Help - Search - Members - Calendar
Full Version: ყველაზე თბილი პოსტი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა
Pages: 1, 2
ირმა
ამ თემაში მიუთითეთ ლინკი და დააკოპირეთ ამ ფორუმის ის პოსტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. მხოლოდ თქვენი პოსტი არ უნდა იყოს.
ბოლოს რომელი პოსტიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტად აღინიშნება, იქნება გამარჯვებულიsmile.gif





ირმა
აი ერთი მაგალითი. ამ პოსტმა ძალიან გამათბოsmile.gif

ეს ამბავი იქაც მოვყევი,მაგრამ აქაც გავიმეორებ,არ დამეზარება

ბავშვობიდან ვხედავ ჰაერში მოძრავ ორქროსფერ პაწაწინა ნაწილაკებს.ბავშვობაში,ერთხელ

სიცხე მქონდა და ვიწექი და პირველად მაშინ შევამჩნიე,მას მერე ყოველ დილით ვხედავდი ამ პაწაწუნებს
და როცა დილით გავიღვიძებდი ვუყურებდი ხოლმე ფანჯრის გამჭვირვალე ზედაპირზე ჩანდა ხოლმე,რომელბიც მოძრაობდენ მოძრაობდენ მოუსვენრად ერთმანეთში იეროდენ და არასოდეს არ ჩრდებოდენ,ცოტა რომ წამოვიზარდე,სულ ვხედავდი,აი ამ ოქროსფერში ვართ ჩვენ ყველა,ასე ვხედავ ხოლმე,ნებისმიერ დროს შემძლია შევხედო,არა მარტო მინაზე და ვხედავ,ამ ოქროსფერ ატმოსფეროს,რაშიც ვიმყოფებით ჩვენ,მერე კიდევ რომ გავიზარდე,აღმოვაჩინე,
რომ თვალებს რომ მაგრად დახუჭავ
და დავაკვირდები
ის სიბნელეც ამ ნაწილაკებითაა სავსე
მე ვფიქრობ,და ჩემი აზრია რომ ეს უფალია
ამ პაწაწუნა ინფორმაციის გადამტანი ნაწილაკების საშუალებით
უფალი ახრხებს ჩვენში მყოფობას და ჩვენ უფალში მყოფობას
როცა მინდა მაშინვე დავინახავ ამ ნაწილაკებს და მე ვფიქრობ რომ ყოველი ადამინი ხედავს ამას
ნებისმიერი თვალებს რომ მაგრად დახუჭავს დაინახავს ამ ოქროსფერ მოწესრიგებულ მიმოქცევას
პაწაწუნა ოქროსფერი სიყვარულებისა
რომელიშიც ჩვენ ვიმყოფებით,მე ვიტყოდი ყოველ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს,თუ მიხვდება რაზეა საუბარი.


http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry24565
Atman
აბა ჩემი დაწერილი ყველაზე თბილი პოსტი იპოვეთ თუ შეძლებთ! -30 გრადუსზე მეტი არა მგონია რომ იყოს biggrin.gif biggrin.gif
ინა
ვაიმეეეეეეეე tender.gif
რა პატივიიიიიაააა
დიდი მადლობა ირმაა
kiss1.gif
ძალიან გამაბედნიერე,რამხელა სითბოა,გმადლობ გმადლობ JC_cupidboy.gif JC_cupidgirl.gif
TeO
QUOTE(ირმა @ Dec 19 2008, 12:26 AM) *
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე. l_sunny.gif
მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა.
ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას lol.gif , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით groupwave.gif
არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო biggrin.gif
ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა.
დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. biggrin.gif მაგრამ კაკალი ცარიელი იყო sad.gif
ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია l_daisy.gif
33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია kiss1.gif
გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი kiss1.gif

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=71&st=45 angelchik.gif <3
ინა
QUOTE(TeO @ Jan 6 2010, 12:14 PM) *

რა საყვარელიაა JC_cupidgirl.gif
გენაცვალეთ kiss1.gif

დროარ მაქვს რომ ზებნა დავიწყო,თუ რამე შემხვდა ამ გენიალურ თემაში დავდებ bigarmhug.gif
Shou
არ ვიცი, სითბოსი რა გითხრათ მაგრამ ეს ყველაზე გულწრფელი, სუფთა და ალალი პოსტი იყო და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა wub.gif

TeO

QUOTE
პირადად რასც დავაკვირდი

მამაკაცებს არ მოსწონთ ძლიერი ქალები, ანუ უფრო სწორად ქალი, თუ ის შინაგანად სიმყარეს ასხივებს და არ ეძებს "ძლიერ მხარს" დასაყრდნობად..ისე გამოდის, რომ მამაკაცების ინტერესი მის მიმართ ნოლზე დადის?!

აბსტრაქტულად სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, პირადად ჩემზე ვიტყვი )))
რამდენი მეგობარი მყავს ბავშვობიდან ( ძმაკაცებზე ვამბობ ) და რასაც ვგრძნობ მათგან ეს არის სრული თანასწორობა, აღმიქვამენ როგორც ტოლ მეგობარს- ეს რაღაც მომენტში პატივსაცემია.. მაგრამ თან დამაფიქრებელიც ნუთუ ჩემში ქალურობა საერთოდ არ არის?!
8 წელი ვსწავლობდით ერთად გოგო-ბიჭები და ამ დროში ძალიან დავახლოვდით, ხოდა ყოველთვის არის ხოლმე რაღაცნაერი ქიშპი და პაექრობა სქესებს შორის.. მაგრამ ჩემს მიმართ ყოველთვის გამონაკლისი იყო დაშვებული.. ( ) არასდროს არ "დავუჩაგრივარ" ბიჭებს, ერთი ზედმეტი სიტყვა და ჟესტი არ მახსოვს მათგან და პირიქითაც გოგოებს ჩემთან "განიკითხავდნენ" და დასცინოდნენ.
ცოტა მძიმეა ხოლმე ასეთი "სიძლიერე".


