Help - Search - Members - Calendar
Full Version: ემოციების მართვა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
Pages: 1, 2, 3
teo-
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან smile.gif

უკაცრავად თუ თემა არასწორად ან არასწორ განყოფილებაში გავხსენი, უფრო კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ შესაფერისი განყოფილება ვერ ვიპოვე და თემის გახსნა ვამჯობინე, თუ რამეა წაშალეთ smile.gif
Shou
ემოციების მართვა ჩემი გაგებით ჰარმონიულ თანააარსებობას გულისხმობს საკუთარ (და სხვებისsmile.gif) ემოციებთან. როცა ემოციები არ გაბრკოლებენ, შენ არ ცდილობ მათ ჩახშობას და ამით არ კვებავ მათ ნეგატიური ენერგიებით. როცა შენ ძალისხმევა არ გჭირდება გაწონასწორებაზე, როცა ჰარმონია და ბალანსი შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. გავუტიე ეხლა blush.gif მგონი მთავარია არ ჩავახშოთ, შევეცადოთ ვიქცეთ დამკვირვებლებად და ვივარჯიშოთ. იგივე იოგა ძალიან შველის, ასევე მედიტაცია. თუმცა მე პირადად არც ერთი და არც მეორე მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მაქვს და ალბათ არ გამოვდგები მრჩეველად feni.gif
Emigranti
QUOTE(teo- @ Jan 12 2010, 02:09 PM) *
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან smile.gif
როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო ჩემი სუნთქვის რიტმზე, რომ ის არ აჩქარდეს, ვცდილობ მშვიდად და ნელა ვისუნთქო და ეს მეხმარება გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში და თავის დაჭერაში. და საბოლოო ჯამში გამოსავლის მოძებნაშიც.

მე იოგით ან ამდაგვარი რამით გატაცებული არ ვარ. ეს უბრალოდ რაღაც პატარა პრაქტიკული ტრიუკი იყო. სხვა არაფერი. ჩვენი ფორუმის იოგები ალბათ უფრო მეტს გეტყვიან ამის შესახებ.
tikoroma
Emigranti
ეჰ 'როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე'... აქ სიტყვა 'ლამის' ზედმეტია... როცა ამ მდგომარეობაში ვარ, მწობრიდანაც გამოვდივარ, საზღვრებიდანაც, ჩარჩოებიდანაც და სულ აქეთ-იქეთ ვეხეთქები dash2.gif

sentimennte
ოოო ეგ კი ნამდვილად არ შემიძლიაა, მიხარია თუ მწყინსს ზედ მაწერია ეგრევეე ემოციებს ვერ ვმალავsmile.gif თუ არ გამოვხატე არ შემიძლია, მაგრამ გაბრაზებით თუ გავბრაზდი და მეწყინაა,მალევე მავიწყდება,ხოლმეsmile.gif აი დადებითი ემოპციები გიყვარდესსს,ზოგჯერ მართლა ისე ავგიზგიზდები ხოლმე, რომ biggrin.gif ერთის მხრივ კი კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდიცაა, ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში შემთხვევა რომ ჩემი დადებითი ემოცია და კეთილგანწყობა არასწორად გაუგიათ ,ეჰ..ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ზოგჯერ რომ მელაპარაკებიან კი მინდა რომ გავითვალისწინო,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მაინც იგივეს ვაკეთებsmile.gif რა ვქნა??
ეგეთი ბოთე ხასიათი მაქვს და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
david6david
ემოციების მართვა და თქვენ ვინა ხართ ვინც მარტავს, გონება?
teo-
იცით როგორ არის მე თუ აღელვებული ვარ არ მინდა გამოხატვა არა იმიტომ რომ შეიძლება უსამართლოდ მოვიქცე არამედ იმიტომ რომ ჩემს სათქმელს ბოლომდე ვერ ვამბობ biggrin.gif biggrin.gif გამოვტყდები რამდენიმე წელია არ "ავფეთქებულვარ" biggrin.gif biggrin.gif მაგრამ მაინც არის ამის საშიშროება და ზალიან მიტყდება რააა sad.gif(
მოიტათ ეს მედიტაციები სად ვნახო biggrin.gif ოღონდ ქართულად tongue.gif
Shou
ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითიsmile.gif ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":)
Emigranti
teo-
თუ შოუმ რაც აღწერა იმაზე საუბრობ, ანუ აი ემოციების დათრგუნვას და გულში ჩაკვლას რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეცდომას ბევრი უშვებს. ამას ადამიანები აკეთებენ ხშირად , რადგან არ ესმით რა არის ამაში ცუდი, და ვერ ხედავენ რამდენად საშიშია ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ასევე მათი შვილებისთვისაც.

