Help - Search - Members - Calendar
Full Version: "... be Happy..."
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა
Pages: 1, 2, 3, 4
TeO


ამ თემაში თუ სურვილი გექნება, შეგიძლია გამოთქვა განცდილი დადებითი ემოცია - სიხარული, სიყვარული, ბედნიერება რათა გაგვიზიარო ჩვენ ...და ყველანი ვიქნებით ბედნიერები!!!!!!!!!

ამ თემის გახსნის იდეა, იმიტომ მომივიდა, რომ მე თვითონ მაქვს ჩემი სიხარულის გაზიარების სურვილი ... თქვენთვის......

....სახლში ახლა შემოვედი, აქამდე ჩემს ბაღში ვიყავით მე და დედა და ყვავილებს ვრგავდით.. ო, რა მშვენიერი გრძნობაა, რომ იცოდეთ!!!!!!!!! ირგვლივ ყველაფერი ყვავის - ხეები, ყვავილები და ჰაერში არაჩვეულებრივი სურნელია,.. ერთი სიამოვნებაა სუნთქვა!!!!!! ...თავს ზევით ჭიკჭიკა მერცხლები დაფრინავენ და ნავარდობენ ზეცაში,.. ბინდდება... და მე აქ ვარ და ჩემს გრძნობებს გიზიარებთ!!!

მადლობა იმას ვინც გამიგო და იგრძნო blush.gif kiss1.gif
Antia
blush.gif
DANAIDA
კეთილი თემაა l_daisy.gif
სულ ცოტა ჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის. გუშინ კოტეტიშვილს ვუსმენდი და ერთი კარგი რაღაც თქვა, ,,მე სიცოცხლის ნიჭი მაქვსო!'' smile.gif ალბათ ყველაზე ნიჭიერი ადამიანი ისაა, ვისაც ელემენტარულით შეუძლია ტკბობა, ძალიან იოლია საკუთარ თავს კომფორტი შეუქმნა, თუნდაც სხვისი კარგად ყოფნით... უბრალოდ ამის სურვილი უნდა გქონდეს. l_sunny.gif
Zet
QUOTE
ალბათ ყველაზე ნიჭიერი ადამიანი ისაა, ვისაც ელემენტარულით შეუძლია ტკბობა

კაი სიტყვებია yes.gif
Alpha
აუ მეც მინდა სადმე ბუნებაშიი wacko2.gif
ხოდა ბედნიერება ეს არის გრძნობა, როდესაც არაფერზე არ ხარ დამოკიდებული smile.gif
DANAIDA
QUOTE(Alpha @ Apr 30 2007, 06:35 PM) *
აუ მეც მინდა სადმე ბუნებაშიი wacko2.gif
ხოდა ბედნიერება ეს არის გრძნობა, როდესაც არაფერზე არ ხარ დამოკიდებული smile.gif

ეგ ალბათ თავისუფლების შეგრძნება უფროა, ვიდრე ბედნიერების. თუმცა, ერთი მეორის ნაწილია. smile.gif
apachi
ეხლა ჩემი ნახატი უნდა ვაჩუქო ჩემს მეგობარს...
ამ დროს ისეთი შეგრძნებაა....ვერ ავღწერ...ჩემი სულის ნაწლი სადღაცა მიდის....
სხვა განზომილებაში....
ყველაზე ბედნიერი მე მაშინ ვარ როცა გავცემ...ჩემს სულიერ ენერგიას...
l_sunny.gif
TeO
QUOTE(Alpha @ Apr 30 2007, 05:35 PM) *
აუ მეც მინდა სადმე ბუნებაშიი wacko2.gif
ხოდა ბედნიერება ეს არის გრძნობა, როდესაც არაფერზე არ ხარ დამოკიდებული smile.gif


მერე რა გიშლის ხელს????????
..ისეთი, არაჩვეულებრივად ლამაზი გაზაფხულია!!!!!! l_sunny.gif არ დაიზარო და გამოდი ბუნებაში, არ ინანებ – პირიქით ენერგიით და ხალისით აივსები!!!!!!!!!! l_daisy.gif
TeO
QUOTE(apachi @ Apr 30 2007, 07:16 PM) *
ეხლა ჩემი ნახატი უნდა ვაჩუქო ცემს მეგობარს...
ამ დროს ისეთი სეგრძნებაა....ვერ ავღწერ...ჩემი სულის ნაწლი სადღაცა მიდის....
სხვა განზომილებაში....
ყველაზე ბედნიერი მე მაშინ ვარ როცა გავცემ...ჩემს სულიერ ენერგიას...
l_sunny.gif


აუუუუუუ, როგორ მესმის შენი 100%ით!!!!!!!!!!

........არაჩვეულებრივი გრძნობაა,... და იცი რა არის მაგარი? გასცემ და გაასკეცებულად გიბრუნდება შემდგომ!!!!!!!!

ნაცნობის და ნათესავის ოჯახი არ არის ჩემი ნახატი (ნახატები), რომ არ ჰქონდეთ... ძალიან სასიამოვნოა,.. მიხვალ მასთან და კედლიდან შენი ნახატი გიმზერს და გიცინის blush.gif !.... თუ არ გამოგიცდიათ ვერ გამიგებთ!!!!!!! wub.gif

..განსაკუთრებით ძვირფასი შემფასებელი კი ჩემთვის პატარა ბავშვია! თუ მას მოეწონება ნახატი ე.ი. ტყუილად არ მიშრომია!!!!!!1 wink.gif

ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი დეიდაშვილი პატარა იყო და მათანაც ეკიდა ჩემი ნახატი,ჰოდა, როდესაც ამ ჩემს პატარას ნახატთან მიიყვანდდნენ კარგ ხასიათზე დგებოდა და უღიმოდა მას!... ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეააა wub.gif
apachi
QUOTE(TeO @ May 3 2007, 08:53 PM) *
აუუუუუუ, როგორ მესმის შენი 100%ით!!!!!!!!!!

