Help - Search - Members - Calendar
Full Version: რეინკარნაცია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
Alpha
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის? თუ კი მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რატომ, თუ არა მაინც მაინტერესებს )
blink.gif (მაგარი სმაილია)
Zet
ეხლახანს მასწავლეს კარგი სავარჯიშო:

ღამე, რო დაწვებით, დაძინების წინ გაიხსენეთ განვლილი დღე, უკუსვლით, ანუ ამ მომენტიდან უკან წარსულში,
აუჩქარებლად მიყევით და ნელნელა გაიხსნებთ ყველაფერს, ან არარის აუცილებელი ყველა დეტალი, ეცადეთ რომ მთავარი სცენები გაიხსენოთ.
ესე რამდენიმე დღე გაივარჯიშეთ, მერე შეგიძლიათ წინა დღეც მიაყოლოთ, მერე უფრო მეტი დღეები დაამატეთ,
და მერე უკვე გადაინაცვლეთ უკან წარსულში, გაიხსნეთ რამდენიმე წლის წინ მომხდარი სცენები,
მერე ბავშვობაშიც გადადით... რასაც მერე ღრმა ბავშობა მოყვება..
ნელნელა ეცადეთ უფრო წარსულში გადახვიდეთ იქამდე სანამ წინა ცხოვრებაშიც არ გადახვალთ..
ჯერ შეიძლება რაღაც სცენები გაგახსენდეთ წინაცხოვრების და მერე შეიძლება დეტალებიც გაიხსენოთ...

მე ეხლა დივიწყე ამ სავარჯიშოს კეთება და ჯერ რამდენიმე დღის გახსენების ეტაპზე ვარ...
მომავალში თუ რამე წარმატებები მექნება დავწერ)
Alpha
Zet
მართლა მუშაობს? დღეს დილით სად ვიყავი ის არ მახსოვს მე biggrin.gif
Zet
QUOTE(Alpha @ Apr 6 2007, 07:26 PM) *
Zet
მართლა მუშაობს? დღეს დილით სად ვიყავი ის არ მახსოვს მე biggrin.gif

მეც ერთი საათის წინ რას ვაკეთებდი ის არ მახსოვს, ეს ჩვენი ფროფესიიდან და კომპიუტერთან ჯდომით არის გამოწვეული.
მარა ნელნელა რო მიყვები რაცარუნდა ცუდი მეხსიერება და გაითიშული იყო ცხოვრებაში, მაინც გახსენდება....
მე ორჯერ ვცადე ჯერ, და 3-4 დღე გავქაჩე))
მარა რავიცი ჩემზე ძალინ კარგათ იმოქმედა ამ ექსპერიმენტმა...
სხვა რაგღაცეები გავარკვიე პახოდუ)))
ანუ რაღაც სხვა აზრები მომივიდა არსაიდან....
და რაღაცეებს მივხვდი რასაც აქამდე ვერ ვხდებოდი...
TeO
QUOTE(Alpha @ Apr 5 2007, 12:22 PM) *
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის? თუ კი მაინტერესებს თქვენი აზრი თუ რატომ, თუ არა მაინც მაინტერესებს )
blink.gif (მაგარი სმაილია)

რეინკარნაციის რათქმაუნდა მჯერა, მაგრამ ჩემი წინა ცხოვრებები ქვეცნობიერშია დავანებული და ცნობიერში არც ვგრძნობ მათი ხსოვნის საჭიროებას! ასეც მშვენივრად ვარ biggrin.gif
ისე ძალიან საპასუხისმგებლო რამეა შენი ცხოვრებების ხსოვნა! და არამგონია სპეციალურად ღირდეს მათი გამოწვევა, თუ ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი არ ასერბობს!
ერთი ვიცი, რომ როდესაც ხვდებით სრულიად უცნობ ადამიანს და მის მიმართ გულით გრძნობთ სიახლოვეს - ეს აშკარად წინა ცხოვრებებიდან არის განპირობებული და თქვენ თქვენი ინტუიციით იცანით ის! rolleyes.gif
ავიღოთ მაგ: ერთი ნახვით შეყვარება! ჩემი გაგებით ეს არის ორი ნახევარის შეერთება, რომლებიც რაღაც პერიოდი დაშორებულები იყვნენ, მაგრამ დანახვისთანავე იცნეს ერთმანეთი wub.gif , რადგან ცნობიერი და ქვეცნობიერი გადაბმულია და ერთად მუშაობენ!!!

მაინტერესებს რას ფიქრობთ დეჟავუზე???? unsure.gif
მე ხშირად მემართებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს არ შემიმჩნევია wink.gif
Alpha
QUOTE(Zet @ Apr 6 2007, 08:24 PM) *
მეც ერთი საათის წინ რას ვაკეთებდი ის არ მახსოვს, ეს ჩვენი ფროფესიიდან და კომპიუტერთან ჯდომით არის გამოწვეული.
მარა ნელნელა რო მიყვები რაცარუნდა ცუდი მეხსიერება და გაითიშული იყო ცხოვრებაში, მაინც გახსენდება....
მე ორჯერ ვცადე ჯერ, და 3-4 დღე გავქაჩე))
მარა რავიცი ჩემზე ძალინ კარგათ იმოქმედა ამ ექსპერიმენტმა...
სხვა რაგღაცეები გავარკვიე პახოდუ)))
ანუ რაღაც სხვა აზრები მომივიდა არსაიდან....
და რაღაცეებს მივხვდი რასაც აქამდე ვერ ვხდებოდი...

გუშინ რომ დავწექი დამაინტერესა და მეც ვცადე, ხოდა 1 დღე გავქაჩ მარტო wacko.gif ანუ დღევანდელი დღე სრულად და გუშინდელი საღამო, იმის იქით ვერ გავიხსენე blink.gif მარა იმენა დეტალურად მივყვებოდი ყველაფერს. ისე მართლა მაგარია, შენს ცხოვრებას გვერდიდან რო უყურებ ბევრ რამეზე ფიქრდები smile.gif

QUOTE(TeO @ Apr 6 2007, 09:03 PM) *
მაინტერესებს რას ფიქრობთ დეჟავუზე???? unsure.gif
მე ხშირად მემართებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს არ შემიმჩნევია wink.gif

კი მეც მაქ ხოლმე, ვიღაცა ამბობდა ამ დროს ჩვენი გონება კოსმიურ გონს უერთდება რომლიდანაც იღებს ინფორმაციასო, და შეიძლება ეგრეც არის..
TeO
QUOTE(Zet @ Apr 6 2007, 11:37 AM) *
ეხლახანს მასწავლეს კარგი სავარჯიშო:

ღამე, რო დაწვებით, დაძინების წინ გაიხსენეთ განვლილი დღე, უკუსვლით, ანუ ამ მომენტიდან უკან წარსულში,
აუჩქარებლად მიყევით და ნელნელა გაიხსნებთ ყველაფერს, ან არარის აუცილებელი ყველა დეტალი, ეცადეთ რომ მთავარი სცენები გაიხსენოთ.
ესე რამდენიმე დღე გაივარჯიშეთ, მერე შეგიძლიათ წინა დღეც მიაყოლოთ, მერე უფრო მეტი დღეები დაამატეთ,
და მერე უკვე გადაინაცვლეთ უკან წარსულში, გაიხსნეთ რამდენიმე წლის წინ მომხდარი სცენები,
მერე ბავშვობაშიც გადადით... რასაც მერე ღრმა ბავშობა მოყვება..
ნელნელა ეცადეთ უფრო წარსულში გადახვიდეთ იქამდე სანამ წინა ცხოვრებაშიც არ გადახვალთ..
ჯერ შეიძლება რაღაც სცენები გაგახსენდეთ წინაცხოვრების და მერე შეიძლება დეტალებიც გაიხსენოთ...

