Help - Search - Members - Calendar
Full Version: ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებს
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > გამონათქვამების კუთხე
blanca
არის სახარებაში ესეთი სიბრძნე: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."

რას ნიშნავს ეს? რომ უნდა იცოდე სიკეთე ვის გაუკეტო?

მაშ უანგარო სიკეთე რას ნიშნავს, სიკეთე უანგაროდ აკეთეთო ამასაც ხომ გვასწავლის?

blanca
ძალიან გულნატკენი ვარ. რატომ არ იციან ადამიანებმა დაფასება და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საფრთხეში გაგდებენ და ცუდად იქცევიან?
დაფასებაში არ ვგულისხმობ სამაგიეროს გადახდას. არანაირად.
ვალდებულად რატო გთვლიან?
როგორ გავარჩიო 'ღორია' თუ არა ადამიანი? როგორ გავიგო?
პრინციპში ისეთი ვინმეა არავის მასთან ურთიერთობა არ უნდა და მარტოა. ხო უნდა მივმხვდარიყავი რა ნაგავია

რამხელა სიყვარულის უნარია როცა მთელი ღორი კაცობრიობა ესე ძალიან გიყვარს?დაფიქრებულხართ ამაზე?
მოკლედ...

თქვენ თუ გქონიათ ღორების და მარგალიტების შემთხვევა ცხოვრებაში და რა უსწავლებია ამ გამცდილებას თქ ვენთვის?
old_man
თუ არ ვცდები მათეს სახარების ეს სიტყვები სხვანაირად არის განმარტებული და სიკეთეს არ ეხება. მარგალიტებში იგულისხმება ღვთის სიტყვა, ჭეშმარიტება, სიმართლე. რომ უგუნურ, ამპარტავან ადამიანს ჭეშმარიტება არ უნდა გაანდო რადგან იგი ამას მაინც ვერ გაიგებს, წაბილწავს. "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს გადაუყრით ძაღლებს წინ, რომ ტავიანთი ფეხებით არ გათელონ ისინი და შემობრუნებისას არ დაგგლიჯონ თქვენ". ჩვენს ფორუმზეც გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა ჩვენს პოსტებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ. არადა არის ამ პოსტებშI ჭეშმარიტების მარცვლები. ან თუნდაც ის ფაქტი რომ დღეს ბევრმა მხოლოდ დოგმებად აქცია ქრისტეს სიტყვები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღორია და თელავს მარგალიტებს smile.gif
თუმცა შენი თემა მაინც აქტუალურია. ჰო თუ სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა გაქვს ის უნდა გააკეთო განურჩევლად. თუ ვინმემ ვერ დაინახა ეს სიკეთე, არაუშავს. უნდა იფიქრო რომ ის განუვითარებელი სულია და უნდა გაიზარდოს. შენ შეეცადე დახმაებოდი ამ ზრდაში, მაგრამ არ გამოგივიდა. არა უშავს, ე.ი. ჯერ ადრეა მისთვის.

პ.ს. ეს თემა გადასატანია ჯენერალში
ირმა
ვეთანხმები old_man-ს. მარგალიტი ღვთის სიტყვაა და ყველასთან თქმა არ აგებს. მქონია შემთხვევა და მართლა ძნელია იმის გრძნობა, როცა თელავენ. უმეტესობა ადამიანებისა სამწუხაროდ ქვად არის ქცეული და არ აინტერესებს არანაირი სულიერი, უნდა დააკვირდე მათ სალაპარაკო თემებსაც ხშირად არ ვიცი როგორ ველაპარაკო ზოგიერთებს. თემები რაზეც ხშირად ისინი საუბრობენ ხშირად ძალიან უინტერესოა ჩემთვის. მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს ეს ადამიანები, რადგან „არ იციან“... უცოდინარობაა დასაწყისი მათი ასეთი ხასიათისა. ძნელია, მართლა ძნელია შეიყვარო ყველა, მაგრამ თუ მათი უცოდინარობის კუთხით მიუდგები ალბათ შეიძლება. „არ ცოდნა, არ ცოდვაო“ .