ირმა
Atman
QUOTE(atman @ 6th January 2010 - 12:26 PM) *
აბა ჩემი დაწერილი ყველაზე თბილი პოსტი იპოვეთ თუ შეძლებთ! -30 გრადუსზე მეტი არა მგონია რომ იყოს

smile.gif
მოვძებნი და დავდებ))))
ირმა
TeO
kiss1.gif


როდესაც ამ ფორუმზე შემოვედი პირველი თემა, რომელმაც მომხიბლა იყო „ადამიანი“
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=101

ა დ ა მ ია ნ ი

მართალი რომ ვთქვა მე აღფრთოვანებული ვარ ღმერთის ამ ქმნილებით (ამ სასწაულით), რომელსაც ადამიანი ჰქვია!
რამდენი რამის მიღწევა შეუძლია! .. დაეცეს ან ზეცას შესწვდეს!
შეუძლია იყოს:
- მდიდარი ან ღარიბი;
- ბედნიერი ან უბედური;
- ახალგაზრდა ან ბებერი (ასაკის მიუხედავად);
- ნათელი (და ათბობდეს ირგვლიბვ ყველაფერს) ან ბნელი( შავი, საავდრე ღრუბელივით);
- მკურნალი ან მომწამვლელი;

ცხოვრებაში ჩემი აზრით მთავარ პროფესიად უნდა ითვლებოდეს ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა! და აი, ეს უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში ბაღებში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში!!! და შემდგომ სხვა დანარჩენი (საგნები, პროფესია)

თუ კაცი ადამიანად არ ივარგებს რაც არ უნდა მაგარი ”ხუთოსანი” და თავის საქმის ”ასი” იყოს, მას მთავარი ადამიანობა არ ექნება (და ჩემი აზრით ამაზე ძვირფასი და დასაფასებელი სხვა რა არის ხალხნო?)

არ მინდა დავიჯერო, რომ არის ხალხი, რომელსაც კუჭის მეტი არაფერი არ აინტერესებს (ხო და კინაღამ გამომჩა- კიდევ სერიალების!)

ადამიანებს ძინავთ და ისე ცხოვრობენ (უფრო სწორი იქნება გაჰყავთ, ატარებენ ცხოვრებას), რომ სულ არ უფიქრდებიან:
რისთვის მოვედი ამ ქვეყნად? რა მისია მაქვს?
საიდან მოვედი? სად მივდივარ?
ვინ ვარ მე???

დღე არ გადის, რომ არ ვთქვა
- რა მაგარია ცხოვრებააააააააა!!!!!!!!
- ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ ამ საოცარ, აღმაფრთოვანებელ ქვეყანაზე!!!!!
- ასეთ ლამაზ და საყვარელ ქვეყანაში და ხალხში!!!!!!
- მყავს ასეთი კარგი მეგობრები და ახლობლები!!!!!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ ! ! !

მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...post&p=1472


bigarmhug.gif
ირმა
Atman
http://bin.ge/file/75588/Dreaming--avi.avi.html
http://bin.ge/file/75590/Meditation.avi.html

ესეც ჩემი შემოქმედებასავით

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=21712
აქ შენი შემოქმედებასავით რომ არის ძალიან კარგია wink.gif
Atman
ირმა
QUOTE(ირინი @ 6th January 2010 - 02:05 PM) *
Atman
http://bin.ge/file/75588/Dreaming--avi.avi.html
http://bin.ge/file/75590/Meditation.avi.html

ესეც ჩემი შემოქმედებასავით

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=21712
აქ შენი შემოქმედებასავით რომ არის ძალიან კარგია


გმადლობ smile.gif
Shou
აი, კიდევ ერთი l_daisy.gif

QUOTE
Emigranti

დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის, რომ არსებობთ.
TeO
QUOTE(Shou @ 6th January 2010 - 06:24 PM) *
Emigranti

დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი დიდი მადლობა თქვენ, იმისთვის, რომ არსებობთ.

+1!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ძალიან თბილი პოსტია kiss1.gif wub.gif
ირმა
tikoroma
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=24858

საინტერესო რამ ვიპოვე... მორწმუნეებს უფრო დააინტერესებთ...
იოსებ ათონელი ათონელი ბერი აღწერს ე.წ. შინაგან ლოცვას. რაც ძალიან წააგავს მედიტაციას...

”შინაგანი ლოცვით ქმედება, ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად, თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.” როცა ეს საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე თავად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგას ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისხმევიტა და საკუტარი სურვილით ჩაუშვებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგვარ სივიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.”

თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას, შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: ”უფალო იესო ქრისტე” - ჩასუნთქვა, ”შემიწყალე მე” - ამოსუნთქვა, ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.

"ლოცვა შინაგანი მეტყველებით უნდა წარმოთქვა. და რადგან გონება თავიდან მიჩვეული არ არის ამას, ავიწყდება იგი, ამიტომ შენ მას წარმოთქვამ ხან ბაგით, ხან კი - გონებით. და ასე აკეთებ მანამ, სანამ გონება არ გაძღება და ლოცვა მოქმედებას არ დაიწყებს.
მოქმედება კი იმას ქვია, რომ ლოცვის ჟამს სიხარულსა და მხიარულებას გრძნობ და განუწყვეტლივ მისი წარმოთქმა გსურს".

მოძღვრისგაან ასეთი რამის გაგონება იშვიათია... მაგრამ ბერები საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგანან...
ირმა
Atman
QUOTE(atman @ 6th January 2010 - 03:11 PM) *
გმადლობ

kiss1.gif bigarmhug.gif
მზეონა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry25448