მე ეხლა დივიწყე ამ სავარჯიშოს კეთება და ჯერ რამდენიმე დღის გახსენების ეტაპზე ვარ...
მომავალში თუ რამე წარმატებები მექნება დავწერ)

ამ სავარჯიშომ ილია ჭავჭავაძე გამახსენა ("ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა მე დღეს ვის რა ვარგე!") smile.gif ეს მოწოდებაც არ არის ურიგო!
ნამდვილოდ გენიალური მოაზროვნე იყო და დიდი სულის ადამიანი!!! smile.gif
old_man
არა მგონია შესაძლებელი იყოს ფიქრით წარსული ცხოვრებების გახსენება rolleyes.gif . შემოქმედი ძალა, კოსმოსი ამაზე სათანადოდ ზრუნავს რომ არ გვახსოვდეს და ეს ჩვენთვის არის კარგი რომ ნაკლებად ვიყოთ წინა გამოცდილებებისგან დაგრუზული, თუმცა ეს წინა ცხოვრების გამოცდილება ჩვენში ქვეცნობიერად არსებობს, რადგან რეინკარნაციის მიზანი ანუ უმაღლესი ჭეშმარიტებაც ხომ ეს არის - ახალ-ახალი დაბადებებით ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის სრულყოფა და გააგრძელოს იმ წერტილდან საიდანაც მისი წინა ცხოვრება შეწყდა.....და ის დადებითი მიღწევები, ჩვენი სრულყოფა სხვადასსხვა ცხოვრებებიდან ასე რომ ვთქვათ ილექება, საფუძვლად ედება ჩვენს ახალ ცხოვრებას, რაც განაპირობებეს ჩვენს, ხასიათს, ბუნებას და ა.შ.
როგორც ცნობილია რეინკარნაცია დაუსრულებლად არ გრძელდება, როცა ადამიანი მოახერეხებს სრულყოფას, დედამიწაზე არსებობის პერიოდში მიაღწევს არსებობის მაღალ ცნობიერებას, იგი ამ ცოდვილ დედამიწაზე აღარ დაიბადება (ან თავისი სურვისამებრ განსხეულდება და მაგ: კაცობრიობის წინამძღოლად მოევლინება დედამიწას, ასეთი იყო ქრისტე ჩემი წარმოდგენით - სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც უკვე უფლება ჰქონდა უმაღლესი გონის, შემოქმედი ძალის სახელით ელაპარაკა ) და უფრო მაღალ მატერიებში განაგრძობს არსებობას. ეს მატერიები როგორია კი უკვე ჩემი ადამიანური ბუნება ჯერჯერობით ვერ წვდება smile.gif
ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზეsmile.gif მიმიღებთ?smile.gif
TeO
welcomeani.gif რა ლაკონურად და კარგად ჩამოაყალიბე აზრი, გეთანხმები!!!!!!!!!
old_man
QUOTE(TeO @ Apr 25 2007, 11:03 PM) *
welcomeani.gif რა ლაკონურად და კარგად ჩამოაყალიბე აზრი, გეთანხმები!!!!!!!!!

beerchug.gif
Alpha
QUOTE(old_man @ Apr 25 2007, 10:52 PM) *
არა მგონია შესაძლებელი იყოს ფიქრით წარსული ცხოვრებების გახსენება rolleyes.gif . შემოქმედი ძალა, კოსმოსი ამაზე სათანადოდ ზრუნავს რომ არ გვახსოვდეს და ეს ჩვენთვის არის კარგი რომ ნაკლებად ვიყოთ წინა გამოცდილებებისგან დაგრუზული, თუმცა ეს წინა ცხოვრების გამოცდილება ჩვენში ქვეცნობიერად არსებობს, რადგან რეინკარნაციის მიზანი ანუ უმაღლესი ჭეშმარიტებაც ხომ ეს არის - ახალ-ახალი დაბადებებით ადამიანმა მოახდინოს საკუთარი თავის სრულყოფა და გააგრძელოს იმ წერტილდან საიდანაც მისი წინა ცხოვრება შეწყდა.....და ის დადებითი მიღწევები, ჩვენი სრულყოფა სხვადასსხვა ცხოვრებებიდან ასე რომ ვთქვათ ილექება, საფუძვლად ედება ჩვენს ახალ ცხოვრებას, რაც განაპირობებეს ჩვენს, ხასიათს, ბუნებას და ა.შ.
როგორც ცნობილია რეინკარნაცია დაუსრულებლად არ გრძელდება, როცა ადამიანი მოახერეხებს სრულყოფას, დედამიწაზე არსებობის პერიოდში მიაღწევს არსებობის მაღალ ცნობიერებას, იგი ამ ცოდვილ დედამიწაზე აღარ დაიბადება (ან თავისი სურვისამებრ განსხეულდება და მაგ: კაცობრიობის წინამძღოლად მოევლინება დედამიწას, ასეთი იყო ქრისტე ჩემი წარმოდგენით - სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც უკვე უფლება ჰქონდა უმაღლესი გონის, შემოქმედი ძალის სახელით ელაპარაკა ) და უფრო მაღალ მატერიებში განაგრძობს არსებობას. ეს მატერიები როგორია კი უკვე ჩემი ადამიანური ბუნება ჯერჯერობით ვერ წვდება smile.gif
ძალიან მაინტერესებს ეს საკითხები და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზეsmile.gif მიმიღებთ?smile.gif

გეთანხმები ყველაფერში

დაბრო პოჟალოვატ! beerchug.gif
TT111
მჯერა - 100% - რა არადემოკრატიული პოლ-ია. სხვა რა გზაა, მეც უმრავლესობას ვუერთდები biggrin.gif
prince
[ visi metodia?
Zet
QUOTE(prince @ May 30 2007, 07:31 PM) *
[ visi metodia?