QUOTE(old_man @ 9th August 2009 - 09:30 PM) *
ჩვენს ფორუმზეც გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა ჩვენს პოსტებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ. არადა არის ამ პოსტებშI ჭეშმარიტების მარცვლები. ან თუნდაც ის ფაქტი რომ დღეს ბევრმა მხოლოდ დოგმებად აქცია ქრისტეს სიტყვები და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღორია და თელავს მარგალიტებს

ნამდვილია, ჩვენ ფორუმზეც არის მარგალიტები, პოსტები რომლებიც ჭეშმარიტებაზე გვესაუბრებიან, ვნახოთ რა გველის, იქნებ ჯობდა დახურული ფორუმი ყოფილიყოsmile.gif


QUOTE(blanca @ 9th August 2009 - 08:04 PM) *
ძალიან გულნატკენი ვარ. რატომ არ იციან ადამიანებმა დაფასება და გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საფრთხეში გაგდებენ და ცუდად იქცევიან?
დაფასებაში არ ვგულისხმობ სამაგიეროს გადახდას. არანაირად.
ვალდებულად რატო გთვლიან?

რაც შეეხება უბრალოდ სიკეთეს რომ იზავ და სიბოროტით გიხდის ეგეც რთულია. მეც მქონია შემთხვევები, არ მინდა არაფერი,– ცუდად, ბოროტად რომ გიხდის ის რათქმაუნდა ძნელია. რავიცი აბა... ყველაზე კარგი გამოსავალი ის არის, რომ არ გეტკინოს, როცა სიკეთეს იზავ დაივიწყე იმწუთშივე, სიკეთის ჩადენისთანავე დაივიწყე, რომ სიკეთე ჰქენი. მერე არ გეტკინება, რადგან არ გეხსომება biggrin.gif



QUOTE(old_man @ 9th August 2009 - 09:30 PM) *
პ.ს. ეს თემა გადასატანია ჯენერალში

+1
♫♫♫
ბლანკ. არ ვიცი რამდენად სწორად ახდენ სახარებიდან პერიფრაზირებას, მარა ჩემი მოკლე, მოკრძალებული ჭკუით-ა:
"ღორს" ისე უნდა მოექცე, რომ შანსი მისცე საკუთარი ღრუტუნით თვითონვე დატკბეს... laugh.gif
მაგალითად უნდა დააჯერო, რომ ძალიან მაგრად მღერის...
და როცა სიმღერის ნაცვლად ღრუტუნს დაიწყებს, ვინმე გამვლელი მონადირე აუცილებლად ახდის კეფას...

პ.ს.
მომიტევეთ ტვინის ვანდალისტური ფანტაზიისთვის. lol.gif
TeO
biggrin.gifbiggrin.gif:D
♫♫♫ საინტერესო კუთხიდან გამოგივიდა ამ თემის გაშუქება wink.gif

პ.ს. ფანტაზიაც ნამეტნავად განვითარებული გაქვს, 21 ს. ხელოვნებაში შორს წახვიდოდი, ან წახვალ თუ მოინდომე - გვიანი არ არის, ან კიდევ უკეთესი უკვე წასული ხარ და მე არ ვიცი wink.gif biggrin.gif

თემის გაოფება ქვია ახლა ამას? whistling.gif ph34r.gif :მოკრძალებული ღიმილაკი:
blanca
ადამიანები ღორები არიან. ნებისმიერი რასაც აძლევ ან გაიღებ მათთვის -მარგალიტები biggrin.gif
არა არ მენანება ,არც კეთილად გადახდილ სამაგიეროს მოველი.
უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
ხვალ კიდევ ერთხელ დავრწმუნდები
ზეგაც მერეც მერე კიდევ ისევ და ისევ
blanca
უცნაური ხალხი ხართ. რა მნიშვნელობა აქვს თემა სად იქნება ან ვინ რა იგულისხმა
მოკლედ სულ მზიმე წერტილს დასდევტ
daat
QUOTE(blanca @ Aug 9 2009, 06:55 PM) *
არის სახარებაში ესეთი სიბრძნე: "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს, თორემ მოგიბრუნდებიან და ფეხქვეშ გათელავენ."

