Help - Search - Members - Calendar
Full Version: ენერგიის დაგროვების შესახებ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
Katabua
რატომ ვიღლებით ხოლმე იოლად?
სად ქრება ჩვენი ენერგიები?
სამსახური, სასწავლებელი, ოხ, ეს სოციუმი..
ზოგჯერ სრულიად დაცლილი ბრუნდები სახლში..
რაზე ვიხარჯებით?
დავაკვირდეთ როგორ მუშაობს ბუნება. იგი ზამთარშიც აგრძელებს მოქმედებას. მეტიც, - სიამოვნებით მოქმედებს.
ჩვენ, ბუნების შვილებს კი რა მნოგვდის?
- როგორც ვიცით ბუნების კანონები მუშაობენ მსუბუქად და ძალდატანების გარეშე, უზრუნველადაც კი. მთავარია დაემორჩილო მის კანონებს სანამ ბუნების ნაწილი ხარ..
როგორ? როგორ დავთმო წინააღმდეგობის პრინციპი?
ერთ-ერთი გზაა მივიღოთ ადამიანები და გარემო სიტუაციები ისეთად, როგორებიც ისინი არიან. არ შევებრძოლოთ აწმყო მომენტს, ეს იგივეა, რაც სამყაროსთან ბრძოლა.
შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ყოველი არჩევანის პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღებაა, - ანუ უნდა შევწყვიტოთ გარემოსა თუ ჩვენი თავის დადანაშაულება.
და რაც ყველაზე ძნელი და "უცნაურია", - ენერგიის დაგროვება თუ გადაგიწყვეტია, - ნუ იცავ შენს მოსაზრებას, ნუ დაარწმუნებ სხვებს შენი თვალთახედვის სისწორეში.
გარშემომყოფი ადამიანები აზრების მიმართ დარჩი გახსნილი და მიმღები.
ჰოო, ეს ბოლო განსაკუთრებით ძნელია.
სულ ვცდილობ, მაგრამ მავიწყდება და ისევ "ვებრძვი" .
ზოგადად ამბიციების და "ეგოს" დათმობა სულაც არაა ადვილი.
ენერგიის შეგროვება კი შემდეგი ბიძგისთვის აუცილებელია. (რათქმაუნდა ეხება მათ ვისაც ბიძგის სურვილი აქვს)
P. SSSS. რა ვიცით ენერგიის შესახებ?
აქა შეგროვდეს ენერგია-ინფორმაციები ენერგიის არსის, რაობის, დანიშნულები, გამოყენების, სახეცვლილების, და ა.შ. შესახებ
Zet
ვა რა მაგარია, გავითვალისწინებ და დავაკვირდები)
ირმა
Katabua kiss1.gif მადლობთ ,

QUOTE(Katabua @ 10th December 2008 - 03:19 PM) *
დავაკვირდეთ როგორ მუშაობს ბუნება. იგი ზამთარშიც აგრძელებს მოქმედებას. მეტიც, - სიამოვნებით მოქმედებს.
ჩვენ, ბუნების შვილებს კი რა მნოგვდის?
- როგორც ვიცით ბუნების კანონები მუშაობენ მსუბუქად და ძალდატანების გარეშე, უზრუნველადაც კი. მთავარია დაემორჩილო მის კანონებს სანამ ბუნების ნაწილი ხარ..
როგორ? როგორ დავთმო წინააღმდეგობის პრინციპი?

სამწუხაროდ როგორც ჩანს ძალიან დავშორდით ბუნებას, მადლობთ თვალის ახელისათვის

QUOTE(Katabua @ 10th December 2008 - 03:19 PM) *
ენერგიის დაგროვება თუ გადაგიწყვეტია, - ნუ იცავ შენს მოსაზრებას, ნუ დაარწმუნებ სხვებს შენი თვალთახედვის სისწორეში.
გარშემომყოფი ადამიანები აზრების მიმართ დარჩი გახსნილი და მიმღები.