წარსულის გახსენებას გულისხმობ?
old_man
ძალიან საინტერესო საკითხია ქრისტიანობის დამოკიდებულება რეინკარნაციასთან. ბევრ მორწმუნე ქრისტიანს რეინკარნაციის გაგონებაც არ უნდა იმიტომ რომ ვითომ ეს ბიბლიაში არ წერია, რაც სიცრუეა. ახალ აღთქმაში ეს რამდენიმე ადგილას ნათლად არის მითითითებული და როცა მოვძებნი ციტირებასაც აუცილებლად გავაკეთებ!
რეინკარნაციის მოწინააღმდეგე ხალხი ვერ ასაბუთებს რატომ ჩნდება ადამიანი ერთხელ და სად მიდის სიკვდილის შემდეგ. ეს ზოგადი ფრაზები - სასუფეველი და მისთანები ძაან პრიმიტიულად ჟღერს და მოაზროვნე ადამიანს, რომელიც ყველაფერში აზრს ეძებს ვერ დააკმაყოფილებს. რეინკარნაციის უბრძნესი კანონები კი ხსნის ჩვენი არსებობის მიზანს და ცხოვრების ბევრ საიდუმლოს. მე არ ვამბობ რომ ყველამ უნდა ირწმუნოს რეინკარნაცია, დაიჯეროს კარმული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ა.შ. ასე ფიქრი დიდი ამპარტავნობა იქნებოდა. ჭეშმარიტებას ყველა სხვადასხვანაირად ეზიარება. ზოგს შეიძლება ამაში ეკლესია დაეხმაროს, ზოგს უბრალოდ უცნობი ადამიანის სიკეთის დანახვა, ზოგს ყველა ეს ერთად და სხვა. მაგრამ აქ მთავარია, რომ არ ცავიციკლოთ სხვადასხვა სწავლებებზე და რელიგიებზე. (რაც ემართებათ იეღოველებს და ზოგიერთ ქრისტიანს. თუმცა ამაში რელიგია შეიძლება არც იყოს დამნაშავე. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი მით უფრო ჯანსაღად აღიქვამს ნებისმიერ სწავლებას) ყველა ფუნდამენტური რელიგიის არსი ხომ ერთია - ისინი ცდილობენ ადამიანს სიცოცხლის მიზანი, მისი დანიშნულება გააგებინოს. რელიგია ადამიანებმა არ უნდა აქციონ გარეგნულ კანონებად, რიტუალებად რომელთა არშესრულება ცოდვად მიიჩნევა...............
ასევე კიდევ ერთი უსუსური არგუმენტი. რეინკარნაციაზე მსჯელობისას ხშირად ამბობებ - ამ ცხოვრებაში ადამიანი ვარ და შემდეგ ცხოვრებაში ჩიტად, ცხოველად, ხედ დაბადება რა სისულელეაო. ეს არგუმენტი კი არაკომპეტენტურობის ნიშანია. მაგრამ პატარა ადამიანების უბედურებაც ხომ ეს არის რაც არ იცი და გაგებაც არ გინდა იმაზე უფრო ბევრს ლაპარაკობ. ეზოთერულ და ბუდისტურ ლიტერატურაში არსად არის აღნიშნული რომ შეიძLება ერთ ცხოვრებაში ადამიანი იყო, მეორეში ჩიტი და ა.შ. ადამიანი ადამიანადვე დაიბადება, მაგრამ გამომდინარე მისი წინა ცხოვრებიდან შეიძენს სხეულს და უფრო მეტად ინტელექტს. სული, რომელსაც არ უნდა განვითარება და ზრდა, ასევე ბოროტების განსახიერებაა, მომდევნო ცხოვრებაში გადავა არსებობის უფრო დაბალ საფეხურზე, მისი გონებრივი მონაცემები უფრო შეზღუდული იქნება და მომდევნო ცხოვრებებშიც თუ ასე გააგრძელა მერე გადადის უკვე სიცოცხლის უფრო პრიმიტიულ ფორმებში.
თუ რამე კონტრ-მოსაზრება გექნებათ ვიკამათოთ smile.gif
old_man
აი ახალ აღთქმაში რეინკარნაციაზე ქრისტე მიუთითებს:
" და ჰკითხეს მას მოწაფეებმა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდეს? ხოლო მან მიუგო პასუხად: ნამდვილად ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ილია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და მოექცნენ ისე, როგორც უნდოდათ; ასევე ძე კაცისასაც მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ გაიგეს მოწაფეებმა, რომ ის ელაპარაკებოდა იოანე ნათლისმცემელზე"
მათე 17, 10-13
Alpha
QUOTE(old_man @ Jun 24 2007, 11:48 AM) *

ვაა, რა მაგარია, ეს არ ვიცოდი smile.gif
eliqari
მოგესალმებით, მე თქვენი ახალი წევრი ვარ და ჯერ ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ მთელ ამ "????" იცით რა მაინტერესებს, მითხრეს რომ არის წიგნები (თუნდაც ინტერნეტ გვერდები) იმის შესახებ რომ გავიგო, თუ ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, გთხოვთ, თუ იცით რაიმე ინტერნეტ მისამართი, ან ხელმისაწვდომი წიგნის სახელი -- თუ შეგიძლიათ რომ აქ დაწეროთ ?
Zet
QUOTE(eliqari @ Jun 25 2007, 08:45 PM) *
მოგესალმებით, მე თქვენი ახალი წევრი ვარ და ჯერ ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ მთელ ამ "????" იცით რა მაინტერესებს, მითხრეს რომ არის წიგნები (თუნდაც ინტერნეტ გვერდები) იმის შესახებ რომ გავიგო, თუ ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, გთხოვთ, თუ იცით რაიმე ინტერნეტ მისამართი, ან ხელმისაწვდომი წიგნის სახელი -- თუ შეგიძლიათ რომ აქ დაწეროთ ?

მოგესალმებით!! თუ ეს სფერო გაინტერესებს პირველ რიგში ალბათ ჯობია წაიკითხო მაიკლ ნუტონის წიგნი (ბოლომდე))),
http://www.anastasia.ge/forum/index.php?s=...dpost&p=406
old_man
მას შემდეგ რაც რეინკარნაციის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე და გავიგე, მნიშვნელოვნად შემეცვალა სამყაროს აღქმა, მსოფლმხედველობა და თითქოს ცხოვრებაც უფრო გამიადვილდა. ეს არ იყო მარტივად რომ ვთქვათ რაღაცის გავლენის ქვეშ მოქცევა ან ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა. რეინკარნაციის მოვლენა კი არ ვირწმუნე, ამას ასე ვიტყოდი - რაც ქვეცნობიერის დონეზე ვგრძნობდი და გუმანით ვხვდებოდი, ცნობიერის დონეზე ეს ყველაფერი დაადასტურა ჩემს მიერ წაკითხულმა.
Zet
old man გეთანხმები...

მეც ბევრად გამიადვილდა ცხოვრებაც და მიდგომაც შემეცვალა...
Uma
QUOTE(old_man @ Jun 24 2007, 12:48 PM) *
აი ახალ აღთქმაში რეინკარნაციაზე ქრისტე მიუთითებს:
" და ჰკითხეს მას მოწაფეებმა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ილია უნდა მოვიდეს? ხოლო მან მიუგო პასუხად: ნამდვილად ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ილია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და მოექცნენ ისე, როგორც უნდოდათ; ასევე ძე კაცისასაც მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ გაიგეს მოწაფეებმა, რომ ის ელაპარაკებოდა იოანე ნათლისმცემელზე"
მათე 17, 10-13

მე მგონი ბიბლია არც ადასტურებს და არც უარყოფს რეინკარნაციის ფაქტს. და პრინციპში ეს კარგი მიდგომაა. წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა რეინკარნაციია ოფიციალურად იქნებოდა მიღებული თუნდაც ეკლესიის მიერ. რა შედეგს მოუტანდა ეს იმ ადამიანებს ვინც ამისათვის არ არიან მზად. ალბათ ამ თეორიის მარტივი აღთქმა. დაუშვად და დაიბადა ღარიბი, რისთვის უნდა იწვალოს? ვენებს გადაიჭრის და შეიძლება მე2 ცხოვრებაში პატარკაციშვილის შვილი იქნება))) და ა.შ.
old_man
QUOTE(Uma @ Jun 29 2007, 12:01 PM) *

გეთანხმები რომ მასა არ არის მზად ირწმუნოს რეინკარნაციის მოვლენა და არც არის საჭირო, რადგან ბევრი მოუმწიფებელი ადამიანი მას დოგმების დონეზე დაიყვანს და ისევე დაამახინჯებს და შეცდომით განმარტავს როგორც დღეს ბევრი ბიბლიას განმარტავს და გვიქადაგებს. მათი გონება ვერ წვდება დაფარულ აზრს . ელემენტალური მაგალითი რომ ვთქვათ - ”ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე უნდა მიუშვირო”, ამას პირდაპირი მნიშვნელობით რომ გაიგებენ და რომ ვერ მიხვდებიან რომ აქ იგულისხმება ბოროტებაზე ბოროტებით არ უნდა უპასუხო, ასეთი ხალხი რომელ ეზოთერულ სიბრძნეს ჩაწვდება???
Zet
პრინციპში მასაზე შეიძლება არც იმოქმედოს რეინკარნაციის ცოდნამ ცუდათ...