რას ნიშნავს ეს? რომ უნდა იცოდე სიკეთე ვის გაუკეტო?

მაშ უანგარო სიკეთე რას ნიშნავს, სიკეთე უანგაროდ აკეთეთო ამასაც ხომ გვასწავლის?


ეს ნიშნავს იმას რომ რაც გაგაჩნია სიბრძნე ნუ ასწავლი ბოროტს! ბოროტი ადამიანი არ არის! ბოროტი ცხოველია ძალღლს და ღორს არის შედარებული! რომელიც შეიძლება ადამიანში იყოს მაგრამ არა ადამიანი! იმიტომ რომ მერე ეს სიბრძნე შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული! აკი შემოტრიალებულია და გლიჯავენ კიდეც! შავი მაგია! რამდენი იყენებს დღეს ამას! ათასი მანიპულატორი არსებობს ამ ქვეყაანზე! რამდენი ცრუ მასწავლებელი და ცრუ გურუ დაიარება და ეძებენ მოსწავლეებს....
jgvenza
QUOTE(daat @ 27th April 2010 - 01:17 AM) *
ბოროტი ცხოველია ძალღლს და ღორს არის შედარებული!

ოოოოოო..... biggrin.gif დათ არასწორად გაგიგია ჩემო კარგო, ცხოველს არაა შედარებული, მის რომელირაც თვისებასაა შედარებული, თორე დამიჯერე ბევრი ძაღლი და ღორი უამრავ ადამიანს ჯობია თავის ბუნებით! wink.gif
Atman
ეს გამოთქმა არასწორად არ უნდა გავიგოთ.

ყველანი ვყოფილვართ "ღორები" ან ამ ცხოვრებაში ან წინა ცხოვრებებში. ყველანი დავცემულვართ ჭაობის ფსკერამდე, მაგრამ ყოველთვის იყვნენ სულები, რომლებიც გვიყრიდნენ მარგალიტებს და თანაც ძალიან უხვად, რომ ცოტა მაინც აგვებოჭა.

განსხვავება ერთია: "ღორები", რომლებიც აგრესიულნი არიან და სხვებსაც ხელს უშლიან გამოსწორებაში და "ღორები", რომლებმაც აღმოაჩინეს რომ სულები არიან და გამოსწორებას ცდილობენ. პირველებს მარგალიტი არ უნდა დავუყაროთ თუ თავად არ ვართ ძლიერნი, ხოლო როცა გავძლიერდებით ესეც ჩვენი ვალი იქნება, რამეთუ ნებისმიერი უკანასკნელი "ღორი" ან ჩვენი წარსულია, ან ჩვენი შესაძლო მომავალი და არავიზე მაღლა არ ვდგავართ უამრავი მისტიკური ძალა ან სუფთა გონებაც რომ გვქონდეს!

ინა
QUOTE(Atman @ Apr 27 2010, 11:51 AM) *
მაგრამ ყოველთვის იყვნენ სულები, რომლებიც გვიყრიდნენ მარგალიტებს და თანაც ძალიან უხვად, რომ ცოტა მაინც აგვებოჭა.

ვერ ვიჯერებ რომ ამას შენ ბრძნავ hilarioustu8.gif

არავინ არაფერს არ დაგიყრის და თანაც ბლომად biggrin.gif

იგავი უძღებ შვილძე როგორ განმარტავდი ძალიან მაინტერესებს smile.gif

იქ ძლზე მნიშვნელოვანი მომენტია,და ეს იგავი არაპირდაპირმნიშვნელოვნად კიდევ სხვა ფარულ საიდუმლოზე მეტყველებს smile.gif
Molen
Atman
აი როგორც შენ აღნიშნე მინდა განვავრცო:

