Help - Search - Members - Calendar
Full Version: 2012
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება > მე 4-5 სიმკვრივე
Pages: 1, 2, 3, 4, 5
Gothic
ჩემი აზრით არ არის აუცილებელი სხვა პლანეტაზე რომ გადავიდეს დედამიწის მმოსახლეობა ... ალბათ ეს უფრო სხვა განზომილებაში გადასვლა იქნება (ტვით სამოთხე ხომ 7 განზომილებიანია ... სამ - ოთხე ... ეს ცემი სიტყვები არაა) შეიძლება დედამიწაზე განვაგრძოთ ცხოვრება მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად იქნება ... იმას კი ვგრძნობ რომ ძალიან ახლოსაა მოსული აპოკალიფსი, არმაგედონი, ......... რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ რაღაც დიდი გადატრიალება რომ მოხდება ეს ნათელია... 2012 წლსაც მოხდეს რაღაც მაგრამ აკვიატებული მაქვს 2017 წელი..


ტქვენი "ინგიდო ბავშვი" ისე მინდა სხვებსაც ვკითხოთ ეს 2017 წლი მარტო მე ავიკვიატე თუ სხვა ინგიდოებმაც? თუ ვინმე ხართ აქ გამომეხმაურეთ. მე 15 წლის ვარ დაჩემს ინგიდოობა არ ინგიდოობაზე "ინგიდო ბავშვების" გვედზე მიწერია... გთხოვთ გადახედოთ და დამეხმაროთ რამე მირჩიოთ
Gothic
ძალიან საინტერესო მასალებს წავაწყდი განსაკუთრებით კი ამაზე შევაჩერე ყურადღება http://www.starchild.co.za/what.html ვისაც ეს საკითხი ოდნავ მაინც აინტერესებს ვურჩევ რომ ნახოს. აქ საუბარია როგორც უკვე ვიცით ინდიგო ბავშვების პირველ დაბადების თარიღზე 1970 წელზე და ჩვენთვის უკვე ნაცნობ ინფორმაციაზე მაგრამ არის ასევე კრისტალ ბავშვებზე რომლებიც 2000 წლის შემდეგ იბადებიან და რომ ისინი და ინდიგოები გადაიყვანენ ადამიანთა რასას შემდეგ საფეხურზე ანუ ცრისტალის ბავშვების შუამავლები არიან ინდიგოები. მოკლედ კიდევ უამრავი საინტერესო რამაა ყველას გირჩევთ გაეცნოთ
ირმა
„მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.“
მათ.24:36; მარკ.13:32
Taa
2012 წელს ვაწყობ ძალიან დიდ ფართის
შემომიერთდებით? smile.gif
ყველა ეჭვი ამ ციფრთან დაკავშირებული უნდა დავანგრიო და დავამსხვრიო smile.gif

თუ მანამდე 2012მა არ დამანგრია და დამამსხვრია hilarioustu8.gif
Alpha
უი, უი, ჩემი საყვარელი ემა ამოვწიო ))

ხოდა ლაზარევი ყველამ იცით ალბათ. ხოდა 2007 წლიდან მოყოლებული ამბობდა რომ 2008 წლის აგვისტოში რაღაცა ცუდი დაინახა, კონკრეტულად კი ამერიკა დაიწყებს რუსეთზე შეტევასო.. ხოდა მერე რომ მოახლოვდა ეს დრო უფრო დააკონკრეტა, 8 აგვისტოს იქნება ეგ ამბავიო.
აგერ 25 ივნისს გახსნილი თემა ლაზარევის ფორუმზე:
8 AUGUST 2008 VOINA? KATASTROFA? http://forum.lazarev.ru/viewtopic.php?f=1&...%83%D1%81%D1%82
ციტატა ფორუმიდან:
QUOTE
так СНЛ говорил прямым текстом, что 8 августа 2008 г. США нападут на РФ.


