Help - Search - Members - Calendar
Full Version: ამ წამს მიწისძვრა მოხდა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება
♫♫♫
საიდან შეგაქანათ? მოგონი მამა ღმერთი გავაბრაზეთ. Just_Cuz_01.gif
tikoroma
სამსახურში ვიყავი, ძალიან არც შემშინებია. ცოტა ხანს გაგრძელდა.
ონთან ახლოს ყოფილა ეპიცენტრი. იქ 6,2 ბალიანი იყოო.თბილისში 4-5 ბალი...
მსხვერპლზეე და ნგრევაზე არ ამბობენ არაფერს. არყოფილა ალბათ. გავუძელით
old_man
მე არაფერი გამიგია, ტკბილად მეძინა.
QUOTE(old_man @ 8th September 2009 - 10:03 AM) *
სამსახურში ვიყავი, ძალიან არც შემშინებია. ცოტა ხანს გაგრძელდა.

ღამის სამ საათზე სამსახურში იყავი? unsure.gif
Uma
არადა დღისით Discovery-ze გადაცემას უყურებდი მიწისძვრაზე და ღამეთ რომ ვიგრძენი მაგრად შემეშინდა. მაგრამ მერე ჩემი ქმარი არც განძრეულა, გარეთ გავიხედე პანიკა არ იყო ვიფიქრე დამესიზმრა თქო და რა რეალური სიზმარი იყო გამიკვირდა )))))) ერთად ერთი ჩემი პატარუკა მუცელში უჩვეულად აქტიურად მოძრაობდა, ალბათ ჩემი შიში იგრძნო, საწყალი sad.gif და კიდევ რატომ გადავწყვიტე რომ მომეჩვენა, ფანჯარა მოძრაობდა მაგრამ ჭაღი არა, რა უცნაურია.
Kaspar Hausser
მე კიდე გამეღვიძა... შევხედე რო კომიუტერის მაგიდა მოძრაობდა და მეთქი მესიზმრება თქო... გადავბრუნდი და დავიძინე.. biggrin.gif
TeO
me ar gamigia biggrin.gif
ირმა
მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
Shou
მგონი ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი მიწისძვრაsmile.gif დღე როცა იყო ხოლმე მაშინაც არ ვიმჩნევდი, არც კი შევრხეულვარ არასდროს და ამ ჯერზე საერთოდ არ მძინებია სანამ მიწისძვრა მოხდებოდა საოცარი პანიკის შემოტევა დამეწყო, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, გული მეკუმშებოდა და ვერ ვიძინებდი, როცა მიწა შეირხა გეგონება ველოდი, ბავშვი გავაღვიძე მაგრამ იმდენ ხანს ვაღვიძე აზრი აღარ ჰქონდა ადგომას და მშვიდად ჩავიძინე - უუფ, აი, თურმე რაზე ვღელავდითქო და მომეშვაsmile.gif
tikoroma
old_man
ჰო, ღამის სმენაში ვმუშაობ, უკვე მეორე თვეა ყველა ღამე... sticktongue.gif ასეთი ვარ ხოლმე
Zet
ლაშარელამ ჩამიწერა ონლაინ თამაში kომბატ არმს http://combatarms.nexon.net (ქაუნტერის პონტშია), დავიწყე თამაში და ვეღარ დავამთავრე.. სამი ღამე გავათენე და დღისითაც ვთამასობდი, უძილობის და დადებილების პიკს რო მივაღწიე მეოთხე ღამეს ტვინში ბრძოლა მიდიოდა, ერთი ამბობდა დაწექი შე უბედურო, ამ თამაშის გულისთვის ჯამრთელობას ისპობ, მეორე იძახოდა მიდი ითამაშე ლეველებია წინ ქულები დააგროვე მაგარი თამაშია.... და მოკლედ მეორემ მოიგო)))))
და გავაგრძელე თამაში და მეოთხე ღამის გათენების პერსპეკტივა... და ამ დროს მიწისძვრა... და მეთქი ვსო ეტა ზნაკ))) და მეთქი ეხლა ადექი ჩაეთრიე ლოგინში დასაძინებლად თორეეე...., თორე ისეთ მიწისძვრა იქნება რო დაგმარხავ შენი
თამაშბიანად (ეს ის პირველი ეუბნება მეორეს), და ეგრევე დავწექი და დავიძინე, და ბოლოს წავშალე თამაში)))) ნუ ეს იქამდე ალბათ სანამ მეორე კიდე არ გაიმარჟვებს))))
old_man
Zet
ჰოო ლინკი აუცილებლად უნდა დაგედო biggrin.gif
Katabua
ვაა.. მიწისძვრაც მოასწარით..!
ეპიცენტრი სად იყოოოო..?
ალბათ სხვა განზობილებაში..
ჰოოოდა.. ქაც ელოდებიან მიწისძვრას.. (ქვემო მეზობელ ქვეყანაში)
..და ძველი უბნები სულ დაინგრევაო.. ჰმ. და ახალი აშენდებაო..
Zet
QUOTE(old_man @ 11th September 2009 - 10:28 AM) *
Zet
ჰოო ლინკი აუცილებლად უნდა დაგედო