გეთანხმები, ძალიან საყვარელი ხარ kiss1.gif
QUOTE(Katabua @ 10th December 2008 - 03:19 PM) *
ზოგადად ამბიციების და "ეგოს" დათმობა სულაც არაა ადვილი.
ენერგიის შეგროვება კი შემდეგი ბიძგისთვის აუცილებელია. (რათქმაუნდა ეხება მათ ვისაც ბიძგის სურვილი აქვს)

yes.gif 100%
SUNDELIX
მალადეც მართლა

დავამატებდი რო რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებ შენ თავზე შენ ცხოვრებაზე - მით უფრო ძლიერი ხდები, ამის ფონზე რათქმაუნდა საკუთარი თავის სიყვარული და (უბრალოდ დაკვირვებული უნდა იყო) ყველაფრის მიზეზს დაინახავ იმ ერთი შეხედვით "ნეგატიური" სიტუაციებისაც. გზა გეხსნება სხვადასხვა ნიჭზე, უფრო ადვილად ხვდები რა რისთვის მოხდა შენ ცხოვრებაში, იმ შენთვის წარსულში ასე ვთქვათ სახამუშო ან "დამღლელ" ვითარებას პირიქით: დიდი სითამამით და მოწადინებით ეკიდები, თურმე რა ყოფილა არა? ამაზე "ვიგრუზებოდი"? და ასე: ერთ დროს ჩვენთვის არასასურველი სიტუაციები აღარ არსებობს და თუ არის, მისგან ენერგიას კი არ ვკარგავთ, არამედ ვიძენთ. ეს ნაწერი ციდან კი არ მოფრენილა რო კითხულობ ეს შენმა თავმა მოგიყვანა აქ... და ეს რა არი, ყველაფერზე ყველანაირი ინფორმაცია არი შენში, უბრალოდ უნდა გაეხსნა საკუთარ თავს და სამყაროს. აი ასე
blanca
QUOTE
დავაკვირდეთ როგორ მუშაობს ბუნება. იგი ზამთარშიც აგრძელებს მოქმედებას. მეტიც, - სიამოვნებით მოქმედებს.
ჩვენ, ბუნების შვილებს კი რა მნოგვდის?


ის მოგვდის რომ 'სიამოვნებით არ ვმოქმედებთ' და ენერგიისგან ვიცლებით.

ადამიანი ბევრ რამეს აკეთებს ძალდატანებით, რაც ცლის ენერგიისგან. მერე ათასნაირ 'საყვარელ საქმე/ჰობის' იგონებს ენერგიით შესავსებად.

რაარის საყვარელი საქმე? ის რისი კეთებაც გსიამოვნებს და შენი სულისთვის, შენი ბუნებისთვის სასიამოვნოა - რასაც ძალდატანების გარეშე აკეთებ.

თქვენ ალბათ იცით რას აკეთებთ მასწავლებლისთვის, მეზობლისთვის, რამე დაწესებულებისთვის, უფროსისთვის...

მაგრამ რას აკეთებთ თქვენი სულისთვის?
Katabua
ერთი ამბავი გამახსენდა. secret.gif
ერთ ოჯახს დაუგროვდა კითხვები, რომელიც ყოველდღიურ ყოფას ეხებოდა. ანუ საკითხი, - თუ როგორ ეცხოვრათ, რა იქნებოდა მათი სულისთვის და ხორცისთვის უკეთესი. ..და მიმართეს ადამიანს, რომელიც განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობდა.
"განდეგილმა"- ჩემთან რატო მოხვედით..-ო,
- კითხვები გვაქვს და გვინდა გვესაუბროო..
- არა. თქვენ კითხვები კი არა გაქვთ, ენერგიის ნაკლებობას განიცდით, იმ ენერგიის, რომელსაც ზე ენერგია ეწოდება და აქ ჩემს ჩემი სიტყვერბის მოსასმენად კი არა, მის მისაღებად ხართ მოსულიო...
ვიცით ადამიანი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ყოველთვის ეძებს ზე-ენერგიის თუნდაც პატარა ნაპერწკალს. რატომ? მხოლოდ ეს ნაპერწკალი აქცევს მას ადამიანად. სხანაირად ის ყოფის მონაა..
რა იგულისხმება ზე-ენერგიაში?
ყოფის ენით რომ ავხსნათ, ეს ენერგია სიყვარულია, ოღონდ.. ობიექტის გარეშე. ან ყველა არსებული ობიექტისკენ მიმართული..
ერთხელ ამიხსნეს, რომ ადამიანების 95%-ს სიყვარული არ შეუძლიათო. უბრალოდ არც იციან, რა არისო.
ის რასაც ხალხი ეძახის სიყვარულს, ან სურვილია რომ სხვას უყვარდე.. ან.. ან.. ან.. უსასრულოდ, მაგრამ არა ნამდვილი სიყვარულის სასარგებლოდ;
წარმოიდგინეთ, რა დეფიციტია დედამიწაზე, ალბათ ამიტომ არის გაუტანლობა... blink.gif
როცა დავფიქრდი, კითხვა დავუსვი თავს რამდენად შემიძლია მე თვითონ ვატარო ასეთი ენერგია. (როგორც ხედავთ ეგო ამუშავდა და სადღაც იყო სურვილი 5% -ში ვყოფილიყავი.. biggrin.gif )
თქვენ რას ფიქრობთ, გვაქვს შესაძლებლობა დავიტიოთ ასეთი ენერგია?
P.S. არ მკითხოთ ახლა ვინ ჩაუსხაო "განდეგილს" "ზე ენერგია" wink.gif
Shou
უცნაურია, წუხელ ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი (თუმცა შენი პოსტი დღეს წავიკითხე). ისე, რაა გასაკვირ ეზოთერიულ ფორუმსა ზედაsmile.gif

