Help - Search - Members - Calendar
Full Version: ART NEWS
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ხელოვნება
Pages: 1, 2
Sophia
ამ თემაში ჩაწერეთ თუ რაიმე სიახლის, წამოწყების, ანდა მოვლენის შესახებ გაიგებთ ახალს.
ასევე კარგი იქნება, თუ დალინკავთ ტექსტებს.

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ ბევრიიიიიიიიიიიიიიიიი
girl_witch.gif
Sophia
ვისაც უმბერტო ეკო უყვარს

უმბერტო ეკო: "სილამაზის ისტორია"

http://24saati.ge/index.php/category/cultu...11-21/1525.html
Sophia
2012-ზე

"ერთად შევხვდეთ 2013 წელს"

http://24saati.ge/index.php/category/cultu...11-18/1466.html


TeO
Sophia
მივესალმები შენს ახალ თემას!!! smile.gif იმედია აქტიურობა იქნება

ხვალ - ჩემი მეგობრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

17:00 სთ-ზე კოპალას გალერეა
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 7
Sophia
QUOTE(TeO @ Nov 23 2009, 03:46 PM) *
Sophia
მივესალმები შენს ახალ თემას!!! smile.gif იმედია აქტიურობა იქნება

ხვალ - ჩემი მეგობრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

17:00 სთ-ზე კოპალას გალერეა
მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 7


მაგ გალერეას უკვე ვერნისაჟი ჰქვია. ანუ კოპალა გაუქმდა და ვერნისაჟი დაბინავდა კოპალას მისამართზე.
დრეს ვერ ვნახე, ამ დღეებში გავივლი და ვნახავ.
მადლობა
Sophia
26 ნოემბრიდან გალერეაში "ჰობი" იხსნება ალექს ბერდიშევის გამოფენა.
TeO
QUOTE(Sophia @ Nov 25 2009, 03:19 PM) *
26 ნოემბრიდან გალერეაში "ჰობი" იხსნება ალექს ბერდიშევის გამოფენა.





TeO
სულ არ დადის ეს ხალხი გამოფენებზე tongue.gif sad.gif(( დღეს კუხალაშვილების გამოფენაზე რატომ არ მოხვედიით? )) თუ ჰობიში არჩიეთ წასვლა?
Sophia
თეო, 2 კვირაა სახლში ვიჯექი... საერთოდ არ ვიცი გარეთ რა ხდება. გვითხარი ერთი რა არის საინტერესო ამ კვირაში smile.gif
TeO
აკადემიაში ვიყავი დღეს და ალექსიძის გამოფენაა wink.gif და ხვალ 2 საათზე ჰოლანდიელები აწყობენ გამოფენას, მგონი პერფომანისა biggrin.gif (წამსვლელი არ ვარ tongue.gif )

და კიდევ რაღაც გამოფენას აწყობენ ფერწერის IV კურსელები. თემა - ვაჟა ფშაველა, მგონი ეგეც პერფომანსია ან?

მოკლეედ, Sophia ვერ გამოვიდა ჩემგან კარგი ინფორმატორი biggrin.gif tongue.gif
TeO
http://www.mindia.ge/
მზეონა
Sophia

გუშინ გაიხსნა გამოფენა და 12 თებერვკამდე გასტანს. smile.gif

სამხატვრო აკადემიის განახლებული დიდი გალერეა + გამოფენა "ქვა, ქაღალდი, მაკრატელი" - ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან...

ვიყავი დღეს და აღფრთოვანებული ვარ გარემონტებული დარბაზით- სუპერ!!!!!!!!!!!!!!!! შეხვალ და გამოსვლა არ მოგინდება! smile.gif ჰო, რაც შეეხება გამოფენას, ნუ რავიცი რა biggrin.gif


კიდევ ერთი ინფო (აფიშA ვნახე დღე):

ორშაბათიდან დაიწყება იაპონური ფილმების პირველი ფესტივალი საქართველოში! ელ ვერსია ვერ მოვიძიე და ვინც ნახოთ დადეთ wink.gif

დასწრება თავისუფალია, მის: რუსთაველის კინოთეატრი დარბაზი #2. ფილმები იქნება რუსული სუბტიტრებით.

სულ წარმოდგენილია 4 ფილმი და ჩვენებები იქნება 14.00, 16.00, 18,00 smile.gif


პ.ს. უფრო მეტი ინფო აღარ მაქვს (ანუ რეFისორები და ფილმის სათაურები) ერთი წაკითხვით რა დამამახსოვრებდა? laugh.gif
მზეონა
ვინმე დადიხართ იაპონური კინოს კვირეულზე??? მაინტერესებს!


