Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართველები უცხოეთში
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3
ირმა
უცხოეთში წასული ქართველები,– გიფიქრიათ მათზე?! როგორია თქვენი გრძნობა მათ მიმართ, პირველი რა მოგდით თვალში, როცა მათზე ფიქრობ?

უცხოეთში წასულო ქართველებო! მოყევით მითხარით, მომიყევით თქვენი გრძნობები. გრძნობთ ნოსტალგიას? რა სიღრმე შეიძლება ჰქონდეს ამ ნომტალგიას? გინდათ უკან დაბრუნება? როგორი საქართველო გინდათ? რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც ასე გენატრებათ. რა არის ეს ნათება ასე ძლიერი ძაფით რომ უკან გეძახის და გელოდება.

მოკლედ დაწერეთ რაც გინდათ, უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზეც და უცხოეთში გადახვეწილო ქართველებო smile.gif

TeO
QUOTE(ირმა @ Nov 8 2008, 01:31 AM) *

მე საქართველოში ვარ...ყველაზე დიდი ხნით სამშობლოდან 10 წლის წინ ვიყავი იტალიაში 3 თვით...

ეს 3 თვე მეყო იმისთვის, რომ გადამეფასებინა ჩემი დამოკიდებულება სამშობლოსადმი და მივხდი, რომ ძალიან, ძალიან ღრმა ფესვებით ვარ მასთან გადახლართული!!! ამიტომ ამის მერე საერთოდ გამიქრა ასეთი ფიქრიც კი, როგორიც აქედან გამგზავრებაა!! თუნდაც..
ვერც ლუვრით ვიქრთამები და ვერც -”იტალია მხატვრების ოცნებაა” ყველა ჩემი მეგობარის ოცნებაა ”ესა თუ ის შედევრი მაჩვენა და ოჰ, რას არ მივცემდი...” მე კიდევ სულაც არ მინდაა (ეჰ ამას, რომ ვეუბნები ვერ მიგებენ smile.gif )
მოკლედ ”დამასედი” ტიპი აღვმოჩნდი laugh.gif და ის გამოთქმა- ტამ ხარაშო გძე ნას ნეტუ” პირიქით მესმის! tongue.gif

სამოთხეში ვცხოვრობ და ცხოვრება მშვენიერია Laie_61.gif l_sunny.gif
old_man
საინტერესო თემაა. მე ბევრჯერ მიფიქრია შევძლებ თუ არა სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. შეძლებიტ შევძლებ მაგრამ არანაირად არ მინდა. თუ წავედი სხვა ქვეყანაში წავალ ან ტურისტად ან მცირე პერიოდით. ძაან გამიკვირდა ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ომის პერიოდში საზღვარგარეთ გაქცევას რომ აპირებდა. ერთი ჩემი ახლობელის ოჯახი მართლა გადასახლდა შვეიცარიაში. პირადად მე თბილისი რომ დაებომბათ, სახლი დაენგრიათ მაინც არსად არ წავიდოდი. მერჩივნა ნანგრევებში მეცხოვრა ჩემს მიწაზე ვიდრე სადმე ევროპაში კომფორტში ლტოლვილის სტატუსით ....
ირმა
საქართველო მართლაც არის სამოთხე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ძალიან ძნელია მასთან განშორება, ნოსტალგია რჩება შენში, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა, რომელიც მუდამ გტკივა, ეს ტკივილი ძალიან ღრმაა და არანაირი მალამო მას არ შველის.
TeO
ჰოო sad.gif
ირმა
და ყველაზე მეტად მოსანატრებელია ჩვენი ბუნება, ასეთი ბუნება არავის არ აქვს... მხოლოდ ერთი ნატვრა დამრჩა,– შენარჩუნებულ იქნას ეს სილამაზე, მეშინია არ დაიწყონ ჩვენთანაც ხე-ტყის უმოწყალო გაჩანაგება, მდინარეთა დაბინძურება სხვადასხვა ქარხნებითა და ფაბრიკებით, მეშინია ძალიან...
მინდა იყო მუდამ ლამაზი ჩემო საყვარელო საქართველო.
blanca
ბუნება ყველგან ლამაზია კაით რააა biggrin.gif
ნოსტალგია არ მაწუხებს. ყოველ წელს ჩამოვდივარ.
უბრალოდ ჩემი ახლობლები მენატრება. სხვა არაფერი .
ყოველი ჩამოსვლის შემდეგ განსხვავებას ვგრზნობ. ძალიან ბევრი რამ აქვს ადამიანებს შესაცვლელი მანდ, სასწავლი.
გული მტკივა ჩვენი ქვეყანა ცუდად რომ არის.
ირმა
ბუნება კი ყველგან ლამაზია, განა შეიძლება ის არ იყოს ლამაზი? ის ხომ ყველაფერია, ჩვენი დედაა... უბრალოდ, მე ყველა ბუნებათა შორის საქართველოს ბუნება მომწონს, არ გაგიგიათ ძველი ქართული გამოთქმა:–„კაცია და გუნებაო“, მართლა რა ჭკვიანი წინაპარები გვყავდა, ორ სიტყვაში თქვეს, ის რგაც მე უნდა ვთქვა დავწერო ერთი გვერდი და შეიძლება კიდევ რაღაც გამომრჩეს, ხო„გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმისო“, რა ვქნა ეს ეგოიზმი ჩემი ქვეყნისადმი ვერ დავძლიე,– ჯერ კიდევ მჯერა, რომ ყველაზე ლამაზია, ყველაზე საყვარელი ხალხი ჰყავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩემი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს, რომ ამ ულამაზეს ბუნებას არ გააჩანაგებს და შეიყვარებს, რომ მართლა არსად არის ასეთი ლამაზი ცა, როგორც საქართველოში, რა ვქნა ასე ხედავენ ჩემი თვალები... თექვსმეტი წელიწადია თითქმის მას შემდეგ, როცა მას პირველად გავნშორდი, მაშინ მესამე თვეზე უკვე სიგიჟეები დამეწყო, ისე მენატრებოდა, ახლა? შევეგუე...შევეგუე, მაგრამ ის ძველი არ მავიწყდება და ახალს რომ ვუყურებ, მინდა რომ აღმოცენდეს! smile.gif
old_man
ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?
ირმა
QUOTE(old_man @ Nov 15 2008, 11:23 PM) *
ბლანკა და ირმა
საინტერესოა როგორც ჩანს მაქედან საქართველო. ანუ სხვა ხალხთან ურთიერთობების შედარებით ქართული ხასიათის რა უარყოფითი თვისებები დაინახეტ უფრო ნათლად?