ხოდა 8 ავისტოს რა მოხდა ყველას კარგათ ახსოვს smile.gif
იმის იმუხედავად რომ თვითონ ლაზარევის თქმით "გბაზრებული" წინასწარმეტყველებები არ ახდება ხოლმე, ეს მაინც ახდა secret.gif
lasharela
მთელი კაცობრიობის დასასრული კარგად უანგარიშიათ....და ერთი ციფრია თურმე ცოტა ბოლდით დაწერილი...ეგაა თურმე თვითონ მაიას ტომების დასასრული smile.gif

san
aramgonia samkaros dasasruli iyos 2012 weli. ubralod sxva etapze gadavalt. ragac axali mimartuleba da alternatiuli gzebi gachndeba rom dgevandelma civilizaciam gadalaxos problemebi.
TT111
QUOTE(Gothic @ Aug 2 2008, 12:37 PM) *
ჩემი აზრით არ არის აუცილებელი სხვა პლანეტაზე რომ გადავიდეს დედამიწის მმოსახლეობა ... ალბათ ეს უფრო სხვა განზომილებაში გადასვლა იქნება (ტვით სამოთხე ხომ 7 განზომილებიანია ... სამ - ოთხე ... ეს ცემი სიტყვები არაა) შეიძლება დედამიწაზე განვაგრძოთ ცხოვრება მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად იქნება ... იმას კი ვგრძნობ რომ ძალიან ახლოსაა მოსული აპოკალიფსი, არმაგედონი, ......... რაც გინდათ ის დაარქვით მაგრამ რაღაც დიდი გადატრიალება რომ მოხდება ეს ნათელია... 2012 წლსაც მოხდეს რაღაც მაგრამ აკვიატებული მაქვს 2017 წელი..
ტქვენი "ინგიდო ბავშვი" ისე მინდა სხვებსაც ვკითხოთ ეს 2017 წლი მარტო მე ავიკვიატე თუ სხვა ინგიდოებმაც? თუ ვინმე ხართ აქ გამომეხმაურეთ. მე 15 წლის ვარ დაჩემს ინგიდოობა არ ინგიდოობაზე "ინგიდო ბავშვების" გვედზე მიწერია... გთხოვთ გადახედოთ და დამეხმაროთ რამე მირჩიოთ


შენი მოსაზრებები საინტერესოა. ფაილი დავურთე, სადაც 2017 წელზე წერია რაღაცეები. ტექსტში მოძებნე. თავისთავად ტექსტიც საკმაოდ საინტერესოა.

საიდან მიხვდი რომ ინდიგო ხარ? უკაცრავად, შეიძლება ადრე რაღაცეები გაქვს დაწერილი შენს თავზე, მაგრამ არ ვიცი სად ვეძებო.
TeO
QUOTE(TT111 @ 19th December 2008 - 06:15 PM) *
შენი მოსაზრებები საინტერესოა. ფაილი დავურთე, სადაც 2017 წელზე წერია რაღაცეები. ტექსტში მოძებნე. თავისთავად ტექსტიც საკმაოდ საინტერესოა.

საიდან მიხვდი რომ ინდიგო ხარ? უკაცრავად, შეიძლება ადრე რაღაცეები გაქვს დაწერილი შენს თავზე, მაგრამ არ ვიცი სად ვეძებო.

TT111 აი, თემა ინდიგო ბავშვებზე wink.gif
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=148

პ.ს. შენც დაამატე რამე ინფო, რაც იცი ამ თემახე...
blanca
მოკლედ 2008 ნაკიანი წელიწადი იყო
2012იც ნ აკიანია

საერთოდ ნაკიანი წლები უარყოფითია. ცუდი რაღაცეები ხდება ხოლმე
Kaspar Hausser
საკმაოდ რთული წელია 2012, მაგრამ უფრო დიდ ცვლილებებს 2027. 2032 წლებში ვარაუდობენ... საკმაო მისტიკურ დატვირთვას ატარებსეგ რიცხვები.. smile.gif

არმაგედონი კიდე სხვა არაფერია თუ არა არიული რასის მეოთხეული ძირეული ქვერასის, მეხუთეში გადასვლა... არაფერიც არ მთავრდება... დედამიწაზე არიულის გარდა კიდე 2 მა რასამ უნდა იარსებოს...

