Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტაროს კარტი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
david6david
ტაროს კარტი არის ოკულტისტური და ეზოტერიული ცოდნის კომპაქტური ილუსტრაცია და მეგზური. ელიფას ლევი ამბობდა, რომ თუ მისტიკოსი სადმე განმარტოებაში აღმოჩნდებოდა და მას თან მხოლოდ ტაროს კარტი ექნებოდა, ეს სრულიად საკმარისია იქნებოდა მისთვის და ათასობით წიგნსაც კი შეუცვლიდა. ჩემთვის ტაროს კარტი 20 წელზე მეტი ხნის ინტერესის და სიყვარულის საგანია. მას ხშირად უშველია ჩემთვის ბევრ ეგრეთწოდებულ გამოუვალ სიტუაციაში. ბევრს მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ მკითხაობის ფორმაა, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. როგორც იუნგი განმარტავდა, ის უფრო არქეტიპებთან და რიცხვებთან მუშაობს, ვიდრე ბედისწერასთან.

არსებობს ასევე ტაროს მედიტაციები, რომლებიც ძალზე ღრმაა და პრაქტიკული. ფაქტიურად, ეს პრაქტიკული კაბალისტიკაა. wink.gif
tikoroma
რა არის ტაროს კარტი? თითქოს გამიგია და ვერ ვიხსენებ.. huh.gif
Shou
მე ის უფრო მაინტერესებს სად იშოვე ტაროს კარტი?wink.gif
Zet
ოშოს აქვს გამოცემული ტაროს კარტები.. აქ ალბათ არიყიდება)
tikoroma

http://rel0ad.blogspot.com/2009/04/blog-post_16.html აგერ რაცხა ვიპოვე wink.gif



მარა ესენი ვინ არიან huh.gif http://rel0ad.blogspot.com/2009/04/blog-post_16.html
david6david
ციტატა(Shou @ May 22 2009, 09:38 AM) *
მე ის უფრო მაინტერესებს სად იშოვე ტაროს კარტი?wink.gif


კარგი, მაშინ ეხლა რეკლამას გავუკეთებ ერთ ქალბატონს, რომელიც მეტრო "თავისუფლებასთან" წიგნების თაროები რომაა ქუჩაში იქ დგას და წიგნებს ყიდის. მას ჰქვია ოლგა და აქვს ტაროს კარტის საკმაოდ კარგი კოლექცია ყოველთვის, ფასი ასე 15-20 ლარი. მე პირადად 10 წლის წინ ვიყიდე თბილიში პლეხანოვზე, წიგნების მაღაზიაში. ეხლა რომელსაც ვიყენებ, ნიუ იორკში არის ნაყიდი. ჰქონდა რაღაც ვარიანტი "პარნასის" წიგნის მაღაზიას, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ეხლა აღარ აქვთ ან აქვთ რაღაც ახალი, ცუდად გაკეთებული და არასრული. ასე რომ ოლგასტან სჯობია.

david6david
ციტატა(Zet @ May 22 2009, 12:28 PM) *
ოშოს აქვს გამოცემული ტაროს კარტები.. აქ ალბათ არიყიდება)


კი აქვს და მემგონი მაქვს თბილისში ნანახი, ან მაღაზია ეზოთერიკა რომ იყო ადრე, იქ, ან წიგნების თაროებზე.
david6david
ციტატა(tikoroma @ May 22 2009, 09:17 AM) *
რა არის ტაროს კარტი? თითქოს გამიგია და ვერ ვიხსენებ.. huh.gif


