Help - Search - Members - Calendar
Full Version: ოშო
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2, 3, 4, 5
Zet
აბა დაწერეთ თქვენი აზრი ოშოს წიგნებზე... თუ წაიკითხეთ რომელიმე....
Demiurge
I Don't Like It
Alpha
მე არ წამიკითხია და ვაფშე რას ”ქადაგებს” ერთი სიტვყვით თუ დაწერთ კარგი იქნება
Zet
QUOTE(Alpha @ Mar 18 2007, 02:51 PM) *
მე არ წამიკითხია და ვაფშე რას ”ქადაგებს” ერთი სიტვყვით თუ დაწერთ კარგი იქნება


ოშოს 500-ამდე წიგნი არსებობს, მემგონი თითქმის ყველა წიგნი არის მისი ლექციებიდან ჩაწერილი და გამოცემული..
და სხვადასხვა თემებს ეხება... ერთი სიტყვით წიგნების აღწერა ალბათ შეუძლებელია.
ძირითადი მიმართულება, შეიძლება ითქვას, არის ფსიქოლოგია და პრაქტიკული მედიტაცია...
http://www.anastasia.ge/forum/index.php?sh...ic=39&st=40
Zet
http://www.oshoworld.com/ სიმპატიური საიტია!

http://www.osho.com/Main.cfm?Area=MedResor...anguage=English
ესარი ოშოს კურორტი დასასვენებლად და მედიტაციებისთვის)
რომელიც ინდოთში, პუნაში მდებარეობს...
DANAIDA
ერთისგან მოვისმინე, ჯობია ოშო საერთოდ არ წაიკითხო ადამიანმა, რადგან მისი მოძღვრებიდან თავის დახსნა, ძალიან ძნელიაო. არადა, ოშო არის ადამიანი, რომელიც ბევრ გაუცნობიერებელ რამეზე გიხელს თვალს და განახებს ცხოვრებას თავისი არსით. ეს არის და ეს. smile.gif
prince
ოშო არის ყველაზე ადვილად გასაგები მისტიკოსი მისი კითხვისას გრძნობ რომ მეგობარი გესაუბრება და არა ფილოსოფოსი მისი წიგნები მარტო იმიტომაა აუცილებელი რომ ადამიანი თავისუფალ აზროვნებას მიეჩვიოს გარწმუნებთ მისი წაკითხვის მერე ვერ გააგრძელებთ შაბლონით ცხოვრებას და თავისუფლება შეგიყვარდებათ ესაა ადამიანი რომელიც გაიძულებს იფიქრო და ამავე დროს იმოქმედო, ეძიო და დატკბე იმით რომ უახლოვდები ჭეშმარიტებას!
Zet
prince yes.gif
INA
QUOTE(Zet @ Mar 20 2007, 12:44 AM) *
ოშოს 500-ამდე წიგნი არსებობს, მემგონი თითქმის ყველა წიგნი არის მისი ლექციებიდან ჩაწერილი და გამოცემული..
და სხვადასხვა თემებს ეხება... ერთი სიტყვით წიგნების აღწერა ალბათ შეუძლებელია.
ძირითადი მიმართულება, შეიძლება ითქვას, არის ფსიქოლოგია და პრაქტიკული მედიტაცია...
http://www.anastasia.ge/forum/index.php?sh...ic=39&st=40


და მარტო ეგ აზრი დაგრჩა,რომ ოშო ფსიქოლოგიაზე და ფრაქტიკულ მედიტაციაზე არის ორიენტირებული?
INA
QUOTE(DANAIDA @ Apr 14 2007, 01:58 PM) *
ერთისგან მოვისმინე, ჯობია ოშო საერთოდ არ წაიკითხო ადამიანმა, რადგან მისი მოძღვრებიდან თავის დახსნა, ძალიან ძნელიაო. არადა, ოშო არის ადამიანი, რომელიც ბევრ გაუცნობიერებელ რამეზე გიხელს თვალს და განახებს ცხოვრებას თავისი არსით. ეს არის და ეს. smile.gif



ვიღაცას ეტყობა ძალიან მოხვდა გულზე ოშოს რაღაცეები და აჯობა სულ აღარ წაეკითხა biggrin.gif
შეიძლება შენ არ მოგინდეს იმ წუმპიდან თავის დაღწევა სადაც ხარ და იქ ამჯობინო დარჩენა,მაგრამ სხვასაც რატომ უშლი აზროვნება და შემეცნება გაისუფთავოს?
san
ოშო -

Живите тотально, живите интенсивно, так, чтобы каждое мгновение становилось золотым, чтобы вся ваша жизнь стала серией золотых мгновений.
Такой человек никогда не умирает, потому что у него есть прикосновение Мидаса — все, к чему бы он ни прикоснулся, становится золотым.
san
ოშო -
Это то, что я давно говорю вам. Быть Буддой — это не трудная работа. Это не какие-то достижения, за которые вам нужна Нобелевская премия. Это самая легкая вещь в мире, потому что она уже случилась без вашего ведома. Будда уже дышит в вас. Просто немножко одобрения, немножко обратиться внутрь, — и это не может быть сделано насильственно. Если вы будете делать это насильственно, вы потеряете нить. Это очень деликатное дело. Вы должны вглядываться внутрь играя, несерьезно.
Просветление не может быть достижением. Это то, что у вас уже есть, — как этого можно достигнуть? Подлинный Мастер просто выкидывает то, что вы не имеете, а лишь верите, что имеете, и дает вам то, что у вас уже есть. У вас есть много того, что на самом деле вам не принадлежит, вы просто верите, что оно у вас есть. Дело Мастера — это дело хирурга, отрезать все то, что не является вашим и оставить только существенное ядро, — вечное существо.
prince1
საოცარია ! არსებობს კოშმარიდან თავის დაღწევის რეალური, მეცნიერული საშუალება ერთი-ორი კვირით გააკეთეთ ოშოს აქტიური, კათარზისული მედიტაციები და თქვენი გამოცდილება იქნება თქვენი მსოფლმხედველობის ერთადერთი საფუძველი ანუ თქვენ გახდებით თავისუფალი, რაციონალურად და მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ნეტარებით ივსება ყოველდღიურად და არავისი მოწყალება არ სჭირდება იმისათვის რომ იცხოვროს სიყვარულით, თავისუფლად და უდარდელად! სიტყვები ზედმეტი გახდება თქვენს ცხოვრებაში რადგან ჭეშმარიტებას ხელით შეეხებით და დატკბებით სიმშვიდითა და სიყვარულით! ოშოს აქტიური მედიტაციები მონობის დასასრული და სიყვარულის დასაწყისია! ვისაც თვალები აქვს წაიკითხოს ვისაც სურს მონად დარჩეს ნუ წაიკითხავს, ბედნიერება მხოლოდ მას ეკუთვნის ვინც ჭეშმარიტებას ეძებს და არ ფიქრობს რომ ადამიანი შემთხვევითობაა! ლაჩარი არ იმსახურებს ბედნიერებას!
san
საოცარია მაგრამ ადამიანების უმეტესი ნაწილი მართლაც მონებივით ცხოვრობენ. ზოგმა არც იცის რომ არსებობს მონობისგან თავის დაღევის გზები. ზოგმა იცის მაგრამ ვერ ბედავს რადგან ლაჩარია.

თავისუფლებისათვის საჭიროა ბრძოლა.