როგორც ჩანს ყველა ადამიანს თავისი თველთახედვა აქვს და ერთის და ორის აზრი იქნებოდა ცოტა, ამიტომაც კარგი იქნებოდა ამ ფორუმზე შემომსვლელ ყველა უცხოეთში წასულს დაეწერა ამ შეკითხვაზე პასუხი.

აქაური ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ძალიან, ძალიან ბევრი პრობლემები აქვს... ბევრ ჟურნალისტს გაუკეთებია გადაცემა საქართველოს პრობლემების შესახებ,–ძველი თუ ახალი ომის შესახებ, აფხაზეთიდან დაწყებული,– ოსეთით დამთავრებული. ბევრი ჩემთვის არასასურველი აზრი მომისმენია საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნებებისაგან, მაგრამ რას იზამ, ომმა იცის ბევრი ტყუილიც... მომწონს და ვეთანხმები აქაური ჟურნალისტების(უმრავლესობის) დასკვნას, რომ გამოაქვთ ჩვენს უბედობაზე, ამბობენ:–საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამოაო ასეთ ომის სიტუაციაში, კერძოდ სანავთობე გზები აინტერესებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასო, ეს და სხვა იწვევსო საომარ მდგომარეობას საქართველოშიო... ჩემს აზრს დავამატებდი, რომ ძალიან პატარები ვართ და თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ არ ვიცი როგორ დავაღწევთ თავს ორი დიდი ქვეყნის კლანჭებს(რუსეთი და ამერიკა)

რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს.(შედარებისთვის გეტყვით მე და ჩემს მეუღლესაც გვქონია წვეულებები სახლში, მაგრამ მე როგორც ოჯახის დიასახლისი ვიჯექი სუფრის თავში, არ არსებობს წვეულება დიასახლისის გარეშე) სად არის ქართველი ქალის კულტი? ცოტა აღმოსავლურ მუსლიმანურ წესებისკენ გვაქვს გადახვევები... ისტორიულად ვიცოდი, რომ საქართველოში ქალის კულტი იყო(ამან გამოიწვია სახელები: დედამიწა, დედაბოძი, დედაენა დასხვ.) ცოტა ხომ არ ვჩაგრით ქართველ ქალებს, ქართველო მამაკაცებო ჰაა?
Zet
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))
პოლიტიკას რაც შეეხება ბედი და უბედობა ესეთი რამე არარსებობს... როგორც ადამიანი ისე ქვეყანა თითონ ქმნის მომავალს.. ქართველ ხალხს ყოველთვის ქონდა მიდრეკილება ომისკენ და ძალადობისკენ, მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია ან კარგია... ყველა არის ისე როგორც უნდა რო იყოს..

კლანჭებს რაც შეეხება, თუ ვინმე კლანჭები აქვს ეს რუსეთს იმიტომრომ მას კომუნიზმის მერე იმპერიული მიმართულება არ შეუცვლია და ამერიკას მიერ დაჩაგრული ქვეყანა შენ გაგიგია? ამერიკა რო არა ჩვენ იცი სად ვიქნებოდით ეხლა?? თუ საერთოდ ვიქნებოდით))) რაც კი რამე კაი ხდება ეს ამერიკის დამსახურებაა, რაც ჩვენ ამერიკიდან დახმარებას ვიღებთ რავიცი... მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, რა კლანჭებზეა საერთოდ ლაპარაკი..)))

