Help - Search - Members - Calendar
Full Version: სიყვარული
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14
ირმა
რა არის სიყვარული?
როგორ ახსნით?
ჩამოთვალეთ სიყვარულის ფორმები...
როგორ გრძნობთ თავს როცა გიყვართ?
ახლა როგორ გრძნობ, გიყვარს ვინმე?




ამ თემაში ისაუბრეთ სიყვარულზე, ყველანაირ სიყვარულზე, მხოლოდ თქვენი ენით გამოთქვით ეს გრძნობა, დაწერეთ თქვენი ლექსები სიყვარულზე, ატვირთეთ თქვენი ნახატები და ფოტოები სიყვარულზე, უმთავრესად კი დაუსრულებრივ ილაპარაკეთ...ილაეპარაკეთ, მხოლოდ და მხოლოდ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ზ ე


l_daisy.gif l_daisy.gif l_daisy.gif wub.gif l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif
ირმა
სიყვარული რა არის?


სიყვარული დიდი სიხარულია,
სიყვარული დედა არის ოცნების,
სიყვარული ცრემლიც არის იქნება,
იქნებ კიდეც, არაფერი არ არის.

სიყვარული ცხოვრებას სდევს მუდამ თან,
სიყვარული ცხოვრებას გაგიმწარებს,
იქნებ ჯობდა არვინ შეგყვარებოდა,
ნეტავ ღმერთო სიყვარული რა არის?

სიყვარული მზეა გულის გამთბობი,
სიყვარული მთვარიანი ღამეა,
სიყვარული წვიმაც არის და თოვლიც,
ნეტავ კიდევ სიყვარული რა არის?

სიყვარულო! – ადამიანის სულო,
სიყვარულო! – გულო ადამიანის,
სიყვარულო! – სილამაზევ, მშვენებავ,
დამეხსენი, ეს ცხოვრება მეძნელა.

5 მაისი 1991 წ.



აი როგორ მესმოდა სიყვარული ამ ჩვიდმეტი წლის წინ. მერე ვიტყვი ჩემს აზრებს სიყვარულზე, გკოცნით ყველას, ყველას, ყველას, მიყვარხართ kiss1.gif
ირმა
vkh
QUOTE(ირინი @ 23rd November 2008 - 12:28 AM) *
აი როგორ მესმოდა სიყვარული ამ ჩვიდმეტი წლის წინ

smile.gif
blanca
სიყვარული, ეს 'შენ' არის

http://www.youtube.com/watch?v=inf5OGxIakE...feature=related

smile.gif
ირმა
სიყვარული?– ეს უდიდესი ნიჭია.
გიყვარს?– ეს უდიდესი სიხარულია.
უყვარხარ?– ეს უდიდესი ბედნიერებაა.

და სხვა.....
Shou
სიყვარული დიდი ტვირთია, უდიდესი პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის ან არსების ან სამყაროს წინაშე. სიყვარული მეგობრის, შვილის, ძაღლის, მშობლების, ბუნების ა.შ. ”უი, ძალიან მიყვარხარ, რა საყვარელი ხარ” და მერე ბედნიერად დანას გამოვუსვამთ კისერში, ან დავაღალატებთ ან გულს მოვუკლავთ. სიყვარული შენი ქმედებების გაცნობირებას მოითხოვს შენგან, თავგანწირვას, თავშეკავებას, მოთმინებას, დიდ შრომას. ეს ყველას შეუძლია მე თუ მკითხავ, უბრალოდ ყველა ვერ აკეთებს. რთული ჩანს და რთულიც არის, უბრალოდ როცა ამას აკეთებ სიყვარულისთვის და სხვა არსების კეთილდღეობისთვის ძალა გემატება.
ირმა
გეთანხმები Shou smile.gif

სრულყოფილი სიყვარულის მიღწევა ალბათ ძალიან ძნელია და ის რაც გვიშლის უმთავრესად ხელს ჩვენი ეგოიზმია.
Sophia
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიიიიყვააააააააააააააააარს biggrin.gif rolleyes.gif wub.gif

ოღონდაც არ მკითხოთ ვინ ან რა, უბრალოდ მიყვარს და მორჩა !!!

blanca
არ არსებობს სრულყოფილი ან არასრულყოფილი სიყვარული. სიყვარული თავად სრულყოფილებაა.
მისთვის არსებობაა, საკუთარი თავის და სურვილების დავიწყება.
ირმა
QUOTE
ჩამოთვალეთ სიყვარულის ფორმები...