Uma
san, შენ ხარ ოშოს სპეციალისტი, აბა ამაზე რას ფიქრობ:

Большинство людей, которые становятся просветленными, тотчас же умирают. Они просто больше не могут дышать. Нет причины, по которой они должны дышать. Опыт так велик, что сердце останавливается. Они никогда не видели ничего подобного, это так неизвестно. Это захватывает их дыхание — буквально…
Поэтому если представить себе пропорцию... из ста просветленных людей по крайней мере девяносто мгновенно умирает. А из десяти выживших девять сохраняют молчание. Они теряют власть над мозгом. …
Может быть, именно поэтому об этом никогда не упоминалось. Ни одно священное писание не упоминает, что просветление расстраивает тело и мозг. Но я хочу говорить все в точности как есть, потому мое понимание свидетельствует, что те, кто не интересуется, и не заинтересуется, тех, кого это интересует, не остановит никакая истина. Фактически, для них будет даже лучше знать это заранее….
Просветление, несомненно, чрезвычайно беспокоит психосоматическое здоровье, потому что это нечто такое, к чему тело не способно и не подготовлено. Природа не встроила в тело никакой способности поглотить просветление. Внезапно на тебя падает гора — ты неизбежно будешь раздавлен.

http://shitai.by.ru/way/putmistika/glava23a.htm

san
კი მართალია, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი რომელიც სულიერ პრაქტიკას ეწეოდა სხივოსნდება სიკვდილის დროს, რადგან უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. თანაც ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მედიტირებს სიკვდილს ხვდება გაცნობიერებული.

რაც შეეხება მდუმარებას, ბევრი მდუმარებაში რჩება. თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებიც უზარმაზარი თანაგრძნობით გამოირჩევიან, ასეთი იყო ოშო.
მათ ვერ გააჩუმებ.

ხშირად ადამიანი გასხივოსნების შემდეგ კიდევ ერთხელ იბადება როგორც ოსტატი.
თავად გასხივოსნება რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს სხეულსა და გონებაზე. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც ვისაც გასხივოსნება თავისუფლად და უმტკივნეულოდ გადააქვთ.
Zet
ეს იმიჯი სანის ეძღვნება smile.gif

san
მაგარია ძალიან.

კარგი იქნება თუ საქართველოში გაიღვიძებენ ადამიანები და ამ ქვეყნისთვისაც დადგება ახალი ერა.
san
ისე მართლები არიან როცა ამბობენ რომ, ოშოს წიგნების წაკითხვის შემდეგ სხვა მისტიკოსს ვეღარ გაეკარები.

ერთადერთი ვინც მომეწონა ეს არის ეკხარტ ტოლლე რომელიც ასევე გასხივოსნებულია, მას ორი წიგნი აქვს და ერთმანეთზე უკეთესი წიგნებია.
prince1
ეკჰარტ ტოლე ასევე მაგარია ლაკონურია და ძალიან შთამბეჭდავი
prince1
ყველა მაგარი მისტიკოსი თანხმობაშია იმასთან რასაც ოშო ამბობს. გაცნობიერება, იდეოლოგიისგან და დოგმისგან განთავისუფლება, გონების გარეშე ყოფნა, არგაიგივება, შინაგანი სიჩუმე და სიმშვიდე აი ესაა ძირითადი თემები ერთი შეხედვით მარტივია თუმცა გენიალურობა სიმარტივეშია
mina
ჩათრევა იცის ოშომ და მერე როგორი.
აქტიურად ვკითხულობდი ერთი პერიოდი, მაგრამ ეზოთერიკების მთავარ წიგნებად თუ ითვლებოდა, არ ვიცოდი და საერთო არ ვიცოდი ქართველი ეზოთერიკების არსებობის შესახებ...
Tamo_Tamo
"უქმნადობაში ქმნადობა" ეს ისეთივე გენიალური ფრაზაა რაც თავად ოშო... იგი ფსიქიატრი უფროა...
ოშოსთან დაკავშირებით კაუბოიმ რო დაფოსტოს ჯობია, რადგან როგორც მე ვიცი იგი უშუალო მომსწრე იყო მისი ლექციების.. smile.gif ასე რომ გელოდებით დიდი ინტერესით...
Zet
QUOTE(mina @ Jun 20 2008, 08:46 PM) *
ჩათრევა იცის ოშომ და მერე როგორი.
აქტიურად ვკითხულობდი ერთი პერიოდი, მაგრამ ეზოთერიკების მთავარ წიგნებად თუ ითვლებოდა, არ ვიცოდი და საერთო არ ვიცოდი ქართველი ეზოთერიკების არსებობის შესახებ...



ara mina osho mtavar tsignad namdvilad aritvleba da saertod memgoni ar sheidzleba arcerti tsigni chaitvalos dziritad tsignad,
memgoni jobia adamianma yvela tsignidan amokripos mistvis sasurveli momentebi, da tan es individualuria da tan rac met codnas idzens adamiani mit misi interesebi icvleba, amitom shen sheidzleba adre gainteresebda da kitxulobdi oshos da dges saertod agar gainteresebdes imitomrom es etapi ukve gaiare, da saertod ert mimartulebaze chacikvlva ubralod ertadgilze gacherebaa albat...
mina
QUOTE(Zet @ Jun 21 2008, 01:07 PM) *
ara mina osho mtavar tsignad namdvilad aritvleba da saertod memgoni ar sheidzleba arcerti tsigni chaitvalos dziritad tsignad,
memgoni jobia adamianma yvela tsignidan amokripos mistvis sasurveli momentebi, da tan es individualuria da tan rac met codnas idzens adamiani mit misi interesebi icvleba, amitom shen sheidzleba adre gainteresebda da kitxulobdi oshos da dges saertod agar gainteresebdes imitomrom es etapi ukve gaiare, da saertod ert mimartulebaze chacikvlva ubralod ertadgilze gacherebaa albat...




sxva rame mindoda metkva, yvelapers akvs ragac sapudzveli da mgoni cudi araperia imashi, tu ezoterika oshos filosofias cotati mainc epudzneba. osho exlac mainteresebs, radgan mgonia, rom ragaceebi ver gavige bolomde, upro scorad ver mivighe. ert adgilze gacherebis da chacikvlis momxre arc me var. magashi getanxmebi.smile.gif rolleyes.gif
veluri

სანამ ოშოს წაიკითხავ სასურველია იცოდე რას ამბობს იგი თავის მოძღვრებაზე:

