Help - Search - Members - Calendar
Full Version: ეკოლოგია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ფლორა და ფაუნა
Pages: 1, 2
ირმა
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო შეიმჩნევა სამყაროს დაბინძურება, რომელიც ადამიანის ხელის ჩარევით მოხდა. ნადგურდება ულამაზესი ტყეები, გადაშენების პირზეა უამრავი ცხოველი და ფრინველი, დნება ყინულთა ლოდები. თერმომეტრი ნელ-ნელა მაღლა იწევს, ეს გამოიწვევეს, მრავალი არსების დაღუპვას... უამრავია პრობლემა და გამოსავალს ჯერ ვერავინ ხედავს, წამალი არ არსებობს ჯერჯერობით ამ ავადმყოფობისა, რომელიც ჩვენ შევყარეთ ჩვენს მშობელს, დედას, დედამიწას sad.gif
რაც დრო გადის მით უარესდება მდგომარეობა და ამ შემთხვევაში გამოთქმა „დრო მკურნალია“ გადაქცეულია,–დრო დამღუპველიად justcuz_hourglass.gif
დიახ, სამწუხაროდ დრო იწურება, ნათლად ჩანს, მეცნიერები აღარ მალავენ საშიშროებას, რაც ამ მოვლენებს მოჰყვება. არ გამოირიცხება, რომ მრავალი გამოთვლა შეიძლება არ იყოს მართალი(ნეტავ არ იყოს), მაგრამ სულ ცოტა დრო დარჩა–2050 წლისთვის ამბობენ, რომ (ასეთი რითმით თუ ვივლით) მილიონამდე ცოცხალი ორგანიზმი განადგურდებაო. unsure.gif
ეს თემა ძალიან დიდია. ყველა ადამიანმა უნდა შეეცადოს პატარა საქმე გააკეთოს, დაიცვას დედა-ბუნება.ველოდები თქვენს გამოხმაურებას.


ირმა
ეკოლოგია [ბერძ.oikos სახლი და logos მოძღვრება]- ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმებისა და მათი გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას.
ირმა
მრავალმა ქვეყანამ დაიწყო ნაგვის გამოყენება.(ჩვენ მახსოვს ბავშვობიდან მაკულატურასა და ჯართს ვაგროვებდით) სხვადასხვა ნაწარმზე აღნიშნულია ნიშნები, რის მიხედვითაც ვაგროვებთ ნაგავს. ბევრი რამის ხელახლა გამოყენებით უფრო ნაკლები იქნება განადგურება, მაგრამ ვგონებ არ მიმდინარეობს ჯერ სწორი მუშაობა ამ თემაზე. ამ გვერდზე ნახეთ სხვადასხვა ნიშანი, რომლებიც პროდუქტებზეა:
http://dedamitsa.blogspot.com/2008/09/blog-post.html
blanca
საქართველოში როდის დაიწყებენ ნაგვის დახარისხებას და ისევ გამოყენებას? წალეკა ქვეყანა პარკებმა და ნაგავმა
რაღაც უნდა მოიგონონ ისეთი რომ ნაგავს დააყარო და სადმე გაუშვა გაუუვნებელყო biggrin.gif რომ აღარ არსებობდეს ეს საშინელი ცელოფნის პარკები
აუ მაგრად ვერ ვიტან მაღაზიაში ცელოფანში რომ გიდებენ ნაყიდს. ეხლა ცდილობენ ყველამ გამოიყენოს ქა ღალდის პარკი recycled
მაგრამ ცელოფანიც ბვრია. აღარ მეტევა სახლში biggrin.gif
old_man
QUOTE(blanca @ 30th January 2009 - 06:22 PM) *
საქართველოში როდის დაიწყებენ ნაგვის დახარისხებას და ისევ გამოყენებას?

