Help - Search - Members - Calendar
Full Version: „ანასტასიას“ ქართული თარგმანი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2, 3
Antia
ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ!
მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით:


მე ვთარგმნე და გამოვეცი ვლადიმერ მეგრეს პირველი წიგნი – „ანასტასია“.

[attachment=16:anastasia_smol.jpg]


ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი.

ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე.

გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც.

ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები.
Alpha
კარგია, მემგონი უკეთესი იქნება ამ პირველ წიგნის დარასკრუტკებაზე თუ ვიზრუნებთ. smile.gif
Zet
QUOTE(Alpha @ Apr 28 2007, 05:57 PM) *
კარგია, მემგონი უკეთესი იქნება ამ პირველ წიგნის დარასკრუტკებაზე თუ ვიზრუნებთ. smile.gif

yes.gif

ვეთანხმები, მემგონი პირველ წიგნზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, პირველი წიგნის გარეშე სხვადანარჩენი ცოტა გაუგებარია.
როგორც მაგალითად 5 სერიან ფილმის ყურება მეოთხე სერიიდან რო დაიწყო. და საბოლოოდ ვერაფერს რო ვერ გაიგებ)))
Antia
ახლა, რა ხდება გითხრათ:
პირველი წიგნი, რა თქმა უნდა, მთავარია. უბრალოდ, პირველი გამოცემა მაინცდამაინც არ პასუხობს თარგმანის ხარისხის იმ დონეს, რომელსაც ეს წიგნი იმსახურებს.

შარშან ვთხოვე სტილისტური კორექტურის გაკეთება ქართულის კარგ მცოდნეს ჩემ ახლობელ ადამიანს და მან გახადა თარგმანი ქართული ენის და ქართველი მკითხველის საკადრისი.
ეს ნიშნავს, რომ მას ხელმეორედ სჭირდება გამოცემა. ამის თანხა კი მე ჯერ არ მაქვს.

თუ შემომიერთდებით, ერთად ავიღოთ საავტორო უფლებები და ერთად გამოვცეთ!

P.S. სულ მალე, აქ გამოსაქვეყნებლად, გამოვუგზავნი Zet–ს განახლებული თარგმანის ფაილს. ალბათ pdf-ი იქნება.
TeO
კარგი იდეაა წიგნის გამოცემა ქართულ ენაზე!
მე და თქვენ რუსულად გვაქვს წაკითხული ”ანასტასია” და რა თქმა უნდა ორიგინალში წიგნის წაკითხვა ძალიან კარგია, მაგრამ ყველას კი არ შეუძლია და თანდათანობით ვაფშე აღარ სწავლობენ რუსულს! (ყველას ხომ არ ეყოლება რუსი ბებიაwink.gif)

მე მყავს მეგობრები, რომელთაც ძალიან უნდათ ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ რუსულად ვერ გებულობენ!

მე თუ რამე შემიძლია მზად ვარ დაგეხმაროთ! beerchug.gif
Antia
დანაპირებს სამ წელს ელოდებიანო! smile.gif მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! l_sunny.gif თანაც, გავიდა მხოლოდ ერთ წელზე ცოტა მეტი blush.gif (და არა -- სამი წელი).

axla unda gavarkvio, rogor gamovaqveyno aq chemi "pirmSo".
Antia
აჰა, ზეტ-ს გავუგზავნე პდფ-ი. მელე გამოაქვეყნებს და ცხოვრებაში ეს ერთი ვალიც მოხდილი მექნება!
Zet
აი მეგობრებო ზემოთ ხსენებული ფაილიც: http://www.anastasia.ge/forum/uploads/anastasia_1.pdf
old_man
თბილისში იყიდება ეს გამოცემა?
Sophia
QUOTE(Zet @ Jul 24 2008, 06:46 PM) *
აი მეგობრებო ზემოთ ხსენებული ფაილიც: http://www.anastasia.ge/forum/uploads/anastasia_1.pdf


Zalian sainteresoa, didi madloba
TeO
როგორ გამიხარდააააააააა l_daisy.gif rolleyes.gif

