Help - Search - Members - Calendar
Full Version: დიდი ქალაქები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ფლორა და ფაუნა
ირმა




დიდი ქალაქები,– იცით რა არის დიდი ქალაქები?
–დიდი ქალაქები უჰაერობაა, შავი გამონაბოლქვია, თუ მათში პირველად მოხვდით, დააკვირდით თქვენს ენას რა მტვერის გემო აქვს, რა ცუდი სუნია გამონაბოლქვის, თუ დიდხანს დარჩით დიდ ქალაქში, მიეჩვევით და არც მტვერის გემოს იგრძნობთ და არც გამონაბოლქვის სუნი შეგაწუხებთ, მოგენატრება დილა, როცა მზე შენ ფანჯარაში იჭყიტებოდა, მზეს ვეღარ ხედავ უმეტეს სახლებში... ოჰ, რა ძნელია გადაადგილება დიდ ქალაქში, 10-15 წუთის სავალს ერთი საათი ანდომებ ხშირად, მაგრამ ეჩვევი ამასაც, უფრო ადრე სახლიდან გამოსვლა და უფრო გვიან სახლში მისვლა. დაუმთავრებელი გაჭედვები გზებზე, მანქანებისა... დღე ერთი და ასობით მსხვერპლი მარტო მანქანებისგან.
დიდი ქალაქის ყოველი მესამე მაინც კიბოთი დაიღუპება. სამოთხე გვქონდა სანამ ქალაქებს ავაშენებდით. არ ვიცოდით მაშინ რა კარგად ვიყავით, სუფთას ვსუნთქავდით, სუფთას ვსვამდით, სუფთას ვჭამდით.
ახლა სუფთას მხოლოდ ის სუნთქავს, ვისაც სადმე გარეუბანში აქვს სახლი.
ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, შორეულ სოფელში ქალაქი თვითონ შემოვიდა და სოფელი ქალაქისაგან გადაიყლაპა და სულ მიიწევს და მიიწევს, არ ჩერდება მთელი სუფთა სოფლების შთანთქმას აპირებს. ხალხო!!!!! ხალხოოოოო!!!!!! რას ელოდებით?! შეჩერდით და გააჩერეთ ქალაქი, არ გაუშვათ წინ, ნუ გააჩეხებინებ და გადააწვევინებ დარჩენილ ხეებს.
მაპატიეთ, მაპატიეთ ცოტა მკვრეხლობა გამომდის, მაპატიეთ რომ ასე გელაპარაკებით ყველას, უბრალოდ ეს დავინახე და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ხედვები. რა წინასწარმეტყველი და მაგისთანა, შეხედეთ, დააკვირდით დიდ ქალაქებს და თქვენს მომავალ ტანჯვას დაინახავთ.
გააჩერეეეეეეთ! ქალაქი გააჩერეთ, მთლიანად ჩაგვყლაპავს. გააჩერეთ ქალაქი, თორემ ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებად ვიქცევით ყველა.
ადამიანო! – მიეცი ნება ბუნებას, კვლავ აღორძინდეს, გაუფრთხილდი მას. გაახილე თვალი, დაინახე, დაინახე შენი გზა,– ის ქალაქი ნუ გახდება! მოინდომე მისგან წასვლა და ილოცე რომ ქალაქი არ მოვიდეს შენთან და არ გადაგყლაპოს, თორემ ისევ გადაბარგება მოგიწევს, ბოლოს არც ძალა გექნება და არც შესაძლებლობა გაცლისა და დამორჩილდები ბედს. შევჩერდეთ, ხალხო, თითეულმა დავიწყოთ და შევჩერდეთ, ნუ დავუშვებთ ასეთ ზრდას ქალაქებისას...
TeO
ირმა მადლობა შენი განცდების გაზიარებისთვის..ეს თემა მეტად აქტუალური და ყურადსაღებია!