ხალხნო, დაწერეთ რა არტ სიახლეები პლზ. (ვისაც ვეუბნები მიხვდება ალბათ wink.gif ) ეგ ინფო მაინც თქვენს ხელთაა! აბა, მე სანამ აკ-ში გავიჩითები და სტენდზე გაკრულ პლაკატებს ვნახავ, ხომ ჩამთავრდა ყველა კულტურული ღონისძიება! laugh.gif biggrin.gif

წინასწარ გმადლობთ
მზეონა
"ლიტერატურული გაზეთი" იუწყება, რომ გაიმართება:

ერთი მოთხრობის კონკურსი

"ლიტერატურული გაზეთი" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს ერთი მოთხრობის კონკურსს 18-დან 30 წლამდე პროზაიკოსებისთვის. ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 40 000 კომპიუტერულ ასო-ნიშანს, უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე konkursi2010@yahoo.com
მოთხრობას თან უნდა ერთვოდეს ავტორის პირადობის მოწმობის ასლი და ტელეფონის ნომერი.
მოთხრობის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 მაისი.
სამი გამარჯვებული ავტორი დასახელდება ივნისში.
გამარჯვებულებს გამოავლენს ხუთი პროზაიკოსისგან შემდგარი ჟიური.
სამი გამარჯვებული ნაწარმოები და, ასევე, მოწონებული მოთხრობები გამოქვეყნდება "ლიტერატურულ გაზეთში".

I პრემია _ 1200 ლარი.
II პრემია _ 800 ლარი.
III პრემია _ 500 ლარი.


მზეონა
შაბათს, 27 მარტს, 5 საათზე, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში (ტოვსტონოგოვის 2-ში) ვმართავთ საქველმოქმედო პოეზიის საღამოს.

"შევაგროვოთ ხელისგულზე გამოზამთრებული პატარ-პატარა მზეები და ავუტანოთ ძეგველ პაწუკებს და გავუთბოთ ხელისგულები და ის პატარა ფრიალა გულები ხომ თავისთავად გაუთბებათ და ცოტა უფრო მეტი სიხარულით მაინც შეხვდებიან ყველა ჩვენგანისთვის უდიდეს დღესასწაულს და მერე ის ჩვენი ნაჩუქარი პატარ-პატარა მზეები დაეზრდებათ გულებში და ვინ იცის იმ მზენაკლულ მომავალში ვის სად დაგვჭირდეს დაღლილი გულების მოთბობა..."

კითხულობენ:
ნუკრი ბერეთელი, კატო ჯავახიშვილი,გვანცა ჯობავა, თეა თაბაგარი, ნიკა ჩერქეზიშვილი, ნინო ნეკერიშვილი, მაია კილაძე, გიო ზედვაკელი, ბექა აბუთიძე, ნინო ნადირაძე, მარიამ წიკლაური, ირმა მალაციძე, ნატა ვარადა და ისინი, ვისაც სურვილი აქვს და გაუჩნდება იქვე... არანაირი შეზღუდვები...


ვეცადოთ... ჩვენი არსებობა ხომ ერთი დიდი მცდელობაა მხოლოდ...

ვეხმარებით ძეგვის ბავშვთა სახლს... ვეხმარებით ჰაერებს, სუნთქვებს, სითბონაკლულ ბარტყებს...

გავათბოთ ერთმანეთი 27-ში და მერე მეტი სითბო წავუღოთ ბავშვებს...

http://armuri.4forum.biz/-f7/-t30-810.htm#8793
ირმა
wub.gif
jgvenza
ვაა რა საინტერესოა! smile.gif
მზეონა
ცისკარას დღეები Laie_61.gif

დავით აკრიანი ისევ გვთავაზობს "ცისკარას დღეების" პროგრამით საინტერესო საღამოების სერიას, რომელიც წელს 1 აპრილიდან დაიწყება.
ესენია:
მუსიკა ჩვენი არსობისა" - 1 პრილი, 19 საათი;

"მწარე და ძვირფსი" - შარლ ბოდლერს შემოქმედებითი პარაკლისი, 9 აპრილი, 19 საათი;

ფოტოფერწერა "სარკმელი" -თოჯინების მუზეუმში, შავთელის 17ა, კონკასთან, 14-18 აპრილი;

"ორი გვირგვინ-წიგნის კინოპრეზენტაცია" , 17 აპრილი, 19 საათი.


