Help - Search - Members - Calendar
Full Version: გურჯიევი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
georgius-asmoday
გიორგი გურჯიევიგიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 – გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.


მაინტერესებთ რა ფიქრობთ ამ პიროვნებაზე?
david6david
აქ როგორც ჩანს გურჯიევი ცვეტში არ არის. :-) რას უნდა ვფიქრობდეთ, ძალიან კარგი კაცი იყო, დღევანდელ დღეს ბევრს არ მოაწყობდა მისი არსებობა. აქ. მაგრამ იქ ბევრი შესანიშნავი ჯგუფი და ცენტრი არსებობს. აი აქ როცა იქნება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მე მომწონს მისი გამოთქმა ადამიანი-მანქანა. მან თქვა, რომ ჩვენ ყველა სისასტიკით და ცრურწმენებით აღსავსე მხდალი არსებები ვართ. ანუ ხასნამუსები მისი ტერმინით. მანამდე, სანამ არ მივხვდებით რომ ჩვენ მხოლოდ მანქანა არა ვართ.

მე ძალზე მიყვარს მისი წიგნი "ბელზებულის საუბრები საკუთარ შვილიშვილთან".
nick dashwood i
იოგრაფიული ცნობები სამწუხაროდ გურჯიევს შესახებ არ არის დიდი, მაგრამ საკმაოდაა იმისთვის რომ დააინტერესოს ეზოთერული ცოდნით დაინტერესებული ადამიანი. მე ვერ დავიკვეხნი რომ ბევრი ვიცი გურჯიევის შესახევ, სამწუხაროდ, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე ამასწინათ. სტატიაში, გურჯიევი საუბრობდა ადამიანის სრულყოფის სხვადასხვა გზებზე. აუცილებლად ვიპოვი და დავდებ, რომ სრული შინაარსი გასაგები გახდეს ყველასთვის. რადგან ჩემზე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა გურჯიევის ფილოსოფიამ.
არაერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ მას აყენებენ ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიცაა ალისტერ კროული, ოშო, ჯიდუ კრიშნამურტი და ასე შემდეგ. ასე რომ, თემა ძალიან საინტერესოა... იმედია გაგრძელება იქნება smile.gif
daaoth
ერთხელ როცა მამაისი კვდებოდა, ასე უთხრა შვილს: ახლა რასაც გეტყვი ვერ მიხვდები მაგრამ რომ გაიზრდები მაშინ მიხვდებიო. როდესაც ვინმე გაწყენინებს ან გაგაბრაზებს, არ იმოქმედო. გაჩერდი! მოიცადე 1 წუთი, თუ ძალიან გაბრაზდი მაშინ 5 წუთი ან ნახევარი საათი და დააკვირდი როგორ გადაივლის მრისხანების ტალღა შენში.
და როცა დადგება მომენტი რომ აღარ ხარ გაბრაზებული მაშინ გაეცი პასუხი ადამიანს. მაგრამ თუ მომხდარზე იფიქრებ მაშინ შეიძლება ისევ წამოგიაროს მრისხანების ტალღამ ამიტომ სანამ ბოლომდე არ გადაგივლის არ იმოქმედო და გადავლით კი აუცილებლად გადაგივლის. არ შეუძლია მრისხანებას, შიშს და კიდევ სხვა ემოციებს მუდმივად იყონ აწმყოში, იმ აწმყოში რომელსაც შენ აცნობიერებ, ისინი დაუპატიGებელ სტუმრებს გვანან მოდიან და მიდიან, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდებიან, მიუხედავად იმისა რომ შეიდძლება მრავალჟერ გესტუმრონ დაუპატიჟებლად. აი ამ ცოდნაზე დაამყარა გურჯიევმა თავისი სწავლება
georgius-asmoday
QUOTE(daaoth @ Jul 18 2009, 12:38 AM) *
ერთხელ როცა მამაისი კვდებოდა, ასე უთხრა შვილს: ახლა რასაც გეტყვი ვერ მიხვდები მაგრამ რომ გაიზრდები მაშინ მიხვდებიო. როდესაც ვინმე გაწყენინებს ან გაგაბრაზებს, არ იმოქმედო. გაჩერდი! მოიცადე 1 წუთი, თუ ძალიან გაბრაზდი მაშინ 5 წუთი ან ნახევარი საათი და დააკვირდი როგორ გადაივლის მრისხანების ტალღა შენში.
და როცა დადგება მომენტი რომ აღარ ხარ გაბრაზებული მაშინ გაეცი პასუხი ადამიანს. მაგრამ თუ მომხდარზე იფიქრებ მაშინ შეიძლება ისევ წამოგიაროს მრისხანების ტალღამ ამიტომ სანამ ბოლომდე არ გადაგივლის არ იმოქმედო და გადავლით კი აუცილებლად გადაგივლის. არ შეუძლია მრისხანებას, შიშს და კიდევ სხვა ემოციებს მუდმივად იყონ აწმყოში, იმ აწმყოში რომელსაც შენ აცნობიერებ, ისინი დაუპატიGებელ სტუმრებს გვანან მოდიან და მიდიან, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდებიან, მიუხედავად იმისა რომ შეიდძლება მრავალჟერ გესტუმრონ დაუპატიჟებლად. აი ამ ცოდნაზე დაამყარა გურჯიევმა თავისი სწავლება


ძალიან ბევრჯერ გამომადგა ეგ ხერხი, თუმცა ჩმდასამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ვერ ვითმენ ხოლმე 5 წუთი და.....მერე ვხვდები, რომ ჯობდა მომეთმინა smile.gif

პ.ს. daaoth-ძალიან დიდი ინტერესით ვკითხლობ შენს პოსტებს. მომწონს როდესა ადამიანს ყველაფერზე საკუთარი აზრი ქვს და იცავს მას. შენ ასეთი ჩანხარ wink.gif
giorg
zalian zlieri iyo rogorc gadmocemit vici. tbilishi cxovrobda ramodenime xani tu ar vcdebi. sajaro bibliotekashi misi xelnacerebic ario dazustebit ar vici. kitxva davicye mara samcuxarod nebisyopa ar meyo aucileblad cavikitxav adre tu gvian. im mokle droshi rac cavikitxe mivxvdi rom undoda escavlebina "egos" "mes" datrgunva sakutar tavebshi ro dagvanaxos ramdenad egoistia adamiani....
georgius-asmoday
QUOTE(giorg @ Jul 29 2009, 09:27 PM) *
zalian zlieri iyo rogorc gadmocemit vici. tbilishi cxovrobda ramodenime xani tu ar vcdebi. sajaro bibliotekashi misi xelnacerebic ario dazustebit ar vici. kitxva davicye mara samcuxarod nebisyopa ar meyo aucileblad cavikitxav adre tu gvian. im mokle droshi rac cavikitxe mivxvdi rom undoda escavlebina "egos" "mes" datrgunva sakutar tavebshi ro dagvanaxos ramdenad egoistia adamiani....