როგორც სადღაც ფორუმზე წავიკითხე ეკლესიამ რეინკარნაცია "აკრძალა" სადღაც შუა საუკუნეებში, იმისთვის რო ხალხი უფრო კარგათ ემართა... ანუ მათი ფრინციპი არის იმაში რომ ერთხელ იბადები და მარტო ერთხელ გეძლევა შანსი და ისიც თუ არ იქნები ეკლესიის სამსახურში მეორე შანსი არ მოგეცემა და ბილეთი ჯოჯოხეთში))))...

იმაში გეთანხმები რო მერე აქ რაგაცას მოუგონებენ კიდე, ანუ თავის სასარგებლოდ გადააკეთებენ ყველაფერს)))
old_man
აი ახლა რაღაც ჟურნალს ვფურცლავდი და წავაწყდი ნარიყალას ეკლესიის დეკანოზ გიორგის ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს რეინკარნაციაზე და მეტად სუსტი არგუმენტებით უარყოფს მის არსებობას. აბა ვნახოთ რას ამბობს:

QUOTE
ის (რეინკარნაციის ფენომენი) ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრსიტიანული ცხოვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, ის ბოროტებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად დარჩება ადამიანის სულში. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. ამდენად სწორედ ცოდვაა ის ძალა რომელიც ”რეინკარნაციის ბორბალს” ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ რაღაც შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ახალი სხეულის ფორმირებისას.
ვერ გავიგე რატომ ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას? კი არ ამახინჯებს, პირიქით აძლიერებს და ანვითარებს. საინტერესოა როგორ უნდა გამოისყიდო ბოროტება მხოლოდ და მხოლოდ სინანულით და თუ არ ეცდები ის შედეგი გამოასწორო, რაც შენმა ბოროტმა საქციელმა სხვა ადამიანს მოუტანა? მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ასეთი მოთხრობა ”ორი შვილი”, იქ მთავარი პერსონაჟი ფიქრობს - ძალიან ცოდვილი კაცი ვარ აქ ერთი მეცხვარე შემომაკვდა, იქ ერთი კაცი მოვკალი, ახლა ამ კაცის მოკვლა მომიხდა, რომ ფული წამერთმია, მაგრამ არა უშავს წავალ ეკლესიაში, დავანთებ სანთელს, დავკლავ საკლავს, გულწრფელად მოვინანიებ და ყველაფერი მომეტევება whistling.gif ამის მსგავს სინანულზეა აქ ლაპარაკი. რეინკარნაცია კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ თუ ამ ცხოვრებაში ვერ მოვახერხეთ შეცდომის გამოსწორება, შემდეგ ცხოვრებაში ის ცოდვა მოგვევლინოს სხვადასხვანაირ დაბრკოლებად, რომელსაც თუ გადავლახავთ სულიერ განვითარების გზაზე წინ წავიწევით. მერე კი უფრო და უფრო ხვდები როგორ უნდა იცხოვრო და შესაბამისად ნაკლებ ბოროტებას ჩადიხარ.
დეკანოზი ამბობს, რომ რეინკარნაციის მიხედვით ცოდვას სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. არ შეიძლება რა ყველაფრის ასე გამარტივება. უნდა დავივიწყოთ ტერმინები ”სასჯელი”, ”ჯოჯოხეთი” და მისთანა სისულელეები. ადამიანს არავინ სჯის და ემუქრება. ის თავად ქმნის თავის აწმყო თუ მომავალI არსებობის ფორმებს. თავად ქმნის თავის სულიერ მდგომარეობას, რომელიც მისთვის შეიძლება ჯოჯოხეთიც აღმოჩნდეს და სამოთხეც. ადამიანი ბოროტებისთვის სასჯელად კი არ იღებს მომდევნო გარდასხეულებას, არამედ ეძლევა შანსი, საშუალება რომ ეს ბოროტება გამოასწოროს და განვიტარდეს. შესაბამისად რატომ უნდა აღიქვას ცოდვა ”დაღუპვად და ქაოსად”?

შემდეგ დეკანოზი თავად აკეთებს ვიღაც ბუდისტის ციტირებას:
QUOTE
”ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში იგიც, ანუ ეს გოგონა ანალოგიურად მოიქცა”

მერე კომენტარს აკეთებს:
QUOTE
კარმის შესახებ ამგვარად ფორმულირებული სწავლება ბოროტების შენახვის კანონს იღებს. ე.ი გამოდის, რომ ჩვენ მიერ და სხვათა მიერ ჩადენილი ცოდვა აღარასოდეს გაქრება. კარმული კანონისთვის უცხოა ბიბლიიდან სიტყვები: შენ ხარ ღმერთი შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე

მერე რა არის აქ გასაკვირი? რა თქმა უნდა ”ბოროტება შეინახება” და მისი ცხოვრების ერთ-ერთ კარმად იქცევა. არ მახსოვს მგონი ნიუტონთან წავიკითხე. აღწერილია ასეთი შემთხვევა: ქალს დიდი ხანი არ ჰყავდა შვილი. ფსიქოლოგმა ტრანსში ჩააგდო და გაიხსენა რომ წინა ცხოვრებაში აბორტი გაიკეთა და ამის შედეგს იმკობდა. მერე ალბათ ქვეცნობიერად მიხვდა ჭეშმარიტებას და ამის შემდეგ აი რა გააკეთა: იშვილა ბავშვი, დედობრივი სიყვარული მისცა, რის შემდეგადაც თავად გაუჩნდა საკუთარი. ვსიო, გამოსყიდულია ის ბოროტება, ქალმა დაძლია ის დაბრკოლება, რაც წინა ცხოვრებით შეიქმნა და სულიერი განვითარება გააგრძელა. გაქრა მის მიერ ჩადენილი ცოდვა! აბა რას მოუტანდა მხოლოდ და მხოლოდ გაუთავებელი სინანული, სინანული და სინანული????.........................
მეთანხმებით? ვისი არგუმენტები უფრო მყარია? smile.gif
andrade
smile.gif
andrade
smile.gif
old_man
QUOTE
ეგრე იმდენ ცოდვას ჩავიდეეენ იმ იმედით რომ შემდეგ ცხოვრებაში მოვინენიებ რო რავიცი.. უაზრობაა ამის დაჯერება უბრლოთ

ეგ არის ძალიან გამარტივებული ხედვა. მაშინ ასე ვთქვათ: მაგ ლოგიკით ადამიანი ჩაიდენს ცოდვას და იტყვის, კარგი არ მწამს რეინკარნაციის, მაგრამ მწამს ქრისტიანული სწავლების რომელიც მეუბნება რომ ცოდვის მონანიება ჩემს სიცოცხლეშივე შემიძლია. შესაბამისად ჩავიდენ ცოდვებს, მაგრამ ამავე ცხოვრებაში გამოვისყიდი სინანულით, ჩავიდენ და მოვინანიებ, ჩავიდენ და მოვინანიებ,
რაღატომ ველოდო შემდეგ ცხოვრებებს.....
არც ეზოთერია და არც ქრისტიანული სწავლება არ არის ასეთი ზედაპირული
Uma
QUOTE(andrade @ Aug 6 2007, 10:54 AM) *
გაქრა მის მიერ ჩადენილი ცოდვა! აბა რას მოუტანდა მხოლოდ და მხოლოდ გაუთავებელი სინანული, სინანული და სინანული????......................... რას მოუტანდა და ცოდვის მონანიებას და სასუფეველს ცათას..
ეგრე იმდენ ცოდვას ჩავიდეეენ იმ იმედით რომ შემდეგ ცხოვრებაში მოვინენიებ რო რავიცი.. უაზრობაა ამის დაჯერება უბრლოთ wink.gif