ბუნებას რაც შეეხება გეთანხმები საქართველოს ბუნება დიდი არაფრით არარის გამორჩეული... მე როგორც ვიცი რაც უფრო სამხრეთისკენ მივდივართ მით ბუნება უკეთესია.. ჩვენი ბუნება ალბატ რუსეთის ბუნებას ჯობია მარა თურქეთის ბუნება ჩვენსას ჯობია... ჩვენ ბუნებას სიმწვანე აკლია ცოტა))) აგვისტოში როცა აჭარაში მიდიხართ ტრასაზე რო გაიხედოთ სულ მოხრიოკებულია ყველაფერი, თუცა კაი ადგილებიც ბევრიa...
ირმა
QUOTE(Zet @ Nov 17 2008, 12:11 AM) *
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

unsure.gif მართალი ხარ ზეტ, დიდი ხანია რაც წასული ვარ, მეტყობა აზრებზეც ეეეეეეჰ sad.gif
blanca

გაუფუჭა ხალხს მენტალიტეტი რუსეთთან ახლოს ყოფნამ.

უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

აქედან გულუბრყვილოები ჩანან. თუ შეიძლება რომ დავყოთ ქვეყნები და მათი კულტურა ადამიანის განვითარების ეტაპების მიხედვით ქართველები ბავშვობიდან მოზარდობის ასაკში გარდამავალ ეტაპში ვიმყოფებით
არასერიოზული დამოკიდებულებაა ყველაფრისადმი. უმწიფარია ერი, მისი აზროვნება
...
old_man
QUOTE
რაც შეეხება ქართული ხასიათის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ეს არის, მაგ: მოჰყავს მამას სახში ძმაკაცები და სვამს მათთან, საწყალი დედა კი ზის კუხნაში და დაუმთავრებლად მზარეულობს
QUOTE
ირმა შენ გეტყობა რო დიდი ხანია საქართველოდან წახვედი, ქალებს რაც შეეხებათ ესეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია არარის.. პირიქით.. დღესდღეობით ყველა სფეროში ქალები ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ადრე... თუნდაც სიტყვაზე დისკოტეკებზე და ბარებში გასართობ ადგილებშიც კი ქალები უფრო ჩარბობენ მემგონი... კაცი სუფრაზე და ქალი კუხნაზე - ეს უკვე კაი ხანია არარის აქტუალური)))

იცით რაშია საქმე, საზოგადოების პრადვინუტ ნაწილში რასაც ზეტი ამბობს, მართლა აღარ არის ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება და არც არასდროს იყო, მაგრამ მასაში ეს ძალიან ჩანს. სამწუხაროდ პატრიარქალური ეპოქა ჩვენში მასიურად არ დასრულებულა...თუმცა აი ავიღოთ ჩვენი ეზოთერიკები, ქალებს აქ მოწინავე პოზიციები უკავიათ - თეო, უმა, სონია და კატაბუა მაგარი აქტიურები და ეზოტერული წამოწყებების ავტორები არიან. ჩვენი დამრტყმელი ძალაა smile.gif))
QUOTE
უპასუხისმგებლობა - ეს ყველაზე დიდი მინუსია. ყველაფერი დანარჩენი ამაზეა აგებული
კანონისადმი უპატივცემლობა
გულუბრყვილობა
არათავისუფლება აზროვნების, გემოვნების, ადამიანის ზოგადად
ადამიანები საკუთარ ბედს თვითონ არ ქმნიან
არარსებობს ინდივიდი

მაგასა უცხოეთიდან დანახვა არ ჭირდება, აქედანაც ვხედავთ smile.gif
blanca
'პრადვინუტი ნაწილი' ძალიან ცოტაა ამინდის შესაქმნელად. ეგეთი პრადვინუტი ნაწილი ავღანეთშიც არის. რა იცვლება ავღანეთისთვის?
ჩანს მასა და არა ერთეულები.

* * *
უცხოეთიდან ეს ყველაფერი უფრო ცუდად ჩანს. აქედან არ ჩანს დიდი განსხვავება პაკისტან საქართველოს შორის
ასე რომ უფრო გულსატკენია smile.gif

TeO
ეგ მართალია sad.gif
old_man
blanca
ეეჰ... შენნაირად მოაზროვნე ბევრი რომ იყოს საქართველოში ახლა განვითარებული ევროპული ქვეყანა ვიქნებოდით. თუ საიდუმლო არაა რომელ ქვეყანაში ხარ და აპირებ დაბრუნებას?
blanca
smile.gif))