გიო, ქართული შრიფტით წერე, თორემ შენი პოსტების წაკითხვა ყველას დაეზარება wink.gif
toka_k
გურჯიევი რევოლუციონერებთან ერთად თოფით ხელში ძაან სასაცილოა, მაგ ბიძიაზე რამე თუ მართლა გაინტერესებთ - უსპენსკის - სასწაულებრივის ძიებაში - წაიკითხეთ (მგონი სცორად ვთქვი სათაური) In Search of the Miraculous ვოტ smile.gif
david6david
ნამდვილად სასაცილოა, სწორედ დღეს რომ გავიღვიძე, გავბრაზდი რომ ასეთ ფილმებს იღებენ და წერენ, უფრო სწორად მე რომ ვუყურებ და ვკითხულობ - გურჯიევი ტიბეტში, რაღაცის ძებნა, მასთან ერთად დამარხული საიდუმლო. რა საბავშვო ბაღია და მე მჯერა და ვუყურებ, ვუსმენ. ღმერთო ჩემო, ნამდვილი ხოტაბიჩია რა, ამას რაღას ვერჩი, კარგი ზღაპარია მართლა.
Guru
ევროპაში არის გავრცელებული მისი (სტილი) მეოთხე გზა. ნამდვილად არ ვფლობ გურჯიევზე საკმარის იმფორმაიას , მაგრამ ისეთ წიგებში და ისე ამოტივტივდა ეგ პიროვნება ჩემს ცნობიერებაში , რომ არ შემიძლია არ ავღნიშნო. ალბათ შეგიმჩნევიათ , განსაკუთრებით ძლიერი თვალები აქვს . smile.gif
eka_li
გურჯიევის წიგნები თუ არის ინტერნეტში? მე ვეძებე და ვერაფერი ვიპოვე
sky
eka_li
huh.gif არა და ბევრგანაა, თუნდდდაც აქ wink.gif
http://www.lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/
tikoroma
დენის მორბინი:
დარბაზში იკითხეს, თუ რამდენად ვიცნობ გურჯიევის სწავლებებს. ჩემთვის კარგად არის ცნობილი მისი თეორიები - მასთან ვსწავლობდი. თქვენ იცით, რომ ტიბეტი აღიარებს რეინკარნაციას, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი აღქმის უნარის მიხედვით ვლინდება. როგორც ლეგენდა ამბობს, 1976 წელს აღმოაჩინეს გურჯიევის რეინკარნაცია. ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალია, სახელად სოფია და ტიბეტში მოღვაწეობს.

http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=G...amp;info_id=183

biggrin.gif აჰა, გურჯიევი გიპოვეთ


nutsa
მე არ ვიცი საიდან ავტვირტო biggrin.gif ტორე მეც მაქვს ..ელ.ვერსია წიგნის
miriani1987
ნასრომის მოძიება სად შეიძლება?
vkh
eka_li

http://lib.ru/URIKOVA/GURDZHIEW/
vkh
ციტატა(georgius-asmoday @ 24th June 2009 - 02:31 PM) *
სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი


ამბობენ, არც ერთი იყო და არც მეორეო wink.gif
Shou
vkh
QUOTE(vkh @ 3rd February 2010 - 04:28 PM) *
სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი


ამბობენ, არც ერთი იყო და არც მეორეო


სომეხი არ იყო თუ ბერძენი?wink.gif
vkh
ციტატა(Shou @ 3rd February 2010 - 06:25 PM) *
სომეხი არ იყო თუ ბერძენი?


მე ამდენი არ ვიცი smile.gif
ისე კი ამბობენ, არც ერთი იყო და არც მეორე, რომ ბედკრული საქართველოს შვილი იყოო wink.gif
vkh
ეს ოდესღაც ჟურნალ "საუნჯეში" წავიკითხე, ახლა კი ელექტრონული ვერსი ვნახე, გამიხარდა.
დაინტერესებული მკითხველი ისიამოვნებს:

გიორგი გურჯიევი

საუბრები რეალური სამყაროდან
თარგმნა მერაბ ხერგიანმა

თბილისი 1992
გიორგი გურჯიევი -- ,,სასწაულმოქმედი” საქართველოდან

Mმე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ევროპაში დაიწყო არარორთოდოქსალური რელიგიური მოძღვრებების ბუმი, აქ გამოჩნდა ,,კავკასიელ სასწაულმოქმედად” შერაცხული სურლიერების მასწავლებელი გიორგი ივანეს ძე გურჯიევი.
Aარსებობს ზღვა ლიტერატურა გურჯიევის შესახებ. Aავტორები ცდილობენ გამოივლიონ როგორც მისი ბუნდოვანებით მოცული ბიოგრაფიული წარსული, ასევე მისი მოძღვრების ურთულესი და იდუმალი ფენომენი. რამდენადაც ჩვენ ვიცით ამ გაფაციცეცბულ კვლევა-ძიებას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია არც ერთი და არც მეორე მიმართულებით.
Aაი რას წერდა მიხეილ კვესელავა გიორგი გურჯიევის შესახებ: ,, ვინ იყო ეს გიორგი გურჯიევი, რომელმაც ამდენი ლაპარაკი გამოიწვია მთელ მსოფლიოში? Aამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. Bბიოგრაფიები წერენ, რომ გურჯიევი ცდილობდა დაეფარა თავისი წარმოშობის კვალი. წერილობითი დოკუმენტების მიხედვით იგი თითქოს ბერძენია, დაბადებული უძველეს სომხურ ქალაქ გუმბრში, სადაც ბერძნული კოლონია ჩამოსხლებულა. Aამის შემდეგ გუმბრისათვის ალექსანდროპოლი უწოდებიათ. ბიოგრაფთა უმრავლესობა და თვითონ გუჯიევიც თავის სამშობლოდ ალექსანდროპოლს მიიჩნევს. Mმაგრამ შეიძლება ეს წინასწარგანზრახული ფალსიფიკაცია იყოს, რადგან მისი სახელი უმთავრესად საქართველოსთანაა დაკავშირებული. ,,გურჯიც” ხომ საქართველოს ნიშნავს. Aამ გვარს სხვა ეტიმოლოგია გარდა ,,ქართველისა”, არც აქვს. როგორც ჩანს წარმოშობით ქართველები, რომლებიც უცხო ეთნიკურ გარემოში ხვდებოდნენ, ხშირად ,,გურჯიდან” აწარმოებდნენ თავიანთ გვარს. Aასე მაგალითად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნიბილია პოლონეთის ქართველი ელჩი სპარსეთში ბოგდან გურჯიცკი , უფრო გვიან – თურქეთში გიორგი გურჯი ცინცაძე, ..იეთიმ გურჯი, გურჯიშვილები და სხვა…. . . გურჯიევები ახლაც ცხოვრობენ თბილისში”.
Eესეც გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გურჯიევი, შესაძლოა, გუმბრში (ალექსანდროპოლში ) კი დაიბადა, მაგრამ წარმოშობით ქართველი იყო. ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: ,, გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “
შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო.
ინგლისელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი ამბობს: ,,დასავლეთის კულტურა უაღრეს კრიზისშია. Oორმა ომმა და ეკონომიკურმა ნგრევამ შეწყვიტა ყოველგვარი პროგრსი. დასავლეთმა მიაღწია მკვდარ წერტილს…. . . გურჯიევს ესმოდა ეს და უნდოდა ახალი სული შემოეტანა ჩვენში . . . “
დენის სიუარე კი გვამცნობს: გურჯიევთან ,,მცირე შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ მისგან მიგეღოთ შთაბეჭდილება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ადამიანისაგან”.
,,ევროპაში გამეფებული იყო რწმენის კრიზისი – ამტკიცებს ლუი ბაუელსი”, ---როცა სადღაც , კავკასიიდან მოვიდა გურჯიევი თავისი წმინდა, შეურყვნელი დოქტრინებით და ახლა მთელი დასავლეთის ელიტა განიცდის მის გავლენას”.
მოწაფეთა და თაყვანისმცემელთა აზრით გურჯიევი, უწინარეს ყოვლისა, გაოცებას იწვევდა თავისი ,,არჩვეულებრივი მოქმედებით “, სახელდობრ, რაღაც იდუმალბით მოსილი უნარით --- ,,გააკეთეთოს ის, რისი ახსნაც ხშირად არ ძალუძს გონებას “
მარკი წერდა: ,,იგი შველოდა ხალხს იქ, სადაც სხვები მხოლოდ უმწეოდ ასავსავებდნენ ხელებს”.
Gგურჯიევმა პირველი რელიგიურ- მისტიკური სალონი ჩამოაყალიბა 1912 წელს მოსკოვში. Gგურჯიევის ავტორიტეტი და პოპულარობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ 1916 წელს, პეტერბურგში რასპუტინის მკვლელობის მერე უმაღლეს წრეებში მის მემკვიდრედ გურჯიევს მიიჩნევდნენ. Nნიკოლოზ II-ის ნათესავებიც კი ხშირად ახსენებდნენ იდუმალი კავკასიელის ახალ მოძღვრებას. იმპერატრიცაც კი დაინტერესდა გურჯიევის პიროვნებით და ვინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა თებერვლის რევოლუცია. შემდეგ ის ჩამოვიდა თბილისში და 1919 წელს აქ დაარსა ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, გურჯიევისთვის უკვე აღარ დარჩა ადგილი საბჭოთა საქართველოში და იგი იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თბილისი.
1992 წელს გურჯიევი საფრანგეთში გამოჩნდა, სადაც მას საუკეთესო პირობები შეუქმნეს მუშაობისთვის და მან თავისი ,,ადამიანის ჰარმონიული განვითარების” ინსტიტუტი უკვე გახსნა ფონტებლოში. შემდეგ კი მსგავსი ინსტიტუტები გახიხსნა ამერიკაში, ინგლისში, ევროპის სხვა ქვეყნებში.
Aამ წიგნში თავმოყრილი ლექციები შეკრებილია გურჯიევის მოწაფეთა მიერ შედგენილ წიგნში: ,,საუბრები რეალურ სამყაროდან “. ხსენებული საუბრები არ წარმოადგენენ გურჯიევის ლექციათა სინქრონულ ჩანაწერს, რადგან იგი ლექციის დროს მოწაფეებს არ რთავდა ნებას, ჩაეწერათ მისი საუბარი. Aამდენად ლექციათა ეს კრებული წარმოდგენილია რეტროსპექტრული, გონებაში აღდგენილი სახით. Mმიუხედავდ ამისა, ამ ლექციებში შენარჩუნებულია ის მთავარი მომენტი, რაც დამახასიათებელი იყო გურჯიევის მოძღვრებისათვის.



