rom vinmeze iko nackeni,radgan sheidzleba nebismier momenshi movides sikvdili smile.gif

ამ პასუხიდან ვერ გავიგე შენი დამოკიდებულება სიკვდილისადმი. რაც შენ თქვი ეს არის პოზიცია, რომელიც გაძლევს საშუალებას ასე ვთქვათ სრულყოფილად დატკბე ცხოვრებით. და შენი აზრით სიკვდილის მერე რა ხდება? ყველაფრის დასასრული?
Demiurge
QUOTE(Uma @ Mar 22 2007, 11:39 AM) *
ამ პასუხიდან ვერ გავიგე შენი დამოკიდებულება სიკვდილისადმი. რაც შენ თქვი ეს არის პოზიცია, რომელიც გაძლევს საშუალებას ასე ვთქვათ სრულყოფილად დატკბე ცხოვრებით. და შენი აზრით სიკვდილის მერე რა ხდება? ყველაფრის დასასრული?

Chemi azrit sikvdili aris kvelapris dasasruli
Alpha
QUOTE(Demiurge @ Mar 22 2007, 04:57 PM) *
Chemi azrit sikvdili aris kvelapris dasasruli

ანუ არც ღვთის არსებობის გჯერა და არც არაფრის? smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.