........არაჩვეულებრივი გრძნობაა,... და იცი რა არის მაგარი? გასცემ და გაასკეცებულად გიბრუნდება შემდგომ!!!!!!!!

ნაცნობის და ნათესავის ოჯახი არ არის ჩემი ნახატი (ნახატები), რომ არ ჰქონდეთ... ძალიან სასიამოვნოა,.. მიხვალ მასთან და კედლიდან შენი ნახატი გიმზერს და გიცინის blush.gif !.... თუ არ გამოგიცდიათ ვერ გამიგებთ!!!!!!! wub.gif

..განსაკუთრებით ძვირფასი შემფასებელი კი ჩემთვის პატარა ბავშვია! თუ მას მოეწონება ნახატი ე.ი. ტყვილა არ მიშრომია!!!!!!1 wink.gif

ერთ მაგალითს მოვიყვან: ჩემი დეიდაშვილი პატარა იყო და მათანაც ეკიდა ჩემი ნახატი, ხოდა, როდესაც ამ ჩემს პატარას ნახატთან მიიყვანდდნენ კარგ ხასიათზე დგებოდა და უღიმოდა მას!... ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეააა wub.gif



l_sunny.gif analogiuri SegrZneba maqvs zustad....
TeO
დედა


სიტყვა დედა, ალბათ დამეთანხმებით, ყველა ადამიანში განსხვავებულ გრძნობას და ემოციას ბადებს!

მე ჩემს საკუთარ აზრს გაგიზიარებთ...

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი დედა მყავს -ანუ რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა ბიოლოგიური დედა ერთი მყავს, რომელმაც ამ ქვეყნად მომავლინა, მაგრამ სხვა ქალებს-დედებს (ნაცნობებს, უცნობებს, ჩემზე პატარებს, მოხუცებს, უშვილოებს) ვერ აღვიქვამ გულგრილად-უცხოდ, მე მათ მიმართაც მაქვს შვილური გრძნობები!..
...საკუთრივ ჩემთვის დედა ვერ იქნება კონკრეტულად ერთი ადამიანი! დედა უფრო მაშტაბური და დიადია, ის ყველგან არის: დედა-მიწა, დედა-ბუნება, დედა-ენა, დედა-ქალაქი, დედა-ბოძი...

ჩემი დედიკო არის უძვირფასესი ადამიანი ჩემთვის, ერთი შეხედვით არაფერით გამორჩეული ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ეს იმათთვის ვინც მას არ იცნობს! (ჩემი მეგობრებისთვის ის ნამდვილი დედაა, რადგან მე მიყვარს ისინი როგორც საკუთარი და-ძმა (და ასეთებიც არიან, რადგან სისხლით ნათესაობა სულაც არ არის საჭირო და-ძმური სიყვარულისთვის!) )
მადლობა ღმერთს იმ საჩუქრისთვის რომელსაც დედა ჰქვია! შეიძლება ეს ჩემი ემოცია გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ასე ვგრძნობ და რა ვქნა - დედაჩემი ჩემთვის დედის იდეალია!..
ანასტასიაში, რომ წერია- ბავშვის აღზრდა უნდა დაიწყოთ საკუთარი თავის აღზრდიდანო - ამას ხუთიანზე ახერხებს! ფაქტიურად რასაც (უარყოფითს) გადააკეთებს თავის თავში- ჩვენშიც ავტომატურად გამოსწორდება ადრე თუ გვიან!
მასზე გაუთავებლად შემიძლია ვწერო და ვილაპარაკო, მაგრამ არ მინდა დავშალო ის მთლიანობა და დავამახინჯო! - იყოს ერთიანი და გაბრწყინებული!..

დედაშვილობა ეს უძლიერესი დიადი და წმინდა გრძნობაა, რომელსაც დიდი სასწაულები ჩაუდენია და მომავალშიც ჩაიდენს...
იცით, რამხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ, როდესაც სხვის დედას როგორც საკუთარს ისე ვუყურებ... - არაჩვეულებრივი გრძნობაა!!!

...ტყუილად კი არ არის ხალხურ ზღაპრებში, როდესაც ყმაწვილი კუდიან დედაბერს, ან დევის დედას- სიტყვა ”დედით” რომ მიმართავს- ისინი მას ეხმარებიან (იმის მიუხედავად, რომ უარყოფითი პერსონაჟები არიან), იმიტომ რომ ეს სიტყვა ჯადოსნურია და მათ შორის უხილავი ზავი-თანხმობა იდება...

ეს ჩემ მიერ დახატული დედაშვილობაა smile.gif

Shot with hp 635 Digital Camera
iza
QUOTE
დედა
სიტყვა დედა, ალბათ დამეთანხმებით, ყველა ადამიანში განსხვავებულ გრძნობას და ემოციას ბადებს!

მე ჩემს საკუთარ აზრს გაგიზიარებთ...