vkh
სხეული, არსება, პიროვნება

პარიზი, აგვისტო 1992

როდესაც, ადამიანი იბადება, მასთან ერთად იბადება სამი ცაკლეული მანქანა
( მექანიაზმი) და ეს მანქანები ადამიანის სიკვდილამდე ფორმირდებიან. Aამ სამ მანქანას არაფერი საერთო არ გააჩნია. Eესენი არიან: ჩვენი სხეული, ჩვენი არსება და ჩვენი პიროვნება. მათი ფორმირება არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. თითოეული მათგანის მომავალი განვითარება დამოკიდებულია ადამიანში არსებულ მონაცემებზე, გარემო პირობებზე _ იქნება ეს გეოგრაფიული თუ სხვა გარემომცველი ფაქტორები.
Fფიზიკური სხეულისათვის ეს პირობებია: გენეტიკური მემკვიდრეობა, გეოგრაფიული პირობები, საკვები და გადაადგილება. Eეს პირობები არ მოქმედებენ პიროვნებაზე.
ცხოვრების მანძილზე ადამიანის პიროვნების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს.
Aარსება სრულებით ემოციონალურია. იგი შედგება იმისაგან, რასაც ადამიანი თავისი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მემკვიდრეობით ღებულობს. შემდეგ კი ფორმირდება მხოლოდ იმ შეგრძნებებით და გრძნობებით, რითაც ცხოვრება უხდება ადამიანს.
Mამრიგად, სხეული ყოველ ადამიანში ვითარდება სუბიექტურად. სამივე ცენტრი ადამიანში განვითარებას იწყებს მისი დაბადების პირველსავე დღეებში, მაგრამ სამივე მანქანა ვითარდება თავისი, სხვა მანქანებზე დამოუკიდებელი გზით. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სხეულმა თავისი სიცოცოხლე დაიწყოს ძალზე ხელსაყრელ პირობებში და შედეგი ის იქნება, რომ იგი გახდება შესანიშნავად განვითარებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის არსებაც ისეთი განვითარებული გამოვა, როგორც სხეული; შესაძლებელია, რომ იმავე დროს არსება იყოს მშიშარა და სუსტი. Aადამიანს მისი სუსტი არსების საწინააღმდეგოდ შეიძლება გააჩნდეს მამაცი სხეული. Aარსების განვითარება შეიძლება არ იყოს სხეულის განვითარების პარალელური. Aადამიანი შეიძლება იყოს ჯანმრთელი და ძლიერი, მაგრამ ამავე დროს კურდღელივით უსუსური.
სხეულის სიმძიმის ცენტრი, არის დინამიკური(სამოძრაო) ცენტრი. Aარსების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის ემოციუნალური ცენტრი. Pპიროვნების სიმძიმის (ყოფიერების) ცენტრი არის სააზროვნო ცენტრი. შესაძლებელია ადამიანს გააჩნდეს ჯანსაღი სხეული, მაგრამ მისი არსება იყოს სუსტი, ასევე შეიძლება ადამიანის პიროვნება იყოს მამაცი, ხოლო არსება კი მშიშარა და უსუსური. ავიღოთ მაგალითად ადამიანი ჯანსაღი აზროვნებით – მან შეისწავლა და იცის, რომ არსებობენ ჰალუცინაციები, მან იცის რომ ისინი არ არიან რეალურნი, ამიტომ თავისი პიროვნებით არ ეშინია მათი, მაგრამ არსებას ეშინია ამ ჰალუცინაციების. როდესაც მისი არსება ხედავს ამგავარ მოვლენებს, იგი შინდება, თუმცა პიროვნებამ იცის, რომ ეს არ არის რეალური. Aაქედან გამომდინარეობს, რომ ერთი ცენტრის განვითარება არ არის მეორე ცენტრზე დამოკიდებული და ერთი ცენტრი ვერ ისარგებლებს მეორის გამოცდილებით.
შეუძლებელია ითქვას, რომ მავანი არის ისეთი და ასეთი, იმიტომ რომ ერთი მისი ცენტრი შეიძლება იყოს მამაცი, მეორე შეიძლება იყოს მშიშარა, სხვა ცენტრი შეიძლება იყოს კეთილი, რომელიღაც სხვა ცენტრი კი ბოროტი; ერთი ცენტრი შეიძლება იყოს მგრძნობიარე, მეორე კი უგრძნობელი და უხეში; ერთი მისი ცენტრი შეიძლება მზად იყოს საპასუხო მოქმედებისათვის, მეორე კი ზანტი იყოს ან შეიძლება საერთოდ არ შეეძლოს პასუხი, ამიტომ შეუძლებელია, ვინმეზე ცალსახად ითქვას , რომ ის არის კეთილი, ძლიერი ან ბოროტი.
როგორც უკვე ვთქვით თითოეული მექანიზმი მთელ ჯაჭვს, მთელ სისიტემას წარმოადგენს. თავისთავად ყოველი მანქანა ძალზე რთული მექანიზმია, მაგრამ ასამოძრავებლად ძალზე ადვილი. რაც მეტადადაა მანქანის ნაწილები გართულებული, მით ნაკლები სამართავი ბერკეტები გააჩნია მექანიზმს. თითოეული ადამიანური მანქანა არის რთული, მაგრამ ბერკეტთა რიცხვი განსხვავებულია ყოველი მათგანისათვის. – ერთში ისინი მეტია, მეორეში—ნაკლები.
ცხოვრების განმავლობაში ერთმა მანქანამ შესაძლოა თავის თავის ასამოძრავებლად გამოიმუშაოს ბევრი ბერკეტი, მაშინ, როდესაც სხვა მანქანა მოძრაობაში მოდის რამოდენიმე ბერკეტით. Dდრო, როდესაც ფორმირდებიან ეს ბერკეტები, შეზღუდულია და თავის მხრივ ეს დროც დამოკიდებულია მემკვიდრეობითობაზე და გეოგრაფიულ გარემოზე. საშუალოდ, ახალი ბერკეტები ფორმირდებიან შვიდი წლის ასაკისათვის. ამის შემდეგ არის მეორე პრიოდი, რომელიც გრძელდება 14-15 წლის ასაკამდე. Aამ პერიოდში შესაძლებელია უკვე გამომუშავებული ბერკეტების გარდაქმნა და მათი ცვლილება, მაგრამ 16-17 წლის შემდეგ ბერკეტები უკვე არც ფორმირდებიან და არც მათი გარდაქმნაა შესაძლებელი, ამიტომ, ამ ასაკის შემდეგ ადამიანში მოქმედებენ მხოლოდ ის ბერკეტები, რომლებიც უკვე ფორმირებულნი არიან მასში. Eეს არის გარდუვალობა ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის და ამ ასაკის შემდეგ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის თავგანწირულ მეცადინეობას გარდაქმნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას სწავლის უნარის მიმართ. Aახალი საგნების შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ 17 წლის ასაკამდე. რისი სწავლაც ჩვენ შეგვიძლია ამის შემდეგ, ეს მხოლოდ ნიშანთა ციტირების სწავლაა, ე.ი მანიპულაციები უკვე შესწავლილში. თავიდან ეს შეიძლება გაუგებარი იყოს თქვენთვის.