სიყვარული ერთია და მრავალი ერთდროულად,–სიყვარული ღმერთის, ბუნების, შვილის, დედის, დედმამიშვიდის, მეუღლის, უცხო პიროვნების, საერთოდ მოყვასის, ცხოველთა და ფრინველთა... რა გამომრჩა? ალბათ კიდევ ბევრი. ყველანაირი სიყვარული ერთიანდება, ყველანაირი სიყვარული გულიდან გამოდის, ყველანაირი სიყვარულის შეგრძნება სიხარულია... „გ ი ყ ვ ა რ დ ე თ“ l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif „გ ი ყ ვ ა რ დ ე თ“ „გ ი ყ ვ ა რ დ ე თ“ „გ ი ყ ვ ა რ დ ე თ“



მიყვარხართ l_daisy.gif
Shou
ზოგჯერ, სამწუხაროდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. სამყარო მიყვარს და ვგრძნობ როგორ ვუყვარვარ სამყაროსbiggrin.gif ამ დროს ჩემში დიდი სიხარული იბადება.

სიხარულისთვის და სიყვარულისთვის მიზეზი არ არის საჭირო. უნდა გადაწყვიტო რომ ეს შენშია, ან იგრძნო რომ ეს შენშია, ან დაინახო რომ ეს შენშია ... და მაშინვე შენიშნავ რომ გარესამყაროდანაც ზუსტად იგივე მუხტი მოდის.
ირმა
QUOTE(Shou @ 4th December 2008 - 01:37 PM) *
ზოგჯერ, სამწუხაროდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. სამყარო მიყვარს და ვგრძნობ როგორ ვუყვარვარ სამყაროს ამ დროს ჩემში დიდი სიხარული იბადება.

სიხარულისთვის და სიყვარულისთვის მიზეზი არ არის საჭირო. უნდა გადაწყვიტო რომ ეს შენშია, ან იგრძნო რომ ეს შენშია, ან დაინახო რომ ეს შენშია ... და მაშინვე შენიშნავ რომ გარესამყაროდანაც ზუსტად იგივე მუხტი მოდის.

kiss1.gif
TeO
QUOTE

LOVE, LOVE is greatest feeling
კარგი გრძნობაა. მაგრამ თუ აკრძალული სიყვარულია მაშინ ტანჯვაა... უცებ შეიძლება გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ისეთი ვინმე შეიძლება შეგიყვარდეს რომელიც არ უნდა გიყვარდეს. გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია და მართალიცაა.


რა გულდამწველი პოსტია blink.gif
secret.gif ნუთუ შენ ეს გამოგიცდია?

აუუფ huh.gif
blanca
QUOTE(anonymouska @ Dec 6 2008, 01:03 AM) *
LOVE, LOVE is greatest feeling
კარგი გრძნობაა. მაგრამ თუ აკრძალული სიყვარულია მაშინ ტანჯვაა... უცებ შეიძლება გეწვიოს როცა არც კი ელოდები. ისეთი ვინმე შეიძლება შეგიყვარდეს რომელიც არ უნდა გიყვარდეს. გულს ვერ უბრძანებო ნათქვამია და მართალიცაა.


kiss1.gif
TeO
QUOTE
კი, ზუსტად ახლა ვარ მაგ სიტუაციაში და ვცდილობ დავივიწყო.

mail1.gif მმმ.. smile.gif შენ ავატარზეც კარგად ჩანს რა მდგომარეობაში ხარ wink.gif და შენი პოსტებიდან გამომდინარე მინდა გითხრა, რომ ყოჩაღად ხარ და მალე დაძლევ კიდეც ამ სიტუაციას good.gif
QUOTE
elekronnaia lyubov ... ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.

ვირტუალკაში შეყვარება ძალიანაც ადვილია, მაგრამ ეგ დიდად ილუზორულიცაა!.. რადგან უმეტეს შემთხვევებში ადამიანებს თავიანთი წარმოდგენები უყვარდებათ... (ბლა ბლაბლა ანუ დიდი თემაა და არ მინდა მისი გაშლა wink.gif )

QUOTE
ისე არ არსებობს ისეთი რამ, რომ ადამიანს გარკვეული რაღაც დაავიწყებინოს?