ობამალენდში ვარ biggrin.gif

'დაბრუნება მინდა' შეიცვალა 'ოდესმე დავბრუნდები-თ' .
სამწუხაროდ იმდენად გამიცრუვდა იმედი რომ ჯერჯერობით ჩამოსვლას არ ვაპირებ.
იმედი გამიცრუვდა იმიტომ რომ ბოლო ოთხი წელი მართლა რაღაც სასიკეთო დაეტყო ქვეყანას, რაც ერთი ხელის მოსმით დაინგრა. არ მინდა ვიპესიმისტო მაგრამ ასე მგონია რომ არასდროს დალაგდება ეს ქვეყანა. საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია sad.gif

ირმა
QUOTE(blanca @ 17th November 2008 - 09:52 PM) *
საქართველო კიარა მთელი მსოფლიო აირია

yes.gif sad.gif
ირმა
ქართული ლავაში მომენატრა, იფ იფ ახლა მქონდეს biggrin.gif
ირმა
ამჯერად საბერძნეთი ეკონომიური კრიზისის ზღვარზე დგას. ბერმა დაკარგა სამუშაო. sad.gif ეკონომიური ემიგრანტების მდგომარეობა უარესდება. მგონი მრავალი ადამიანი იფიქრებს საქართველოში დაბრუნებას.
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?
Uma
QUOTE(ირმა @ Feb 17 2009, 11:04 PM) *
ამჯერად საბერძნეთი ეკონომიური კრიზისის ზღვარზე დგას. ბერმა დაკარგა სამუშაო. sad.gif ეკონომიური ემიგრანტების მდგომარეობა უარესდება. მგონი მრავალი ადამიანი იფიქრებს საქართველოში დაბრუნებას.
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?

გააჩნია რა დარგის სპეციალისტია...
old_man
QUOTE
ერთი შეკითხვა მაქვს, – რომ იფიქროს კაცმა დაბრუნება, იშოვის ჩვენთან სამუშაოს, თუ არა?

ახლა ცოტა ჭირს კრიზისთან დაკავშირებით, რადგან ყველგან დიდი შემცირებებია, მაგრამ თუ ადამიანს მუშაობა არ ეზარება მცირეხელფასიანს ყოველთვის იშოვის.
ირმა
QUOTE(old_man @ 18th February 2009 - 01:10 PM) *
ახლა ცოტა ჭირს კრიზისთან დაკავშირებით, რადგან ყველგან დიდი შემცირებებია, მაგრამ თუ ადამიანს მუშაობა არ ეზარება მცირეხელფასიანს ყოველთვის იშოვის.

მახსოვს მცირეხელფასი, მე მქონდა სკოლაში,– პურის ფულიც არ იყო, კუპონებზე ჯერ და მერე ლარებზე.
ახლა კი შეიძლება უკეთესობა იყოს მაგრამ, ეს მცირე ხელფასი არის საკმარისი რომ ადამიანმა იცოცხლოს?
QUOTE(Uma @ 18th February 2009 - 01:00 PM) *
გააჩნია რა დარგის სპეციალისტია...

არა მარტო სპეციალისტი, არამედ ყველა, რამდენს იტანს ხალხი ვერ წარმოიდგენთ. ზოგიერთი ისეა მონას დაარქმევთ. ამას წინათ გავიცანი ერთი ქართველი ქალი,– საავადმყოფოში იყო და ერთ ავადმყოფს უვლიდა, სახლში წასვლის და ბანაობის დროს არ აძლევდნენ. კაფეში მოვიდა ეს ქალი და ქართული წარწერებით ბერძნული საჭმელები ეწერა, რომ აეხსნა რა ეყიდა. არც ენა იცოდა, მაშინ დაველაპარაკე და ძალიან გაუხარდა... ასეთი ბევრია მოსაყოლი... sad.gif
old_man
QUOTE
მახსოვს მცირეხელფასი, მე მქონდა სკოლაში,– პურის ფულიც არ იყო, კუპონებზე ჯერ და მერე ლარებზე.
ახლა კი შეიძლება უკეთესობა იყოს მაგრამ, ეს მცირე ხელფასი არის საკმარისი რომ ადამიანმა იცოცხლოს?