თითოეული ადამიანი თავისი ბერკეტებით დამოკიდებულია მამკვიდრეობაზე და გეოგრაფიულ ადგილზე , სოცოალურ წრეზე და იმ გარემოებებზე, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა. სამივე ცენტრის, მოქმედება ერთურთის მსაგვსია. მათი კონსტრუქცია განსხვავებულია, მაგრამ ისინი იდენტურნი არიან გამოვლინებებში.
Aადამიანის პირველი მოძრაობები იწერებიან მასში. სხეულის მოძრაობის ჩანაწერები არიან აბსოლუტურად სუბიექტურნი. ისინი ჰგვანან გეოგრაფიულ ფირფიტებს: თავიდან, სამ თვემდე მათი მგრძნობელობა ძალიან მაღალია, შემდეგ ოთხი თვის მერე, იგი ხდება უფრო უგრძნობელი; ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო უგრძნობელი. თავიდან შესაძლებელია თვით სუნთქვის ხმაც კი იქნას გარჩეული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ უკვე ვერაფერს გაარჩევ ხმადაბლ ლაპარაკზე ქვევით. იგივე შიძლება ითქვას ადამიანის ტვინზე: თავიდან იგი ძალზე აღმქმელია და შეუძლია ჩაიწეროს ყოველი ახალი მოძრაობა და ჩქამი. Aმასზეა დამოკიდებული, ვის რამდენი შაინაგანი პოზა ( კონფიგურაცია) ექნება გამომუშავებული. ერთს შეიძლება ისინი გააჩნდეს მრავალი, - მეორეს კი მხოლოდ რამოდენიმე. მაგალითად შესაძლებელია რომ ერთმა ადამიანმა გამოიმუშაოს და ჩაიწეროს 55 პოზა. Mმეორემ კი იმავე პირობებში ---250. ეს ბერკეტები, ეს პოზები გამომუშავდებიან თითოეულ ცენტრში ერთი და იმავე კანონებით და რჩებიან ამ ცენტრებში მთალი ცხოვრების განმავლობაში. Gგანსხვავება ამ პოზებს შორის გამოწვეულია მხოლოდ ჩაწერის საშუალებებით. ავიღოთ მაგალითად დინამიკური ( სამოძრაო) ცენტრის პოზები. განსაზღვრულ დრომდე ეს პოზები ფორმირდებიან თითოეულ ადამიანში, შემდეგ ფორმირება წყდება და ის პოზები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, რჩებიან ადამიანში მის სიკვდილამდე. მათი რიცხვი შეზღუდულია და ამიტომ ყოველ მის გამოვლინებში ადამიანი მოქმედებს ამ ერთიდაიმავე პოზებით. თუ მოუნდება ითამაშოს რომელიმე როლი, მას მოუხდება გამოიყენოს იმ პოზათა კომბინაციები, რომლებიც გააჩნია, რადგან ამის გარდა არ გააჩნია არაფერი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შიძლება არსებობდნენ ახალი პოზები. Eეს შეეხება თვით ისეთ ადამინსაც კი , რომელსაც სურს აქტიორობა.
Aადამიანის ხსეულის ძილსა და ღვიძილში განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ადამიანს სძინავს და მოდის გარეგანი აღმძვრელი ( ბიძგი), ეს ბიძგი ვერ აღძრავს ასოციაციებს ტვინის შესაბამის ცენტრში, როგორც ეს ხდება ღვიძილის მომენტში.
დავუშვათ, რომ ადამიანი დაიღალა, ეს ნიშნავს, რომ პირველი ბიძგი მოცემულია, ამიტომ რომელიღაც ბერკეტი მექანიკურად მოდის მოძრაობაში და ასევე მექანიკურად იგი ეხება სხვა ბერკეტს და აიძულებს, რომ ისიც მოვიდეს მოძრაობაში: თავაის მხრივ ეს ბერკეტიც აღძრავს რომელიღაც მესამე ბერკეტს, მესამე, მეოთხეს და ა.შ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სხეულის ასოციაციებს ვეძახით, ადამინში არსებულ სხვა მანქანებსაც ასევე გააჩნიათ პოზები და ისინიც ამავე ანალოგიით მოდიან მოძრაობაში.
სხეულის, პიროვნების და არსების ცენტრალური, დამოუკიდებელი მანქანების გარდა ჩვენ გაგვაჩნია აგრეთვე უსულო გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდებიან არა ცენტრებში, არამედ მათ გარეთ. Aმის გასაგებად მნიშვნელოვანი იქნება შევნიშნოთ მომენტი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სხეულის და გრძნობების პოზებს ჩვენ ვყოფთ ორ ნაწილად: 1) რომელიმე ცნტრის პირდაპირი გამოვლინება. 2) ცენტრის გარეთ აღძრული სრულიად მექანიკური გამოვლინებანი. მაგალითად: მოძრაობა ჩემი ხელის აწევისას იწყება ცენტრიდან, მაგრამ ვინმე სხვა ადამიანში იგი შეიძლება იწყებოდეს ცენტრს გარეთ.
როდესაც მანქანებზე ვლაპაკობდი, მანქანების ნორმალურ მუშაობას ადამიანის გამოვლინება ვუწოდე. - ეს არის მომენტი, როდესაც სამივე ცენტრის იმპულსები ერთდროულად მოქმედებენ. Mმხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოქმედებს. Mმაგრამ არანომალური ცხოვრების გამო ადამიანთა ნაწილს შეიძლება გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც ცენტრს გარეთ გამომუშავდნენ და რომლებიც მოძრაობას ადამიანის სამშვინველის გარეშე იწვევენ. Aამას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხეულში, კუნთებში – ყველგან.
მოძრაობები, გამოვლინებანი, სხვადასხვა ცენტრთა შეგრძნებები - ყველაფერი ეს რომელიმე ცენტრის გამოვლინებებია და არა თვით ადამიანის. თუკი გვახსოვს, რომ ადამიანი სამი ცენტრის ერთობას წარმოადგენს, ყოველ ცენტრს გააჩნია უნარი შეიგრძნოს სიხარული, მწუხარება, სითბო, შიმშილი, დაღლილობა. Eეს პოზები თითოეულ ცენტრში არსებობენ და ისინი განსხვავებულნი შეიძლება იყონ სიდიდით, სიმძაფრით, ხარისხით. შემდეგში ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს თითოეულ ცენტრში და თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ის, რომელ ცენტრის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე სხვადასხვა შემთხვევაში. ამჟამად კი უნდა გახსოვდეთ და გაიგოთ შემდეგი: თქვენ უნდა განასხვაოთ ადამიანთა გამოვლინებები იმისაგან, რაც მისი ცენტრის გამოვლინებებს წარმოადგენს. როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ ვინმეზე, ისინი ამბობენ რომ იგი არის ბოროტი, უნარიანი, სულელი და ა.შ. მაგრამ ისინი ამ დროს არ ხედავენ ადამიანს მთლიანად - ჯონს ან საიმონსს, არამედ ისინი ამჩნევენ მხოლოდ მის რომელიმე ცენტრის გამოვლინებას. ისინი აბობენ - ,, იგი ,“ მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ეს - ,, იგი,” ეკუთვნის ამ ადამიანის ან მხოლოდ პიროვნებას, ან მხოლოდ სხეულს, ან მხოლოდ არსებას და არა მას მთლიანად.