გაიხარე ანთია, ძალიან კარგი საქმე გააკეთე!!!.. kiss1.gif
ძალიან მიხარია და ბევრ ჩემ ნაცნობებს წავაკითხებ smile.gif blush.gif

მაგარიააა Laie_61.gif
Antia
პუშკინზე, "პლანეტა-ფორტეს" მაღაზიაში იკითხონ ეს წიგნი. 2005-ში დავტოვე 20 ცალი, როგორც მახსოვს. თუ არ არის, ვეცდები ვიზრუნო მის გამოგზავნაზე: 150-მდე ცალი უნდა მქონდეს დარჩენილი.
TeO
ანთია და ახალი წიგნი, ანუ შესწორებული ჯერ არ დაგიბეჭდავს? თუ კი, რა ფასი აქვს დაახლოებით? მეგობრისთვის მინდა smile.gif
Antia
QUOTE(TeO @ Jul 30 2008, 05:11 PM) *
ანთია და ახალი წიგნი, ანუ შესწორებული ჯერ არ დაგიბეჭდავს? თუ კი, რა ფასი აქვს დაახლოებით? მეგობრისთვის მინდა smile.gif


ara, shescorebuli jer ar gamomicia. dzveli ghirda 5 lari.
axali ertad gamovcet, vinmes tu unda. me marto bechdvis xarjebs ver avcev jer.
TeO
არ გეწყინოს გივი, მაგრამ ადრე ანასტასიას პირველი თარგმანი, რომ ვანახე ძალიან არ მომეწონა sad.gif (მაშინ ეს ფორუმი საერთოდ არ არსებობდაwink.gif ) ხოდა მგონია აჯობებს ხალხი პირდაპირ შესწორებულ ვერსიას გაეცნოს და ამისათვის მისი დაბეჭდვაა საჭირო... ეეჰ დაბეჭდვა იმდენად პრობლემა არაა, რამდენადაც წიგნის რასკრუტკა unsure.gif მართალია ამ საქმის მე არაფერი გამეგება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქართველოში ძნელი სიტუაციაა..
მეტად იაქტიურე ფორუმზე wink.gif
Taa
დღეს დავამთავრე ანასტასიას პირველი წიგნი smile.gif
ვკითხულობდი რუსულად, ტქვენივე საიტიდან გადმოწერილ წიგნებს

შთაბეჭდილებებისთვის სატყვები არ მყოფნის
დამრჩა ძალიან დიდი თვალები და დაბურძგნული კანი
გამგები მიხვდება ამ მდგომარეობას

დიდი მადლობა ყველას ვინც რაღაცნაირად მაინც იმოქმედა ჩემზე რომ ეს წიგნი წამეკითხა

და ყველაზე დიდი რაც დამიტოვა ამ წიგნმა:
საშინლად მომინდა რომ შვილი მყავდეს smile.gif
4 თვეა გათხოვილი ვარ და არასდროს არ მიჩქარია, სულ ვდებდი მაგ საკითხს, ჯერ არ გვინდა ჯერ არ გვინდა
მაგრამ ეხლა პირიქით, ვნანობ რომ ამდენი ხანი დავკარგე sad.gif
მინიმუმ 3 თვით ადრე ხომ გავაჩენდი ვიდრე ეხლა რომ დავიწყო smile.gif

მოკლედ რავი სისულელეა იმის წერა რასაც სიტყვებით ვერ გადმოცემ
მადლობა
მიყვარხართ

ვიწყებ მეორე წიგნს smile.gif
TeO
QUOTE(Taa @ Aug 22 2008, 04:53 PM) *
დღეს დავამთავრე ანასტასიას პირველი წიგნი smile.gif
ვკითხულობდი რუსულად, ტქვენივე საიტიდან გადმოწერილ წიგნებს

შთაბეჭდილებებისთვის სატყვები არ მყოფნის
დამრჩა ძალიან დიდი თვალები და დაბურძგნული კანი
გამგები მიხვდება ამ მდგომარეობას