Zet
კასპერ, ჩვენამდე რა რასები იყო?
Kaspar Hausser
ატლანტიდელები...

და ლემურიელები...

მანამდე 2 არ ვიცი...
Zet
QUOTE(Kaspar Hausser @ 9th January 2009 - 09:19 PM) *
ატლანტიდელები...

და ლემურიელები...


ხო მეც ეგრე ვიცი მარა მომავალში ვინიქნებიან ეგ არვიცოდი...
blanca
მომავალში იქნებიან ვანტალუსალიელები (the Vantalusallians)

იხ:
'The Miracle of Race' pp35-45
Journal of Arial Studies 2006 IV-V
Library of Congress, Washington DC
ISBN 2359-39452
Kaspar Hausser
QUOTE(Alpha @ Jun 6 2008, 03:56 PM) *
ის რომ რაღაც მოხდება მაგაში ერთი ფაქტი მარწმუნებს - ინდიგო ბავშვები. worthy.gif blink.gif



ზუსტად ეგ ადასტურებს იმ ფაქტს რაც დავწერე...

smile.gif

ნუ ეს ყველაფერი შტაინერს აქვს უნიკალურად განხილული... smile.gif

Alpha
ხო, რერიხევმაც იწინასწარმეტყველეს, როგორც ვიცი
Qet
ნონსენსი
Sophia
რამდენადაც ემიძLია გამოთვლა 2012 მდე დარჩა სრული სამი წელი და ცოტაც კიდევ. ნუ გააჩნია როდის მოხდება ზუსტად, თუ მოსახდენია რა. ჰოდა, ამ სამ წელიწადს ნუ დავიმახინჯებთ იმაზე ფიქრით მერე რა იქნება. ამ მომავალზე დარდით, დრევანდელობას ვაფუჭებთ ხოლმე რა ადამაინები. დღეს მივკარავთ, იმის იმედით რომ ხვალ გამოვსწორდებით, ხვალ კი ილუზიაა, ან იქნება , ან არა. და საერთოდაც ხვალაც დღეს არის და ჩვენ ხვალეს ვერ ვეწევით, სულ დღეში ვართ
აუუუუუუუუ , გავუბერეეეეეეეეეეეეეეე party.gif smile.gif)))))))))))) აჯობებს გავფრინდე

girl_witch.gif
Untitled_14
ბევრი რაღAც წამიკითხავს დიდ ამბებს ელოდებიან biggrin.gif რაღა დარჩა.. 3 წელი ვნახოთ რა იქნება.. wink.gif

Alpha
2010 წელს დაიწყებაო 3 მსოფლიო ომიიიი

დაველოდოთ აბა
anonymouska
ე.ი 2012 წელს კი არა უკვე კარგა ხანია ისეთი რაღაცეების ხდება ადრე რომ გაოცებისგან პირს ვაღებდით და ახლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა


ჰოდა ზუსტი თარიღი არავინ არ იცის...ეგ რომ ვინმემ იცოდეს რაღა გვიჭირს

ცუდი რაღაცეები ახლაც ხდება. აწი სულ უფრო უეარესები მოხდება.

ჰოდა იმის თქმა მინდა რომ თარიღი დაუდგენელია და უცნობი
იცის მხოლოდ უფალმა.

ირმა
QUOTE(anonymouska @ 16th April 2009 - 02:00 AM) *
ჰოდა იმის თქმა მინდა რომ თარიღი დაუდგენელია და უცნობი
იცის მხოლოდ უფალმა.

+1
Shou
ამ თემასთან დაკავშირებით წავიკითხე პლეიადის თანავარსკვლავედის წარმომადგენლების მიმართვა დედამიწელებისადმი და შემდგომ ამ მიმართვის გაკრიტიკება. ორივე ლინქს ვდებ, ვგონებ დაგაინტერესებთ: http://2012year.ru/?page_id=23 და http://forenable.com/bebl/pleyd.html