დავუშვათ, რომ ადამიანის არსებაში ჩვენ ვგულისხმობთ სამ ერთეულს, სამ პოზას; ამავე დროს ადამიანის სხეულში ჩვენ ვიგულისხმოთ 4 ერთეული, თავი კი ავღნიშნოთ 6 ერთეულით. Aამრიგად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 6 – ზე , ჩვენ არ ვგულისხმობთ ადამიანს მთლიანად, არამედ მხოლოდ მის თავს. იმ შემთხვევაში თუ მოვისურვებდით ლაპარაკს მთლიან ადამიანზე, ჩვენ უნდა გვეგულისხმა მისი ნაწილების ჯამი, ე.ი. რიცხვითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში იქნებოდა 13. როდესაც ეს შეეხება მხოლოდ თავს, ეს იქნებოდა ექვსი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ შევაფასოთ ადამიანი მხოლოდ როგორც ექვსი, არამედ, როგორც 13. მთლიანობა - ეს არის ის, რაც მას როგორც ნაწილს კი არა, არამედ რაც მას მთლიანობაში განსაზღვრავს. შეიძლება სხვა შემთხვევაში ადამიანს მივცეთ რიცხვითი მნიშვნელობა - 30. ეს რიცხვი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მაშინ თუ ყოველ ცენტრი გვაძლევს შესაბამის რიცხვს, მაგალითად 12-10-8. დავუშვათ, რომ ეს რიცხვი - 30, ადამიანის, მასპინძლის გამოვლინებას წარმოადგენს, როდესაც ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ცენტრი აუცილებლად 12-ით უნდა განისაზღვროს, იგი უნდა შეიცავდეს სხვადასხვა შესაბამის პოზებს, რომელთა ჯამიც მოგვცემდა 12-ს, მაგრამ თუ ერთი ერთეულიც კი აკლია, ეს ნიშნავს რომ იგი ვერ მოგვცემს 30-ს და ჯამი იქნებოდა მხოლოდ 29 ერთეული, ეს უკვე არ იქნება ადამიანი, რადგან როგორც შევთანხმდით ადამიანი არის ის, რომლის ნაწილთა საერთო ჯამიც უნდა შეადგენდეს 30-ს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ცენტრებზე და მათ ჰარმონიულ განვითარებაზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ იმისთვის რათა ადამიანი გახდეს ისეთი, როგორიც უკვე ვთქვით, ე.ი. სრული, მთლიანი - საჭიროა შემდეგი რამ, მისი ცალკეული ცენტრები, რომლებიც როგორც თავიდან ვთქვით, ფორმურებულნი არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაკავშირებულნი უნდა გახდნენ, რადგან მათი გამოვლინენბის საერთო ჯამი მხოლოდ 3 მათგანის რიცხვთა შეკრებით მიიღება და ამას ვერ მოგვცემს მხოლოდ რომელიმე. თუკი რიცხვი 30 - ადამიანის სწორი, ჭეშმარიტი გამოვლინებაა მაშინ ეს 30- სამივე ცენტრის აუცილებელ შესაბამის ურთიერთმიმართებას უნდა წარმოადგენდეს, ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს, მარამ ეს არ არის ასე ( მე ვლაპარაკობ) აქ მყოფ ადამიანებზე) თითოეული ცენტრი განცალკევებულია და მათ არ გააჩნიათ ის საჭირო უთიერთმიმართება, რაც აუცილებელია. Aამიტომ არიან ისინი დისჰარმონიულ მდგომარეობაში.
Mმაგალითად: ერთ ადამიანს ერთ-ერთ ცენტრში მრავალი პოზა გააჩნია, მეორეში - ნაკლები. სხვას კი სხვა ცენტრში გააჩნია მრავალი პოზა და ა.შ.
Aახლა ავიღოთ რომელიმე ნივთიერება - დავუშვათ ეს იყოს პური. Pპური სხვადასხვა პროპორციებით მოითხოვს ფქვილს, წყალს და ცეცხლს. Pპური მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ მისი შემადგენელი ელემენტები სწორ ურთიერთობაში იმყოფებიან და იგივე შეეხება ადამინსაც: იმისათვის რომ მივიღოთ რიცხვი 30 თითოეული წყარო დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხარისხებით და რაოდენობით. თუ მაგალითად გაგვაჩნია ბევრი ფქვილი, ე.ი. ფიზიკური პოზები, მაგრამ არ გაგვაჩნია არც წყალი, ე.ი. პიროვნების მექანიზმის პოზები, და არც ცეცხლი, ე.ი. ინდივიდუალობა-მაშინ ეს ამაოა, ეს უკვე არ იქნება ადამიანი. იმისათვის, რომ ადამიანი მივიღოთ საჭიროა ნაწილითა სწორ პროპორციებში ერთმანეთთან დაკავშირება. Mმხოლოდ ერთი ნაწილი კი ცალკე აღებული ( ფქვილი) მხოლოდ ხორცის ნაკუწია. თითოეული ამ მანქანათაგანი ასე რომ ვთქვათ, რაღაც მცირე ადამიანია, ე.ი. ადამიანი შედგება სამი ადამიანისაგან: თითოეულს თავისი ხასიათი, თავისი ბუნება გააჩნია და სამივე ნაკლულია, რადგან სხვა მანქანებთან არ არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოვახდინოთ მათი ორგანიზებული შეწონასწორება, Mმაგრამ სანამ ამას შევუდგებოდეთ, მანმადე საჭიროა ცნობიერად დავინახოთ ის, რომ ჩვენი მანქანები ნამდვილად დისჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფებიან ერთმანეთის მიმართ. ისინი არამარტო არ იცნობენ და არ უსმენენ ერთმანეთს, არამედ როდესაც ერთი მათგანი დაჟინებით ითხოვს რაღაცას მეორისგან და იცის როგორ უნდა შესრულოს იმ მეორემ ეს მისი მოთხოვნა, მეორეს ეს ან არ შეუძლია, ან არ უნდა ამის გაკეთება.
ვინაიდან გვიანაა ახლა ჩვენ შევწყვიტოთ და დანარჩენი სხვა დროისათვის გადავდოთ. იმ იმედით , რომ იმ დროისათვის მეტის გაკეთება შეგეძლებათ.
vkh
ადამიანი არის მრავლობითი არსება
Lლონდონი, 1923