რათქმაუნა არის! სხვადასხვა ვარინტები biggrin.gif
1. ყველაზე გრძელი - დრო ყველაფრის მკურნალია biggrin.gif
2. ყველაზე მოკლე - ამნეზია! laugh.gif
3. გაცნობიერება, ანალიზი და გაშვება... yes.gif

წარმატებები kiss1.gif
blanca
სხვა რაღაცაზე გადაერთე. ანუ რამე აკეთე და 'ამნეზია' თავისით მოვა wink.gif
TeO
QUOTE
ამნეზია მინდა დამემართოს!

გინდა -არ არის საკმარისი! უნდა გერგებოდეს biggrin.gif და ვისაც ეგ ერგო დამიჯერე, რომ სულაც არ უნდოდათ sad.gif
ამნეზიაც რეალობისგან გაქცევაა,.. და ეს გამოსავალი არაა! wink.gif
თუ გინდა, რომ მალე გეშველოს უნდა მიიღო და გაუშვა... smile.gif
blanca
QUOTE(anonymouska @ Dec 7 2008, 08:11 PM) *
ჰო, ზოგი ამნეზიის შემდეგ, მეხსიერების დაბრუნებას ცდილობს და მე კიდევ აგერ ამნეზიას ვნატრობ


ძალიან ვცდილობ



Be careful what you wish for
ანუ , ფრთხილად ინატრე wink.gif
ირმა
გამარჯობათ ჩემო ფორუმელებო, l_daisy.gif როგორ ხართ? ამ ბოლო დროს თითქოს ვარ და თითქოს არაო ამ ფორუმზე, თითქოს ,.... სინამდვილეში აქ ვარ მაგრამ აზრი ვერი დავაწყე, wacko.gif ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გონება სხვა საკითხებმა წამიღო და არ მომცა ნება თქვენთვის ჩემი გული მომეცა, გადამეშალა და წაგაკითხოთ, წაგაკითხოთ l_book.gif და გითხრათ რა არის ,რაზე ვფიქრობ, რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, ჩემო საყვარელო ფორუმელებო, wub.gif l_daisy.gif დიახ, დიახ მიყვარს თქვენთან ყოფნა. ეს ფორუმი რომ აიღო და გადაქექო, მოძებნო, თქვენი საზრით რომელი სიტყვა იქნებოდა ყველაზე მეტად ნახსენები? სიყვარული იფრქვევა ბეეევრი თქვენგანიდან, სიყვარულზე დაუსრულებლად საუბრობს ბევრი თქვენთაგანი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული,–აი ჩვენი საყვარელი სიტყვა. l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif
ალბათ გინესზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი,–ფორუმი სადაც სიტყვა სიყვარული ნახსენებია ყველაზე ბევრჯერ laugh.gif

ირმა
http://www.youtube.com/watch?v=tKdEsHFhqVc...feature=related

ძალიან მომეწონა
TeO
QUOTE(ირმა @ Dec 21 2008, 12:50 AM) *
გამარჯობათ ჩემო ფორუმელებო, l_daisy.gif როგორ ხართ? ამ ბოლო დროს თითქოს ვარ და თითქოს არაო ამ ფორუმზე, თითქოს ,.... სინამდვილეში აქ ვარ მაგრამ აზრი ვერი დავაწყე, wacko.gif ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გონება სხვა საკითხებმა წამიღო და არ მომცა ნება თქვენთვის ჩემი გული მომეცა, გადამეშალა და წაგაკითხოთ, წაგაკითხოთ l_book.gif და გითხრათ რა არის ,რაზე ვფიქრობ, რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, ჩემო საყვარელო ფორუმელებო, wub.gif l_daisy.gif დიახ, დიახ მიყვარს თქვენთან ყოფნა. ეს ფორუმი რომ აიღო და გადაქექო, მოძებნო, თქვენი საზრით რომელი სიტყვა იქნებოდა ყველაზე მეტად ნახსენები? სიყვარული იფრქვევა ბეეევრი თქვენგანიდან, სიყვარულზე დაუსრულებლად საუბრობს ბევრი თქვენთაგანი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული,–აი ჩვენი საყვარელი სიტყვა. l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif
ალბათ გინესზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი,–ფორუმი სადაც სიტყვა სიყვარული ნახსენებია ყველაზე ბევრჯერ laugh.gif

ირმაა
სიყვარულია ჩვენი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი...
უსიყვარულოდ მგონი ცხოვრებას ფასი არ ააქვს
გაუმარჯოოოს!!!!!!!!