ტაროს კარტი არის სიმბოლოების და არქეტიპების სისტემური კრებული. მასში შედის 78 კარტი. აქედან 56 წარმოადგენს ჩვეულებრივ სათამაშო კარტს მხოლოდ 4 ფიგურა, პაჟი აქვს დამატებული. ეს 56 კარტი ოთხ სტიქიას წარმოადგენს და მცირე არკანებად ითვლება. დანარჩენი 22 კარტი კი მთავარი არკანებია და ისინი პლანეტებს, ზოდიაქოს და ელემენტებს შეესაბამება. მისი საშუალებით მკითხაობენ ან გადიან ალქიმიურ მედიტაციას. ეს შეიძლება იყოს მოკლე განსაზღვრება. smile.gif
teo-
ხო პრახტს უწერია ამაზე ოკულტიზმში მარა რა, აღარ მახსოვსtongue.gif
david6david
უი, ეხლა გამახსენდა, პრახტი ქართულ ენაზე არის გამოცემული. ,მე არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს, რომ ბევრზე მოახდინა შთაბეჭდილება. საუკეთესო სახელმძღვანელოა "ოქროს განთიადის" წიგნი, რომლის რომელიღაც ვარიანტი დღესაც შეგხვდებათ თბილისში აქა-იქ. საუკეთესოა იმით, რომ მასში მოცემულია ელიფას ლევის სისტემა გადამუშავებული მაკგრეგორ მატერსის და ისრაელ რეგარდის მიერ და თანაბრად წარმოადგენს როგორც თეორიას, ასევე მის გამოყენებას. თუმცა სხვა წიგნებიც არის საყურადღებო, მაგრამ თბილისის არჩევანი არ ვიცი.
david6david
გაცილებით რთულია ალისტერ კროულის წიგნი "777", მასში ძალზე სოფისტიკური გადამუშავებაა, მაგრამ მისი ერთიანად წაკითხვა, მითუმეტეს სკრინზე, ალბათ პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველა დროის საუკეთესო წიგნი კი ალბათ პაპიუსის "ბოჰემიელთა ტაროა", პრაქტიკულ ოკულტისტებს შორის. თუმცა მასში ბევრი ელემენტარული უზუსტობაა და ეს ძალზე მიმზიდველია.
tikoroma
http://www.tarotschool.com/Calculator.html

რაღაცა ვნახე rolleyes.gif ჩაწერთ დაბადების თარიღს და თქვენს შესაბამის კარრტებს გიჩვენებთ...

გასართობია ალბატ, მარა გავერთოთ, ვინ გვიშლის?
tikoroma
ეს ცემი კრტია
tikoroma
მარა მნისვნელობა არ ვიცი
tikoroma
http://www.tarotschool.com/BirthCards.html

აქ მნიშვნელობები წერია კარტების
TeO
მე ეს შემხვდა >> http://www.tarotschool.com/Justice_Priestess.html საინტერესოა, ნეტა რას ნიშნავს huh.gif
ირმა
აი ჩემი კარტი, რას ნიშნავ ნეტა ვინ იცის? smile.gif

david6david
ციტატა(tikoroma @ May 25 2009, 06:10 PM) *
მარა მნისვნელობა არ ვიცი


tikoroma,
ჩამომხრჩვალი და იმპერატრიცა ერთად ნიშნავს იმას, რომ ხალ ძალზე არაოდრდინალური და კრეატიული. შენს გარშემომყოფებისთვის ყოველთვის მოულოდნელი და სასიამოვნო ორიგინალურობის იმპულსი მოგაქვს. იოლად ეწინააღმდეგები ყოველგვარ კლიშეებს და აფასებ მხოლოდ ნამდვილად ვიტალურს ანუ სისცხლისუნარიანს - მოვლენებში, ადამიანებში და თუნდაც ცალკეულ ფრაზებშიც კი. და რაც მთავარია - ძალზე ცხოვრებისეული ხარ, მაგრამ გახასიათებს მუდმივად თანმხლები სულიერი გაქცევის გრძნობა, სულიერი ცვლილების მოთხოვნილება. პოზიტიური და ღრმა ემოციურობა ასევე დამახასიათებელია.
david6david
ციტატა(TeO @ May 25 2009, 07:09 PM) *
მე ეს შემხვდა >> http://www.tarotschool.com/Justice_Priestess.html საინტერესოა, ნეტა რას ნიშნავს huh.gif


