Help - Search - Members - Calendar
Full Version: Novus Ordo Seklorum
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
daat
ახლა ძლაიან გვიანი! ღამეა! მართლაც რომ მეძინება....
ხვალ დავიწყებ ამ თემას
daat
Novus Ordo Seclorum - ლათინური სიტყვებისგან შემდგარი წინადადებაა. ხშირად უცნობი ფრაზა შეიძლება ძალიან ნაცნობი აღმოჩნდეს და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. ალბათ ყველას გჭერიათ ხელში 1 დოლარიანი და გიფიქრიათ თუ რა არის ის მასონური სიმბოლოები რომელიც მასზეა გამოსახული, ისრები, ზეთისხილის რტო, დაუმთავრებელი პირამიდა რომლის თავზეც ყოვლისმჭვრეტელი თვალია გამოსახული გასხივოსნებულ სამკუთხედში, რაც საიდუმლო ორგანიზაცია ილუმინატების მთავარ სიბოლოს წარმოადგენდა (წარმოადგენს). და ა.შ. სწორედ ამ პირამიდის ქვეშ წერია ეს წინადადება ლათინურ ენაზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ რამ მაიძულა ამ ტემის გახსნა: ეზოთერიული ფილოსოფია ძალიან ფართო მცნებაა და თავისთავად ბევრ ყოფად საკითხებში მისი როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ეს თემაც პირდაპირპროპორციულ ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ ეზოტერიასთან მიმართებაში. (დეტალებზე აუცილებლად მექნება საუბარი ქვემოთ).

Новый мировой порядок ასე ითარგმნება ეს წინადადება ანუ ახალი მსოფლიო მართველობა! ამ ტემაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე ათწლეულია და ცოტამ თუ იცის საზოგადოებაში თუ რას ნიშნავს ახალი მსოფლიო მართველობა და მისი რეალური დანიშნულება. ვგულისხმობ იმას, რომ ზედაპირულად ყველამ იცის რაც არის ეს, მაგრამ სიღრმისეულად ცოტანი თუ უკვირდებიან ამ მოვლენას რასაც გლობალიზაცია ჰქვია. საიდან მოდის ეს მოვლენა და როდის იღებს სათავეს, ძნელი გასარკვევია ზუსტი თარიღები, მითუმეტეს ძნელი გასაგებია ვისი ინიციატივით აიღო სათავე და ვინ ახორციელებს დღეს დღეისობით მას პრაქტიკაში, მაგრამ სახეზე გვაქვს ახალალი მსოფლიო მმართველობის რეალური ნიშნები, გზავნილები, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მისი გავლენა ისე რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, ხშირ შემთხვევაში არც ღირს ალბათ ყურადღების მიქცევა, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია თვითონ ის მომენტი თუ რას გულისხმობს ახალი მსოფლიო მმართველობა როგორც ასეთი.
ვინ უნდა იყვნენ მსოფლიოს მმართველები? რადგანაც მათვივე აზრით მსოფლიო თვითონ მოითხოვს რომ ყველა ერი, ნაცია და სახელმწიფო გაერთიანდეს თავდაპირველად სამხედრო სისტემის დონეზე, ეკონომიკას რაც შეეხება ეს პროცესი გაცილებით ადრეა დაწყებული, ვგულისხმობ ეკონომიკური სისტემის გლობალიზაციას მსოფლიოში, თავისუფალი ბაზრის წარმოშობის აუცილებლობის მიზეზით, რაც დრეს უკვე მიღწეულია და წარმატებით ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ისეთი პროცესია რომ რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს სწორედ გლობალური ეკონომიკა მართავს ეკონომიკურ კრიზისებს და განაპირობებს მათ. ზნეობრივი თვალსაზრისით გლობალიზაცია ყველაზე რთული თემაა და თქვენ წარმოიდგინეთ აქაც სერიოზული ძვრები შეინიშნება ბოლო ხანებია. ზნეობა რელიგიის საფუძველია. რელიგია და კულტურა კი განაპირობებს ერების სახელმწიფოს არსებობას მნიშვნელოვან დონეზე. რწმენა ღმერთის და სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადება, ეს ყოველთვის ეს ყოველთვის იყო ადამიანიანისათვის მნიშვნელოვანი. მამასთან ბრძოლა ყველაზე ძნელია და მისი ამოძირკვა და განადგურება თითქმის შეუძლებელი და ეს მავანმა კარგად უწყის, რადგანაც მათი ზნეობრივი პრინციპებიც სხვადასხვა მითიურ თუ რელიგიურ ზებუნებრივ ძალებს უკავშირდება.

მინდოდა მცირე შესავალი გამეკეთებინა ტემისთვის და აქვე მინდა ავღნიშნო თუ რაზე ვისურვებდი რომ წარიმართოს მსჯელობა. თქვენი აზრით ეზოთერული ცოდნა არის თუ არა გამოყენებული იმ ბირთვის მიერ რომლებიც განაპირობებენ დღევანდელ დღეს ახალი მსოფლიო მმართველობის ძვრებს მსოფლიო მასშტაბით?
ირმა
daat
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა გახსენი, თუმცა ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ ძნელი მოსაპოვებელია, რადგან აქ საქმე ეხება არა პოლიტიკოსებს რომლებთაც ვიცნობთ, არამედ მათ ვინც ამ პოლიტიკოსებს როცა უნდა მთავრობაში მოიყვანენ და როცა უნდა გააგდებენ. მართავენ ყველას და ყველაფერს. ხელში უპყრიათ დიდი ძალა და უფრო წინ მიიწევენ.

QUOTE(daat @ 25th July 2009 - 08:11 PM) *
თქვენი აზრით ეზოთერული ცოდნა არის თუ არა გამოყენებული იმ ბირთვის მიერ რომლებიც განაპირობებენ დღევანდელ დღეს ახალი მსოფლიო მმართველობის ძვრებს მსოფლიო მასშტაბით?

ჩემი აზრით არის გამოყენებული და ძალიან ღრმად. ეს ცოდნა (ისე არა როგორც ჩვენ ფორუმზე როცა ორ სიტყვას ვიტყვით, არამედ ნამდვილი გაგებით) ძალიან დიდი ძალის მომცემია. როგორც ვიცი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ხდებოდა გამოკვლევები ამ საკითხებზე, რათქმაუნდა ფართო მასებს ამას არ აგებინებდნენ. ხოლო რაც შეეხება სხვა (განვითარებულ) კაპიტალისტურ ქვეყნებს ისინიც უფრო სწავლობენ ამ ყველაფერს.
ირმა
საინტერესოა ერთი ფაქტი, როცა ამერიკაში ჩატარდა ცდა,– ერთი ხომალდი მომავალ დროში გაეგზავნათ ohmy.gif unsure.gif
ჩაატარეს ეს ცდა. ეს ცდა ჩატარდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. არავინ იცის ნამდვილად რა მოხდა. ხომალდზე მყოფი ხალხი, ზოგი გაგიჟდა და ზოგი რავიცი დაიკარგა. ამბობენ, რომ მიაღწიეს მომავალ დროში გადასვლა. ამბობეენ ასევე რომ ზოგიერთი მათგანი მრავალი წლის შემდეგ ისევ გამოჩნდა. გამოჩნდა ასე არსაიდან.
გემის გამოკვლევა არავის აცალეს, მალე გააქრეს. ბრიტვებად გაყიდეს. თურმე რაღაც ეშინოდათ რომ გემს ჰქონდა ამ ცდის მერე.
giorg
me gagebuli mak is xalxi vinebic chveni prezidentebis da saxelmcipos ukan dganan aris ebraelta kasta romelic 300kacamde meryeobs didi dzalauplebaa akvt odidganve da es globalizacia kveynebis gaertianeba zalian didi xnis cin daicyo saboloo misia ertmartveobaa dedamicis. zeitgeists uyuret magari pilmia ogond ik cota sxvanairadaa agcerili "drois gamozaxili" http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KQTOL
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=HPNQP.
p.s droshi gadaadgileba magari saintereso ikneboda saidan ici xomaldis shesaxeb caikitxe sadme tu gagonili gak ?
ირმა
giorg
QUOTE(nagvali @ 26th July 2009 - 09:28 AM) *
p.s droshi gadaadgileba magari saintereso ikneboda saidan ici xomaldis shesaxeb caikitxe sadme tu gagonili gak ?

