Help - Search - Members - Calendar
Full Version: სინუსოიდა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა
lasharela
ჩემი ბლოგის გაპიარებაში რომ არ ჩამითვალოთ ჩემი ბლოგიდან აქ გადმოვიტან ტექსტს და რამდენიმე კომენტარს რომელიც იქ გაკეთდა.
დანარჩენი მსჯელობა აქ განვაგრძოთ.

სინუსოიდა...
ლამპარში თუზეთი დამთავრდა რა ლამპარის ბრალიაო – გვასწავლის აზიური სიბრძნე. მაგრამ შემთხვევა რომელზეც მე მინდა გესაუბროთ მგონი, სწორედ ის გამონაკლისია რომელიც წესს ამტკიცებს.

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით... როგორი უინტერესო და მდორე გახდა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს რაღაც მიზეზის პოვნა შეიძლება, ვიღაცამ შეიძლება რადიაციის მომატებულ დონეს დააბრალოს, ვიღაცა კი "მსოფლიო ფინანსურ კრიზის" ახსენებს. მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები რაღაც სენით დავვადდით ... კრიზისი იქნება, საპროტესტო გამოსვლები თუ ახლად გადატანილი ომი მხოლოდ ის მიზეზებია რომელმაც ეს ვირუსი გააღვივა და გამოააშკარავა.

მიველ ვნახე ვენახი, სად წავიდა ვენახი? ვენახი როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა თხამ შეჭამა მაგრამ ბედნიერება სად წავიდა, ვინ შეჭამა და ეს ჯაჭვი ვისთან ან რასთან მიგვიყვანს ჩემი აზრით დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

რაღაც ცუდადვარ....რაღაც ისე არ არის იფიქრა სულელმა ადამიანმა და გამოსავლის ძიება დაიწყო.... მან მოიფიქრა ფსიქოლოგი – რომელსაც აღსარებას აბარებს და ამაში ფულსაც უხდის. მან მოიფიქრა პარაშუტით გამოხტომა და ჰაერში თმების შეჭრაც – რადგან ადრენალინი დროებით აღიზიანებს ტვინის იმ რეცეპტორებს რომლებიც ბედნიერების ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ადამიანმა იმავე მიზეზით გამოიგონა, სასმელი, ნარკოტიკი.... გამოიგონა პრეზერვატივიც კი რომელიც "აძლიერებს მამაკაცის შეგრძნებებს"... კიდევ ათასი სულელე გამოიგონა.... და "ხატად ღმერთისა" შექმნილი, იმდენად გაერთო თავის გამოგონებებით დაავიწყდა ის რაც დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოიგონა და შექმნა – სიყვარული, მეგობრობა, ღიმილი და ა.შ.


ადამიანები დავცარიელდით... ადამიანები ერთმანეთს აღარ ვეფერებით... ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.... ადამიანი ღმეთს დაშორდა.... ერთმანეთი აღარ გვახარებს...

იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს....

ყოველ აღმართს დაღმართი მოყვებაო, ყოველ დაღმართს კი აღმართიო.... მე კი ამ სინუსოიდას რომ ვუყურებ ისევ მეშინია "რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს"....

ეს ის შემთხვევაა, როცა თითეულმა ჩვენგანმა წვეთი მაინც უნდა გავიღოთ მეორე ლამპარის შესავსებად...



Posted by lasharela at 4:33 AM
Labels: ოთახი
2 comments:

Elly said...
იცი, მე მგონია, რომ უბრალოდ იმდენად ვართ დაკავებული ამ ყოველდღიური მარაზმით, რომ მაგ ყველაფრის შესამჩნევად დრო აღარ გვაქვს. აღარაფრისთვის აღარ გვცალია და ამ მოუცლელობაში თვითონვე ვიკარგებით. მერე იწყება ის ნევროზული სიმპტომატიკა, რისგან განსაკურნადაც გამოიგონეს ადამიანებმა სასმელი, ნარკოტიკი, ფსიქოლოგი და სხვა მრავალი... ეს უბრალოდ ჩემი აზრია smile.gifდა მიუხედავად იმისა, რომ ამას ვხვდები, მაინც "ვერ მცალია" მზის სხივით გასახარად ...
07 April, 2009 05:30

lasharela said...

Elly
იცი სამყაროში ყველაფერი (აბსოლუტურად) ჩემი აზრით ურთერთკავშირშია. ერთიანი სისტემაა და ერთი შეხედვით გვონია რომ მისი ცალკეული ელემენტები ბლოკებად არის დაყოფილი და ინკაფსულირებულია...მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია....