საქმე იმაშია, რომ შენ ცოდვას ვერ გაექცევი (ბუმერანგივით დაგიბრუნდება) და სულიერი ზრდის გზას ვერ დაადგები ამ გზით თუ იცხოვრე.
ცოდვის მონანიება კი მესმის ასე - როცა ადამიანი მოინანიებს ცოდვას, ის გააცნობიერებს, რომ ჩაიდინა ცუდი საქციელი და იტანჯება რადგან წარსულს ვერ დააბრუნებს. მაგრამ შეეცდება რაღაცნაერად თავისი შემდგომი კეთილი საქციელით გამოასწოროს ჩადენილი და პრინციპში სულიერად იზრდება.
INA
ბევრს გქონიათ ალბათ ცხოვრებაში ის მომენტი როდესაც რაღაც ხდება თქვენს გარშემო და ისეთი შეგრძენბა გაქვთ,რომ ეს უკვე მოხდა -დეჟა ვუ - ზე ვამბობ. ეს სწორედ იმის მანიშნებელია,რომ თქვენ უკვე როდისაღაც მართლა იყავით ამ მომენტში,კიდევ დაიბადეთ და იგივე გზა განვლეთ.
andrade
QUOTE(INA @ Aug 13 2007, 10:20 AM) *
ბევრს გქონიათ ალბათ ცხოვრებაში ის მომენტი როდესაც რაღაც ხდება თქვენს გარშემო და ისეთი შეგრძენბა გაქვთ,რომ ეს უკვე მოხდა -დეჟა ვუ - ზე ვამბობ. ეს სწორედ იმის მანიშნებელია,რომ თქვენ უკვე როდისაღაც მართლა იყავით ამ მომენტში,კიდევ დაიბადეთ და იგივე გზა განვლეთ.

smile.gif
old_man
QUOTE
da es marTla gjera? jawdrop.gif

მაგაზე ინას შეუძლია გიპასუხოს - და შენ მართლა გჯერა რომ დედამიწაზე ერთხელ იბადები? jawdrop.gif
andrade
smile.gif
old_man
საინტერესოა, რომ რეინკარნაციის შემთხვევები დასტურდება დოკუმენტურადაც. ჰიპნოზის ქვეშ ადამიანები იხსენებენ წინა ცხოვრებებს შემდეგ კი ეს გადამოწმებულა ძველ არქივებში და აღმოუჩენიათ რომ ასეთ ადამიანს მართაც უცხოვრია რომელიღაც ქვეყანაში, სოფელში და ა.შ. ასევე რეინკარნაციის ნათელი დადსტურებაა როდესაც ჰიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანი გაუგებარ ენაზე იწყებს მეტყველებას. აღწერილია ასეთი შემთხვევა როცა 6-7 წლის ინგლისელმა გოგონამ დაიწყო რაღაც ენაზე საუბარი რომელიც აღმოჩნდა შვედური. მოძებნეს შვედი, რომელმაც დაადასტურა რომ იგი მართლაც გამართული შვედურით საუბრობდა. ასეთი ერთი და ორი არ არის. მაიკლ ნიუტონის წიგნში ძალიან ბევრი შემთხვევაა მოყვანილი მაგრამ იგი ამას დოკუმენტურად არ ამოწმებს. თუმცა არც არის საჭირო, იგი ამისთვის არც დაწერილა
andrade
smile.gif
old_man
ფსიქოთერაპიის კურსის დროს ჰიპნოზის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროს შესაძლებელი ხდება ექიმმა დაადგინოს პაციენტის შიშების, კომპლექსების საფუძველი, მიაკვლიოს იმ ფსიქოლოგიურ ტრავმებს რომელიც მან ბავშვობაში განიცადა და აღარ ახსოვს. ქვეცნობიერში კი ყველაფერი ინახება და ექიმი მისი საშუალებით საკმაოდ წარმატებით მკურნალობს ასეთ ადამიანებს. ჩვენ ამ შემტხვევაში გვაინტერესებს ჰიპნოზი ჩვენი წინა ცხოვრებების გასახსენებლად, ეს კი ალბათ იმაში დაგვეხმარება რომ უკეთ გავიგოთ ჩვენი ამჟამინდელი დანიშნულება....

QUOTE
არაეკლესიური ადამიანი, რომელიც მხოლოდ მექანიკურად არსებობს, ადვილად ემორჩილება ბრძანებებს, გარეშე ზემოქმედებას, მასზე ამგვარი შეფარული შთაგონება ადვილად მოქმედებს. ხოლო ცხოვრებისადმი შეგნებული დამოკიდებულება, მტკიცე რწმენა, ეკლესიურობა, ღვთის შეწევნის სასოება ადამიანის სულს გარეშე შემოჭრებისაგან საიმედოდ დაიცავს

მე არაეკლესიური ადამიანი ვარ თუმცა მექანიკურად ნამდვილად არ ვარსებობ და ვერანაირი შთაგონებაც ჩემზე ვერ მოქმედებს. სამწუხაროდ ხშირად სწორედ ეკლესია აქცევს სუსტი ნებისყოფის და შთაბეჭდილებიან ადამიანებს მავნე გავლენის ქვეშ და ფანატიკოსებად აქცევს. ეს ძალიან ცუდია.
მაგ: იმ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო კინოში რომ დაპატიჟებ და გიპასუხებს ჯერ ჩემ მოძღვარს უნდა ვკითხო ნებართვა და კურთხევაც ავიღოო..... smile.gif))))))))))) მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.......
TT111
ჰიპნოზი ნეიტრალური ინსტრუმენტია. მას სიკეთისთვის გამოიყენებს, თუ ბოროტებისთვის, ადამიანზეა დამოკიდებული

QUOTE(andrade @ Aug 22 2007, 09:05 AM) *
„ვინაიდან ჩვენი სხეული გაუხეშდა, უძლურნი გავხდით, გრძნობისმიერ დონეზე ვიხილოთ სულიერი არსებები“.

შენი აზრი მაინტერესებს, სხეულის გაუხეშება როგორ გესმის? "ტყავის სამოსამდე" რა სახით არსებობდა ადამიანი?

QUOTE
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ
ამაზეც მაინტერესებს

QUOTE
უფალმა შეგნებულად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენივე სარგებლისათვის მოგვაკლო უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის საშუალება

გეთანხმები, მაგრამ როდესაც ეს საშუალება უჩნდება ადამიანს, ეს უფლის ნების გარეშე ხდება? როგორ შეიძლება რამე მისი ნების გარეშე ხდებოდეს?

QUOTE
„ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი“.
ეს ის მაგები და ჯადოქრებია, რომლებსაც ფიზიკურად ანადგურებდა ეკლესია შუა საუკუნეებში? როგორც ჩანს მაშინ ქრისტეს მოძღვრება დროებით დაივიწყეს განსხვავებული მსოფლმხედველობის გასანადგურებლად.