QUOTE(ირინი @ 20th December 2009 - 10:06 PM) *
ადამიანი......
მატყუარა, ცუღლუტი, გაიძვერა, ბოროტი,–ესენი ადამიანები არიან. სამწუხაროდ... მკვლელი, მძარცველი, ხშირად ღარიბი, მდიდარი ხშირად, ჭკუით ჭკვიანი, ძალზე ჭკვიანი, სიყვარულის გრძნობით, ლამაზი, ზრდილი, მოსიყვარული, თბილი, ადამიანი... მოუთმენელი, მომთმენი, მაღალი, დაბალი, ძლიერი, სუსტი, ფენებად დაყოფილი, ფერებად დაყოფილი, გონება დაყოფილი.
მუდამ მოძიე, ახლის მსურველი, სილამაზის მოყვარული, სიმახინჯის მთესველი, სად მიდის ადამიანი? ჯოჯოხეთს ვერ გაექცევა, რადგან ჯოჯოხეთს იქმნის თვითონ. არ დატოვა ხე ხედ, იმდენად გამრავლდა, რომ მისი სიმრავლით მალე დედამიწა ქარბორბალს დაატრიალებს. ერთს გაქანდ-გამოქანდება, მხრებიდან მტვერს ჩამოიფერთხავს და გზას განაგრძობს.
ადამიანი ზის, ზის და ელოდება, როდის მოვა ქრისტე და მათ მაგივრად საქმეს ის იზავს.
ადამიანი ზარმაცი და უქნარა, ძილის მოყვარული და ზანტი, მტრის მოქიშპე, მტრის სხვა ადამიანში დამნახავი.
ადამიანი სიყვარული, უდარდელობა, უბრალო, კეთილი, ნათელი, ლამაზი, ძლიერი, სასიყვარულო, გულის ისარი, ღრმა სიყვარულის, გულის ფრთქიალის, ურთიერთსიყვარულის...
და სხვა...


ჩემი აზრით თბილი პოსტია wink.gif sweet.gif wub.gif
ირმა
Andrea
QUOTE
ამ ბოლო დროს სულ ბედნიერი ვარ ხოლმე და მიყვარს როცა ადამიანს ეგ გარედანაც ეტყობა ხოლმე, ზოგი ისეთი სახით დადის ვერაფრით რომ ვერ იჯერებ როგორ შეილება იყოს ეგ ადამიანი ბედნიერი როცა არაფერი ეტყობა აი მასეთი რაღაცეები არ მესმის, მიყვარს ადამიანი რომ ანათებს ხოლმე ბედნიერებისგან, რა ლამაზია არა მასეთ დროს.. და კიდევ რა პრობლემაც არ უნდა გქონდეთ საერთოდ ეგ იდეაში არც არსებობს ყველაფერს თქვენ იგონებთ ხოლმე ნა ბედნუუ სვოუ გოლოვუ მაგრამ მაინც ეცადეთ რომ ბედნიერები იყოთ ვერ ვხვდები რა გიშლით ამაში ხელს.. ხშირად გაიღიმეთ გიყვარდეთ ერთმანეთი, თუნდაც ახლობელი თუნდაც უცხო, გიყვარდეთ რა ვახ ცხოვრება განა ზეა, მაგარი, სუპერ პუპერ და რაღაც კიდე უბრალოდ კარგია..... და ამას არ იძახის ის ადამიანი ვისაც ოჯახი ჰყავს, ან ბევრი მეგობარი, ან სასახლე აქ, ან სამსახური, შეილება სულ არ მქონდეს ეგ ყველაფერი და საერთოდ მაროტობისგან ვიტანჯებოდე ეგ ხომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, ამჩნევთ ხო ყველა ძალიან დაკავებული რომაა და ერთმანეთისთვის რომ აღარ სცალიათ ეგ ისე ზოგადად, რაღაც ორ სამ შემთხვევაზე არ მაქ ლაპარაკი. ხო და მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება მაინც კარგია, ალბათ იმიტომ რომ ამ ყველაფერზე ზემოთ დგას ან ეტყობა მე ვაყენებ :-? მოკლედ რა მნიშვნელობა აქ ჩემთან მუდამ მზეა, თქვენც იგივეს გისურვებთ

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=26036
ირმა
sentimennte
QUOTE
Andrea
რომ იცოდე როგორ კარგად მესმის შენიიიი
მართალი ხარ ხო იცი, ზოგჯერ მიზეზების ძებნა სულაც არაა საჭირო რომ თავი ბედნიერად იგრძნო ,როცა ძალიან კარგად ვარ, (ერთი სეხედვით სხვებისთვის უმიზეზოდ)
მაგ დროს სულ ჰერმან ჰესეს სიტყვები მახსენდება ხოლმე,
"ადამიანი შეიძლება არც ფლეიტას გაეკაროს,არც ვიოლინოს სიმს შეახოს ხელი,მუსიკა კი მის სულში ხმიანობდეს და ხმიანობდეს "
ასეა როცა ბედნიერებით სიცოცხლე გიხარია არაა საჭირო გამოიძიო რატომ, უბრალოდ უნდა შეირგო და ეგაა

ეს სმაილი მიყვარს მაგრად


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=26068
ირმა
olmek
QUOTE
1 – ეს მიიღწევა სიზმარხილვის მესამე კარებთან, ანუ ჯერ სწავლობ ენერგიის ხედვას, მერე ამოწმებ სიზმრის პერსონაჟებს – გააჩნიათ თუ არა ენერგია. აზროფორმებს ენერგია არ გააჩნიათ!
ჯერ უნდა ისწავლო სიზმარში ცნობუერად შესვლა, მერა სიზმრებს შორის ანუ სიზმარიდან სიზმარში გადასვლა, მერე ენერგიის ხედვა!
2 – საქართველო იმიტომ არის ასე გაჭირვებული, რომ სიყვარულის დაბალი ხარისხი და რაოდენობა აქვს, ცოტა ადამიანი ცხოვრობს "წმინდა" ცხოვრებით, ცოტაა ხალხია ვინც თითონ ეზიარება სულიერ სიწმინდეებს და მერე სხვასაც აზიარებს! ერს უნდა გააჩნდეს საკუთარი სიყვარულის(სულიერების) წყარო, ხალხი რომელიც მუდმივდ "იღებს" განახლებულ ცოდნას სიყვარულის შესახებ და უზიარებს მას დანარჩენებს! თუ სიყვარულს არ ვამრავლებთ აგრესია იზრდება. დიდი ერები და ცივილიზაციები იმიტომ კი გაქრნენ მსოფლიო არენიდან რომ ვალი ჰქონდათ ან სხვაზე ნაკლებად იბრძოდნენ, არამედ იმიტომ რომ მათი შინაგანი აგრესია "წითელ ნიშნულს " გასცდა! სიმდიდრე რეაგირებს მხოლოდ სიყვარულზე!
3 – სიყვარულის გარემოში გენიოსები მრავლად არიან, აგრესიულში პირიქით, ჩვენ გვყავდა ჭკვიანი ხალხი მაგრამ ისინი აქედან წავიდნენ!
4 – ხალხს გონია რომ თუ ფული ექნება ყველაფერი ექნება, ეს ილუზიაა, ჭეშმარტება იმაშია რომ ფული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე მხოლოდ სიყვარულს ემორჩილება და მასზე რეაგირებს!
ყველაზე დიდი შრომა შინაგანი სიყვარულის დაგროვება გამრავლებაში უნდა ჩაიდოს. ამ საიდუმლოს სათუთად უმალავენ ხალხს რათა ისინი მორჩილნი იყვნენ! ძლიერი ადამიანის მართვა ძნელია რადგან იგი თვითონ წყვიტავს რა ქნას და როგორ. ასეთებს ვერ მოატყუებ, ვერ გააბრიყვებ, ვერ დაასაქმებ უაზრო საქმეზე, ამიტომ მათი ყოფნა არავის აწყობს! ხალხი ფულს ერთმანეთის მოტყუებით, გაბრიყვებით, გაუსაძლის პირობებში დასაქმებით და დაყაჩაღება წართმევით შოულობს და არა სიყვარულის შინაგანი კვლავწარმოების ღვთიური კანონის მექანიზმით.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=27152
Shou
აი, ეს პოსტი ძალიან თბილია l_daisy.gif