ასეთი გამოკვლევა ჩატარებულა, მგონი ამერიკაში, სადაც დაადგინეს, რომ უმეტესობა ყველაზე სადისტური და დაუნდობელი მკვლელებისა და მოძალადეებისა, იყვნენ სწორედ ისინი, ვინც წარსულში ყველაზე დამცირებული და ამავე დროს გარეგნულად ყველაზე აუღელვებელი და "ჩუმი" იყო.

ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ გულახდილობა და შიშის გადალახვა. თუმცა ეს უზარმაზარი თემაა და ალბათ (იმედია) კიდევ მრავალჯერ შევეხებით ამ ფორუმზე.

teo-
ციტატა(Shou @ Jan 14 2010, 10:44 AM) *
ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითიsmile.gif ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":)

გეთანხმებით 2ვეს, მთლიანობაში ზალიან ბოღმა ადამიანი ვარ და შეცდომას არასოდეს ვივიწყებ biggrin.gif ალბათ ჩემი ბრალიც არის გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ვაიაფეთქების მეშინია და რაღაცას არ ვამბობ ვყლაპავ და ა.შ. თუმცა ვდილობ რათქმაუნდა ვიმუშაო ჩემს თავზე ამმხრივ, დიდი ხანია გარემო არ მქონია ისეთი თავი შემემოწმებინა მაგრამ მაინც მგონია ვერ ვაჯობებდი თავს biggrin.gif სულ ერთი მაგალითიც რომ მქონოდა სიმშვიდე გაანალიზებულად შემენარჩუნებინა ალბათ მერე აღარასოდეს მექნებოდა ამის პრობლემა..
პ.ს. მადლობთ რჩევებისთვის
Shou
teo-

ნუ მოგერიდება, რისი უნდა გეშინოდეს, აარახუნე ქვაბები და მოისროლე ტაფები და იყვირე და რა ვიცი, მოიქეცი ისე როგორც "დადგენილი" და "მიღებული" არაა და თან შენს იმიჯში არ ჯდება drum.gif მოკლედ, ეხლა ალბათ გეჩვენება რომ ცოტას ვაჭარბებ თუმცა ამით დაადგენ რამდენი და რაა შენში დაგროვილი, "აფეთქდი" და დააკვირდი გვერდიდან, ძალიან საინტერესოა და თან სასაცილო, და კიდევ რაც მთავარია მოგეშვება balloon.gif uraaa.gif თუ გინდა წამოგყვები სტადიონზე და ერთად ვიყვიროთ groupwave.gif wink.gif
teo-
Shou

ოხხ რეებს მეუბნები biggrin.gif ეგ არ მინდა ზუსტად.. მე არ მიყვარს ისეთი ხალხი საკუთარ თავს რო კონტროლს ვერ უწევს და მე იოგივე გავაკეთო? tongue.gif crazy.gif skull.gif
Shou
teo-

ვიცი რომ არ გინდაwink.gif rose-178.gif
Atman
შრი შრი რავი შანკარის ლექცია ემოციების და გრძნობების მართვაზე:

http://bin.ge/file/119963/Shri-Shri-Ravi-K...stvami.zip.html
teo-
რაენაზეა? ვიწერ smile.gif
ნიკზე მიწერა როგორ უნდა ვერ ვისწავლეე
Atman
teo-

