Help - Search - Members - Calendar
Full Version: ასტრალში vol.2
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18
Zet
ამ თემის პირველი ნაწილი დაიკარგა, და სანამ გამოჩნდება.. დავწეროთ ვინ სად როდის და როგორ....

გაგა
მართალი რომ გითხრათ, არასოდეს განმიცდია ფიქსირებულად ის მდგომარეობა, რასაც ასტრალი ქვია. თუმცა, საკუთარი თავისთვის ცოტა ხანი გარედან მიყურებია LSD ზემოქმედების ქვეშ wink.gif
old_man
ტააკ მე დავწერ ჩემს გამოცდილებას. 3-4 თვის წინ დავიწყე აქტიური პრაქტიკა. ძაან გამიჭირდა სხეულის სრული მოდუნება. ამან წაიღო 30-40 წუთი. კიდევ უფრო გამიჭირდა აზრების გაჩერება. ესეც დავძლიე და მერე რა მოხდა და ვიგრძენი რომ სხეულს ვაბშე ვეგარ ვგრძნობ.
მერე ყველაზე მაგარი იყო ის რომ უეცრად სხეულში ჩამეღვარა გიჟური ბედნიერების გრძნობა რომელიც მანამდე არასოდეს გამომიცდია, ძაან მაგარი იყო და გაგრძელდა რამოდენიმე წუთი. და ამ დროს ეს გრძნობა ძლიერდებოდა რაც უფრო შორს მივდიოდი სხეულიდან, მაგრამ მერე რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა, შემეშინდა ამ გრძნობის ისეთი ძლიერი იყო და რაღაცამ აღარ გამიშვა წინ, ანუ ჩემმა ცნობიერებამ მომაბრუნა....
ეს გრძობა იყო ალბათ ის რასაც სული განიცდის სხეულის გარეშე. დანახვით არაფერი დამინახვია. საერთოდ ჩემი ჭკუით ვაპირებდი სხეულიდან გამოსვლას და ოტახებში ბორიალს და ჩემი სხეულის ყურებას გარედან smile.gif)) ასეთი რამე ვერ შევძელი, მაგრამ გამომივიდა სხვა ეფექტით. ანუ არ ვიცი ეს რა იყო ასტრალი თუ რაღაც სხვა....

vkh
მქონდა მხოლოდ ერთხელ, მაგრამ მე მას ჩვენებას დავარქმევდი... დიდი ხნის წინ. მაშინ პირველად დავრწმუნდი ღმერთის არსებობასა და ლოცვის ძალაში, რადგან ეს გაგონილ-წაკითხული კი არა, უკვე ნანახი გამოცდილება იყო.
Alpha
არ მქონია, თუმცა სიზმრებიც ასტრალია პრინციპში და ასოზნანი სიზმარი მქონია
blanca
ბევრს 'ვწვალობდი' ასტრალში გასასვლელად ერთი წლის წინ
მერე სრულიად შემთხვევით 'გავედი'. წაკითხული რომ არ მქონოდა... რა... როგორ ... ვერ მივხვდებოდი რომ 'იქ ვიყავი
ანუ თავისთავად მოხდა, გამოღვიძების მერე ჩამეძინა და სხეული ბუნებრივად იყო მოდუნებული, ვგრნობდი ტვინს ეღვიძა, სხეულს ეძინა.
გასვლის მომენტში ვიფიქრე რომ აი ეს იყო გასვლის პროცესი, მაგრამ ისე აღვფრთოვანდი რომ შევკრთი და აქაურ ცნობიერებას დავუბრუნდი biggrin.gif

გასვლის მომენტი მახსოვს, საშინელი ხმაური, ეკრანზე არეული, შიშხინა ხაზები, აი ისეთი ტელევიზორი რომ აირევა. ანუ ეკრანი ასტრალზე გადასართავად მოემზადა, მერე ანტენამ ასტრალი დაიჭირა და ულამაზესი ყვავილები დავინახე. smile.gif

აზრით ყვავილებამდე მივედი. მხოლოდ აზრით, სხეულის გადაადგილება არ მიგრძვნია. დავათვალიერე მათი საოცრად მკაფიო გამოსახულება, დავტკბი ფერებით და სილამაზით. მსგავსი სიმკვეთრე ცხადში არ მინახავს. მერე ფოლგაში შეხვეული ბრილიანტის თვალი და მაგიდაზე მოთავსებული მარცხენა ხელი დავინახე( laugh.gif ) მერე აღფრთოვანება განვიცადე რომ მე იქ ვარ. ამ დროს ტელევიზორის ეკრანი კვლავ აირიაა და ამ რეალობაში ვისკუპე biggrin.gif
ძალიან მაგარი იყო biggrin.gif

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ზედმეტი მონდომება არაფერში უნდა ჩადო თუ გინდა რომ რამე გამოვიდეს smile.gif


Zet
ვინც ასტრალის ხშირი სტუმრები არიან რატო არ წერენ არაფერს?

იქნებ ვინმემ პატარა მიმოხილვა გააკეთოს იმისი თუ როგორ შეიძლება ასტრალში გასვლა ან რა წიგნებში შეიძლება ეს გავიგოთ და რა მუსიკა არის დამხმარე და ასეშემდეგ..
san
ასტრალში გასვლა არც ისე რთულია როგორც ამბობენ. )))
san
მთავარი პირობა სხეულისგარეთ სამოგზაუროდ არის მოდუნება და ცნობიერების შენარჩუნება.

რაც შეეხება მუსიკებს და ტექნოლოგიებს, საკმაო რაოდენობით არის. მონროს ინსტიტუტის ჰემისინქები ეფექტურია და შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ მისი შემცვლელი ანალოგი ვერ ვნახე.
Zet
სან შეგიძლია "სთეფ ბაი სთეფ" დაწერო? ანუ დაუშვათ ვიღაცას უნდა ასტრალში გასვლა და მოგზაურობა და საიდან უნდა დაიწყოს და რა უნდა ქნას..
Amadeus
სტეპ ბაი სტეპ - მაგარი იყო, შევეცდები აღვწერო ჩემი ვარიანტი, თუ ეს ასტრალია არ ვიცი, პირველი - შეძლებისდაგვარად სრული მოდუნება წოლით მდგომარეობაში იმიტომ რომ თუ ზიხართ შეიძლება გადმოვარდეთ smile.gif, მეორე ყურადღების გადატანა 1 წერტილში მაგალითად საკუთარი ენის წვერზე (ჩემი ვარიანტია, სხვამ შეიძლება ცხვირის წვერი აირჩიოს smile.gif ) და აი აქ იწყება 2-3 წუთის შემდეგ, დაბუჟება ენიდან, და ვრცელდება სახეზე და მთელ სხეულზე, ჯერ ვმძიმდები საშინლად ისე რომ თითს ვრ ვატოკებ, მერე უცებ გადავდივარ ხოლმე ზემსუბუქში, გადასვლის მომენტი ძალიან ცუდია, მაგრად არ მომწონს, ამ მდგომარეობაში შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას გაიჩითო, ოღონდ მე ძალიან არ ვცდილობ ხოლმე შიში მიპყრობს, ვერ გამოსვლის შიში და ვფხიზლდები მომენტალურად, მაგრამ მსუბუქ მდგომარეობამდე და რაღაც რაღაც ადგილებში მივსულვარ მერე აღარ

ეს ასტრალში გასვლაა თუ ჩემი ტვინის თამაში არ ვიცი, ვინც იცის იქნებ მითხრას ძალიან მაინტერესებს თან პირველად ვიძახი smile.gif
vkh
ციტატა(san_san @ 3rd March 2009 - 12:46 PM) *
ასტრალში გასვლა არც ისე რთულია როგორც ამბობენ. )))

ამბობენ, რადგან მავანთა ხელში კომერვიის საგნადაა ქცეული, ზუსტად ისე, როგორც პროგრამირების შესავალში hello world-ს დაწერას ასწავლიან smile.gif ან თუნდაც ტაიძის ქორეოგრაფიას 2 კვირაში, ლოლ...