Ana

QUOTE
პიტნის ჩაი მეც ძალიან მიყვააარს

კიდევ იცით რა მიყვარს? თვალები რომ მაქვს დახუჭული მცხუნვარე მზის ქვეშ, მზის სხივები ქუთუთოებში აღწევს, სხვადასხვანაირ რგოლებს ვხედავ და მთელ სხეულზე მზის მხურვალებას ვგრძნობ . . . მომენატრა ეს შეგრძნება...

მზეზე მეც ვარ შეყვარებული მზეონააა
მზეონა
ამ თემაში თბილი პოსტების საბადოს მივაკვლიეო l_daisy.gif

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=489

QUOTE(ირმა @ Dec 21 2008, 12:50 AM) *
გამარჯობათ ჩემო ფორუმელებო, l_daisy.gif როგორ ხართ? ამ ბოლო დროს თითქოს ვარ და თითქოს არაო ამ ფორუმზე, თითქოს ,.... სინამდვილეში აქ ვარ მაგრამ აზრი ვერი დავაწყე, wacko.gif ამ ბოლო დროს სამწუხაროდ გონება სხვა საკითხებმა წამიღო და არ მომცა ნება თქვენთვის ჩემი გული მომეცა, გადამეშალა და წაგაკითხოთ, წაგაკითხოთ l_book.gif და გითხრათ რა არის ,რაზე ვფიქრობ, რატომ მიყვარს თქვენთან ყოფნა, ჩემო საყვარელო ფორუმელებო, wub.gif l_daisy.gif დიახ, დიახ მიყვარს თქვენთან ყოფნა. ეს ფორუმი რომ აიღო და გადაქექო, მოძებნო, თქვენი საზრით რომელი სიტყვა იქნებოდა ყველაზე მეტად ნახსენები? სიყვარული იფრქვევა ბეეევრი თქვენგანიდან, სიყვარულზე დაუსრულებლად საუბრობს ბევრი თქვენთაგანი, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული,–აი ჩვენი საყვარელი სიტყვა. l_sunny.gif l_daisy.gif wub.gif
ალბათ გინესზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი,–ფორუმი სადაც სიტყვა სიყვარული ნახსენებია ყველაზე ბევრჯერ laugh.gif

მზეონა
ესც ანონიმუშკას თბილი პოსტი kiss1.gif JC_cupidgirl.gif >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...c=489&st=20

QUOTE(anonymouska @ Dec 22 2008, 02:26 PM) *
როგორ მიყვარს ეს თემა wub.gif
ჩემი აზრით ყველგან და ყველაფერში სიყვარულია. რაც არ უნდა უბრალო საქმეს აკეთებდე, თუ სიყვარულით არ აკეთებ მძიმე და აუტანელი შეიქმნება.
სიყვარულის მფლობელი ყოვლის მფლობელია.
ყველა იმდენ სიყვარულს იღებს, რამდენის ზიდვაც შეუძლია. სიყვარული გაცემაა და არა მიღება, ჯერ შენ უნდა გასცე შემდეგ რომ მიიღო...
რაც უფრო ბევრი გიყვარს, მით უფრო დიდი ხარ, უფრო კარგი ხდები, რადგან შენი გული სიყვარულით ივსება. ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ცაში აგაფრენს, მთელს სამყაროს წამში შემოგატარებს... როცა გიყვარს უბედნიერესი ხარ ამქვეყნად ... მზის ამოსვლა, დილის გათენება გიხარია... უფრო მსუბუქია და ლამაზი ცხოვრება. თუ სიყვარულით მიუდგები ცხოვრებას , ბედნიერების მიზეზი არ დაგელევა.
სიყვარული დიდი ბედნიერებაა. გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყოთ ბედნერები და ჩვენი სიყვარულით სხვასაც მივანიჭოთ ბედნიერება.
ირმა
მზეონა
რა საყვარელი ხარ l_daisy.gif

კარგია ეს თემა საუნჯე გახდება ნელა-ნელაsmile.gif
მზეონა
ფრაგემნტი პოსტიდან wink.gif
QUOTE(ირინი @ 7th January 2009 - 01:19 AM) *
რაც შეეხება ვირტუალურ სივრცეს, ვიტყოდი რომ ბევრის მიმართ ამ ფორუმზე მეგობრული გრძნობები მაქვს და ახლა თბილისში რომ ვიყო, სიხარულითა და სიამოვნებით გავყვებოდი ჯგუფს სხვადასხვა შეკრებებსა თუ ჩინურ რესტორნებში. შეიძლება არავის ვიცნობ კარგად, მაგრამ არის რაღაც რაც ბევრს აქ ამ ფორუმელს ჩემი გულის ნადები გამოუთქვამთ. ამ ფორუმზე მართლა სიყვარულით შემოვდივარ, თორემ რამდენი ფორუმია საქართველოში, არცერთმა ისე არ მიმიზიდა... ხშირად შეიძლება არ ვუპასუხო ამა თუ იმ დადებით პოსტებს, მაგრამ ეს ესეა ყველაფერზე პასუხსაც ვერ დაწერ. რომ დაწერო უნდა მოგივიდეს სურვილი

QUOTE
Если мои слова исходят из моего сердца, они коснутся ваших сердец. Если они исходят только из моей головы, они коснутся только ваших голов.
მართლა კარგი ციტატაა

რაც შეეხება ხუმრობას მე ძალიან მიყვარს ხუმრობა, მაგრამ ხუმრობას აქვს საზღვარი, როგორც ყველაფერს ამ ქვეყნად აქვს საზღვარი. როცა ხუმრობა ზედმეტებში გადადის ცინიზმი და დაცინვაც შეიძლება გახდეს...