ადამიანი, რომელიც გრკვეულად მაინც ფლობ ჭეშმარიტებას და იცი რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, მას უნდა მოუფრთხილდე. მოდით ერთ მაგალითს (ფაქტს, უფრო სწორად) მოგიყვანთ: ცოდნის მიღების შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეწერა ნაშრომი. მან დაიწყო წერა, მაგრამ როდესაც ნაცნობების წრეში მოხვდა და თავისი ნაშრომის ზოგადი მონახაზი გააცნო, მათ დასცინეს თავიანთ ბრძენ მეგობარს და აზრი შეაცვლევინეს, უთხრეს, რომ მისი ცოდნა სასაცილო იყო და ისიც ჰაერში დაფრინავდა. მოკლედ მან მიატოვა წერა და რაღაც სხვა შექმნა. მაგრამ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი პირველად დაწყებული ნაშრომის ესკიზი იყო დიდი მეცნიერული და სულიერი გარდატეხის გზა და რომ არა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების მიერ ხელის შეშლა, იგი აუცილებლად გაიმარჯვებდა.

ეს რას ნიშნავს?! ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავში ნებისმიერ საკითხს ისე უნდა ეკიდებოდეს, გეგონება მასზე მთელი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ისიც ასე მოულოდნელად არ გადადგამს ნაბიჯს, კარგად გააანალიზებს საკითხს, აწონ-დაწონის, შეიძლება რამდენიმე მართლაც ღირსეულ ადამიანს გაანდოს აღნიშნული საკითხი და საბოლოოდ მივიდეს იმ აღმოჩენამდე, რაც სტარტისას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.

ანუ: როდესაც ადამიანი ფლობ ჭეშმარიტებას, პირველ რიგში უნდა შეიცნო იგი, ხოლო როდესაც შეიცნობ მას უნდა იცოდე მისი დაცვაც, თუ არადა დაემსგავსები კაცს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა, ადგა და ყველას გაანდო ეს და მათაც მოუწოდა ამისაკენ, მაგრამ როდესაც კაცი ამ კეთილი საქმის აღსასრულებლად მიდიოდა დახვდნენ ისინი და ქონებაც წაართვეს და კარგადაც დაბეგვეს. ეს კაცი კი გულგატეხილი, ცხოვრებაზე აღრენილი დაბრუნდება შინ და რთულად თუღა შეძლებს მიუბრუნდეს კეთილი საქმის კეთებას, რადგან იგი გველებთან ბრძოლაში, გველეშაპად გადაიქცევა.

ეს კი უწყის შემდეგს: მოუფრთხილდით ჭეშმარიტებას, რადგან ის საგანძურია, ნებისმიერ მთხოვნელს მიეცით იგი, მაგრამ იცოდეთ ვინ რისთვის გამოიყენებს მას, რადგან ნარკომანმაც შეიძლება გთხოვოთ ფული, თქვენ კი თუ მას მიეცით ის, იგი ადგება და ავ საქმეში გამოიყენებს მას, შედეგად კი თქვენც დაზარალდებით და ისიც.

ამიტომ ფლობდეთ ჭეშმარიტებას და განაგეთ იგი, მაგრამ არ უთხრათ უარი ღირსეულს.
ეს მაგონებს ადამიანს, რომელიც ფლობს დიდ ბიბლიოთეკას. იგი ყველა მიმსვლელს აძლევს უფლებას წიგნის წაკითხვისას, მაგრამ მხოლოდ ნამდვილად დაინტერესებულ, მაძიებელ და პატიოსან ადამიანებს ატანს შინ მათ.