მცირეხელფასიანს ვეძახი 150-200 ლარს. ეს ბუნებრივია არ არის საკმარისი ადამიანისთვის, მაგრამ იმ ხელფასებზე მეტია რაც მაშინ კუპონებში იყო. ანუ შიმშილით არ მოკვდება.
adamiani
გადახედეთ საქართველოს თუნდაც უახლოეს ისტორიას- რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული სათამაშო ბურთი ვართ მსოფლიოს სუპერძალების ხელში. იმპერიის მხრიდან მასიური რუსიფიცირების მცდელობა, რუსული ჩექმის ქვეშ გადარჩენა, რევოლუცია, ხანმოკლე დამოუკიდებლობის ისევ დაკარგვა, ბოლშევიკები, სტალინის რეპრესიები, ინტელიგენციის და სასულიერო პირების ჟლეტა, დიდი ომი უდიდესი დანაკარგით, კომუნისტების კორუმპირებული და მომშხამავი ეპოქა, სტრუქტურების ნგრევა, ისევ ხანმოკლე დამოუკიდებლობის შემდეგ სამოქალაქო ომის სისხლი, და ეს ბოლო 15 წელი! -ნურავის ეგონება რომ შანსი გვქონდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და განხორციელების -ყველაფერი ისევ გარედან წარმართული თამაში, ერის დაბეჩავების მცდელობა, ისევ დანაკარგი, ისევ მსხვერპლი, ფასეულობების მიზანმიმართული გაყალბება, მასმედიებით ხალხის ზომბირება, დაშინება, რეპრესიები, ოკუპაციით დამცირება...
ეს არის ფაქტი. ეს ყველაფერი გადავიტანეთ. მაინც არ გადავშენდით, არ გადავტყდით წელში, არ გავხისტდით, არ ვიქეცით უსახო, გულგრილ ბრბოდ ან პირიქით - ვირეშმაკების მოდგმად.
სულიერება, რაც ასეთ ჭირნახულ ქვეყანაში ცოცხლობს -ათმაგად უფრო დასაფასებელია.
ნუ შევადარებთ საქართველოს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ისეთი რამეს ვსწავლობთ, რაც მათ არც კი მოელანდებათ -ეს არის უნარი ცხოვრობდე ბორკილებში და მაინც ინარჩუნებდე თავისუფალებას.

მუმლი დაიხრჩობა. მუხა გადარჩება.
ირმა
adamiani kiss1.gif
blanca
QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 06:03 AM) *

სასიამოვნო ჟრუანტელისმომგვრელი წასაკითხია მუმლი მუხასაო მაგრამ იქნებ ქართველების განსაკუთებულ სულიერებაზე გეთქვა კერზოდ რას გულისხმობ ?
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

ისე, 'ბორკილებში თავისუფლებაში ცხოვრება'ზე გეთანხმები
დასავლეთის მოჩვენებითი თავისუფლება დიდ ბორკილებს ადებს ადამიანს 'კანონის უზენაესობის' სახელით და ცხოვრობენ თავისუფლებაში მონად.
მაგრამ უცნაურია რომ ესეთ თავისუფალ ხალხს სწორედ ანონის უზენაესობა გვაკლია ცოტათი მაინც რომ მივუახლოვდეთ დემოკრატიული სამყაროს სახეს.

ირმა
QUOTE(blanca @ 30th March 2009 - 11:01 PM) *
მაგრამ უცნაურია რომ ესეთ თავისუფალ ხალხს სწორედ ანონის უზენაესობა გვაკლია ცოტათი მაინც რომ მივუახლოვდეთ დემოკრატიული სამყაროს სახეს.

პატარა ბავშვები ვართ biggrin.gif
გაგა
QUOTE
მაგრამ იქნებ ქართველების განსაკუთებულ სულიერებაზე გეთქვა კერზოდ რას გულისხმობ ?
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

blanca მართალი ხარ რაღაც დიდ სულიერებას ვერც მე ვერ ვამჩნევ ამ ხალხს და ან სულიერებამ იცვალა ფერი და ან მე დავბრმავდი . თუ მხოლოდ იმაში გამოიხატება ეს სულიერება, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. მაშინ ჰო! მაშინ ჰო!

adamiano ის, რომ ერთ დროს პეტრე იბერს, პეტრიწს, 13 ასურელთ, თამარს, რუსთაველს თუ აღმაშენებელს სურდათ ყოფილიყო სულიერება, და არ გადავშენებულიყავით ან როგორც შენ თქვი: არ ვიქეცით ვირეშმაკების მოდგმად.) ეს არ წარმოადგენს დღეს ჩვენთვის მუქთ საკრედიტო ბარათს, და გარანტიას დღევანდელი ჩვენი სულიერებისთვის.

p.s. ისე რაც ამ ხალხმა უშუქობას, უგაზობას.....უტვინობას უვიცობას... tongue.gif გაუძლო მართლაც ძნელია სულიერების კი არა საერთოდ რამის მოთხოვნა.

თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამ სიბრმავის დროებით ტალღას როგორმე გადავიტანთ, თუ არა და მეტის ღირსებიც ვყოფილვართ.

anonymouska
არც არასოდეს მოხდება ეგ smile.gif

ჰო იმას დავამატებდი რომ ქართველებმა იმ დღიდან როცა სარწმუნოება მივიღეთ, არც ერთხელ არ გვიღალატია და შეგვიცვლია რწმენა smile.gif ეს ბევრს ნიშნავს smile.gif

მიხარია ქართველი რომ ვარ smile.gif

საქართველოს ბევრი მტერი ყავს, ყოველთვის ყავდა...ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც... მაგრამ ვერავინ ვერ ეღირსა და ეღირსება ქართველი ერის გადაშენებას, საქართველოს შეხრამუნებას და ა.შ smile.gif

Untitled_14
ბოზები და ქურდები არიან.. უმეტესობა... bf_nonew.gif

თუმცა ბევრი ჩესნათ მუშაობს და სწავლობს, ჩემი რამდენიმე მეგობარიცა წასული wink.gif
anonymouska
QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 05:03 AM) *
მაინც არ გადავშენდით, არ გადავტყდით წელში, არ გავხისტდით, არ ვიქეცით უსახო, გულგრილ ბრბოდ

ამაზე ვთქვი

ეს:

QUOTE

არც არასოდეს მოხდება ეგ smile.gif

ციტირების გაკეთება დამავიწყდა biggrin.gif

adamiani
blanca
QUOTE(blanca @ 30th March 2009 - 10:01 PM) *
რა განსაკუთრებული სულიერება. მე ვერ ვხედავ დამანახე.