დიდი მადლობა ყველას ვინც რაღაცნაირად მაინც იმოქმედა ჩემზე რომ ეს წიგნი წამეკითხა

და ყველაზე დიდი რაც დამიტოვა ამ წიგნმა:
საშინლად მომინდა რომ შვილი მყავდეს smile.gif
4 თვეა გათხოვილი ვარ და არასდროს არ მიჩქარია, სულ ვდებდი მაგ საკითხს, ჯერ არ გვინდა ჯერ არ გვინდა
მაგრამ ეხლა პირიქით, ვნანობ რომ ამდენი ხანი დავკარგე sad.gif
მინიმუმ 3 თვით ადრე ხომ გავაჩენდი ვიდრე ეხლა რომ დავიწყო smile.gif

მოკლედ რავი სისულელეა იმის წერა რასაც სიტყვებით ვერ გადმოცემ
მადლობა
მიყვარხართ

ვიწყებ მეორე წიგნს smile.gif

privet Taa smile.gif kiss1.gif
ra bednierebaa am wignis pirvelad wakiTxva, maxsovs mec Zalian visiamovne (lasarela uewveli dagvcinebs wink.gif )
ar gacherde shemdegi cignebic magaria da mere shegvizlia matze visaubrot wink.gif beerchug.gif
TeO
QUOTE(Taa @ 22nd August 2008 - 04:53 PM) *
ვიწყებ მეორე წიგნს

Taa პრივეტ! smile.gif
წაიკითხე წიგნები?
ხო, ჩემმა მეგობარმა წაიკითხა ქართული ვერსია და ძალიან მაგრად მოეწონა წიგნი! smile.gif
მადლობა ანთიას თარგმნისთვის!! wink.gif
Amadeus
მოგესალმებით ყველას, დღეს პირველად შემოვედი ამ ამ ფორუმზე, რაღაცის ძებნის დროს ამომიხტა ეზოთერიკა და თქვენი საიტი smile.gif ბავშვობაში ვეძებდი და ვკითხულობდი ამის შესახებ ყველაფერს რაც კი იყო, მერე და მერე მიმავიწყდა კიდეც, მიწისკენ დავეშვი . . . ვფიქრობ უნდა დავრჩე თქვენთნ (არ ჩამითვალოთ ამპარტავნობაში)

რაც შეეხება ამ წიგნს, ბოლო 2 საათია ამ თარგმანს ვათვალიერებ (არ ვკითხულობ), რომ ვთქვა რომ . . . მოკლედ, შეუძლია თუ არა ვინმეს ჩამოაყალიბოს ამ წიგნის (წიგნების) გამოცემისათვის და შემდგომი პოპულარიზაციისათვის რა არის საჭირო, რაღაც გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, ვგულისხმობ ბეჭდვას, და თუ სერიოზულად მივუდექით ამას, ყველაფერი გამოვა ღვთის წყალობით, ეს ალბათ ანთიასთვის უნდა მეკითხა . . .
Kaspar Hausser
Amadeus


გაიხარე... კეთილი იყოს შენი ფეხი ეზოტერიულ ფორუმზე... smile.gif smile.gif

welcomeani.gif
TeO

ეს ქართული ყდის ჩემებური ინტერპრეტაცია, ადრე გავაკეთე biggrin.gif ხოდა რაღაცას ვეძებდი და ამას გადავაწყი smile.gif
asklipiodota
საოცრაი შტაბეჭდილება მოახდინა თავიდან.. ორი დღე ზომბირრებულივით დავდიოდი...

ძალიან მაინტერესებს, ახლა რომ წავიკითხო, რა შეხედუებები მექნება (აღარ მახსოვს კარგად შიარსი)

პირველი წაკითხვისას, არანაირი ინფორმაცია და ცოდნა არ ქმონდა ამ კუთXით, ახალი ხილი იყო ეს ყველაფერი მაშIნ... ახლა ურო ვარ აზრზე მოსული და ძალიან მიანტერესებს ახლაც თუ მომეწონება : )

მოვიცლი აუცილებლად: )
TeO
smile.gif
asklipiodota საინტერესო იქნება ნამდვილად, თუ მოიცალე და წაიკითხე..და არ დაგეზარა, იქნებ აქ დააკომენტო wink.gif
Antia
დიდება განგებას -- მე ისევ თქვენთან ვარ. beerchug.gif გავიდა: ... კინაღამ 1 წელი. მომიტევეთ: ჩოხატაურში ჭირს ინტერნეტი (გურულისთვის ასევე მომიტევეთ).