QUOTE
ის (რეინკარნაციის ფენომენი) ამახინჯებს ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებას. ქრსიტიანული ცხოვრების მიხედვით, ცოდვა ყველაზე დიდი უბედურებაა, ის ბოროტებაა, რომელიც თუ სინანულით არ წარიხოცა, მარად დარჩება ადამიანის სულში. რეინკარნაციის მომხრენი საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი აზრით ცოდვა სვლის შეფერხებაა სულის მოგზაურობის გზაზე, რომელსაც სასჯელად მოსდევს გარდასხეულება. ამდენად სწორედ ცოდვაა ის ძალა რომელიც ”რეინკარნაციის ბორბალს” ატრიალებს. აქედან გამომდინარე, ცოდვა ადამიანის მიერ ქვეცნობიერად აღიქმება არა როგორც დაღუპვა და ქაოსი, არამედ რაღაც შემოქმედებითი ძალა, რომელიც ახანგრძლივებს ჩვენს კოსმოსურ მყოფობას და და უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ახალი სხეულის ფორმირებისას.

სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი. იმის ცოდნა , რომ ეს შენი ერთადერთი შანსი არ არის ამ სამყაროში და შენი კეთილდღეობა ამ ცხოვრებაში და შემდგომებში იმასთანაა პირდაპირ კავშირში, თუ როგორ მოექცევი სხვებს, ამცირებს ეგოისტურ მოთხოვნილებებს, მატერიალური კეთილდრეობისკენ სწრაფვას სხვების ხარჯზე. ეს უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე დაშინება. დაშინებას ყოველთვის ერთი მიზანი აქვს, გამონაკლისების გარეშე - რომ მოხდეს ჩვენით მანიპულირება.
old_man
QUOTE
სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი.

მართალი ხარ. აქვე ჩნდება კითხვა რაში სჭირდება ეს ეკლესიას? ნაწილობრივ შენ პასუხობ ამ კითხვას. რომ მასა ადვილად მართოს და რაც სურს ის ჩააგონოს. ასევე რატომ კრძალავს ჰიპნოზს? ფაქტიურად უკრძალავს ადამიანს თავი ღრმად შეიცნოს და საკუთარ ქვეცნობიერს ჩაწვდეს. იმიტომ რომ ადამიანი მაშინ უფრო დამოუკიდებელი გახდება, განვითარების მაღალ საფეხურზე ავა და შეიძლება თქვას - იცით, მე ასე ვფიქრობ....ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ბევრი რამ გავიგე და შევიცანი.... მაგრამ თუ ყველა ასე იტყვის, მაშინ ხომ მასა აღარ იარსებებს, შესაბამისად მისი მართვაც გაძნელდება.
გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, ხალხს არწმუნებდნენ რომ უფალი არ არსებობს და პარტიაა უფალი, ამიტომ მისი სიტყვა კანონია. ძალიან არ მინდა ამ პარალელის გავლება, მაგრამ მიხდება.....
TeO
QUOTE(andrade @ Aug 22 2007, 10:05 AM) *
ჰიპნოზი ფართო გზას უხსნის ადამიანზე ზემოქმედების შესაძლებლობებს. ეს ზემოქმედება ხდება არა მხლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის ღრმა სულიერ სტრუქტურებზე.

სწორედ ამიტომ ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ღირსი ბარსანოფი ოპტელი ამტკიცებდა: „ჰიპნოზი - ბოროტი, არაქრისტიანული ძალაა“. ღირსი ნექტარიოს ოპტელი კი ამბობდა: „საშინელი რამაა ჰიპნოზი. იყო დრო, როცა ადამიანებს ეშინოდათ და გაურბოდნენ მას, ახლა კი მისით გატაცებულნი არიან. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამგვარი ცოდნა შემოდის ჩვენს ცხოვრებაში იმ საფარით, რომ, თითქოსდა, კაცობრიობისათვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია“. დეკანოზი გრიგოლ დიაჩენკო აღნიშნავდა, რომ „ძველად, შუა საუკუნეებში, წინა ასწლეულებში ჰიპნოზით მაგები და ჯადოქრები იყვნენ დაკავებულნი“. ჰიპნოზის მხილებასა და მისი მეშვეობით განხორციელებულ „კურნებებს“ უძღვნიდა თავის შრომებს მღვდელმონოზონი სერაფიმე როუზი. ეპისკოპოსი ბარნაბა (ბელიაევი) წერდა: „შეუძლებელია უარყოფა იმისა, რომ ჰიპნოზისტები ამ დროს ეშმაკის ძალას იყენებენ“. ჰიპნოზში სულიერი სამყაროს ბნელი ძალები გამოიყენება.

ზოგჯერ მიმდინარეობს შთაგონება ადამიანის სურვილის გარეშეც. ამ მეთოდით ხშირად სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი პროპაგანდისას.

ჩემი აზრით ჰიპნოზი ხელოვნური ჩარევაა ადამიანში - როგორც ოპერაცია, ოღონდ იქ უფრო ღრმად უფათურებენ ხელებს! და ვაი თუ კარგი ”ქირურგი” არ შეგხვდა! lol.gif (სასაცილო ნამდვილად არაა)
და საერთოდ, მე ყველაზე კარგი ჰიპნოტიზიორი ვიცი -ეს საკუთარი თავია და სულ არ არის საჭირო გარეშე პირების შეშვება საკუთარ ქვეცნობიერში! შეიცან თავი შენი- ეს ყოვლად საკმარისია! (თან შორს წასვლა არ დაგჭირდება wink.gif )
და რა თქმა უნდა არ მიკვირს ჰიპნოზის უარყოფითიც, ეს ლოგიკურია, როდესაც ადამიანი უშვებს სხვას თავისში, ის გაუცნობიერებლად მას აკისრებს პასუხისმგებლობას! (რაც ნიშნავს, რომ ავტომატურად ხელს აწერს დამოკიდებულებას) და ის უარყოფითი გავლენები უბრალოდ ამის შედეგია..
ადვილია მოსთხოვო სხვას, და რა ძნელია შენი თავის წინაშე აგო პასუხი?! dash2.gif

მგონი გავიდა ის დრო, როდესაც მანდამაინც დაშინება არის საჭირო, თითქოს ადამიანი უგნური ცხოველი იყოს და არ შეეძლოს თავად გაერკვიოს თუ რა არის კარგი და ცუდი! რა საჭიროა მანდამაინც დამუქრება??? unsure.gif

და შენ რა გგონია andrade, რომ დაცული ხარ ზეგავლენისგან? არ გამაცინო hilarioustu8.gif
ამ სისტემაში სხვანაერად შეუძლებელიცაა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ smile.gif , ბოლოს და ბოლოს სასწაულებიც ხომ ხდება! biggrin.gif

QUOTE(old_man @ Aug 22 2007, 04:39 PM) *
მე არაეკლესიური ადამიანი ვარ თუმცა მექანიკურად ნამდვილად არ ვარსებობ და ვერანაირი შთაგონებაც ჩემზე ვერ მოქმედებს. სამწუხაროდ ხშირად სწორედ ეკლესია აქცევს სუსტი ნებისყოფის და შთაბეჭდილებიან ადამიანებს მავნე გავლენის ქვეშ და ფანატიკოსებად აქცევს. ეს ძალიან ცუდია.
მაგ: იმ ადამიანს რა უნდა ელაპარაკო კინოში რომ დაპატიჟებ და გიპასუხებს ჯერ ჩემ მოძღვარს უნდა ვკითხო ნებართვა და კურთხევაც ავიღოო..... smile.gif))))))))))) მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.......