ჩემი მხრიდან, ინტერნეტში წავაწყდი რაღაც მასალებს, სადაც ასტრალში გასვლის 100% -იან გარანტიას იძლეოდნენ smile.gif პირველი 2 თავი იყო უფასო გადმოსაქაჩი... დანარჩენი რაღა თქმა უნდა ფასიანი. თანაც იქვე იყო აგრეთვე 100% იანი გარანტიით, მუსიკალური დაბალი სიხშირის ვიბრაციები, რომელთა მოსმენაც თურმე აუცილებელი ლოგიკის ძალით გადაგიყვანს ასტრალში...მოკლედ საკმაოდ მოდური თემაა, და ამდენად, ვიღაც-ვიღაცებს, თანაც თუ მათი გვარ-სახელი ინდურს ემთხვევა, იოლი გამდიდრების წყაროდ უქცევიათ ასტრალი ...........
vkh
რაც ასტარლზე წამიკითხავს, ყველაზე მეტად მომეწონა ოშოს საკმაოდ კარგი ნაწარმოები Семь Центров жизненной энергии. ნამდვილად ვერ დავიშურებ კომპლიმენტს... თუმცა ეს ყველაფერი გურჯიევთანაცაა ნახსენები, მაგრამ გუჯიევი საკმაოდ ძუნწია ასეთი ინფორმაციის გაცემაში, აი, ოშომ კი არ დაიზარა (თუმცა თვითონაც თავის თავს ეწინააღმდეგება, როცა ამბობს, რომ ამის ცოდნა შეიძლება ხელისშემშლელიც კი იყო-სო სულიერების განვითარების საქმეში), საკმაო კარგი ინტერპრეტატორია, იმდენად კარგი, რომ ბანგსაც ადვილად შემოგაპარებს... სიფხიზლეა საჭირო მისი კითხვისას smile.gif
vkh
ვისაც აინტერესებს, თუ რას გვირჩევენ ზოგიერთი პრაქტიკოსები, რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს, რადგან აქაც შეიძლება რაღაც ჩვენთვის საინტერესოს წავაწყდეთ: http://www.thiaoouba.com/astr.htm

თუმცა, მანამდე აურის შესახებაც არ გვაწყენდა : http://www.thiaoouba.com/seeau.htm
ესეც საინტერესოა.
vkh
და თუ ვინმეს რაიმე საინტერესო უდევს, სიამოვნებით წავიკითხავ / გავეცნობი (რადგან საკმაო დრო გამომიჩნდა ასეთი თემებისთვის) smile.gif
vkh
ციტატა(Amadeus @ 7th March 2009 - 09:26 PM) *
ეს ასტრალში გასვლაა თუ ჩემი ტვინის თამაში არ ვიცი, ვინც იცის იქნებ მითხრას ძალიან მაინტერესებს თან პირველად ვიძახი

მგონი რომ ეგაა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ჰგავს იმას, რაც წამიკითხავს... და რაც გამოვცადე ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინათ, მაგარი შეშინებული ვიყავი და დიდ ხანს აღარც კი გამიხედია ასეთი რამეებისკენ smile.gif
TeO
Астральное раздвоение >> http://www.anael.org/ruso/astral/index.htm
Uma
QUOTE(san @ Mar 3 2009, 01:50 PM) *
მთავარი პირობა სხეულისგარეთ სამოგზაუროდ არის მოდუნება და ცნობიერების შენარჩუნება.

რაც შეეხება მუსიკებს და ტექნოლოგიებს, საკმაო რაოდენობით არის. მონროს ინსტიტუტის ჰემისინქები ეფექტურია და შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ მისი შემცვლელი ანალოგი ვერ ვნახე.


გეთანხმები ჰემისინკები საკმაოდ ეფექტურია, ჩემ თავზე გამოვცადე. უბრალოდ სულ მაქვს ეს მომენტი, რომ ტვინზე რაღაც ზემოქმედებას ახდენს და ხომ არ აზომბირებს ხალხს smile.gif) ერთხელ საღამოს მოუსმინე ამ ჰემისინკებს, ოღონც მოსმენისას ჩავთვლიმე და აღმოვჩნდი ნაცრისფერ სივრცეში, ირგვლივ არაფერი არ იყო მხოლოდ ადამიანი იჯდა ლოტოსის პოზაში, რომელიც ერთი ჩემი ნაცნობი მეგონა. გამიხარდა რომ დავინახე, წინ დაუჯექი მინდოდა რაღაც მეკითხა (ბოტანიკური რომელ საათზე იღება smile.gif)) ) და უცებ ვიღაც უცნობი ტიპი აღმოჩნდა. თვალების მაგივრად შავი სიცარელე ქონდა. თვალებს ვერ ვაცილებდი და უეცრად ამ სიცარიელემ არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, ალბათ შემისრუტაsmile.gif მეც გავიგე ბლანკას რომ ეწერა ტელევიზორს შიშხინის ხმა და უეცრად რაღაც ბიძგი ვიგრძენი და აზრზე მოვედი . ვიყავი ისევ ჩემ ოთახში, კარებიდან ჩვეულებრივ დერეფნის შუქი ჩანდა, ჩემების ხმები ისმოდა უბრალოდ საწოლში კი არ ვიწექი ჩემი სხეულის ზედ ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. შემეშინდა უკან რომ გავიხედო ჩემ სხეულს დავინახავ თქო. და დავიწყე სასწრაფოდ სხეულში დაბრუნება smile.gif ეს საკმოდ რთული მომეჩვენა, საბოლოოდ მოვახერხე, მაგრამ რამოდენიმე წუთი ვერ ვმოძრაობდი.
მეორე დღეს სიზმარი დამესიზმრა ვიღაც ტიპი მექაჩებოდა ამ გოგოს სხეულიდან გამოვიყვანო, სასტიკად არ მინდოდა))) ამის მერე ჰემისინკი არ მომისმენია .....ვოტ ტაკ ვოტ
adamiani
Uma
მთავარია იცოდე თუ რა პასუხებს ეძებ ასტრალში ისეთს, რომლებსაც ფიზიკურ პლანზე ვერ იპოვი. ღრმა და შენი განვითარებისთვის აუცილებელი საფუძველი უნდა გქონდეს, რომ ხიფათების მიუხედავად გადაწყვიტო ეს მოგზაურობა.