გამარჯობათ ხალხნო! smile.gif
TeO
Antia
გაგიმარჯოს და მშვიდობა smile.gif
როგორ ხარ და რა სიახლეებია შენსკენ? ხომ არ გითარგმნია ანასტასიას კიდევ ახალი ტომი?
Antia
QUOTE(Amadeus @ Mar 6 2009, 09:34 PM) *
მოგესალმებით ყველას, დღეს პირველად შემოვედი ამ ამ ფორუმზე, რაღაცის ძებნის დროს ამომიხტა ეზოთერიკა და თქვენი საიტი smile.gif ბავშვობაში ვეძებდი და ვკითხულობდი ამის შესახებ ყველაფერს რაც კი იყო, მერე და მერე მიმავიწყდა კიდეც, მიწისკენ დავეშვი . . . ვფიქრობ უნდა დავრჩე თქვენთნ (არ ჩამითვალოთ ამპარტავნობაში)

რაც შეეხება ამ წიგნს, ბოლო 2 საათია ამ თარგმანს ვათვალიერებ (არ ვკითხულობ), რომ ვთქვა რომ . . . მოკლედ, შეუძლია თუ არა ვინმეს ჩამოაყალიბოს ამ წიგნის (წიგნების) გამოცემისათვის და შემდგომი პოპულარიზაციისათვის რა არის საჭირო, რაღაც გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, ვგულისხმობ ბეჭდვას, და თუ სერიოზულად მივუდექით ამას, ყველაფერი გამოვა ღვთის წყალობით, ეს ალბათ ანთიასთვის უნდა მეკითხა . . .


ძვირფასო ამადეუს, საჭიროა ფული. გეგმა კი ასეთია: 1. ჯერ უნდა ჩასვლა რუსეთში, შეხვედრა ავტორთან და ახალი ხელშეკრულების გაფორმება. (წიგნის სარეალიზაციო ფასიდან მას ეკუთვნის (ყველგან ასეა) 10%). ანუ, ამ პირველ საქმეს სჭირდება მგზავრობის, კომუნიკაციის, რუსეთში ყოფნის ხარჯების ანაზღაურება; 2. აკრეფა-კორეკტურა-დაკაბადონება-სასტამბოთ_მომზადება. კაბადონი ჩემზე იყოს, კორექტურა -- ჩემს ცოლზე, აკრეფა კველას შეუძლია, სტილისტური გასწორება... აქ პროფესიონალია საჭირო. მას კი ფული უნდა. ვინც მე გამიკეთა პირველი გამოცემის ბოლო სტილისტური გასწორება, აცხონა ღმერთმა მისი ლამაზი სული -- მანანა ნაცვლიშვილი -- სამწუხაროდ მეტს ვერ დაგვეხმარება, თუმცა უფასოდ მუშაობას მეტს ვერც ვაკადრებდი; 3. ტირაჟირება. ტირაჟისდამიხედვით სერიოზულ თანხაზეა საუბარი. როდესაც სპეციალურად უცხოეთში ჩადიხარ, ავტორს ხვდები, 1000 ცალზე ხომ არ შეწუხდები. 10000 მაინც უნდა დაიბეჭდოს. მაშინ, 2005-ში, 1000 ცალი დავბეჭდე 300$-ად. თუმცა რასაც მეტს ბეჭდავ მთლიანად, მით ნაკლები გიჯდება ერთი ცალი; 4. დავბეჭდეთ? ბოლო ამოცანა: დისტრიბუცია. სატრანსპორტო ხარჯები, აღრიცხვა და ამისთ. შტრიხ-კოდი უნდა აიღო წინასწარ (დასტამბვამდე) და წიგნი სუპერმარკეტებში და სხვა ავანგარდულ მაღაზიებში დადო.