Atman
Molen
QUOTE(Molen @ 7th May 2010 - 01:46 PM) *
ადამიანი, რომელიც გრკვეულად მაინც ფლობ ჭეშმარიტებას და იცი რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, მას უნდა მოუფრთხილდე. მოდით ერთ მაგალითს (ფაქტს, უფრო სწორად) მოგიყვანთ: ცოდნის მიღების შემდეგ მამაკაცმა გადაწყვიტა დაეწერა ნაშრომი. მან დაიწყო წერა, მაგრამ როდესაც ნაცნობების წრეში მოხვდა და თავისი ნაშრომის ზოგადი მონახაზი გააცნო, მათ დასცინეს თავიანთ ბრძენ მეგობარს და აზრი შეაცვლევინეს, უთხრეს, რომ მისი ცოდნა სასაცილო იყო და ისიც ჰაერში დაფრინავდა. მოკლედ მან მიატოვა წერა და რაღაც სხვა შექმნა. მაგრამ ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი პირველად დაწყებული ნაშრომის ესკიზი იყო დიდი მეცნიერული და სულიერი გარდატეხის გზა და რომ არა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების მიერ ხელის შეშლა, იგი აუცილებლად გაიმარჯვებდა.



ესე იგი მყარად არ იყო ამ ჭეშმარიტებაში და დროზე ადრე დაიწყო "გაცემა"


მოკლედ სანამ ცოდნის რეალიზაციას არ მოვახდენთ და თეორიიდან პრაქტიკამდე არ დავიყვანთ, მანამდე ცოდნა ცოდნად რჩება და ადვილად იკარგება, ხოლო მას შემდეგ რაც გამჯდარია ჩვენში და მტკიცედ გვაქვს შესისხლხორცებული, რამდენიც არ უნდა გავცეთ არ დავკარგავთ. შეიძლება მიგვბეგვონ, დაგვცინონ, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ვერ გაუძელი და მიზეზს ვერ ჩაწვდი აბა რაღა ცოდნა გქონია? smile.gif

მთავარი კი იმის გაცნობიერებაა, რომ ცოდნა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ გავცეთ ან არ გავცეთ. ჩვენ მხოლოდ გამტარები ვართ და რაც უფრო მეტს ვატარებთ, მით უფრო მეტად იხსნება ჩვენი "სადინარი".

არის ეტაპები, როცა ყველას ყოველთვის არ უნდა გაანდო ცოდნა, მაგრამ არის სულიერი ეტაპი, როცა მზად ხარ ჯოჯოხეთშიც კი ჩახვიდე ჭეშმარიტების საქადაგებლად.


იესომ ღორებს დაგვიყარა მარგალიტები სხვა რა ერქვა აბა ამას?

თუმცა ისევ ვიმეორებ, ღორში ცუდს არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ უმეცარს, მძინარეს, ზომბს, სურვილებზე და ილუზიებზე მიჯაჭვულს...

პ.ს. შედარებით ადვილია გამოაღვიძო ადამიანი, რომელსაც ძინავს, მაგრამ შეუძლებელია გააღვიძო ის, ვინც თავს იმძინარებს და თვალები მთელი ძალით აქვს დახუჭული სინათლის შიშით.
Molen
Atman
გეთანხმები. სადინარის მაგალითი ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ჯერ კარგად უნდა გაიწმინდოს სადინარი რომ ავზიდან მოწოლილი წყალი კარგად გაატაროს.

და მაინც, ეს შედარება ურიგოდ არ მიმაჩნია: ჭეშმარიტება გავს წყალს, რომელიც ყველა მწყურვალს უნდა მიაწოდო, მაგრამ უნდა ფრთხილობდე, ვაიდა მოვიდეს ისეთი, რომელსაც არ სწყურია და შენ მიერ გაცემულ წყალს ძირს დაღვრის, რითაც შენც შეიძლება აგიცრუოს გული და პოტენციურად ერთი მწურვალით მეტს დატოვებს.

Atman
Molen
QUOTE(Molen @ 7th May 2010 - 02:10 PM) *
რითაც შენც შეიძლება აგიცრუოს გული


ეს უკვე შენი უმეცრების გამო ხდება და არა იმის გამო ვინც გული აგიცრუა.


"რასაცა გასცემ, ზღვათაცა შესდის და გაედინების..." აქ ცოდნაც იგულისხმება.