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი დედა მყავს -ანუ რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა ბიოლოგიური დედა ერთი მყავს, რომელმაც ამ ქვეყნად მომავლინა, მაგრამ სხვა ქალებს-დედებს (ნაცნობებს, უცნობებს, ჩემზე პატარებს, მოხუცებს, უშვილოებს) ვერ აღვიქვამ გულგრილად-უცხოდ, მე მათ მიმართაც მაქვს დედაშვილური გრძნობები!..
...საკუთრივ ჩემთვის დედა ვერ იქნება კონკრეტულად ერთი ადამიანი! დედა უფრო მაშტაბური და დიადია, ის ყველგან არის: დედა-მიწა, დედა-ბუნება, დედა-ენა, დედა-ქალაქი, დედა-ბოძი...

amas ra jobia, roca ase afaseb dedikos! ogondac, ar dagavickdes, rom mas agrdznobino es xshirad!
dedachemi ukve karga xania iqetaa da saocrad guli mckdeba, rom koveldge sikvaruls ar vuxsnidi kvelaze ubralo sitkvebit! ase mgonia, is sitbo da sikvaruli, rasac chemgan grdznobda, sakmarisi ar darcha amisatvis !:(((
TeO
blush.gif yes.gif wub.gif
TeO
ძალიან დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი მყინვარწვერზე მოლოცვა,.. დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი იყო ყველანაერად!

...დილას ადრე გამეღვიძა, მზე ჯერ არ ამოსულიყო, ყველას ეძინა.
გარეთ გამოვედი (მეტეოდან) და ჩემს თვალწინ არაჩვეულებრივად ლამაზი ხედი გადაიშალა - ირგვლივ ყოველმხრივ თეთრად შემოსილი დიადი მთები და მათ ფერხთით მოსეირნე ღრუბლების ქარავანი! (ძალიან ლიტერატურულად გამომდის, მაგრამ რა ვქნა) და ყოველივე ამას ზემოდან ცისფერი ჰაეროვანი გუმბათი ხურავს, ...ცაზე მოსჩანს ნათელი ცისკრის ვარსკვლავი...
...და აი, ამოდის მზე!
ის თავისი ვარდისფერი სხივებით სიყვარულით ეფერება და კოცნის სპეტაკ, ქათქათა მთას და ისიც წითლდება, ინთება და შემოდის შუქი სამყაროში...

ძალიან წარმტაცი ნახატი იყო - ახლაც თვალწინ მიდგას და გრძნობა მიჩნდება არაჩვეულებრივად ამაღლებული!
მადლობა ღმერთს.., რომ იმ წუთებში მარტო ვიდექი და არავინ არ მიშლიდა სამყაროსთან უსიტყვო საუბარს...

ეს წელს გადაღებული ფოტოა (ისე ცოტათი წარმოდგენა რომ შეგექმნათ) გერგეთის სამება და მყინვარწვერი smile.gif


Shot with Canon PowerShot A540


ვისურვებდი თქვენც განგეცადოთ ასეთი ლამაზი წუთები ცხოვრებაში!!!
blush.gif
TeO
Laie_61.gif აბა ეს ნახეთ, მგონი ძალიან საყვარელი ნახატიააა wub.gif

TeO
ზოგს რა სჭირდება ბედნირებისთვის და ზოგს რა!!!
მე ათასი მიზეზი მაქვს ვიყო ბედნიერი! და ყველაფერი აქ რომ დავწერო ფორუმი ვერ გაუძლებს hilarioustu8.gif

ამიტომ ცოტას დავწერ smile.gif
ადამიანები უნდა ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს მოვესიყვარულოთ! არ აქვს ნაცნობ-უცნობობას მნიშვნელობა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ეს არის მთავარი!

ორ შემთხვევას გავიხსენებ...

ერთხელ გაჩერებაზე ვდგავარ, ავტობუსს ველოდები, გავიხედე მოხუცი ბაბუა დგას გვერდზე - თეთრი წვერი აქვს და ძალიან კეთილი სახე, ლამის ანათებს! შევხედე და ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მომინდა რამე გამეკეთებინა მისთვის, ჯიბეში კანფეტი მედო, მივედი და
-თუ შეიძლება ძალიან მინდა და კანფეტს გაჩუქებთ-მეთქი!
გაოცებით შემომხედა, -რატომო?
-გულით მინდა-მეთქი!
-შენ რამე ფარულ კამერას ხომ არ მიწყობო?- ძალიან ფრთხილად მკითხა
-არა, რას ამბობთ!
---
მოკლედ დარწმუნდა, რომ არ ვეხუმრებოდი და სხივები ჩაუდგა თვალებში! გამომართვა კანფეტი, თითქოს უძვირფასესი თვალმარგალიტი ყოფილიყოს.
-ბაბუაო, მე სოფლიდან ვარ ჩამოსული და რომ დავბრუნდები, მოვყვები, რომ ქალაქში ასე კარგად მომექცნენო!
ვერც კი გადმოგცემთ რა დონეზე გახარებულები და ბედნიერები დავშორდით ერთმანეთს! ყველაზე მთავარი მაინც ის ჩვენი სიტყვები კი არა, არამედ რაღაც ამაღლებული განწყობა იყო wub.gif და გრძნობით დონეზე ინფორმაციის გაცვლა!