რისი ბრალია რომ ყოველდღიურ მარაზმებში ვართ ჩაფლული...ან რისი ბრალია რომ ეს ყველაფერი გვემარაზმება? მიზეზ შედეგობრივად როგორ არის ეს ყევლაფერი დაკავშირებული? ან საერთოდაც....აუცლებლად უნდა გავერკვიოთ ამ რთულ სისტემებში და კავშირებში?

რამე უფრო მარტივად ხომ არაა? ერთი რაღაც გამახსენდა. ამერიკელებმა, მილიონობით დოლარი დახარჯეს რომ გამოეგონებინათ პასტა, რომელიც კოსმოსურ ჰომალდზე დაწერდა რადგან ჩვეულებრივი პასტა ატმოსფერული წნევის წყალობით მუშაობს. შექმნეს კალამი, ჩაატარეს ცდები, კალამში იქმენებოდა ხელოვნური წნევა, რომლის წყალობითაც ეს კალამი წერდა...

რუსებმა უბრალოდ ფანქარი წაიღეს რომ ცდების შედეგები ჩაენიშნათ...

smile.gif

==============================

lasharela.blogspot.com
Shou
ხო, რა გითხრა აბა?! ცა დაგვეკარგა თუ თავი არ ვიცი. ან იქნებ ერთის დაკარგვა განაპირობებს სხვა ყველა დანაკარგს და იწვევს ქაოსს. მოკლედ ისევ ეზოთერიკას დავუბრუნდითwink.gif ”მზე შინა და მზა გარეთა, მზევ შინ შემოდიო....” აი, რა გვჭირდება და აელვარდება მერე ლამპრები და ”მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით” და არასოდეს დავილევით....

სასაცილოა, მაგრამ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ ვიცხოვროთ. ეს, ბავშვობიდან თავს მოხვეული როლები არ აღვიქვათ იმდენად სერიოზულად, რომ ”ვინ ვარ” საერთოდ გადაგვავიწყდეს. აქედან მოდის ყველა პრობლემა. დაიღლები აბა რა, და გაუხეშ-გასქელკანიანდები, აბა რა დაგემართება, როცა სულ მუდამ როლი ხარ და არა ადამიანი. რა მზის სხივი, რისი ყვავილი ასვალტზე, ჰაერი და მინდორი, როცა უბრალოდ კარგად ვისწავლეთ რა რეაქციები უნდა გვქონდეს, როგორ გავიღიმოთ ან გავბრაზდეთ, რა შემთხვევაში რა უნდა ვიგრძნოთ და ამასობაში შეგრძნების უნარი საერთოდ დავკარგეთ (ან ისე გავუუცხოვდით, რომ მეზობლის გვგონია და არა ჩვენიsmile.gif). ეს თანამედროვე სამყაროს ბევრად უფრო სერიოზული სენია და საფრთხე ვიდრე შიდსი ან ეკოლოგიური კატარსტროფა. ნუ, დაავადება სანამ ჩვენ პირადად არ შეგვეყრება არ გვაწუხებს და კატასტროფა (სანამ არ მოგვსპობს) მანამდე ტელე-შოუ გვგონია სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ. ისე, გარეთ ”გადადექი” ”გადადექით” კი არა და ”გავიღვიძოთ” ”გავიღვიძოთ” ძახილით უნდა დავრბოდეთ ალბათ. დიდებული იდეაა, საკუთარ გაღვიძებაზე პასუხისმგებლობას აქაც სხვას ავკიდებთsmile.gif
lasharela
Shou
კარგი იდეაა....

და იდეაში....მეც, შენც ცოტა აბსტრაქტულებივართ...კონკრეტუ
ი რა უნდა ვქნათ?
Shou
კარგი შეკითხვააsmile.gif მოდი ფარული ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ და ხალხის (და საკუთარი თავების) გამოსაფხიზლებლად პროვოკაციებს მივმართოთ, ანუ პროვოკატორებად კი არ ვიქცეთ არამედ გამოღვიძების პროვოცირება მოვახდინოთ. აბა, შემოგვთავაზეთ მეთოდები, გახსნილი ვართ იდეების განსახილველადsmile.gif
lasharela
Shou
ყველას კარის წინ დავახვედროთ ქოთნით ყვავილი, აკვარიუმი და თევზები და ა.შ. ხო არ გადაყრიან... შეიტნენ მოუვლიან...ბუნებას დაუახლოვდებიან...
ერთერთი აქცია ასე წარმომიდგენია smile.gif