ასტრალურ პლანზე შესაძლებელია "საკუთარი სახლის" აგება- ანუ ჩვენი ასტრალური ანარეკლის შენობად ქცევა. ამ შენობაში ჩვენთვის საჭირო კითხვებზე პასუხი შეგვიძლია ვიპოვოთ, რადგან შინაგანი ცოდნა ამ სახით უფრო გაცხადებულია, დაახლოებით ისევევ როგორც სიზმრებში. ასევე უფრო ადვილია უმაღლეს მე-სთან კავშირის დამყარება. ეს შენობა თავშესაფარიცაა, სადაც დაცულები ვართ სხვადასხვა ასტრალური არსებების შემოტევისგან.

ასტრალური არსებები ფიზიკურ პლანზეც გვიტევენ განუწყვეტლივ და ზემოქმედებას ახდენენ ჩვენზე , მაგრამ რადგან ჩვეულებრივი ცნობიერებით ვერ აღვიქვამთ, შიშსაც ვერ ვგრძნობთ.

ასტრალში მუშაობისას გაბედულება და სიმამაცეა საჭირო.

ელემენტარულ არსებებთან ასტრალში უფრო ადვილი კონტაქტი. თუ ცხადია, ორმხრივი სურვილია ამის.

ასტრალში გასვლისას თავდაცვის- "აბჯრის ჩაცმის"- საშუალებაც არსებობს.

მაგრამ ქრისტესთან შეხვედრა ჩვენს დროში ჯერ ეთერულ პლანზე ხდება.
vkh
ციტატა(sethis modgma @ 7th May 2009 - 05:57 PM) *
მაგრამ ქრისტესთან შეხვედრა ჩვენს დროში ჯერ ეთერულ პლანზე ხდება.

ზიარების საიდუმლოებას გულისხმობ?
adamiani
vkh
QUOTE(vkh @ 7th May 2009 - 09:17 PM) *
ზიარების საიდუმლოებას გულისხმობ?

არა. ზიარება უფრო მაღალი საფეხურია.
ეთერულ პლანზე ქრისტესთან შეხვედრა იგივე მნიშვნელობისაა დღეს, რაც მაშინ, ფიზიკურ პლანზე, მასთან შეხვედრა იყო მოწაფეებისთვის.
რათა_ჰა?
lester
QUOTE
ვინ რა იცით ამის შესახებ დაწერეთ ყველაფერი groupwave.gif groupwave.gif groupwave.gif groupwave.gif
დარწმუნებული ხარ რომ სული არსებობს? და თანაც ამ სულს სხეულიდან გასვლა შეუძლია? იქნება ეს ყველაფერი ჰალუცნიაციაა?

თუ სული მართლაც არსებობს, სიკვდილის შემდეგ ხომ ისეც დატოვებს სხეულს? ხოდა, რა გეჩქარება შე კაცო?

ისე ყველაზე ადვილი მეთოდია პეიოტის, ან მესკალინის, ან ლსდ-ს მიღება. არც ჩადჯომა გინდა და არც ჩალიჩი თუ როდის "გამოვა" სული სხეულიდან. სალვია დივინორუმი საერთოდ სულს უკანალიდან აცლის (პერსონალური გამოცდილებიდან ვიცი) biggrin.gif

P.S. სალვია დივინორუმი სამხრეთ ამერიკის შამანების მოსაწევი იყო (გარკვეული პრაქტიკული მოსაზრებით ეწეოდნენ).
Shou

თუ სული მართლაც არსებობს, სიკვდილის შემდეგ ხომ ისეც დატოვებს სხეულს? ხოდა, რა გეჩქარება შე კაცო?

“Зачем раздеваться если завтра опять нужно будет одеваться” - რაღაც ამ სტილის რიტორიკულ შეკითხვებს სვამ ანუ შეკითხვას უფრო შეკითხვისათვის და არა პასუხის მისაღებადwink.gif
რათა_ჰა?
Shou
QUOTE
თუ სული მართლაც არსებობს, სიკვდილის შემდეგ ხომ ისეც დატოვებს სხეულს? ხოდა, რა გეჩქარება შე კაცო?

“Зачем раздеваться если завтра опять нужно будет одеваться” - რაღაც ამ სტილის რიტორიკულ შეკითხვებს სვამ ანუ შეკითხვას უფრო შეკითხვისათვის და არა პასუხის მისაღებადwink.gif
მართლაც, რატომ უნდა გავიხადოთ, თუ ხვალ ისევ უნდა ჩავიცვათ? იმიტომ, რომ ასეა მიღებული თუ რაიმე აზრი აქვს ამ ყველაფერს?

რიტორიკული კითხვა რა არის?
Zet
დასასვენებლად რატო მიდიხართ ხოლმე თურქეთში და აჭარაში? ხო მაინც უკან უნდა ჩამოხვიდეთ wink.gif სხეულიდან გასვლა არის მოგზაურობა, გართობა და თავგადასავლები...
თორე არც სავალდებულოა და არც აუცილებელი)))) ზოგს პეხბურთი, ევასება ზოგშ ხოკეი, ზოგს მოგზაურობა, ზოგს წიგნების კითხვა, ზოგს დისკოებზე ცეკვა, და ამათ რიცხვში მე სხეულის გარეთ მოგზაურობასაც შევიყვანდი))))
ეგრე ფეხბურთზეც შეიძლება თქვა რა საჭიროა როა ამ ერთ ბურთს რო დასდებს ადამიანი? და ასე შემდეგ...
რათა_ჰა?
Zet
QUOTE
დასასვენებლად რატო მიდიხართ ხოლმე თურქეთში და აჭარაში? ხო მაინც უკან უნდა ჩამოხვიდეთ wink.gif სხეულიდან გასვლა არის მოგზაურობა, გართობა და თავგადასავლები...
თორე არც სავალდებულოა და არც აუცილებელი)))) ზოგს პებურთი, ევასება ზოგშ ხოკეი, ზოგს მოგზაურობა, ზოგს წიგნების კითხვა, ზოგს დისკოებზე ცეკვა, და ამათ რიცხვში მე სხეულის გარეთ მოგზაურობასაც შევიყვანდი))))
ეგრე ფეხბურთზეც შეიძლება თქვა რა საჭიროა როა ამ ერთ ბურთს რო დასდებს ადამიანი? და ასე შემდეგ...
ხო მარა, ეგ კითხვა მე მგონი მთლად არ შეესაბამება სიტუაციას. ლესტერმა იკითხა: დასასვენებლად როგორ უნდა წავიდე ბათუმშიო (არადა ბათუმიდანაა და ერთი დღით არის ჩამოსული თბილისში). მე კიდე ვუთხარი, რად გინდა ბათუმში დასვენება, 1 დღით ჩამოხვედი თბილისში და ბათუმაში მიდიხარ ისევ დასასვენებლად? ბათუმი ხომ შენი ქალაქია თქო? smile.gif ეგრე ხო ამბებენ, რომ სული აქ ძალიან მცირე დროით მოდის დასასვენებლად და მერე ისევ იქით (ბათუმში ჩვენს შემთხვევაში) მიდისო?

