Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვეძებ-მაპოვნინეთ-დიდი მადლობა!
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Pages: 1, 2, 3
sky
გამოსადეგარი (სიანტერესო სიტყვაა biggrin.gif) თემაა ვგონებ, ხოდა ვკითხოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს.
l_daisy.gif

თუ ზედმეტია და წასაშლელია, წავშალოთ ბატონო და ასე შემდეგ biggrin.gif

გმადლობთ ყურადღებისათვის biggrin.gif
ამჟამად ამ წიგნს ვეძებ და ვერ ვპოულობ რომ გადმოვიწერო
Кэтрин Пондер «Динамические законы процветания»
blush.gif
Shou
sky

ძალიან აქტუალური თემა გახსენი. მადლობა l_daisy.gif თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფრით გეხმარები unsure.gif
მზეონა
ვეძებ/მჭირდება კოტე ბაქრაძის "ლოგიკა".

სად შეიძლება რომ ვიყიდო ან თქვენ ხომ არა გაქვთ?
nutsa
ტოლეს წიგნები დადეთ რა თუ გაქვთ smile.gif
Anna
ინგლისურად მაქვს Nutsa, თუ გინდა აგიტვირთავ... smile.gif
nutsa
კი მინდა დიდი მადლობა smile.gif THE POWER OF NOW მაქვს დანარჩენი არ მაქვს smile.gif l_daisy.gif
Anna
A New Earth


ესეც ტოლეს "A New earth" ნუცასათვის kiss1.gif
Anna
Stillness speaks

ესეც მეორე... ამოვწურე ჩემი მარაგი wink.gif
nutsa
ციტატა(Anna @ 25th February 2010 - 10:36 PM) *
Stillness speaks

ესეც მეორე... ამოვწურე ჩემი მარაგი

kiss1.gif kiss1.gif მადლობ!
tikoroma
სად დამეპოსტა არ ვიცოდი, აქ დავწერ
4 მარტიდან ჟურნალ გზასთან ერთად წიგნებიც გაიყიდება. ყოველკვირა იქნება ახალი წიგნი, ორივე 4 ლარი ეღირებაო. პირველი დოჩანაშვილის მოთხრობებს ბეჭდავენ, მერე ვნახოთ კიდე...

http://biblusi.blogspot.com/2010/02/blog-post_15.html

მგონი კარგი პროექტია
sky
ეს წიგნი მინდაა "Возвращение Мерлина"
და
l_daisy.gif
Anna
ოშოს თემაში კი დავწერე მაგრამ კიდევ ვცდი აქ, ოშოს "on women" ხომ არ მოგეძევებათ ვინმეს, ინგლისურაააად sad.gif

ან თუნდაც ბერდიაევის, ან ვინმესი, ქალზე დაწერილი. მოკლედ რამდენი ხანია ვეძებ... huh.gif atb_search.gif
Fee
ვინმემ თუ იცით თბილიში იყიდება წიგნი ქვებზე, ანუ ყველაფერი ქვების შესახებ, მათი ზემოქმედება ჩვებზე და ასე შემდეგ. აქ კი არის კარგი წიგნები, მაგრამ ზოგი ქვის სახელი ითარგმნება და მერე ქართული შესატყვისი არ ვიცი ხოლმე.
მადლობა წინასწარ smile.gif
Anna
ATMAN შენი დადებული ქარჩხაძის ზღაპარი უფლისწულზე გადმოვქაჩე და ძალიან მომეწონა kiss1.gif smile.gif

მაგის გარდა არაფერი მაქვს ქარჩხაძის წაკითხული, და იქნებ სხვა რამეებიც მოგეძევებოდეეეს l_daisy.gif blush.gif bf_nonew.gif
Kaspar Hausser
Anna

ქარჩხაძე - რაჰათ-ლუხუმი
Anna
Kaspar Hausser დიდი მადლობა kiss1.gif , მაგრამ დამავიწყდა მეთქვა რომ რაჰათ-ლუხუმიც წაკითხული მაქვს blush.gif , მეტი კი აღარაფერი დევს ქარჩხაძისა lib.ge-ზე. sad.gif
Atman
Anna

რამდენიმე დღეში ავკრეფ მის ძალიან მაგარ ზღაპარს, რომანიდან განზომილებას და ლინკს დავდებ საიტზე wink.gif
Kaspar Hausser
Anna

არაფერს.. smile.gif smile.gif

P.S. XI თუ XII კლასის პროგრამაშია "იგი" შეტანილი და თუ ნახავ წაიკითხე.. smile.gif
Atman
Anna