ტელევიზია. ხო, შეიძლება ვთქვათ, რომ ტელევიზია შეიძლება სანდო წყარო არ იყოს ინფორმაციისა, მაგრამ საკმაოდ ცნობილ ჟურნალისტს მიჰყავდა გადაცემა და ასევე მეცნიერები ჰყავდა მოწვეული.

QUOTE(nagvali @ 26th July 2009 - 09:28 AM) *
me gagebuli mak is xalxi vinebic chveni prezidentebis da saxelmcipos ukan dganan aris ebraelta kasta romelic 300kacamde meryeobs didi dzalauplebaa akvt odidganve da es globalizacia kveynebis gaertianeba zalian didi xnis cin daicyo saboloo misia ertmartveobaa dedamicis.

მეც ასე მაქვს გაგებული, რომ ებრაელები არიან.
TeO
giorg
მეც ზეიტგეისტი გამახსენდა ამ თემაზე და ჩვენ ფორუმზე მისი თემა დიდი ხანია გახსნილი გვაქვს wink.gif >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=297&st=0
ეს ფილმებიც ამ თემაში ჯდება smile.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=621
daat
giorg sxvanairadaa agcerili "drois gamozaxili" http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=KQTOL

Zeitgeist - ცაით გაისტ - გერმანული სიტყვაა. Zeit ნიშნავს დროს, ხოლო geist ნიშნავს სულს. ჰო ეს სიტყვის ეტიმოლოგიური წარმოშობა
Alpha
ისე რა საინტერესოა ასეთი ფაქტები, ანუ ნაგლად 1 დოლარიანზე მთელი მასონური ატრიბუტიკა არის დახატული და პირდაპირ აწერია ეს "ახალი მსოფლიო წესრიგი" და ყველას კიდია თუ რა მიზნით არის და სიდან მოდის ) კიდევ ერთ ფაქტს დავამატებ: სიმაღლეში რომ გაზომოთ 1 დოლარიანი 6.66 მმ-ია. პირადად მაქ შემოწმებული )

ირმა
ციტატა
საინტერესოა ერთი ფაქტი, როცა ამერიკაში ჩატარდა ცდა,– ერთი ხომალდი მომავალ დროში გაეგზავნათ

ფილადერფიული ექსპერიმენტი.. მომავალში გაგზავნა არ უნდდათ, უბრალოდ მაღალი მაგნიტური ველების გამოყენებით სტელსის ტიპის დაცვის გაკეთება უნდოდათ გემზე, ანუ რადარებზე რომ არ გამოჩენილიყო. პროსტა უცებ გემმა დაატელეპორტა და პლანეტის მეორე მხარეს გამოჩნდა.. მეცნიერებმა იცოდნენ რომ უსაფრთხო არ იყო ეს ექსპერიმენტი, მარა მაინც არ გააჩერეს თუ რაღაცა.. მაგდენი აღარ მახსოვს
georgius-asmoday
ოხ ეს ვერაგი მასონები რა tongue.gif
Shou
რაღაც მომენტში, რომ დაფიქრდე, თავისთავად გლობალიზაცია ცუდი იდეა არ არის, ანუ ფორმალურად ათასობით "გიჟი" მმართველისა და მმართველობის ფორმების სიჭრელის ნაცვლად ერთი გვექნებოდაwink.gif რეალურად რომ ითქვას, თუ გვინდა დედამიწას ჯანსაღი მომავლის შანსი მაინც ჰქონდეს, ამისთვის დღესდღეობით არსებული წყობილებები და ფორმები უნდა შეირყას და მოიშალოს ძირფესვიანად და თან მიყვნენ ეს "ფანტომი" "მსოფლიოს მამები". ბავშვებს ბუათი რომ აშინებენ ზუსტად ისე გვაშინებენ ჩვენც ამ შექმნილი ხატებებით. არ ვიცი რამდენად არსებობენ, ის კი ვიცი ამაზე ლაპარაკით, და მათი არსებობის დაჯერებით მართლა ვმუხტავთ ჩვენთვის უცხო ძალებს და ჩვენ კი დამატებითი საბაბი გვეძლევა პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე საკუთარ თავს მოვხსნათ და ვიღაც "უცხო წვეროსან ბიძიებს" ავკიდოთsmile.gif
georgius-asmoday
QUOTE(daat @ Jul 25 2009, 08:11 PM) *
Novus Ordo Seclorum - ლათინური სიტყვებისგან შემდგარი წინადადებაა. ხშირად უცნობი ფრაზა შეიძლება ძალიან ნაცნობი აღმოჩნდეს და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. ალბათ ყველას გჭერიათ ხელში 1 დოლარიანი და გიფიქრიათ თუ რა არის ის მასონური სიმბოლოები რომელიც მასზეა გამოსახული, ისრები, ზეთისხილის რტო, დაუმთავრებელი პირამიდა რომლის თავზეც ყოვლისმჭვრეტელი თვალია გამოსახული გასხივოსნებულ სამკუთხედში, რაც საიდუმლო ორგანიზაცია ილუმინატების მთავარ სიბოლოს წარმოადგენდა (წარმოადგენს). და ა.შ. სწორედ ამ პირამიდის ქვეშ წერია ეს წინადადება ლათინურ ენაზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ რამ მაიძულა ამ ტემის გახსნა: ეზოთერიული ფილოსოფია ძალიან ფართო მცნებაა და თავისთავად ბევრ ყოფად საკითხებში მისი როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ეს თემაც პირდაპირპროპორციულ ასპექტში შეგვიძლია განვიხილოთ ეზოტერიასთან მიმართებაში. (დეტალებზე აუცილებლად მექნება საუბარი ქვემოთ).

Новый мировой порядок ასე ითარგმნება ეს წინადადება ანუ ახალი მსოფლიო მართველობა! ამ ტემაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე ათწლეულია და ცოტამ თუ იცის საზოგადოებაში თუ რას ნიშნავს ახალი მსოფლიო მართველობა და მისი რეალური დანიშნულება. ვგულისხმობ იმას, რომ ზედაპირულად ყველამ იცის რაც არის ეს, მაგრამ სიღრმისეულად ცოტანი თუ უკვირდებიან ამ მოვლენას რასაც გლობალიზაცია ჰქვია. საიდან მოდის ეს მოვლენა და როდის იღებს სათავეს, ძნელი გასარკვევია ზუსტი თარიღები, მითუმეტეს ძნელი გასაგებია ვისი ინიციატივით აიღო სათავე და ვინ ახორციელებს დღეს დღეისობით მას პრაქტიკაში, მაგრამ სახეზე გვაქვს ახალალი მსოფლიო მმართველობის რეალური ნიშნები, გზავნილები, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მისი გავლენა ისე რომ ყურადღებასაც არ ვაქცევთ, ხშირ შემთხვევაში არც ღირს ალბათ ყურადღების მიქცევა, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია თვითონ ის მომენტი თუ რას გულისხმობს ახალი მსოფლიო მმართველობა როგორც ასეთი.
ვინ უნდა იყვნენ მსოფლიოს მმართველები? რადგანაც მათვივე აზრით მსოფლიო თვითონ მოითხოვს რომ ყველა ერი, ნაცია და სახელმწიფო გაერთიანდეს თავდაპირველად სამხედრო სისტემის დონეზე, ეკონომიკას რაც შეეხება ეს პროცესი გაცილებით ადრეა დაწყებული, ვგულისხმობ ეკონომიკური სისტემის გლერების სახელმწიფოს არსებობას მნიშვნელოვან დონეზე. რწმენა ღმერთის და სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადება, ეს ყოველთვის ეს ყოველთვის იყო ადამიანიანისათვის მნიშვნელოვანი. მამასთან ბრძოლა ყველაზე ძნელია და მისი ამოძირკვა და განადგურება თითქმის შეუძლებელი და ეს მავანმა კარგად უწყის, რადგანაც მათი ზნეობრივი პრინციპებიც სხვადასხვა მითიურ თუ რელიგიურ ზებუნებრივ ძალებს უკავშირდება. ობალიზაციას მსოფლიოში, თავისუფალი ბაზრის წარმოშობის აუცილებლობის მიზეზით, რაც დრეს უკვე მიღწეულია და წარმატებით ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ისეთი პროცესია რომ რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს სწორედ გლობალური ეკონომიკა მართავს ეკონომიკურ კრიზისებს და განაპირობებს მათ. ზნეობრივი თვალსაზრისით გლობალიზაცია ყველაზე რთული თემაა და თქვენ წარმოიდგინეთ აქაც სერიოზული ძვრები შეინიშნება ბოლო ხანებია. ზნეობა რელიგიის საფუძველია. რელიგია და კულტურა კი განაპირობებს

მინდოდა მცირე შესავალი გამეკეთებინა ტემისთვის და აქვე მინდა ავღნიშნო თუ რაზე ვისურვებდი რომ წარიმართოს მსჯელობა. თქვენი აზრით ეზოთერული ცოდნა არის თუ არა გამოყენებული იმ ბირთვის მიერ რომლებიც განაპირობებენ დღევანდელ დღეს ახალი მსოფლიო მმართველობის ძვრებს მსოფლიო მასშტაბით?