ხო ქართველი მაგისთვის თავს არ შეიწუხებს ასი წელი smile.gif))
Zet
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))
TeO
QUOTE(ZipCode @ 30th January 2009 - 08:31 PM) *
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))

ასეთი ინფო მე არ მაქვს, მაგრამ ღმერთმა ქნას სიმართლე იყოს! whistling.gif
TeO
ახლა ვუყურე ამ ფილმს - დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა
http://gol.ge/index.php?cat=movies&det...mp;search=earth

და ვფიქრობ ის პირდაპირ შეხებაშია ეკოლოგიის პრობლემასთან.. ფილმი ვისაც ნანახი გაქვთ ალბათ მიხვდებით smile.gif

ანუ ჩვენი პლანეტის ეკოლოგიას საფრთხეს ვუქმნით ადამიანები secret.gif
ირმა
არ მიკვირს, რომ საქართველოში ნაგავს ჯერ არ ახარისხებენ. რა ნაგავი, ვის ეცალა მაგისთვის, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა,–არევ-დარევა, ეკონომიური დაცემა, ომი, მიგრაცია, შიმშილი, სიცივე...
QUOTE(ZipCode @ 30th January 2009 - 08:31 PM) *
ეხლა მემგონი აშენებენ უკვე ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას, ანუ პლასმასის ბოთლებს და ცელოფნებს გადაამუშავებენ.. მთელი ქალაქი რო მოფენილია)))

ეს უკვე პროგრესის მაჩვენებელი იქნება.
ისე ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება,– აქ სხვაგან არის საშიშროება. ბედნიერი ერი ვართ იმის გამო, რომ გვაქვს ულამაზესი მთები და აქედან გამომდინარე უამრავი მდინარე,– სასმელი წყალი. მსოფლიოში დღეს უდიდესი საშიშროება,– სასმელი წყლის არ ქონა. ჩვენ წყალი გვაქვს, მაგრამ თუ დაიწყეს კავკასიონის ხე-ტყის დაუზოგავად ჩეხვა,– წყალიც დაშრება.
ასე რომ კარგია თუ საქართველოშიც დაიწყება ნაგვის ცალ-ცალკე შეგროვება, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ხე-ტყის გაფრთხილება.
რამდენიმე წლის წინ თურქეთი ეზიდებოდა ჩვენს ხეებს, ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ მეშინია რომ იგივე გრძელდება.
თუმცა ჩვენ რას გავაწყობთ, როგორ შევაჩერებთ, მალე ალბათ ამაზონზეც არ დარჩება ხე sad.gif
ირმა
ახლა კიდევ დაიწყეს სარეცხის მანქანების გამოშვება ისეთის, რომლებიც ეკონომიურად ხარჯავენ წყალს, ასევე ფხვნილების, რომელსაც ბევრი გავლება არ უნდა. საქმე სერიოზულადაა. წყალი ყველაზე ძვირად ღირებული გახდება ასე თუ გაგრძელდა.
ირმა
ავსტრალიის ხანძარი ასევე ეკოლოგიური კატასტროფაა sad.gif
TeO
აუ, რაც დათბა, მოკლედ ეს "ცივილური" PPL გამოვიდა ბუნებაში საპიკნიკოდ და ისე "ლამაზად" ანაგვიანებს გარემოს, რომ ვუყურებ გული მიწუხდება რაა sad.gif(( superstition.gif
ამათ გამო სითბო არ მოგინდება კაცს wacko.gif
ირმა
ჩვენი დედამიწა დიდხანს ვერ აიტანს ჩვენ ნაგავს. ხე-ტყის ჩეხვა გრძელდება და არ არსებობს შუქი, რომელიც დაგვანახებს რომ შევჩერდებით. აი, ამ თემაში მიპყრობს პესიმიზმი და მეშინია, მეშინია ხვალინდელი დღის, მეშინია ჩვენი მომავალი რას ისუნთქებს... მეშინია... sad.gif
Untitled_14
ირმა

საქართველოშI ყველაზე დიდი რესუსრებიაო გამიგია.. და არ ვიყენებთო sad.gif
ირმა
QUOTE(anuchi @ 7th April 2009 - 01:48 AM) *
საქართველოშI ყველაზე დიდი რესუსრებიაო გამიგია.. და არ ვიყენებთო