ისე, 'ბორკილებში თავისუფლებაში ცხოვრება'ზე გეთანხმები

მე იმსულიერებაზე ვამბობდი, რომელიც სწორედ ამ ბორკილებში ყოფნისას თავისუფლების შენარჩუნების უნარს განაპირობებს.

გაგა
QUOTE(giorgi @ 8th April 2009 - 02:16 PM) *
თუ მხოლოდ იმაში გამოიხატება ეს სულიერება, რომ ხალხი ეკლესიაში დადის. მაშინ ჰო! მაშინ ჰო!

ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა. მაგრამ სულიერების შიმშილი ვერ ჩაუკლა. ამაშია საქმე. ხალხის ბრალი არაა, რომ პურის მაგივრად ქვას იღებს... მალე მოვა დრო, როცა ეს შიმშილი, ეს დაუკმაყოფილება ადამიანებს აიძულებს ჭეშმარიტების ძიება ეკლესიის გარეთაც გააგრძელონ. ეს თითოეული პიროვნების ინდივიდუალურ გზაზეც ასე ხდება და ერის გზაზეც. ასეთია ამ შიმშილის და სხვა ნებისმიერი შიმშილის კანონზომიერება.

QUOTE(giorgi @ 8th April 2009 - 02:16 PM) *
p.s. ისე რაც ამ ხალხმა უშუქობას, უგაზობას.....უტვინობას უვიცობას... გაუძლო მართლაც ძნელია სულიერების კი არა საერთოდ რამის მოთხოვნა.

ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი თავის თავში ატარებს თავის იდეალურ, უმაღლეს მე-ს, ასევე ცალკეული ერიც ატარებს თავის თავში იდეალს, რომლისკენაც მიისწარფვის. და ისევე როგორც ადამიანში ყოველთვის მისი უმაღლესი უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, ასევე ერშიც მისი იდეალური სახე უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, და როცა ვიპოვით არასოდეს, არანაირ პირობებში აღარ დავივიწყოთ. ძნელია, მაგარმ სწორედ ამით მას დიდ სამსახურს გავუწევთ. ეს არის ნამდვილი ერთგულება და სიყვარული როგორც ადამიანის ,ასევე ერისაც.
დღეს მავანმა ძალებმა მოახერხეს რომ ქართველებს ჩვენი სულიერი იდეალი, ჩვენი უმაღლესი არსება ლამისაა გადაგვავიწყეს. მაგრამ ბოლომდე ვერა.
უძღებ შვილს საღორეში გაახსენდა თუ ვისი ძეა.

ირმა
QUOTE(anuchi @ 8th April 2009 - 06:02 PM) *
ბოზები და ქურდები არიან.. უმეტესობა...

ნუ განსჯი. არ იცნობ ყველას და არ იცი. არ არის ეს სიტყვები კარგი.
ჩასაქოლი ქვა იმან ისროლოს სხვისი მისამართით, ვისაც სინდისი სუფთა აქვსო, ამ შეკითხვაში ქრისტეს დიდი საიდუმლოებაა. განა შეიძლება სუფთა სინდისის ადამიანმა ვინმეს ჩასაქოლი ქვა ესროლოს? სუფთა სინდისის ადამიანს მკვლელობა არ უყვარს. სუფთა სინდისის ადამიანს მოყვასი არ სძულს, სუფთა სინდისის ადამიანი შეეცდება გაუგოს აი იდეალური ადამიანი
anonymouska
არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი smile.gif
რაღაც კარგი ყველაში არის

ირმა
QUOTE(anonymouska @ 10th April 2009 - 04:01 AM) *
არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი
რაღაც კარგი ყველაში არის

kiss1.gif wub.gif სიყვარულო anonymouska
შენ შემთხვევით კი არ ხარ ეზოთერების ფორუმზე wink.gif
anonymouska

ირმა

მაინც ისეთ საინტერესო რაღაცეებს ვწერ ხოლმე რომ ... biggrin.gif
თვით ოშო და ანასტასიაც იამყებდნენ რომ წაეკითხათ laugh.gif

ირმა
blanca
QUOTE(adamiani @ Apr 8 2009, 06:17 PM) *
blanca

მე იმსულიერებაზე ვამბობდი, რომელიც სწორედ ამ ბორკილებში ყოფნისას თავისუფლების შენარჩუნების უნარს განაპირობებს.