ირმა kiss1.gif
დღეს მომხვდა თვალში თუმცა პოსტი წელზე მეტია დაწერილა JC_cupidgirl.gif rose-178.gif
მზეონა
QUOTE(iziko @ 19th February 2010 - 07:14 PM) *
მოგენატრა ციცინათელები?


- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . .
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?



ი.ბ. 19.02.2010.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry28061
sentimennteგამოვაცუნცულე თბილ პოსტებში, აქ უფრო ლამაზად გამოჩნდებაო wub.gif l_daisy.gif
ირმა

ინა
QUOTE
განსაცდელის დროს მესიზმრება პატრიარქი
ყოველთვის მასწავლის,ხან მარიგებს,ხან მიღიმის,ხან მესუბრება,ხან უბრალოდ სტუმრად მიღებს თავის სახლში.იქ არასოდეს ვყოფილვარ,მაგრამ ზეპირად ვიცი სად რა დგას.
მაგრამ ერთხელ საშინელება ჩავიდინე და ის მტირალი დამესიზმრა,და მკაცრად მეუბნეოდა,ნახე მეც მათნაირი ვარ,ხომ გიყვარვარ,მოდი და დამბანე თავი,მოდი რაღას უცდი,და ტიროდა,საშინლად შემრცხვა და მას მერე არავისთვის სამაგიერო აღარ გადამიხდია ცუდი საქციელის გამო.დავიწყე ძიებები და ამ საქციელის გამომწვევი მიზეზების დადგენები,ახსნები და ძალიან გამიადვილდა ცხოვრება,მივხვდი რომ არ შეიძლება აგრესიაზე აგრესიითვე უპასუხო,არ შეიძლება გადაუხადო იმავეთი რითიც გული გატკინეს.
ხშირად მესიზმრება პატრიარქი და რაღაცას მჩუქნის.
ერთ სიზმარში ცხენი მაჩუქა და ბოთლით ღვინო გამომატანა.

ბოლოს მე ვნახე ერთი უდიდესი მოძღვრის დაკრძალვა სადაც ვტიროდი გაუჩერებლად,მან ისევ დამტუქსა:რატომ ტირი ცოცხალ ადამიანს?თავად პატრიარქი უგებდა წესს.
ესეც კიდევ ერთი დადებითი ემოციები,მიიღეთ არ მენანება თქვენთვის


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=28694

l_daisy.gif
მზეონა
დედა flowers.gif JC_cupidgirl.gif
3 მარტზე მინდოდა დამედო, ცოტა შემაგვიანდა give_rose.gif
ირმა
მზეონა
QUOTE(მზეონა @ 6th March 2010 - 08:15 PM) *
დედა
3 მარტზე მინდოდა დამედო, ცოტა შემაგვიანდა

--------------------

ბრწყინვალე პოსტიაsmile.gif))
l_daisy.gif
ირმა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=29732

მართლა მსიამოვნებს ამ პოსტის წაკითხვა wub.gif

QUOTE
სიყავრული არაფერში არ გადადის, უბრალოდ ადამიანები ვბლოკავთ მას ჩვენში, მარტივად რომ ვთქვათ იგნორს ვუკეტებთ, თვალებს ვხუჭავვთ , გულს ვაციებთ, მაგრამ ამის მიუხედავად სიყვარული არსად არ მიდის, არ გარდაიქმნება და არ ქრება..

არის ასეტი იგავი ბერზე და ეშმაკზე.
იმდენად ამაღლებული და განწმენდილი იყო ეს მეუდაბნოე ბერი, რომ ვერანაირი ცოდვით ვეღარ აცდუნებდა მას ბოროტი..ღვთის დაშვებით გამოეცხადა მას ეშმაკი და ეცადა მის ცდუნებას, დაჰპირდა უფრო მეტად გაბრწყინებას და განდიდებას სულიერ ძმატა შორის..რა არარ შესტავაზა, ოღონდაც კი ბერს მისთვის დაეჯერებინა..ბერი მიხვდა მის განზრახვას და ასე უთხრა:-ვიცი ოდესრაც შენც სინათლის ანგელოზი იყავი, ისიც მსმენია რომ ღვთის წინაშე ანგელოზები არამიწიერი მშვენიერებით უგალობენ უფალს და ადიდებენ მას..ძალიან მინდა ეს საგალობელი გავიგონო, თუ იგალობებ შენთან ერთად წამოვალო.. ეშმაკი დატანხმდა და დაიწყო გალობა, ჯერ ჩუმად, და უხეში ხმით , ნელ -ნელა მისმა ხმამ დაწმენდა დაიწყო,სიბნელე გაქრა, ეშმაკმა სახე იცვალა..ნლ-ნელა ბერის კელია არამიწიერმა სინათლემა გაანათა, ერთ დროს ეშმაკად გადაქცეული დაცემული ანგელოზი ისევ პირვანდელი სახით იდგა ბერის წინაშე და ღვთიურ სადიდებელს გალობდა..უფლის განუზომელი სიყვარულის ძალით ეშმაკი კვლავ ანგელოზად იქცა ..
ირმა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=31024

Atman
QUOTE
პ.ს. ამ ცოდნის ინდოეთიდან დასავლეთ ქვეყნებში გავრცელება შრილა პრაპჰუპადას წყალობაა. მან თარგმნა უამრავი ვედური ტექსტი, და თანაც ყველაზე საჭირო რომლებიც იყო ღმერთის სიყვარულის (ბჰაკტის) შესასწავლად, ის ცოდნა თარგმნა და კომენტარებიც გაუკეთა. და რაც მთავარია მოქმედებდა გურუს დავალებით და არა თავისი სახელისთვის ან თავისი ხუშტურებით.