აი მაგის მეშინია მეც, რომ „ გამოიყენებენ“ sad.gif
tikoroma
შარშან დამაბეჭდინეს სტუდენტებმა თუ მოსწავლეებმა ბროშურები პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს შესახებ. გლდანში ყოფილა,მაგრამ ცოტ-ცოტას არ იბარებენ, დიდი რაოდენობით უნდათ და ზომების მიხედვით დახარისხებული. მაინც კრგია რომ არსებობს ასეთი რამ. მე კომპიდან წამეშალა ეგ ბროშურა და აღარ მახსოვს ზუსტად...
სიტყვა და საქმეშიც შემხვედრია განცხადება პლასტმასის ბოთლებს ვიბარებთო.
მოკლედ რაკი ასეთი რამ არსებობს თბილისში რეკლამა უნდათ კარგი, რომ ხალხმა ნაგავშიარ მოისროლონ ბოთლები და მაგათ მიაწოდონ..
ნუ თბილისს გრეთ არამგონია საქართვველოში იყო სადმე მგვსი საწარმო

ნუ პარკებმა ხო წაგვიღო რა
ირმა
QUOTE(tikoroma @ 16th May 2009 - 07:39 PM) *
ნუ პარკებმა ხო წაგვიღო რა

ხო, რაღაც სურათებს წავაწყდი, რომლებმაც შემძრა sad.gif




tikoroma
აუ, ჩემი კორპუსის ეზოს სურათები უნდა დავდოოოოოო. ფანჯრიდან ყრიან პირდაპირ პარკებით ნაგავს. უკნა მხარეს კორპუს ბაღები ესაზღვრება და სავსეა ნაგავით... უსინდისოებიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიი
TeO


Shou
სულ ვამბობდი, რომ პირველ რიგში სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ეკოლოგია საფუძვლიანად. გასვლითი გაკვეთილები ეწყობოდეს. ფილმებს აჩვენებდნენ, პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებდნენ. და საერთოდ ძალიან კარგი იქნება ნაგვის დახარისხებას სკოლაშივე სწავლობდნენ და პირველი ურნები იქ დაიდგას. მერე როცა წამოიზრდებიან ბუნერრივად შესისხლხორცებული ექნებათ საჭირო ჩვევები. ძალიან ლამაზია თეო l_daisy.gif
TeO
Shou
გეთანხმები ორივე ხელით +1!!!!!!!!!!!!
ეს რომ ისწავლებოდეს თავიდანვე, ბავშვებში, მერე გაზრდილები აღარ დააბინძურებენ გარემოს! wink.gif

ყველაფერი ურთიერთ გადბმულია და ახლა ვინც ანაგვიანებს, მათი ასე ვთქვათ ბრალი არც არის, რადგან მათში გარემოს დაცვის პროგრამა არ ჩაუდიათ,..ნეტავ ვისი ბრალია? biggrin.gif

ასე რომ სისტემაა მეტად მოძველებული და ვეღარ ქაჩავს, რომ ყველაფერი 5იანზე ქონდეს და ხალხიც "კმაყოფილი" ყავდეს)))
Shou
ჩვენი ბრალი ის იქნება ეხლანდელი ბავშვებიც თუ ასე უმეცრები გაიზრდებიან. ძალიან მრცხვენია, რომ მაშტაბურს არაფერს ვაკეთებთ ამისათვის sad.gif
TeO
Shou ჩემო კარგო, შენ თუ ასე გადარდებს ჩვენი ეკოლოგია და გინდა გააკეთო რამე, თუნდაც მცირე - ძალიან კარგია! wink.gif

აი, რამდენიმე კვირაა რაც ტყეში (სადაც მე ვსეირნობ ხოლმე) გამოჩდა კაფია-გაფრთხილებები, რომელიც სხვადასხვა ადგილასაა გაკრული და სეირნობის დროს კითხულობ ხოლმე smile.gif
იდეა მეტად კარგია და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამოვბეჭდოთ და "ციყვებში" გავაკრათ, ხოლო პარალელურად დასუფთავების აქციაც მოვაწყოთ...რადგან ეგ საბავშვო პარკია და ცოდვაა ის ბავშვები, რომლეთაც უგუნური უფროსების გამო დანაგვიანებულ გარემოში უწევთ თამაში sad.gif