გაგა

ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა. მაგრამ სულიერების შიმშილი ვერ ჩაუკლა. ამაშია საქმე. ხალხის ბრალი არაა, რომ პურის მაგივრად ქვას იღებს... მალე მოვა დრო, როცა ეს შიმშილი, ეს დაუკმაყოფილება ადამიანებს აიძულებს ჭეშმარიტების ძიება ეკლესიის გარეთაც გააგრძელონ. ეს თითოეული პიროვნების ინდივიდუალურ გზაზეც ასე ხდება და ერის გზაზეც. ასეთია ამ შიმშილის და სხვა ნებისმიერი შიმშილის კანონზომიერება.
ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი თავის თავში ატარებს თავის იდეალურ, უმაღლეს მე-ს, ასევე ცალკეული ერიც ატარებს თავის თავში იდეალს, რომლისკენაც მიისწარფვის. და ისევე როგორც ადამიანში ყოველთვის მისი უმაღლესი უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, ასევე ერშიც მისი იდეალური სახე უნდა ვეძებოთ და დავინახოთ, და როცა ვიპოვით არასოდეს, არანაირ პირობებში აღარ დავივიწყოთ. ძნელია, მაგარმ სწორედ ამით მას დიდ სამსახურს გავუწევთ. ეს არის ნამდვილი ერთგულება და სიყვარული როგორც ადამიანის ,ასევე ერისაც.
დღეს მავანმა ძალებმა მოახერხეს რომ ქართველებს ჩვენი სულიერი იდეალი, ჩვენი უმაღლესი არსება ლამისაა გადაგვავიწყეს. მაგრამ ბოლომდე ვერა.
უძღებ შვილს საღორეში გაახსენდა თუ ვისი ძეა.

იმდენად კარგად წერ, მაღიზიანებ biggrin.gif
ანუ არ მიტოვებ შესაკამათებელს, იმიტომ რომ გეთანხმები
ირმა
QUOTE(anonymouska @ 10th April 2009 - 04:51 AM) *
მაინც ისეთ საინტერესო რაღაცეებს ვწერ ხოლმე რომ ...
თვით ოშო და ანასტასიაც იამყებდნენ რომ წაეკითხათ

laugh.gif
შემთხვევითი არაფერია ამ ცხოვრებაში wink.gif
გაგა
adamiani

QUOTE
ხალხი სწორედ იმიტომ დადის ეკელსიაში, რომ სულიერება "შია" და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. ერთმა იდეოლოგიურ-დოგმატურმა სისტემამ აღზარდა ეს ადამიანები და მეორე იდეოლოგიურ-დოგმატური სისტემის მსხვერპლი გახადა.
ადამ! პირადად მე საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს რომ, ხალხი ეკლესიაში დადის, პირიქით ზნეობის მხრივ ეს მართლაც ამართლებს, მარა როცა ხდება რელიგიის პოლიტიზირება და მას იყენებენ როგორც ხალხის სამართავად და არქმევენ "სულიერების" სახელს? ძნელია მას დააარქვა რომ, ხალხი "სულიერებას ეძებს". ან კატარზისს, თუნდაც ჩანაცვლების თერაპიას, და ესეც რო იყოს ეკლესიას ფსიქო-თერაპიული კაბინეტია ხომ არ არის? რომ ხალხმა სულიერი სიმჩვიდე ეძებოს? თორე მასე მაგ ლოგიკით ეს როლი სრულიად ბოლომდე შეუძლია შეასრულოს რომელიმე ფსიქოთერაპიულმა შენობამ.

და კიდევ ერთი, თუ ადამიანი ეკლესიაში დადის მხოლოდ გარეგნული ფორმებისთვის ეს თავისთავად უკვე ცუდია და ამაზე აგება რაღაც მორალის უკვე არა სწორია. ასე რომ არ მიმაჩნია სწორედ ამ პრობლემის მორალიზმის სფეროში გადატანა

ადამ არ გეწყინოთ, მარა თეოლოგს მაგონებთ.
blanca

QUOTE
იმდენად კარგად წერ, მაღიზიანებ

ხო ხო ხო ხო ხო ხო! რა ფერთა წყობაა..! ხო ხო ხო ხო ხო! :ლანა ღოღობერიძე: laugh.gif lol.gif

p.s.
ერთხელ ერთმა მონაზონმა შენიშვნა მომცა - რა ავხორცულად ჭამ არაჟანსო....მამაოს ვკითხე რას ნიშნავს მეთქი და მიპასუხა - არასამარხვომ ეგრე იცისო... . laugh.gif lol.gif lol.gif lol.gif
Untitled_14
ირმა

ar var sufTa sindisi.. da realisti var.. germaniaSi erT-erT maRaziaze qarTulada weria: gTxovT nu moiparavT!
ირმა
QUOTE(anuchi @ 12th April 2009 - 07:44 PM) *
germaniaSi erT-erT maRaziaze qarTulada weria: gTxovT nu moiparavT!