Нерелигиозная религия
Я стараюсь быть непоследовательным, чтобы вы не превратили меня в догму. Даже не пытайтесь, иначе просто с ума сойдете. Я оставлю ученым совершенно ужасающее наследие - они попросту не смогут найти в нем какой-то смысл. Они свихнутся! Впрочем, они этого заслуживают. Никто не превратит меня в традицию, это просто невозможно. Мои слова обжигают, но в них не найти теологии или догматизма.
Я предлагаю образ жизни, а не догматы для поклонения. Вы можете заметить в моих словах мятежный дух, но никогда не найдете в них призыва к революции.
Мои слова - не только огонь. Тут и там я заложил немного пороху, и взрывы будут греметь веками. Я вкладываю в свои слова больше, чем нужно, потому что не люблю рисковать, не хочу давать ученым никакого шанса. Любая фраза вызовет огромные трудности у каждого, кто попытается организовать вокруг меня религию.
Да, вы можете создать свободное общество, коммуну. Помните о слове "свободное": все независимы, каждый может жить, как хочет, каждый может истолковывать мои слова, как захочется, каждый имеет право найти в них то, что хочет найти. И каждый может сам искать свой путь, свой образ жизни - не навязывая его никому другому.
Не стоит гадать, в чем заключается моя религия. Я оставляю этот вопрос открытым. Если хотите, сами ищите определения - но это будет только ваше понимание, вам придется постоянно его менять. Оно поневоле изменится по мере того, как вы будете все лучше меня понимать. Меня нельзя зажать в кулаке, как неодушевленный предмет. Вам придется менять свои представления, и при этом вы сами будете меняться.
Всякий раз, когда вы чувствуете, что я в чем-то себе противоречу, не тревожьтесь, я самопротиворечив. Настало время вам понять это. Я беспрестанно противоречу себе. Это один из способов, который я использую. Если вы невозмутимы, то вы достигли некой кристаллизации. Я и дальше буду противоречить, всему сказанному мной я буду противоречить. Я не оставлю ни единого утверждения без противоречия. В этом весь метод: я не хочу, чтобы вы цеплялись, за какую бы то ни было точку зрения. Я не хочу, чтобы вы и за мое мнение цеплялись. Вот единственный путь: я должен противоречить собственному мнению. Придет минута, когда вы поймете, что этот человек не дает вам теории, потому что все противоречиво. Не остается ни одной теории. Все отрицает все остальное, вы остаетесь в глубокой пустоте. Такова моя борьба.
Я не даю вам философию. Если бы я был философом, я бы никогда не противоречил себе, я был бы последовательным, но я — не философ. Самое большее, вы можете называть меня поэтом. От поэта вы никогда не ждете никакой последовательности. Вы знаете, что поэт есть поэт, он не систематичен. Сегодня он говорит одно, а завтра уже другое. Но если вы будете и дальше понимать меня, то придет минута, когда все, сказанное мной, я сам же поставлю в рамки противоречия, и вы останетесь в пустоте, и не за что будет уцепиться — ни теории, ни системы, ни шастры.
И лишь в этом «ничто» вы сможете понять меня, потому что я не говорю что-то, здесь само мое присутствие дает что-то вам. То, что я даю вам, — не послание; именно я — послание. Только когда вы будете совершенно пустыми, вы сможете понять это.
68 Йога-сила духа-1
აი ესაა მიზეზი ოშოს გარშემო ატეხილი ამდენი აურზაურის, თორე იყვნენ სხვა მისტიკოსებიც, იგივეს ამბობდნენ, მედიტაცია, სიფხიზლე, თავის შეცნობა, სიყვარული - ესენი არაა ახალი, მაგრამ ახალია ოშოს გ ა დ მ ო ც ე მ ი ს ფორმა! ოშოს წაკითხვის მერე მოხიბლული კი არ რჩები კარგი ფილოსოფიური დოქტრინით, არამედ შენში იღვიძებს დაუოკებელი სურვილი, წყურვილი ჭეშმარიტების შეცნობის! აი ეს წყურვილი ჩაკლეს ათასი ჯურის დოგმატიკოსებმა, ოშომ კი ისევ ააფორიაქა მთელი ინტელექტუალური სამყარო! არაფერი ისეთი ახალი არ უთქვამს ოშოს, მსოფლიო ლიტერატურა, როგორც მხატვრული ისე ფილოსოფიური იცნობს ამ ღირებულებებს, მაგრამ ოშომ ეს ყველაფერი უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახადა! ეზოთერია გახადა უფრო საინტერესო და მეცნიერულიც კი! არ არსებობს პრობლემა ოშოს რომ არ ქონდეს განხილული და რაც მთავარია იგი პირდაპირ პასუხს კი არ იძლევა არამედ გაიძულებს იფიქრო და თვითონ მიაგნო ჭეშმარიტებას! ოშო ყ ვ ე ლ ა მ უნდა წაიკითხოს, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების მაძიებლობაზე! და საერთოდ ოშო ყველამ უნდა წაიკითხოს.

Sophia
ხალხნო, "მდოგვის მარცვალი" წავიკითხე, უკვე კარგად დიდი ხნის წინ.
ბევრი ისეთი საკითხი გახადა ავტორმა ჩემთვის ცხადი და მარტივი, რომლებსაც "ვერ ვერეოდი". ამ საკიტხების შეჯამებას ფანტასტიკურად აკეთებს. მთლიანობაში კი ეს ცხოვრება ბევრად უკეთ ფერებში დამანახა და ისიც მივხვდი რომ სიყვარულია ის, რითიც ყველა პრობლემა მოგვარებადი ხდება. ნუ, ცხადია, ასე მარტივად არ არის საქმე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ხუთასივე წიგნის წამკითხველი არ ვარ, არც მინდა. ამ ეტაპზე ვეძებ წიგნს, რომელშიც ოშო ურთიერთობებზე საბრობს. არ ვიცი ზუსტად, მგონი "სიახლოვე" ჰქვია, თუ რაღაც ამდაგვარი. ხომ არ გამარკვევთ?
TeO

QUOTE(Sophia @ 25th January 2009 - 05:45 PM) *
ამ ეტაპზე ვეძებ წიგნს, რომელშიც ოშო ურთიერთობებზე საბრობს. არ ვიცი ზუსტად, მგონი "სიახლოვე" ჰქვია, თუ რაღაც ამდაგვარი. ხომ არ გამარკვევთ?

Sophia ეგ სან-ს კითხე wink.gif მან ნამდვილად იცის! biggrin.gif
Untitled_14
სიყვარულზე რომაა ის მაქვს წაკითხული..ბეეევრ რღაცაში ვეთანხმები მინდა ავღნიშნო wink.gif
anonymouska
wacko.gif



brrrr
Shou
QUOTE(Sophia @ Jan 25 2009, 05:45 PM) *
ხალხნო, "მდოგვის მარცვალი" წავიკითხე, უკვე კარგად დიდი ხნის წინ.
ბევრი ისეთი საკითხი გახადა ავტორმა ჩემთვის ცხადი და მარტივი, რომლებსაც "ვერ ვერეოდი". ამ საკიტხების შეჯამებას ფანტასტიკურად აკეთებს. მთლიანობაში კი ეს ცხოვრება ბევრად უკეთ ფერებში დამანახა და ისიც მივხვდი რომ სიყვარულია ის, რითიც ყველა პრობლემა მოგვარებადი ხდება. ნუ, ცხადია, ასე მარტივად არ არის საქმე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ხუთასივე წიგნის წამკითხველი არ ვარ, არც მინდა. ამ ეტაპზე ვეძებ წიგნს, რომელშიც ოშო ურთიერთობებზე საბრობს. არ ვიცი ზუსტად, მგონი "სიახლოვე" ჰქვია, თუ რაღაც ამდაგვარი. ხომ არ გამარკვევთ?