და ბევრი ახალი გამოცემების შეთავაზება მკითხველებისათვის.
ამ ყველაფერის სანახავად და მოსასმენად საჭიროა აბონიმენტი. ფასი 5 ლარი და მოქმედებს მთელი პროგრამის ფარგლებში.


აბონიმენტის ელ ვერის, წინა და უკანა მხარე wink.gif


სასურველია, რომ ამასობაში მსურველების რიცხვი დადგინდეს (თქვენი მხრივ) და მარტის ბოლომდე მოხდეს აბონემენტების გადმოცემა ან პირადად
ჩემგან, ან ერთ-ერთ დათქმულ წერტილში, რომელთა მისამართებს აქ
გატყობინებთ:
1) მაღაზია `პარნასი (ლესელიძის N33); ნინო (98-90-64);
2) ლიტერატურული კაფე (თარხნიშვილის N2, ფილარმონიასთან); ხათუნა (44-45-46; 8.99.15.83.04).
3) ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსი (ტელევიზიის პირდაპირ), ორგანული ქიმიის კათედრა, ირმა ლაგვილავა

სამივე წერტილი ღიაა შაბათ-კვირასაც.
აბონემენტის ფასია 5 ლარი.

სიხარულის ციცინათლებით და სინათლის ფრინველებით,
დათო მეფუტკრე
მზეონა
27 მარტი 13.00
სააღდგომო ბაზრობა ვალდორფის სკოლაში
>> http://waldorfschule.ge/index.php?id_pages=15

მე მინდა წასვლაო smile.gif)
მზეონა
გეპატიჟებით საქველმოქმედო კონცერტზე 26 მარტს, 4 საათზე "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში"

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ "მგზავრები", სალომე კორკოტაშვილი და ჯგუფი "პაპარაცი", "ზღვარი", შოთა ადამაშვილი, "Sunny Universe", "The Georgians"

ბილეთის ფასი 5 ლარი.

პ.ს. ბილეთებს შეიძენთ ადგილზე, ოღონდ წინასწარ დაწერეთ ვინ აპირებს წამოსვლას, ეგ აუცილებელია!

აი, ამ გოგონას სჭირდება დახმარება, თანხა ოპერაციისთვის >> http://www.gestudio.ge/maiko%20gvelesiani/[color="#FF0000"][/color]
მზეონა
QUOTE(მზეონა @ Mar 24 2010, 02:37 PM) *
27 მარტი 13.00
სააღდგომო ბაზრობა ვალდორფის სკოლაში
>> http://waldorfschule.ge/index.php?id_pages=15

მე მინდა წასვლაო smile.gif)

არ დაიზაროთ, წამოდით! wink.gif gathering.gif groupwave.gif
პ.ს. თან ფულიც წამოიღეთ biggrin.gif
მზეონა
დღეს გაიხსნა აკადემიაში გამოფენა, მაგრამ მე რეკომენდაციას არ გავუწევ. )))
მზეონა


>>> წიგნის ფესტივალის თემა http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=9813&st=0
Emigranti
მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”


ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მიმდინარეობს მე-18 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი”. ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს კამერული, სიმფონიური, ხალხური მუსიკის კონცერტებს.

მონაწილეთა შორის არიან: დირიჟორები – ვახტანგ კახიძე, ავნერ ბირონი, სოლისტები – მარინა ნადირაძე, ფილიპ ჯენკინსი, ელენე ჭელიძე, მეგი ჩიხრაძე, ეთერ ხალვაში, ანზორ ხიდაშელი, ლეგი იმედაშვილი, ნატალია შერი, არიე ბარ- დრომა, იანე ტომსენი, იანა ბოუშკოვა, გიორგი ცაგარელი, თეონა კახიძე, ნატო კახიძე, დავით ქავთარაძე, თამაზ მამალაძე, დავით რატიანი, დავით ჯაფარიძე, ნიკა გვრიტიშვილი, ზურაბ შავაძე, დავით მასტერანოვი, ამირან ცქიტიშვილი, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ს. ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, ისრაელის კამერული ორკესტრი, სტუდენტთა სიმებიანი კვარტეტი, ლითონის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი, საფესტივალო სიმებიანი კვარტეტი, ცენტრალური სამუსიკო გიმნაზიის სიმებიანი კვარტეტი, თბილისის ოპერის თეატრისა და კონსერვატორიის გაერთიანებული გუნდი, ანსამბლები ‘რუსთავი, ‘ბასიანი, ‘მძლევარი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, ეთნო-ჯაზ კვინტეტი ‘”კოლსიმხა”.