ისე თარიღებზე უფრო მნიშვნელოვანი წესით იმ შეგრძნების გაღვივება უნდა იყოს, რომ გვაქვს მხოლოდ აწმყო და მაქსიმალურად მართალი უნდა ვიყოთ ამ აწმყოში. და პრინციპში ჩემი შეგრძნებები დიდი ხანია მეუბნება, რომ დროა ყველამ ”ცნობარი მესიისათვის” შევიძინოთ bf_nonew.gif wink.gif
Zet
მოკლედ როგორც სხვადასხვა სანდო წყაროებიდან გავიგე და შევაჯამე, 2012 წელი ალბათ კატასტროფების, დაპირისპირების, ეპიდემიების და სხვა უბედურებების პიკი იქნება სამწუხაროდ....
san
ამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც მთლიანად მსოფლიოში ხდება მაგრად დამაფიქრა.

მგონი მართალს ამობებ სხვადასხვა ინფორმაციული წყაროები რომ დიდი კრიზისი იქნება მსოფლიოში და ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება.

რაღაც მომენტში ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე რომ დედამიწა სერიოზული კატასტროფის წინაშე დადგა.


და მათი დაფიქრება რამეს უშველის??? ))))))

შეიძლება უკვე ფიქრი გვიანი იყოს.

david6david
ყველაზე მტკივნეული ეს რამდენიმე წელია, 2012 წელს ჩვენს წინაშე იქნება ახალი დედამიწა ახალი ფასეულობებით. ყველა ვერ იგრძნობს, მაგრამ მასში ცხოვრება და მასთან ანგარიშის გაწევა ყველას მოუწევს. კაპიტალიზმის კრიზისი და ეთიკური ეკონომიის ახალი ალტერნატივა იქნებ ის ორი ნიშნულია, რის შორისაც მოძრაობს დღეს ეს კატაკლიზმები. ისე კი, კარგად არ მახსოვს, მაგრამ პლანეტების თუ საგალაქტიკო პარადზე არის საუბარი. ამ წელს, ანუ ზუსტად 21:12PM 12/21 2012 ხდება ასეთი განლაგება ერთ ხაზზე, ასე რომ მაიას ინდიელები სულაც არ ცდებოდნენ საკუთარ გამოთვლებში.

ამბობენ, რომ შემოვა მეხუთე განზომილება. და რომ მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც მანამდე დედამიწის სულტან მოახერხებენ კავშირის დამყარებას. მაგრამ არ გადარცენა ალბათ ფიზიკურ განადგურებას არ ნიშნავს. smile.gif
TeO
http://zona.ge/movies_form.php?name=4397
Alpha
მეცნიერული სიახლეები:
http://www.vesti.ru/doc.html?id=281363

Без электричества останутся сотни миллионов жителей планеты. Таков прогноз учёных американской академии наук. По их мнению, конец света наступит 22 сентября 2012 года. Всему виной космическая погода – на Солнце произойдёт серия вспышек. Вследствие этого – небывалые магнитные бури на нашей планете.

მაგარი სპეცეფექტები იქნებაო ამბობენ ^^
Shou
მიკვირს ფილმს არ იღებენ, 2012 წლამდე ფულის ამორებასაც მოასწრებდნენ ათმაგად biggrin.gif
ირმა
საშიშია ასეთი ფილმი. ყველა ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ასეთ ინფორმაციას. ჩვენ ვმსჯელობთ ისე ადვილად, თითქოს არაფერი, თითქოს ყავაზე ვპატიჟობდეთ ერთმანეთს. ეს იმიტომ რომ არ გვეშინია. ასეთი რამის შიში ღრმად არ გვაქვს, არცაა რათქმაუნდა საჭირო.
არსებობენ ადამიანები, ასეთი ფილმი რომ ნახონ შეიძლება ჭკუიდან გადავიდნენ.
tikoroma
დედამიწას “ეშმაკის პლანეტა” უახლოვდება