საინტერესო თემაა.
ლიჩო ჯელის ნათქვამი გამახსენდა (იტალიელი მასონი): მასონობა, ესაა თემა, რომელზეც საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება, მაგრამ დუმს ის ვინც ჭეშმარიტად იცნობს მათ საიდუმლოებებს. მათ საიდუმლოებებს კი ნამდვილად ეზიარება მხოლოდ ის ვინც მიიღებს ხელდასხმას.

daat
QUOTE(TeO @ Jul 26 2009, 09:39 AM) *
TeO
მეც ზეიტგეისტი გამახსენდა ამ თემაზე და ჩვენ ფორუმზე მისი თემა დიდი ხანია გახსნილი გვაქვს wink.gif >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=297&st=0
ეს ფილმებიც ამ თემაში ჯდება smile.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=621


პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გამიხარდა რომ ეს თემა თქვენთვის "სულერთი" არ არის! მე ყველა თქვენთაგანს როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ, ბავშვობიდან მიზიდავდა ისეთი ხალხი რომელთათვისაც ზღვა მარტო ჭყუმპალაობა და დიდი საცურაო აუზი არ იყო არამედ საშუალება რომ ღამე განმარტოებულს, ზღვის ნაპირას ვარსკვლავებისთვის ეყურებინა. ან მარტო შვარცნეგერზე და "ბრუსლიზე" კი არა, არამედ "საიდუმლო მასალების" სერიებზე ესაუბრა.

იცი რა რატომღაც ასე ხდება რომ, აქ რომ ვახსენო ვაშლი თეომ შეიძლება მითხრას: ეგ, უF! ამან მეც ნიუტონი გამახსენა! ეგ თემა უკვე გახსნილი გვაქვსო. ან რომ ვახსენო ჩაკრა მეტყვის რომ ეს თემაც გახსნილია! ან რო ვახსენო თეო იტყვის ეგ ხომ მე მქვია რაღა საჭიროა წერა ჩემი სახელის. (ხუმრობით)

საქმე იმაშია რომ ჩემი მიზანი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება, არამედ ამ ველოსიპედის გამოგონებაში თუ რა როლი მიუძღვის ეზოთერიას. ეს კონკრეტული კითხვა დავსვი ზემოთ და მეც ვისურვებდი ამ სიბრტყეში წარიმართოს დიკუსია.

ცაით გაისტ! ვიცი რომ აუცილებლად ექნებოდა გამოხმაურება ამ თემას ამ ასპექტში, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე ვაპირებ ჩემი აზრი გითხრათ ამ პროექტთან და კიდევ მრავალ სხვა მზგავშ პროექტებთან დაკავშირებით რაც დღეისდღეობით არსებობს, ზოგი ხორციელდება ზოგი მუშავდება და ა.შ. ცაით გაისტს სულ სხვა გვარ ასპექტში განვიხილავ და ეს პირდაპირ კავშირში იქნება ტემასთან! ვინ მოკლა კენედი? რატომ მოკლეს? ვინ მოკლა ფრანკლინი? ან რატომ მოკლეს? არავის ეგონოს რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ერთი ჩვეულებრივი ბიჭი თბილისიდან. ჩემთვის უბრალოდ ერთი რამ არის ცნობილი: დაე ქურდი ისევ ქურდობდეს, მატყუარა ისევ იტყუებოდეს, ცინიკოსი და ამპარტავანი ისევ ამპარტავნოიბდეს. და კიდევ დევიზი რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას" თუნდაც ეს საშუალება კენედი ან ფრანკლინი იყოს.
TeO
QUOTE(daat @ 28th July 2009 - 02:02 AM) *
იცი რა რატომღაც ასე ხდება რომ, აქ რომ ვახსენო ვაშლი თეომ შეიძლება მითხრას: ეგ, უF! ამან მეც ნიუტონი გამახსენა! ეგ თემა უკვე გახსნილი გვაქვსო. ან რომ ვახსენო ჩაკრა მეტყვის რომ ეს თემაც გახსნილია! ან რო ვახსენო თეო იტყვის ეგ ხომ მე მქვია რაღა საჭიროა წერა ჩემი სახელის. (ხუმრობით)

რა კარგად დაწერე biggrin.gif ეგეთი ვჩანვ არ ზუსტად wink.gif

ვარსკვლავები მართლაც ძალიან სასიამოვნო საყურებელია..ზღვიდან მათთვის მე არ მიცქერია, მე ჩემი "ტოჩკა" მაქვს ძალიან მაღლა მთაში და იქ როცა მოვხვდები ხოლმე, აუცილებლად ვუყურებ..არაჩვეულებრივად დიდი და ნათელი ჩანს ციური სხეულები smile.gif
(ეს ლირიული გადახვევა biggrin.gif )

და რაც შეეხება შენს წამოჭრილ საკითხებს..
QUOTE(daat @ 28th July 2009 - 02:02 AM) *
საქმე იმაშია რომ ჩემი მიზანი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება, არამედ ამ ველოსიპედის გამოგონებაში თუ რა როლი მიუძღვის ეზოთერიას. ეს კონკრეტული კითხვა დავსვი ზემოთ და მეც ვისურვებდი ამ სიბრტყეში წარიმართოს დიკუსია.

თემა შენია და ნებაც შენია, აქ შენ უნდა წარმართო და არეგულირო მისი მიმდინარეობა wink.gif