რუსულადაა
old_man
ემოციების მართვას ძაან დიდ ყურადღებას ვუთმობ. რადგან ეს მომენტი არის სულიერი ზრდის მნიშვნელოვანი ასპექტი. თავიდან გამიჭირდა. როგორც კი რამე არასტანდართული, უსიამოვნო სიტუაციის წინაშე ვდგებოდი და ის ის იყო უნდა ჩართულიყო ნეგატიური ემოციური ტალღა, უცებ ვცდილობდი გამეღვიძა და ჩამეხშო ეს ემოცია-სიბრაზე, აგრესია და სხვა. შედეგი მართლა საგრძნობი იყო. ვგრძნობდი რომ ემოციების არჩევით ჩემი თავის პატრონი ვხდებოდი. დადებით ემოციებსაც ასევე ვაკონტროლებდი, რადგან გადაჭარრბებული სიხარული, ბედნიერების განცდა სამყაროში წარმოქნის ე.წ. "იზბიტოჩნი პოტენციალს" იგივე ეგრეგორს, რომელსაც შენ ვერ მართავ და სცენარს ის ირჩევს. ამიტომ უნდა შეგვეძლოს როგორც უარყოფითი ემოციების შეკავება ისე დადებითის ზომერად მიღება. მოკლედ ემოციების კონტროლი თუ შეგიძლია ანუ შეგიძლია ცხოვრებისეული სიტუაციების შენი სცენარით მართვა და ეს ძაან სერიოზული ძალაა.
Untitled_11
ხუთი წლს წინ მირჩიეს პირველად "ემოციების მართვა" ისწავლეო, მაგრამ ძალიან რთულია ქალისთვის, გოგოსთვის და მითუმეტეს ჩემთვის. თევზებისთვის, 21 წლის გოგოს რო ემოციების მართვას მოთხოვ..smile.gif))) თუმცა ვსწავლობ, დავფიქრდები თუ გამოადგება აცუილებლად დავიწყებ.

უბრალოდ სივრცე მოქმედებს ადამიანზე, ზოგ სივრცეშ გამდის, სახლში გამგდის, გარეთ ვერა და ა.შ.. მაგრამ მაინც საინტერესოა. არაფერი ზედმეტად არ უნდა გამიხარდეს.. და

old_man

ზოგადა დღეში 25 საათი რომ გაუდმებულ ღიმილს და ბედნიერებას გრძნობ ეგ ცუდია? ეგეც უდან აკონტროლო? sticktongue.gif
Hel Loki
ნამდვილად საჭიროა. აფექტური ( ამ შემთხვევაში მე ) ადამიანი წამში ანგრევს თავისივე ნაშრომს , თავის ტავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. და პირიქით ძალიან ემოციურად შეეცოდება ( იგივე მეს ) და უკიდეგანოდ უღირს ადამიანებთან იწელება საქმე, მეგობრობა. აუცილებელია მართვა ოღონდ მე სიტყვა არ მომწონს. ძალიან "ღარიბი" სიტყვაა. მართვა როგორც აღიარება, გაგება და სწორი გამოყენება . ასე მომწონს.
old_man
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg
Atman
old_man

მაგარი ვიდეო იყო biggrin.gif

მე მგონი მზად იყო შემოტევისთვის და გათვლილი ჰქონდა თავისი რეაქცია, თუმცა შინაგანი დაძაბულობა მაინც ემჩნევა.
Hel Loki
QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 02:46 PM) *
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg

гни свою линию... ასე მგონია იცოდა ან გრძნობდა რომ მსგავსი რამ მოჰყვებოდა სიტყვებს. არ ვიცი რატომ. ძალიან სწორედ იდგა. მოულოდნელი არ იქნებოდა ეგ ან თუ კი მართლაც იყო მაშინ გამომუშავებული ჰქონდა უკვე მსგავს აგრესიაზე ასეთი რეაქცია. მიიწია მიკოროფნთან იგივე სახით იივენაირად იდგა. არა და წარმოიდგინეთ ვირაცა რომ გეხებათ თავზე რამხელა მუხტია თან ასეთი ზრახვებიტ...
old_man
გასაგებია თქვენი მოსაზრებანი. საყურადღებოა...სხვებმაც გამოთქვით ტქვენი აზრი თუ შეიძლება
QUOTE
არა და წარმოიდგინეთ ვირაცა რომ გეხებათ თავზე რამხელა მუხტია თან ასეთი ზრახვებიტ...