რატომ დავწერე ეს ამბავი? ის ჩემი ძალიან პირადულია!.. ალბათ, უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი!
მიმოიხედეთ ირგვლივ იქნებ ვინმეს თქვენი დახმარება უნდა, არა მატერიალური, არამედ თუნდაც ერთი პატარა გაღიმების სახით!:blush:

რამდენიმე წლის წინ რაღაც დღესასწაულია და გამოპრანჭული თმაში ყვავილებით და ხელში თაიგულით მივდივარ სასეირნოდ!.. მოხდა ისე რომ ახლობელმა ძალიან მატკინა გული გაჩერებაზე და წავიდა,. ვდგავარ მარტო და წამსკდა ტირილი sad.gif , არანაერი რიდი და მოკრძალება არ ჭრის. მოდის ცრემლების წვიმა, ვერაფერს ვხედავ (”დვორნიკები” არ მუშაობს smile.gif ). დავეგდე გაჩერების სკამზე და მიდი მოვდივარ! shok.gif
ხოდა იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, მოვიდა და მაწყნარებს, მეფერება, ცრემლებს მიწმინდავს! არ მშველის გაგიგონიათ- უვარესად ავღრიალდი პატარა ბავშვივით, რაც კი წყენა მქონდა სულ ამოვუთქვი! მისმენდა და თანამიგრძნობდა და ”ვდრუგ” ცრემლებმაც გადაიღეს, მზე ამოვიდა და გულზე მომეშვა!
ავდექი - არც მადლობა, არც ნახვამდის, სახეშიც არ შემიხედია, დავჯექი ჩამომდგარ მარშუტკაში და წავედი!
ამ დროს როგორ დამეხმარა!!!!!! დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვიცი ვინ არი blush.gif

ასეა ადამიანები ზოგჯერ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს გაჭირვებისა თუ სიხარულის დროს, მიუხედავად ყველაფრისა! wub.gif
აი, ამ ადამიანურ გრძნობებს მინდა, რომ გაუმარჯოს! beerchug.gif
TeO
რა ლამაზი ოქროს შემოდგომაა!!! მ ა დ ლ ო ბ ა wub.gif
Mirabella
ესე მინდა smile.gif

TeO
მეგობრობას გაუმარჯოს!!! beerchug.gif l_daisy.gif
მეგობრობა და მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ ძალიან გამიჭირდებოდა!! yes.gif
ხიზან მიყვარხარ wub.gif და ეს ფოტოები.. smile.gif
შენ რომ არ მედგე გვერდში და ერთი-ორი კარგად არ შემანჯღრიო ხოლმე, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა wacko.gif kiss1.gif



TeO
wub.gifკარგი და დადებითი განწყობისთვის...

sam
.......... be heppy..... clap2.gif



გაზაფხულიააააააააააააააააა
აააააააააააააააააააა l_daisy.gif
TeO
მაგარი ამინდია გარეთ!!!!!!!!!!!!!!!
blanca
ციტატა(TeO @ Sep 24 2007, 04:20 PM) *
ზოგს რა სჭირდება ბედნირებისთვის და ზოგს რა!!!
მე ათასი მიზეზი მაქვს ვიყო ბედნიერი! და ყველაფერი აქ რომ დავწერო ფორუმი ვერ გაუძლებს hilarioustu8.gif

ამიტომ ცოტას დავწერ smile.gif
ადამიანები უნდა ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს მოვესიყვარულოთ! არ აქვს ნაცნობ-უცნობობას მნიშვნელობა, ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ეს არის მთავარი!

ორ შემთხვევას გავიხსენებ...

ერთხელ გაჩერებაზე ვდგავარ, ავტობუსს ველოდები, გავიხედე მოხუცი ბაბუა დგას გვერდზე - თეთრი წვერი აქვს და ძალიან კეთილი სახე, ლამის ანათებს! შევხედე და ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ მომინდა რამე გამეკეთებინა მისთვის, ჯიბეში კანფეტი მედო, მივედი და
-თუ შეიძლება ძალიან მინდა და კანფეტს გაჩუქებთ-მეთქი!
გაოცებით შემომხედა, -რატომო?
-გულით მინდა-მეთქი!
-შენ რამე ფარულ კამერას ხომ არ მიწყობო?- ძალიან ფრთხილად მკითხა
-არა, რას ამბობთ!
---
მოკლედ დარწმუნდა, რომ არ ვეხუმრებოდი და სხივები ჩაუდგა თვალებში! გამომართვა კანფეტი, თითქოს უძვირფასესი თვალმარგალიტი ყოფილიყოს.
-ბაბუაო, მე სოფლიდან ვარ ჩამოსული და რომ დავბრუნდები, მოვყვები, რომ ქალაქში ასე კარგად მომექცნენო!
ვერც კი გადმოგცემთ რა დონეზე გახარებულები და ბედნიერები დავშორდით ერთმანეთს! ყველაზე მთავარი მაინც ის ჩვენი სიტყვები კი არა, არამედ რაღაც ამაღლებული განწყობა იყო wub.gif და გრძნობით დონეზე ინფორმაციის გაცვლა!