biggrin.gif biggrin.gif , ნახე?))
TeO
ჰო, მართლა იგრძენით წუთების წინ მიწისძვრა რომ იყო? მე კი ვიფიქრე მიწისძვრაა, მარა მერე გონებამ გადამარწმუნა :პ და ყოფილა biggrin.gif
Gregori Kafka
კი აშკარად იყო მეც ვიგრძენი, მარა მალე შეწყდა
Alpha
უხ, ზნაჩიტ არ მომჩვენებია smile.gif
old_man
ვაა რაღაც მომრავლდა ეს მიწისძვრები. მე მგონია გვამზადებენ 2012 წლის 21 დეკემბრისთვის. მოუთმენლად ველი ამ დღეს. იმედი მაქვს რაღაც გრანდიოზული მოხდება (მიწისძვრას არ ვგულისხმობ) sticktongue.gif
giorgi.
მდა... დღესაც იყო. თბილისის დროით ზუსტად 13:38 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 3.1 მაგნიტუდა ყოფილა.
Emigranti
QUOTE(giorgi. @ Nov 10 2009, 04:44 PM) *
მდა... დღესაც იყო. თბილისის დროით ზუსტად 13:38 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის შკალით 3.1 მაგნიტუდა ყოფილა.

მართლა? მე ეხლა თბილისში არ ვარ და არ ვიცოდი. მაგრა შეგაქანთ?
TeO
მე არც კი მიგვრძნია )) მიწისძვრაზე ფორუმიდან გავიგე
tikoroma
ჰაიტზე რა მოხდა ნახეთ? sad.gif
tikoroma
სულ დაანგრია მიწისძვრამ ყველაფერი 35 წამში
http://yfrog.com/0f025609600x450j
http://yfrog.com/0f025612600x450j
ირმა
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 14th January 2010 - 09:53 PM) *
ჰაიტზე რა მოხდა ნახეთ?

ვნახე და ღმერთი ვცოდე, რატომ? რატომ საბრალო ხალხს ასეთი დიდი ტანჯვა? გული შემიწუხდა მაგათი ცოდვით. sad.gif((
tikoroma
http://www.cnn.com/video/#/video/world/201...math.cnn?hpt=C2

სულ ვშაყირობ ამ 2012-ზე და რეალურად რომ ვუყურებ კატასტროფის შედეგებს, გული მისკდება.
ციტატა(ირინი @ 14th January 2010 - 10:11 PM) *
გული შემიწუხდა მაგათი ცოდვით. sad.gif((

ორი დღეა ცუდად ვარ smile.gif

http://www.cnn.com/video/#/video/world/201...math.cnn?hpt=C2
Emigranti
ეჰ...ადამიანები ასეთები ვართ, სანამ ჭექაქუხილი არ დაიგრუხუნებს, პირჯვარს არ გადავიწერთ ხოლმე. huh.gif
ირმა
Emigranti
QUOTE(Emigranti @ 14th January 2010 - 11:48 PM) *
ეჰ...ადამიანები ასეთები ვართ, სანამ ჭექაქუხილი არ დაიგრუხუნებს, პირჯვარს არ გადავიწერთ ხოლმე.