აუ, "სიახლვემ" ჩემზე ყველაზე უფრო მეტად იმოქმედა. ნამდვილად გირჩევ წაიკითხო.
asklipiodota
სიღრმე აკლია ოშო ბიძიას, სიღრმე ... ზედაპირული ლაი ლაი ლაი ლაი smile.gif მაპატიეთ : )
daat
ოშო! რაც ნიშნავს "პიროვნებას რომელსაც ზეცა აყრის ყვავილებს". მისი ნამდვილი სახელია ბჰაგვან შრი რაჯნიშ


მისი ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ლექციები მოსმენილი, ნანახი და ა.შ. გარდა ამისა მან ჩემ მეგობრებს სახელები უწოდა რომელიც წერილის სახით გამოუგზავნა თავისი კომუნიდან, რომელიც ინდოეთის ზღვისპირა ქალაქ პუნეშია (პუნა). არიან ამ ფორმუმზე მყოფნი ვისაც მოწონს მისი მოძრვრებები და დოქტრინები და ასე შემდეგ მართალია ის თავის სწავლებებს დოქტრინებს არ ეძახდა მაგრამ ყველა კომუნა რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე დოქტრინებით ხელმძღვანელობს, მიუხედავად იმისა რომ ეს დოქტრინები შეიძლება აბსოლუტურად ძირეულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზოგი ამბობს რომ მისი წიგნები არ უნდა წაიკითხოთ და ა.შ. ეს უფრო ორთოდოქსალურ აკრძალვის კატეგორიალში შედის, მაგრამ აქვე უნდა იყოს მითითებული თუ რატომ არ "უნდა" წაიკითხოს საზოგადოებამ მისი ლიტერატურა? ზოგს მოწონს მისი ფილოსოფია და იძახიან რომ ის ეხმარება ხალხს რომ საკუთარ თავში აღმოაჩინონ დამოუკიდებელი ცოცხალი არსება რომელიც მარადიულია, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია ჩემი აზრით. საერთოდ როდესაც ოშოზე ვსაუბრობთ მოდი ნუ განვიხილავთ მის ფილოსოფიას როგორც ცალკე მდგომს. სინამდვილეში იმ ქვეყანაში საიდანაც წარმოშობით იყო, მრავალი გურუ და სულიერი მასწავლებელი ქადაგებდა და ქადაგებს ანალოგიურს რასაც ის ქადაგებდა. ძნელი მისახვედრი არ არის თუ რა ფილოსოფიაზე ვსაუბრობთ. თუკი ცოტათი მაინც გაცნობილხართ აღმოსავლურ ლიტერატურას, მიხვდებით რომ ოშოს მოსაზრებები არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი აღმოსავლელი სწავლულების მოსაზრებებისგან. მაგალითად იყო ასეთი სულიერი მასწავლებელი ინდოეთში ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, რომელიც მიჩნეული კრშნას ინკარნაციად, და მისი მთავარი მოძღვრება მდგომარეობდა მაჰა მანტრას გალობაში, ანუ როდესაც ადამიანი გალობს კრშნას წმინდა სახელებს. ასევე ოშოს ჰყავდა ინსტრუმენტალური ბენდი რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვასახის და დანიშნულების მუსიკებს მედიტაციისათვის. მაგრამ რაც მთავარია ოშო მიეკუთვნება იმ კატეგორიას აღმოსავლელი ფილოსოფოსებისა რომლებიც არ აღიარებენ ღმერთს როგორც პიროვნებას. მათ იმპერსონალისტებს უწოდებენ. ჩემი აზრით ოშო იყო პოპულარული იმპერსონალისტი ფილოსოფოსი და დიდი ათეისტი ! ხაზს ვუსვამ კლასიკური ატეიზმის ინტერპრეტირებული ვარიანტის გამტარებელი პრაქტიკაში!

ასე რომ როცა ვამბობთ რომ არ უნდა წავიკითხოთ ოშოს წიგნები, ვერ გეტყვით უნდა წავიკითხოთ თუ არა, მე მაგალითად ბევრი მაქვს წაკითხული რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაგრამ თუკი გვაინტერესებს ათეიზმი, მაშინ მშვენიერი კაშკაშა დილის ვარსკვლავად გვევლინება ბატონი ბჰაგვან შრი რაჯნიში!

ჩემი აზრით ამ თემაზე მსჯელობა შეიძლება და საფუძვლიანი დისკუსიის გამართვაც.
daat
"უქმნადობაში ქმნადობა" ეს ისეთივე გენიალური ფრაზაა რაც თავად ოშო... იგი ფსიქიატრი უფროა...
ეს ფრაზა ოშომ მიიწერა ისევე როგორც სხვა ფრაზები, ეგ ფრაზა გაცილებით ადრე წარმოთქვა პიროვნებამ და რატო მივაწერთ ოშოს? "ბრძენი უქმს და ამით მოქმედებს" "აღძრავს და არ ეუფლება აღძრულს" ვისაც შეუძლია ჩავიდეს ამ ფრაზების სიღრმეში, თქვას რას ნიშნავს განსაკუთრებით ბოლო ფრაზა? ეს ფრაზები ეკუთვნის ლაო ძის! რატომ ვაქებთ ფლაგიატს და არა თვით ორიგინალის მწარმოებელს? ეს შეკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანია . ჩემი აზრით ასეთ შეკითხვებს თუ არ ავარიდებთ თავს კარგი იქნება
რათა_ჰა?
san
QUOTE
ერთადერთი ვინც მომეწონა ეს არის ეკხარტ ტოლლე რომელიც ასევე გასხივოსნებულია, მას ორი წიგნი აქვს და ერთმანეთზე უკეთესი წიგნებია.
თუ ეკჰარტ ტოლი მოგეწონა, მაშინ შემდეგი ავტორებიც საინტერესო იქნება:

adyashanti

კრიშჰნამურტი, რაც ალბათ წაკითხულიც გექნება.

suzanne segal-ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ადამიანს. მისი ნაწერებიც მსგავსია ამ ავტორებისა და ექჰარტ ტოლის.

პაპაჯი

რამანა მაჰარიში-აუცილებლად უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით, სულიერების მაძებარმა. სიბრძნის უსასრულო წყაროა ეს ღმერთკაცი. თუ ინგლისურად კითხულობ, კარგი ლინკები ვიცი მისი სწავლების.

ძენ ბუდიზმი მთლიანად.

Ajaan Dune Atulo-კიდევ ერთი ბრძენკაცი, თერავადა ბუდიზმის წარმომადგენელი.

სია შეიძლება კიდევ გაავსოს ადამიანმა, მაგრამ ამათი სწავლებები მსგავსია ფაქტიურად-ალბათ სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
♫♫♫
daat
QUOTE
მაგრამ რაც მთავარია ოშო მიეკუთვნება იმ კატეგორიას აღმოსავლელი ფილოსოფოსებისა რომლებიც არ აღიარებენ ღმერთს როგორც პიროვნებას. მათ იმპერსონალისტებს უწოდებენ. ჩემი აზრით ოშო იყო პოპულარული იმპერსონალისტი ფილოსოფოსი და დიდი ათეისტი ! ხაზს ვუსვამ კლასიკური ატეიზმის ინტერპრეტირებული ვარიანტის გამტარებელი პრაქტიკაში!


ეს მომეწონა.good.gif მოდი ასე ვთქვათ: საერთოდ აღმოსავლური ფილოსოფია არ აღიარებს ღმერთს პიროვნებად და ეს არის ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიბრძნე მათი მხრიდან!