მეგაპოლისები ნამდვილად ძალიან საშიშია.. პლანეტას ძალიან აბინძურებენ, ამას დიდი დაკვირვებაც არ უნდა- ნათლად ჩანს...
და ფანტასტიკებს ვინც უყურებს -მანდაც ნათლად ჩანს თუ რა კატასტროფამდე ავა მეგაპოლუსის გზით სვლა- მაშტაბური კატასტროფა გარდაუვალია wink.gif

ასე, რომ ჩვენ ახლა ძირითადად ორი გზის გასაყარზე ვდგავართ :
ან - ქალაქი და მომხმარებლობა,..
ან - ბუნება და შემოქმედება..

smile.gif
david6david
ბუნება და შემოქმედება ცხადია უკეთესია, თუმცა თუ ეს ჰედონიზმად არ იქცევა. დიდ ქალაქებს ეს უხდება მაგრამ ბუნებაში ბუნებრივად მისვლა უფრო მგონია პრობლემა, ვიდრე დიდი ქალაქიდან გამოქცევა. wink.gif
Zet
ირმა კი გეთანხმები ყველაფერში მარა ამას მეორე მხარეც აქვს... ეს ინდივიდულაურია ვის რაუნდა, მაგრამ ზოგისთვის ქალაქში ცხოვრება და ეს რითმი ბევრათ მეტს აძლევს ვიდრე სადმე სოფელში ან ბუნებაში..
ქალაქში ადამინი ინტელეკტუალურადაც ბევრად ვითარდება, და ბევრ გამოცდილებასაც იღებს... კი გასაგებია რო ჯამრთელობის მხრივ ბუნებაში ცხოვრებას ვერ შეადრი მარა რაარი ჯამრთელობა.. ადამიანი კვდება და ჯამრტელობა ფიზიკურ სხეულთან ერთად კვდება)) და გამოცდილება და ინტელექტი სამუდამოდ რჩება.. ელემენტარულად რო აიღო სეფელში გაზრდილი ადამიანი და ქალაქში გაზრდილი ადამიანი მათ ინტელექტში დიდ სხვაობას ნახავ..
და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ესეთი თემპით თუ წავიდა განვითარება ეკოლოგიური კატასტროფები ადრეთუ გვიან დაანგრევს ამ ქალაქებს, და ეგეთ ქალაქში ცხოვრების შანსი ახლო მომავალში აღარც იქნება... და ბუნება ყოველთვის იყო და მომავალშიც ყოველთვის იქნება.. და მე ვფიქრობ რომ რახან ადამიანი ქალაქში დაიბადა არუნდა გაუშვას მასში ცხოვრების შანსი, იმიტომრომ ბუნებაში მას ისედაც უამრავი ცხოვრება უცხოვრია უმეტეს შემთხვევაში და მომავალშიც ბევრი ამის შანსი იქნება...
და საერთოდ დიდი ქალაქებს რომ მართო უარყოფითი მხარე ქონდეს და არაფერი სარგებლობა არ მოქონდეს სულისთვის მაშინ ის არც არასდროს არ იარსებებდა))
ირმა
Zet
მეც გეთანხმები ყველაფერში მაგრამ... ქალაქებსაც გააჩნია. კი უმეტეს შემთხვევაში ქალაქელის ინტელექტი გაცილებით მაღალია, მაგრამ სოფელშიც ბევრი მინახია მაღალინტელექტუალური პიროვნება, უბრალოდ ქალაქის მოსახლეობის რიცხვი გაცილებით მაღალია და შესაბამისად უფრო მეტია მაღალგანვითარებული, ინტელექტუალური თუ ასე ვთქვათ კულტურული. თუმცა მეორე სახის ადამიანებიც, რომლებიც განვითარებაში საკმაოდ ჩამორჩებიან ქალაქებშიც ბევრია.
ქალაქმა ჩემი აზრით ერთ ან ორ მილიონ მოსახლეობის ზღვარს არ უნდა გადაამეტოს, რადგან ის უკვე ყველასათვის ჯოჯოხეთი ხდება. მოგიტანთ ათენის მაგალითს, რომელსაც კარგად ვიცნობ, ის დაახლოებით ხუთი მილიონია,– ზაფხულში ის ნამდვილი ჯოჯოხეთია და მუდმივად მიმდინარეობს მშენებლობა. სახლები ერთმანეთზეა მიწებებული და აღარ არსებობს მწვანე ფერი. დაახლოებით ყოველი მესამე კიბოთია დაავადებული და ბავშვებიც სულ ავადმყოფობენ სკოლებში. გზებზე მოძრაობა აუტანელია, მანქანის ფანჯრის გაღება თითქმის შეუძლებელია. ყოველდღიურად უამრავი შემთხვევაა ავტოკატასტროფისა. არა ასეთ ქალაქს არაფერი კარგი აღარ აქვს ადამიანისათვის. ის მხოლოდ მდიდართა უფრო გამდიდრების წყაროა და მეტი არაფერი.
ირმა