იცი old_man მგონი შენ მაინც ეკლესიური ადამიანი ხარ და აი, რატომ - ეკლესიურობა ჩემი გაგებით არ ნიშნავს იარო ეკლესიაში, არამედ ეკლესია არის თვითოეული ჩვენთაგანის გულში და მთავარია იქ ”ვიაროთ” ხშირად და ვესაუბროთ (ვილოცოთ) ღმერთს!
და ტაძარში სიარული კი ამის მტკიცებულებაა ფიზიკურ პლანზე!
ეკლესიაში სიარული ადამიანებს ეხმარება მოწყდეს ყოველდღიურ ფაციფუცს და კონცენტრაცია მოახდინოს, რათა ესაუბროს ღმერთს და გაძლიერდეს სულიერად, ხოლო მოძღვარი ამ გზაზე ეხმარება!

მეც გავლილი მაქვს ეს გზა და კურთხევებზე სირბილი სულაც არ არის დასაცინი!
არსებობს მრავალი გზა ღმერთთან მისასვლელი და ერთ-ერთი მაღთმადიდებლობაა (კარგად ”გატკეპნილი” და ძლიერი), მაგრამ რელიგიების უარყოფით მხარედ ის მიმაჩნია, რომ ყველა ამტკიცებს: მარტო მე მიგიყვან ღმერთთან და სხვა დანარჩენი ცრუა!!!!!
განა ასეთი დაყოფა შეიძლება? ჩვენ ხომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და ნუთუ მამა გაიმეტებს, რომელიმეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქრისტიანი არ არის???
ღმერთი სიყვარულია (და არა ვიღაც ჯოჯო, ბოდიშით ამ გამოთქმისთვის) და მან თავისუფალი ნება მოგვცა! რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ აკეთო საშინელებები wink.gif

ახლა ”იასნია” რომელიმე სექტაში ”ჩამწერს” ზოგიერთი Just_Cuz_01.gif

QUOTE(TT111 @ Aug 22 2007, 05:18 PM) *
ეს ის მაგები და ჯადოქრებია, რომლებსაც ფიზიკურად ანადგურებდა ეკლესია შუა საუკუნეებში? როგორც ჩანს მაშინ ქრისტეს მოძღვრება დროებით დაივიწყეს განსხვავებული მსოფლმხედველობის გასანადგურებლად.
სწორედ რეინკარნაციის შესახებ ინფორმაციის განადგურებით და დამალვით იყო დაკავებული ეკლესია მისი შექმნის დღიდანვე, რადგან ის ადამინი რომელმაც იცის რეინკრანაციის, შესახებ არ აყვება სამუდმაო სატანჯველის, მრისხანე ღმერთის და სხვა შიშის პროპაგანდას. დაშინების და დამონების იდეოლოგია ყოველთვის იყო მმართველი წრეების ინსტრუმენტი. იმის ცოდნა , რომ ეს შენი ერთადერთი შანსი არ არის ამ სამყაროში და შენი კეთილდღეობა ამ ცხოვრებაში და შემდგომებში იმასთანაა პირდაპირ კავშირში, თუ როგორ მოექცევი სხვებს, ამცირებს ეგოისტურ მოთხოვნილებებს, მატერიალური კეთილდრეობისკენ სწრაფვას სხვების ხარჯზე. ეს უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე დაშინება. დაშინებას ყოველთვის ერთი მიზანი აქვს, გამონაკლისების გარეშე - რომ მოხდეს ჩვენით მანიპულირება.

გეთანხმები TT111, მართალია ეკლესია (თვალი, რომ გადავავლოთ ისტორიას) ქრისტეს და ღმერთის სახელით მრავალ სისასტიკეს სჩადიოდა! (თუნდაც ჯვაროსნული ომები, რომელიც სუფთა პოლიტიკური ხასიათისა იყო..)
თავითონ ქრისტეს მოძღვრება ძალიან ძლიერია, მაგრამ სულ სხვა საკითხია ვის ხელში მოხვდება იგი?
andrade
smile.gif
old_man
მდააა......ცხონდებიან მხოლო მართლმადიდებლები და დანარჩენები ქვაბში მოიხარშებიან. თუ ადამიანი მთელი თავისი მსოფლმხედველობით არის ქრისტიანი, ცხოვრება შეალია მოყვასზე ზრუნვას და კეთილ საქმეებს, მაგრამ არ დადის ეკლესიაში და არ უთქვამს აღსარება ის თურმე ვერ ცხონდება...... ხოლო თუ ადამიანი რეგულარულად დადის ეკლესიაში, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ძლევს შურს, ბოროტებას და სხვა მდაბალ ადამიანურ ვნებებს ის აუცილებლად ცხონდება იმიტომ რომ მართლმადიდებელია!
შუა საუკუნეების ინკვიზიციის ტოლია ეს განცხადებები! ეს იქადაგა ქრისტემ, ეს წერია წმინდა წერილში? საერთოდ იცი რა არის რელიგიის არსი? იცნობ მსოფლიოს ფუნდამენტური რელიგიების არსს? წაგიკითხავს? იცი რას ქადაგებენ? გგონია რელიგიურ რიტუალებში და დოგმებში იმალება უფალი???
ეს ბოლო განსაკუთრებული მართლამდიდებლური სათნოებით გამსჭვალული პოსტი სცდება არა მხოლოდ დემაგოგიის საზღვრებს არამედ..... ყველა ზომიერის და არაზომიერის ზღვარს!!!
andrade
smile.gif
Uma
ალფა რომ მარაგებს ელექსანდრე სვიაშის წიგნებით, იქ სადღაც წავიკითხე ავტორის აზრი, რომ პრინციპში ქრისტიანობას რეინკარნაციის იდეა არც სჭირდება. რადგან ქრისტეს მოსვლის აზრი იყო ის, რომ თუ მისი მიმდევრები ირწმუნებენ და გაყვებიან მას ის მზად არის თავის თავზე აიღოს ყველა მათი ცოდვა და ნამდვილი ქრისტიანი აუცილებლად მოხვდება პირდაპირ „в царство небесное» (ქართულად არ ვიცი როგორ არის) რეინკარნაციის თავიდან აცილებით. ანუ თუ გინდა, რომ უმოკლეს დროში მოხვდე პირდაპირ სამოთხეში, ირწმუნე ქრისტე და კარი გაგეხსნება, თუ არადა ესეიგი ქრისტიანი არ ხარ და შენი ბედი არც არის საინტერესო - ჯოჯოხეთში მოვდები თუ რეინკარნაციის წრეში, თუ კიდევ სად. ..
Alpha
QUOTE(Uma @ Aug 27 2007, 02:12 PM) *

+1

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, ზოგს როკი მოსწონს ზოგს კლასიკა, ასევე ზოგისათვის ის აზრი რომ ერთხელ მოდის ამ დედამიწაზე დიდ სტიმულს აძლევს მას სულის განსავითარებლად, ზოგისათვის კი გაუგებარია ეს მიდგომა და იგი მას სხვა მუსიკა უნდა რომ განვითარდეს.

ჩემთვის მაგალითად გაუგებარია თუ რატომ უნდა გადაწყდეს ადამიანის უსასრულობაში არსებობის ბედი ერთი სიცოცხლით, ეს ხომ წამის მეასედიც არაა უსასრულობასთან შედარებით? აგრეთვე მე მჯერა რომ ღმერთი არის სიყვარული და არ მესმის რატომ უნდა გაწიროს თვისი შვილები რაღაც შეცდომის გამო(რომელიც იმიტომ ჩაიდინეს რომ დაბნეულები იყვნენ და ეშინოდათ) საუკუნო ცეცხლზე..