რატომ დავწერე ეს ამბავი? ის ჩემი ძალიან პირადულია!.. ალბათ, უბრალოდ მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი!
მიმოიხედეთ ირგვლივ იქნებ ვინმეს თქვენი დახმარება უნდა, არა მატერიალური, არამედ თუნდაც ერთი პატარა გაღიმების სახით!:blush:

რამდენიმე წლის წინ რაღაც დღესასწაულია და გამოპრანჭული თმაში ყვავილებით და ხელში თაიგულით მივდივარ სასეირნოდ!.. მოხდა ისე რომ ახლობელმა ძალიან მატკინა გული გაჩერებაზე და წავიდა,. ვდგავარ მარტო და წამსკდა ტირილი sad.gif , არანაერი რიდი და მოკრძალება არ ჭრის. მოდის ცრემლების წვიმა, ვერაფერს ვხედავ (”დვორნიკები” არ მუშაობს smile.gif ). დავეგდე გაჩერების სკამზე და მიდი მოვდივარ! shok.gif
ხოდა იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, მოვიდა და მაწყნარებს, მეფერება, ცრემლებს მიწმინდავს! არ მშველის გაგიგონიათ- უვარესად ავღრიალდი პატარა ბავშვივით, რაც კი წყენა მქონდა სულ ამოვუთქვი! მისმენდა და თანამიგრძნობდა და ”ვდრუგ” ცრემლებმაც გადაიღეს, მზე ამოვიდა და გულზე მომეშვა!
ავდექი - არც მადლობა, არც ნახვამდის, სახეშიც არ შემიხედია, დავჯექი ჩამომდგარ მარშუტკაში და წავედი!
ამ დროს როგორ დამეხმარა!!!!!! დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვიცი ვინ არი blush.gif

ასეა ადამიანები ზოგჯერ ძალიან ვეხმარებით ერთმანეთს გაჭირვებისა თუ სიხარულის დროს, მიუხედავად ყველაფრისა! wub.gif
აი, ამ ადამიანურ გრძნობებს მინდა, რომ გაუმარჯოს! beerchug.gif



gavTbi smile.gif
TeO
უფფფფ, ეს დღეები მაგრა ვერთობი კბილის ექიმთან!!!!!!!!!! crazy.gif good.gif
ადრე კიდევ მეშინოდაა skull.gif

აი ეს არის ჩემი ამ დღეებში განცდილი ბედნიერებაააააააა yes.gif l_daisy.gif

მაგრა მეკაიფება და მიხარია!!! wub.gif კიდე ვინ არის სტომატოლოგთან სტუმრობის მოტრფიალე? laugh.gif
Zet
მეც მიხარია ხოლმე, ოღონდ უფრო როცა გამოვდივარ ხოლმე სტომატოლოგიდან biggrin.gif ....
TeO
დაიკო სამშობიაროშია და მოუთმენლად ველოდები პატარა ბაიას დაბადებას!!!!!!!!!!!!!!
უსაზღვროდ ბედნიერი ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! l_daisy.gif wub.gif wub.gif
TeO


TeO
l_daisy.gif მიხარია wub.gif რადგან ფორუმს რამდენიმე ახალი აქტიური წევრი შეემატა!!! l_sunny.gif და კიდევ დიპლომის ხატვა დავიწყე და ესეც მიკვირს და მიხარია wub.gif
TeO
გუშინ ისათი სიყვარულის "ვსპლესკი' მქონდა, რომ სმს-ები, რომ არ დამეგზავნა ალბათ მართლა გავსკდებოდი! laugh.gif

ძალიან, ძალიან მაგარი იყო და ყველას მადლობა ვინც გამიგეთ და შემეხმიანეთ და ახლაც გესმით

მადლობა და ძალიან მიყვარხაააართ!!!!!!!!!!! wub.gif

გკოცნით ბევრს
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif
TeO
დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან პატარა ცუგრუმელა ანგელოზები ვნახე!!!smile.gif))))))))
TeO
დამიბრუნდა ხატვის სურვილი და ძალიან მიხარია l_daisy.gif - ამ დღეებში იმდენი ნახატი დავხატეეეე, მაგრამ აი, ატვირთვა კი მეზარება და ასე, რომ ვერ ნახავთ!;))
blanca
გვანახე რა

TeO
QUOTE(blanca @ Jul 11 2008, 10:46 PM) *
გვანახე რა

მეზარებოდა ატვირთვა, მაგრამ შენი ხათრით დავდე Laie_61.gif
იმედია მოგეწონება wink.gif
http://www.anastasia.ge/forum/index.php?sh...c=278&st=30
blanca
მადლობა თეო smile.gif

ეს ვარდები შენთან არის ბაღში? და ის პატარა გოგონა შენ ხარ? smile.gif

პირველი სურატი 'დედაშვილი' ულამაზესი ფერებია. ძაან მაგარია .. რა კარგია რომ ხატავ
მე ვეღარ ..

მძივებს მეც ვაკეთებდი ადრე და მახსოვს პეპლებს ვაკეთებდი ესე:
მავთული ჩვეულებრივი, ცოტა ისეთი ადვილად რომ არ იღუნება
მერე ზედ გადავაკრავდი 'კალგოტკას': ცისფერი, წითელი ან რავიცი ნებისმიერი ლამაზი ფერი
მერე პეპლის ფორმა რომ მიმეცა ბრჭყვიალა ძაფით შემოუვლიდი ნაპირებში... მოკლედ აამუშავე ფანტაზია და დანარჩენი თვითონ დაინახე თუ როგორს ვაკეთებდი smile.gif

ულამაზესი იყო. მახსოვს სკოლაში მეკეთა ხოლმე და მერე ბევრმა მთხოვა მსგავსის გაკეთება

ქოლგებსაც ვაკეთებდი ფერადფერადს. ძაან საყვარლები გამოდიოდნენ biggrin.gif
აუ რას არ ვაკეთებდი, რა ჩალიჩის თავი მქონდა :lol3:
TeO
არაფრის wub.gif
ვარდები ჩემი ეზოსია
პატარა გოგონა ჩემი უმცროსი დაიკოაwink.gif