anonymouska
როგორ მიყვარს ეს თემა wub.gif


ჩემი აზრით ყველგან და ყველაფერში სიყვარულია. რაც არ უნდა უბრალო საქმეს აკეთებდე, თუ სიყვარულით არ აკეთებ მძიმე და აუტანელი შეიქმნება.
სიყვარულის მფლობელი ყოვლის მფლობელია.
ყველა იმდენ სიყვარულს იღებს, რამდენის ზიდვაც შეუძლია. სიყვარული გაცემაა და არა მიღება, ჯერ შენ უნდა გასცე შემდეგ რომ მიიღო...
რაც უფრო ბევრი გიყვარს, მით უფრო დიდი ხარ, უფრო კარგი ხდები, რადგან შენი გული სიყვარულით ივსება. ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ცაში აგაფრენს, მთელს სამყაროს წამში შემოგატარებს... როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ ამქვეყნად ... მზის ამოსვლა, დილის გათენება გიხარია... უფრო მსუბუქია და ლამაზი ცხოვრება. თუ სიყვარულით მიუდგები ცხოვრებას , ბედნიერების მიზეზი არ დაგელევა.
სიყვარული დიდი ბედნიერებაა. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ბედნერები და ჩვენი სიყვარულით სხვასაც მივანიჭოთ ბედნიერება.
TeO
anonymouska
შენმა სიტყვებმა გამათბო და გამახარა! l_daisy.gif

რაღაცის დაწერა მინდა და მერე მოვაბამ თავს wink.gif
party.gif
anonymouska
TeO l_daisy.gif

...იცით რა მინდა?
სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა,
გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა,
აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და
ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან
თქვენს მზერაში გადავნაწილდე,
ბევრი არ მინდა,
სიყვარული მინდა მაწვიმდეს... wub.gif
blanca
ვფიქრობ თეოს ნახატი ანონიმუშკას ეკუთვნის
მსგავსად არცერთი პოსტი არ მათბობს smile.gif
Shou
ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ყველაზე რთული იმ ადამიანის პოვნაა რომელიც გაგიგებსო. მე გამიკვირდა, ყველას გაგება შეიძლება ეგ რა პრობლემაა, პრობლემა სხვა არისთქო. როცა დავფიქრდი მივხვდი რომ პრობლემა სიყვარულია. თუ არ გვიყვარს ადამიანი, როგორღა უნდა გავუგოთ?! ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავურბივართ მუდმივად და რაღა გასაკვირია სხვისი გაგება არ გვინდოდეს?! რაღაც ნაცრისფრად გამომივიდა ამ ფეერვერკში ვატყობ blush.gif მაპატიეთ თუ შეიძლება და აი, ეხლა რომ ცვივა ციდან, იმ ფანტელებივით უხვად გისურვებთ ყველას სიყვარულს l_daisy.gif
ირმა
QUOTE(Shou @ 23rd December 2008 - 11:32 AM) *
ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ყველაზე რთული იმ ადამიანის პოვნაა რომელიც გაგიგებსო. მე გამიკვირდა, ყველას გაგება შეიძლება ეგ რა პრობლემაა, პრობლემა სხვა არისთქო. როცა დავფიქრდი მივხვდი რომ პრობლემა სიყვარულია. თუ არ გვიყვარს ადამიანი, როგორღა უნდა გავუგოთ?! ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავურბივართ მუდმივად და რაღა გასაკვირია სხვისი გაგება არ გვინდოდეს?! რაღაც ნაცრისფრად გამომივიდა ამ ფეერვერკში ვატყობ მაპატიეთ თუ შეიძლება და აი, ეხლა რომ ცვივა ციდან, იმ ფანტელებივით უხვად გისურვებთ ყველას სიყვარულს

ძალიან თბილი პოსტია Shou kiss1.gif
ახ აქ არ თოვს, თოვლი მინდააა dash2.gif
blanca
QUOTE(Shou @ Dec 23 2008, 11:32 AM) *
ერთმა მეგობარმა შემომჩივლა, ყველაზე რთული იმ ადამიანის პოვნაა რომელიც გაგიგებსო. მე გამიკვირდა, ყველას გაგება შეიძლება ეგ რა პრობლემაა, პრობლემა სხვა არისთქო. როცა დავფიქრდი მივხვდი რომ პრობლემა სიყვარულია. თუ არ გვიყვარს ადამიანი, როგორღა უნდა გავუგოთ?! ჩვენ საკუთარ თავსაც კი გავურბივართ მუდმივად და რაღა გასაკვირია სხვისი გაგება არ გვინდოდეს?! რაღაც ნაცრისფრად გამომივიდა ამ ფეერვერკში ვატყობ blush.gif მაპატიეთ თუ შეიძლება და აი, ეხლა რომ ცვივა ციდან, იმ ფანტელებივით უხვად გისურვებთ ყველას სიყვარულს l_daisy.gif