აი ეგაა. პოპულარიზაცია ამ საიტის მეშვეობით თუ მოხდება. ნაცნობებს, ახლობლებს, ნათესავებს ჩავრთავთ და საპრეზენტაციო საჭირობებისთვის ტირაჟის გარკვეულ ნაწილს დავხარჟავთ. აბა, გაზეთებით, ტელევიზიით და რადიოთი თუ გავუკეთებთ რეკლამას, კარგი კი არის. მაგრამ... ძვირია.
საბოლოო ჯამში რა დაჯდება ეს კველაფერი არ დამითვლია, მაგრამ, ვფიქრობ, იმდენი დაჯდება, რომ კაცს თავისუფალი 10000$ თუ ჯერ არ გაქვს (რომელიც მამენტ არ გენანება), მანამდე ამის დათვლა არ ღირს.

თუმცა, ამ საქმეზე ხელს არ ჩავიქნევ არასოდეს. თუ ვინმემ არ დამასწრო.
Antia
QUOTE(TeO @ Jun 11 2009, 05:48 PM) *
Antia
გაგიმარჯოს და მშვიდობა smile.gif
როგორ ხარ და რა სიახლეებია შენსკენ? ხომ არ გითარგმნია ანასტასიას კიდევ ახალი ტომი?

პრივეტ, თეოჯან.

მშვიდობა და სოლიდარობაა ჩემსკენ. სიახლეო? რავი...
არა არ მითარგმნია. შევეშვი დილეტანტიზმს. აწი პროფესიონალი მთარგმნელი უნდა დავაქირავო, ალბათ.
ჰა? ჩემით ვთარგმნო? ისე, მამენტ, კი, შეიძლება. უბრალოდ, იმის მერე უფრო მეტი ქართული ვიცი.
შეიძლება, შეიძლება. მაგრამ, ამას მოცლა უნდა. მოცლას კი -- კარგად ყოფნა. კარგად ყოფნას -- საკმარისი თავისუფალი ფული.
მოკლედ, ამ ჭკუით, არ ვიცი როდის შევძლებ ახალი ტომის გადათარგმნას.

თქვენ როგორახართ. ერთი ვერ მოვიცალე რომ კარგად გავიცნო თქვენი დიდი სასტავი.
TeO
Antia
smile.gif
ჩვენსკენაც მშვიდობაა wink.gif
ახლა კიდევ (უკვე მეექვსეჯერ) ვკითხულობ მეგრეს წიგნებს tongue.gif biggrin.gif ამჟამად IV ტომზე ვარ wink.gif
Antia
TeO

მომეწონა შენეული ყდა. თუმცა, ჩემეული, ალბათ, სჯობია. მხატვრული თვალსაზრისით. თუმცა, შეიძლება, მე არ ვარ ობიექტური. მაგრამ, შენეული ყდა მომეწონა. biggrin.gif

მართლა მომეწონა. beerchug.gif
TeO
thx biggrin.gif
დიდი არაფერია, უბრალოდ წავითამაშე (ფოტოშოპი ახალი ხილი იყო და ვერთობოდი smile.gif )
tikoroma
Antia
გამარჯობა
მომე შენი თარგმანები, მე ავკრეფ და თან წავიკითხავ... თუ არადა მოგიწევს ისევ შინარსები მომიყვე გაგრძელებაც მაინტერესებს. იზა მომიკითხე
Antia
ციტატა(TeO @ Jun 11 2009, 07:04 PM) *
thx biggrin.gif
დიდი არაფერია, უბრალოდ წავითამაშე (ფოტოშოპი ახალი ხილი იყო და ვერთობოდი smile.gif )

მშვენივრად გართულხარ! შენთვის შეკვეთების მიცემა შეიძლება. ყდის გაკეთებაზე. smile.gif
Antia
ციტატა(tikoroma @ Jun 11 2009, 07:18 PM) *
Antia
გამარჯობა
მომე შენი თარგმანები, მე ავკრეფ და თან წავიკითხავ... თუ არადა მოგიწევს ისევ შინარსები მომიყვე გაგრძელებაც მაინტერესებს. იზა მომიკითხე

მოკითხვისთვის მადლობა! სადაა თარგმანები? არაა! გესწავლა რუსული ამხელა ქალს აწი! smile.gif მოგვენატრე, ისე. შვებულება არ გინდა?
მოკლედ, ნათარგმნი მაქვს მაშინ, 2001-ში, "ანასტასია"სთან ერთად, "რუსეთის წკრიალა კედრები"ც. ხოდა, მე მგონია (კი არ გადამიხედია იმის მერე), ისეთი დონეა, ჯობია თავიდან ითარგმნოს.


tikoroma
Antia
პირველ წიგნზე ხომ მიიღე უფლება ჩაუსვლელად? ახლა რუსეთში ჩასვლას გთხოვენ?