გაუტამა ბუდა ამბობდა: "არ არსებობს არავითარი ღმერთი, მე ღმერთის არ მწამს, რამეთუ ის საერთოდ არ არსებობს" და იმასაც უმატებს რომ არც საზოგადოება არსებობს და არც რელიგია, ბუდა უარყოფს ვედებს (წმინდა წერილებს) და ინდუისტურ აზროვნებას. ის ამბობს: "მე არა ვარ ინდუისტი, არ ვეკუთვნი არანაირ საზოგადოებას და არანაირი თეორიის არ მწამს მანამ, სანამ არ ჩავწვდები ჭეშმარიტებას"
Anna

რათა ჰა

მეც მომეწონა ეკჰარტ ტოლი და ეხლა კრიშნა მურტის ვეცნობი. ინგლისურად ვკითხულობ და იქნებ დადო შეპირებული ლინკი... l_daisy.gif smile.gif
წინასწარ მადლობააააა smile.gif
რათა_ჰა?
Anna
QUOTE
რათა ჰა

მეც მომეწონა ეკჰარტ ტოლი და ეხლა კრიშნა მურტის ვეცნობი. ინგლისურად ვკითხულობ და იქნებ დადო შეპირებული ლინკი... l_daisy.gif smile.gif
წინასწარ მადლობააააა smile.gif


კრიშჰნამურტი-ძირითადი ვებგვერდი: ამ გვერდზე კრიშნამურტის ვიდეოებიც არის და ტრანსკრიპტებიც.
კრიშნამურტი-ბუდანეტიდან

რამანა მაჰარიში: ამ გვერდზე პირველი სამი PDF ფაილი (talks with ramana maharshi) ცნობილი წიგნის სახით არის გამოცემული. ამ გვერდზე უფასოა ეგ ყველაფერი.

ადიაშანტი. www.youtube.com-ზე არის კიდევ ბევრი ვიდეო ადიაშანტის სწავლებაზე. უბრალოდ აკრიფე adyashanti საძებნ ველში. youtube-ზე ბლომად კრიშნამურტის (krishnamurti) ვიდეობიც არის (და ეკჰარტ ტოლისაც-ekhart tolle).

suzanne segal 1
suzanne segal 2
suzanne segal 3
suzanne segal 4

papaji მაქვს მოსმენილი მხოლოდ. youtube-ზე არის მისი სწავლების ვიდეოები.
Anna
გაიხარეეეე.... wub.gif აუცილებლად ვნახავ kiss1.gif
Anna
ხალხო ძალიან გთახოვთ დამეხმარეთ... ვეძებ კრიშნამურტის "Beginnins of learning", 2 დღეა გადავატრიალე მთელი ნეტი და ვერსად ვერ ვნახე სრული ვარიანტი sad.gif რამოდენიმე საიტზე მხოლოდ ნაწყვეტებია. რუსულად ვიპოვე სრული თარგმანი... მაგრამ მე ინგლისურად მჭირდება. იქნებ დამეხმაროთ ვინმეეე sad.gif
TeO
Anna მე ვერ დაგეხმარები, ინგლისურ ენოვან წიგნებს ვერ/არ ვეძებ sad.gif იქნებ სხვა დაგეხმაროს :*
Anna
მაინც მადლობა თეო kiss1.gif smile.gif მე თვითონ ვიპოვე დღეს და ლინკსაც დავდებ, იქნებ ვინმეს გამოადგეს კიდევ.

http://www.keepandshare.com/doc/view.php?u=857538
Atman
ოშო - "აქ და ახლა!" (აუდიოწიგნი)


http://bin.ge/file/94575/1.zip.html
http://bin.ge/file/94582/2.zip.html
http://bin.ge/file/94595/3.zip.html
tikoroma


ცხოვრების ხელოვნება…


ადამიანი დაბადებულია, რათა მიაღწიოს ცხოვრებას და გააკეთებს ის ამას თუ არა – დამოკიდებულია მასზე.

მან შეიძლება ხელიდან გაუშვას ის. მას შეუძლია ისუნთქოს, ჭამოს, გააგრძელოს დაბერება, მას შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა სამარისკენ – მაგრამ ეს არ არის ცხოვრება. ეს თანდათანობითი სიკვდილია დაწყებული აკვნით და დამთავრებული სამარით, სამოცდაათწლიანი თანდათანობითი სიკვდილი.

ისე როგორც მილიონობით ადამიანი თქვენს გარშემო კვდება ამ ნელი თანდათანობითი სიკვდილით, თქვენც იწყებთ მათ მიბაძვას. ბავშვები სწავლობენ ყველაფერს მათგან, ვინც არიან მათ გარშემო, ჩვენ კი გარემოცულნი ვართ მკვდრებით.

ამიტომ, პირველ რიგში, თქვენ უნდა გაიგოთ, რასაც მე ვგულისხმობ სიტყვის ქვეშ ,,ცხოვრება”.

ის უნდა იყოს არა უბრალოდ ცდა. ის უნდა იყოს ზრდა. ეს კი ორი განსხვავებული საგანია. ყოველ ცხოველს შეუძლია დაბერება, ზრდა ეს ადამიანური არსებების პრეროგატივაა. და მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი იყენებს ამ საშუალებას. ზრდა ეს ხდება გამუდმებით, უფრო მეტად ღრმად ჩასვლაა ცხოვრების დინებაში, ეს არის სიკვდილისაგან უფრო მეტად შორს წასვლა – ეს არ არის მოძრაობა სიკვდილისკენ. რაც მეტად შედიხართ ცხოვრებაში, მით მეტად აღწევთ უკვდავებას თქვენს შიგნით – თქვენ შორდებით სიკვდილს. დგება მომენტი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, გარდა ტანისამოსის გამოცვლა, სახლის გამოცვლა, ფორმების გამოცვლა – არაფერი არ კვდება, არაფერს არ შეუძლია მოკვდეს.

სიკვდილი – ეს უდიდესი ილუზიაა ყველა არსებულს შორის.

რაც შეეხება გაზრდას, უბრალოდ დააკვირდით ხეს, როდესაც ხე იზრდება, მისი ფესვები იზრდება დაბლა სიღრმეში. აქ არის ბალანსი: რაც მეტად იზრდება ხე, მით ღრმად აღწევს მისი ფესვები. არ შეუძლია დიდი სიმაღლის ხეს იარსებოს მოკლე, პატარა ფესვებით, მათ არ შეუძლიათ შეიმაგრონ ასეთი უზარმაზარი ხე. გაიზარდო ცხოვრებაში – ეს ნიშნავს ჩაღრმავდე საკუთარ თავში – იქ სადაც არის თქვენი ფესვები.

ჩემი შეხედულებით, ცხოვრების პირველი პრინციპი – ეს მედიტაციაა.

ყველა დანარჩენი მოდის შემდეგში.

ბავშვობა კი – ეს საუკეთესო დროა. თქვენ ბერდებით და ეს ნიშნავს, რომ თქვენ უახლოვდებით სიკვდილს ახლო და ახლო, ეს კი ნიშნავს უფრო ძნელად და ძნელად შესვლას მედიტაციაში.

მედიტაცია ნიშნავს შესვლას საკუთარ უკვდავებაში, შესვლას საკუთარ მარადიულობაში, შესვლას საკუთარ ღვთაებრივობაში.

