QUOTE(Perl @ Mar 13 2007, 12:36 AM)

თანამედროვე ცხოვრებაში როგორ უნდა მოახერხო ჩასახვამდე ბავშვზე ზრუნდა საინტერესოა; საერთოდ რას გულისხმობს ჩასახვამდე ზრუნვა?
ანასტასია მაგარია! ძალიან მაგარია!
ბავშვზე ზრუნვა ბავშვის ჩასახვამდე ნამდვილად გენიალური აზრია, სრულად ვეთანხმები მშვენიერ იზას.
ჩემი აზრით ბავშვის აღზრდაზე ზრუნვა ბავშვის ჩასახვამდე, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ მას მოუმზადებ სიყვარულის სივრცეს (ქალაქში, ბინაში ეს ძნელია, თუმცა, რა გაეწყობა?).
უმას ვეთანხმები. თუმცა ”ჩასახვის პროცესამდე” ბევრად ადრეა საჭირო ბავშვზე ზრუნვის დაწყება. აქ მე მინდა ვადიდო უფალი! მან კაცს მაჩუქა ქალი! ისევ კალამბური გამომივიდა, მაპატიოს ყველამ!

ერთი სიტყვით, შვილების ყოლაზე როცა დაიწყებს ადამიანი ფიქრს, პირველ რიგში, საკუთარი შვილების დედა/მამა უნდა აარჩიოს. და, თუ, ადამიანებს უკვე უყვართ ერთმანეთი, არიან ერთად და ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაშინ, უნდა დააკვირდნენ ერთმანეთს, თავის ურთიერთობებს და შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ -- საკუთარ თავში, თუ -- ურთიერთობებში.
უბრალოდ, ყველამ უნდა შეიგნოს ერთი აქსიომა: შვილი ყოველთვის გაიზრდება ისეთი, როგორიცაა მშობელი! რაც მშობელში ფარულია და ანგარიშგაუწეველი, შვილში აშკარა და თვალშისაცემი იქნება. მეტწილად სააშკარაოდ შვილში მჟღავნდება მშობლებს შორის მოუგვარებელი პრობლემები პირად ურთიერთობებში. ამიტომ, ყველაზე ლამაზი, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ნიჭიერი შვილები ჰყავთ იმ მშობლებს, ვისაც ძალიან უყვართ ერთმანეთი! უყვართ სულით და გულით! თუნდაც არ იყვენ განათლებულები და ცხოვრობდნენ გლეხურად. ასეთ მშობლებს შვილი ყველა ცუდ პირობას აპატიებს და ყველაფერს იღონებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
სიყვარული მშობლებს შორის -- ერთადერთი მთავარი და უპირველესი პირობა და აუცილებლობაა შვილების გაზრდის და მათზე ზრუნვის საკითხში.
მოსიყვარულე მშობლებს არ შეიძლება არ უყვარდეთ თავიანთი შვილები. ასეთი მშობლების შვილებმა არ შეიძლება არ ბაძავდნენ ყველაფერში თავიანთ მშობლებს, არ შეიძლება არ უჯერებდნენ და არ უნდოდეთ რამე ასიამოვნონ მათ.
და თუ ირგვლივ საზოგადოება გარყვნილია, გარყვნილება ვერ ნახავს ადგილს შვილში, თუ მშობლები არ მისცემენ მას ადგილს საკუთარ თავში და ერთმანეთს შორის! ეგ არის და ეგ. შვილი წაბაძავს მშობელს და დაუდგება გარყვნილებას. და თუ ვერ შეძლებს შეცვალოს გარემომცველი საზოგადოება, იმდენს მაინც მოახერხებს, რომ წაიყვანოს და დაასახლოს თავისი მშობლები უფრო ლამაზი საზოგადოების გარემოცვაში.
ასე რომ შვილების აღზრდა ყოველთვის იწყება საკუთარი თავის აღზრდით. მაშინაც კი, როცა შვილები უკვე ჰყავთ ცოლ-ქმარს. შეიცვლება მშობელი -- შეიცვლება შვილი. და ვერცერთი მშობელი ვერ აიძულებს შვილს მოიქცეს სხვანაირად შეგონებებით მსგავსისა: შვილო, მე ცუდად ვიქცევი, მაგრამ, შენ ასე ნუ მოიქცევი, ეს -- ცუდია! შვილი მას, უბრალოდ, არ და - უ - ჯე - რებს!
და, როცა საკუთარ თავს აღზრდი და გახდები ისეთი, როგორიც, პირველ რიგში, შენ თვითონ გეყვარება შენი თავი, ვისაც აირჩევ, ნებისმიერი შეგიყვარებს და ისურვებს შენთან ერთად შვილების ყოლას. და მაშინაც, როცა ერთად ვართ, შვილებიც გვყავს, საკუთარი თავის გაკეთილშობილება უფრო შეაყვარებს ჩვენს თავს ჩვენს მეუღლეს. ისიც ეცდება, გაკეთილშობილდეს. ამ სილამაზეს აღსასრული პროსტა არ გააჩნია! ის გაგრძელდება -- თუნდაც, შვილებში!
დიდო სიყვარულო, დიდება შენს სახელს! დიდება უფალს!