გარდა ამისა, მეორე რჩევა მივეცი, რასაც არ ჭირდება არავითარი დაძაბვა: რაიმე ენთეოგენი და 2 წამში ან სამოთხეში ამოყოფს თავს ან ჯოჯოხეთში. შეიძლება ცუდი რჩევაა ვინმეს გადმოსახედიდან, მაგრამ მე ცუდი არაფერი დამინახია ამაში.

რანაირი გართობაა, მაგაზე წარმოდგენა არ მაქვს და არავის ვადანაშაულებ biggrin.gif თუ როლერკოსტერზე სრიალია კარგი, ალბათ მაგაშიც არის კაიფი. უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და ამ აზრს ძალიან ახლოს ნუ მიიტანთ გულთან wink.gif
Zet
რათა_ჰა? შენ როგორ გიყვარს უაზრო კამათში და დემაგოგიაში ხალხის ჩათრევა biggrin.gif ოღონდ შენც საწყენად არ მიიღო)))
georgius-asmoday
AVE LCF,
ძალიან საინტერესო თემაა. მე 12 წლის ასაკში გავედი ჩემგან მოულოდნელად ასტრალში. თავიდან ძალიან შემზარავი ფაქტი იყო ჩემთვის...როდესაც "დავბრუნდი" მთელი სხეული გაყნული დამხვდა და საშინლად დაბუჟებული...შემდეგ რამდენჯერმე კიდევ განმეორა...მას შემდეგ დავინტერესდი რადგან ამას დაერთო უკვე გააზრებული სიზმრები....და ასე შემდეგ. მოგვიანებით, როდესაც უკვე სერიოზულად დავინტერესდი ოკულტიზმით და დავიწყე პრაქტიკული ვარჯიშები საკმაოდ ადვილად მივაღწიე სხეულიდან გასვლის შესაძლებლობას, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავაკეთო, მაინც მაქვს შიში, რომ უკან ვეღარ დავბრუნდები...ამისთვის მჭირდება რათქმაუნდა საკუთარი ქვეცნობიერის დამორჩილება.
ისე "ოქროს განთიადის" ორდენის ერთ-ერთმა ძმამ მირჩია გამეკეთებინა ლეისტერ კროულის მიერ შემუშავებული: პატარა და დიდი პენტაგრამის, ჰექსაგრამისა და კაბალისტური ჯვრის მედიტაციური რიტუალები, რაც საკმაოდ დამეხმარა შინაგანი ენერგიის კონცეტრირებაში.

პ.ს. მე ახლახანს გავიგე ამ ფორუმის არსებობა და იმედი მაქვს ბევრ საინტერესო სიახლეს წავიკითხავ და შესაბამისად საინტერესო პოსტებს არც მე მოგაკლებთ...
tikoroma
georgius-asmoday
იქ რას ნახულობ, მოგვიყევი რა...
რატომღაც ამაზე არავინ ყვება
ირმა
welcomeani.gif georgius-asmoday
ძალიან კარგი იქბნება, მოგვიყვე გამოცდილება ასტრალზე უფრო დაწვრილებით. ზუსტად ასეთი საკითხებით დაინტერესებულებისათვის არის ეს ფორუმი და კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე l_daisy.gif
რათა_ჰა?
მოკლედ, წაყოლას გაყოლა ჯობია (თუ როგორც არის), ხოდა-ჯობია ისევ მე დავშოშმინდე wink.gif

lester
შენ ისევ ბოდიშს გიხდი მეგობარო, იმისათვის რომ სათქმელი ვერ გადმოვეცი და შეურაყოფა უფრო გამოვიდა ალბათ. ახლავე აგიხსნი რატომ ვთქვი ასე. ასტრალური სხეული შეიძლება განიცადო. უფრო სწორად არსებობს რაღაც განცდა, რომელსაც უწოდებენ ასტრალურ სხეულს. ჩემი სათქმელი ის იყო, რომ ასეთ განცდაზე გამოკიდება არაფრით არ განსხვავდება ნებისმიერი ენთეოგენით (ენთეოგენი არის ნაერთი, რომელიც იწვევს ცნობიერების შეცვლას და რაღაც ღვთიურის განცდას) მიღებულ განცდაზე დამოკიდებულებაზე. ექსპერიმენტის სახით, შეიძლება გააკეთო ერთხელ ასეთი რამ, მაგრამ თუ ექსპერიმენტის შედეგი მოგეწონა და ამ განცდას მიყევი, წამალზე შეჯდომისაგან არაფრით არ იქნება განსხვავებული. ერთმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა, რომელიც ასევე შედარებითი რელიგიის სპეციალისტი იყო, ლსდ-ზე ასე თქვა: when you get the message hang up the phone-ძალიან ცნობილი გამოთქმაა, რაც ასე ითარგმნება: როცა შეტყობინებას მიიღებ, ყურმილი დაკიდე. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა გაიგებ რომ რაღაცაშია საქმე და რეალობა სხვანაირია, დაანებე თავი ისევ ამის ძიებას. ასეთ განცდებზე გამოკიდება ბოლო ჯამში არაფერს მოგცემს.

დანარჩენ ყველას ვინც ასე საზიზღრად გამასწორა მიწასთან biggrin.gif

ცოტა გრძლად ვიტყვი სათქმელს. ერთ რამეს ავღნიშნავ ოღონდ: რასაც ვამბობ, ვამბობ გულით და გეუბნებით სიმართლეს (ფიცებას ვერ დავიწყებ-არ მწამს ამ დაფიცების). დანარჩენი თქვენ იცით დამიჯერებთ თუ არა.

მოკლედ, ეს ფორუმი ადრე აღმოვაჩინე ერთ-ერთი ფორუმის ლინკიდან და მაშინ არ შემოვსულვარ, იმიტომ ტომ დიდად არ მაინტერესებდა სულიერი პრაქტიკა. იმ დღეს, როცა აქ შემოვედი, გუგლში რამოდენიმე ვარიანტი ვნახე advanced search-ში და ვიპოვე ფორუმიც. პირველი წავიკითხე მედიტაციის თემა და გადავწყვიტე, რომ მეც ჩემი წვლილი შემეტანა ამ თემაში. ძალიან საინტერესო ფორუმი მგონია და დავრეგისტრირდი კიდეც. თუმცა, ისევ გულახდილად ავღნიშნავ, რომ ეს ფორუმი არაფრათ არ განსხვავდება სხვა ფორუმისაგან იმ გაგებით, რომ აქ უფრო კაი ხალხია და სხვა ფორუმებზე ცუდი. მე სადაც ვარ დარეგისტრირებული, ყველგან კაი ხალხია-გამორჩევა არ მიყვარს ამ კაცის/ქალის იმ კაცის/ქალისაგან.