რამდენად შეგვიძლია სიყვარული, ან ის რასაც ვეძახით არის თუ არა ნამდვილად სიყვარული?! ჩვენ ვამბობთ (ადამიანები) მიყვარს ვთქვათ ”ჩაქაფული” და ასევე ვამბობთ: უი, როგორ მიყვარს ეს ბოჩოლა (სავრაუდო ”ჩაქაფული”) და მერე ვამბობთ რომ მიყვარს შვილი და ამ შვილს ”ვაღრჩობთ” ჩვენი ეგოიზმით და ”ყურადღებით” ან ”უყურადღებობით” , ან ვამბობთ მიყვარს კაცი / ქალი და მერე ”ჩაქაფულად” მთლად არა მაგრამ რაღაც მსგავსისთვის გვჭირდებაsmile.gif მოკლედ, რაღაც მძიმედ ჩამოვაყალიბე მაგრამ პრინციპში ამის მსგავსი ზოგადად არისwink.gif ეს იმას არ ნიშნავს რომ ”სიყვარული” თავისი პირველადი და სრულყოფილი ფორმით არ არსებობს და პროცენტული მონაცემიც არ არის არსებითი, რადგან თუ ერთ წვეთ ”სიბინძურეს” შეუძლია ტონა ”სინათლისა” დააბინძუროს რატომ არ შეუძლია ერთ წვეთ ”სინათლეს” ტონა ”სიბნელისა” გაანათოს?!

ოდესღაც ერთი ნახატი ვნახე თითებით დახატული. შეიძლება ფერები არ მახსოვდეს ზუსტად მაგრამ რა ვნახე და რა დავარქვი ის დღემდე მახსოვს. სამი წერტილი იყო სივრცეში სხვადასხვა ფერის და ეს წერტილები სამკუთხედად იკვრებოდა. დავინახე თუ არა ვიფიქრე რომ აი, ეს არის სიყვარული. როცა ორი არსება (ანაბეჭდი, საგანი, რა ვიცი კიდევ რა) ასე ცალცალკე თავ თავის ადგილას, თავის სამყაროში და მაინც სადღაც ერთ წერტილში, მათ ზემოთ იკვრებიან. და არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულს ერთის ან ყველას მიმართ, რატომღაც მაინც ეგრე წარმომიდგენია. სიყვარული - დისკო ჩვენს თავზე. ჩვენი საუკეთესო გამოვლინება.
ირმა
ენერგია ჩვენ ხშირად მცენარეებისაგანაც ვიღებთ. საერთოდ ენერგია უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს, იცვლებოდეს. ენერგია მოძრაობაა და მისი „შენახვა“ არ არის საჭირო.
ძალიან საინტერესოა მცენარეებთან დაკავშირებით ფაქტი. თუ დიდფოთლოვანია მცენარე, ის ენერგიას გვაძლევს, თუ წიწვოვანია გვართმევს. არა, არ გვართმევს ცუდი გაგებით, უბრალოდ გვეხმარება იბრუნოს ენერგიამ. როცა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობ მიდი ფოთლოვან ხესთან, პირით ხისკენ ხელის გულებით შემოეხვიე ან რასაც იმ წუთში იგრძნობ. თუ იგრძნობ, რომ ენერგია მოგაწვა და არ იცი როგორ დახარჯო დადექი ზურგით წვრილფოთლოვან ან წიწვოვან მცენარესთან. ის ყოველ უარყოფითს წაიღებს.
TeO
QUOTE(ირმა @ Jan 2 2009, 01:04 PM) *
ძალიან საინტერესოა მცენარეებთან დაკავშირებით ფაქტი. თუ დიდფოთლოვანია მცენარე, ის ენერგიას გვაძლევს, თუ წიწვოვანია გვართმევს. არა, არ გვართმევს ცუდი გაგებით, უბრალოდ გვეხმარება იბრუნოს ენერგიამ. როცა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობ მიდი ფოთლოვან ხესთან, პირით ხისკენ ხელის გულებით შემოეხვიე ან რასაც იმ წუთში იგრძნობ. თუ იგრძნობ, რომ ენერგია მოგაწვა და არ იცი როგორ დახარჯო დადექი ზურგით წვრილფოთლოვან ან წიწვოვან მცენარესთან. ის ყოველ უარყოფითს წაიღებს.