ქრისტიანობამ მე მომცა ღმერთის რწმენა და ღმერთის სიყვარულის აუცილებლობაში დამარწმუნა, ვედები კი მაძლევს ძალიან დიდ და ძალიან პრაქტიკულ ცოდნას ღმერთის სიყვარულზე.


ბევრს ღმერთი თანამდებობა ჰგონია, რომელსაც უნდა მიაღწიო. ამ გზით ვერ შეიყვარებ ღმერთს, მხოლოდ საკუთარ თავს შეიყვარებ უფრო ძლიერად (ჩვენ კი ღმერთები არ ვართ, არც ახლა და არც პოტენციურად. პოტენციური ღმერთის მსახურები ვართ მხოლოდ).

გისურვებთ ღმერთის უანგარო და ერთგულებით სიყვარულს!
მზეონა
ნუთუ ამ თემას პოსტები შემოაკლდა?! ( იაქტიურეთ ახლებო :*
kate
სიყვარული არის ერთი უნივერსალური ენერგია, რომელიც მხოლოდ გულებშია და იქიდან მართავს ყველაფერს. არის სამყაროს გულში რომელიც ჩვენ არ ვიცით სადაა, არის დედამიწის გულში, დუღს და ყველა მიმართულებით უშვებს უსაზღვრო ენერგიას რომელიც ატრიალებს და ასულდგმულებს მას, არის მზის გულში და ასხივებს უზარმაზარ სითბოს, და არის ადამიანის გულში რაც ამოძრავებს მას და ამოქმედებს. ამავდროულად ეს გულები ამ უნივერსალური ენერგიით დაკავშირებულია ერთმანეთთან და უამრავ იმპულსს აძლევს ერთმანეთს ყოველ წამს. სიყვარული არის ცხელი და ფეთქვადი, წითელი და ყვითელი ფერის ერთდროულად, და უსასრულოდ მარადიული.. wub.gif უამრავი გულია სამყაროში და მართლაც საკვირველია როგორ შეგვიძლია ადამიანებს მათგან წამოსული-ამხელა ენერგიის დათრგუნვა მაშინ როცა აგრესიით ვაჭარბებთ მას


Gopi-ს ძალიან თბილი და ლამაზი პოსტი
მზეონა
ამ პოსტს სულ სხვაგან გადავაწყდი, მაგრამ გული ძალიან გამითბო და თქვენთან წამოვიღე kiss1.gif sweet.gif