ჰო...პირველად ამ ვიდეოს რომ ვუყურე გაოცებული დავრჩი... ძაან ძნელია ასეთ აგრესიულ ემოციურ შემოტევაზე ისეთი რეაგირება მოახდინო (უფრო სწორად არ მოახდინო და გამტარი იყო) როგორიც B-მ შეძლო... მე ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ამ კაცს საკუთარ თავზე უმუშავია (ისედაც, მგონია რომ ერკვევა აქაურ რაღაც-რაღაცეებში biggrin.gif) და ასეთი გამომუშავებული რეაქციით ენერგეტიკულ დონეზე ეგრევე დაამარცხა A.
Τρισμέγιστος
QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 02:46 PM) *
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg

B არ არის "შემთხვევითი" ადამიანი იქ, იმ ტერიტორიაზე (განსხვავებით A-სგან). მას ნასწავლი აქვს ბევრი რამ.
მას უკვე აღარ ჭირდება "იცოდეს რას რა მოჰყვება" რადგან ნებისმიერ მომენტში ის არ გამოდის საკუთარი ველიდან.
ემოციების მართვისათვის არსებობს ცალკე სავარჯიშოები 3 ეტაპად (საბაზო, საშუალო და უმაღლესი), მაგრამ ცალკე მასზე მუშაობა არის არაეფექტური. ზედაპირული ეფექტის მქონეა. საჭიროა აზროვნების კონტემპლაციისა და ნებელობის სავარჯიშოებთან ერთად ვარჯიში.
პეტრეს ნამუშევარი აქვს კომპლექსურად. ეს აშკარად ეტყობა.
Lashapoli
აუ ოლდ შენც მოიყვანე მაგალითი რა ))))
old_man
Τρισμέγιστος
QUOTE
B არ არის "შემთხვევითი" ადამიანი იქ, იმ ტერიტორიაზე (განსხვავებით A-სგან). მას ნასწავლი აქვს ბევრი რამ.
მას უკვე აღარ ჭირდება "იცოდეს რას რა მოჰყვება" რადგან ნებისმიერ მომენტში ის არ გამოდის საკუთარი ველიდან.
ნამდვილად ასე ჩანს Laie_61.gif
QUOTE
ემოციების მართვისათვის არსებობს ცალკე სავარჯიშოები 3 ეტაპად (საბაზო, საშუალო და უმაღლესი), მაგრამ ცალკე მასზე მუშაობა არის არაეფექტური. ზედაპირული ეფექტის მქონეა. საჭიროა აზროვნების კონტემპლაციისა და ნებელობის სავარჯიშოებთან ერთად ვარჯიში.

უფრო კონკრეტულად? თუ იცი და გაქვს სურვილი გაგვიზიარე...
მე ემოციების მართვისთვის ცხოვრებაში სტალკინგის ტექნიკას ვიყენებ გარკვეული წარმატებით, თუმცა სწავლა სიკვდილამდეო...და ახლის ათვისებაზე არასდროს უარს არ ვამბობ...
Lashapoli
QUOTE
აუ ოლდ შენც მოიყვანე მაგალითი რა ))))

რათა კაცო? biggrin.gif მე ამ მაგალითს ემოციების მართვის სამაგიდო სახელმძღვანელოში შევიტანდი biggrin.gif
გრიფონი
ემოციების მხრივ ყველაზე გაწონასწორებული ფლეგმატიკია
გრიფონი
A ემოციებს კი ვერ აკონტროლებს არამედ გამიზნულად აკეთებს aikido.gif
Lashapoli
QUOTE(გრიფონი @ Jan 4 2012, 08:27 PM) *
A ემოციებს კი ვერ აკონტროლებს არამედ გამიზნულად აკეთებს aikido.gif

ხო მართალიხა.. აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..
old_man
Lashapoli
QUOTE
აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..