წარმატებები და მე ისეთ პერიოდში ვარ რომ "სერიოზულ თემებში ვერ/არ ვერევი ამ ჟამად, მაგრამ პოსტებს კი ვკითხულობ, ასე რომ ჩემი ყურადღებაც თქვენთაა, მერე არა თქვათ თეომ მიგვატოვაო (ვხუმრობ, მაგრამ ხუმრობაშიც არის სიმართლის მარცვლები wink.gif )
TeO
ყველას ამ სისტემის მოწყობის თავისებური ვერსიები აქვს, რომლებიც პრინციპში ძირეულში ერთმანეთს ეხმიანება..
გამახსენდა თუ რა უწერია ანასტასიას მსოფლიო მმართველების შესახებ..ანუ რომ კაცობრიობას მთელი ისტორიის განმავლობაში 6 ქურუმი მმართავს, რომელთაც თავისი სისტემა აქვთ შექმნილი და.. მოკლედ საინტერესოა და ჩემი მოკლე შინაარსით არ მინდა რომ გამსჯელოთ wink.gif ვიპოვი იმ თავს და ავტვირთავ მერე, ოკ? biggrin.gif
daat
მოკლედ არცთუ ისე ძნელია ამ ტემის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვება თუნდაც ინტერნეტით ან წიგნებიდან. ყველას აქვს რაღაც დონეზე ინფორმაცია და მათ შორის მეც. ამ ეტაპზე მინდა ვისაუბრო იმ სისტემაზე, რა სისტემითაც იმართება მსოფლიო. ჩემი აზრით ეს არის კორპორატიული მმართველობა. რა არის კორპორაცია? კორპორაცია არის კომპლექტური ზაზოგადოებრივი გაერთიანება თუნდაც ბიზნესის სფეროში. კორპორაცია აერთიანებს კომპანიათა ქსელს, სხვადასხვა სფეროებში. მაგ: კორპორაციაში შეიძლება გაერთიანებული იყოს რამოდენიმე 10-ი კომპანია, რომლებიც თავის საქმიანობას ეწევიან სხვადასხვა მომსახურების, წარმოების, საზოგადოებრივ ურთიერთობების და ა.შ. მიმართულებით. ყოველი კომპანია კონტროლდება მენეჯმენტით და საბოლოოდ ერთი ან რამოდენიმე მმართველის მიერ, რომლებიც კორპორაციის სათავეებში დგანან. ასევე ორგანიზაციების გაერთიანება ხდება კორპორაციულ დონეზე და მათში დასაქმებული ადამიანებიც საერთო ინტერესებს ემსახურებიან. კორპორატიული სისტემით მოწყობილი მომსახურების სფეროებია ბანკი, სადაზღვეო კომპანია, მწარმოებელი კომპანია და ა.შ. რატომღაც ბევრს გონია განსაკუთრებით საქართველოში შევამჩნიე ასეთი ტენდენცია, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი მტრის ხატია და საბავშვო ბაღის ბავშვებს თუ შეაშინებ ბუა ბიძიებით. ვფიქრობ მეტი კონკრეტიზაციაა საჭირო და არ არის აუცილებელი ფაქტების და დაკვირვებების გარეშე ამ თემის ირგვლივ საუბარი. მეტად ყოფით ასპექტში განხილვა უფრო დაგვეხმარება სიმარტლის პოვნაში ამ თემის შესახებ.
გვინდა თუ არ გვინდა ცნობილია და საჯაროობის დონეზე ლუსტრირებული იმ ადამიანთა სახელები და გვარებიც თუ ვინ მოისაზრება მსოფლიო მმართველთა "კლანში". ამერიკა - ზე სახლემწიფოა და გვინდა თუ არა ფაქტია რომ მსოფლიოში ეკონომიკურ სტაბილურობის დონეს ახლა უფრო წარმატებულად აკონტროლებენ ვიდრე ადრეულ წლებში. ევროპა შეიძლება განვიხილოთ ერთ კონტექსტში რამოდენიმე მიზეზის გამო. 1. ევროპის ყველა ქვეყანაში რეალურად დემოკრატიაა. მიუხედავად იმისა რომ ფედერალური და მონარქიული წყობილების მქონე სახელმწიფოებიც ბევრია მასში. ფასადური მონარქია. ტქვენ რა გგონიათ რო ნდომებოდათ ინგლისში ვერ გადააგდებდნენ მეფეს? ან ესპანეთში. ჭკვიანი კაცი იტყვის: რაღა მანდამაინც რუსეთს ეცნენ. საქმე იმაშია რომ იმდროინდელი რუსეთი უმართავი იყო მათთვის და მიზიეზი კი მეფე იყო. ინგლისში და ესპანეთში მეფის მართვა პრობლემას არ წაროადგენდა და ამიტომ დ ა ფ ი ნ ა ნ ს დ ა რევოლუცია რუსეთში. სხვათაშორის ამერიკიდან გადმოსროლილი ფულადი რესურსი კანადის გავლით გერმანიში ჩავიდა და გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს სამხედრო ფლოტის უმაღლესი პირები პირადად ხელმძღვანელობდნენ იმ მარშუტს რომლითაც ამ რესურსს უნდა ჩაეღწია აზიის კონტინენტზე.

სოციალიზმი არ იყო ადამიანის ტავისუფლების გარანტი: ის იყო აფსოლუტური დიქტატურა და ასევე შეიძლება ითქვას დღევანდელ კაპიტალურ წყობილებაზეც, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ დღეს ადამიანს სთავაზობენ ბევრ რამეს და ეუბნებიან აირჩიე: ეს გინდა ეს თუ ეს? იქნებ არც ეს მინდა არც ეს და არც ეს? კიბატონო ... არავინ არაფერს გეტყვით, მაგრამ "მიზანი ამარტლებს საშუალებას" და ეს საშუალება შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ნუ ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა. ვუბრუნდები ცაით გაისტის თემას. ყველას ნანახი ექნება ალბათ ეს ფილმი სულ რამოდენიმე სერიაა, ჯერჯერობით.

ცაით გაისტის ფილმები შეიქმნა "პროექტი ვენერა"-ს ხელმძღვანელების მიერ. ესეც ლინკი http://www.thevenusproject.com/ თუ ნანახაი არ გაქვთ თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ ნახოთ, რადგანაც მინდა ჩემი აზრი გითხრათ ამ პროექტთან დაკავშირებით. მინდა თქვენც ნახოთ და მერე ვისაუბროთ.
daat
ნახეთ არ ნახეთ! მე გავაგრძელებ.
blanca
ხომ არსებობდა ერტი ენა ერთი ერი ერთი ყველაფერი, მერე ბაბილონის გოდოლი ...მერე დაანგრია ღმერთმა დაშალა დააცალკევა განასხვავა
იყოს ისევ ერთი ერი ერთი ენა ერთი რასა ერთი რელიგია. მე ვფიქრობ უფრო მეტი მშვიდობა იქნება. შეინარჩუნონ ეროვნული ტანსაცმელი საჭმელი ცეკვა მაგრამ იყოს ერთი, რომ განსხვავებების გამო არ დახოცონ ერთმანეთი

მაგრამ გაერთიანდება ის რაც ღმერთმა დაშალა? თუ ისევ ღმერთის ნებაა რომ გაერთიანდეს?
მოკლედ თუ გაიგეთ რა ვთქვი ის კითხვაც თქვენ დასვით რაც მე ვერ დავსვი და ვიხულისმხე და მიპასუხეთ, ზალიან მაინტერესებს

მე მშვიდობა მინდა და ეს დაცალკევებულ და განსხვავებულ ერებს და ხალხებს ვერ მოაქვთ. ჭამენ და ხოცავენ ერთმანეთს
'ხოდა იყოს ერთი
E Pluribus Unum
იდეაში imagine ყველას მოწონს, მერე ხოცავენ ერთმანეთს ქართული ყველაფერს ჟობიაო biggrin.gif
blanca
საინტერესოა რატო დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი? ეხლა არ დაიწყოთ თემასთან კავშირში არარისო. სწორედ რომ კავშირშია თუ კარგად დაფიქრდებით