ანუ ისევ ვიმეორებ. ჯერ თავად უნდა გამყარდეს ადამიანი ცოდნაში და მერე უნდა გასცეს უშიშრად, მანამდე კი უნდა გასცეს, ოღონდ სიფრთხილით.
Molen
Atman
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო.
Atman
Molen
QUOTE(Molen @ 7th May 2010 - 02:37 PM) *
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო.


"უნდა იყოს" არა, სულის თვისება ისედაც ეგაა, უბრალოდ თავს ვერ ვაცნობიერებთ როგორც სულებს და მაგის გამოა შიში და სიფრთხილე ყველაფრის მიმართ.


Gopi
ციტატა(Molen @ May 7 2010, 01:37 PM) *
Atman
ნიცშე გამახსენდა, რომ ამბობს, ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოს ადამიანი, ბინძური მდინარე შეიერთოს და მაინც არ წარწყმდესო.



bednierebaa suli aset shegnebamde tu daiyvana adamianma. . me ertxel sulchashavebuli adamianis shvela movindome mindoda chemi dadebiti gameyo mistvis magram piriqit shemomibrunda da iqit damibindzura karma,madloba gmerts sulshi chavixede da ar davushvi didxans gacherebuliyo chemshi.
narilla
ძნელია ადამაინმა ისე გასცე რაღაც, იქნება ეს სიკეთე,თუნდაც ცოდნის სახით გაცემული, თუ სხვა რამ და ნეიტრალური დარჩე შენივე საქციელის მიმართ. შეიძლება არც მოელოდე საპასუხო შედეგს, ან სამაგიეროს, მაგრამ ყოველ საქციელს ხო აქვს თავისი უკურეაქცია?!.
ხოდა, თუ არ დააფასებენ სათანადოდ შენს სულგრძელობას და მაგითელავენ მარგალითებს, შენ მაინც გრჩება რაღაც, რადგან ბოლომდე მარგალიტების დახარჯვა შეუძლებელია
vano kazbegi
ამ ღორებს რომ ახსენებს სულ რუსები მელანდება. biggrin.gif
td.........
ციტატა(davithet @ 26th August 2011 - 02:29 AM) *
ამ ღორებს რომ ახსენებს სულ რუსები მელანდება. biggrin.gif

vano kazbegi
მე კიდე ნერვები მეშლება ყველა უგვანოს რატომ ადარებენ ასეთ ჭკვიან, უშიშარ ცხოველებს?! biggrin.gifbiggrin.gif
litasi
QUOTE(Molen @ 7th May 2010 - 12:46 PM) *
ანუ: როდესაც ადამიანი ფლობ ჭეშმარიტებას, პირველ რიგში უნდა შეიცნო იგი, ხოლო როდესაც შეიცნობ მას უნდა იცოდე მისი დაცვაც, თუ არადა დაემსგავსები კაცს, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა, ადგა და ყველას გაანდო ეს და მათაც მოუწოდა ამისაკენ, მაგრამ როდესაც კაცი ამ კეთილი საქმის აღსასრულებლად მიდიოდა დახვდნენ ისინი და ქონებაც წაართვეს და კარგადაც დაბეგვეს.

აქ მხოლოდ ცოდნის გაცემაზე არაა საუბარი რა თქმა უნდა... აქ ნებისმიერი რამ შეიძლება იგულისხმო, რაც მეორე ადამიანისადმია მიმართული...

და აქ უფრო უპირველესად აღქმაზეა გამახვილებული ყურადღება... ანუ რამდენად აღქმელი და გამგებია ადამიანი იმისა, რა არის მის წინაშე ... ღორისა და მარგალიტის შედარებ კი სწორედ იმიტომაა, რომ როგორც ღორი ვერ შეიცნობს მარგალიტს, ვერ აღიქვამს და მისთვის ის უბრალოდ დაყრილ კენჭებია, რომელსაც უბრალოდ გადაუვლის და გაივლის ... ისე ვერ აღიქვამს ზოგი რას უდებ წინ... და თუ მარგალიტის ციმციმმა თვალი მოსჭრა, რა თქმა უნდა არ მოეწონება და ეს მისთვის უკვე "ბოროტებაა" და შინაგანად აწუხებს კიდეც ეს, ცუდად ეჩვენება კარგი, და მისი დამყრელი კი მტერი ... რომელსაც რა თქმა უნდა ეცდება რომ "მიბეგვოს" smile.gif