აბა შემდეგი იდეები...
Untitled_14
lasharela

რა ცუდია რო ამ სტატსიას ბევრი არ კითხულობს.. კიარად ფორუმზ არ შემოდიან და ვინ წაიკითხავს sad.gif
ირმა
თუ ცხოვრებას სინუსოიდას შევადარებთ, კარგი იქნებოდა. ეს არის კიდევაც აქამდე ჩვენი ისტორია, ხან ასე და ხან ისე. ხან მწვერვალი და ხან ჯურღმული, ხან ომი და ხან მშვიდობა. საქმე იმაშია და ალბათ საშიშიც არის რომ თუ ცხოვრებას აღარ უნდა რომ იყოს სინუსოიდა და დაიწყო ერთი თავდაღმა სირბილი გაუჩერებლად, სანამ არ გათავდება?
ნეტავ არა
Shou
QUOTE(lasharela @ Apr 9 2009, 08:50 PM) *
Shou
ყველას კარის წინ დავახვედროთ ქოთნით ყვავილი, აკვარიუმი და თევზები და ა.შ. ხო არ გადაყრიან... შეიტნენ მოუვლიან...ბუნებას დაუახლოვდებიან...
ერთერთი აქცია ასე წარმომიდგენია smile.gif

აბა შემდეგი იდეები...


კარგია, თუმცა ცოტა დახვეწა და კიდევ ბევრი ფინანსები სჭირდება (ან შემოწირულობები, თუმცა ეგ ერთი და იგივეაsmile.gif. ეკო ლაშქრობების მოწყობაზე რა აზრის ხართ? რამოდენიმე დღით (ნუ, მინიმუმ ორითsmile.gif). მოდი ჩვენ ეკო ლაშქრობები დავარქვათ, ხალხი მოვიტყუოთ და მერე ეზოტერიკა ”შევაჩეჩოთ” Just_Cuz_01.gif
Untitled_14
lasharela

გგონია რომ არ გადაყრიან? unsure.gif
TeO
lasharela
შენ რაც დაწერე სინუსოიდაში სამწუხაროდ მაშტაბურად ეგრეა საქმე მარა გამონაკლისებიც არიანო (მე ამის ცოცხალი ეგზემპლიარი ვარ, და ვიმედოვნებ რომ არა მარტო მე) ხოდა რაც ჩამოთვალე
QUOTE(lasharela @ 7th April 2009 - 05:15 PM) *
იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს....

ეს ყველაფერი მე მიხარია და ამით ვცოცხლობ l_daisy.gif l_sunny.gif bigarmhug.gif wub.gif
lasharela
TeO
გამონაკლისი წესს ამტკიცებს... კარგია რო გიხარია ეს ყველაფერი მარა მე უმეტესობაზე ვსაუბრობ...


ნუ ცდილობთ ამ ეზოთერიკის აგიტაცია-პროპაგანდას smile.gif თორე იმ დღეს ზეტს წამოცდა "ჩვენ ეზოთერიკებიო".... მაქედან სექტამდე ბევრი კი არაა smile.gif
ან მინიმუმ რაიემ გაერთიანებამდე, ორგანიზაციამდე, კლანამდე smile.gif

საერთო მოსაზრებების ქვეშ გაერთიანებული ხალხი - პარტია მეტი კი არაფერი არაა smile.gif
Shou
ვერ დაგეთანხმები ლაშარელა. მე თვითონ არ მიყვარს არანაირი სიტემა, გაერთიანება, ეკლესია, სექტა და ა.შ. მაგრამ არსებობს გამონაკლისები და კიდევ მთავარია შედეგები. თუ რაიმე გაერთიანება პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე (თუნდაც ერთზე), მაშინ მისი არსებობა გარკვეულწილად გამართლებულია. ტოლედან დავაკოპირებ ერთ აბზაცს რომელიც საინეტრესოდ მეჩვენა.

По мере появления нового сознания некоторые люди почувствуют тягу к созданию групп, отражающих просветленное сознание. Эти группы не будут коллективным эго. Составляющие их люди не будут испытывать потребность определять свою личность через них. Они больше не будут искать никаких форм, чтобы с их помощью определить, кто они такие. Даже если члены группы еще не совсем освободились от эго, в них будет достаточно осознанности, чтобы распознать эго в себе или в окружающих в моменты его появления. Однако для этого требуется постоянная бдительность, поскольку эго будет делать попытки вновь заявить о себе и восстановить свое влияние всеми доступными средствами. Растворение человеческого эго путем выноса его на свет осознанности станет одной из главных целей таких групп, будут ли это просветленные виды бизнеса, благотворительные организации, школы или коммуны. Просветленные коллективы сыграют важную роль в появлении нового сознания. Точно так же, как эготипические коллективы вталкивают тебя в неосознанность и страдание, просветленный коллектив может быть водоворотом сознания, ускоряющим планетарный сдвиг.
TeO
ამოსაწევია ეს თემა! wink.gif