ლაშაპოლო ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა, უღირსი ადამიანებისგანაც კი...მორალი, პოლიტიკა და პარლამენტარები არ ვიცი მე... biggrin.gif სახელები იმიტომ არ დავწერე და A და B იმიტომ დავარქვი biggrin.gif

და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ნეგატიურ ემოციებზე გვემუშავა angelchik.gif
აი B ეტყობა ასე იქცეოდა smile.gif)))
Untitled_11
QUOTE
და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ემოციებზე გვემუშავა
+1
მე მიხარიახოლმე რომ ვხედავ, როგორი არ უდნა ვყო და ღმერთს ამდლობა ვეუბნები მათთვის smile.gif ხშირად ცუდი მაგალითი უფრო გვასწავლის ვიდრე აკრგი

QUOTE

აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..

ესაძე შენი ძმაკაცია ხო? ეგ იხსენიებ ეტყობა ხშირად პრეზიდენტს და პარლამენტარებს აგრესიით
Lashapoli
QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 10:53 PM) *
Lashapoli

ლაშაპოლო ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა, უღირსი ადამიანებისგანაც კი...მორალი, პოლიტიკა და პარლამენტარები არ ვიცი მე... biggrin.gif სახელები იმიტომ არ დავწერე და A და B იმიტომ დავარქვი biggrin.gif

და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ნეგატიურ ემოციებზე გვემუშავა angelchik.gif
აი B ეტყობა ასე იქცეოდა smile.gif)))

კი ეგრეა ეგ, მარა მე ხო იცი მაინც ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე ვთქვი ამათზე )))
ისე მართლა ბ-რაც შეეხება, ვიცი მე მაგის ამბები და პირიქით შეიძლება გულში იმასაც ფიქრობდა ამის ყვირილი ჩემს წისქვილზე ასხავს წყალსო და ა-ც კაი აფირისტია. ნუ იტოკში ორივე კამერებზე და ხალხზე მუშაობს ამ შემთვევაში და მაგიტომაც გითხარი არ არის ემოციების მართვისთვის კარგი მაგალითითქო. კარგი არ არის არ ნიშნავს რო ცუდია, ყველა თემაზე შეიძლება რაიმეს მსჯელობა, მარა ამ შემთვხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ემოციების მართვის როგორც ადამიანის განვითარების ერთ-ერთ კრიტერიუმზე და მაგიტომ ეს ინციდენტი ცოტა ვერ მოდის ჩემთან მაგის მაგალითად და თU რატომ ეგ ზემოთ ვთქვი smile.gif)
td.........
ნამდვილად არ არის კარგი მაგალითი, ზოგადად ის ადამიანები და სიტუაცია წინასწარ განპირობებულია მსგავსი ინტრიგნული ქმედებებისკენ. ამიტომ ბ-მაც მშვენივრად იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ა-ს , და ა-ც ისე მოიქცა რომ ეს ბევრს დაენახა..
old_man
Lashapoli
რავქნა სხვა მაგალითი არ გამახსენდა. ნუ ვიდეო უფრო თვალსაჩინო იყო biggrin.gif
თქვენც შეგიძლიათ რამე მაგალიტები მოიყვანოთ. თქვენი ცხოვრებიდან ან სხვისი smile.gif)
თორემ მარტო ეს თეორიები...
პრაქტიკა პრაქტიკა მეგობრებო biggrin.gif
აბნეული მქონდა თავი ამ წიგნებით - ზელანდი, ოშო, კასტანედა... სანამ პრაქტიკაში არ დავიწყე წაკითხულის რეალიზაცია და გამოცდა მანამდე რაღაც მეგონა თავი ...
(ახლაც არ მგონია. არ შეიმჩნიოთ biggrin.gif )
Lashapoli
QUOTE(old_man @ Jan 5 2012, 12:24 AM) *