ყველას მეც ვუგებ, ნუ - უმეტესობას. მაგრამ ძალიან ცოტა მიგებს მე - ან იშვიათად
მართალი უთქვამს შენს მეგობარს. ძალიან ძნელია იპოვო ადამიანი რომელიც გაგიგებს

ადამიანის სულს იმდენი ხვეულები აქვს ვინ ჩაწვდება მას?


blanca
ძალიან პრეტენზიული პოსტი გამომივიდა - რომ ყველას ვუგებ და მე -იშვიათად, ან არ .. biggrin.gif

მოსმენა მიყვარს და ალბათ ამიტომ. მაგრამ იშვიათად მინახავს ადამიანი რომელიც ისეთივე ყურადღებით მოეპყრობა ჩემს ნათქვამს როგორც მე მისას. და თუ არ აინტერესებს მოსმენა როგორღა გამიგებს??

პირიქით, ჯერ უგებ/გიგებს და მერე გიყვარდება. სხვანაირად როგორ შეგიყვარდება თუ ერთმანეთის სულს არ შეავლეთ ხელი?
anonymouska
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალობანას თამაში. სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე დიდ ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ცაში მიიმალა, სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა სიყვარულის გარდა,ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა. თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო. მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს......... smile.gif
anonymouska
ციტატა
blanca ყველას მეც ვუგებ, ნუ - უმეტესობას. მაგრამ ძალიან ცოტა მიგებს მე - ან იშვიათად


შეიძლება შენ ვერ/არ უშლი გულს სხვას? მმ? smile.gif
blanca
ვერ არ ვუშლი მართალი ხარ smile.gif

როცა ვინმეს 'გულს ვუშლი' რაც ძალიან იშვიათად ხდება მერე ასე მგონია შიშველი ვარ. არ ვიცი რატომ. ძალიან ცუდი შეგრძნებაა. მგონი ფსიქოთერაპია მჭირდება biggrin.gif
anonymouska
blanca ვერც მე ... ბოლომდე ვერ ვიხსნები... რადგან ასე ვფიქრობ " უჰ, მაინც ვერ გაიგებს" ან "რაში არ აინტერესებს " dash2.gif ეს რეალში ვარ ასე და ვირტუალში პირიქით ვარ. მეც მჭირდება? biggrin.gif
blanca
QUOTE(anonymouska @ Jan 5 2009, 07:19 AM) *
blanca ვერც მე ... ბოლომდე ვერ ვიხსნები... რადგან ასე ვფიქრობ " უჰ, მაინც ვერ გაიგებს" ან "რაში არ აინტერესებს " dash2.gif ეს რეალში ვარ ასე და ვირტუალში პირიქით ვარ. მეც მჭირდება? biggrin.gif


არ ვიცი, რა გჭირდება შენ თვითონ უნდა მიხვდე smile.gif
ირმა
QUOTE(anonymouska @ Jan 5 2009, 01:47 AM) *
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალობანას თამაში. სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე დიდ ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ცაში მიიმალა, სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა სიყვარულის გარდა,ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა. თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო. მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს......... smile.gif

ძალიან, ძალიან მომეწონა ეს პოსტი anonymouska kiss1.gif
TeO
QUOTE(anonymouska @ 5th January 2009 - 12:47 AM) *
ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალობანას თამაში. სიმართლე არ დაიმალა მაინც მიპოვნიანო, სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე დიდ ხანს სხვას უთმობდა ადგილს, რწმენა ცაში მიიმალა, სიყვარული სადაც მივიდა ყველა ადგილი დაკავებული იყო. ბოლოს ლამაზი ვარდის ბუჩქი დაინახა და დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული გრძნობების ძებნა. ყველა იპოვა სიყვარულის გარდა,ბოლოს კი ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა გაიგონა. თურმე სიყვარულს ეკლებზე თვალები დაეთხარა და დაბრმავებულიყო. მას შემდეგ დაბრმავებული სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს.........