პ.ს. ლაშარელა ისევ დაიკარგა biggrin.gif
Shou
ხოო, აქტულალურიაwink.gif ამ ბოლო დროს რაღაც ყველა მეორე წიგნში სინუსოიდას ახსენებენ, მე კი გულუბრყვილოდ მეგონა სკოლის შემდეგ ცხოვრებაში აღარსად შემხვდებათქოsmile.gif იქნებ რაღაც საზღვრებს უნდა გავცდეთ და სულ ესაა, სხვა სიბრტყეები და განზომილებები აღმოვაჩინოთ და "სინუსოიდას წყევლაც" ძლეულ არს velho.gif
Shou
ადამიანებო, რა ხდება, ნუთუ სინუსოიდას წყევლამ გიწიათ, რატომ არ პოსტავთ ამ თემაში, ძალზედ ცხოვრებისეული და აქტუალურია და თანაც ლაშარელას უკანასკნელი საჩუქარია მგონი ფორუმისთვის გაღებული crazy_pilot.gif
Shou
აი, ვიპოვე ლაზარევის საინტერესო გამონათქვამი იქნებ ამით მაინც "ამოვწიო" ეს თემაwink.gif

QUOTE
ადამიანის განვითარება ყოველთვის სინუსოიდის პრინციპით მიდის: განვითარება გადადის დეგრადაციაში, მოპოვება იცვლება დაკარგვით, ღვთაებრივი კი უწყვეტლივ გრძელდება და თან მხოლოდ იზრდება. და თუ ადამიანი ცდილობს შეამციროს სიყვარულის ინტენსივობა, ეს პროცესი მაშინვე მუხრუჭდება. ადამიანი ცხოვრებისას აგროვებს ღმერთისგან მოწყვეტის ინერციას, ანუ ცოდვებს. სიკვდილი როგორც წესი ამ ცოდვებს გვაშორებს. ხოლო თუ ისინი სულში რჩებიან, მაშინ უკვე საზოგადოებაში გროვდებიან და საზოგადოება ან მთელი ერი უნდა განადგურდეს, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. ამ სქემით ნადგურდებოდნენ უზარმაზარი ცილიზაციები, ხოლო ღმერთისკენ ქვეცნობიერი სწრფვის შედეგად იქმნებოდნენ ახალი ერები და ცივილიზაციები.
emilie
Shou
QUOTE(Shou @ 8th April 2009 - 02:28 PM) *
სასაცილოა, მაგრამ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ ვიცხოვროთ. ეს, ბავშვობიდან თავს მოხვეული როლები არ აღვიქვათ იმდენად სერიოზულად, რომ ”ვინ ვარ” საერთოდ გადაგვავიწყდეს. აქედან მოდის ყველა პრობლემა. დაიღლები აბა რა, და გაუხეშ-გასქელკანიანდები, აბა რა დაგემართება, როცა სულ მუდამ როლი ხარ და არა ადამიანი. რა მზის სხივი, რისი ყვავილი ასვალტზე, ჰაერი და მინდორი, როცა უბრალოდ კარგად ვისწავლეთ რა რეაქციები უნდა გვქონდეს, როგორ გავიღიმოთ ან გავბრაზდეთ, რა შემთხვევაში რა უნდა ვიგრძნოთ და ამასობაში შეგრძნების უნარი საერთოდ დავკარგეთ (ან ისე გავუუცხოვდით, რომ მეზობლის გვგონია და არა ჩვენი).

რა ნაცნობია ჩემთვის ყველაფერი. ohmy.gif მინდა რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს.მინდა რომ ახალის დღის დანახვა მიხაროდეს და საერთოდ სიცოცხლე მიხაროდეს.რატომ ვართულებთ ასე ყველაფერს?რატომ ვიღვიძებთ მაშინ როცა უკვე გვიანია?sad.gif
tikoroma
ციტატა(emilie @ 22nd December 2010 - 01:42 AM) *
ადამიანი ცხოვრებისას აგროვებს ღმერთისგან მოწყვეტის ინერციას, ანუ ცოდვებს. სიკვდილი როგორც წესი ამ ცოდვებს გვაშორებს.

'ცოდვის' კარგი განმარტებაა
Shou
emilie

იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს ეს "მასკები" რაღაცნაირად ძალიან უნდა შევარყიოთ რომ ჩამოგვცილდეს. კათარზისული სახის მედიტაციები ძალიან კარგია ამისათვის, ვფიქრობ ჰოლოტროპკაც. რაღაც სხვანაირად არ გამოდის, იოლად არ გვცილდება, შორს ვართ ჩვენივე არსისაგან, მხოლოდ ილუზიაღა ვართ საკუთარ თავზე. ეს უბრალოდ აუცილებელია რათა დავუახლოვდეთ და გავიცნოთ სხვანაირად გამოდის კიდევ ერთმა ცხოვრებამ გაიარა ფუჭად ცხოვრების გარეშე ეს კი ძალიან სევდიანია, ცხოვრების შეგრძნება ღირს იმად რომ შევირყათsmile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.