ამ გოდოლის აშენებით ხომ არ გამოაცხადეს novus ordu seclorum?
ირმა
blanca
ასე მგონია ბაბილონის გოდოლი გრძელდება,– უფრო მეტი და მეტი რელიგიები ვიდრე იყო და ყოველდღე წარმოიქმნგება კიდევ ახალი. რელიგიური განსხვავებაც მტრობას იწვევს ადამიანთა შორის.
daat
"პროექტი ვენერა" პროპაგანდას უწევს მსოფლიო ხალხებისინტერესების გლობალიზირების პროგრამებს. მე მის ხელმძღვანელს ბატონ Jacque Fresco-ს მოვიხსენიებ როგორც მარქსს. Jacque Fresco არის 21საუკუნის მარქსი. თავისის ცრუ დაპირებებით.
მისი იდეოლოგია ფუნდამენტურ საკითხებში საერთოდ, ვიმეორებ ძირეულად არ განსხვავდება მარქსისტული იდეოლოგიისგან.
მარქსის შემთხვევაში ის დოვლათი რომელიც უნდა დაგროვილიყო, წარმოადგენდა საზოგადოების საერთო საკუთრებას და უნდა მოპოვებულიყო ადამიანების ფიზიკური შრომის ხარჯზე. "შრომამ შექმნა ადამიანი". ხოლო ეს ფიზიკური შრომა მოტივირებული იყო, როგორც მატერიალური რესურსების ანაძღაურებით, ასევე ფულადი სარგებლის მოპოვებით.
Jacque Fresco შემთხვევაში "ცოტა" სხვაგვარადაა... აქ ადამიანები ფიზიკურ შრომას მოკლებულნი, საკუთარი ცნობიერების განვითარებით იქნებიან დაკავებულნი. ხოლო მათ სამუშაოს რობოტები შეასრულებენ. დაწყებული "ლიფტიორიდან" დამთავრებული "მეშახტემდე". ხალხს აღარ მოუწევს შრომა, ხოლო ადმიანი კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარგებლის მოპოვებისათვის შრომობს. ამ სარგებელს როცა უნდა, სადაც უნდა და რამდენიც უნდა მიიღებს. უსასყიდლოდ, რობოტების შრომის ხარჯზე.
აღარ იქნება საჭირო ფული, ეკონომიკა, პოლიტიკა, რელიგია. ყველა იცხოვრებს ჰარმონიაში ბუნებასთან.
ჩვენ მრავალჯერ მოვიხსენიეთ ის პირები, ვინც მსოფლიოს მართვის, რთული გეომეტრიულად ზრდადი პროგრესიის მიმართულებითახორციელებს საკუთარი ინტერესების დაცვას და გატარებას საზოგადოებაში. ეს არ არის მარტივი სტრუქტურა. ეს არის ძალიან რთული, მრავალსაცეცებიანი, ქსელური ორგანიზაცია. პოექტი ვენერაც , როგორც ერთ-ერთი ანტიგლობალისტური მოძრაობაც, ორგანიზაციულ პრინციპებზეა დაფუძნებული და აუცილებლად ყველა იმ ინსტრუქციით სარგებლობს რითიც ნებისმიერი ორგანიზაცია. ორგანიზაცია რთული სტრუქტურული წარმონაქნია, ხოლო მასში მყოფი საზოგადოება ჭრელი. ვერ მიხვდები იმასაც კი, თუ როგროი ადამიანები გყავს შტატში. ჩემი აზრით, ამ ზემოთმოყვანილი მსჯელობის საფუძველზე ვთვლი, რომ ანტიგლობალისტური მოძარობები ფინანსდება გლობალისტების მიერ და მეტიც, მათივე დაქვემდებარებაში არსებული სეგმენტია. და კიდევ უფრო მეტი-მათი შექმნილია. მოტივაცია მარტივად იხსნება: რათა ხალხში არ წარმოიშვას ნამდვილი წინააღმდეგობრივი მუხტი. დაე შევქმნათ ჩვენივე ოპოზიცია, მანამ სანამ ამას ხალხი გააკეთებს და გააკეთებს იმიტომ რომ მართლა გაგვიწიოს წინააღმდეგობა. მაშინ კი მოვლენების მართვა შეუძლებელი გახდება, ახლა კი ყველაფერი კარგად იმართება.
ესეთი სახით გვევლინება დღეს მსოფლიო. სულ უფრო მატულობს ვირტუალური რეალობა საზოგადაოებაში. ხდება ადამიანისატვის რეალობის ჩანაცვლება "რეალობით".
რა ა რ ი ს რ ე ა ლ ო ბ ა? რეალობა 2 ერთმანეთზე დამოკიდებული ნაწილისგან შედგება. 1. ეს არის სამყარო. 2. ადამიანი, ცნობიერი ცოცხალი არსება, რომელიც აღიქვამს ამ სამყაროს.მათ ეს მშვენივრად იციან. მაგრამ მათ წინაშედაისვა საკითხი: რა ვქნათ? რა მოვუხერხოთ ამ რეალობას?
თუკი ადამიანი კარგად აღიქვამს რეალობას, მაშინ იგი ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, ხოლო თუკი ვერ აღიქვამს სატანადოდ, მაშინ სუსტდება და ადვილად სამართავი ხდება.
როგორ ვიმოქმედოთ რეალობაზე?! სამყაროს თუ გავანადგურებთ, რა აზრი აქვს. მაშინ ჩვენც ვერ ვიარსებებთ და აღსაქმელიც აღარაფერი იქნება. ანუ ამ პირველ ნაწილს ჩვენ ვერ შევეხებით.რჩება მე-2 ნაწილი. ადამიანი, რომელიც არიქვამს რეალობას. ეს ერთადერთი გზა დაგვრჩა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადამიანზე. როგორ? და აი სწორედ აქ გაჩნდა რეალობის "რეალობით" ცანაცვლების იდეა. რადგან სამყაროს განადგურება ეუძლებელია, მაშინ გავანადგუროთ ისინი ვინც ამ სამყაროს აღიქვამს.
არ ვიცი დაგეგმილი აქვთ თუ არა კაცობრიობის ფიზიკური განადგურება, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ განადგურებაზე მაქვს საუბარი. მათ მოიგონეს ისეთი რეალობა, რომელიც მათ "აწყობთ". ყველა მიმართულებით, ყოფადი ცხოვრების ყველა დონეზე.
სამწუხაროა მაგრამ "რეალობაა" secret.gif
daat
მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ამ თემასთან დაკავშირებით: ახალი ფილმია სუროგატები ახლა გადის რუსთაველის კინოთეატრში, მოკლედ რომ ვთქვა ამ სუროგატების შემქმნელი შექმნის სუროგატს რომელიც სუროგატების წინააღმდეგ გამოდის და გმობს მათ. მთელი ფილმი ისე მიმდინარეობს რომ ყველას ადამიანი გონია ეს ტიპი, რომელსაც წინასწარმეტყველს ეძახიან მაგრამ ბოლოს კლავენ და აღმოჩნდება რომ სუროგატია. აი ამ ფილმში კარგად ჩანს ის რასაც მე ვამბობდი ზემოთ: რომ საუკეთესო საშუალება დაცვის არის ის რომ შენ თვითონ შექმნა შენი ოპოზიცია. გლობალისტების ოპონენტები ანტიგლობალისტები არიან დღეს. მაგრამ ვინ იცის ის პრობლემები რაც შეიძლება მოიტანოს გლობალიზაციამ გარდა იმათი ვინც გლობალისტები არიან, არავინ, ამიტომ მათზე წარმატებულად ვერავინ შექმნის გლობალიზმის ანტი მოძრაობას. სწორედ ეს არის ანტიგლობალიზმი. რა არის ჭეშმარიტება? თქვენ რა გგონიათ ეს ესე უხმაუროდ ჩაივლის? ევროპის კავშირი. ახლა ჩრდილოეთამერიკის კავშირი გვექნება ცოტახანში სახეზე. ამასწინათ ჩემს ახლობელს ვესაუბრე ნიუ იორკში რომელმაც დაადასტურა რომ მართლა იცვლება ვალუტა ამერიკაში (იგულისხმება ჩრდილოეთ ამერიკის კავშირი NAU). და სამი სხვადასხვა ვალუტა ჩანაცვლდება ერთი ვალუტით სახელწოდებით "ამერო". ევრო ევროპაში, ამერო ამერიკაში, აფრო ალბათ აფრიკაში და აისო ალბათ აზიაში სულ მალე. შეიძლება სახელები ვერ გამოვიცანი წინასწარ, მაგრამ პროცესი ნამდვილად ასე ვითარდება ჩემი აზრით.
HERMES555
http://www.prisonplanet.com/
ohmy.gif
HERMES555
'ირმა'
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა გახსენი, თუმცა ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ ძნელი მოსაპოვებელია, რადგან აქ საქმე ეხება არა პოლიტიკოსებს რომლებთაც ვიცნობთ, არამედ მათ ვინც ამ პოლიტიკოსებს როცა უნდა მთავრობაში მოიყვანენ და როცა უნდა გააგდებენ. მართავენ ყველას და ყველაფერს. ხელში უპყრიათ დიდი ძალა და უფრო წინ მიიწევენ.