ფოტოები გადავუღეთ და აქ დავდებ






ირმა
QUOTE(Tea @ 19th May 2009 - 08:36 PM) *
აი, რამდენიმე კვირაა რაც ტყეში (სადაც მე ვსეირნობ ხოლმე) გამოჩდა კაფია-გაფრთხილებები, რომელიც სხვადასხვა ადგილასაა გაკრული და სეირნობის დროს კითხულობ ხოლმე

კარგია რომ არიან ადამიანები და ბრძოლობენ smile.gif
ირმა
ევროპაში ყველგან დაიწყეს ნაგვის გადამუშავება უკვე დიდი ხანია. ქალაქში ნაგვის დიდ ურნებთან გვერდით დგას გადასამუშავებელი ნაგვის ურნებიც. წესით კარგი იქნებოდა რომ ადამიანებმა ნაგავი გადაარჩიონ და ალბათ ძალიან ბევრი არჩევს კიდევ. წარმოიდგინეთ მე სახლში ნაგავს ცალ-ცალკე ვაგროვებ და ის რაც გადამუშავებადია სამმაგია ჩვეულებრივ ნაგავზე. თუმცა ზოგიერთი დააგვიანებს გაიგოს ეკოლოგიური პრობლემა რამდენად დიდია.
TeO
გეთანხმები ირმა , მაგრამ რაღაც იმედიები გამიცრუვდა რა..თუ გახსოვს შაბათს დალაგების აქციას ვატარებდი.
ხოდა ჩავატარე მაგრამ მხოლოდ სამნი ვიყავით ისიც ჩემი ოჯახის წევრები და განცხადებებით, რომელიც წინასწარ გავაკარით იმ ტერიტორიაზე..მოკლედ არავინ გამოგვეხმაურა და თან მთელი დალაგების პერიოდში ხალხის ჭაჭანება არ იყო, თითქოს გვემალებოდნენ,..ამ დროს ეგ პარკი ძალიან ხალხ მრავალია ))
მოკლედ, დავალაგეთ და რაც შევძელით და 70 ლიტრიანი დიდი ნაგვის 8 პარკი ავავსეთ!!! და კიდევ გავაკარით პატარა ზომის პლაკატები ანტი დანაგვიანების..