A ადამიანი არის მრავლობითი არსება, ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საკუთარ თავზე , ჩვენ ვლაპარაკობთ - ,,მე”-ზე. ჩვენ ვამბობთ: ,,მე” გავაკეთე ეს, ,,მე” ვფიქრობ, ,,მე” ვაპირებ, მაგრამ ეს ჩვენი უმეცრებაა და არა ჭეშმარიტება.
Aარ არსებობს ამგვარი ,,მე” ანდა სწორედ რომ პირიქით, ისინი ასობით არსებობენ. თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს ათასობით პაწაწინა ,,მე,” ჩვენ გათიშულები ვართ ჩვენსავე თავში, მაგრამ ჩვენი არსებობის მრავლობითობა რომ გავაცნობიეროთ, ამისათვის იგი უნდა შევისწავლოთ, უნდა დავაკვირდეთ. ერთ მომენტში ჩვენში მოქმედებს ერთი ,,მე”, მეორე მომენტში მეორე ,,მე” და იმის გამო რომ ეს ,,მე”-ები მრავალია და ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ჩვენ ვმოქმედებთ არაჰარმონიულად.
ჩვეულებრივ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, რომ ჩვენი ფუნქციონირების და ძალების მხოლოდ მცირე ნაწილსღა ვიყენებთ, რადგან არ გვესმის, რომ მანქანები ვართ და არ ვიცნობთ ამ მანქანა-მექანიზმების ბუნებასა და მუშაობის წესს.
ჩვენ აბსოლიტურად ვართ მიმართულები გარეგანი ვითარებების მიერ. .ყველა ჩვენი მოქმედება მიემართება ხაზით, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეწინააღმდეგება გარეგან მდგომარეობებს.
თქვენ თვითონ სცადეთ: შეგიძლიათ, მართოთ თქვენი ემოციები? – არ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი დათრგუნვა, ან ერთი ემოცია მეორეთი შეავიწროვოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მათი მართვა. პირიქით, ემოციები გმართავენ თქვენ. შესაძლებელია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ როდესაც მოვა დრო, როცა ჩაფიქრებული უნდა განახორციელოთ აღმოაჩენთ, რომ სრულებით საწინაღმდეგოს ჩადიხართ.
თუ გარემოება ხელს უწყობს გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ განახორციელოთ იგი. Mმაგრამ თუ გარემოება არ არის ხელშემწყობი, მაშინ მოქმედებთ უკვე გარემოების კარნახით. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ საკუთარი მოქმედებები, თქვენ ხართ მანქანები და თქვენივე სურვილებისგან დამოუკიდებლად, თქვენი მოქმედებები იმართებიან გარეგანი გავლენებით.
Mმე არ ვამბობ, რომ არავის არ შეუძლია მართოს თავისი მოქმედებები. Mმე ვამბობ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, რადგან გაორებულნი ხართ. თქვენში არსებობს ორი ნაწილი: ძლიერი და სუსტი ნაწილი. როდესაც ძლიერდება თქვენში არსებული ძლიერი ნაწილი, იმავდროულად იმატებს სუსტი ნაწილიც და თუ არ ისწავლით მისი ზრდის გაჩერებას იგი უარყოფით ძალად გადაიქცევა თქვენში. როდეასც ყოფიერებაში რაღაც განსაზღვრული დონე მიიღწევა ჩვენ შეგვეძლება ჩვენში არსებული თითოეული ნაწილის გაკონტროლება, მაგრამ ისეთებს, როგორებიც ახლა ვართ ჩვენ არ შეგვიძლია თვით ჩვენივე ჩაფიქრებულის განხორციელებაც კი.
(აქ თეოფოსმა დასვა საკითხი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთ თვით გარეგანი პირობები, რომლებიც თავს გვახვევენ თავიანთ თავს).
Pპასუხი: გარეგანი პირობები არასდროს არ იცვლებიან. Aარსებობს არა მათი ცვლილება არამედ მხოლოდ მათი მოდიფიკაცია.
კითხვა: მაგრამ განა არ არის ცვლილება, როდესაც ადამიანი ხდება უკეთესი?
Pპასუხი: ასეთი ადამიანი კაცობრიობისთვის არაფერს ნიშნავს, ერთი კაცი ხდება უკეთესი, მეორე ხდება უარესი, ამით არაფერი იცვლება.
კითხვა: მაგრამ განა უკეთესობა არ არის ის, რომ მატყუარა იქცევა მართალ ადამიანად?
Pპასუხი: არა, ეს ერთი და იგივეა. თავიდან იგი ტყუის მექანიკურად, რადგან არ შეუძლია სიმართლის თქმა: შემდეგ იგი სიმართლეს ლაპარაკობს, ისევ მექნიკურად. Aახლა მისთვის სიმართლის თქმა გახდა უფრო მომგებიანი. სიმართლეს თუ ტყუილს ფასი აქვთ მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გაკონტროლება, ასეთები, როგორებიც ვართ, ჩვენ ვერ ვიქნებით კეთილსახიერნი, რადგან მექანიკურები ვართ. Mმორალი ფარდობითია, მექანიკური, სუბიექტური, წინააღმდეგობრივი. იგივე ითქმის ჩვენს მიმართ: ფიზიკური ადამიანი, ემოციონალური ადამიანი, ინტელექტუალური ადამიანი_ ყველას თავისი ბუნების შესაბამისი მორალი გააჩნია. თითოეულ ადამიანში მანქანა სამ ძირითად ნაწილად, სამ ცენტრად იყოფა.
დააკვირდით თქვენს თავს ნებისმიერ მომენტში და დაუსვით შეკითხვა: ,, მე~- თაგან, რომელი ,,მე~ მოქმედებს ახლა. რომელ ცენტრს მიეკუთვნება იგი _ ინტელექტუალურს, ემოციონალურს თუ დინამიკურ ( სამოძრაო) ცენტრს?.
შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ იგი სრულებით განსხვავებულია იქიდან, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ იგი აუცილებლად ერთ-ერთი მათგანის წარმომადგენელია.
კითხვა: არსებობს თუ არა მორალის აბსოლუტური კოდექსი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა განურჩევლად ყველა ადამიანისათვის?
Pპასუხი: დიახ, როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ძალები ჩვენი შინაგანი ცენტრების სამართავად, მაშინ შეგვიძლია ვიყოთ მორალურები, მაგრამ სანამ ვიყენებთ მხოლოდ ნაწილს, ჩვენი შესაძლებელი ფუნქციებიდან, მანმადე არა ვართ მორალურები. ჩვენ ყველგან და ყველაფერში ვმოქმედებთ მანქანებივით მექანიკურად და მანქანებს კი არ შეუძლიათ იყვნენ მორალურნი.
კითხვა: ეს უიმედო მდგომარეობაა?
Pპასუხი: სრულებით მართალი ხართ.
კითხვა: მაშინ, როგორ შეგვიძლია გარდაქმნა და მთელი ძალების გამოყენება?
Pპასუხი: ეს სხვა საქმეა. ჩვენი სისუსტის მთავარი მიზეზი იმაშია, რომ არ შეგვიძლია ჩვენი ნება განვავრცოთ ერთდროულად სამივე შინაგან ცენტრზე.
კითხვა: შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნებით ერთ-ერთზე მაინც ვიმოქმედოთ?
Pპასუხი: რა თქმა უნდა, ზოგჯერ შეგვიძლია. ზოგჯერ შეგვიძლია ვმართოთ ერთ-ერთი ჩვენი ცენტრი და ძალზე საოცრად შედეგსაც შეიძლება მივაღწიოთ. (იგი ყვება ისტორიას ტუსაღზე, რომელმაც ძალზე ვიწრო, მაღალ და მიუდგომელ სარკმლიდან შეძლო პატარა ბურთულად დაჭმუჭნილი წერილი თავისი ცოლისთვის გადაეგდო). ეს იყო ერთადერთი გამოსავლი მისი გათავისუფლებისათვის. თუ ეს არ გამოუვიდოდა პირველ ცდაზე, ეს მომენტი მას უკვე აღარასოდეს არ დაუდგებოდა, ამიტომ მან შეძლო სრულებით დაუფლებოდა თავის ფიზიკურ ცენტრს და აიძულა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერაფრით ვერ შეძლებდა.
კითხვა: თქვენ თუ იცნობთ ვინმეს ვინც არსებობის ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა?
Pპასუხი: მე თუნდაც გიპასუხოთ არა, და თუნდაც დიახ, ეს სრულებით არ ნიშნავს არაფერს. თუ გიპასუხებთ, რომ ვიცნობ, ამას ვერ შეამოწმებთ; თუ ვიტყვი, რომ არ ვიცნობ, თქვენს სიბრძნეს ამითაც არ შეემატება არაფერი. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ ჩემი გწამდეთ. გთხოვთ არ ირწმუნოთა არფერი, რასაც ვერ შეამოწმებთა თქვენსავე თავში.
კითხვა: თუ სრულებით მექანიკურნი ვართ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის მართვას? შეუძლია მანქანას თავისი თავი თვითონვე მართოს?
Pპასუხი: მართალი ხართ, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი თავი ჩვენვე შევცვალოთ, ჩვენ მხოლოდ მცირე სახეცვლილება შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გარდავიქმნათ გარედან დახმარებით.
A არსებობს თეორია, რომ კაცობრიობა ორი წრისგან შედგება: დიდი, გარეგანი წრისგან, რომელიც მოიცავს ყველა ადამიანს და მცირე წრისგან, რომლის ცენტრშიც მცოდნე და მხილველი ადამიანები არიან. რეალური, ერთადერთი ინსტრუქცია, რომელსაც შეუძლია შეგვცვალოს, მხოლოდ ამ ბოლო (მცირე) ცენტრიდან შეიძლება და ინსტიტუტის მიზანს ჩვენი მომზადება წარმოადგენს იმისთვის, რომ შევძლოთ ამ მცირე ცენტრისგან მომავალ ინსტრუქციათა მიღება.
ჩვენ თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავი შევცვალოთ. Eეს მხოლოდ გარედან შეიძლება. Yყველა რელიგია მიუთითებს, ცოდნის ამ საერთო ცენტრის არსებობაზე, ყოველ საღვრთო წერილში არსებობს ეს ცოდნა, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ ამის დანახვა.
კითხვა: მაგრამ განა ადამიანებმა უკვე არ დააგროვეს ცოდნის დიდი მარაგი?
Pპასუხი: ადამიანებმა მრავალი სახის ცოდნა დააგროვეს, მაგრამ ჩვენი
anouk
ცნობების მიხედვით სომხ-ბერძენია, მაშ, ტავს გურჯიევი , ანუ, ქართველი რატომ უწოდა? ვინმემ იცით?
vkh
anouk
ციტატა(anouk @ 5th March 2010 - 06:16 PM) *
ცნობების მიხედვით სომხ-ბერძენია, მაშ, ტავს გურჯიევი , ანუ, ქართველი რატომ უწოდა? ვინმემ იცით?