[/quote]

ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ "ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო"
ეხლა ავტვირთე დოკუმენტური ფილმი რომლის ნახვის მერე ბევრი რამ ნათელი გახდება თუ რატომ ხდება
ის რაც ხდება მსოფლიოში. http://www.allshares.ge/download.php?id=E503B85149 ohmy.gif "თხოვნა" ასე არ დარჩეთ(შუტკა)
ამის მერე უფრო კონკრეტულად შევძლებთ განვავრცოთ თემა. good.gif
HERMES555

http://www.youtube.com/watch?v=mjkuLiyPIhQ
jgvenza
daat
უდაოდ აქტუალური , საინტერესო და ძალიან ვრცელი თემაა! ბევრი ზუსტი ინფოებიც დაგიდევს,ჩემის სუბიექტური აზრით ეს ერთმართველობა სჭირდება მას,, ვისაც სურს საკუთარი თავის განდიდება და ერთმართველობა. ძალიან ბრტყლად ვთქვი.. იგივე ბაბილონის გოდოლის მშენებლობის იდეა იყო ადამიანი მოსწყვეტოდა თავის პირად დანიშნულებას და ამაღლებულიყო ღვთის სიმაღლეზე მატერიალური გზით-ანუ გოდოლის შექმნით. ადამიანები კი ღვთის ნაწილის მატარებლებია, ყველანი მისი წიაღიდან ვართ და ასე მგონია ყველას პირდაპირი მისიაა შემეცნება, თვითშემეცნებას მივყავართ ღვთიურ საწყისამდე, ოღონდ ეს შემეცნება თავისუფალი უნდა იყოს ამპარტავნებისგან, აბსოლუტურად თვისუფალი უნდა იყოს მიწიერი, მატერიალური მისწრაფებებისაგან. ამიტომაც დაშალა უფალმა გოდოლი და მისცა ხალხს სხვადასხვა ენა რომ არ მოწყვეტოდნენ მთავარ საქმეს. სამწუხაროდ ადამიანი ხშირად ხდება თვითკმაკოფილების და ამპარტავნების მსხვერპლი, ამიტომ გზაც ებნევა..
გლობალ;იზაცია ღვთის დაშვებითაა რათქმაუნდა, ასე მარტივადაც ამაზე საუბრაი უაზრობაა, მასონებზე მსჯელობა კი სასაცილო, რადგან ძირითადი ინფო დაფარულია და ლოგიკურიცაა, დადგება დრო როდესაც ყველაფერი გამჟღავნდება, მანამდე კი ყველა ადამიანი თავის სინდისის კარნახით უნდა მიდოდეს. გლობალიზაციის დასრულების შემდეგ დადგება მსოფლიოერთმართველობა, და ეს საბოლოოდ გაავლებს ზღვარს-საბოლოოდ გაამჟღავნებს ყოველივეს, მერე კი იქნება ის რასაც ყველა ადამიანი ყოველთვის ქვეცნობიერად ელის. ამაზე ბევრს საუბრობენ, ბევრს წერენ, თიუთქმის ყოველი ასწლეულის მიჟნაზე ელოდებიან ამ მოვლენას, მაგრამ იგი მოხდება მხოლოდ მაშინ როდესაც არსრულდება ყველაფერი რაც მანამდეა მოსახდენი, რათა გამოვლინდეს ყველა და ყველაფერი.
რათქმაუნდა მატერიალური სფეროები დიდ გავლენას ახდენენ ყპოველ ჩვენთაგანზე, მაგრამ მას ვისაც აქვს სიყვარული და იცის ჭეშმარიტი გზა, უფრო უადვილდება ამ მარწუხებისგან განთავისუფლება. ყველა კრიზისი, ომი, ბევრი "ბუნებრივი კატაკლიზმი" ხორციელდება გარკვეული ადამიანების მიერ. იმათ მიერ ვისაც სურს მართველობის საბოლოდ ხელში ცაგდება, მაგარმ ეს შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში და ისიც დროებით.
daat
'jgvenza'

გლობალ;იზაცია ღვთის დაშვებითაა რათქმაუნდა, ასე მარტივადაც ამაზე საუბრაი უაზრობაა, მასონებზე მსჯელობა კი სასაცილო, რადგან ძირითადი ინფო დაფარულია





daat
ჩემი აზრით ბავშვური ნათქვამია გულუბრყვილო. გლობალიზაცია ღმერთის დაშვებულია გავიგეთ და ვიცით რომ ყველაფერი ღმერთის დაშვებულია და რაც ხდება ყველაფერი ღმერთის ნებააა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი რო ნავიან კაცს გამოგიგზავნის როცა წყალში იხრჩობი შენ იძახო: ყველაფერზე მსჯელობა სასაცილოა, რადგანაც მაინც ის მოხდება რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი დაფარულია ვერეფერს გავიგებ... ასე მხოლოდ შენ იტყვი ალბათ რადგანაც უკვე ერთხელ თქვი. მე ასე არ ვიტყვი და საერთოდაც არაფერს ვიტყვი ავძვრები ნავზე.

ვინც მასონებზე იცინის ან უგუნურია ან კიდევ ისტერიულად ეცინება... არ შეიძლება ადამიანების როგორც პირუტყვების აღმქმელებზე გეცინებოდეს, შეიძლება თავის ხელში ასაყვანად გაიცინო მაგრამ , ზოგადად სიცილი რასაც ქვია საერთოდ არაადეკვატური რეაქციაა ამ მოვლენაზე
daat
"რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჰსჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოჰსცხადნეს" (მათე 10, 23)
jgvenza
daat
შენივე პოსტზე შენვე დააკომენტე? wink.gif
jgvenza
ყველაფერი გაცხადდება რათქმაუნდა, თავის დროზე..
daat
იქნებ გაცხადებულია უკვე და: " რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ" უქონლობის ბრალია??? და კიდევ ცილისწამების და ბევრი რამისგან შეიძლება ყური დაკარგო??
jgvenza
QUOTE(daat @ Apr 10 2010, 10:19 PM) *
იქნებ გაცხადებულია უკვე და: " რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ" უქონლობის ბრალია??? და კიდევ ცილისწამების და ბევრი რამისგან შეიძლება ყური დაკარგო??

შეიძლება, უკვე კი არადა დიდი ხნის გაცხადებულიცაა და ვისაც აქვს ყურნი ისმენენ და ვისაც აქვს თვალნიხედავენ..wink.gif
daat
QUOTE(jgvenza @ Apr 10 2010, 10:31 PM) *
შეიძლება, უკვე კი არადა დიდი ხნის გაცხადებულიცაა და ვისაც აქვს ყურნი ისმენენ და ვისაც აქვს თვალნიხედავენ..wink.gif



ჭეშმარიტად!
HERMES555
ციტატა(daat @ Apr 10 2010, 10:03 PM) *
ჩემი აზრით ბავშვური ნათქვამია გულუბრყვილო. გლობალიზაცია ღმერთის დაშვებულია გავიგეთ და ვიცით რომ ყველაფერი ღმერთის დაშვებულია და რაც ხდება ყველაფერი ღმერთის ნებააა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი რო ნავიან კაცს გამოგიგზავნის როცა წყალში იხრჩობი შენ იძახო: ყველაფერზე მსჯელობა სასაცილოა, რადგანაც მაინც ის მოხდება რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი დაფარულია ვერეფერს გავიგებ... ასე მხოლოდ შენ იტყვი ალბათ რადგანაც უკვე ერთხელ თქვი. მე ასე არ ვიტყვი და საერთოდაც არაფერს ვიტყვი ავძვრები ნავზე.

ვინც მასონებზე იცინის ან უგუნურია ან კიდევ ისტერიულად ეცინება... არ შეიძლება ადამიანების როგორც პირუტყვების აღმქმელებზე გეცინებოდეს, შეიძლება თავის ხელში ასაყვანად გაიცინო მაგრამ , ზოგადად სიცილი რასაც ქვია საერთოდ არაადეკვატური რეაქციაა ამ მოვლენაზე


---------------------------------------------- good.gif 1001% good.gif
daat
...
DISCIPLINE
იყოს ეს სურათები აქ.