ჩემი აზრით, მედიტაციის შესახებ არასწორი ინფორმაცია იდო (და იმედია გულახდილობას დამიფასებთ biggrin.gif). ხოდა, გადავწყვიტე ეს გამომეაშკარავებინა. მე ასე ვუდგები საკითხს: როცა ადამიანს გონია, რომ სწორად აკეთებს რაღაცას და თავის აზრს რიგიდულად უდგება, ჯერ ვუსვამ შეკითხვებს და ვცდილობ დავანახო ადამიანს მის მცნებებში არსებული წინააღმდეგობა. იმას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მე ვარ მაგარი და სხვა არა. არავისე წინ არ ვაყენებ ჩემს თავს. მე რომ ეგო მაქვს, იმხელა ეგო მთელს კაცობრიობას არ აქვს ერთად რომ შეკრიბო-ჯოჯოხეთში მომიწიოს ყოფნა, სადაც პლანი სავსეა და ასანთი არ არის, თუ ტყუილს ვამბობდე biggrin.gif (თფუ, მაინც დავიფიცე რა) ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვაჩვენო მედიტაციის მიზანი არ არის რაიმეს განცდა და ამ განცდებზე გამოკიდება და მერე მათთვის სახელების დარქმევა. რამდენად დამეთანხმებით ამაში, ამ დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე ვხსნი იმას, რაც ცუდად გამიგეთ. ხოდა, თუ ჩემს კითხვებს დააკვირდებით მედიტაციის თემაში და მერე ჩემს მიერ დადებულ მოკლე მედიტაციის აღწერას ნახავთ, დაინახავთ, რომ კითხვები ზუსტად ამიტომ იყო დასმული და სხვა არავითარი მიზანი არ მქონდა. სხვანაირად იმიტომ გამოჩნდა ეს ყველაფერი, რომ ვიღაცას არასწორად ეგონა ჩემი კითხვების დასმის მიზანი და დაიწყო განსჯა. თუ გახსოვთ რამხელა ეგო მაქვს? ხოდა მეც შევეპასუხე მერე ჩემი ეგოს დასაკმაყოფილებლად.

მეორე თემა, სადაც პასუხი დავდე, იყო ანთროპოსოფიაზე. ანთროპოსოფიის ნაკლებად ჯანსაღურობაზე მივუთითე. აქაც გულახდილი ვიქნები: არ მევასება დოგმა და განსაკუთრებით ანთროპოსოფია biggrin.gif მიზეზს ნუ შემეკითხებით, სიწყნარისათვის და ურთიერთშეხმატკბილებისათვის ასე ჯობია.

ამრიგად და რადგანაც ჩემი მეთოდი მისაღები არ იყო (ასე თუ ისე შეურაცმყოფელად იქნა აღქმული), შეგიძლიათ სათითაოდ ჩამოიაროთ და კიდევ ერთხელ გამთათხოთ. ეს ეხება მათ, ვისაც შეურაცყოფა მივაყენე. ისინი, ვისთვისაც უხეშად არ მოვქცულვარ, იმედია დამინდობენ. როცა გულს იჯერებთ, გადავიდეს ფორუმი ჩვეულ მუშაობის რეჟიმში, რომელიც არსებობდა ფორუმზე აქამდე biggrin.gif მე, თუ თქვენი თანხმობა იქნება, დავწერ ძირითადად მედიტაციის თემაში და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.

მიმართვა ადამიანს
ჩემს ბოლო კითხვას შეიძლება იგნორირება გაუკეთო. ფორუმზე ეს არ არის განსახილავი. თუმცა, ისევ გულახდილობა რომ არ დავარღვიო, შენთან შეკითხვები არ დამიმთავრებია. ამას PM-ში გავარკვევთ და ფორუმზე, მე მოვკვდე საქათმეში, არ გავხდი განსჯის საგანად, შენი სურვილიც რომ იყოს. ჩემი თხოვნა იქნება, ერთმანეთის განსჯისაგან შევიკავოთ თავი. "შენ" თუ არ ხარ "მე" და "მე" თუ არ ვარ "შენ", ეკრანზე დაწერილი სიტყვებით ერთმანეთის ხასიათვს ვერ გამოვიცნობთ. ამას მინიმუმ ჭირდება ტახტზე წამოწოლა, თავისუფალი ასოციაციები და კვირაში ერთსაათიანი სეანსები სამჯერ, რამოდენიმე კვირის განმვალობაში.
ირმა
რათა_ჰა?
სად იყავი აქამდე შე კაცო biggrin.gif
აი ეს პოსტი მომეწონა, იგრძნობა რომ გულიდანაა დაწერილი.
სიმართლეს გეტყვი შენს წინა პოსტებზე ვფიქრობდი რომ ჩვენი ღადაობა გინდოდა.
ახლა რაც შეეხება ვინ რა კუთხით უყურებს ამა თუ იმ თემას ესეც ლოგიკურია, რათქმაუნდა ამისათვის საუკეთესოა ფორუმი, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ.
განსხვავებული აზრი ცუდი არ არის, პირიქით.
QUOTE(რათა_ჰა? @ 21st June 2009 - 10:18 AM) *
დანარჩენ ყველას ვინც ასე საზიზღრად გამასწორა მიწასთან

მე ვფიქრობ არავინ არ გაგასწორებს მიწასთან, უბრალოდ აქამდე ბევრისათვის გაუგებარი იყო შენი ენა.
georgius-asmoday
ძნელია ილაპარაკო მასზე რასაც ადამიანი ასტრალში ხედავს. ჯობია თვითონ ნახოთ....ისეთი გრძნობაა, რომ ნამდვილად ძნელია გადმოსაცემად.

ისე გირჩევდით იმ მედიტაციური რიტუალების გაკეთებას რაც ზემო პოსტში მიწერია...

ისე დაწვრილებით შემი ძლია პმ-ში მოგწეროთ ვისაც დაგაინტერესებთ.
Zet
QUOTE(tikoroma @ 19th June 2009 - 03:28 PM) *
რატომღაც ამაზე არავინ ყვება

ხო კონკრეტული რამეების წერას ყველა ერიდება რატომღაც..

georgius-asmoday
QUOTE(georgius-asmoday @ 22nd June 2009 - 01:01 PM) *
ისე დაწვრილებით შემი ძლია პმ-ში მოგწეროთ ვისაც დაგაინტერესებთ.

ცალკე პიემში ცერას პირდაპირ აქ დაწერე..
საინტერესოა..
მე პირადად გავაკეთებ რასაც დაწერ)))
georgius-asmoday
QUOTE(Zet @ Jun 22 2009, 04:25 PM) *
ხო კონკრეტული რამეების წერას ყველა ერიდება რატომღაც..

georgius-asmoday

ცალკე პიემში ცერას პირდაპირ აქ დაწერე..
საინტერესოა..
მე პირადად გავაკეთებ რასაც დაწერ)))



რა გაინტერესებთ კონკრეტულად?
ირმა
QUOTE(georgius-asmoday @ 22nd June 2009 - 05:07 PM) *
რა გაინტერესებთ კონკრეტულად?