ირმა არ ვიცი, რომელი წყაროდან გაქვ
TeO
QUOTE(ირმა @ Jan 2 2009, 01:04 PM) *
ძალიან საინტერესოა მცენარეებთან დაკავშირებით ფაქტი. თუ დიდფოთლოვანია მცენარე, ის ენერგიას გვაძლევს, თუ წიწვოვანია გვართმევს. არა, არ გვართმევს ცუდი გაგებით, უბრალოდ გვეხმარება იბრუნოს ენერგიამ. როცა ენერგიის ნაკლებობას იგრძნობ მიდი ფოთლოვან ხესთან, პირით ხისკენ ხელის გულებით შემოეხვიე ან რასაც იმ წუთში იგრძნობ. თუ იგრძნობ, რომ ენერგია მოგაწვა და არ იცი როგორ დახარჯო დადექი ზურგით წვრილფოთლოვან ან წიწვოვან მცენარესთან. ის ყოველ უარყოფითს წაიღებს.

ირმა არ ვიცი, რომელი წყაროდან გაქვს ეს ინფორმაცია?! whistling.gif
ენერგიებზე ყველაფერი სწორად გიწერია, მაგრამ რაც შეეხება ხის ჯგუფებს - აქ უზუსტობაა! blink.gif

ენერგიის ამღებ ხეთა ჯგუფს განეკუთვნება ალვისებრთა ოჯახი...
ხოლო ენერგიის მომცემია სხვა დანარჩენი, მათ შორის წიწვოვანებიც, რომლებიც მაღალ ხარისხიანებად ითვლებიან!
Katabua
[quote name='ირმა' date='Jan 2 2009, 02:04 PM' post='13733']
საერთოდ ენერგია უნდა შემოდიოდეს და გადიოდეს, იცვლებოდეს. ენერგია მოძრაობაა და მისი „შენახვა“ არ არის საჭირო.

ხოო..
ასეც შეიძლება ითქვას, - ენერგია თავისუფლად გაიცვლ-გამოიცვლება..
მაგრამ რა თანაფარდობით?
თუ ბუნების კანონზომიერებას ვემორჩილებით, ეს თავისთავად ხდება (ვემორჩილებით კი?!)
მაგრამ.. მაგ. თუ ლომი მისდევს შველს, რომელი მეტ ენერგიეს დახარჯავს ?
ან სამსახურში თუ 5 კაცი გვეჩხუბა..
ან თანაფარდობა პარტნიორებს შორის ურთიერთობისას..

რა თქმა უნდა "ცუდი თვალსაზრისი" არ არსებობს, რადგან იდეა მანამდე არსებობს , სანამ გამოვთქვამდეთ (ნუ რა ფილოსოფიაა.. Just_Cuz_01.gif )
ამიტომ ბალანსი რომ შედგეს, ირმას საპირისპიროს ”ვთქომ”, ანუ მორიგი ”ანტენა” ვიქნები:

თუ ენერგიის დაგროვება არ ხდება, არც მისი ხარჯვა ხდება..
-მაშ რატომ ამბობენ, ძილი ადამიანს ენერგიის აღსადგენად ჭირდებაო?!
-ავად რატომღა ვხდებით? ”ვირუსი” შემოიჭრა? რატომ ვერ გავუმკლავდით?
აა. იმუნიტეტი? .. საიდან მოდის? განა სასიცოცხლო ენერგია.. !!

საინტერესოა, ჩი-გუნის (და მსგავსი პრაქტიკის) კეთების პერიოდში რატომ არ ვხდებით ავად?
და რატომ ვაკეთებთ ჩი-გუნს?
”-გარსი რომ გავიმაგროთ, ენერგია რომ, დავაგროვოთ..”, - იტყვის ჩი-გუნის ოსტატი..
-ავად რომ არ გავხდეთ..- ვამბობთ "არა ოსტატები"..
ესე იგი, არსებობს ენერგიის ხარჯვა!..
თუ არსებობს ენერგიის ხარჯვა, არსებობს ”ნაკლები” ენერგიაც.
ყველაფერს აქვს თავისი საწინააღმდეგო მხარე და.. ამიტომ ..
თუ არსებობს ”ნაკლები ენერგია”,
არსებობს ”მეტი ენერგიაც”..
ანუ თუ არსებობს ხარჯვა, არსებობს დაგროვებაც!! (ურააააააა.. ჰმ. ჰგონია რამე თქვა crazy.gif )
ჰოოდა ვერსად გამექცევით..
დავაი, მუშაობაა! l_sunny.gif
ზედმეტი ენერგია არ არსებობს, არსებობს.. ვისაც რამდენი ჭირდება.. lol.gif

”მოხსენების” მინი ვერსია: - რა არის ძილის ამოცანა, სიზმრების შეგროვება თუ ენერგიის?.