ამიტომაც იყენებენ ხოლმე გამოთქმას ღორებს ნუ დაუყრით მარგალიტებსო
litasi
ვისურვებდი ეს ფრაზა რაც შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო გამოყენებული ...

old_man
QUOTE
და აქ უფრო უპირველესად აღქმაზეა გამახვილებული ყურადღება... ანუ რამდენად აღქმელი და გამგებია ადამიანი იმისა, რა არის მის წინაშე ... ღორისა და მარგალიტის შედარებ კი სწორედ იმიტომაა, რომ როგორც ღორი ვერ შეიცნობს მარგალიტს, ვერ აღიქვამს და მისთვის ის უბრალოდ დაყრილ კენჭებია, რომელსაც უბრალოდ გადაუვლის და გაივლის ... ისე ვერ აღიქვამს ზოგი რას უდებ წინ... და თუ მარგალიტის ციმციმმა თვალი მოსჭრა, რა თქმა უნდა არ მოეწონება და ეს მისთვის უკვე "ბოროტებაა" და შინაგანად აწუხებს კიდეც ეს, ცუდად ეჩვენება კარგი, და მისი დამყრელი კი მტერი ... რომელსაც რა თქმა უნდა ეცდება რომ "მიბეგვოს"

good.gif
litasi
ესეც რაღაცა მსგავსია... girl_sigh.gif

old_man
ზუსტია..... l_daisy.gif
თან მშვენიერი ლექსია
გემრიელი ლექსები აქვს ომარ ხაიამს
vano kazbegi
QUOTE(litasi @ Mar 14 2012, 12:07 AM) *
ესეც რაღაცა მსგავსია... girl_sigh.gif


ომარ ხაიამი სპარსულ ენაზე მაქვს წაკითხული და რათქმა უნდა გონიერი ათეისტია
litasi
მგონი უფრო აზრია შესაგრძნობი ... და ის სული, ენერგია, გრძნობა, მსოფლმხედველობა, არსი, რაც აზრშია გადმოცემული.... angelgirl.gif სწორედ ამაში გამოიხატება ბევრი რამ და არა რაიმეს მიმდევრობა არ მიმდევრობაში, ისტები და იზმები არაფერია... სხვა რამაა მთავარი... და ამ შემთხვევაში ეს მთავარი სწორედ ისაა, რაც შენ მოგეწონა tender.gif
earth
რამდენი თემაა ამ ფორუმზე, რამდენი მარგალიტია დაწერილი... JC_cupidgirl.gif

წლები გავიდა ამ თემაში დაწერილი პოსტებიდან. დღეს შემთხვევით ისევ ჩავიკითხე ეს პოსტები. მე ჩემი გამოცდილებით იმას ვიტყვი, რომ როცა დავხმარებულვარ ისეთ ადამიანს, რომელსაც არა თუ ესმის, პირიქით თავისი აგრესიულობით გპასუხობს, მე ეს ცოვრებაში უკან მწევს. მე არ მაქვს ძალა მათ დავეხმარო. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ისევ გამიღია გული ზოგიერთისათვის, მაგრამ ამაოდ...
ჩვენ მოსულები ვართ ამ ქვეყნად, რომ „გავიზარდოთ“. ამ ცხოვრებაში ავიღოთ ახალი და გავზარდოთ ჩვენი სული. ასეთი ადამიანები მუხრუჭები არიან და არ გიშვებენ წინ. თუმცა იქნებ ზოგჯერ ასეთი დამუხრუჭებები უფრო გვაძლიერებენ.
მე ვცდილობ მოვერიდო „ღორებს“ რომლებიც მარგალიტებს გამითელავენ. ასე უფრო კარგია ცხოვრება.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.