მე მაინტერესებს პირველი გასვლა როგორ აღიქვი და საერთოდ რას გრძნობ ხოლმე smile.gif
georgius-asmoday
QUOTE(ირმა @ Jun 22 2009, 05:41 PM) *
მე მაინტერესებს პირველი გასვლა როგორ აღიქვი და საერთოდ რას გრძნობ ხოლმე smile.gif


პირველად ვიყავი 12 წლის. ღამე იყო, ლოგინში ვიწექი და არ მეძინებოდა..რაღაცაზე ვფირობდო...ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ვითიშებოდი, ძალიან საიამოვნო სიმსუბუქე ვიგრძენი და უდიდესი ნეტარება, როდესაც მივხვდი, რომ სხეულს მოვწყდი...ეს იყო თავისუფლება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით...მოგზაურობა სხვა განზომილებაში...ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ვგრძნობდი სითბოს, დადებით ენერგიას...ვიყავი სადღაც და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იქ იყო ჩემი ადგილი...რაღაც მშობლიური რაღაც ნაცნობი...სიტყვებით მართლა ძნელია ამის ახსნა.
ამის შემდეგ დავიწყე ნელ-ნელა ჩემს თავზე ვარჯიში...
ახლა ძალიან ხშირად ვცდილობ ასტრალში გასვლას...ხან გამომდის ხან არა....ზოგჯერ სხეულიდან კი გამოვდივარ ადვილად, მაგრამ ასტრალში გადასვლა მიჭირს ხოლმე და დავბორიალობ ჩემს ოთახში ან სადმე smile.gif ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემდაუნებურად გამოვედი სხეულიდან, როდესაც გავაცნობიერე ეწს გადავცკვიტე მედიტაცია ჩამეტარებინა...და ასე გარეთ მყოფმა გავაკეთე "პენტაგრამის პატარა და დიდი რიტუალი და ასევე კაბალისტური ჯვარი" ძალიან უცნაური გრძნობა მქონდა....და უკანაც ადვილად დავბრუნდი.

თევენი განცდები და შეგრძნებებიცც მაინტერესებს.
Untitled_14
არ მჯერა რო ვინმე ნამყოფი ხართ..

ვყოფილვარ [ 5 ] [35.71%]
ხშირად დავდივარ [ 2 ] [14.29%]

არ უნდა ამ შვიდი ადამინიდან, რომელიმე პირადა შემხვდეს? wink.gif
old_man
QUOTE(anuchi @ 22nd June 2009 - 07:31 PM) *
არ მჯერა რო ვინმე ნამყოფი ხართ..

რატომ არ გჯერა? რა არის ამაში დაუჯერებელი? ვმარიაჟობთ გგონია? და რაში გვჭირდება? smile.gif
არსებობს უამრავი პრაქტიკული ტექნიკა რითაც შეიძლება ასრალში გასვლა.
მე პირდად როგორც დავწერე ერთხელ შევძელი სხეულიდან გამოსვლა სხეულის სრული მოდუნების და ვიზუალიზაციის დახმარებით, მაგრამ როგორც დავასკვენი ეს მხოლოდ სხეულიდან გამოსვლა იყო და არა ასტრალში გასვლა. ასე რომ ყველაფერი წინ მაქვს ....
ირმა
georgius-asmoday
ძალიან საინტერესოა.

QUOTE(georgius-asmoday @ 22nd June 2009 - 05:58 PM) *
თევენი განცდები და შეგრძნებებიცც მაინტერესებს.

მე მსგავსი განცდა არ მქონია ჯერჯერობით smile.gif
Zet
მეც, რაც გავსულვარ ყოველთვის ბინაში ყოპნით შემოვპარგლულვარ))) მოძრაობა არ დამიმუღამებია უბრალოდ თორე რა გამაჩერებდა)))
საერთოდ ადამიანების 80 პროცენტი (თუ ასი არა) ნამყოფია ასტრალში ასაკის სხვადასხვა პერიოდებში უბრალოდ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
ეს ხშირად ხდება როცა მაღალი სიცხეაქვს ადამინს მაგალითად პატარაობისას ან ისედაც, ეს გავს ნახევრად როგორც სიზმარს, იქედან გამომდინარე რო სხეულს გარეშე ადამიანს არააქვს არც თვალები და არც ტანი, გარემოს აღქმა სხვანაერია ამას ალბათ თავიდან როგორც ნახევრად სიბნელეში ყოფნას შევადარებ...
ესეეგი იღვიძებთ და თან ნახევრად გძინავთ თითქოს, ცდილობთ გაამოძრაოთ ხელი ან ფეხი და არანაერი შედეგი არარის ესეეგი ასტრალში ხართ სავარაუდოდ, მერე იწყება შიში და ფართხალი დაბრუნებაზე ჩალიჩი, ფართხალს არაფერი შედეგი არ მოაქვს.. მაგრამ ჩემი აზრით ეს შიში აბსოლუტურად გაუმართლებელია, უკან დაბრუნება ადამიანს გარანტირებულიაქვს იმაზე უფრო ვიდრე როცა სახლიდან გადის და უკან ბრუნდება... მანქანით მგზავრობა უფრო საშიში მგონია ვიდრე ასტრალში გადაადგილება მითუმეტეს თუ იცის ადამიანმა გადაადგილების პრინციპები და დაცვის საშვალებები.. ასტრალში გადაადგილებას და მხედველობას ადამიანი სწავლობს რაღაც ვარჯიშებით, როგორც დაუშვათ პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ოღონდ ასტრალის შემთხვევაში რათქმაუნდა უფრო ადვილია)) ხდება ხოლმე სხეულის გარეთ ყოფნის დროს შორს წაუსვლელადაც შეხვდეთ სხვადასხვა არსებებს, მაგალითად შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებს, მემგონი მენტალიებს ეძახიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უთვალთვალებენ ხოლმე ადამიანებს, ოღონდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ისინი ძირითადათ ხუმრობაზე ორიენტირებულები არიან და ზოგჯერ შეიძლება შეაშინონ ადამიანი ან გაეკაიფონ ან რამე ამდაგვარი, მე მაგალითად მქონია შემთხვევა როცა ასტრალში ყოფნის დროს ორი ეგეთი შუთნიკი დამადგა და ჩემ შეშინებას ცდილობდნენ) ლოგინზე აბაგუნებდნენ))
საერთოდ მოგზაურობების დროს როგორც ვიცი ყველაზე კაი ხერხი თავდასაცავათ არის მანტრები, იმიტომრომ მანტრებს დიდი ეგრეგორი აქვს...
და როგორც ვიცი ყველანაერ არსებებს თუ ენერგიებს რომლებიც ცოტა სხვანაერად არიან განწყობილები, შლის ან აგდებს ან აქრობს...
მხედველობის გავარჯიშების მერე ასტრალში შესაძლებელია ადამიანმა მთლიანად გარშემო ხედავდეს ყველაფერს, ანუ მარტო წინ კი არამედ გარშემო...
ხო კიდე სხეულში დაბრუნების ყველაზე მარტივი მეთოდი არის ის რომ პირველი უნდა ეცადოთ ამოძრაოთ ენა როცა ცდილობთ სხეულში დაბრუნებას...
კიდე ვენ რაიცით დაწერეთ)))
რათა_ჰა?
ჩემი მედიტაციისადმი ინტერესიც მსგავსი რამეებით დაიწყო. მაგრამ, რამდენადაც არ ვცდილობდი, არაფერი გამოდიოდა. ასტრალს არ ვეძახდი, მაგრამ რაღაც განსხვავებულ ცნობიერებას. ამით რომ არაფერი გამოვიდა, ვსინჯე რამოდენიმეჯერ სალვია დივინორუმი-შამანაები იყენებდნენ ამ მცენარეს, როცა სულის მოგზაურობა იყო საჭირო. სალვია დივინორუმით მიღებული განცდა ძალიან ძნელია რაიმეს შეადარო: "ჯოჯხეთშიც" ვარ ნამყოფი ამ მცენარით, "სამოთხეშიც" და ცნობიერების რამოდენიმე სხვა მდგომარეობაც განმიცდია. მერე ამათ შევეშვი. ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე ყოველდღიურად ვაკეთებ მედიტაციას, ოღონდ მედიტაციის ამ ტიპში არაფერს არ ცდილობ საერთოდ. არც მიზანი გაქვს რაიმეს მიაღწიო და არც მიზანი გაქვს რაიმეს არ მიაღწიო. მარტო დაკვირვება ხდება ყველაფრის. ღამე ყოველთვის ასე ვიძინებ და ბოლო 2 თვის განმავლობაში მქონდა რამოდენიმეჯერ გააზრებული სიზმარი. გააზრებული სიზმარი იწყება სიზმარში ყოფნის რეალიზაციით. როცა პირველად დამეწყო ეს განცდა (უფრო სწორად, გააზრებული სიზმრები ადრეც მქონია, მაგრამ ასეთი არასდროს), როგორც გეორგიუს-ასმოდეი ამბობს, შეუძლებელია მისი გადმოცემა. ერთი კი ვიცი, რომ ამ დროს სიზმრის კონტროლს საერთოდ არ ვცდილობ და ვცდილობ ზუსტად ისეთივე მედიტაცია გავაკეთო, რასაც ფხიზელი ვაკეთებ (პრინციპში დიდი განსხვავება არ არის სიფხიზლესა და სიზმარს შორის). ენით მართლა ძნელი გადმოსაცემი განცდაა-ასტრალი რა არის ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ განცდას უხეშად გადმოვცემ. არაფერს არ ვხედავდი, რაიმე ვიზუალური განცდა არ მქონია. მარტო არის დიდი სიამოვნების, შიშის და უსასრულო სივრცეში ვარდნის განცდა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ უბრალოდ დავაკვირდე ამ ყველაფერს და არავითარი შინაარსი არ მივცე განცდებს. თუმცა, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. როცა შინაარს აძლევ რაღაცას, მერე ყველაფერი შინაარსის მიხედვით იცვლება. ამ შემთხვევაში, შიშის განცდა იყო ყოველთვის, მაგრამ თავიდან ამ შიშის განცდაზე დაკვირვება ხდება და ბოლოს შიში აღიქმება როგორც ჩემი. როგორც კი შიში აღიქმება როგორც ჩემი, მაშინვე მთავრდება ეს ყველაფერი. თანაც იცი ეს ყველაფერი წინა რამოდენიმე განცდის საფუძველზე. უფრო მეტიც, სიზმრის გააზრება იწყება თუ არა, მყისიერად იცი (არა როგორ "მე"-მ და ამის გადმოცემა და გაგება ძნელია-თუმცა არ არის საჭირო, ჩემი აზრით), ან რაღაცამ იცის, რაც მოხდება და ყველანაირი გრძნობა უცებ გეუფლება.