და ბავშვი უფრო მეტად ესადაგება ამისათვის, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ არ არის დამძიმებული ცოდნით, არ არის დამძიმებული რელიგიით, არ არის დამძიმებული განათლებით, არ არის დამძიმებული ყველა სახის სისულელეებით. ის უცოდველია.

მაგრამ, საუბედუროდ, მისი უცოდველობა განიკითხება როგორც უცოდინრობა. უცოდინრობა და უცოდველობა მსგავსია, მაგრამ ეს არ არის ერთი და იგივე. უცოდინრობა – ეს არის ცოდნის უქონლობა, ზუსტად ისე როგორც უცოდველობა. მაგრამ არის უზარმაზარი განსხვავება, რაზეც კაცობრიობამ არ გაამახვილა ყურადღება აქამდე.

უცოდველობა არა მხოლოდ არ ფლობს ცოდნას – არამედ არც მიისწრაფის მის შესაძენად. ის მთლიანად დაკმაყოფილებულია, კმაყოფილია საკუთარი თავით. პატარა ბავშვს არ აქვს ამბიციები, არ აქვს სურვილები. ის ასე გატაცებულია მომენტით – მფრინავი ჩიტი მთლიანად იპყრობს მის ყურადღებას, უბრალო პეპელა თავისი მშვენიერი ფერებით – და ის მოხიბლულია, ცისარტყელა ცაზე და მას ვერ წარმოუდგენია თუ რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ძვირფასი, ვიდრე ეს ცისარტყელა. ღამის ცა მისთვის მოფენილია ვარსკვლავებით, მილიარდობით ვარსკვლავებით.

უცოდველობა – ეს სიმდიდრეა, ეს სიმთლიანეა, ეს სისუფთავეა.

უცოდინრობა ღარიბულია, ის გავს მათხოვარს, მას სურს ის, რაღაც სხვა, მას სურს დაეუფლოს ცოდნას, მას სურს იყოს რესპექტაბელური, სურს იყოს მდიდარი, სურს იყოს ყოვლისშემძლე.

უცოდინრობა მიდის სურვილების გზით.

მაგრამ რადგან ორივე არ შეიცავს ცოდნას, ჩვენ ვერ გავიგეთ მათი ბუნება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ორი საგანი ერთი და იგივეა.

პირველი ნაბიჯი ცხოვრების ხელოვნებაში იქნება განსაზღვრა უცოდინრობის და უცოდველობის. უცოდველობა საჭიროებს მხარდაჭერას, დაცვას – რადგან ბავშვს თან მოაქვს უდიდესი განძი, ის განძი, რომელსაც ბრძენები იძენენ დასახული ძალისხმევის შედეგად. ბრძენები ამბობენ, რომ ისინი კვლავ ბავშვები გახდნენ, რომ ახლიდან დაიბადნენ.

ინდოეთში ჭეშმარიტი ბრამინი, ჭეშმარიტი მცოდნე, თავის თავს ეძახის ,,დვიდჟემს”- ორჯერ დაბადებულს. რატომ ორჯერ დაბადებულს? რა მოხდა პირველი დაბადებით? რა საჭიროებაა მეორე დაბადებაში? და რის მიღებას აპირებენ მეორე დაბადებით? მეორედ დაბადებაში ის მიიღებს მას, რაც იყო მისაწვდომი პირველში, მაგრამ იყო დანგრეული, გატეხილი საზოგადოებისაგან, მშობლებისაგან, გარემომცველი ხალხისაგან.

ბავშვი არ არის შევსებული ცოდნით. მისი უბრალოება უნდა იყოს როგორღაც აღმოფხვრილი, რადგან უბრალოება ვერ დაეხმარება მას ამ ცხოვრების კონკურენციაში. ამის გამო ის საზოგადოების თვალში გამოჩნდება მიამიტურად. მისი უცოდველობა გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებელი საშუალებით. ჩვენ ვცდილობთ გადავაქციოთ ბავშვი ნასწავლი, ცბიერი, შევსებული ცოდნით, რათა მან საზოგადოებაში შეიძინოს უფრო მეტად პრესტიჟული მდგომარეობა. და ბავშვი ერთხელაც დაიწყებს ზრდას არასწორი მიმართულებით, კვლავაც გააგრძელებს მოძრაობას ამ გზით – მთელი მისი ცხოვრება მიდის ამ მიმართულებით.

როგორც კი თქვენ გაიგებთ, რომ ხელიდან გაუშვით ცხოვრება, მაშინ პირველი და აუცილებელია, დაიბრუნოთ – ეს უცოდველობა.

გადაყარეთ თქვენი ცოდნა, დაივიწყეთ თქვენი წმინდა წერილები, დაივიწყეთ თქვენი რელიგიები, თქვენი თეოლოგია, თქვენი ფილოსოფია. დაიბადეთ ახლიდან, გახდით უცოდველი, და ეს თქვენს ხელშია. გაასუფთავეთ თქვენი გონება ყველა სხვისი იდეებისაგან, ყველა დამოკიდებულებებისაგან, ყველაფრისგან რაც მოდის ტრადიციებიდან, ჩვევებისაგან, ყველაფრისგან რაც სხვებისგან არის მოცემული – მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, უნივერსიტეტის პედაგოგებისგან, უბრალოდ თავი დაიხსენით ამისგან.

გახდით კვლავ უბრალო, გახდით კვლავ ბავშვი.

და ეს დღესასწაული შესაძლებელია მედიტაციის საშუალებით. მედიტაცია ეს არაჩვეულებრივი ქირურგიული მეთოდია, რომელიც მოჭრის თქვენში ყველაფერს უცხოს და დატოვებს მხოლოდ მას, რაც წარმოადგენს თქვენს ნამდვილ არსებას. ის წვავს ყველაფერ ზედმეტს და გტოვებთ თქვენ გაშიშვლებულს, მარტოდ მზის ქვეშ, ქარზე. თქვენ ხდებით როგორც პირველი ადამიანი, მოსული მიწაზე, რომელმაც არაფერი იცის, რომელმაც ყველაფერი უნდა გახსნას, რომელიც უნდა იყოს მძებნელი, რომელიც უნდა გაემგზავროს მოგზაურობაში.

მეორე პრინციპი – ეს მოგზაურობაა.

ცხოვრება უნდა იყოს ძებნა – არა სურვილი, არამედ გამოკვლევა, არა პრეტენზია იყო ის, იყო ეს – ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერმინისტრი – არამედ ძებნა კითხვაზე პასუხისა ,,ვინ ვარ მე?”

ძალიან უცნაურია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, ვინ არიან, ცდილობენ გახდნენ რაღაც. მათ არც კი იციან ვინ არიან სინამდვილეში! ისინი არ იცნობენ საკუთარ არსს, მაგრამ მათ აქვთ მიზანი გახდნენ ვიღაც.

გახდომა – ეს სულის ავადმყოფობაა.

არსი კი – ეს არის ის რასაც ჩვენ წარმოვადგენთ.

აღმოაჩინო საკუთარი არსი კი ნიშნავს დაიწყო ცხოვრება. მაშინ ყოველი მომენტი – ეს ახალი აღმოჩენაა, ყოველ მომენტს მოაქვს ახალი სიხარული. ახალი მისტერია იღებს საკუთარ კარს, თქვენში გამოჩენას დაიწყებს ახალი სიყვარული, ახალი თანაგრძნობა, რომელსაც თქვენ არ გრძნობდით აქამდე, ახალი აღქმა სილამაზის, ღვთაებრიობის.