ირმა
QUOTE(Tea @ 3rd January 2009 - 04:26 PM) *
ირმა არ ვიცი, რომელი წყაროდან გაქვს ეს ინფორმაცია?!
ენერგიებზე ყველაფერი სწორად გიწერია, მაგრამ რაც შეეხება ხის ჯგუფებს - აქ უზუსტობაა!

ეს ინფორმაცია სხვათაშორის ლექციაზე მოვისმინე, არ მახსოვს კიეველი თუ მოსკოველი ლექტორებისგან, რომლებიც იკვლევდნენ საერთოდ ამ თემებსაც და ექსტრასენსობას.
Katabua
ირმას ვეთანხმები, - მცენარეებისგან ენერგიის მიღება შეიძლება..
..რაც ძირითადად ვიზუალური კონტაქტის დახმარებით ხორციელდება (ყოველ შემთხვევაში მქონდა ასეთი გზა პრაქტიკაში) ;
მაგრამ როგორც ყველაფერში აქაც სიფრთხილეა საჭირო, - ყოველ მცენარეს ძალიან ძლიერი და თავისებური ენერგია გააჩნია, - თვით პაწაწინა ყვავილებსაც. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მათი თვისებები და "ვიცნობდეთ", ტორემ..
აქ ფერიც მუშაობს, იცით..
მაგ. ერთხელ დამემართა უწყინარ ყვავილთან მედიტაციობანას ვთამაშობდი და.. სასინლად ცუდად გავხდი,
მეორესთან სიცილი ამიტყდა,
მესამესთან თავბრუსხვევა და ა. შ.
საკმაოდ ძლიერი "ტიპები " არიან. ადამიანებზე უფრო ლამის;

ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილის ენერგეტიკა.
ანუ სადაც ხარობენ მცენარეები.
და საერთოდ, ადგილს დიდი მნიშვ. აქვს. ეს კარგად იცოდნენ ინდიელებმა, (იხ. "ძალის დაგილი")
ნაკლები ინფო მაქვს ქართულ "ადგილის დედაზე"; უფრო სწორად არსებული ინფორმაცია პრაქტიკაში მოსაყვანად ცოტა ბუნდოვანია;
და საერთოდ ძალიან საინტერესოა, აი, ამ რეგიონის, სადაც ვცხოვრობთ, ენერგეტიკა და თავისებურებანი..
რაც ალბათ დავიწყებასაა მიცემული დიდი ხანია..
Katabua
უიი, შეცდომების გასწორება : (ქვემოდან IV პწკარი )-
"ძალის დაგილი" კი არა, "ძალის ადგილი"
(აქა სიცილი)
blanca
რად უნდა ამდენი ფილოსოფია
სექსით იხარჯება და გროვდება ენერგია biggrin.gif
Katabua
Just_Cuz_01.gif ეგეც მართალია!.
გროვდება, გროვდება..
მაგრამ მაინც, ცოტა "Philo" :-
მაგ შემთხვევაში "წავამპირებაც" შეიძლება მოხდეს.. უნებლიე თუ პირიქით..
hilarioustu8.gif ნუ, ბოლოს და ბოლოს, "კამა სუტრას" შესაქმნელად ტყუილად არ უშრომიათ..
ირმა
QUOTE(Katabua @ 11th January 2009 - 03:32 PM) *
მეორესთან სიცილი ამიტყდა,

ეგ ყვავილი მომეწონა, უნდა გვითხრა რომელია, რომ ვიცინოთ მასთან ერთად ხშირად biggrin.gif
TeO
10 დღის წინ მქონდა ენერგიისგან ძლიერი დაცლა- ისეთი, რომ გამოწურული ლიმონივით ვიყავი და შევეცადე ამის მიზეზი დამედგინა.. და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს გამოწვეული იყო ერთი ფაქტის გამო (ჩემი ნახატების მასიური გაჩუქება ერთბაშად), რადგან ყოველ ნამუშევარში მე მქონდა დიდი ენერგია აკუმლირებული და + დიდი სიყვარულით გავეცი ეს ყველაფერი შეჯამდა და ჩემგან ერთბაშად დიდი ენერგია გამონთავისუფლდა.. sad.gif
მისი აღდგენა ძალიან გამიჭირდა და ჯერ კიდევ ახლაც არ ვარ ფორმაში სიცხე მქონდა და ყელი მტკივა...