ფესტივალი გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე.

მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზ. 123/125

სალაროს ტელ: 96-22-07 (11:00-17:00)

ბილეთების ფასები: 5-20 ლარი

კონცერტების დაწყების დრო: 19:30

პროგრამა :







wink.gif


მზეონა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი >> http://netgazeti.ge/GE/26/culture/2384/
მზეონა
ჩემი ჯგუფელების გამოფენა Laie_61.gif ))

მზეონა
22 დეკემბერს გალერეაში "Hobby" გაიმართება მერაბ აბრამიშვილის დიდი რეტროსპექტული გამოფენა,რომელშიც პირველად იქნება თავმოყრილი მხატვრის სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები კერძო კოლეკციებიდან.
იმედი გვაკვს,რომ ეს გამოფენა იქცევა კიდევ ერთ დღესასწაულად ჩვენი საზოგადოებისთვის და მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის

გახსნა: ოთხშაბათი, 18:00-ზე - დახურვა 2011 წლის 15 01, შაბათი, 19:00-ზე
მის: გ. ჭანტურიას #8.
td.........
კაია
td.........
არაჩვეულებრივი გამოფენა აჯაროში
ხვალ ბოლო დღეა, უცებ არ გამახსენდა აქ დამეწერა..

ტანამედროვე ქართული მინიატურა
წარმოდგენილია სხვადასხვა მხატვრის მინიატურები. გამოფენის მარგალიტი ფარჯიანის ხელნაწერი სახარებებია მინიატურებით! მიდით და ნახეტ არ ინანებთ! 10 დან 6 მდეა.
მზეონა
სად არის გამოფენა ვერ მივხვდი. აჯარო? დაწერე მისამსართი პლზ
td.........
მზეონა
საჯარო ბიბლიოთეკაში

ეროვნული ბიბლიოთეკა
გუდიაშვილის ქ. 7
მზეონა
ჰაჰა biggrin.gif ახლა გასაგებია wink.gif
მზეონა
აფიშის ატვირთვა დამეზარა, ვისაც უნდა აკაც ნახავს wink.gif biggrin.gif >> http://www.facebook.com/photo.php?fbid=128...0685&ref=nf
მზეონა
QUOTE(მზეონა @ Mar 24 2010, 03:37 PM) *
27 მარტი 13.00
სააღდგომო ბაზრობა ვალდორფის სკოლაში
>> http://waldorfschule.ge/index.php?id_pages=15


ერთი წელი გავიდა უკვე და აი კვლავ დადგა სააღდგომო ბაზრობის დრო )))

ე.ი. აღდგომის ბაზრობა ვალდორფის სკოლა-ბაღში >> 16 აპრილს, 1 სთ-ზე. მის: თოფურიას #2.
ბავშვებისთვის ძალიან სასურველია ხელნაკეთი სათამაშოები, თანაც ბუნებრივი მასალით არის დამზადებული.. smile.gif






პ.ს. ფოტოები შერშანდელი ბაზრობიდან wink.gif

ვოტ wink.gif მე ბაღის ბაზრობის მონაწილე ვარ biggrin.gif ისე კი, მთლიანობაში ძალიან კარგი ბაზრობა არის ხოლმე JC_cupidgirl.gif
მზეონა
აფ smile.gif
ირმა
რა ლამაზია ეს კვერცხები და სათამაშოები )))
მზეონა
საქვემოქმედო ხალხური კონცერტი დღეს, 18 04, ორშაბათი · 19:00 - 20:30 >> http://www.facebook.com/event.php?eid=208719475822441
ვალდორფელები აკეთებენ wink.gif
გულით მათთან ვარ, მაგრამ ფიზიკურად ალბათ ვერ შევძლებ sad.gif თქვენ თუ მოახერხებთ აუცილებლად ეწვიეთ! :*

ბილეთი მხოლოდ 2 ლარი ღირს
მზეონა
http://www.facebook.com/event.php?eid=199043873466752
მეგობრების გამოფენა დღეს, 19.00, ვერნისაჟი smile.gif
მზეონა
კარგი გამოფენა მომენატრა (
Emigranti



შაბათს და კვირას 18, 19 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება ვალდორფის სკოლელ 11 კლასელთა სპექტაკლი _ "კავკასიური ცარცის წრე"