რა ნიჭიერი ყოფილხარ, ისე ჩემი გატაცებაც ბისერებით ა ა.შ. ნელნელა ქარდება smile.gif)
blanca
ნიჭიერი? biggrin.gif
არაააა, ტემპერამენტის ტიპია ესეთი - მელანქოლიკი
უნდა იმოძრაოს, იფუსფუსოს, ხელები მოძრაობაში მოიყვანოს
აშენოს,ხატოს, კეროს, ქარგოს .. ისე გაგიჟდება laugh.gif
TeO
smile.gif
და რა, მეც ასეთი ვარ? blink.gif biggrin.gif
blanca
რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ
მთავარია რომ პეპლები ძალიან ლამაზია biggrin.gif
ირმა
ძალიან ლამაზი თემაა. l_book.gif დავტკბი.
TeO
wub.gif მადლოოობააააააააააა ყველას სახელით l_daisy.gif
ისე მიხარია სხვას რომ უხარიააა kiss1.gif

ცხოვრება მშვენიერია და ფერები უფრო მკაფიო და ნათელი! smile.gif) blush.gif
ირმა
ციტატა(TeO @ Aug 21 2008, 05:35 PM) *
wub.gif მადლოოობააააააააააა ყველას სახელით l_daisy.gif
ისე მიხარია სხვას რომ უხარიააა kiss1.gif

ცხოვრება მშვენიერია და ფერები უფრო მკაფიო და ნათელი! smile.gif) blush.gif

მიხარია რომი აქ ხა და შენს აურას გვიგზავნი აქ ყველა ფორუმელს. l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif
TeO
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!........... l_daisy.gif wub.gif
Sophia
QUOTE(TeO @ Dec 3 2008, 06:01 PM) *
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!........... l_daisy.gif wub.gif

რაო თეო, რა გახარებს? smile.gif თუმცა , რა მნიშვნელობა აქვს, მე მიხარია, რომ შენ გიხარია l_sunny.gif
TeO
აბა, კონკურსისთვის თემა მზადაა და ყველას მოუთმენლად ველოდებით!!! wub.gif

ვინ იქნება პირველი კონკურსანტი? rolleyes.gif

პ.ს. პოსტები შეზღუდული არ არის wink.gif მაგრამ თემას არ უნდა გადაუხვიოთ! Laie_61.gif

(ზომიერად მკაცრი ვარ bf_nonew.gif biggrin.gif )
ირმა
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე. l_sunny.gif
მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა.
ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას lol.gif , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით groupwave.gif party.gif
არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო biggrin.gif
ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა.
დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. biggrin.gif მაგრამ კაკალი ცარიელი იყო sad.gif
ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია l_daisy.gif
33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია kiss1.gif
გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი kiss1.gif
blanca
ირმას ამბავმა გამახსენა ერთხელ ავად ვიყავი და ძამიამ ერთი ცალი შოკოლადი მომიტანა. დღესაც მახსოვს რა ბედნიერი იყო.
ეს შოკოლადი განსაკუთრებული იყო. თუ გახსოვთ რეკლამა იყო ხოლმე ბალერინა ცეკვავს და მერე ლამაზად შეფუთულ შოკოლადს აჩვენებენ. ხოდა მოვიდა და ძალიან დიდი სიყვარულით ეს ერთი ცალი შოკოლადი მომცა smile.gif
ეს შოკოლადი განსაკუთრებით მიყვარს და ხშირად ვყიდულობ ხოლმე biggrin.gif
anonymouska
ე.ი ჩანახატებიც შეიძლება. და ჩემს თავზე შემიძლია ის ვთვა რომ შეიძლება უცებ ისეთმა ელემენტარულმა რაღაცამ მომანიჭოს ბედნიერება რომ სხვას ამაზე გაეცინოს... უიიი,არ ღირს თქმად.... ჯობია სხვისი ეს ჩანახატი დავწერო...სხვა ამდაგვარებსაც ვნახავ და დაწერ smile.gif


"რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები"
_ნახე გათენდა
_ჰო, მგონი როგორც იქნა
უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო
_დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ.
_ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . .
_ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ.
_ჰმ! დიდი ბედნიერებაა
_ჩუ, მგონი მოდიან
_აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა?
_კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი.
_მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე.
_ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა.
_ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ.
_ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს.
_შენ რატომ კანკალებ?
_არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო.
_ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები.
_მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს!
_ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . .
_გვისმინე ღმერთო, ამინ!
ირმა
QUOTE(TeO @ Dec 3 2008, 07:01 PM) *
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!........... l_daisy.gif wub.gif

დღეს მეც ძალიან ძალიან მიხარია და TeO-ს ეს პოსტი გამახსენდა. kiss1.gif
party.gif
groupwave.gif
bigarmhug.gif l_daisy.gif l_sunny.gif
TeO
QUOTE
მიდიოდა ავტობუსი...