ხოდა დღეს ავედით სანახავად, შემოვლაზე და ყველა ის პლაკატი ჩამოგლეჯილი დაგვხვდა და ნაგავიც დაყარეს ისევ sad.gif sad.gif ასე რომ ყურები ჩამომეყარა უუფ
Shou
რომელ ტერიტორიას ალაგებდით TeO? არ ჩამოყარო რა ყურები გთხოვ l_daisy.gif მეც დაგეხმარები, ვთქვათ დილას ძალიან ადრე ყოველთვის მცალია, აი, ცოტა მოგვიანებით კი, არ ვიცი, ძირითადად დაკავებული ვარ. მე ისიც არ მომწონს ციყვების შესასვლელთან დაჟანგული წარწერა და ბოძები რომ არის. შეღებვა არ იქნებოდა ურიგო. ვიცი, ეს უფრო ესთეტიკასთან არის კავშირში ვიდრე ეკოლოგიასთან მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. საერთოდ (ვიცი ეხლა ამისათვის შეიძლება ჩამქოლონ) ვფიქრობ კუს ტბაზე მანქანების მოძრაობის საათები უნდა შეიზღუდოს თუ გვინდა ერთი წერტილი მაინც შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა. არ ვიცი რა ინსტანციებში შეიძლება ამ საკითხის დაყენება (საკმაოდ არაპოპულარული იდეაა) მაგრამ ალბათ ღირს გაგება და თავის შეწუხება რადგან კუს ტბის ”გაპაპსავებამ” ამ მიდამოებში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია აშკარად. იმ დღეს არავინარ აუშვეს ზემოთ, რაღაც ქიმიკატებიაო გაშვებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ქიმიკატებით რაიმე კონკრეტული პრობლემა დროებით მოგვარდეს მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაც უფრო დიდ დაზიანებას გამოიწვევს.
ირმა
TeO
საქმე იმაში არ არის რომ ერთეულებმა(როგორც შენ) ნაგავი აგროვოს და ასუფთავოს, საქმე იმაშია, როგორ გავაგებინოთ უმრავლესობას რომ ასე დაბინძურება ბუნებისა არასასურველ შედეგს მოიტანს. შენ თეო და შენნაირი ხალხი ვერ აუვა იმ დიდ რიცხვს, რომელიც ნაგავს სადაც მოეპრიანება იქ ყრიან.
მე ვფიქრობ ერთეულებმა რაც გინდა ვიყვიროთ ვერაფერს გავხდებით, თუ ამ ხალხს არ აუხსენი კარგად ისე ვერ გაიგებს.
ვფიქრობ მთავრობამ უნდა ქნას რაღაცა, თუნდაც დააწესოს ჯარიმა დამბინძურებელთათვის. გამოცდილია ზოგიერთ ადამიანს თუ ცოტა ჯიბე არ აეწვა ისე ვერ გაიგებს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ უმრავლესობა არ არის მზად დემოკრატიისათვის. დემოკრატია ზოგს თავხედობა ჰგონია. სინდისი თუ არ ჩამოყალიბდა ისე დემოკრატია არ შველის, ასე რომ დღეს მხოლოდ ერთი გამოსავალი ჩანს, ჯარიმა(ჩემი აზრით). ისე ტელევიზიამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს. დროა დაიწყოს ხშირი საუბრები ამ თემაზე.
ჩვენ ჩვენი მხრიდან გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები და იქნებ ვინმე „ქრისტიანმა“ წაიკითხოს და გაიგოს.
ზუსტად ამისათვის არის ეს თემა. მოვიტანოთ არგუმენტები, ფაქტები რას იწვევს ცელოფნის პარკებისა თუ პლასმასის ბოთლების ასე დაყრა. ეს ნივთები ხომ ასობით წელი არ დაიშლება, რა ბუნებას ვუტოვებთ ჩვენს მომავალს?!
ირმა
Shou
QUOTE(Shou @ 30th June 2009 - 01:48 PM) *
რომელ ტერიტორიას ალაგებდით TeO? არ ჩამოყარო რა ყურები გთხოვ მეც დაგეხმარები, ვთქვათ დილას ძალიან ადრე ყოველთვის მცალია, აი, ცოტა მოგვიანებით კი, არ ვიცი, ძირითადად დაკავებული ვარ. მე ისიც არ მომწონს ციყვების შესასვლელთან დაჟანგული წარწერა და ბოძები რომ არის. შეღებვა არ იქნებოდა ურიგო. ვიცი, ეს უფრო ესთეტიკასთან არის კავშირში ვიდრე ეკოლოგიასთან მაგრამ ესეც მნიშვნელოვანია. საერთოდ (ვიცი ეხლა ამისათვის შეიძლება ჩამქოლონ) ვფიქრობ კუს ტბაზე მანქანების მოძრაობის საათები უნდა შეიზღუდოს თუ გვინდა ერთი წერტილი მაინც შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა. არ ვიცი რა ინსტანციებში შეიძლება ამ საკითხის დაყენება (საკმაოდ არაპოპულარული იდეაა) მაგრამ ალბათ ღირს გაგება და თავის შეწუხება რადგან კუს ტბის ”გაპაპსავებამ” ამ მიდამოებში ჰაერის დაბინძურება გამოიწვია აშკარად. იმ დღეს არავინარ აუშვეს ზემოთ, რაღაც ქიმიკატებიაო გაშვებული. საბოლოო ჯამში შეიძლება ქიმიკატებით რაიმე კონკრეტული პრობლემა დროებით მოგვარდეს მაგრამ სავარაუდოდ სხვა რაღაც უფრო დიდ დაზიანებას გამოიწვევს