მედიტაციაზე ქადაგების შანსს არ დავკარგავ და აქვე ვიტყვი biggrin.gif აუცილებლად საჭიროა მედიტაცია. თუ დილის საათებში ვერ შეძლებთ, როცა დასაწოლად წახვალთ, ნუ იფიქრებთ ნურაფერზე განზრახ. უბრალოდ ცნობიერი დარჩით ყველაფრის. გონებას მიეცით საშუალება სადაც უნდა წავიდეს. ამ დროს ფიქრიც იქნება თავში, მაგრამ ერთ რამეს ძალიან აშკარად დაინახავთ: როცა ნებით არ ვფიქრობთ, ეს ფიქრები თავისით ავტომატურად მიდიან და საერთო არ გვაწუხებენ. ყოველ ღამე ასე აკეთეთ და ჩაძინებაც გაცილებით მარტივია და საინტერესოც. ზოგჯერ, როცა ასეთი ცნობიერებით ვიძინებ (და როგორც ავღნიშნე, ბოლო რამოდენიმე თვეა აღარ დამიძინია ამის გარეშე საერთოდ და აღარც არის სურვილი), ძილშიც ცნობიერი შევდივარ. მაგალითად, პირველი სიზმრის ნაფლეთები შეიძლება გაჩნდეს. ან, ისეთ მდგომარეობაში შეხვიდე, რომ თან გძინავს და თან იცი რომ ძილის მდგომარეობაში ხარ, ოღონდ არც სიზმრებია და არც არაფერი-უბრალოდ იცი რომ რაღაც არის, შენი ცნობიერება არის და ყველაფერს აღიქვამს. მოკლედ, ბევრი ასეთი რამის აღწერა ძნელია, მაგრამ უმიზნო და უ-უმიზნო მედიტაციით ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება მიზნის გარეშე.

P.S. დამავიწყდა ის მიმემატებინა, რომ როცა ეს გააზრებული სიზმარი იწყება ამ განცდების ერთობლიობით, არსებობს "წინათგრძნობა" (და ისევ, ეს "წინათგრძნობა არ აღიქმება როგორც ჩემი), რომ რაღაც უსასრულო და ენით აღუწერელი დგას ამის უკან და თუ ასე გააგრძელებ, ამ რაღაცას ნახავ. ჯერ ჯერობით არ ვაგრძელებ, მაგრმა არც ვწუხვარ ამის გამო biggrin.gif
georgius-asmoday
QUOTE(Zet @ Jun 23 2009, 01:23 AM) *
მეც, რაც გავსულვარ ყოველთვის ბინაში ყოპნით შემოვპარგლულვარ))) მოძრაობა არ დამიმუღამებია უბრალოდ თორე რა გამაჩერებდა)))
საერთოდ ადამიანების 80 პროცენტი (თუ ასი არა) ნამყოფია ასტრალში ასაკის სხვადასხვა პერიოდებში უბრალოდ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია..
ეს ხშირად ხდება როცა მაღალი სიცხეაქვს ადამინს მაგალითად პატარაობისას ან ისედაც, ეს გავს ნახევრად როგორც სიზმარს, იქედან გამომდინარე რო სხეულს გარეშე ადამიანს არააქვს არც თვალები და არც ტანი, გარემოს აღქმა სხვანაერია ამას ალბათ თავიდან როგორც ნახევრად სიბნელეში ყოფნას შევადარებ...
ესეეგი იღვიძებთ და თან ნახევრად გძინავთ თითქოს, ცდილობთ გაამოძრაოთ ხელი ან ფეხი და არანაერი შედეგი არარის ესეეგი ასტრალში ხართ სავარაუდოდ, მერე იწყება შიში და ფართხალი დაბრუნებაზე ჩალიჩი, ფართხალს არაფერი შედეგი არ მოაქვს.. მაგრამ ჩემი აზრით ეს შიში აბსოლუტურად გაუმართლებელია, უკან დაბრუნება ადამიანს გარანტირებულიაქვს იმაზე უფრო ვიდრე როცა სახლიდან გადის და უკან ბრუნდება... მანქანით მგზავრობა უფრო საშიში მგონია ვიდრე ასტრალში გადაადგილება მითუმეტეს თუ იცის ადამიანმა გადაადგილების პრინციპები და დაცვის საშვალებები.. ასტრალში გადაადგილებას და მხედველობას ადამიანი სწავლობს რაღაც ვარჯიშებით, როგორც დაუშვათ პატარა ბავშვი სწავლობს სიარულს, ოღონდ ასტრალის შემთხვევაში რათქმაუნდა უფრო ადვილია)) ხდება ხოლმე სხეულის გარეთ ყოფნის დროს შორს წაუსვლელადაც შეხვდეთ სხვადასხვა არსებებს, მაგალითად შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ არსებებს, მემგონი მენტალიებს ეძახიან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც უთვალთვალებენ ხოლმე ადამიანებს, ოღონდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ისინი ძირითადათ ხუმრობაზე ორიენტირებულები არიან და ზოგჯერ შეიძლება შეაშინონ ადამიანი ან გაეკაიფონ ან რამე ამდაგვარი, მე მაგალითად მქონია შემთხვევა როცა ასტრალში ყოფნის დროს ორი ეგეთი შუთნიკი დამადგა და ჩემ შეშინებას ცდილობდნენ) ლოგინზე აბაგუნებდნენ))
საერთოდ მოგზაურობების დროს როგორც ვიცი ყველაზე კაი ხერხი თავდასაცავათ არის მანტრები, იმიტომრომ მანტრებს დიდი ეგრეგორი აქვს...
და როგორც ვიცი ყველანაერ არსებებს თუ ენერგიებს რომლებიც ცოტა სხვანაერად არიან განწყობილები, შლის ან აგდებს ან აქრობს...
მხედველობის გავარჯიშების მერე ასტრალში შესაძლებელია ადამიანმა მთლიანად გარშემო ხედავდეს ყველაფერს, ანუ მარტო წინ კი არამედ გარშემო...
ხო კიდე სხეულში დაბრუნების ყველაზე მარტივი მეთოდი არის ის რომ პირველი უნდა ეცადოთ ამოძრაოთ ენა როცა ცდილობთ სხეულში დაბრუნებას...
კიდე ვენ რაიცით დაწერეთ)))