კაი ბებერო ნუ გამიბრაზდები smile.gif
ცემი პრაქტიკიდან იმისმოყვანა შემიძლია, ადრე დავწერე მარა ეხლაც გავიმეორებ, რომ ცემს ემოციურ სამყაროს იმის მიხედვით ვაკონტროლებ თU როგორ იქცევიან ჩემს გარშემომმყოფი ადამიანები ცემთან მიმართებაში, მშობლები, მეგობრები.. ანუ ჩემი ნებისმიერი ემოციური ცვლილება, თუნდაც ეს არ იყოს გამომჟღავნებული იმ წუთასვე აისახება იმ ადამიანების ქცევებში ჩემთან მიმართებაში და ეს კარგად მაქვა ესევთქვათ დამუღამებული.. უფრო მეტად ოჯახის წევრებში
kate
old_man
B ნაღდად ისედაც გაწონასწორებული პიროვნებაა და კარგად მართავს ემოციებს, არა მგონია აზროვნების კონტემპელაციისა და ნებელობის სავრჯიშოებით smile.gif მიეღწია ამისათვის, თან ასეთ თავდასხმებისთვისაც ფციქოლოგიურად მზად იქნებოდა ზოგადად მაინც.
ისე, ერთი კითხვა კი გამიჩნდა Τρισμέγιστος ის მიმართ, თუ სხვას შეგიძლია ასწავლო როგორ მართოს ემოციები ყველა სიტუაციაში, როგორ ხდება, რომ საკუთარი ემოციების მართვა გიჭირს ამ ვირტუალურ სივრცეში?
old_man
კიდე ერთი შემთხვევა მინდა განვიხილოთ, ისევ პოლიტიკიდან და შეგეშვებით. biggrin.gif პოლიტიკაში დაკვირვების ბევრი საინტერესო ობიექტი გვხვდება და ამიტომ. მაგრამ უბრალო ემოციების ვერკონტროლი არ მომყავს, დაკვირვების საინტერესო ობიექტებს ვეძებ (ის წინა B მაინც ძაან საყურადღებო ეგზემპლარად მეჩვნება biggrin.gif )
კაი გადავიდეთ შემდეგ შემტხვევაზე....
აქ ახლა რა ხდება: A და B კამათობენ. A ვეღარ აკონტროლებს ემოციებს, იწყებს ჩხუბს და B-ც პასუხობს...
ცოტა ხანი B-ს მოვეშვათ და ყურადღება A-ზე გავამახვილოთ...
A-ს მონაწილეობით ბევრი შემთხვევა ყოფილა, აქ ისე არ ჩანს, მაგრამ ენერგეტიკულად ძლიერი მგონია, იმიტომ რომ ე.წ. "ტოჩკა სბორკი" აქვს განსხვავებული, ანუ ჩვენი მატრიცის კანონებით არ მოქმედებს და თავისი სცენარები აქვს. ძაან ბევრი არაორდინალური სიტუაცია შეუქმნია და გამარჯვებული გამოსულა biggrin.gif და კიდე მგონია რომ ემოციებს კი აფრქვევს, მაგრამ არ განიცდის და არ ზარალდება, ანუ წინა შემთხვევის A-სგან ამით განსხვავდება.
აბა თქვენ რას ფიქრობთ ....და კიდე B-ს რეაქციაზე რას იტყვით?
http://www.youtube.com/watch?v=_aeijcg6Umo
გრიფონი
ნუ რავიცი, ბატონი A გათავხედებული კაცია რადგან მწვანე შუქი აქ ანტებული თავის (პატრონებისგან) და ამიტომაც იქცევა ასეე, იცის რომ პასუხს მაინც არაფერზე
მოკითხავენ, და მეორე ასე შეიძლება იმიტომ მოიქვა რომ დებატებში ვერ არჯობა B-ს და ამიტომაც მოიქცა ასე ჩაშალა გაადაცემა
td.........
A კარგი აქტორია, ყველა სიტუაცია სადაც იმყოფება, იქცევა ხოლმე სცენად და ის თამაშობს. ალბათ ის გულწრფელი თითქმის არასდროს არ არის, თავის თავთანაც კი.smile.gif B-ს რაც შეეხება, ის ბევრად სუსტი ტიპია ფსიქოლოგიურად,ვიდრე A. ამიტომაც აყვა და ვერაფერი აზრიანი ვერ გააკეთა. A არაჩვეულებრივი მსახიობია. თანაც კარგად ფლობს თავს.
free man
საერთოდ , ემოციების მართვა როგორ შეიძლება, უემოციო ადამიანი იგივე რობოტია, შეიძლება მხოლოდ ჩვენი აფექტები შევამციროდ
old_man
free man
QUOTE
საერთოდ , ემოციების მართვა როგორ შეიძლება, უემოციო ადამიანი იგივე რობოტია, შეიძლება მხოლოდ ჩვენი აფექტები შევამციროდ