მოკლედ, ამას რატომ ვწერ -ხალხნო, გაუფრთხილდით თქვენ პირად ენერგიას და "უპრაგონოდ" ნუ ხარჯავთ პლზ! smile.gif
TeO
ხო, რაც შეეხება ენერგიის დაგროვებას wink.gif - ნუ ყველას თავისი ხერხები და მიდგომები აქვს tongue.gif
მე კიდევ ახლა დუმბაძის თერაპიულ კურს გავდივარ და ამით ვიღდგენ დაკარგულ ენერგიას! biggrin.gif
Katabua
QUOTE(TeO @ Jan 16 2009, 02:22 PM) *
10 დღის წინ მქონდა ენერგიისგან ძლიერი დაცლა- ისეთი, რომ გამოწურული ლიმონივით ვიყავი და შევეცადე ამის მიზეზი დამედგინა.. და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს გამოწვეული იყო ერთი ფაქტის გამო (ჩემი ნახატების მასიური გაჩუქება ერთბაშად), რადგან ყოველ ნამუშევარში მე მქონდა დიდი ენერგია აკუმლირებული და + დიდი სიყვარულით გავეცი ეს ყველაფერი შეჯამდა და ჩემგან ერთბაშად დიდი ენერგია გამონთავისუფლდა.. sad.gif
მისი აღდგენა ძალიან გამიჭირდა და ჯერ კიდევ ახლაც არ ვარ ფორმაში სიცხე მქონდა და ყელი მტკივა...


აუ, მასეთი გამოცდილება მეც მქონია!..
უფრო მეტიც, - ზოგიერთი ჩემი მეგობარი თავისი ტანსაცმლის, წიგნების და სხვა პირადი ნივთების თხოვებას ერიდება, - ამით დიდ ენერგიას ვკარგავო.
მით უმეტეს ეს ითქმის ნახატებზე, ნაწერებზე.. ანუ სადაც ადამიანის ნაწილი "გადადის"..
ხოო, ზოგჯერ ფოტოებზეც ამბობენ "ავ " რაღაცეებს..

QUOTE(TeO @ Jan 16 2009, 02:24 PM) *
ხო, რაც შეეხება ენერგიის დაგროვებას wink.gif - ნუ ყველას თავისი ხერხები და მიდგომები აქვს tongue.gif
მე კიდევ ახლა დუმბაძის თერაპიულ კურს გავდივარ და ამით ვიღდგენ დაკარგულ ენერგიას! biggrin.gif

თეო!.. გაგვაცანი დუმბაძის მეთოდი, მის შესახებ არაფერი გამიგია. (ნოდარ დუმბაძეზე საუბრობ?.."მარადისობის კანონი" და ამბავი?.. sticktongue.gif )
Katabua
QUOTE(ირმა @ Jan 13 2009, 09:55 PM) *
ეგ ყვავილი მომეწონა, უნდა გვითხრა რომელია, რომ ვიცინოთ მასთან ერთად ხშირად biggrin.gif


ჰოო,
ეს მოხდა ბოტანიკურში..
იყო წყნარი და მზიანი დილა..
როგორც მახსოვს პატარა ცისფერი ყვავილი იყო, მინდვრის , გამომეტყველება "უცინოდა". მგონი "არ დამივიწყოსავით", მაგრამ უფრო ცელქი გარეგნობა ქონდა.
თუ კიდევ ვნახე, აუცილებლად გამოვიძიებ. (მთავარია სიცილის განწყობაზე თვითონაც იყოს ყვავილი)
ისე გამორიცხული არაა, ყველას სხვადასხვა "მიღებადობა" ქონდეს თითოეული ყვავილის მიმართ
l_daisy.gif
TeO
QUOTE(Katabua @ 16th January 2009 - 03:24 PM) *
თეო!.. გაგვაცანი დუმბაძის მეთოდი, მის შესახებ არაფერი გამიგია. (ნოდარ დუმბაძეზე საუბრობ?.."მარადისობის კანონი" და ამბავი?.. )

Katabua ჰო, ნოდარ დუმბაძეზე ვამბობ - ის რომ ენერგიას და ცხოვრების ხალის მმატებს თავის შეუდარებელი იუმორითა და მზით! -ყველა წამალს მირჩევნია!!! smile.gif smile.gif
ირმა
QUOTE(Tea @ 16th January 2009 - 02:22 PM) *
10 დღის წინ მქონდა ენერგიისგან ძლიერი დაცლა- ისეთი, რომ გამოწურული ლიმონივით ვიყავი და შევეცადე ამის მიზეზი დამედგინა..