ცხოვრება ყველგან მოგყვება, სადაც წახვალ, იქ შემოგეხვევა... იმ დილასაც ამყვა ავტობუსში. ამყვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ იქ უკვე გვარიანად მოშხამული ავედი. ჯერ მანქანამ ჩამიშლიგინა და წუმპე შემომასხა, მერე ავტობუსში ასვლისას დამეტაკა ვიღაცა - დროზე ადი, დავლპი წვიმაშიო... გეგონება, მე არ მაწვიმდა! იქაც თავი პირდაპირ ჩხუბში ვკარი. ავტობუსი თავისუფლების მოედანზე იდგა - ორივე კარი ფართოდ გაეღო და ხალხის ამოსვლას ელოდებოდა... ის იყო, სველ ფანჯარას ავეკარი, რომ ვიღაცას, ეტყობა, მოთმინების ძაფი გაუწყდა და პირდაპირ ჩემი ყურის ძირში მიაყვირა მძღოლს, - წადი, რა კაცო, შენ თუ არ გეჩქარება, ჩვენ გვეჩქარებაო! მე კი შევხტი, მაგრამ მძღოლს ნირიც არ შესცვლია, არც სქელ ქურთუკში ჩაფლული კისერი მოუბრუნებია...
მაგრამ ნავსი გამტყდარი იყო, ჩხუბი დაწყებული...
- რას გაშეშებულხარ, კაცო, დაკეტე კარი! - ვიღაც ქალმა შეუტია მძღოლს და ატყდა... შოფერმაც ხმა ამოიღო და სულ უხეიროები და შეუბრალებლები გვეძახა, - თქვენ რა გენაღვლებათ, მთელი დღე ტყუილა დავახრიგინებ ამხელა ავტობუსს და მგზავრი თუ არ ავიყვანე, ცოლ-შვილს რა მივუტანოო! ვიღაცა ქალმა - ჩვენ რა შუაში ვართ, სახელმწიფომ მოგიმატოს ხელფასიო! მოკლედ, ამ აურზაურში კიბეს ერთი ბიჭი ამოახტა და მძღოლსა და კიბეს შორის გაიჩხირა...
გაიწი, რა, ბიჭო, ვერა ხედავ, ხალხი ამოდისო, - იმასაც შეუღრინა მძღოლმა...
- დამანებე, რა თავი, ბიძია, გაჭირვებული ვარ! - შეეპასუხა ბიჭი - მაღალი იყო, ასე 17-18 წლის, ფერმკრთალი და ლამაზი, დიდი შავი თვალები ჰქონდა...
- ბილეთი აიღე-მეთქი ხომ არ მითქვამს. უკან გადაიწიე-მეთქი! - რატომღაც დაიბნა მძღოლი და როგორც იყო, წავიდა... ის წავიდა და ბიჭიც დაიძრა ავტობუსის სიღრმეში... ამაში კი არაფერია გასაკვირი - ხალხი ავტობუსებში მარტო არაფრისმთქმელი სახეებით კი არ მისჩერებია სარკმლებს, მოძრაობს კიდეც - ჩადის, ამოდის, ადგილს ეძებს... მაგრამ ის ბიჭი სხვანაირად მიდიოდა - ცალი ხელით სავსე ცელოფანის შავი პარკი თავზემოთ აეწია. გეგონებოდა, რაღაც დაავიწყდა და მის მოსაძებნად მიდისო...
მერე კუთხეში მიდგა, პარკი ფეხებზე დაიდო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და... ამღერდა...
- «შირაქის ველზე მივდივაარ... უკან მომყვება ქარიოო, წინ შემეფეთა პეპელააა... წითლად უჩანდა მხარიოო»...
ხმა იყო - სუნთქვა შემეკრა და პირდაპირ გულში გამიარა - ბაგაბუგზე მივხვდი...
- ვაჰ, ბიჭო, მართლა საწყალი არ ყოფილა ეს უბედური! - ჩაილაპარაკა მძღოლმა წყნარად და მოულოდნელად მუშტი გამეტებით დასცხო ტორპედოს...
- ნელა, შე კაცო, ავტობუსმა რა დაგიშავა, რომ ამტვრევ! - ჩუმად უსაყვედურა იმ ქალმა, ხუთი წუთის წინ დანასისხლად რომ გადაეკიდა, მერე ჩანთიდან ცხვირსახოცების შეკვრა ამოაძვრინა და რატომღაც ხელში ნერვიულად მოჭმუჭნა...
- «საყვარლის კაბას ვამსგავსეეე»... - განაგრძობდა ბიჭი...
- ნახე, დედა, რა მაგრა მღერის! - გაუცინა სკამს მოჭიდებულმა გოგომ დედას.
- მერე რა არის სასაცილო! - გაბრაზდა დედამისი, - ამხელა ქალმა არ უნდა იცოდე, რაზე იცინო?! გოგოს აღარაფერი უთქვამს. უცნაურ ფერად შეღებილი თმა სახეზე ჩამოიფარა და თავი ჩაქინდრა... ცრემლი კი მის გვერდით მდგარმა ქალმა მოიწმინდა და ფანჯარას მიაშტერდა...
ავტობუსი მიდიოდა...
- ახლა ახალი სიმღერა მოისმინეთ, - გამოაცხადა ბიჭმა კონფერანსიესავით. ფეხებზე ცელოფანის პარკი შეისწორა, გულზე ხელი მიიდო და გააბა, - «ვარდები არ არიან...»
- ვაიმე, შენს დედას შვილო!. ასე ანგელოზი გაუჩენიხარ და რა დღით! - გამწარდა ვიღაც მოხუცი.
ბიჭი კი მღეროდა და მღეროდა - «გულო, რა გემართება, გულო რა მოგივიდააა.»
ავტობუსი მიდიოდა...
ხალხიც ჩადიოდა და ამოდიოდა, ისმენდა სიმღერას და სახეზე სამყაროს დარდი ეწერებოდა... ერთი პატარა გოგო გაძვრა, ბიჭს წინ დაუდგა და დიდი თვალებით მიაშტერდა, თან წამწამებს აფახულებდა და ტირილი წკიპზე ჰქონდა მომდგარი - პაწია ტუჩებს პრანჭავდა...
მერე ბიჭმა ცელოფანი აიღო, იღლიაში ამოიჩარა, ხელი გამოსწია და... კონცერტი დამთავრდა, გადაიხადეთ, რაც გემეტებათო!..
- მოიცა, დე, მე მივცემ, რა! - გოგომ შემოტკეცილი შარვლის ჯიბიდან ამოაძვრინა ხურდები და ისევ დედას შეეხვეწა, - დაამატე რა, ცოტა! იმანაც დაამატა...
- მოდი, შე საცოდავო, მოდი, - ახლა მოხუცმა დაიწყო ჩანთაში ფულის ძებნა. მაგრამ ხელს ჯერ პენსიონერის წიგნაკი ამოჰყვა, მერე - სათვალე. ფული ბოლოს იყო...
- ეეჰ, კაბინეტებში გამოჭიმული ჩვენი მთავრობა უნდა ჩააგდო შენს დღეში, - ჯიბეს ხვნეშით მიადგა მსუქანი კაცი...
- ვითომ მთავრობა რაღა შუაშია! - გაუკვირდა აცრემლებულ ქალბატონს და ბიჭს ხელში ქაღალდის ფული ჩაუკუჭა...
ავტობუსი კი მიდიოდა...
მერე ბიჭიც ჩავიდა, ჩაიტანა შავი ცელოფანის პარკი და... ფული... რაღაც ჩვენც დაგვიტოვა. მაშინ ვერ მივხვდი, რა. მაგრამ ავტობუსი რომ დაიძრა და ბიჭმა გაჩერებიდან შემოგვხედა, მაშინვე მივაგენი, - სიყვარული! იმ წუთში ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ასე იყო...
ავტობუსი კი მიდიოდა...