მე ვთვლი რომ ღმერთი ყველას აძლევს მეორე და მეშვიდე შანსს, და ამით უფრო მეძლევა სტიმული განსავითარებლად და ღვთის მცნებების შესასრულებლათ smile.gif

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა რომ არსებობს ქრისტიანის სამი ”სახეობა”:
1. ადამიანი რომელიც ღვთის მცნებებს იმიტომ ასრულებს რომ ეშინია საუკუნო ჯოჯოხეთის (ანუ შიშის გამო)
2. ადამიანი რომელიც ღვთის მცნებებს იმიტომ ასრულებს რომ ელის გასამრჯელოს - სამოთხეში მოხვედრას (ანუ ანგარების გამო)
3. და ბოლოს ადამიანი რომელიც ღვთის მცნებებს იმიტომ იცავს რომ მთელი გულით უყვარს იგი..

მე მაგალითად ვცდილობ მესამე კატეგორიას მივაკუთნო თავი და არა მგონია რომ ამისათვის დავისაჯო smile.gif
old_man
ციტატა
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, ზოგს როკი მოსწონს ზოგს კლასიკა, ასევე ზოგისათვის ის აზრი რომ ერთხელ მოდის ამ დედამიწაზე დიდ სტიმულს აძლევს მას სულის განსავითარებლად, ზოგისათვის კი გაუგებარია ეს მიდგომა და იგი მას სხვა მუსიკა უნდა რომ განვითარდეს.

მართალია. და დავამატებდი რომ ჭეშმარიტებისკენ ბევრი გზა მიდის. ეს ჭეშმარიტება კი არ იმალება რომელიმე ერთ რელიგიასა და სწავლებაში.
Zet
old-man - მა ამ თემაზე უკვე ისაუბრა მარა, მეც მინდა ანდრადეს დაუსვა შეკითყვები)

როგორც ეკლესია ამბობს სიკვდილის მერე არის მხოლოდ ორი ადგილი სადაც შეიძლება ადამიანი მოხვდეს სამოთხე და ჯოჯოხეთი, ლოგიკურად თუ მიუდგებით რაიმე შუალედური ადგილი არ უნდა არსებობდეს, ან დაუშვათ 20 პროცენტი ჯოჯოხეთი და დანარჩენი 80 პროცენტი სამოთხე, ესეთი ადგილი რო არსებობდეს ალბათ ჩვენ გვეცოდინებოდა არა?....
მე როგორც ვიცი სამოთხეში მოხვდებიან მხოლოდ ის ადამიანები ვინც ჩეშმარიტად რელიგიურ ცხოვრებას ეწევა ხო ეგრე? და ჭეშმარიტი რელიგია არსებობს მხოლოდ ერთი, ეს არის მართლმადიდებლობა... სხვა ჩეშმარიტება არასებობს...
ეხლა დავიანგრაიშოდ რამდენი მართლმადიდებელია დღეს მსოფლიოში, ალბათ მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი იქნება მაქსიმუმ არა?
ამას კიდე გამოვაკლოთ ჩეშმარიტი მართმადიდებლები...
დღეს დედამიწაზე ცხოვრობს რამდენიმე მილიარდი ადამიანი, ეს რიცხვი უნდა გადავამრავლოთ იმ მოსახლეობაზე რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვით, და პლუს ადამიანთარაოდენობა რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე...
სადღაც კამბუჯაში სულ არ გაუგიათ მართმადიდებლობაზე და არც სადღაც აფრიკაში, ზოგიც დაბადებიდან 3 წელიწადში მოკვდა, და ესეთი განწირული ხალხის რაოდენობა იცით რამდენია?
თქვენ ხვდებით ეს რამხელა ციფრია?????
ეს არის ალბათ ასეულობით და ასეულობით მილიარდი ადამიანი, რომლის 95 პროცენტი მიემგზავრება ჯოჯოხეთში...

და ყველაზე მთავარი ეხლა მოდის))) თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა არის ჯოჯოხეთი?? გვერდიდან რო შეხედოთ ამ ყველაფერს გამოდის რომ ღმერთმა შექმნა მარტო ჯოჯოხეთი, იმიტომრომ მაშტაბებით ჯოჯოხეთი იმხელა უნდა იყოს წესით რომ დედამიწას და სამოთხეს ყურადღებას არავინ აღარ მიაქცევს ეს იმდენად პატარა მოგვეჩვენება))))

რა უნდა მოვთხოვოთ ვინმე მანიაკს რომელსაც დაუშვათ სულ რაღაც 20 კაციყავს მოკლული, ან ვინმე დესპოტს რომელსაც სულ რაღაც მილიონი ადამიანი კონცლაგერში ყავს გაშვებული, ეს ხომ მიზერზე მიზერია იმ მაშტაბებთან შედარებით რასაც ღმერთი ჩადის... ის ერთდროულად ასეულობით მილიარდ უდანაშაულო ადამინს უშვებს ჯოჯოხეთში სამუდამოდ, და იცით რას ნიშნავს სიტყვა სამუდამოდ?)))))
გამოდის რომ ღმერთი არის პირველი დამნაშავე......

ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ესეთი აფსურდი დააჯერო ადამიანს

და კიდე, ანდრადე შენს გასაგონათ დავამატებ: ქრისტემ თქვა რომ მომავალში ჩემი სახელით ბევრი ადამიანი იმოქმედებსო და მაინცდამაინც ნუ ენდობითო..
და ვინ მოქმედებდა ქრისტეს სახელით 20 საუკუნის განმავლობაში ნეტა smile.gif ?
გამორიცხვის მეთოდით მივყვეთ:

რობინზონ კრუზო? - არა...
ტომ სოიერი? არა...
ნიკი ლაუდა? არა...
ნაომი კემბელი? არა...
ანასტასია.გე-ს ფორუმელები? არა...
ზოია კასმადიმანსკაია? არა...
ძმები გრიმები? არა...
ოცეოლა ვოჯდ სემინოლავ თავის ბრიგადით? არა... smile.gif )

ალბათ უკვე ხვდები ხო ვინ მოქმედებენ ქრისტეს სახელით ამდენიხანია.... :-)
Perl
ისე არ მახსოვს , წიგნში წერია თუ არა, თვითონ ანასტასიას ჯერა რეინკარნაციის? საერთოდ ამ ტემაზე რას იძახის
Alpha
Zet
ლოლ )))
ისე მართლა biggrin.gif
TeO
QUOTE(Perl @ Sep 8 2007, 05:13 PM) *
ისე არ მახსოვს , წიგნში წერია თუ არა, თვითონ ანასტასიას ჯერა რეინკარნაციის? საერთოდ ამ ტემაზე რას იძახის

პირდაპირ ანასტასიასგან არ მახსოვ, მაგრამ თავის დიდ ბაბუაზე ხომ თქვა მოსე არისო და მეტი მტკიცებულება რა გინდა? biggrin.gif
Perl
QUOTE(Zet @ Sep 8 2007, 01:11 PM) *
რობინზონ კრუზო? - არა...
ტომ სოიერი? არა...
ნიკი ლაუდა? არა...
ნაომი კემბელი? არა...
ანასტასია.გე-ს ფორუმელები? არა...
ზოია კასმადიმანსკაია? არა...
ძმები გრიმები? არა...
ოცეოლა ვოჯდ სემინოლავ თავის ბრიგადით? არა... smile.gif )

კარგი სასტავი შეკრიბე ძაან smile.gif))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.