მთელი თემა წავიკითხე და ყველაზე ჭკვიანური ეს დაიწერა:
QUOTE(daat @ Aug 7 2009, 02:21 PM) *
რა ა რ ი ს რ ე ა ლ ო ბ ა? რეალობა 2 ერთმანეთზე დამოკიდებული ნაწილისგან შედგება. 1. ეს არის სამყარო. 2. ადამიანი, ცნობიერი ცოცხალი არსება, რომელიც აღიქვამს ამ სამყაროს.მათ ეს მშვენივრად იციან. მაგრამ მათ წინაშედაისვა საკითხი: რა ვქნათ? რა მოვუხერხოთ ამ რეალობას?
თუკი ადამიანი კარგად აღიქვამს რეალობას, მაშინ იგი ძლიერია, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, ხოლო თუკი ვერ აღიქვამს სატანადოდ, მაშინ სუსტდება და ადვილად სამართავი ხდება.
როგორ ვიმოქმედოთ რეალობაზე?! სამყაროს თუ გავანადგურებთ, რა აზრი აქვს. მაშინ ჩვენც ვერ ვიარსებებთ და აღსაქმელიც აღარაფერი იქნება. ანუ ამ პირველ ნაწილს ჩვენ ვერ შევეხებით.რჩება მე-2 ნაწილი. ადამიანი, რომელიც არიქვამს რეალობას. ეს ერთადერთი გზა დაგვრჩა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადამიანზე. როგორ? და აი სწორედ აქ გაჩნდა რეალობის "რეალობით" ცანაცვლების იდეა. რადგან სამყაროს განადგურება ეუძლებელია, მაშინ გავანადგუროთ ისინი ვინც ამ სამყაროს აღიქვამს.
არ ვიცი დაგეგმილი აქვთ თუ არა კაცობრიობის ფიზიკური განადგურება, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ განადგურებაზე მაქვს საუბარი. მათ მოიგონეს ისეთი რეალობა, რომელიც მათ "აწყობთ". ყველა მიმართულებით, ყოფადი ცხოვრების ყველა დონეზე.
სამწუხაროა მაგრამ "რეალობაა" secret.gif


გლობალიზაციას მოკლედ მივყავართ ხალხების სრულ არევისა და საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებისაკენ. კარგია გლობალიზაცია?
ინგრევა სტერეოტიპები, სხვადასხვა ეროვნებების და რელიგიური დაჯგუფებების მიერ სამყაროს განსხვავებული აღქმა. როგორც წესი, ეს სტერეოტიპები იყო ადამიანების მამოძრავებელი ძალა. სამყაროს სხვადასხვანაირი აღქმის გამო ჩნდებოდა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები, კვლა და ყველაფერი უბედურება. თუმცა მათი სიყვარულის ობიექტებიც თავიანთი სტერეოტიპებიდან გამომდინარეობდნენ. რაც უფრო დიდი იყო მათი რწმენა საკუთარი ეთიკური ნორმებისა თუ დოგმებისადმი, მით უფრო დიდი სიყვარული ისადგურებდა მათში. ეს კი პირდაპირ კავშირშია ნებისყოფასა და სიცოცხლის წყურვილთან. რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნებისყოფა.

ცნობიერება ხდება საერთო და ძირითადად ორ რამეზე დაფუძნებული - ფულსა და სექსზე. გლობალიზაციისგან გაქცევა ამ ინტერნეტისა და ტელევიზიის გამო თითქმის შეუძლებელია. დავუშვათ გლობალიზაცია მივიდა ბოლომდე, სამყაროს განსხვავებული აღქმები დაინგრა და დარჩა ერთი. რას გამოიწვევს ეს?

ადამიანებს აღარ ეყოლებათ მოყვარეები. აღარ იქნება დიდი დაჯგუფებები, როგორებიც აქამდე იყო ვთქვათ რელიგიური ან ეროვნული დაჯგუფებები. ადამიანები დარჩებიან მარტო, (აქ გამახსენდა იგავი ისრების გადატეხვაზე)... ე. ი. თუ გამოჩნდება რაიმე დაჯგუფება, რომელიც მოაზროვნე ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ერთი მიზნისკენ მიმართავს, ადვილად შეძლებს ამ დაჯგუფების გარეშე ძალებთან გამკლავებას.
საყოველთაო ცნობიერებაში გარკვეული ადამიანისთვის/დაჯგუფებისთვის ათასჯერ ადვილი გახდება მთელ კაცობრიობაზე გარკვეული აზრების მოხვევა, მათი მართვა. რა თქმა უნდა, ამის გამო შეწყდება ომები, თუმცა ადამიანი საუკუნეების მიერ გამოწრთობილი სტერეოტიპის აღარ ქონის გამო მოხვდება სრული უსურვილობის (Will less ness) მდგომარეობაში.

ადამიანების მასების მდგომარეობა გასაზიზღრდება, თუმცა შეძლებენ ცალკეული ინდივიდები დაწინაურებას და ამ მმართველ ჯგუფთან დაკავშირებას. მაგრამ მთლიან ჯამში, სამყაროს აღმქმელობის შეცვლა ან საერთოდ გაქრობა (რეალობისადმი დამორჩილება) ვერ მოხდება სასიკეთოდ და მთელს კაცობრიობაში ბედნიერების შეგრძნობის შემძლეობის დონე ძალიან დაიკლებს.


მოკლედ, მგონი სათქმელი სწორად გადმოვეცი. აზროვნების თავი არ მაქვს ამ ბოლო დროს ზემოთ აღნიშნული "willlessness"-ის გამო.
Aeshma
საინტერესო თემაა. საერთოდ ეგ პროცესი,საყოველთაო გლობალიზაცია გარდაუვალია,ყველაფერი მაქეთკენ მიდის.ჩემი აზრით ეს მოვლენა საკმაოდ დადებითად უნდა აისახოს საყოველთაო მდგომარეობაზე,გასაფილტრი გაიფილტროს და ძველის ადგილზე ახალი აშენდეს.ახალი,ყველასთვის მისაღები სასარგებლო მსოფლიო.ბევრი ფიქრობს რომ ამით ეროვნულობა დაიკარგება და ერები გაქრება,თუმცა მე სხვა აზრს ვემხრობი.წესით არაფერი არ უნდა დაიკარგოს,პირიქით უნდა შენარჩუნდეს ყველაფერი ისეთ ფორმაში როგორიცაა "წარსულის ტკბილი მოგონება".
რაც შეეხება მმართველ ძალას/ძალებს,რა თქმა უნდა სათავეში უნდა იყოს/იყვნენ ადამიანები რომლებიც არამარტო ფიზიკურ განვითარებაში არიან მაღალ დონეზე,არამედ ფლობენ გარკვეულ სულიერ გამოცდილებასა და პრაქტიკას,რათა საერთო ატმოსფერო იყოს გარკვეული კონტროლის ქვეშ და ჰარმონია და ბალანსი იყოს დაცული.
ესეთი წყობა რა თქმა უნდა ქრისტიანული დოგმატური სამყაროსთვის მიუღებელია და იქნება ყოველთვის,რადგან ამ რელიგიას და მის არსებობას აზრი ეკარგება.შესაბამისად ყველას ვინც ამ სისტემაში იქნება,განსაკუთრებით კი მის მმართველებს ისინი ეშმაკებად,ანტიქრისტეებად და ა.შ. მოიხსენიებენ...თუმცა ეს არის მსოფლიოს მომავალი და იგი გარდაუვალია smile.gif
jgvenza
Aeshma
მიუღებელი მხოლოდ ისაა როდესაც ჭეშმარიტების უარყოფას მოგთხოვენ და მონობაზე ხელს მოგაწერინებენ! ქრისტიანობა ტავისუფალი არჩვეანის და სიყვარულის გზაა, გლობალიზაცია კი მონობის! რათქმაუნდა კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს, მაგარმ გაერთიანდეს სიყვარულით და გარკვეული მიზნებისთვის, თუნდაც იმისთვის რომ ერთმანეთს დავეხმაროთ გაჭირვების, უმეცრების, ავადმყოფობების დაზლევაში. მაგრამ გლობალიზაცია ამ კეთილშობილურ მიზნებს ამოფარებული , სამწუხაროდ სულ სხვა მიმართულებით მიდის და ცდილობს ყველა ამაში ჩაითრიოს. smile.gif
Aeshma
QUOTE(jgvenza @ Apr 23 2010, 11:55 AM) *
Aeshma
როდესაც ჭეშმარიტების უარყოფას მოგთხოვენ და მონობაზე ხელს მოგაწერინებენ!