სამწუხაროდ უმეტესობა იქამდე მივედით, რომ „სეტყვაც“ არ გვაწერინებს პირჯვარს.
Emigranti
ჰაიტის მიწისძვრაზე რეპორტაჟს ვუყურე გერმანულ არხზე და საინტერესო რაღაცეები თქვეს. ე.ი. დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ასეთი მასშტაბური მიწისძვრა დედამიწას ბოლო 100 წლის მანძილზე არ ახსოვსო. მერე ჩამოთვალეს ის პრობლემები რაც ჰაიტიზე გაჩნდა ამ მიწისძვრის შემდეგ:

1. დაღუპილთა გვამების ამომტანთა და დამსაფლავებელთა ნაკლებობის გამო, ამ გვამებმა დაიწყო ხრწნა, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის.

2. მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იყო განმეორებითი ბიძგები, რომლებიც შეიძლება ისევ განმეორდეს. ამიტომ ის შენობებიც კი, რომლებიც არ დანგრეულა ისევ საფრთხეს წარმოადგენს და საცხოვრებლად არ გამოდგება.

3. უმრავი ადამიანი არის გამოყრილი ქუჩაში (კიდევ გაუმართლათ რომ არ ცივა), არ აქვთ ტანსაცმელი, საჭმელი. დამხმარე ორგანიზაციების ინიციატივა რომ არა შიმშილით მოკვდებოდნენ. თუ ვინმეს საჭმელი აქვს, მაინც მძიმე სიტუაციაშია, რადგან არ აქვს მისი მომზადების საშუალება.

4. სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა ეს სიტუაცია ბოროტად გამოიყენა. გაიზარდა კრიმინალობის რიცხვი, ყაჩაღობა, ქურდობა. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ბევრი ეწევა, ვითომდა დაობლებული ბავშვების ევროპაში გაშვილების შუამდგომლობას, სინამდვილეში კი ნამდვილი ადამიანებით ვაჭრობა მიმდინარეობს და ზოგმა ამით გამდიდრება გადაწყვიტა. ჰაიტიზე ამდაგვარი დარღვევები ადრეც იყოო, მაგრამ ეხლა ხელის შემშლელები ნაკლები ყავთ.

Emigranti
2008 წლის დეკემბერში ასეთი სტატისტიკა გამოქვეყნდა აი აქ http://www.nowpublic.com/world/massive-inc...thquakes-2008-0, აქ საუბარია ბოლო ასი წლის მანძილზე, ყოველწლიურად მომხდარი მიწისძვრების რაოდენობის შესახებ:



ე.ი აქ გამოსახულია არა მიწისძვრების სიძლიერის მატება მსოფლიოში, არამედ მათი რაოდენობა ყოველ წელიწადში. როგორც ხედავთ მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს, რაც იმას ადასტურებს, რომ დედამიწა მძიმე ფაზაში შედის. იქვე ეწერა, რომ ამ ბოლო დროს მათი უმეტესობა წყნარი ოკეანის რაიონში ფიქსირდება. ასევე ეწერა, რომ დიდი მიწისძვრების დროს უფრო მეტი ადამიანებისა დაიღუპება უშუალოდ მიწისძვრის შემდეგ. თუმცა კონკრეტულად რისგან ვერ გავიგე. ჩემი ინგლისური აღარ ეყო.