http://irma-irini.blogspot.com/2009/07/blog-post.html
ირმა



TeO
აუ, ირმა რა კარგად წერ იმას რაც მეც მაწუხებს...
QUOTE
–დიდი ქალაქები უჰაერობაა, შავი გამონაბოლქვია, თუ მათში პირველად მოხვდით, დააკვირდით თქვენს ენას რა მტვერის გემო აქვს, რა ცუდი სუნია, გამონაბოლქვის, თუ დიდხანს დარჩით დიდ ქალაქში, მიეჩვევით და არც მტვერის გემოს იგრძნობთ და არც გამონაბოლქვის სუნი შეგაწუხებთ


ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად ეს განცდები როდესაც მთებიდან (ამ გრანდიოზული ბუნების ქმნილებიდან, სადაც შენ ადამიანი რაღაც პაწაწუნა ჭიანჭველას ემსგავსები და შანსი გეძლევა სამყაროს პირველყოფილ სილამაზეს ჩაუკვირდე..გაანალიზო..) ქალაქში ჩამოვბრუნდით მთელი მანქანის შემადგენობა ლამის ტიროდა როდესაც ამ ქალაქის :არომატს" ისუნთქავდა და ვიზუალურ სიმახინჯეს და უპროპორციულობასმ ბუნებრივის საშინელ კონტრასტს უყურებდა..ამის გადმოცემა ძნელია-გულს კი ეტკინა, რომ სანამდე დავეშვით ადამიანები და თუ პატარა დიცავისტანცია არ დავიცავით და ცოტათი მაინც არ ჩამოვშორდით ამ მოჯადოებულობას--ისე ვერ დავინახავთ თუ სინამდვილეში სად ვცხოვრობთ..

kiss1.gif ირმა დიდი სურვილი მაქვს რომ LA BELLE VERTE-ეს ფილმი ნახო http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=734
და სადღაც 99,9 % დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მოგეწონება bigarmhug.gif wub.gif
ირმა
TeO
QUOTE(Tea @ 10th July 2009 - 06:55 AM) *
ირმა დიდი სურვილი მაქვს რომ LA BELLE VERTE-ეს ფილმი ნახო http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=734
და სადღაც 99,9 % დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მოგეწონება

kiss1.gif აუცილებლად ვნახავ.

QUOTE(Tea @ 10th July 2009 - 06:55 AM) *
ამ რამდენიმე დღის წინ მქონდა ზუსტად ეს განცდები როდესაც მთებიდან (ამ გრანდიოზული ბუნების ქმნილებიდან, სადაც შენ ადამიანი რაღაც პაწაწუნა ჭიანჭველას ემსგავსები და შანსი გეძლევა სამყაროს პირველყოფილ სილამაზეს ჩაუკვირდე..გაანალიზო..) ქალაქში ჩამოვბრუნდით მთელი მანქანის შემადგენობა ლამის ტიროდა როდესაც ამ ქალაქის :არომატს" ისუნთქავდა და ვიზუალურ სიმახინჯეს და უპროპორციულობასმ ბუნებრივის საშინელ კონტრასტს უყურებდა..ამის გადმოცემა ძნელია-გულს კი ეტკინა, რომ სანამდე დავეშვით ადამიანები და თუ პატარა დიცავისტანცია არ დავიცავით და ცოტათი მაინც არ ჩამოვშორდით ამ მოჯადოებულობას--ისე ვერ დავინახავთ თუ სინამდვილეში სად ვცხოვრობთ..

და წარმოიდგინე, თბილისი ჯერ დიდი ქალაქი არ გამხდარა, კორპუსებს შორის არის თავისუფალი სივრცე, არსებობენ ჯერ კიდევ ხეები. აი, ახლა მაინც უნდა გაჩერდეს თბილისის გაზრდა, მაგრამ... sad.gif სამწუხაროდ ...
დიდი ქალაქი(მეგაპოლისი) ნამდვილი ჯოჯოხეთია.sad.gif
TeO
Fee
http://www.youtube.com/watch?v=mcJ4Pep51Tg...feature=related

მზარავს!!! sad.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.