ხომ გეუბნებოდი რა. ანასტასიას პოექტი არის მეგრეს და მისი თანამოაზრეების სიმდიდრის წყარო....
წესით უნდა უხაროდეს თუ ვინმე მაგათზე ინფორმაციას გაავრცელებს
როდის აქეტ სჭირდება ანასტასის ფული ტყეში?
tikoroma
Antia
ციტატა(tikoroma @ 12th June 2009 - 01:19 PM) *
მოკითხვისთვის მადლობა! სადაა თარგმანები? არაა! გესწავლა რუსული ამხელა ქალს აწი!

ამხელა მწერლები და ფილოსოსოსები რომ არიან, მაგენმა ისწავლონ ქართული და წერონ ამ ღმერთების ენაზე.... laugh.gif

რუსულიზა მცალია მე? l_book.gif

სულ რამდენი წიგნი გაქვს თარგმნილი? თუ მარტო პირველი? unsure.gif
ქათო
"ანასტასია" რაც ამ წიგნისია მოთხრობილი ნამდვილი ამბავია?
Antia
ციტატა(ქათო @ Sep 16 2010, 08:50 PM) *
"ანასტასია" რაც ამ წიგნისია მოთხრობილი ნამდვილი ამბავია?

კი - ნამდვილია! babu.gif

გჯერა?

პ.ს. ღმერთის არსებობის გჯერა?
ქათო
QUOTE(Antia @ 17th September 2010 - 12:42 PM) *
პ.ს. ღმერთის არსებობის გჯერა?

კი მჯერა, და მართალიც ვარ 100 % ვიცი, ვისაც არ ჯერა ვაი იმის ბრალი smile.gif
Antia
ციტატა(ქათო @ Sep 17 2010, 08:42 PM) *
კი მჯერა, და მართალიც ვარ 100 % ვიცი, ვისაც არ ჯერა ვაი იმის ბრალი smile.gif

რათ გჯერა მერე? რათ ხარ დარწმუნებული? დამტკიცება შეგიძლია? - ჰო-ო-ო-ო, ამაშია საქმე!

"ანასტასიას" შემთხვევაც ასეთია - "ვარსებობ იმათთვის, ვისთვისაც ვარსებობ". smile.gif
I AM
აუ დღეს ვკითხულობდი მე-4 ნაწილიც ყოფილა ქართულად და ჟურნალ ფენომენში ეწერა, საკმაოდ საინტერესო შეხედულება იყო ანასტასიასი ლოცვაზე და ღმერტზე. მე პირადად ძალიან მომეწონა ანასტასიას შეხედულება ლოცვაზე
ირმა
I AM
QUOTE(I AM @ 17th January 2011 - 11:26 PM) *
იყო ანასტასიასი ლოცვაზე და ღმერტზე

მოკლედ ეს წიგნი ვერადა ვერ მოვიცალე, რომ წამეკითხა. ხომ არ დადებთ ლოცვას საინტერესოა...
I AM
ირმა