კარგი იდეები გაქვს. good.gif
იქნებ რაიმე წერილი დავწეროთ და პარლამენტში გავგზავნოთ, რას იტყვით?
Shou
უნდა გავიკითხო "მცოდნე" ადამიანებთან ჯერ და მერე შესაბამისად ვიმოქმედო (ჩამქოლავეეეენsmile.gif)
ირმა
O.K.

ამ ყველაფერს თავისებურად დრო სჭირდება, სამწუხაროდ...
დრო იმედია შესძლებს ადამიანის აზროვნების შეცვლას ასეთ უბრალო საკითხში მაინც.
განა ასე ძნელია იცოდეს ადამიანმა, რომ ნაგავი ყველგან არ უნდა დაყაროს?!
Shou
რას ვფიქრობ იცი, შეიძლება კონკრეტულად შენი ძალისხმევის შედეგი მაშინვე არ გამოჩნდეს მაგრამ დრო მოვა და შენი იდეა აუცილებლად იპოვის გზას და შეცვლის რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ.

იმ დღეს ბიზნეს სოციალური პასუხისმგებლობის სემინარზე ვიჯექი და 28 მონაწილეს სათითაოდ მოგვაყოლეს თუ ვინ რას ვაკეთებთ კონკრეტულად ეკოლოგიისათვის. ყველა ძალიან აქტიური აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში სიტყვებით. თუნდაც ტყუილი იყოს ის რაც ილაპარაკეს, ვფიქრობ ყველა (მათ შორის მეც) სხვანაირად დავფიქრდით ამ საკითხზე. ვიღაც ნაჭრის საყიდლების ჩანთას იყიდის რათა ცელოფნის პარკებით არ გავანადგუროთ დედამიწა, ვიღაც აუცილებლად გადამუშავებულ პროდუქციას შეიძენს, რომელიღაც ორგანიზაცია ნაგავს დაახარისხებს ოფისში და ყუთებს დადგავს ქაღალდებისათვის რათა თანამშრომლებმა სახლიდანაც მოიტანონ გამოყენებული (არა ტუალეტში ოღონდsmile.gif) ქაღალდი და გადასამუშავებლად ყოველი თვის ბოლოს გაატანას შესაბამის ორგანიზაციას რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ კუთხით. მე პირადად ყოველი თვის ბოლოს მირეკავენ და მეკითხებიან ხომ არ დაგროვდა საკმარისი რაოდენობით ქაღალდი. ბევრი ნიუანსია რაც არ ვიცით და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ძალიან მარტივი რაღაცეების. ვთქვათ კონდენციონერის გამორთვა როცა ოთახიდან გავდივართ მაშინ მაინც, აეროზოლების გამოყენებაზე უარის თქმა ა.შ.
TeO
დედამიწა ჩვენი საერთო სახლია - გავუფრთხილდეთ მას!!!



იქნებ ამ მარტივმა პლაკატებმა მაინც იმოქმედოს ზოგზე ))
TeO
მართლაც, რომ უკვე ძალიან მწვავედ იგრძნობა ეკოლოგიის დაბინძურება პლანეტაზე.. ((

TeO
გავუფრთხილდეთ ბუნებას!..