ციტატა:
ქენეთ ვალიერი თავის წიგნში, სადაც გურჯიევზეა ლაპარაკი, წერს: ,, გურჯიევი და სტალინი ცხოვრობდნენ ერთ ეპოქაში და სწავლობდნენ ერთ სემინარიაში”. სხვა ბიოგრაფიებიც აღნიშნავენ, რომ იგი თბილისში სწავლობდა, ხოლო მისი პარიზელი ნაცნობები გადმოგვცემენ, რომ თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “
შესაძლებელია გურჯიევის ბიოგრაფიული წარმოშობის ბუნდოვანება გამოწვეული იყოს მისი პიროვნების და მთლიანად მოძღვრების კოსმოპოლიტური ხასიათის გამო.

ამაზე მეტი, ვგონებ, არც არაფერია ცნობილი, თუმცა ამას არსებითი მნიშვნებლობა არც უნდა ჰქონდეს
vkh
ეზოთერული მსოფლმხედველობით, ადამიანის ერთი განსხეულების იდეალური პერიოდი განისაზღვრება 72 წლით, ანუ ეს პერიოდი მთლიანად საკმარისია იმისთვის, რომ მან ერთი კარმული მისია განასრულოს.

ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული რომ შემთხვევით არაფერი ხდება smile.gif მით უმეტეს, ისეთი პიროვნებისთვის როგორიც იყო გურჯიევი, თუ არ ვცდები იგი 72 წლისა გარდაიცვალა, ასევე ის ცნობილი ავტო-კატასტროფაც - არა მგონია შემთხვევა იყო!
jgvenza
მამაჩემი 71 წლის გარდაიცვალა, გავიდა სახლიდან და უცებ გარდაიცვალა 1 წუთში..მეც სულ ეს განცდა მქონდა რომ რაღაც მისია დაასრულა და წავიდა..
sky
გაგრძელება???
სადაა?
jgvenza
QUOTE(vkh @ 5th March 2010 - 10:32 PM) *
თვითონ გურჯიევი ამბობდა – “ქართველი ვარო. . . “

ისე რა ამასთან მოსატანია და სერგო ფარაჯანოვს რომ ეტყოდი ტი არმინინ, ბრაზდებოდა, კაკოი ია არმინინ? ია ტბილისიც!!
smile.gif
teo-
ქართულად არის მისი წიგნები? smile.gif
DISCIPLINE
QUOTE(teo- @ Apr 1 2010, 08:47 PM) *
ქართულად არის მისი წიგნები? smile.gif



მესამე წიგნია ნათარგმნი მარტო, თუმცა მაგის დამთავრება თვითონ გურჯიევმაც ვერ მოასწრო და თან ამბობს, რომ სანამ მის უფრო ადრეულ ნაშრომებს არ გავეცნობით, მესამე წიგნი არ უნდა წავიკითხოთ.

მსმენელების მიერ ჩაწეირლი გურჯიევის ლექციებიცაა ნათარგმნი. არ ვიცი სადმე თუ იყიდება, თუმცა საჯარო ბიბლიოთეკაში არის. ერთ კრებულს ქვია "სიყვარულის ორი სახე", მეორეს "ჭეშმარიტების სამყაროში". პირველი კრებული (სულ 100 გვერდია) წაკითხული მაქვს და შემიძლია ნებისმიერს ვურჩიო. უაზრო თეორიები არ არის და საკმაოდ პრაქტიკული რჩევებია... : )
tramantana
შარშან შევიძინე (ვედეენხაზე) წიგნების ფესტივალი იყო თუ რაღაც მსგავში. არ ველოდი იქ გურჯიევს თუ აღმოვაჩენდი თან ახალ გამოცემას ქართულად - "ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა "მე ვარ" wink.gif
moonbayer
jgvenza
ar var rasisti magram 'ia tbilisic' ar vici da ar vcnob zogierti somexistvis tbilisia mteli chveni qveyana da ara saqrtvelo da rogorc eseti saqartvelos gageba ar aqvt.. shevxvedrivar eset adamianebs da ar momwons. etyoba sergo farajanovsac igive problema qonda.. da rac yvelaze cudia somexs ra unda motxovo roca omis dros zogiert qartvelebs igive azri qondat ogond tbilishi ar shemovidnen da ar enagvlebat danarcheni saqartvelo.
jgvenza
moonbayer
ხო სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად, სერგო ფარაჯანოვი კიდევ სულ სხვა შემთხვევა იყო, არ მგონია ომის დროს მაგაზე ეფიქრა, ეგ უფრო სამყაროს მოქალაქე იყო. ჩემთვისაც ეგ უფრო მისაღებია, გასაგებია რომ სამშობლო , ისევე როგორც ოჯახის წევრები უფრო ახლოა ადამიანისთვის ვიდერე სხვა , მაგრამ მემგონი როდესმე ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს რომ დედამიწა არც ისე დიდია და რომ ყველა ადამიანის ტკივილი და განცდა ისევე უნდა მივიღოთ როგორც საკუთარი..
ირმა
jgvenza
QUOTE(jgvenza @ 2nd April 2010 - 08:03 PM) *
გასაგებია რომ სამშობლო , ისევე როგორც ოჯახის წევრები უფრო ახლოა ადამიანისთვის ვიდერე სხვა , მაგრამ მემგონი როდესმე ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს რომ დედამიწა არც ისე დიდია და რომ ყველა ადამიანის ტკივილი და განცდა ისევე უნდა მივიღოთ როგორც საკუთარი..