"იგი" მეც მაქვს და თუ გინდა აგიტვვირთავ
Anna
Atman მინდა, მინდააააა bigarmhug.gif groupwave.gif
Atman
Anna

http://www.bin.ge/file/143589/igiiiiii.doc.html

wink.gif
Anna
გაიხარე შენა Atman kiss1.gif kiss1.gif და იმ ზღაპარსაც ველოდები wink.gif bf_nonew.gif
sky
ციტატა(Atman @ Apr 22 2010, 04:52 PM) *




თბილოდა biggrin.gif
Molen
აპოკრიფები მინდა ინგლისურად ან ქართულად ხომ არ იცით სად შეიძლება ვნახო?
serafinapekkala
Molen

http://www.sacred-texts.com/chr/apo/index.htm (ისე google "სერჩავს" ძალიან მარტივად smile.gif )
Molen
serafinapekkala
დიდი მადლობა.
tikoroma
ალაზნისპირელის და ბერი პაისის თემები წაიშალა?
GRDZNEULI
KLINIKUR SIKVDILZE VEDZEB INPORMACIAS.
king crimson
გურჯიევის ბელზებელის საუბრები და შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან იშოვება ქართულად ?
Zet
QUOTE(king crimson @ 30th August 2010 - 11:17 AM) *
გურჯიევის ბელზებელის საუბრები და შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან იშოვება ქართულად ?

მე არ გამიგია ..
priad ubralo
კი, მაქვს ქართულად "შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან".... მარა, ვერ ეღირსებით... smile.gif
Shou
priad ubralo


რატომ ასე? გვათხოვე. დაგიბრუნებთ უვნებელს თანაც გავამრავლებ და თუ ვინმეს დასჭირდება შემდგომ ვათხოვებsmile.gif
Maglakelisze
ყველას გთხოვთ თუ მოგეპოვებათ მერაბ ცინცაძის '' წერილები ბიძას ჭადრაეზე'' არ დაიზაროთ და დადოთ.
ARIMATIELI
გაუმარჯოს ყველას მე ახალი ვარ ამ ფორუმზე და იქნებ ვინმესმოგეპოვებათ გუეჯიევის წიგნები....


მე პატარა წიგნი ვეთხოვე ადრე ერთ ადამიანს ეხლა იმას ვეღარ ვნახულობ იმ წიგნს ერქვა ”საუბარი მოწაფეებთან” ასევე არის წიგნი ”საუბარი უნიკალურ ადამიანებზე”


იქნებ ვინმეს მოგეპოვებათ ეს წიგნები? ან სხვა ნებისმიერი გურჯიევზე.......

დიდი მადლობა წინასწარ......
Anna
ARIMATIELI

მე მაქვს ციფრული ვერსიები ინგლისურ ენაზე, ზუსტად რომელი წიგნებია აღარ მახსოვს...

თუ წაიკითხავ შემიძლია აგიტვირთო smile.gif
Guru
сборник священных тибетских текстов

тибетская йога и тайные доктрины ЭВАНС-ВЕНЦ






ხომ არ გეგულებად გადმოსაწერი ლინკი ?
ARIMATIELI
ინგლისურად ვერ ვკითხულობ..... დიდი მადლობა .....ისე ტუ დადებ მაინც კარგი იქნება იმიტომ რომ მე თუ არა სხვა წაიკითხავს...
ARIMATIELI
სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება. ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები.


იდოს მაინც ინფორმაციისთვის......
ARIMATIELI
ბიოგრაფიული ცნობები

ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პასპორტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს, თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ (უფრო კონკრეტულად ქვემოთ შეიტყობთ). აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც. მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს “გურჯებს” ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის ეჭვები.


გურჯიევის ოჯახი

ამერიკელი მისტიკოსი და ოკულტური წიგნების ავტორი დევიდ ალან ჰულსი წიგნში “ენციკლოპედიური მეგზური წმინდა ენებისკენ” საუბრობს ქართულ ენაზე (გვ.218) და იქვე აყოლებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმარება, გავშიფროთ მისი სიმბოლოები (ე.წ. “ენაგრამები”), რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.

გურჯიევი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: “დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით.” 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდნენ ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი, კომპოზიტორი ტომას დე ჰარტმანი და მისი მეუღლე ოლგა. 1916 წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.