ნანა რამიშვილი

ეს სტატია ახლა შემთხვევით წავიკითხე კვირის პალიტრაში.. და ავღრიალდი
ძალიან დააჭირეს ადამიანურზე,..მტკივნეულია, მაგრამ მკურნალი!! (ნათქვამი, რომაა -წამალი მწარეაო )

TeO
ამ რამდენიმე დღის წინ მეც ვმგზავრობდი ავტობუსით და თითქმის მზგავს სიტაუციაში ამოვყავი თავი, ოღონდ ის რადიკალურად დადებითი გამოვიდა!
ან უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებიდან ვუყურებდი?

..მოკლედ, ვზივარ უკან და ჩაძირული ვართ მგზავრები ჩვენ-ჩვენ ფიქრებში და "ვდრუგ" ამოდის კაცი, რომელიც რაღაც მანქანებით უკრავს დოლ-გარმონზე და თან არ ამღერდა?!! ( რეპერტუარს ვეღარ ვიხსენებ )

ავტობუსმა ეგრევე გამოიღვიძა და გამოცოცხლდა.. ატყდა ფხუკუნ-შუშუნი და დადებითმა ემოციამ მაქსიმალურზე აიწია!! party.gif
ნუ ჩათავდა ეს "გრძელი" გაჩერება და ფულით დაჯილდოვებული ბიძია გავაცილეთ მხიარული მზერით, მაგრამ ჯერ სად ხარ!!!!!!!! shok.gif ვსო ვ პერედი!!! girl_witch.gif
კარებმა დახურვა ვერ მოასწრო, რომ პატარა კარუზოს ხმამ არ დაფარა მთელი ავტობუსი?! ის ჩავიდა და ეგ ამოვიდა) lol.gif
..ხალხი ჯერ გაისუსა და მერე, რომ იფეთქა სიცილმა Just_Cuz_01.gif ვინ სად დახოხავდა ვერ გადმოგცემთ (აქ ავტორის უტრირებაა, ბოდიშით-ვერ მოითმინა და როლებში შეიჭრა! )

მოკლედ, "პუბლიკის" ასეთ თავშეუკავებელი რეაქიას არ ელოდა "კარუზო" და შეცბუნებული მიყუჩდა დამფრთხალი ბარტყივითა unsure.gif (ეტყობა იფიქრა- ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიყარაო?) მარა ჯერ კიდევ სადა ხართ! hilarioustu8.gif
აუხტა ერთი სპორტსმენი ტიპი (რომლის საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ ამის რეპერტუარს უკვე იცნობდა) და უკვეთავს მიდი სერიალი შეასრულეო და ფულს მე მოგცემო!
ნუ ჩვენ დავაღეთ ფართოდ თვალები და მივაჩერდით იმას (ანუ კარუზოსა), ხოდა ის გაყუჩებულია ისევ, მაგრამ ორ წუთში აზრზე მოვიდა და არ ჩაგვირთო თავის რეპერტუარი groupwave.gif ნუ ჩვენ ავყირავდით და ვიღას ახსოვდა დოლიანი კაცი
ეს იყო რაღაც და "პროსტა" უნდა გენახათ რა!!!!!!!
..სამწუხაროდ გაჩერებაც მოახლოვდა და ეს შემსრულებელიც გავისტუმრეთ, მაგრამ ხალხი ისეთ "უდარში" ვიყავით, რომ ჩემ გვერდზე ქალი კაიფობდა- ახლა მესამეც რომ "გაიჩითოს" ეგეთიო?!.. მაგრამ "ნა ეტომ ნაში პრიკლუჩენია ოსტანავილის"? ..wink.gif

to be continued..

პ.ს. პოსტი დაწერილია იმპროვიზირებულად, რომ მაქსიმალურად გადმომეცა განწყობა! ასე, რომ თუ შეგხვდათ შეცდომები ბოდიშით blush.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.