მეც ვგრძნობ ახლა რაღაც მაგდაგვარს sad.gif
TeO
Сила позитивного мышления. Татьяна Рубцова
მგონი ამ თემაში ჯდება ეს სტატია "პოზიტიური აზროვნების ძალა" l_book.gif

>> http://unityway.ucoz.ru/publ/1-1-0-43
TeO
გუშინ ის სტატია რომ წავიკითხე Сила позитивного мышления, დღეს კიდევ "ანასტასიაში" წავაწყდი ამავე ინფოს ოღონდ მგონი უფრო სრულია, ანუ ჯერ მიზეზია განხილული და მერე შედეგზეა ლაპარაკი smile.gif
შესადარებლად საინტერესოა wink.gif

— Есть несколько главных причин болезней человеческой плоти: это пагубные чувства, эмоции, искусственный режим приёма пищи и её состав, отсутствие ближней и дальней цели, лжепредставления сути своей и предназначения.

Противостоять болезням плоти с успехом могут положительные эмоции, многие растения, переосмысливания сути своей и предназначения очень многое могут изменить и в физическом состоянии, и в душевном...

Но и сам человек, сумевший вызвать в себе положительные эмоции, может с их помощью заглушить боль, излечить плоть от заболевания, даже ядам противостоять.
— Что значит вызвать, как можно о хорошем думать, если зуб болит или желудок?
— Чистые, яркие мгновения жизни, положительные эмоции, как ангелы-хранители, победят боль и болезнь.
— А если у какого-то человека не было достаточно чистых и ярких мгновений, вызывающих исцеляющие положительные эмоции, тогда что ему делать?
— Немедленно нужно сотворить нечто такое, чтобы появились они. Они появляются, когда окружающие тебя люди отнесутся к тебе с искренней Любовью. Вот и сотвори такую ситуацию, сотвори поступком своим по отношению к окружающим, иначе не сможет тебе помочь твой ангел-хранитель...
Katabua
[quote name='TeO' date='Mar 26 2009, 02:18 PM' post='16093']

— Есть несколько главных причин болезней человеческой плоти: это пагубные чувства, эмоции, искусственный режим приёма пищи и её состав, отсутствие ближней и дальней цели, лжепредставления сути своей и предназначения.


ვა. მაგარ! ვეთანხმები, განსაკუთრებით ბოლო ფრაზაზე: - ადამიანის არსისის და დანიშნულების შესახებ..
იცი რა..
ამ ბოლო დროს ერთი ცნობილი სწავლებით დავინტერესდი, რომელიც გარკვეული შრეებზე მუშაობას და კონცენტრირებას ემყარება..
ჰოოდა მივმართე "მცოდნეთ", - მეთქი საუკეთესო წყარო დამისახელეთ, ძმებო, რომ "ჩავწვდე"..!..

ჯერ გაკვირვებით შემომხედეს.. ერთმანეთ გადახედეს..
და იცით რა მითხრეს?
- სანამ კარგად არ "დამიწდები", მასეთ ინფორმაციებს მოეშვიო..!
დედამიწაზე მყარი მატერიალური მიჯაჭვულობის გარეშე არაფერი გამოვაო. ხე ფესვებიდან იწყებაო. შენ კი ხის წვერიდან იწყებ და ფესვები სულ არ გაინტერესებსო..
სად დაფრინავ, ჰე, მანდ, ცაშიო..?!
ასეთ თუ გაგრძელდა, მიწიერი ამბებით ვინღა დაინტერესდებაო. ვინღა დარჩება დედამიწის მისიების შესასრულებლადო..
უფრო კონკრეტულად: ჯერ სულ ცოტა ორი შვილი უნდა გყავდეს, რომ მყარი მოტივაცია გქონდეს "უკან", მიწაზე დასაბრუნებლადო..!
ამის გარეშე ამ ცოდნასთან არავინ მიგიშვებსო.
არ შეიძლებაო.
არაო.
ახლა გამოიცანით რომელ სწავლებაზეა საუბარი!!!..
გამომცნობელი გამომეხმაუროს ელ- ფოსტაზე wink.gif whistling.gif
აი, ასეე..
tikoroma
იქნება აღარ გვინდა უკან მიწაზე დაბრუნება, ისე არ უნდა გვასწავლონ?
adamiani
Katabua
QUOTE(Katabua @ 2nd April 2009 - 06:58 PM) *
უფრო კონკრეტულად: ჯერ სულ ცოტა ორი შვილი უნდა გყავდეს, რომ მყარი მოტივაცია გქონდეს "უკან", მიწაზე დასაბრუნებლადო..!