ირმა
ორი დღეა ათენის მზე დაბნელებულიაsad.gif


იწვის ბოლო ტყეები და ეკოლოგიური კატასტროფა უდიდესია. საწყალი უბრალო ხალხი, ცდილობს თითოეულმა წვლილი შეიტანოს, მაგრამ ამაოდ, მრავალი სახლი დაიწვაsad.gif

blanca
საშინელებაა მართლა. ირმა, იმედია კარგად ხარ. გამახსენდი ვიფიქრე ათენში ხომ არ არის
TeO
sad.gif(((
ირმა
blanca
QUOTE(blanca @ 25th August 2009 - 04:11 AM) *
საშინელებაა მართლა. ირმა, იმედია კარგად ხარ. გამახსენდი ვიფიქრე ათენში ხომ არ არის

მადლობთ ბლანკა, ათენთან ვარ მეც მაგრამ ათენის სამხრეთით, ხანძარი ათენის ჩრდილოეთით იყო. დამთავრდა საშინელებები როგორც იქნა და ამოვისუნთქეთ.
ირმა
QUOTE(ირმა @ May 16 2009, 11:27 PM) *
ხო, რაღაც სურათებს წავაწყდი, რომლებმაც შემძრა sad.gif







კარგი იქნებოდა აიკრძალოს ცელოფნის პარკები და მარტო ისეთი პარკები შემოიღონ, რომლებიც ერთ თვეში იშლება. ევროპაში უკვე დაიწყეს. პარკი რომელითაც სახლში ნავაჭრი მოგაქვს, ერთ ან ორ კვირაში ისე იშლება, რომ არაფერი რჩება.
TeO
QUOTE(ირინი @ 17th September 2009 - 10:17 PM) *
კარგი იქნებოდა აიკრძალოს ცელოფნის პარკები და მარტო ისეთი პარკები შემოიღონ, რომლებიც ერთ თვეში იშლება. ევროპაში უკვე დაიწყეს. პარკი რომელითაც სახლში ნავაჭრი მოგაქვს, ერთ ან ორ კვირაში ისე იშლება, რომ არაფერი რჩება.

ვაუ, საინტერესოა smile.gif ასეთი პარკი?! და ნეტა რა ნივთიერებებით ამზადებენ?
TeO
აი, გუშინ დათო რომ ამბობდა თავის საიტზე >> http://organic.com.ge/
ვიპოვე smile.gif
old_man
ჰო მაგრამ საიტი არ უვარგათ. არც მუშაობს. რისთვის გვყავს ალფა და ზეტი მეტს კი არაფერს აკეთებენ. მიმართოს დათომ wink.gif
ირმა
Пластиковые отходы должны перерабатываться, поскольку при сжигании пластика выделяются токсичные вещества, а разлагается пластик за 100-200 лет.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BB%...%81%D1%81%D1%8B
არ დაწვათ პლასმასი.
ირმა
გაუფრთხილდით ტყეს.

ირმა
http://www.youtube.com/watch?v=QuTpfqZPLBk

ირმა
ეეჰ ეს თემა...
ახლა ავსტრალია მიაქვს წყალს, ფრინველები კვდებიან, თევზები კვდებიან...(((
td.........
sad.gif
Gopi
ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ ვიპოვე! ცოტა მოძველებულა მაგრამ ამოვწიოთ,თან ზაფხული მოდის და იქნებ ჩემსავით მონდომებული იყოს ვინმე და ენთუზიაზმზე დავასუფთაოთ კონკრეტული ადგილები რომელიც ძალიან დაბინძურებულია.

შარშან ზაფხულს მარტყოფის ღვთაების მონასტერში ვიყავი, ულამაზეს ტყის გულშია აშენებული. გული ძალიან მეტკინა გარშემო მიდამოებს რომ გადავხედე. საშინლად დაბინძურებულია პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით. ეს წმინდა ადგილი საქეიფო-სალოთაოებად არის გადაქცეული და ღმერთის სახელზე შეფარებული ადამიანები (ვითომდა რწმენით რომ ადიან იქ სალოცავად) ღრეობაში ათენებენ ღამეს. sad.gif
აღარ ვისაუბრებ საქართველოში რამდენია ასეთი ადგილები.

ვიცი რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ეკოლოგიაზე თავიანთ ქვეყანაში და ეს საქართველო რა გახდა ბოლო-ბოლო?

სიამოვნებით ვივლიდი თავისუფალ დროს ერთი იდეით გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად და მომუვლიდი დედამიწას ცოტათი მაინც . მას ხომ ეს სითბო ძალიან აკლია.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.