ძალიან საინტერესო პოსტია. რაც გავამუქე მსგავსი გრძნობა მქონდა, როდესაც პირველად მოულოდნელად გავედი სხეულიდან.

რაც შეეხება მენტალიებს- მე მას უფრო ელემენტალებს, ანუ დამალ საფეხურზე მდგომ ენერგეტიკებს ვუწოდებ. პაპიუსს კარგად აქვს განმარტებული მათი თვისებები და ძალა, იგი მათ ლე-ოლაჰმის განზომილებას მიაკუთვნებს. ელემენტალებზე ასევე დაწვრილებით საუბრობს ელიფას ლევი თავის წიგნში "დოგმა და რიტუალი უმაღლესი მაგიის". სადაც კარგადაა განხილული ოთხივე სტიქიის სულები და ელემენტალები, ასევე აღწერილია ის რიტუალები და მედიტაციები რითაც ადამიანს შეუძლია შევიდეს მათთან კონტაქტში და ასევე დაიმორჩილოს ისინი. ისე ელემენტალები იმსახურებენ ცალკე თემის გახსნას. დღეს მოვიცლი და გავხსნი smile.gif
რათა_ჰა?
lester
QUOTE
ვინ რა იცით ამის შესახებ დაწერეთ ყველაფერი

ამ ვეგბგვერდზე არის დაწვრილებით გადმოცემული ტექნიკა და სხვადასხვა დეტალები-იქნება დაგაინტერესოს.
tikoroma
ე.ი. ასტრალში გასვლისას მხოლოდ შეგრძნებებია განსხვავებული?
რამე რომ ნახო, შორს უნდა წახვიდე სადმე? მაგალითად, რაიმე უხილავი არსებები, თუნდაც ელემენტალები, ვისზეც მეორე თემაშია საბრები. ან ასტრალში მცხოვრები სულები... გარადაცვლილები ან სხვ.
Zet
იმ სულების სანახავად რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დედამიწაზე იმყოფებიან, ან სიკვდილის მერე არ წასულ აქდან, ან სულებს ვინც უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ან თავის სურვილით დედამიწას და მატერიალუტ სამყაროს სტუმრობენ იმათ სანახავად შორს წასვლა არარის საჭირო... მარა თუ გინდა რომ ძირითად სულების ბაზაში მოხვდე საიდანაც ყველა ჩვენთაგანი მოვდივართ, რაღაც შრეები და ტუნელები უნდა გაიარო, ძნელი ეგეც არარის უბრალოდ რა საჭიროა, თორე სურვილისამებრ ეგეც შეიძლება ალბათ)))
georgius-asmoday
QUOTE(Zet @ Jun 24 2009, 03:09 PM) *
იმ სულების სანახავად რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დედამიწაზე იმყოფებიან, ან სიკვდილის მერე არ წასულ აქდან, ან სულებს ვინც უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო ან თავის სურვილით დედამიწას და მატერიალუტ სამყაროს სტუმრობენ იმათ სანახავად შორს წასვლა არარის საჭირო... მარა თუ გინდა რომ ძირითად სულების ბაზაში მოხვდე საიდანაც ყველა ჩვენთაგანი მოვდივართ, რაღაც შრეები და ტუნელები უნდა გაიარო, ძნელი ეგეც არარის უბრალოდ რა საჭიროა, თორე სურვილისამებრ ეგეც შეიძლება ალბათ)))


და ეს თეორიულად იცი თუ პრაქტიკულადაც გქონია შეხება?
Zet
QUOTE(georgius-asmoday @ 24th June 2009 - 02:38 PM) *
და ეს თეორიულად იცი თუ პრაქტიკულადაც გქონია შეხება?

თეორიულად... (ნუ მინიმალურ პრაკტიკას თუ არ ჩავთვლით)
georgius-asmoday
QUOTE(Zet @ Jun 24 2009, 03:43 PM) *
თეორიულად... (ნუ მინიმალურ პრაკტიკას თუ არ ჩავთვლით)


სხეულიდან გასვლა ხშირად მქონია მაგრამ სულებთან და ენერგეტიკებთან კონტაქტი ნაკლებად sad.gif
Zet
QUOTE(georgius-asmoday @ 24th June 2009 - 03:21 PM) *
სხეულიდან გასვლა ხშირად მქონია მაგრამ სულებთან და ენერგეტიკებთან კონტაქტი ნაკლებად

წაიკითხე მონროს წიგნები, მერე ისწავლე გადაადგილება (დაახლოებით ესეა რაღაც წერტილზე ახდენ კონცენტრირებას და იქ მიდიხარ ეგრევე),
მერე ყოველი დაწოლის წინ შენთავს მიეცი დავალება "მე დღეს ღამე ასტრალში მინდა გასვლა", და ესე ყოველი დაძინების წინ და თუ პირველივე ღამეს არა, რამდენიმე დღის მერე გახვალ, და მერე მანზილებს გაზრდი ნელნელა,
და მერე იგულავებ რა...))))))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.