მშვენივრად შეიძლება..
ემოციების მართვით არა, ჩახშობით კი გახდები რობოტი...
ხოლო მათი მართვით (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების) შენი თავის ხელმწიფე გახდები
აბა დაფიქრდი, როცა სიბრაზე წამოგივა რამეზე ან ვინმეზე, სანამ შემოვა შენში და დაგეუფლება, მანამდე რომ დაინახავ, აღარ მოუშვებ (ან გაატარებ) და თუ ისწავლი მერე კარგად, აღარც გაგეკარება ახლოს...
და რას მიაღწევ ამით?
ნეგატიური ემოციებით გემღვრევა სული და ფუჭად კარგავ ენერგიას რომელიც სიყვარულს უნდა მოხმარებოდა

სიყვარულს რაც შეეხება, თუ ადამიანი განიცდის უპირობო, ყოვლისმომცველ სიყვარულს ანუ გულის ჩაკრა აქვს გახსნილი, მას არც ნეგატიურ ემოციებზე მუშაობა უნდა, იმიტომ რომ არც იცის რა ხილია, მას ყველა და ყველაფერი უყვარს...
old_man
ძაან საყურადღებო ლექციაა. ლაზარევი ნეგატიური ემოციების და მათი ზიანის შესახებ:
http://www.youtube.com/watch?v=_Vfk0upstAU
old_man
ეს თემა მინდა განვავითაროთ...
მოკლედ თუ გეზარებათ ნახვა, ლაზარევი აქ საუბრობს შემდეგ ყველაზე ნეგატიურ ემოციებზე: სიძულვილი (ненависть), წყენა(обида), განკითხვა(осуждение), ზიზღი?(презрение).
ყველაზე საშიშია თუ რამდენად ღრმად ჩადის ეს ემოციები სულშიო.
სიძულვილის დროს დიდი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა მაგრამ მალე გადის და სულში ღრმად არ აღწევს.
უფრო საშიშია ისეთი ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხშირად მეორდება, მაგალითად წყენა.
წყენაზე უფრო ნეაგატიური ეფექტი აქვს განკითხვას. ამით ქვეცნობიერად სხვა ადამიანს განადგურებას უსურვებ. მას სიძულვილთან შედარებით ნაკლები ენერგია მიაქვს, მაგრამ ხშირად მეორდება და ქვეცნობიერში ღრმად იბეჭდება. განკითხვაზე უფრო საშიშად მიიჩნევს რუსულად უფრო კარგად გამოხატავს презрение, რადგან ეს არისო თვითგანადგურების პროგრამა...
საბოლოო ჯამში ამ ემოციების ეფექტი აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ჩემთვის ძაან პრობლემაა წყენა და განკითხვა და ვგრძნობ ამ ემოციებით გამოწვეულ უარყოფით გავლენას ჩემს ცხოვრებაზე. დამკვირვებლობით სულ უფრო და უფრო მიმცირდება მაგრამ მაინც ვერ დამიძლევია ბოლომდე...ძველი წყენები რომ ამომიტივტივდება ვებრძვი და ვებრძვი. ვხედავ როგორ მიმღვრევს სულს russian_ru.gif
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?
tikoroma
old_man
ციტატა
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