პრისტესა არის აქ მთავარი არკანი და ეს მიანიშნებს დიდ ინტუიციას და ასევე დაუმორჩილებელ მიდრეკილებას იდუმალი ფილოსოფიისკენ, ოკულტიზმისკენ და სხვ. ძალზე დიდია წილი ღვთაებრივი ირაციონალურის, რაც პირდაპირ დეკლამირებებში არ მჟღავნდება. მეორე არკანი აქ არის სამართალი, მაგრამ რაიდერისგან განსხვავებულ სისტემებში მე-11 არკანი არის ვნება და არა სამართალი. ამიტომ ფაქტიურად აქ არის მოცემული შკალა ასტრალურის ბრიაში გადასვლის, ან უფსკრულის გადასვლის მაგსიტრალია ნაჩვენები, როდესაც ლიბიდო ტრანსფორმირდება მისტიკურში. ძლიერი სულიერი იმპულსია.
david6david
ციტატა(ირმა @ May 26 2009, 04:15 PM) *
აი ჩემი კარტი, რას ნიშნავ ნეტა ვინ იცის? smile.gif



ირმა,
აქაც, როგორც Teo-სთან, ვნების არკანი სინამდვილეში არის სამართალი. სწორედ ეს არის მთავარი არკანი შენთან. კომბინაცია სამართალი/ვარსკვლავი მიუთითებს მთავარ მოტივაციას შენს ინკარნაციაში - ჰარმონიის მიღწევა, ქალურობა, დედობა, ხელოვნებები, კარმის საკითხებში გარკვევა და მისი ბალანსირების წყურვილი, მიდრეკილება ოჯახური იდილიისკენ. შენ სრულიად გაკმაყოფილებს სამოთხე დედამიწაზე.
TeO
david6david
მადლობა პასუხისთვის..მეტად საინტერესოა და მართლაც მახასიათებს smile.gif
Shou
მეც იგივე გამომივიდა რაც tikoroma-ს wink.gif

david6david შენ ზემოთ ნახსენებ წიგნებშია მნიშვნელობები თუ სადმე სხვაგან უნდა მოვიძიოთ?
david6david
ციტატა(Shou @ May 27 2009, 04:26 PM) *
მეც იგივე გამომივიდა რაც tikoroma-ს wink.gif

david6david შენ ზემოთ ნახსენებ წიგნებშია მნიშვნელობები თუ სადმე სხვაგან უნდა მოვიძიოთ?


ეს მნიშვნელობები ყველგან არის, სადაც ასე თუ ისე აღწერილია ტაროს სისტემა. მაგრამ საქმე არა მხოლოდ მნიშვნელობებშია, არამედ სისტემებში უფრო.

tikoroma-ს და შენ საერთო არქეტიპის დომინანტი გაერთიანებთ და ასეთი მსგავსებები მეც ბევრი მაქვს ჩემს გარშემომყოფებთან. smile.gif
Shou
ანუ კომბინაციებში? ერთი და იგივე კარტი სხვადასხვა კარტთან ერთად ან მიმართებაში სხვადასხვა მნიშვნელობას იღებს? ისე ტაროს კარტში როგორ არის, გვერდით ამოსულ ერთ კარტს აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი კარტიც დაემატება იმდენი მნიშვნელობა შეიცვლება და სულ სხვა სურათს მივიღებთ საბოლოო ჯამში?
david6david
დიახ, მარტო ერთ კარტს და მის გვერდითა კარტს არა, მთელ ქარგებს აქვს მნიშვნელობა. თუმცა არის გაშლები, სადაც ერთი კარტი შეიძლება მოქმედებდეს. არსებობს ტაროს არა მხოლოდ სისტემები, არამედ ინიციაციებიც, როდესაც რომელიმე კარტი გაგეხსნება და მას შენთვის სხვა დამატებითი ინფორმაციის მოცემაც შეუძლია, ვიდრე მხოლოდ მშრალი ანალიტიკური ინფორმაციაა. ეს მიიღწევა ხანგრძლივი მუშაობით, მედიტაციით და დღიურის წარმოებით.
Shou
დღიურის წარმობეით? რაღაც ვერ მივხვდი. და რა უნდა ჩაწერო დღიურში, ყოველდღიური კარტების განლაგება?