მიმდინარე წლის მაისში დედამიწელებმა ციური სხეული დაინახეს, რომელმაც შესაძლოა 2012 წელს ჩვენი ცივილიზაცია შეცვალოს.
უძველესი წინასწარმეტყველება “წითელ პლნეტაზე”, რომლის დედამიწასთან მოახლოებაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რეალური აღმოჩნდა. თვეზე მეტია, ღამეულ ცაში წითელი მოძრავი სხეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
ეს ლეგენდარული ნიბურუა, იგივე “X-პლანეტა” და “ეშმაკის პლანეტა”.
იგი თავის ორბიტაზე 3 600 წლის ინტერვალით ბრუნავს დედაამიწასთან ახლოს და იწვევს წყალდიდობებს, მიწისძვრებს და სხვა კატაკლიზმებს, რომლებიც აფერხებენ ცივილიზაციის განვითარების გზას.
_ ნიბურუ _ ეს თითქოს მოჩვენება უძველესი წინასწარმეტყველებისა, _ ამბობს მოსკოველი პლანეტების მკვლევარი იულია სუმიკი, _ მის შესახებ მაიას ტომიც წერდა, უძველესი შუმერებიც და ეგვიპტელი ფარაონის ვარსკვლავთმრიცხველებიც. თუმცა თანამედროვე ასტროლოგებმა ნიბურუ სულ ცოტა ხნის წინ შეისწავლეს.
სანამ მეცნიერები ულტრათანამედროვე ტექნიკით ცდილობენ ინფორმაცია მოიპოვონ დაუპატიჟებელი სტუმრისგან, პლანეტა ნიბურუ დედამიწისკენ მოიწევს.
პროგნოზები:
ნიბურუ ერთ-ერთი საიდუმლო ობიექტია კოსმოსისა. სამხრეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებს წითელი წერტილის დანახვა 15 მაისსვე შეეძლოთ, 2011 წლის მაისში კი მისი ხილვა ჩრდილოეთელებსაც შეეძლებათ. ამ დროისთვის მისი ზომაც მოიმატებს. 2012 წლის 21 დეკემბერს ნიბურუ მზისტოლა გახდება და სისხლივით წითელი ფერიას იქნება.
თუ ამერიკელ მეცნიერსა და მწერალს, ალან ელფორდს ვენდობით, ნიბურუზე უკვე 300 ათასი წელია არსებობს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია.
უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია ასტრონავტი ედგარ მიტჩელიც:
_ მჯერა, რომ ჩვენი პლანეტის გარდა, სხვაგანაც არსებობს სიცოცხლე და მთავრობას ვთხოვ, გახსნას მის შესახებ მოპოვებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია. _ განუცხადა მან ჟურნლისტებს.
მეცნიერები ვარაუობენ, რომ “ეშმაკის პლანეტის” გამოჩენა დედამიწისთვის სასიკეთო არ იქნება. 2013 წლის 14 თებერვალს, როცა ნიბურუ მზესა და დედამიწას შორის ჩადგება, მოსალოდნელია გლობალური კატაკლიზმები. მაგნიტური პოლუსები გადაადგილდებიან და ჩვენი პლანეტის გადახრა შეიცვლება. კონტინენტებს ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები დაატყდება, ყველაზე მეტად კი ამერიკა დაზარალდება. ნიბურუ დედამიწას მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან მოსცილდება.