1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1918 წელს უსპენსკი მას გამოეყო. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე მეტად დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად ტიფლისში (თბილისში) ჩამოვიდა. აქვე გახსნა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”, რომელსაც შემდგომში ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს სომხების გენოციდის დროს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით ‘სამა’. სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი და უსპენსკის მიმდევარი.

1921-22 წლებში მისტიკოსმა შემოიარა დასავლეთ ევროპა, ლექციებს ატარებდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ლონდონი. აქ შეძენილი მოწაფეებიდან აღსანიშნავია ბრიტანელი ინტელექტუალი ალფრედ რიჩარდ ორეგი.

1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაიმტვრა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ეს ავარია თავიდან მოსაშორებლად მოუწყეს. თავისი ცოდნის დახმარებით მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა “ყველა და ყველაფერი”. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი “გურჯიევი ამერიკაში” გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა (გაითვალისწინეთ, როდის ხდება მოქმედება და მცირე თანხად არ მოგეჩვენებათ).

სწავლებას და ქადაგებას გიორგი მეორე მსოფლიო ომის დროსაც აგრძელებდა. ამ პერიოდში ის პარიზში ცხოვრობდა.


გურჯიევი პარიზში, თავის “სიტროენში”.

გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ამერიკულ საავადმყოფოში. დაკრძალულია ფოტენბლოს სასაფლაოზე.


გურჯიევი დაკრძალვისას

პიროვნული თვისებები

მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა. სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.

ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა

გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.

ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.

მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.


გურჯიევი მოწაფეებთან ლექციისას

ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.

მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:

1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია

გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:

# ფაკირის გზა

ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.

# ბერის გზა

ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.

# იოგის გზა

დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.

ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.

გავლენა

თავისთავად ცხადია, გურჯიევი ეხვეოდა ხოლმე კრიტიკის ქარცეცხლში. ბევრი მას მიიჩნევდა შარლატანად, რომელსაც ეს ყველაფერი საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად სჭირდებოდა. თუმცა აშკარაა, რომ მან გავლენა მოახდინა უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალზე, ლიდერზე. მაგალითისთვის საკმარისია ორი პიროვნება, რომლებზეც ამ ბლოგზე ცალ-ცალკე პოსტებია: ოშო და კარლოს კასტანედა. მისი წიგნები ბესტსელერი იყო, თავად გურჯიევზე კი რამდენიმე ათეული წიგნი დაიწერა.

“ღმერთის მოსვლის მაცნე”. დაიბეჭდა 1933 წელს.

ტრილოგია “ყველა და ყველაფერი”
* ნაწილი I – “ბელზებუბის ამბები, რომელსაც შვილიშვილს უყვებოდა”. დაიბეჭდა 1950 წელს
* ნაწილი II – “შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან”. დაიბეჭდა 1963 წელს
* ნაწილი III – “ცხოვრება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა ‘მე ვარ’ “. დაიბეჭდა 1974 წელს

“ხედი რეალური სამყაროდან”. დაიბეჭდა 1973 წელს

ასევე გადაღებულია ფილმი შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გურჯიევი ერთ-ერთი ვერსიით ითვლება ვოლანდის პროტოტიპად. რუსული გაზეთი “Ставропольская правда” 2006 წლის 4 თებერვლის ნომერში წერს:

– არ გვაქვს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, მისტიკოსი მართლა შეხვდა თუ არა ბულგაკოვს, თუმცა ის რომ მწერლის შთაგონების წყარო გურჯიევია, აშკარაა. ამასთან, 1917 წელს ორივე ესენტუკში ისვენებდა და ეს კიდევ უფრო ზრდის ალბათობას. ასევე ცხადია, რომ მეოცე საუკუნის მთელი რუსული ინტელიგენცია ამ საოცარი ადამიანის გავლენის ქვეშ იყო.

გაზეთი ასევე საუბრობს გურჯიევისა და სტალინის ურთიერთობაზე. ისინი საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და არის ვარაუდი (არცთუ ისე საფუძველს მოკლებული), რომ ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. თუმცა ამ დროს მისტიკოსს იმხელა ცოდნა ჰქონდა, გასაკვირია, სემინარიაში სწავლა რაში სჭირდებოდა. მაგრამ დადასტურებულია ის, რომ ეს ორი მეგობარი ამ პერიოდში ერთ ბინაში ცხოვრობდა თბილისში. თავის მხრივ, გურჯიევიც განიცდიდა სტალინის გავლენას და მასთან ერთად მონაწილეობდა აჯანყებებში. მოგვიანებით, ის იხსენებდა, როგორ დაჭრეს კავკასიაში ყოფნის პერიოდში – მას ტყვია მოხვდა 1904 წელს ჭიათურაში, როცა ის და იოსები საფოსტო ეტლის გაძარცვას ცდილობდნენ.