არ ვიცი ზუსტად როგორ არის ტაროს კარტთან მიმართებაში მაგრამ ყველა სხვა სამკითხაო საშუალებასთან მიმართებაში ახსნები რაღაც თავისთავად მომდის დაფიქრების გარეშე, ძალიან მარტივად გამომდის ისე რომ მნიშვნელობები არც კი ვიცი ხოლმე. შეიძლება უბრალოდ "თავხედი" ვარ ან ინტუიციას ვენდობი ზედმეტად ან არ მინდა სერიოზულად აღვიქვაsmile.gif
david6david
დიახ, მეც სწორედ ამას ვამბობდი დაახლოებით ჩემს პოსტში. დღიურის წარმოება სწორედ ინტუიციის განვითარებისთვისაა და არა სქოლასტიკური ცოდნით დამძიმებისთვის. ასე რომ მივესალმები შენს "თავხედობას", ეს დიდებულია.
tikoroma
QUOTE(david6david @ May 27 2009, 12:05 PM) *
tikoroma,
ჩამომხრჩვალი და იმპერატრიცა ერთად ნიშნავს იმას, რომ ხალ ძალზე არაოდრდინალური და კრეატიული. შენს გარშემომყოფებისთვის ყოველთვის მოულოდნელი და სასიამოვნო ორიგინალურობის იმპულსი მოგაქვს. იოლად ეწინააღმდეგები ყოველგვარ კლიშეებს და აფასებ მხოლოდ ნამდვილად ვიტალურს ანუ სისცხლისუნარიანს - მოვლენებში, ადამიანებში და თუნდაც ცალკეულ ფრაზებშიც კი. და რაც მთავარია - ძალზე ცხოვრებისეული ხარ, მაგრამ გახასიათებს მუდმივად თანმხლები სულიერი გაქცევის გრძნობა, სულიერი ცვლილების მოთხოვნილება. პოზიტიური და ღრმა ემოციურობა ასევე დამახასიათებელია.

დიდი მადლობა პასუხისთვის, ახლაღა ვნახე...

მმაგარიაა. მართლა ჩემზეა l_sunny.gif

ოღონდ სამწუხაროდ, არასასიამოვნო იმპულსებიც მომაქვს ხოლმე...

სულიერი გაქცევის გრძნობამ ხომ სეეეეერთოოოოოდ.....
girl_witch.gif მარა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი
ირმა
QUOTE(david6david @ 27th May 2009 - 01:26 PM) *
ირმა,
აქაც, როგორც Teo-სთან, ვნების არკანი სინამდვილეში არის სამართალი. სწორედ ეს არის მთავარი არკანი შენთან. კომბინაცია სამართალი/ვარსკვლავი მიუთითებს მთავარ მოტივაციას შენს ინკარნაციაში - ჰარმონიის მიღწევა, ქალურობა, დედობა, ხელოვნებები, კარმის საკითხებში გარკვევა და მისი ბალანსირების წყურვილი, მიდრეკილება ოჯახური იდილიისკენ. შენ სრულიად გაკმაყოფილებს სამოთხე დედამიწაზე.

მადლობთ david6david
მართლა ძალიან საინტერესოა ტაროს კარტი. smile.gif
Alpha
საინტერესო თემაა


იმ ტესტს რაც შეეხება გამოდის რომ ყველა ვინც ერთ დღესაა დაბადებული ერთნაირი ხასიათი აქვთ?