ეს თუ მასეა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მაინც ყველას ნუ განვსჯით. საბერძნეთშიც, სამწუხაროდ, ქართველები არიან პირველ ადგილზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გადაცემას ვუყურე, ლაპარაკობდნენ ყველა ერის თავისებურებაზე. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ალბანელებისგან აქვთ, მაგრამ სადაც რამე ძალიან მკაცრი, უსისხლო დანაშაულია იქ ქართველია, სამწუხაროდ sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
გავიგე ასევე, ქართველს რომ დაიჭერენ, მილიციელები ძალიან ფრთხილობენ, რადგან ადვილად გაექცევათ თურმე. აი სხვა ერებთან ეს პრობლემა ასე არ ყოფილა. ამიტომაც ქართველებს ცალკე ვკეტავთო. რათქმაუნდა ყველა ამ ინფორმაციაში შეიძლება ტყუილიც ბევრი იყოს. ვინ იცის , ერთმა ტალახიანმა ღორმაო ხო გაგიგონიათ. თუ ვინმე ძალიან მკაცრ დანაშაულს ჩაიდენს ის გრჩება მეხსიერებაში და არა ათასობით(საბერძნეთის შემთხვევაში)ალბანელის ყოველდღიური ქურდობა თუ მკვლელობა.
რაც შეეხება ქართველ ქალს, აქ საქმე სხვაგვარად არის. ქართველი ქალი ითვლება ძალიან კარგ დიასახლისად და მდიდარი ოჯახების უმრავლესობა ცდილობს ქართველი აიყვანოს ოჯახში. არ გამოვრიცხავ რომ არსებობენ სხვა სახის ქალებიც, მაგრამ კარგი და ცუდი ყველა ერშია.
blanca
QUOTE(გაგა @ Apr 12 2009, 06:14 PM) *
blanca
ხო ხო ხო ხო ხო ხო! რა ფერთა წყობაა..! ხო ხო ხო ხო ხო! :ლანა ღოღობერიძე: laugh.gif lol.gif

p.s.
ერთხელ ერთმა მონაზონმა შენიშვნა მომცა - რა ავხორცულად ჭამ არაჟანსო....მამაოს ვკითხე რას ნიშნავს მეთქი და მიპასუხა - არასამარხვომ ეგრე იცისო... . laugh.gif lol.gif lol.gif lol.gif

ეგ მე დავწერე? laugh.gif lol.gif
მეგონა არაფერზე აღარ ვღვფრთოვანდებოდი ამ ქვეყნად laugh.gif
:ვღვფრთ: :ვღვფრთ: lol.gif

blanca
QUOTE(anonymouska @ Apr 10 2009, 04:01 AM) *
არ არსებობს ცუდი ადამიანიიიიი smile.gif
რაღაც კარგი ყველაში არის

მეც იგივეს ვფიქრობ
და თან ვფიქრობ, რაც უფრო დიდხანს მეჯერება რომ კარგი ყველაში არის, მით უფრო კარგი მათთვის biggrin.gif
anonymouska
blanca

ჰო, იმიტომ რომ ადამიანია smile.gif
საერთოდ სხვისი ცუდი იოლი დასანახია

აუ რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვაზროვნებ ეხლა blink.gif
adamiani
გაგა
QUOTE(giorgi @ 12th April 2009 - 05:14 PM) *
როცა ხდება რელიგიის პოლიტიზირება და მას იყენებენ როგორც ხალხის სამართავად და არქმევენ "სულიერების" სახელს? ძნელია მას დააარქვა რომ, ხალხი "სულიერებას ეძებს".

ცხადია, ვერ დავარქმევთ. ამ შემთხვევაში ხალხი მსხვერპლია და არა დამნაშავე. პურს ეძებს და ქვას ღებულობს.
QUOTE(giorgi @ 12th April 2009 - 05:14 PM) *
არ გეწყინოთ, მარა თეოლოგს მაგონებთ.

არ მწყინს. მაგრამ არ ვარ თეოლოგი.
Untitled_14
ირმა
blanca

მე ყველა არ მიგულისხმია, ცუდად ნუ გამიგებთ smile.gif უმეტესობათქო.. მეც არ მიხარია მგას რომ ვაბობ superstition.gif

კარგია ნეტა მე ვცდებოდე.. l_sunny.gif
ირმა
QUOTE(anuchi @ 15th April 2009 - 11:09 AM) *
მე ყველა არ მიგულისხმია, ცუდად ნუ გამიგებთ

არა სიხარულო, ცუდად არ გაგიგებ არავითარ შემთხვევაში. შენ რა შუაში ხარ, შენც ხომ ვიღაცისგან გაიგე. kiss1.gif
ბევრი ცუდი ხდება, მე უბრალოდ ვიცი ძალიან კარგად ვიცი, რომ ბევრი პატიოსანი შრომით შრომობს და წვალობს და არ არის ადვილი შენი ქვეყნიდან შორს ყოფნა. sad.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.