დეტალები ნახეთ აქ http://www.facebook.com/event.php?eid=228660910480104
მზეონა
არტგენის ფესტივალი იწყება დღეს თბილისშიო, ასე, რომ მოყვარულებს დღეიდან ეთნოგრაფიულის სტუმართმოყვარე კარები ელის smile.gif)) 264166.gif
http://artgeni.ge/index.php?task=page&id=15&lang=geo groupwave.gif
http://www.facebook.com/pages/Art-Gene-Fes...=ts&sk=wall drum.gif
მზეონა
22 ოქტომბერს 14–დან 18 საათამდე შეგიძლიათ გაიცნოთ და დაათვალიეროთ თბილისის ვალდორფის სკოლა

გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

14:00 საათი
– მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა
– ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა
– მოსწავლეთა რვეულებისა და ნამუშევრების გამოფენა
– კაფე
– სკოლის გაცნობა–დათვალიერება

15:00 საათი
თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენა – I ნაწილი

– ქართული ფოლკლორი ყოფილი ვალდორფელების შესრულებით
– ნაწყვეტები სპექტაკლებიდან:
- მოლიერი "ეჭვით ავადმყოფი" (2008 წლის სპექტაკლი),
- გ. რობაქიძის "მალშტრემი" (2009 წლის პექტაკლი

16:15 საათი
– მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა
– ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა
– მოსწავლეთა რვეულებისა და ნამუშევრების გამოფენა
– კაფე
– სკოლის გაცნობა–დათვალიერება

17:00 საათი
თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენა – II ნაწილი

– ქართული ფოლკლორი ყოფილი ვალდორფელების შესრულებით
– ნაწყვეტები სპექტაკლებიდან:
- ა. ჩეხოვი "დათვი" (2010 წლის სპექტაკლი)
- გ. რობაქიძე "მალშტრემი" (2009 წლის სპექტაკლი)
- ა. ჩეხოვი "ხელის თხოვნა (2010 წლის სპექტაკლი)

სკოლის მხარდასაჭერ გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები:
გია გუგუშვილი
ქეთი მატაბელი
ლეილა შელია
ოლეგ ტიმჩენკო
გურამ წიბახაშვილი
იურა მეჩითოვი
გია ლორია
გოგა ჯაფარიძე
გია აფციაური
სოფო ტაბატაძე
დავით კაშმაძე
მურთაზ შველიძე
ქეთი ზაუტაშვილი
ნინო კვაჭაძე

ასევე გაიმართება სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების ნამუშევრების გამოფენა

http://www.facebook.com/event.php?eid=294681187211098
მზეონა
http://www.facebook.com/photo.php?fbid=101...pe=1&ref=nf
მზეონა
დღეს ჩემი მეგობრის პერსონალური გამოფენაა l_daisy.gif groupwave.gif
გეპატიჟებით ყველას (იმიტომ, რომ ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს და მინდა ბეევრმა ნახოს.. )
მის: ქარვასლა (სიონის გვერდით)

თენგიზ ჭოლოკავა
15 დეკემბერი, გახსნა 17 საათზე

პ.ს. აფიშა არ მაღირსა და რა ნახატებიც მქონდა იმას ავტვირთავ smile.gif

სხვადასხვა სტილში ხატავს






Untitled_11
მზეონა

მოვდივარ
Untitled_11
ვიყავი, ვისიამოვნე ლომი მომეწონა ძალიან.. კიდე პირველი ნახატი, ტორტიც ვიგემე და ღვინოსაც არ დავაკელი.. smile.gif))) მაგრამ ვინც მიგვიწვია ის თავად ვერ ვნახე
მზეონა
ანუჩი, მე კი ვიყავი, მაგრამ ადრე მივედი და გახსნას აღარ დავლოდებივარ, გამოფენა კი მართლაც ძალიან მომეწონა. აი, ლომი სად ნახე ეს არ ვიცი biggrin.gif
Untitled_11
მეხუთე სურატი იყო, კარიდან რომ შედიხარ პირდაპირ დაინახავდი, სამკუთხედში.

ქალებით არ ავღფრთოვანებულვარ სიმართლე გითხრა..
მზეონა
ვაჰ, მართლა?! ე.ი. მე გამომეპარა sad.gif სიღრმისკენ უფრო გულმოდგინედ დავათვალიერე, შესასვლელში ძველი სურათები ეკიდა და tongue.gif
მე თენგოს ქალები მომწონს, სხვამ რაც უნდა ის თქვას )) რომანტიქოსი ტიპია ნატურით wink.gif
Untitled_11
აღდგომის ნახატმა დამაინტერესა, ცისფერ და თეთრში რომ იყო? და ორნამენტები ქართულს არ გავდა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.