ეს რას ნიშნავს?



მე მგონია რომ რაღაც პროცენტზე არტყავს ალბათ, მაგრამ სრულიად როგორ უნდა დაახასიათო ადამიანს დაბადების თარღით

ბიტვა ექსტრასენსოვ რომაა ტნტ-ზე გადაცემა მანდ ერთი მკითხავი იყენებდა ტაროს კარტს და სხვათაშორის საკმაოდ სოლიდური შედეგები ქონდა ხომე
david6david
ეს ნიშნავს, რომ ტამპლიერი ხარ მოწოდებით და ტყუილად არ ხარ მოსული ამ დროში, შენ გაქვს იმპულსი იყო მისტიკურობის შემომტანი იქ, რომელ სფეროშიც და რა გარემოშიც მოგიწევს ყოფნა. დიდია შენში მიდრეკილება ღრმა ფილოსიფიურობისკენ და ამოუხსნელისკენ. დაბადების თარიღი განსაზღვრავს მხოლოდ არქეტიპს, ეს ზემოთაც ვახსენე.
Alpha
ხო ტამპლიერი არ ვიცი და ამოუცნობისკენ მიდრეკილება რომ არ მქონდეს ამ ფორუმზე არც ვიქნებოდი smile.gif
okicha

ეს ამომივიდა მე და მითხარი რას ნიშნავს .david6david
david6david
ვისაც გექნებათ სურვილი და ცნობისმოყვარეობა შეგვიძლია რაღაცნაირად გავუკეთოთ ორგანიზება ტაროს განხორციელებებს და მედიტაციების სეანსებს, ბუნებაში ან სადმე და დიდი სიამოვნებით გაგიზიარებდით ჩემს 20 წლის გამოცდილებას:-))) ნამდვილად მცირე გამოცდილებას ამ სფეროში. რაც მე ვიცი ერთ ფურცელზე დაეტევა ალბათ რომ დაწერო, შეხვედრებს კი ტომები არ ეყოფოდა, თუ გამოვა. ვნახოთ.
Shou
ძალიან საინტერესო იქნება. მე საკუთარ თავს ბევრჯერ ავუკრძალე მსგავს რაღაცეებთან გაკარება რადგან საეჭვოდ მიდრეკილი ვარ ასე ვთქვათ ”მკითხაობებისადმი” ანუ ჩხირები, ქვები, კარტი ა.შ. მაგრამ არის ამაში რაღაცsmile.gif
david6david
ძალიან კარგი Shou, მეცოდინება და აუცილებლად მოგიმესიჯებთ პირადადაც თუ გადაწყდა ასეთი რამე.
david6david
თანაც არა მკითხაობა არ არის, ნუ ნერვიულობთ :-) უფრო მაგარია და კარგი. უბრალოდ დროს და ადგილს უნდა დაველოდოთ, თუ გამოჩნდება რამე, კარგი იქნება.
TeO
მეც მაინტერესებს smile.gif
david6david
უი ძალიან სასიამოვნოა, დიდი სიამოვნებით Teo l_daisy.gif მაშინ რადგან ასეა შეგვიძლია ერთი შეხვედრა გავაკეთოთ და მერე გამოჩნდება როგორ გავაგრძელოთ. წინ საინტერესო სამყარო გველოდება, თუ ცოტა ყავას ან ჩაისაც მოვახერებთ და ადგილიც მყუდრო იქნება.
david6david
არის ასეთი ჯგუფი B.O.T.A. ტაროს ტრადიციულ ინიციციაზე და მედიტაციაზე მუშაობს, დიდი ჯგუფია, ჩამოყალიბებულია მე-20 საუკუნის შუა პერიოდში. ძალიან კარგი მეთოდი აქვთ და სხვა ასოციაციებისგან განსხვავდება, რომლებიც ძირითდად მკითხაობაზე აკეთებენ აქცენტს. მათ აქვთ კარგი გაკვეთილები ოკულტიზმში, მაგრამ ინტერნეტში ეს მასალა არ არის. სამწუხაროდ, არც საქართველოში ან რუსეთშია ჯერ. ჩემი აზრით, ტაროს გზა არის ის, რაც ადამიანებს უადვილებს ერთად ყოფნას, მითუმეტეს ისეთ საბრძოლო ფორმაბში, როგორც ოკულტიზმზე მსჯელობებია. არავითარი მსჯელობა, Long Live Tarot.
Shou
რაღაც ცოტა ძნელად წარმომიდგენია რა არის, თუმცა ნებისმიერი დახმარება არ გვაწყენდა l_sunny.gif
TeO
l_sunny.gif beerchug.gif
david6david
კარგით მაშინ შესავალი ლექცია დავნიშნოთ იქით კვირას, 28 ივნისს :-P რეგისტრაცია დაწყებულია :-) დაწერეთ კიდევ ვინ მოვა და დაგიმესიჯებთ მერე ინდივიდუალურად, ან პმ-ზე მომეცით მობილური ნომ. და შეგატყობინებთ.