სამწუხაროდ არ შემიძლია, საჯარო ბიბლიოთეკაში წავიკითხე და.... smile.gif

ლოცვაზე ამბობს რომ მთავარია ვიგრძნოთ ის სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვავთ და არა უბრალოდ, მოვალეობის მიზნით წავიკითხოთ. ანასტასია ამბობს რომ უფალმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად, მიცა ყველაფერი რაც შეეძლო, ყველანაირი შესაძლებლობა ჩადო მასში და იმის მაგივრად რომ უფალს მუდმივად მადლს ვწირავდეთ ადამიანები იქეტ ვთხოვთ ლოცვისას რაღაცეების მოცემას, ასეთი მიდგომა არასწორია ლოცვისას, რასც სამწუხაროდ ქრისტიანულ მრევლში ხშირად ვხვდებით. ჩვენ უფლისგან გვაქვს ბოძებული ყველაფერი, რაც გვჭირდება, უბრალოდ ჩვენი უმეცრების გამო ვერ ვხედავთ ყოველივე ბოძებულს. უფალს გამუდმებით მადლობას უნდა ვწირავდეთ, მიუხედავად იმისა თუ რა მდგომარეობაში ვართ, ან რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ადამიანი უნდა გადაეჩვიოს მათხოვრობას და მიეჩვიოს მადლიერების გამოხატვას უფლისადმი....
tikoroma
ციტატა(I AM @ 21st January 2011 - 08:48 PM) *
ადამიანი უნდა გადაეჩვიოს მათხოვრობას და მიეჩვიოს მადლიერების გამოხატვას უფლისადმი....

მაგარია good.gif
Antia
ციტატა(I AM @ Jan 21 2011, 08:48 PM) *
ირმა
ჩვენ უფლისგან გვაქვს ბოძებული ყველაფერი, რაც გვჭირდება


ამის დამტკიცებაა ძნელი – ამაშია საქმე. ძნელია დაამტკიცო, რომ პირველყოფილ (დღეს მტაცებლად წოდებულ) მგელს და სხვა კლანჭებ–ეშვებიან ცხოველს ეს ეშვები და კლანჭები ადამიანის დასაცავად ებოძა, და რომ სულ თავიდან საფრთხე მოსალოდნელი იყო მხოლოდ კოსმოსიდან – დედამიწაზე არ არსებობდა მაშინ აგრესია – არავინ და არაფერი არაფერს არ კლავდა და არ ჭამდა. თუმცა ბიბლიაში კი წერია, რომ თავიდან ყველა – ცხოველიც და ადამიანიც – იკვებებოდა მხოლოდ მცენარეული საკვებით, მაგრამ, ეშვების და კლანჭების ახსნა–განმარტება არ არის.
ანუ, მე ისევ იმ აზრს ვემხრობი, რომ ვისაც უნდა სწამდეს, რომ უფალ მამას ჩვენთვის იმ თავიდანვე არ დაუშურებია აბსოლუტურად არაფერი (პირადი დაცვის ჩათვლით), ის ადვილად იწამებს ამას. ვისაც არა – იმას ამას ძნელად თუ დაუმტკიცებ, მით უმეტეს, რომ მეცნიერება იმ დონემდე ჯერ არ განვიტარებულა, ჭეშმარიტი ისტორიული სინამდვილე რომ დაადგინოს.
ჰო, უფალს აქვს მხოლოდ ერთი პირობა – შენს გარემოში მოეპყრე ყველაფერს სიყვარულით – და შენ გექნება ყველაფერი რაც ნამდვილად გჭირდება არჰეინად ყოფნისათვის (ტანსაცმელი არ ითვლება, თუმცა, ითვლება მისი მასალა – აი, კიდევ ერთი გარემოება, რომლის დამტკიცება ჭირს – როგორ შეუძლია ადამიანს მთელი წელი ტიტლიკანა იაროსო?)
მზეონა
მეგობარმა მკითხა ქართულ თარგმანებზე, და ხომ არ იცით სად იყიდება? წინასწარ მადლობა smile.gif
mata
და სულ რამდენი წიგნია ქართულად ნათარგმნიიი?
I AM
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.h...%83%98%E1%83%A0

ამ ლინკზე 4 და 5-ზე სრული ტექსტებია მგონი პირველი და მეორე თავის
მზეონა
I AM მადლობა დახმარებისთვის!
მოკლედ, ეს სამი ელექტრონული ვერსია ვნახე ჯერჯერობით..

I (ანთია-ს თარგმანი) - http://www.anastasia.ge/forum/uploads/anastasia_1.pdf
II - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00.../MZA_TS2_2..pdf
III - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...69/MZA_TS_3.pdf
mata
მზეონა
I AM

მადლობა
tikoroma
ჩემგანაც დიდი მადლობა ქართული ტექსტებისათვის
მზეონა
I AM
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.