რა შუაშია შვილის ყოლა? ვისაც შვილი არ უჩნდება, ამ ლოგიკით მოტივაციას ვერ იპოვის.
QUOTE(Katabua @ 2nd April 2009 - 06:58 PM) *
დედამიწაზე მყარი მატერიალური მიჯაჭვულობის გარეშე არაფერი გამოვაო. ხე ფესვებიდან იწყებაო. შენ კი ხის წვერიდან იწყებ და ფესვები სულ არ გაინტერესებსო..

ზოგი რას უწოდებს ფესვებს და ზოგი - რას.

QUOTE(Katabua @ 2nd April 2009 - 06:58 PM) *
ახლა გამოიცანით რომელ სწავლებაზეა საუბარი!!!..

აუცილებელი არ არის, რომ ის რაც ზემოთნახსენებ ფრაზებში ჩანს და გითხრეს
QUOTE(Katabua @ 2nd April 2009 - 06:58 PM) *
"მცოდნეთ",
, მართლაც შეესაბამებოდეს სწავლებაში მოცემულს.
Katabua
QUOTE(adamiani @ May 18 2009, 04:37 AM) *
Katabua

რა შუაშია შვილის ყოლა? ვისაც შვილი არ უჩნდება, ამ ლოგიკით მოტივაციას ვერ იპოვის.
ზოგი რას უწოდებს ფესვებს და ზოგი - რას.
აუცილებელი არ არის, რომ ის რაც ზემოთნახსენებ ფრაზებში ჩანს და გითხრეს
, მართლაც შეესაბამებოდეს სწავლებაში მოცემულს.


ჰოო.. l_sunny.gif
პრინციპში რატომ უნდა დავიხარჯო პასუხის გაცემაში.. (ნუ, როგორ გავზარმაცდი!.)
საუბარი კაბალაზეა და კაბალისტები ჩემზე კარგად ახსნიან რა არის ფესვები, და თავდაყირა ვდგავართ თუ ფეხებ-და-ყირა.. wink.gif
თუმცა.. თუმცა.. თუმცა.. სხვა მხრიდანაც შეიძლება განხილვა.
და შეიძლება არცერთ სწავლებას არ აღიარებდე. უბრალოდ ეცნობოდე, ისე, გასაუბრებისთვის. whistling.gif
giorgi.
adamiani

.... ძალიან სწორი და დროული შენიშვნაა, მოხარული ვარ, რომ ამ აზრს სხვაც იზიარებს, რადგან რამდენიმე წლის წინ ერთი ნაცნობი "კაბალისტი" თავგამოდებით მიმტკიცებდა, რომ თურმე ბუდას ცოლი, რომ არ ჰყოლოდა ვერ გასხივოსნდებოდაო! რადგანაც მას არ ექნებოდა თურმე მოტივაცია, უკან დასაბრუნებლად. მდა... მაგარია რა! (ლოგიკა ისვენებს)

არადა ბუდას (გაუტამას) უხეშად რომ ვთქვათ: სულ ძალიან მაგრად ეკიდა ცოლიც შვილიც და ბიცოლაც!
Katabua
biggrin.gif ვააა.. ბუდაზე არ გამოდის ეგ ამბავიიი.
"ოჯახობაში" ალბათ დედამიწაზე დარჩენის სურვილი იგულისხმება. ნუ, თუ არ გინდა "ოჯახობა"..
ან პრინციპში "ოჯახობაც" შეიზლება თან წაიყოლო "მაღლა-მაღლა".
მაგარი სანახავი იქნება.
ბუდა, ცოლი, შვილი, მიფრინავენ. და მოტივაცია.. ისევ არ არის..
ისე ერთი "კაბალისტი" გვჭირდება შემოვიდეს, რომ უფრო ღრმად გაგვანათლოს.. wink.gif tongue.gif (ბრჭყალები სად არის, ბრჭყალები?..)
Guru
ეს სურათი ჩემმა მოსკოველმა სტუმარმა გადამიღო. ნიკოლოზ , შენ კარაგდ მიცნობ და შესაბამისად დიაგნოზიც მართებულია. სხვათაშორის მაგ დღეს რაგაც მაგდაგვარმა აზრებბმა გონებაში გაიელვა)
Existence
ენერგიის დაგროვების და აღმდგენი ვარჯიში რომლის პრაქტიკაც მიმდინარეობს ამჟამად, დეტალები საიტზე ვისი ინსტრუქტაჟითაც მიდის ვარჯიში

http://agmdgenivarjishebi.ru/Agmdgeni%20da%20damshleli.htm


This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.