QUOTE
```Mistakes are OK if:
· They lead to learning.
· They aren’t repeated.
· They are done in pursuit of our goals and objectives.
· They don’t violate or conflict with our values.
I want to give you my smile, Keep it, it's now yours Because with you around it's brighter .
MAY God KEEP YOU SMILING.


(ტექსტი ფოტოს მოყვებოდა)
მზეონა
...
QUOTE(kate @ 8th May 2011 - 07:26 PM) *
შეკრებები, აზრთა გაზიარება, მსჯელობები - მართლაც კარგია, მათი სისტემაში მოყვანის მცდელობა - სრულიად საწინააღმდეგო ეფექტის მომცემი
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ამ ფორუმზე სიყვარულს ვხედავ, დიდ სიყვარულს და ეს დაქუცმაცებული პატარა ქოხები სულიერ პლანზე - ულამაზესი ანთებული სანთლებია, როდესაც უზარმაზარმა სასახლემ, შეიძლება მახინჯი ეგრეგორი წარმოქნას

>>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry43921
kate wub.gif
ირმა
l_daisy.gif
მზეონა
ახლა გამახსენდა, რომ ამ პოსტმაც ძალიან გამათბო)) > http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=296&st=560

QUOTE(Emigranti @ Apr 27 2011, 02:34 AM) *
ვულოცავ Zet-ს დაბდღეს. uraa.gif opaa.gif clap2.gif uraaa.gif Laie_25.gif confetti.gif birthday.gif

ძმაო კრისტალ, მთელი ჩემი არსებით შენი უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მარად ვიქნები. ეს ფორუმი რომ გახსენი და არა მხოლოდ მაგიტომ. ამდენი წლის კაცი ვარ babu.gif და ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად არაფერს შეუცვლია, როგორც ეს ამ ფორუმმა შეძლო. შენ რომ არა... წარმოდგენაც არ მინდა ეხლა სად ვიქნებოდი biggrin.gif

მიიღე ჩემი საუკეთესო სურვილები. თვითშეცნობისა და სულიერი წინსვლის გზაზე მრავალი წარმატებისთვის მიგეღწიოს. იცოდე ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ირმა
მზეონა
100% მართლაც გულში ჩამწვდა ეს სიტყვები, მინდოდა მეპასუხა იქ ემიგრანტისათვის, მაგრამ თემის ფარგლებს ვერ გავცდი.
QUOTE(მზეონა @ 9th May 2011 - 01:32 PM) *
იცოდე ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ჩემთვისაც))))
მზეონა
თბილია, თბილი! :* >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=1205&st=20

QUOTE(ირმა @ Jul 29 2008, 07:52 PM) *
არ ვიცი ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ მქონდა აკვიატებული ერთი ფიქრი, რომ რაღაც უდიდესი ცოდვა მაქვს ჩადენილი და უნდა გამოვასწორო. ამ რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელსაც(როგორც მან მითხრა) ჩემი მრავალი ცხოვრებები ჰქონდა ნანახი. მან მითხრა, რომ იყო ერთ–ერთი ჩემი „ძმა“. მე თვითონ ვგრძნობ, რომ რაღაც მევალება რომ გავაკეთო,–ეს დამიდასტურა იმ პიროვნებამაც. მე იმ პერიოდში „ის“ ვერ გავაკეთე და არ ვიცი, ალბათ თავი იმით ვინუგეშე რომ ვთქვი,–ყოველივე ღმერთის ნებაა მეთქი. ამ საიტამ ღრმა ძილიდან გამომიყვანა.(ამ ძილზეც, მიწინასწარმეტყველა იმ პიროვნებამ. მან გამაფრთხილა კვლავ არ დამეძინა, „როგორც მაშინ დავიძინე“)
მიხარია რომ ეს საიტი ვიპოვე. იქნებ თქვენთან საუბრით გამახსენდეს. მინდა , ძალიან მინდა გავაკეთო ის რაც მევალება. ღმერთმა მაპატიოს, თუ ეგო მალაპარაკებს.
ერთი პერიოდი ისეთი რამ ვიგრძენი, რომ მეგონა რომ გავგიჟდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დაბადებიდან „გიჟი“ ვიყავი.

ირმა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=44707

kate
დაბადების, გამოღვიძების, გაცოცხლების დროა, ახალშობილი, ულამაზესი, ხასხასა ფერებით, კვირტების ჩურჩულით, ჩიტების გალობით, დამათრობელი სურნელით გაჟღენთილი.....უაზროდ მიყვარს ადრე გაზაფხულზე როგორ იზმორება დედა-ბუნება... ახალდაბადებული ფოთლების ჩრდილი მიწაზე... ხიდან ყვავილების თოვლი...

მზეონა
:* elli-ის უთბილესი პოსტი!!!!!!!!!!!!!!! <3<3<3 >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry46406
QUOTE(elli @ 10th July 2011 - 01:38 PM) *
ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში ბებიჩემი ცხოვრობდა და შესაბამისად მთელი ბაშვობა ზამთარი და ზაფხული ზღვისპირზე მაქვს გატარებული, რამდენიმე წლის წინ, ანუ დაახლოებით 20 ან 22 წლის წინ, ნაახალწლევს ვესტუმრე, კარგი ამინდი იყო და მე და ჩემმა ბიძაშვილმა პლაჟზე გავისეირნეთ, და შემთხვევით გადავაწყდით დაჭრილ დელფინს, რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ტყვია ქონდა სხეულში, ჩემი ბიძაშვილი მიხვდა მე ვერა, სახლში გამოქცევის დრო არ იყო, თვითონ დელფინი პატარა იყო, ზრდასრული არა, და ჩემმა ბიძაშვილმა იპოვა ის ტყვია, მთლად სხეულში არ იყო შესული, რაღაც უცნაურად იყო დარჩენილი სანახევროდ გარეთ, ალბათ ძალიან შორი მანძილიდან იყო ნასროლი, მოკლედ ირინამ გადაწყვიტა ალბათ ეს ტყვია უშლის ხელს გადაადგილებაშიო და რა ეჩალიჩა რომ ამოეღო ვერ ავღწერ... მაგრამ თავად დელფინი დამჯერი პაციენტივით, არ ინძრეოდა, ეტყობა მართლა ხელს უშლიდა გადაადგილებაში, ხოდა როგორც კი ტყვა ამოვიღეთ, მაშინვე შესცურა წყალში და წავიდა... ირინა მომიბრუნდა ესაა შენი ჭკვიანი დელფინებიო? მადლობაც არ გვითხრაო, წუთიც არ იყო გასული დელფინების მთლი გუნდი რომ გამოჩნდა, აი ის რასაც ისინი სჩადიოდნენ ძნელი გადმოსაცემია, სულ კუდზე დგებოდნენ და ხტოდნენ, ცეკვავდნენ, თითქოს სამადლობელი კონცერტი გამართეს.... ორივე ხმაჩავარდნილი ვუყურებდით... მერე წავიდნენ სულ ხტუნვა ხტუნვით.... ადამიანებმა ვიცით ასეთი მადლიერება?


ირმა
elli
QUOTE