თქვენ ხდებით იმდენად მგრძნობიარე, რომ თვით პატარა ბალახიც კი თქვენთვის შეიძენს უსაზღვრო მნიშვნელობას. თქვენი მგრძნობიარობა გიხსნით თქვენ, რომ ბალახის ეს პატარა ღერო ისეთივე მნიშვნელოვანია ყოფიერებისთვის როგორც გიგანტური ვარსკვლავი, ამ ღეროს გარეშე ყოფიერება იქნებოდა მცირე, ვიდრე ის არის და ეს პაწაწინა ღერო უნიკალურია, ის შეუცვლელია, მას გააჩნია თავისი საკუთარი ინდივიდუალურობა.

და ეს მგრძნობიარობა მოგიტანთ ახალი სახის მეგობრობას – მეგობრობას ხეებთან, ჩიტებთან, ცხოველებთან, მთებთან, მდინარეებთან, ოკეანეებთან, ვარსკვლავებთან. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება სიყვარული, იმისდა მიხედვით, როგორ იზრდება მეგობრობა, ცხოვრება ხდება უფრო მდიდარი.

წმინდა ფრანცისკოს ცხოვრებაში არის ძალიან ლამაზი შემთხვევა. ფრანცისკო კვდება. იგი კი ყოველთვის მოგზაურობდა ერთი ადგილიდან მეორეზე ვირით, უზიარებდა ხალხს თავის გამოცდილებას. შეიკრიბნენ ყველა მისი მოსწავლეები, რათა მოესმინათ მისი უკანასკნელი სიტყვები. ადამიანის ბოლო სიტყვები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ ადრე წარმოთქმული, რადგანაც ისინი შეიცავენ მთელი ცხოვრების გამოცდილებას. მაგრამ რაც მოსწავლეებმა მოისმინეს – არ დაუჯერეს თავის ყურებს.

წმინდა ფრანცისკომ მათ არ მიმართა, არამედ თავის ვირს. მან თქვა: ,,ძმაო, მე გადაუხდელ ვალში ვარ შენს წინაშე. შენ მატარებდი ადგილიდან ადგილზე, არასდროს არ გწყინდა, არასდროს არ ჩიოდი. სანამ დავტოვებ ამ სამყაროს, მინდა მივიღო შენგან პატიება; მე შენ ცოტა სიკეთე გაგიკეთე”.

ეს იყო წმინდა ფრანცისკოს უკანასკნელი სიტყვები. საჭიროა უდიდესი მგრძნობიარობა რათა უთხრა ვირს ,,ძმაო ვირო” და მოსთხოვო პატიება.

იმის მიხედვით, თუ რამდენად ხდებით მგრძნობიარე, ცხოვრება იქცევა უფრო ვრცელი. ეს უკვე აღარაა პატარა ტბორი, იგი ხდება ოკეანის მსგავსი. ის ნაკლებადაა თქვენგან შეზღუდული, თქვენ ცოლით და ბავშვებით – იგი უკვე არაფრითაა შეზღუდული. მთელი არსებობა იქცევა თქვენ ოჯახად, და მანამ, სანამ მთელი არსებობა არ გახდება თქვენი ოჯახი, ვერ გაიგებთ, რა არის ცხოვრება, – რადგან არც ერთი ადამიანი არ წარმოადგენს რაღაც განცალკევებულს, ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ჩვენ – ფართე კონტინენტი ვართ, რომელიც შეკავშირებულია მილიონობით გზებით. ჩვენი ცხოვრება მოკლდება იმდენად, რამდენადაც ჩვენი გულები არ არის სავსე მთლიანობის მიმართ სიყვარულით.

მედიტაცია მოგიტანთ მგრძნობიარობას, უდიდეს გრძნობას სამყაროსადმი კუთვნილებისა. ეს ჩვენი სამყაროა – ვარსკვლავები ჩვენია, ჩვენ აქ არა ვართ უცხოები. დაბადებიდანვე ვეკუთვნით არსებობას. ჩვენ ვართ მისი ნაწილი, მისი გული.

მეორე, მედიტაცია მოგიტანთ უდიდეს სიჩუმეს, – რადგან მოცულებული იქნება ნაგავი მთელი ცოდნისა. აზრები, რომლებიც ცოდნის ნაწილს წარმოადგენენ, ისინიც წავიდნენ… დიდი სიჩუმე, თქვენ განცვიფრებული ხართ. სწორედ ეს სიჩუმეა ერთადერთი არსებული მუსიკა.

ნებისმიერი მუსიკა – ესაა მცდელობა რომელთა საშუალებით იქნას რეალიზებული სიჩუმე. ძველი აღმოსავლეთის ბრძენები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყველა დიდ ხელოვნებას – მუსიკას, პოეზიას, ცეკვას, ფერწერას, სკულპტურას – რადგან ყველაფერი ეს გაჩნდა მედიტაციისგან. ისინი – მცდელობაა ნებისმიერი საშუალებით იქნას მოყვანილი შეუცნობად სამყაროში – შეცნობადი, იმათთვის, ვინც არ არიან მზად მოგზაურობისთვის – უბრალოდ საჩუქარია იმათთვის, ვინც არ არიან მზად გაეგმზავრონ მოგზაურობაში.

შეიძლება, სიმღერამ გამოიწვიოს წყაროს საძებნელი სურვილი, შეიძლება სკულპტურამ.

როდესაც შემდეგში წახვალთ გაუტამა ბუდას ან მახავირას ტაძარში, უბრალოდ დაჯექით უსიტყვოდ, უყურეთ ქანდაკებას, რადგან იგი გაკეთებულია ისე, ისეთ პროპორციებში რომ თუ უყურებთ მას, იგრძნობთ სიჩუმეს. ეს ქანდაკება არის მედიტაციისთვის: მას არა აქვს კავშირი გაუტამა ბუდასთან ან მახავირასთან.

აი რატომაა, რომ ყველა ეს ქანდაკება ასე გავს ერთმანეთს, მახავირა გაუტამა ბუდას, ნემინატა, ადინატა… ოცდაოთხი ჯაინის ტირთხანკარა… ერთ ტაძარში თქვენ ნახავთ 24 ერთნაირ ქანდაკებას, აბსოლუტურად ერთნაირს.

ბავშვობაში ხშირად მივმართავდი მამას კითხვით: ,,ამიხსენი როგორ შეიძლება 24 ადამიანი იყოს აბსოლუტურად ერთნაირი? იგივე ზომები, იგივე ცხვირი, ასეთნაირივე სახე, ასეთივე სხეული…”

და მან მიპასუხა: ,,არ ვიცი. მე თვითონ ვიყავი ყოველთვის შეწუხებული იმით, რომ მათ შორის ერთი ბეწო განსხვავებაც კი არ არის. და ეს უბრალოდ გაუგონარია – მსოფლიოში არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რაღა უნდა თქვა ოცდაოთხზე?”

მაგრამ როდესაც გაიფურჩქნა ჩემი მედიტაცია, ვიპოვე პასუხი – არა სხვისგან, არამედ მე ვიპოვე პასუხი: ამ ქანდაკებებს არავითარი დამოკიდებულება არა აქვთ ხალხთან. ისინი განასახიერებენ რაღაცას, რაც მოხდა შიგნით ამ ოცდაოთხ ადამიანში, და სწორედ ეს იყო ერთნაირი.