დამანგრეველია ნამდვილად... მეც საკუთარი გამოცდილებით ვამბობ smile.gif
მეც ვებრძვი, მაგრამ ზოგჯერ სანამ დამკვირვებელი გამოჩნდება, უკვე საზიზღარი რამეები მაქვს ნათქვამი ან ჩადენილი dash2.gif
Qocho
ციტატა(old_man @ 19th February 2012 - 08:33 PM) *
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

თავიდან შეფასება '' თვითგანადგურების პროგრამა'' ცოტა გადამეტებულად მომეჩვენა, მაგრამ დავრწმუნდი რომ რეალობა მართლა ასეთია... თითოეული მათგანი, მართლაც კლავს...
სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი smile.gif
წყენის პრობლემა გადავლახე მაგრამ, აი მომენტალური შინაგანი გაბრაზება და უკმაყოფილება მთავარი პრობლემაა ჩემთვის, და ყოველთვის მაშინ ვუშვებ ამ შეცდომას როცა ფხიზელი არა ვარ.
(სმაილიკის შერჩევა მინდოდა, მაგრამ ფხიზელის და დამკვირვებლის შესაბამისი ვერ ავარჩიე. ეზოთერულ ფორუმს კი უნდა ქონდეს ერთი ესეთი biggrin.gif )

old_man
QUOTE
სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი

ჰო დამკვირვებლობა კარგი ეფექტური მეთოდია რაც მუშაობს, ნეგატიური ემოციების დასაძლევად.
სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება
ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ.
ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად.
ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ...sad.gif დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..
David27
old_man
QUOTE
უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
QUOTE
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..

კი, მასეა.. smile.gif
მართლაც რომ დამანგრეველი და დამამიწებელია ის პროცესები, რაზეც ზემოთ ისაუბრე..
tikoroma
old_man
ციტატა
სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება
ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ.
ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად.
ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..

მეც დავაკვირდი და შემშურებია იმ ადამიანების ბუნებრივები რომ არიან.. ბედნიერები არიან.
მეც ვატორმუზებ ხოლმე უარყოფით ემოციებს, მაგრამ უპირობო სიყვარულში კი არა საერთოდ სიყვარულშიც ვერ გადამიზრდია. რაკი სიძულვის ნაკლებად ვგრძნობ ეგეც დიდი წარმატება მგონია ჩემთვის..
გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან smile.gif და შედეგიც მქონდა smile.gif
X-Man
ემოციების მართვა შეიძლება ბრძოლით, გონებით, ნებელობით.
old_man
QUOTE
გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან და შედეგიც მქონდა

არ გამეცინება biggrin.gif მიცდია და მუშაობს ეგ პრაქტიკა..
ოლმეკს უწერია ნებისმიერ დროს სადაც გინდათ - ქუჩაში, ტრანსპორტში აკეთეთ, კი ვაკეთებდი და შედეგსაც ვხედავდ., ვგრძნობდი რომ ძაან დიდი დადებითი ვიბრაციული ძალა აქვს სიყვარულის გამომუშავებას და გაგზავნას... ბედნიერებით მავსებდა. მაგრამ აბა კონფლიქტურ სიტუაციებში სცადე, ეგაა ძნელია. თორემ უცხო ადამიანებს და მეგობრებს უგზავნე რამდენიც გინდა ))
მაგალითად...........აი...ვთქვათ სამსახურში კოლეგამ დაკარგა მნიშვნელოვანი საბუთი და დირექტორთან ურცხვად გაბრალებს შენ (მქონია ეგეთი შემთხვევა). შეიძლება ნეგატიური ემოციები გააკონტროლო, მაგრამ გაუგზავნი ასეთ ადამიანს სიყვარულს? შეძლებ? ჰოდა თუ გაუგზავნი იქნები მაგარი მაშინ biggrin.gif
გახდები ეგრევე მე-7 სიმკვრივის სული და შეწყვეტ დედამიწაზე ინკარნირებას lol.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.