ერთერტ ზღვისპირა სოფელში ბებიჩემი ცხოვრობდა და შესაბამისად მთელი ბაშვობა ზამთარი და ზაფხული ძღვისპირზე მაქვს გატარებული, რამდენიმე წლის წინ, ანუ დაახლოებით 20 ან 22 წლის წინ, ნაახალწლევს ვესტუმრე, კარგი ამინდი იყო და მე და ჩემმა ბიძაშვილმა პლაჯზე გავისეირნეთ, და შემთხვევით გადავაწყდით დაჭრილ დელფინს, რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ტყვია ქონდა სხეულში, ჩემი ბიძაშვილი მიხვდა მე ვერა, სახლში გამოქცევის დრო არ იყო, თვითონ დელფინი პატარა იყო, ზრდასრული არა, და ჩემმა ბიძაშვილმა იპოვა ის ტყვია, მთლად სხეულში არ იყო შესული, რაღაც უცნაურად იყო დარჩენილი სანახევროდ გარეთ, ალბათ ძალიან შორი მანძილიდან იყო ნასროლი, მოკლედ ირინამ გადაწყვიტა ალბათ ეს ტყვია უშლის ხელს გადაადგილებაშიო და რა ეჩალიჩა რომ ამოეღო ვერ ავღწერ... მაგრამ თავად დელფინი დამჯერი პაციენტივით, არ ინძრეოდა, ეტყობა მართლა ხელს უშლიდა გადაადგილებაში, ხოდა როგორც კი ტყვა ამოვიღეთ, მაშინვე შესცურა წყალში და წავიდა... ირინა მომიბრუნდა ესაა შენი ჭკვიანი დელფინებიო? მადლობაც არ გვითხრაო, წუთიც არ იყო გასული დელფინების მთლი გუნდი რომ გამოჩნდა, აი ის რასაც ისინი სჩადიოდნენ ძნელი გადმოსაცემია, სულ კუდზე დგებოდნენ და ხტოდნენ, ცეკვავდნენ, თითქოს სამადლობელი კონცერტი გამართეს.... ორივე ხმაჩავარდნილი ვუყურებდით... მერე ცავიდნენ სულ ხტუნვა ხტუნვით.... ადამიანებმა ვიცით ასეთი მადლიერება?


http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=46402
l_sunny.gif l_sunny.gif
kate
მზეონა
გეთანხმები!!!!!!!!!!!
kate
და ირმაც l_daisy.gif
guest
ეს ის ვიდეოა გუშინ რომ დაგპირდით smile.gif
youtube-ზე ვერ ვიპოვე. ვინმეს თუ გაქვთ ლინკი დადეთ smile.gif

http://www.facebook.com/video/video.php?v=...38&comments
ირმა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=47479
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=47491
mata
ეს შენი პოსტები ძალიან გამთბობია smile.gif l_daisy.gif
QUOTE
პირველად უნდა გაიხსნას მე-4 ჩაკრა - ანაჰატა, დანარჩენი ჩაკრების გახსნა შემდეგ მოყვება ანაჰატას გახსნას.
ანაჰატა არის სიყვარულის ცენტრი. იმისათვის რომ ეს ჩაკრა გაიხსნას საჭიროა გარშემომყოფებთან დაამყარო ჰარმონიული ურთიერთობები, შეიყვარო ყველა თავისი ნაკლებიანად და განსაკუთრებით შეიყვარო ის, ვინც არ გიყვარს. აპატიო და მიტევო ყველას ყველაფერი რაც წარსულში გაწყენინეს, ბოროტებას სიყვარულით უპასუხო, სამართლიანობაზე მაღლა სიყვარული დააყენო და მხოლოდ სიყვარული იყოს შენთვის მთავარი საზომი ცხოვრებაში. მოვლენები მხოლოდ სიყვარულის კანონის თანახმად შეაფასო. ერთი სიტყვით დაემორჩილო სიყვარულის კანონს.
ასე ნელნელა გაიწმინდება შენი გული და გადმოიღვრება შენგან ღვთაებრივი, წმინდა და უმანკო გრძნობა - სიყვარული, რომელიც შენს გარშემო ბევრ ადამიანს გაათბობს და გაანათებს.
ჩაკრა მაშინ გაიხსნება, როცა რეგულარულად მუშაობ, სიყვარულის გამომუშავებასა და მის გაცემაზე. რაც უფრო მეტს გაცემ, მით მეტის გაცემის სურვილი გიჩნდება და რაც უფრო მეტი სიყვარული გაედინება შენგან, შენი მზე მით უფრო იწყებს ნათებას.

აი ასე შეიძლება გაიხსნას ჩაკრა ჯერ აუცილებლად გულზე უნდა ვიმუშავოთ, რადგან თუ სიყვარული გვაქვს, მაშინ ყველაფერს მოევლება და ეშველება.
QUOTE
ციტატა(old_man @ 21st July 2011 - 03:56 PM)
ესეც პრაქტიკაა, ოღონდ უფრო ძნელი ვიდრე მედიტაციური სავარჯიშოებირათქმაუნდა, აბა რაა სრულიად მართალი ხარ

ეს არის მთავარი პრაქტიკა (ცხოვრებისეული პრაქტიკა) ყველაზე ძნელი, მაგრამ ნაღდზე ნაღდი, როცა ეგრევე ხედავ შედეგებს შენ თვალ წინ როგორ ლაგდება და გვარდება ყველაფერი. როგორ მშვიდდები და რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია გულწრფელად მიუტევო ყველას ყველაფერი და არავიზე ჩაიდო გულში წყენა. ამას ქვია სიყვარულის სასწაულმომქმედი ძალის ხილვა პირდაპირ შენს თვალ წინ. ეს თავად თუ არ გამოცადე, ვერ წარმოიდგენ რამხელა შვებაზეა საუბარი
QUOTE
ამავდროულად ამ პრაქტიკას თან ახლავს, აგრეთვე უდიდესი სინანულის განცდაც. როცა გული სიყვარულით იწმინდება, რაღაცნაირი გულჩვილი (ფაქიზი) ხდები და ჩადენილ შეცდომებს მტკივნეულად განიცდი, თუმცა ამის გარეშე ვერ მოხდება განწმენდა. მაგრამ სწორედ ასე იწმინდება ჩვენი გული და სუფთავდება და ხდება ნორჩი
მზეონა
მომენატრა..

ევერის ეს პოსტია თბილი და მზიანი <3

QUOTE(Ever @ Dec 6 2011, 08:06 PM) *
ეგზი და მე


>>> http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=1062&st=40
guest
მზეონა
kiss1.gif
მზეონა
მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება wink.gif
http://www.youtube.com/watch?v=F4jBL7fciFE&feature=share <3
Untitled_11
QUOTE
ეს არის მთავარი პრაქტიკა (ცხოვრებისეული პრაქტიკა) ყველაზე ძნელი, მაგრამ ნაღდზე ნაღდი, როცა ეგრევე ხედავ შედეგებს შენ თვალ წინ როგორ ლაგდება და გვარდება ყველაფერი. როგორ მშვიდდები და რა სასიამოვნოა, როცა შეგიძლია გულწრფელად მიუტევო ყველას ყველაფერი და არავიზე ჩაიდო გულში წყენა. ამას ქვია სიყვარულის სასწაულმომქმედი ძალის ხილვა პირდაპირ შენს თვალ წინ. ეს თავად თუ არ გამოცადე, ვერ წარმოიდგენ რამხელა შვებაზეა საუბარი
ასეთივე გავლენა აქვსხოლმე აკრიანის სეანსებს, თეატრს, კარგ ფილმს, რომელიმე ადამიანის ნახვას და ა.შ.. ადამიანების დაკვირვებას, ზოგადად, ცხოველებისაც, მგონი ყველაფერს smile.gif))))) ნუ სიყვარულსაც რათქმუნდა. გამიხარდა ეს კომენტარი..

QUOTE
ამავდროულად ამ პრაქტიკას თან ახლავს, აგრეთვე უდიდესი სინანულის განცდაც. როცა გული სიყვარულით იწმინდება, რაღაცნაირი გულჩვილი (ფაქიზი) ხდები და ჩადენილ შეცდომებს მტკივნეულად განიცდი, თუმცა ამის გარეშე ვერ მოხდება განწმენდა. მაგრამ სწორედ ასე იწმინდება ჩვენი გული და სუფთავდება და ხდება ნორჩი


და როცა ვეუბნები ამ დროს ყველას რომ მიყვარს, ჩემს სენტიმენტალურობას მიაწრენ, არადა მართლა მიყვარს, კოშკა.
მაგალითად. არ სჯერა ვიცი.. მაგრამ აი ძალიან მიყვარს

კიდევ ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მაგალითად:

სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი სითბო და სიყვარული ვიგრძენი და თავი არარაობად მივიჩნიე, იმ დღეს თუ რამემ დამბოღმა..
აი ეს. უდრის მსოფლიოს მთელ ცოდნას და ყველა ფორმის, ხმის ტემპრი თუ რა მოქმედებს არ ვიცი.. სასწაულია smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=PO7SLd7jY-U

smile.gif სად ხარ ვაჟბატონო? შენ რომ გამომიგზავნე, ისე შემთხვევით და ასე კარგად იქმოქმედა, მადლობა კიდევ ერთხელ.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.