მე კიდევ ძალიან დამთრგუნა ამ ნაწერმა!!!! sad.gif((((((
TeO
მეგობარმა მკითხა- შეყვარებული ხარო?
მე: -არა! კი! ანუ კი და არა!!!
-??? wacko.gif
(ეს ხალხი გამაგიჟებს რა! არაფერი არ ესმით biggrin.gif )
მე: -ნუ როგორ აგიხსნა?! oops.gif
დაიცა მგონი მოვიფიქრე..აი, ჩვეულებრივად ადამიანები მიწაზე დადიან! შეყვარებულები კი მიწიდან 1 ან მეტ მეტრაზე დაფრინავენ!! girl_witch.gif
და აი, მე კიდევ მიწასა და ცას შორის ვარ გამოკიდებული და არც ქვემოთ და არც მთლად ზემოთ გამოვდივარ biggrin.gif (კარგი ახსნა იყო!! Just_Cuz_01.gif ) ნუ მოკლედ ორ სართულ შორის ვარ გაკვეხებული tongue.gif
ისინი ჩემ თავს ხედავენ და ესენი ფეხებს რა whistling.gif

ვოტ ტაკ! wink.gif მგონი ახლა ყველაფერი გასაგებია იმისთვისაც და თქვენთვისაც mail1.gif
anonymouska
anonymouska

აუ ზევით ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა sad.gif



ციტატა
მე კიდევ ძალიან დამთრგუნა ამ ნაწერმა!!!!

რატომ, სიყვარული ხომ ბრმაა smile.gif აი ისტორია თუ როგორ დაბრმავდა wink.gif
anonymouska
მარკესის 13 ფრაზა ცხოვრების შესახებ
=1= მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ ვინც ხარ შენ, არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.
=2= არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლს,ხოლო ის ვინც იმსახურებს არასოდეს აგატირებს შენ.
=3= მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე როგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს რომ, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.
=4= ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
=5= ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე რომ ის არასოდეს გახდება შენი.
=6= არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი როცა სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.
=7= შეიძლება ამ სამყაროში ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
=8= არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფის იმისკენ რომ დრო შენთან ერთად გაატაროს.
=9= შეიძლება ღმერთს სურს რომ ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ , სანამ შეხვდებით იმ ერთადერთს. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლობელი ვიყოთ.
=10= ნუ ტირი იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო.
=11= ყოველთვის მოიძებნება ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
=12= გახდი უკეთესი და შენვე მიხვდები ვინ ხარ სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს.
=13= ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.
ირმა
QUOTE(anonymouska @ 11th January 2009 - 02:54 AM) *
აუ ზევით ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა

მერე რა, მთავარია რომ გრძნობა გადმოგვეცი, სიყვარული გამოხატე kiss1.gif
TeO
"...და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!"

გოდერძი ჩოხელი

vkh
რ.მ.რილკე (ნ.გელაშვილის თარგმანი და ჩემთვის გამორჩეული ლექსი სიყვარულზე)

შენ მარტო მტოვებ და ერთადერთი შემიძლია გაგცვალო ასე.
შენ წამი იყავ შეჩერებული და ახლაც ისევ შრიალი მავსებს.
ყოველი წამი შენს თავს მაგონებს,
შენითაა სამყარო სავსე!
ქარიც შენა ხარ და უკვალო კეთილსურნელიც...
ო, ყველა ქალი დამკარგვია, შემოვაჭდე ვისაც მკლავები!
მხოლოდ შენ ერთი -
ისევ და ისევ დაიბადები,
რადგან არასდროს მიგითვისე,
ხარ განუყრელი!
vkh
სიყვარულისგან დაღლილი თუ გინახავთ ვინმე?

ზოგჯერაც ამბობენ: სიყვარულს ასაკი არა აქვსო... ახალგაზრდული სიყვარული, მგონი რომ მაინც სხვაა. გალაკტიონიც დამეთანხმებიოდა: "მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...", ან: "...და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის.
blanca
საშინელებაა მაგ გრძნობით დაღლა. თვითონ გრძნობა არა. დაღლაა საშIნელება. არ უნდა გ ღლიდეს. ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს biggrin.gif
anonymouska
ციტატა
სიყვარულისგან დაღლილი თუ გინახავთ ვინმე?


არა, რადგან სიყვარული არ გღლის, პირიქით smile.gif
blanca
გღლის და მერე როგორ ..
anonymouska
რავი არ დავუღლივარ ჯერ და..... პირიქით smile.gif

ნებას ვრთავ დამღალოს
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.