მკვლევარების დიდმა ნაწილმა გურჯიევის გავლენა აღმოაჩინა სტალინის რიგ ნაშრომებში. გურჯიევისვე გავლენით შეიცვალა სტალინმა დაბადების თარიღი ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას: ის დაბადებული იყო 1878 წლის 18 დეკემბერს, მისტიკოსმა კი შეაცვლევინა და 1 წლითა და სამი დღით წინ გადააწევინა – 1879 წლის 21 დეკემბერი. ამით დიდ ბელადზე მაგიურ-ოკულტური გავლენის მოხდენა შეუძლებელი გახდა. ამ ფაქტის გამო რეალობას არაა მოკლებული აზრი, რომ იგივე მიზეზით თავად გურჯიევსაც შეცვლილი ჰქონდა დაბადების თარიღი.

ციტატები ნაშრომებიდან

# შეუძლებელია მიხვდე, რომელია მცდარი გზა, თუკი თავდაპირველად არ შეიცნობ სწორ გზას.
# ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს.
# ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა.
# შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.
# საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.
# შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.
# შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.
# რწმენას ადამიანს ვერ მისცემ, ის თავისთავად უნდა აღმოცენდეს სწავლისა და შემეცნების ხარჯზე.
# ცოდნა და შეცნობა სხვადასხვა რამეა. მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არსისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს.
# ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია, არადა სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს. მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ, ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
# გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
# დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შორსაა სიზარმაცისგან.
# პატივი ეცი ყველა რელიგიას.
# ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით.
# ასწავლე სხვას და ისწავლი შენც.
# აქ (იგულისხმება ლექციაზე) არ არიან არც რუსები და არც ინგლისელები, არც ქრისტიანები და არც იუდაისტები, არამედ მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს ერთი მიზანი – იცხოვროს სწორად.
ჭიაბერი
მოგესალმებით ყველას! ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე smile.gif

რახანია ვეძებ პატანჯალის "იოგა-სუტრა"-ს ქართულ ენაზე. გაყიდვაში აღარ არისო მითხრეს, რადგან მცირე ტირაჟით გამოიცა. იქნება ვინმეს გქონდეთ და მათხოვოთ რომ დავაქსეროქსო, ან იქნებ ვინმეს ელ.ვერსია გაქვთ?
Star Child
sky

ვიპოვე, ინგლისურადაა smile.gif The dynamic laws of prosperity

http://www.link.ge/file/348632/The-Dynamic...Ponder.rar.html

Anna

ოშოს on woman , რუსულად

http://www.link.ge/file/348620/on-woman.docx.html

bigarmhug.gif
serpentarius
სად შეიძლება შევიძინო გივი ალაზნისპირელის ნაშრომები? დამეხმარეთ რა? მე არ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ,გამოვაგზავნინებ ჩემებს. მისი ფანი ვარ
elli
პარალელურ სამყაროზე რამე წიგნი ხომ არ გეგულებათ?
Pisces
QUOTE(elli @ Mar 26 2011, 08:57 AM) *
პარალელურ სამყაროზე რამე წიგნი ხომ არ გეგულებათ?

confetti.gif
ელიი


კასტენდას მეორე წიგნი არის სადმე ქართულად?
Kaspar Hausser
ციტატა
პარალელურ სამყაროზე რამე წიგნი ხომ არ გეგულებათ?


სტივენ ჰოკინგის წიგნებს გადახედე. smile.gif


sky
эстер и джерри хикс "учение о воплощении желаний в жизнь"
მაპოვნინებთ?
guest
sky
QUOTE(sky @ 25th June 2011 - 02:45 AM) *
эстер и джерри хикс "учение о воплощении желаний в жизнь"
მაპოვნინებთ?

აგიტვირთე smile.gif
http://allshares.ge/download.php?id=158CBB3267
sky
ever


გაიხარე smile.gif) უღრმესი ადლობა l_daisy.gif
guest
sky
არაფრის smile.gif kiss1.gif
Zet
QUOTE(elli @ 26th March 2011 - 08:57 AM) *
პარალელურ სამყაროზე რამე წიგნი ხომ არ გეგულებათ?

პარალელურ სამყაროებში ასტრალური სამყარო იგულისხმება?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.