+1
მართლაც როდისმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიყვარული გავზარდოთ და საზღვრებს გარეთ გავაფართოვოთ. ჯერ ნათლად ჩანს რომ ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... მაგრამ,– დაე ეს აზრი არსებობდეს, თუნდაც როგორც შორეული მომავლის ოცნებაsmile.gif
DISCIPLINE
http://woodash.ru/?p=50

გურჯიევის მუსიკა. 2 ალბომია და აშკარად მაგისი უნდა იყოს, რადგან ქართული მელოდიებიც ურევია...
david6david
დისსიპლინ არ შეიძლება ამ ლინკზე დიდი მადლობა არ გითხრა :-)
hedgehog
QUOTE(toka_k @ Nov 18 2009, 10:27 PM) *
გურჯიევი რევოლუციონერებთან ერთად თოფით ხელში ძაან სასაცილოა, მაგ ბიძიაზე რამე თუ მართლა გაინტერესებთ - უსპენსკის - სასწაულებრივის ძიებაში - წაიკითხეთ (მგონი სცორად ვთქვი სათაური) In Search of the Miraculous ვოტ smile.gif

http://zhurnal.lib.ru/k/kolesnikow_o/gourdjiev.shtml

ველზევულის ლინკია რუსულად ! განვმარტავ რომ ეს წიგნი არის გურჯიევის მთვავარი ნაშრომი !
hedgehog
http://www.gurdjieff-heritage-society.org/ ამ ლინკზე დევს გურჯიევის ბაალზებუბი ინგლისურად !
http://zhurnal.lib.ru/k/kolesnikow_o/gourdjiev.shtml რუსულად !


hedgehog
http://www.youtube.com/watch?v=EOAWY4b7Vyk...eos=_Dhelc0hMco

გურჯიევის ცეკვები ! რაც მისი სცავლების ასევე უმტავრესი ნაცილია ამ ლინკზე ნახავთ რაში მდგომარეობს გურჯიევის ცეკვების აზრი ,გურჯიევი ამბობდა რომ იგი იყო

ცეკვების მასწავლებელი და ასეც არის !
Tornikee
აქ თქვენ საიდან იცით , რომ გურჯიევი 72 წლის გარდაიცვალა ? სამი სავარაუდო თარიღი არსებობს დაბადების ... და არც ერთი დამტკიცებული არაა . . .
sbge
QUOTE(georgius-asmoday @ Jun 24 2009, 02:31 PM) *
გიორგი გურჯიევი...

მაინტერესებთ რა ფიქრობთ ამ პიროვნებაზე?


თანამედროვე არ იყო, ეპოქალურად, ცხადია
არც ქართულია, კულტურულად, ცხადია
ისე ჯიგრიანი კახური იუმორი რო ჰქონდა, ესეც ცხადია ))
david6david
ნამდვილი მასწავლებელი იყო, ყოველგვარი სექტანტიზმის, აჟიტირების და ეგზალტაციების გარეშე. მასწავლებელი, ვისი წიგნიც ცხოვრება იყო.
jgvenza
david6david
რა ზუსტად დაახასიატე..
priad ubralo
david6david
[quote]ნამდვილი მასწავლებელი იყო, ყოველგვარი სექტანტიზმის, აჟიტირების და ეგზალტაციების გარეშე. მასწავლებელი, ვისი წიგნიც ცხოვრება იყო. [ /quote]

კი, ასეა და ამიტომ ვცემ დიდ პატივს მას. ნამდვილად ფლობდა დიდ ძალას და ცოდნას განსხვავებით ბევრი შარლატანისგან. და ამ ცოდნას ის თან დაატარებდა, ყოველგვარი თეორიების და წიგნებიდან ამოკენკილი ციტირების გარეშე.

Tornikee
მასობრივ ჰიპნოზს მართლა ჩალიჩობდა ? ... ბევრი ამბობს მამენტ შარლატანიაო
Atman
რაღაც ბიოგრაფიული ფილმი ვიპოვე გურჯიევზე:

Встречи с замечательными людьми

Режиссер: Питер Брук / Peter Brook

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3264165

კარგი ფილმია თუ იცით?
td.........
პიტერ ბრუკი კარგი რეჟისორია,იმედია ფილმიც კარგი იქნება.. smile.gif ვნახავ და გეტყვი...wink.gif
david6david
გურჯიევმა პირველი სერიოზული ინსტრუქტაჟი მიიღო ყარსში, თურქეთში ბრმა შეიხთან, რომელსაც შემთხვევით გადაეყარა ჭეშმარიტების ძიების გზაზე. შემდეგ სწავლობდა კონიაში, ანატოლიაში მევლევის ორდენში და სტამბულში ჰაკიმ ბეისთან.
david6david
სუფიზმში ისევე როგორც სხვა მისტიკურ ტრადიციებში მურშიდის და მურიდის (ეს მარტო უბრალოდ მასწავლებელი და მოსწავლე არაა) გარეშე არაფერი ხდება და ეს შარლატანობას ძირშივე გამორიცხავს, განსხვავებით თვითნასწავლი და თვითგანვითარებული ნიუ ეიჯის ეგრეთწოდებული მისტიკოსებისგან, რომლებმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიიღონ დამოუკიდებელი ან შემთხვევითი ხელდასხმა, მაგრამ ტრადიციის ფარგლებს გარეთ დიდია შანსი რომ ეგოიზმი გაუძლიერდეთ და საბოლოოდ არეული სწავლების გავრცელება დაიწყონ.
td.........
QUOTE(david6david @ 29th November 2010 - 11:56 PM) *
სუფიზმში ისევე როგორც სხვა მისტიკურ ტრადიციებში მურშიდის და მურიდის (ეს მარტო უბრალოდ მასწავლებელი და მოსწავლე არაა) გარეშე არაფერი ხდება და ეს შარლატანობას ძირშივე გამორიცხავს, განსხვავებით თვითნასწავლი და თვითგანვითარებული ნიუ ეიჯის ეგრეთწოდებული მისტიკოსებისგან, რომლებმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მიიღონ დამოუკიდებელი ან შემთხვევითი ხელდასხმა, მაგრამ ტრადიციის ფარგლებს გარეთ დიდია შანსი რომ ეგოიზმი გაუძლიერდეთ და საბოლოოდ არეული სწავლების გავრცელება დაიწყონ.

რა ზუსტი პოსტია და რა სიმართლე წერია აქ! 100% გეთანხმები.. ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.