თუ რამე გავუგეთ ერთმანეთს მაშინ 2 კვირში ერთხელ შეგვიძლია ტრადიციად ვაქციოთ.
ირმა
QUOTE(david6david @ 19th June 2009 - 02:52 PM) *
კარგით მაშინ შესავალი ლექცია დავნიშნოთ იქით კვირას, 28 ივნისს :-P რეგისტრაცია დაწყებულია :-) დაწერეთ კიდევ ვინ მოვა და დაგიმესიჯებთ მერე ინდივიდუალურად, ან პმ-ზე მომეცით მობილური ნომ. და შეგატყობინებთ.

თუ რამე გავუგეთ ერთმანეთს მაშინ 2 კვირში ერთხელ შეგვიძლია ტრადიციად ვაქციოთ.

ახ, ნეტავ მანდ ვიყო, მეც მაინტერესებდა sad.gif
tikoroma
28მდე მეც გეტყვით პასუხს.. მანამდე თუ გაირკვევა კონკრეტულად სად უნდა შევიკრიბოთ კარგი იქნება
david6david
tikoroma, მისამართს მოგწერთ, როცა მოახლოვდება შეხვედრა. მე უფრო ის მაინტერესებს დღის რა დრო აჯობებს, ალბათ 12-1 სთ. შუადღის ხომ? რადგან კვირას და ასეთ დროს დიდი შანსია, რომ ბევრს ეცალოს, ვისაც სურვილი ექნება. ასე რომ ჯერჯერობით 28-ში 1-ზე იყოს. შეხვედრა მემგონი ქალაქის ცენტრში შეგვიძლია, თავისუფლებასთან ახლოს.
david6david
ციტატა(ირმა @ Jun 19 2009, 03:03 PM) *
ახ, ნეტავ მანდ ვიყო, მეც მაინტერესებდა sad.gif


ირმა, როცა ჩამოხვალ, მერე იყოს, არასოდეს არის გვიან. თუ ევროპის რომელიმე დიდ ქალაქში ხარ შემიძლია მოგცე მისამართი და შენ ჩვენზე უფრო საინტერესოდ გაატარებ ტაროს სამედიტაციო შეხვედრებს. თუმცა ყველგან კი არ არის, მაგრამ უმეტეს ქალაქებშია, 3-4 ქალაქში მაინც როგორც მახსოვს.
old_man
მოუთმენლად ველი შეხვედრას. ძაან საინტერესო იქნება smile.gif
david6david
შესანიშნავია, უკვე 4-ია Teo, tikoroma, Shou, old man.
david6david
ირმა ასტრალურად :-)
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.