ნიბურუ ძლიერმა ტელესკოპებმა პირველად 1983 წელს დააფიქსირეს. მაშინ ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტა ძლიერადაა მიკრული თავის ელიფსურ ორბიტაზე. მისი მასა 2-ჯერ თუ 5-ჯერ აჭარბებს დედამიწის მასას. იგი მზისგან 14 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული.
უძველესი დაკვირვებები:
აღმოჩნდა, რომ ამ მისტიკური კოსმოსური ობიექტის შესახებ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იყო ცნობილი. უძველეს წყაროებში მას “მეორე მზედ” მოიხსენიებდნენ, ასევე მისი ეპითეტები იყო _ “მანათობელი”, “მბრწყინავი”, “გვირგვინივით მოციალე”. ჩვენი წინაპრები ნიბურუს თვლიდნენ “ხომალდად, რომელზედაც ღმერთები ცხოვრობდნენ”.
მზე.
_ დედამიწა ცხოვრობს “მეხუთე მზის” ფინალურ ეპოქაში, _ ხსნის იულია სუმიკი, _ მაიას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, “მეხუთე მზის” დასასრული 2012 წელს დადგება. მათივე გამოთვლებით, “პრველი მზის” ეპოქა 4008 წელს გაგრძელდა და დასრულდა მიწისძვით, ხოლო “მეორე მზის” ეპოქამ გასტანა 4010 წელს და დასრულდა გრიგალით. “მესამე მზის” ეპოქა მოიცავდა 4081 წელს მოიცავდა, ბოლოს კი დედამიწას დაატყდა ცეცხლის წვიმა, რომელიც უზარმაზრი ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა. “მეოთხე მზის” ეპოქა 5026 წლიანი იყო და წარღვნით დასრულდა.
“მეხუთე მზის” ეპოქა 5126 წლიანია. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც “მზის მოძრაობა”. მაია წინასწარმეტყველებს, რომ მის შემდეგ მოხდება დედამიწის შერყევა, რაც ცივილიზაციას შეცვლის. მათი გადმოცემით, ცოდნა ამის შესახებ არა მხოლოდ ცაზე დაკვირვებით, უცხოპლანეტელებისგანც მიიღეს.
ნიბურუს შესახებ ინფორმაციას შუმერებიც ფლობდნენ. ტექსტების გარდა, მათ ამ პლანეტის არაერთი გამოსახულება შემოგვინახეს. ნიბურუს გამოსახავდნენ მრგვლი დისკოს სახით, რომელსაც ორი უზარმაზარი ფრთა აქვს. ეს სიმბოლო გვხდება ასირიელბში, ბაბილონელებში, ეგვიპტელებში და სხვა უძველეს ერებში. ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ 450 ათასი წლის წინ სწორედ ასეთი საფრენი აპარატით დედამიწაზე პირველად ჩამოფრინდნენ ნებურუს მცხოვრებლები.
ერთ-ერთ შუმერულ ტექსტში, რომლის ასლიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, გამოსახულია ღმერთი, რომელსაც ხელში “თოკები” უჭირავს და მზისგან ტყორცნის. ძველი შუმერები აცხადებდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა გადაარჩინეს დედამიწა კაპრიზული ვარსკვლავის “ტვირთისაგან”.
შუმერები თავის უცხოპანეტელს მასწავლებლებს “მზის მცველებს” უწოდებდნენ, “თოკები” კი ღვთაებრივი ძაფი იყო, რომლის ქსელითაც მთელი დედამიწა დაფარეს.
დაე, ჩვენც გვჯეროდეს, რომ ისინი ამჯერადაც გადაარჩენენ ჩვენს დედამიწას.