რომელი ჭეშმარიტების? smile.gif ისინი ხომ ბლომადაა? smile.gif))
ჩემი პირადი აზრია,რომ გლობალიზაცია და ქრისტიანობა ცოტა შორი-შორს დგანან...თუმცა თეორიულად დასაშვებია ქრისტიანული გლობალიზაცია...მაგრამ მაშინ ინკვიზიციის ეპოქაში დაბრუნება იქნება ალბათsmile.gif)
jgvenza
Aeshma
ჭეშმარიტებაა ბლომად? კარგი ჰუმორი გაქვს! wink.gif
daat
QUOTE(Aeshma @ Apr 23 2010, 12:34 PM) *
რომელი ჭეშმარიტების? smile.gif ისინი ხომ ბლომადაა? smile.gif))
ჩემი პირადი აზრია,რომ გლობალიზაცია და ქრისტიანობა ცოტა შორი-შორს დგანან...თუმცა თეორიულად დასაშვებია ქრისტიანული გლობალიზაცია...მაგრამ მაშინ ინკვიზიციის ეპოქაში დაბრუნება იქნება ალბათsmile.gif)


შენ იგივე კითხვას სვამ რაც პილატემ დაუსვა ქრისტეს!: რა არის ჭეშმარიტება?!

გაეცით პასუხი ! გაეცით პასუხი აფორიაქდით და უპაუხეთ. ვინმეს გააქვთ პასუხი?! იმათ აქვთ და თქვენ?
daat
ის რაც ყველას გვეხება!!!!

ჰაერი! მიწა! წყალი! ცეცხლი! და ჩვენი პიროვნება! ზოგადად ასე ჩამოვაყალიბებ ჩვენს ადგილს დედამიწაზე ამ კონკრეტული საკითხის განსავრცობად! შეიძლება მრავალი ითქვას და დაიწეროს როგროც ყოველთვის მაგრამ მე არც წერა მეხალისება და არც კითხვა! უფრო სწორად მხოლოდ იმიტომ არ ვწერ რომ მსიამოვნებს ამის თქმა მსურს! რო არ მსიამოვნებდეს არც დავწერდი... აუცილებელი ხომ არ არის კაცის მოკვლა გსიამოვნებდეს ან ვინმეს წვალება???!

ზოგადად ამ ტოპიკში რასაც მსოფლიოს ახალი მმართველობა დავარქვი "მათ" მშობლიურ ენაზე, დავაფიქსირებ მაქსიმალურად ყველაფერს რასაც შევძლებ! ახლა მინდა გაცნობოთ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც საქართველოში საჯაროდ გაცხადდა 2007 წლის ბოლოს. ~~~ "ახალი თაობის პასპორტი"~~~ ასეთი პიარ ბრენდი ალბათ ყველას გაგიგიათ უკვე, მაგრამ მე უბრალოდ მინდა რაღაცა დოზით ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ პასპორტის დანიშნულებისა და არსის შესახებ. (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი: http://cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO

daat
რა არის ახალი თაობის პასპორტი?!
daat
ახალი თაობის პასპორტი ანუ ბიომეტრიული პასპორტი წარმოადგენს ჩვეულებრივ პასპორტს, რომელსაც დამატებით, ყდაში ან პერსონალური მონაცემების გვერდზე ჩასმული აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად.

ხაზგასმა ჩემი ინიციატივით.
daat
ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიომეტრიული პასპორტების შემოღება ხელს შეუწწყობს გამარტუვებული სავიზო რეჟიმის არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
რადგანაც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ ტიპის პასპორტების გამოყენება, საქართველოს სავარაუდოდ 2 წელიწადში უკვე ბიომეტრიული პასპორტების გამოყენების აუცილებლობა შეექმნება.
დღეს მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტებში პირის პერსონალურ მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სხვა) ერთად, მისი ელექტრონული ფოტო ჩიპზეა დატანილი. თუმცა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ამ ტიპის პასპორტებში ჩაიდოს მოქალაქის ისეთი ინდივიდუალური მონაცემები, როგორებიც არის: თითის ანაბეჭდები და თვალის თვალის ფერადი გარსის შესახებ არსებული ელექტრონული ინფორმაცია. შესაძლებელია დამატებით ჩაიწეროს ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც პიროვნებას მიენიჭება სახელმწიფოს მიერ და ადასტურებს მის ნამდვილობას.
საქართველოში ამჯერად დაწყებულია ის ეტაპი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტების შემოღების წინაპირობაა.

ეს გახლავთ ამონარიდი ჟურნალიდან სამოქალაქო რეესტრი რომელიც გამოიცა 2007 წელს!

არც მეტი არც ნაკლები, საუბარია პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციაზე. თუ ვინმეს ხელი მიგიწვდებათ იქნებ მოქექოთ სადმე, შემთხვევით ამ ჩიპში ხომ არ დევს სენსორი, რომელსაც Global Positioning System (GPS)-ით სარგებლობის დროს მოიხმარენ! ეს ჩემი თხოვნაა, რადგანაც ამათ არაფერი უხსენებიათ ამის შესახებ, მაგრამ რატომღაც ეჭვი მაქვს და ვერც მე წავაწყდი სადმე ამის ოფიციალურად დამადასტურებელ წერილობით ფაქტს. რადგან ვერ ვნახე ვიფიქრო რომ არ არის??? bf_nonew.gif
დღეს ვიყავი ისანი-სამგორის რაიონის საპასპორტოში ანუ სამოქალაქო რეესტრში პირადობის შესაცვლელად და იქ მითხრეს ამის შესახებ, ხომ არ გნებავთ ბარემ პასპორტიც აიღეთო 100 ლარი ლაწ ბანკში და ეგ არიო... 10 დღეში უფასოაო... შე კაი კაცო 100 ლარს ვიხდი უფასო რანაირად არის მეთქი?! არა მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდი თუ 10 დღის მერე აიღებო...
კვლავ ამონარიდი იგივე ჟურნალიდან ზემოთხსენებული ციტატის კომეტარის მიზნით:
ბიომეტრიული პასპორტების შემოღების პროექტის განხორციელება დაკავშირებულია დიდ ფინანსურ ხარჯებთან (განა ხუმრობაა ტი შტო! ჩემი შენიშვნა), რისთვისაც აუცილებელია რესურსის გამონახვა ბიუჯეტიდან. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიახლოებითი ბიუჯეტი 7 მილიონამდე ლარს შეადგენს.

უჭირთ რა ქნან.!! პროსტა ის არ უხსენებიათ რამხელა ფინანსურ დახმარებას აწვდის კალატოზთა საძმოს ურყევი ერთობა. კორუფცია შეფუთული დახვეწილი სახით ელიტარულიო თუ რას უწოდებენ?!
daat
არადა ამ ზაფხულს თურქეთში მინდა წასვლა და უნდა ავიღო პასპორტი რო წავიდე! კაი ჯანდაბას ავიღებ ბოლო ბოლო მოვისვრი და გადავაგდებ რო არ დამჭირდება, მაგრამ ინპლანტს რა ვუყო? ეს ხო უეჭველი წინა პირობაა ამ დედაარღნიანი ჩიპის სხეულში ინპლანტაციისათვის?! უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციისათვის?!
საქართველოს სავარაუდოდ 2 წელიწადში უკვე ბიომეტრიული პასპორტების გამოყენების აუცილებლობა შეექმნება. (კვლავ ამონარიდი)
კაი მართლა გადავაგდებ ამ პასპორტს მერე, მაგრამ....
jgvenza
QUOTE(daat @ 26th April 2010 - 05:25 PM) *
კაი ჯანდაბას ავიღებ ბოლო ბოლო მოვისვრი და გადავაგდებ რო არ დამჭირდება, მაგრამ ინპლანტს რა ვუყო?

daat
ჩიპზე უარი უნდა განაცხადო და იქ გამოაშკარავდება მერე, აქ რომ ამეებს წერ, გულით წერ , თუ უბრალოდ წერ...wink.gif
daat
QUOTE(jgvenza @ Apr 26 2010, 05:50 PM) *
daat
ჩიპზე უარი უნდა განაცხადო და იქ გამოაშკარავდება მერე, აქ რომ ამეებს წერ, გულით წერ , თუ უბრალოდ წერ...wink.gif


სწორედაც რომ უბრალოებაში ვიპოვე გული! თავისთვის იყო წყნარად, ლამაზ ყვავილთა და ფერთა სიტკბოებაში და სურნელში ჩაფლული
jgvenza
კაია! smile.gif გადასარევი, მაგას არაფერი ჯობს..ეჰ..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.