უსინდისობაა ჩემი მხრიდან ტოლეს ”ახალი დედამიწის” განხილვა, ჯერ ბოლომდე არც კი წამიკითხავს, მაგრამ რადგან ასეა საქმე მაშინ შევეცდები ჩემი აზრი გაგიზიაროთ
სიმართლე გითხრათ ის რაზეც ტოლე წერს უამრავ ავტორს აქვს უკვე მრავალჯერ განხილული და თუნდაც ამ ფორუმზე საკმაოდ უხვად არის წარმოდგენილი მსგავსი ლიტერატურა, მაგრამ ჭეშმარიტებისა და ეგოს ტოლესეული ხედვა მაინც უნიკალურია და იქნებ რომელიმე თვენგანისათვის ის ბევრად უფრო მისაღები იყოს.
Есть лишь одна абсолютная Истина, являющаяся источником всех остальных. Когда ты ее находишь, твои действия сонастраиваются с ней. Можно ли выразить эту Истину словами? Да, но слова, разумеется, — это не Истина. Слова лишь указывают на нее.
სიტყვებში ხშირად იკარგება ჭეშმარიტება. ტოლე თითქოს ახალს არაფერს ამბობს უბრალოდ სხვადასხვა კუთხით ცდილობს ჩვენი ცნობიერების გამოღვიძებას, საუბრობს ილუზიებზე და ძალიან ბევრს ეგოზე. ეგოდან განთავისუფლების მექანიზმებზე. ეგოს ფარულ სახეცვლილებებზე, მის როლებზე და სინათლეზე ჩვენში. ზოგჯერ გვგონია რომ ჩვენში მოხდა გამონათება, გავთავისუფლდით ეგოსაგან და სინამდვილეში კი აღმოვაჩენთ ხოლმე რომ ისევ ძალიან შორს ვარ იმ სინათლისაგან ”გვირაბის ბოლოს” და ისევ ახალ ტყვეობაში ვიმყოფებით, გაუცნობიერებელ არსებობას ვაგრძელებთ და არ ვცხოვრობთ, ჩვენში ”ჭეშმარიტ მეს” არ ვაცხოვრებთ, ვერ ვგრძნობთ.
Да — ты сам есть Истина. Если будешь искать ее где-нибудь в другом месте, то всякий раз будешь обманываться.... Законы, заповеди, правила и регламентации нужны только тем, кто отрезан от Истины внутри себя, — той Истины, каковой они в действительности являются. Законы и заповеди призваны предотвращать худшие проявления эго, но часто даже это им не под силу. «Люби и делай что хочешь», — сказал св. Августин. Слова не могут подойти к Истине ближе.