ეს საგაზეთო სტატია იყო....

აგერ ინგლისური ლინკი ნიბურუს შესახებ

http://sabbathrock.com/2012.aspx
TeO
საინტერესოა smile.gif კარგია მასიურადაც რომ ალაპარაკდნენ biggrin.gif
david6david
ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, არ შემხვდრია ნიბურუს ეახებ აქამდე არაფერი. მადლობა tikoroma-ს.
tikoroma
რა ვიცი, საიტებს გადავხედე და ზოგან წერია ნიბურუს იუპიტერს ეძახდნენო...
თვითონ პლანეტის სურათი ვერ ვნახე. ანუ იმის გასულ მაისს რომ გმოჩნდა სამხრეთ ნახეევარსფეროში rolleyes.gif
david6david
ხო მაგრამ არა მგონია ვინც ამდენს წერს 2012-ზე იუპიტერის ძველი სახელი არ იცოდნენ.
tikoroma
http://www.crystalinks.com/godswaterbuckets.html

აქ სხვადასხვა მითების შედარებაა, ბევრი რამ აქვთ საერთო...

ნეტა მართლა რა მოხდება ph34r.gif
david6david
კრისტალლინკი საინტერესო საიტია, საღამოს დავათვალიერებ. ამჯერად კი იმას ვიტყოდი, რომ თუ უცხოპლანეტელები მოვლენ, კორუფციას ნამდვილად ბოლო მოეღება ერთხელ და სამუდამოდ. და არა მარტო საქართველოში. :-)
tikoroma
david6david
ციტატა(david6david @ 12th June 2009 - 02:26 PM) *
ამჯერად კი იმას ვიტყოდი, რომ თუ უცხოპლანეტელები მოვლენ, კორუფციას ნამდვილად ბოლო მოეღება ერთხელ და სამუდამოდ. და არა მარტო საქართველოში. :-)

მაგას რა ჯობია groupwave.gif


მე ერთი ვერ გავიგე ამ სტატიიდან.თავიდან წერია პლანეტის მოახლოება იწვევს კატაკლიზმებსო.
ბოლოს წერია პლანეტელები დედამიწელებს გადაარჩენენო...

ნუ მოგვიახლოვდებიან და არ გვექნება გადასარჩენაად საქმე, ბიჭოოოოოოოოს!

Alpha
ეს ნიბირუ დაბოლება მგონია
1. ჯერ სცენარს შეხედეთ: 2012-ში ნიბირუ მოუახლოვდება დედამიწახ და ყველა ამოწყდება რჩეულების გარდა, რომელთაც უცხოპლანეტელები გადაარჩენენ და ნიბირუზე გადაასახლებენ, სადაც ახალი ცივილიზაციის დასაწყისი იქნება. მდა, იეღოვა ჩვენთანაა
2. ის რომ ნიბირუ რეალურად გამოჩნდა ცის კაბადონზე ეგ ტყუილია. არანაირი დადასტურება ამას არ აქვს, მეტიც ამის წინად ვუსმინე ვიღაც ასტონომს რომელმაც პირნათლად ახსნა, რომ კოსმოსში არანაირი ნიბირუ არ დაფრინავს.
3. თუ არ ვცდები ეს ნიბირუც ZetaTalk.com-ის სასტავის მოგონილია. 2000 წელზე ამბობდა ეგ სასტავი რომ მსოფლიოს აღსასრული იქნებაო და დაჟე ხალხი რეალურად გადასახლდა ტყეებში და სადღაც, მარა როგორც ხედავთ ცოცხლები ვართ. დათქმულ თარიღზე არაფერი რომ არ მოხდა საიტმა შეწყვიტა განახლებები და შემდეგ რამოდენიმე თვის შემდეგ გამოაქვეყნეს სტატია ”უი იუპიტერის სხივი აირეკლა სატურნიდანო და ამიტო მაღსასრული გადაიდოო”biggrin.gif
ირმა




ნიბირუ ჩვენი წინაპრების სამშობლოაო, ადამიანის მოდგმის შემქმნელიო. ისინი წავიდნენ მაგრამ დაბრუნდებიანო smile.gif
tikoroma
ირმა
ჰოდა რომ ბრუნდებიან, მაგიტომ გვერხევა tongue.gif
ირმა
tikoroma
რაც მოსახდენია მოხდეს, თუმცა რატომღაც მგონია რომ ჩვენი ბოლო ნიბირუ არ იქნება. ასე რომ ცხოვრება გრძელდება და ვნახოთ biggrin.gif
მთავარია არ გვქონდეს არც შიში და არც სრული რწმენა ამ საკითხებისა. ჩემი ფიქრით ჯერჯერობით მხოლოდ ინფორმაციით შემოვიფარგლოთ.
არ დამავიწყდება ჩემს ბავშვობაში რა ამბავი იყო, მაშინ ხალხი ლაპარაკობდა, ჩურჩულებდა,– ბიბლიაში წერიაო ამბობდა, 2000 წელი არ არსებობსო იმეორებდნენ. 2000 წელიც მოვიდა და 2009-ც.
მე აქ მწამს სახარებიდან ფრაზა, რომელიც ამბობს რომ არავინ იცის როდის მოხდება, არც ძემ(წარმოიდგინეთ არ იცის არც ქრისტემ), არამედ მხოლოდ მამამ. დღეს როდესაც მაგონდება საუბრები ძველი და ვუდარებ ახლანდელს, ხშირად ისტორიის ბორბლის ტრიალი მიდგება თვალწინ. ვაკეთებ ერთ დასკვნას, რომ არ უნდა გვეშინოდეს სამყაროს დასასრულის გარეთა ძალებით. ჩვენი თავის უნდა გვეშინოდეს, ვფიქრობ ყველაზე დიდი მტერი ჩვენშივე უნდა ვეძებოთ. აი აქ მეშინია... ბევრი მაგალითია(აქ არ ჩამოვთვლი, სხვა თემაა...) როცა ადამიანი(უფრო სწორად ადამიანთა მოდგმა) იახლოვებს სიკვდილს.
tikoroma
ირმა
სიმართლე გითხრა, შიში ნამდვილად არა მაქვს....
უბრალოდ, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი

ადამიანები რომ არ განადგურდებიან, მჯერა, ბიბლიიდან...
უბრალოდ, მინდა ეს ყველაფერი ცოტა უმტკივნეოლოდ მოხდეს და არა ისე როგორც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი...
ტანჯა წამების მეშინია და არა სიკვდილის....
ირმა
QUOTE(tikoroma @ 19th June 2009 - 05:35 PM) *
ტანჯა წამების მეშინია და არა სიკვდილის....

+1
ასეაtikoroma , ნამდვილად ასეა. დღეს უკვე უამრავი ადამიანი იტანჯება. განსაკუთრებით მინდა ვთქვა აფრიკაზე და არა მარტო.
არც ჩვენში მოხდა ცოტა რამ. რამდენი ოჯახი დაიტანჯა სხვადასხვა ტანჯვით, ვინ ჩამოსთვლის... მაგრამ, ვფიქრობ რომ ყველგან და ყოველთვის შეიძლება იპოვოს ადამიანმა გამოსავალი, მთავარია მოძებნოს რომ იპოვოს და იპოვის. არ არის ადვილი, ხან ბეწვის ხიდზე გასვლაც მოგიწევს...მაგრამ არსებობს დადებითი აზრი, რწმენა, ენერგია, რომელიც გასწავლის და გაძლევს იმედსა და სიყვარულს.
kiss1.gif
GeoKnight
ნასას მეცნიერები მუსჰაობენ იმაზე რომ როგორმე შეაჩერონ ასტეროიდი რომელიც 2035 წელს ვარდება და არმგონია სამყარო 2012 ში განადგურდეს
ხოლო რაც შეეხება ცვლილებებს არამგონია ადამიანების გონება ძირეულად შეიცვალოს,როგორც გასულ საუკუნეებში ისევე იქნება ყველაფერი მომავალი ხალხი ჩვენს კვლევას დაიწყებს და ა. შ. და მეოთხე განზომილების და მსგავსი რაგაცეების არ მჯერა.... smile.gif beard.gif Laie_61.gif
GeoKnight
ტანჯვა წამებას რაც შეეხება ..... ადამიანები დასაბამიდან იტანჯებიან და ისეთს ვერაფერს ვერ ვხედავ ჯერჯერობით რომ ვიფიქრო ქვეყანა დასასრულს უახლოვდება მეთქი
david6david
კრჩხიბის ზოდიაქოს შემოსვლიდან დაიწყო უკვე ე.წ. "ამაღლება". ეს გაგრძელდება 21/12 2012-მდე. იქნება დიდი ენერგო-ნაკადები, ამ პერიოდში გააქტიურდება 12 კრისტალი, პირველი კრისტალი უკვე 2009 წლის 9 სექტემბერს გააქტიურდება. ენერგიის სიჭარბეს ბევრი ადამიანი გაიგებს, როგორც რაღაც ნეგატიურს, რადგან ის უჩვეულო იქნება ჩვენი ფსიქო-ფიზიკური გამომუშავებული პარამეტრებისთვის და სამ-განზომილებიან ვიბრციაზე მომართული ტვინისთვის. ნახშირბადის სხეულები შეიცვლება კრისტალური სხეულებით. პლანეტის განადგურება სანდო წყაროებზე დაყრდნობით არ მოხდება, იმედია. :-)
Shou
რა იგულისხმება კრისტალის გააქტიურებაში?
david6david
დედამიწაზე სხვადასხვა ადგილებზე არებობს 12 კრისტალი, რომელიც სპეციალურად ამ დროისთვის ინახებოდა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.