ისინი, ვინც ქმნიდნენ ქანდაკებებს, გარეგანზე არ წუხდნენ; ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მხოლოდ შინაგანზე. გარეგანი არ არის მთავარი. ვიღაცა ახალგაზრდაა, ვიღაცა მოხუცი, ვიღაცას შავი კანი აქვს, ვიღაცას თეთრი, ვიღაცა კაცია, ვიღაცა – ქალი. ამას არა აქვს მნიშვნელობა; რაც აუცილებელია – ეს არის ის, რაც შიგნითაა – ოკეანე სიჩუმისა. ამ ოკეანურ მდგომარეობაში სხეული იღებს განსაკუთრებულ პოზას.

თქვენ შეგეძლოთ დაკვირვებოდით ამას საკუთარ თავზე, მაგრამ არ იყავით ყურადღებით. როცა ხართ განრისხებული, დაკვირვებიხართ იმას, რომ თქვენი სხეული იღებს განსაზღვრულ მდგომარეობას. განრისხებულ მდგომარეობაში არ შეგიძლიათ გაცინება, ესე არ არის? განსაზღვრულ ემოციონალურ მდგომარეობაში სხეულმა უნდა მიიღოს განსაზღვრული პოზა. თვით უმნიშვნელო ცვლილება სხეულისა განპირობებულია იმით, თუ რას განიცდის ადამიანი შინაგანად.

ამიტომ ეს ქანდაკებები ისეა გამოსახული, რომ ჭვრეტის პროცესში, იმის შემდეგ რაც დახურულია თვალები, უკანა ჩრდილური გამოხატულება შევიდეს ცნობიერებაში და თქვენ დაიწყოთ შეგრძნება ისეთი რამის, რაც ადრე არასოდეს არ ყოფილა.

ეს ქანდაკებები და მონასტრები შექმნილი იყო არა თაყვანისსაცემლად; ისინი შეიქმნენ განცდისთვის. ისინი – სამეცნიერო ლაბორატორიებია. მათ არავითარი კავშირი არა აქვთ რელიგიასთან. რაღაც საიდუმლო მეცნიერება გამოყენებული იქნა საუკუნეების მანძილზე იმ მიზნით, რომ ახალ თაობებს შესძლებოდათ შესულიყვნენ კონტაქტში ძველი თაობის განცდებთან – არა წიგნებიდან, არა სიტყვებიდან, არამედ ისეთი რაღაცისგან, რაც მიდის უფრო ღრმად – დუმილიდან, მედიტაციიდან, სიჩუმიდან.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება თქვენი დუმილი, იზრდება თქვენი მეგობრულობა, თქვენი სიყვარული – ცხოვრება იქცევა ცეკვად მომენტიდან – მომენტამდე, იქცევა სიხარულად, დღესასწაულად.

გსმენიათ, როგორ… უკრავენ შუშხუნები ქუჩებში. დაფიქრებულხართ იმის შესახებ, თუ რატომ მთელს მსოფლიოში, ყველა კულტურაში, ყოველ საზოგადოებაში რამდენიმე დღე წელიწადში არის დღესასწაული? ეს რამდენიმე სადღესასწაულო დღეები – უბრალოდ კომპენსაციაა. რადგან საზოგადოებამ წაგართვათ ყველა დღესასწაული თქვენს ცხოვრებაში, და არაფერი რომ არ მოგცეთ კომპენსაციის სახით, თქვენი ცხოვრება გახდება საშიში კულტურისათვის.

ყოველი კულტურა იძულებულია მოგცეთ რაღაც კომპენსაცია იმისთვის, რომ არ იგრძნოთ თავი აბსოლუტურად დაკარგულად უბედურებაში, მწუხარებაში. მაგრამ ეს კომპენსაციები ყალბია. ქუჩის ამ ფეიერვერკებსა და ცეცლხებს არ შეუძლიათ გაქციონ მხიარულად. ისინი კარგია ბავშვებისთვის, ჩემთვის კი იგი უბრალოდ არასასიამოვნო ხმაურია. თქვენს შინაგან სამყაროში უნდა იყოს განუწყვეტლობა ცეცხლისა, სიმღერებისა, სიხარულისა.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საზოგადოება გაძლევთ კომპენსაციას მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ ჩახშობილმა ნაწილმა შეიძლება იფეთქოს და შექმნას საშიში სიტუაცია. საზოგადოება პოულობს რაღაც საშუალებას დააღწიოს თავი ჩახშობილ ნაწილს, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი ზეიმი, იგი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ჭეშმარიტი დღესასწაული უნდა გამომდინარეობდეს თქვენივე ცხოვრებიდან, იყოს თქვენი ცხოვრება. ჭეშმარიტი ზეიმი არ შეიძლება თანხმობაში იყოს კალენდართან, რადგან, მაგალითად, თქვენ იდღესასწაულებთ 1 ნოემბერს. საოცარია, მთელი წელიწადი უბედური ხართ, უცებ, ცეკვით თქვენ თავს აღწევთ ტანჯვას. ან უბედურებაა ყალბი, ან 1 ნოემბერი; ერთი გამორიცხავს მეორეს. როგორც კი გაივლის 1 ნოემბერი, თქვენ კვლავ აღმოჩნდებით ბნელ ციხის კამერაში, ყველა თავის უბედურებასთან, ყველა თავის საზრუნავთან.

ცხოვრება მუდმივი დღესასწაული უნდა იყოს, ცეცხლების ფესტივალი მთელი წელიწადი. მხოლოდ მაშინ შეძლებთ გაზრდას, გაფურჩქვნას. შეეცადეთ უმნიშვნელო მოვლენა გადააქციოთ დღესასწაულად.
Anna
კიდევ ერთხელ ვაცხადებ ძებნას!!! wink.gif

მჭირდება რაიმონდ მუდის "ხელახლა გაერთიანება", თარგმანის არაზუსტობისგან თავს დავიზღვევ და: Raymond A. Moody "Reunions" ინგლისურ ენაზე.

თითქმის ყველგან ვნახე და არსად არაა ციფრული ვერსია. იქნებ დამეხმაროთ... l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif
რათა_ჰა?
Anna
MIND IS A MYTH-ეს წაიკითხე, სხვა კრიშნამურტია, არა ჯიდუ, არამედ UG კრიშნამურტი. გაცილებით საინტერესოა ვიდრე ჯიდუ, ჩემი აზრით. ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ცნობილია.

თუ დაგაინტერესებს, ამ ვებგვერდზე არის მასთან ინტერვიუების ჩანაწერები. youtube-ზე ვიდეოებსაც ნახავ.
რათა_ჰა?
რათა_ჰა?
QUOTE
ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ცნობილია.
ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ შევასწორებ. უნდა იყოს "ნაკლებად ცნობილია". უბრალოდ სიტყვა "ნაკლებად" გამომრჩა.

ეს ადამიანი ჯიდუ კრიშნამიურტიზე ნაკლებად ცნობილია.
Anna
დიდი მადლობა რათა ჰა?.. , გადავხედავ აუცილებლად kiss1.gif kiss1.gif

ბარემ ოშოს გვერდზე ვარ და ვინმეს ხომ არ გაქვთ ოშოს "On women" ან "the book of woman", ერთი სიტყვით ქალებზე feni.gif Laie_10.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.