როგორც არ უნდა იყოს, მაინც არავინ დაივიწყოს - ზამთარი ყოველთვის გაზაფხულისთვის გვამზადებს.
ირმა
QUOTE(Emigranti @ Jan 25 2010, 07:03 AM) *
2008 წლის დეკემბერში ასეთი სტატისტიკა გამოქვეყნდა აი აქ http://www.nowpublic.com/world/massive-inc...thquakes-2008-0, აქ საუბარია ბოლო ასი წლის მანძილზე, ყოველწლიურად მომხდარი მიწისძვრების რაოდენობის შესახებ:



ე.ი აქ გამოსახულია არა მიწისძვრების სიძლიერის მატება მსოფლიოში, არამედ მათი რაოდენობა ყოველ წელიწადში. როგორც ხედავთ მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს, რაც იმას ადასტურებს, რომ დედამიწა მძიმე ფაზაში შედის. იქვე ეწერა, რომ ამ ბოლო დროს მათი უმეტესობა წყნარი ოკეანის რაიონში ფიქსირდება. ასევე ეწერა, რომ დიდი მიწისძვრების დროს უფრო მეტი ადამიანებისა დაიღუპება უშუალოდ მიწისძვრის შემდეგ. თუმცა კონკრეტულად რისგან ვერ გავიგე. ჩემი ინგლისური აღარ ეყო.

როგორც არ უნდა იყოს, მაინც არავინ დაივიწყოს - ზამთარი ყოველთვის გაზაფხულისთვის გვამზადებს.


თუ ეს სტატისტიკა მართალია, ძალიან დიდ ცვლილებებთან გვქონია საქმე.
ირმა
Emigranti
QUOTE(Emigranti @ 25th January 2010 - 07:03 AM) *
ზამთარი ყოველთვის გაზაფხულისთვის გვამზადებს.

საქმე იმაშია, რამდენხანს გაგრძელდება ზამთარი?
tikoroma
sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
Emigranti
QUOTE(ირმა @ Jan 25 2010, 03:15 PM) *
Emigranti

საქმე იმაშია, რამდენხანს გაგრძელდება ზამთარი?
რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს იგი, იცოდეთ ყველა ზამთარს, ყოველთვის აქვს ბოლო ზღვარი. და ეს ბოლო ზღვარი იმავდროულად არის გაზაფხულის დასაწყისი.
ირმა
Emigranti
QUOTE(Emigranti @ 20th February 2010 - 11:33 PM) *
რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს იგი, იცოდეთ ყველა ზამთარს, ყოველთვის აქვს ბოლო ზღვარი. და ეს ბოლო ზღვარი იმავდროულად არის გაზაფხულის დასაწყისი.

ეეჰ, სანამ ეს ზამთარი დასრულდება რამდენია კიდევ მოსალოდნელი მოსახდენი ვინ იცისsad.gif
Emigranti
QUOTE(ირმა @ Feb 20 2010, 07:40 PM) *
Emigranti

ეეჰ, სანამ ეს ზამთარი დასრულდება რამდენია კიდევ მოსალოდნელი მოსახდენი ვინ იცისsad.gif
კი, ეს ყველაფორი მოსახდენია, მაგრამ მხოლოდ იმისთვის რომ შეიქმნას გაზაფხულის საფუძველი. ადამიანს რომ ეგრევე მისცე დიდი ბედნიერება - მისგან პარაზიტს გახდი, იგი მან ჯერ უნდა დაიმსახუროს. და როდესაც მომავალში გაზაფხულია ჩვენთვის დაგეგმილი, აწმყოში გვაძლევენ საშუალებას იმისთვის რომ იგი დავიმსახუროთ. ეგრევე რომ მოგვეცეს - არ შეგვრჩება.

შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც ესე ვფიქრობ
ირმა
ასევე, თესლი ჯერ უნდა დაიმარხოს და დალპეს, რომ შემდეგ აღმოცენდეს.
Emigranti
QUOTE(ირმა @ Feb 20 2010, 07:55 PM) *
ასევე, თესლი ჯერ უნდა დაიმარხოს და დალპეს, რომ შემდეგ აღმოცენდეს.
გეთანხმები.
ირმა
Emigranti
QUOTE(Emigranti @ 21st February 2010 - 12:19 AM) *
გეთანხმები.

smile.gif
Anna
მიწისძვრები გრძელდება... ეხლა უკვე ჩილეში sad.gif

როგორც ამბობენ ამ რყევებისგან წარმოქმნილი ცუნამი მთელს წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს ემუქრება sad.gif unsure.gif
ირმა
sad.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.