Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტექნიკური დახმარება
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება > ფორუმი
Pages: 1, 2, 3, 4
Emigranti
სხვადასხვა თმებსა და დიკუსიებში ფორუმის წევრებს, ტექნიკური ხასიათის შეკითხვები უჩნდება ხომლე - როგორ კეთდება ესა თუ ის. ალაგ-ალაგ პასუხების გაცემას, გადავწყვიტე აქ მომეყარა მათთვის თავი. მგონი ფორუმის წევრებისთვისაც ესე უფრო მოსახერხებელი იქნება.
smile.gif
Emigranti
შეკითხვა: როგორ კეთდება იმის ფოტოსურათი, რაც ჩემს ეკრანზეა გამოსახული?

პასუხი:
I ვარიანტი
იმისათვის რომ გადავუღოთ სურათი ყველაფერს რასაც ეკრანზე ვხედავთ (დესქთოფის სურათის გადასაღებად ეს ვარიანტი ჯობია):



1. ვაჭერთ [printscreen] ღილაკს:



2. ვხსნით Paint-ს
3. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) შევდივართ Edit > Paste
4. თუ ედიტირება, ან რაიმე ტექსტის ჩასმა გვინდა გამოვიყენებთ Paint-ის ჩვეულებრივ ფუნქციებს, თუ არადა პირდაპირ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ
5. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) File > Save as... აქ ვარქმევთ სასურველ სახელს, აურჩევთ ადგილს სადაც გვინდა რომ ჩაწეროს (ისეთი ადგილი მიუთითეთ სადაც მერე ადვილად იპოვით) და ავირჩევთ ფორმატს (Jpeg ჯობია)


II ვარიანტი
იმისათვის რომ გადავუღოთ სურათი მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ ფანჯარას (ეს ვარიანტი უკეთესია როცა რომელიმე პროგრამაზე საუბრობთ):
1. ამისთვის ეს ფანჯარა უნდა იყოს წინა პლანზე და გააქტიურებული (უფრო ხასხასა ფერი რომ აქვს, და არა ის რომელიც მკრთალია). თუ გააქტიურებული არ არის ერთხელ დააკლიკეთ ზედ.
2. ვაჭერთ [ALT] ღილაკს და [printscreen] ღილაკს ერთდროულად
3. ვხსნით Paint-ს
4. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) შევდივართ Edit > Paste
5. თუ ედიტირება, ან რაიმე ტექსტის ჩასმა გვინდა გამოვიყენებთ Paint-ის ჩვეულებრივ ფუნქციებს, თუ არადა პირდაპირ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ
6. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) File > Save as... აქ ვარქმევთ სასურველ სახელს, აურჩევთ ადგილს სადაც გვინდა რომ ჩაწეროს (ისეთი ადგილი მიუთითეთ სადაც მერე ადვილად იპოვით) და ავირჩევთ ფორმატს (Jpeg ჯობია)
7. და ჩაწერილ სურათს, ექნება უკვე რაღაც ასეთი სახე:

Emigranti
შეკითხვა: როდესაც ფორუმზე ტექსტს ვწერ, რატომღაც latinuri asoebiT iwereba xolme. რატომ?

პასუხი: აქ ორი ვარიანტია, ან ფორუმში ინტეგრირებული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი გაქვთ გამორთული



(მის ჩასართველად თეთრ მართკუთკედში ჩააკლიკეთ),

ანდაც თქვენი ბრაუზერის JavaScript-ი გაქვთ გამორთული. რადგან ზემოთხსენებული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი JavaScript-ით მუშაობს, იგი ასეთ შემთხვევაში არ იფუნქციონირებს. ჩართეთ თქვენი ბრაუზერის JavaScript-ი და ისევ ამუშავდება.

ალტერნატიული ამონახსნი
მას ვისაც, გადამყვანის, თუ JavaScript-ის ჩასართველად, წამდაუწუმ, თავის მაუსის გამოყენება და რაღაცეების მოკლიკვა ეზარება, ვთავაზობ ასეთ ალტერნატივას:

დააინსტალირეთ ეს პროგრამა Georgian Language Keyboard Layouts Version 2.0 by Irakli Lomidze და ქართულ და ინგლისურ კლავიატურებს შორის გადართვას, უთაგვოდ, მხოლოდ კლავიშების, [ALT] და [Shift] დაჭერით შეძლებთ



თანაც ეს პროგრამა ყველგან მუშაობს - ნებისმიერ ფორუმზე, ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ვორდში, ექსელში, თითქმის ყველგან სადაც კი რამის დაწერა შეიძლება.

ამ პროგრამის ყველაზე დიდი პლიუსი კი ისაა, რომ ქართული ასოები "მიბმულია" ლათინური, QWERTY-კლავიატურის განლაგებასთან. ანუ როდესაც [Q]-ს დააჭერთ დაიწერება "ქ", როდესაც [J]-ს დაიწერება "ჯ" და ა.შ. ანუ მუშაობს ისევე როგორც ამ ფორუმისეული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი, ოღონდ ყველგან და თანაც ყოველგვარი JavaScript-ის გარეშე.

ინსტალიაციის გასამარტივებლად გთავაზობთ მინი-ინსტრუქციას Windows Vista-სთვის
(Windows XP-სთვისაც მგონი ანალოგიურად კეთდება, თუ არა და იმის ინსტრუქციასაც დავდებ):

1. გადმოწერეთ პროგრამა ზემოთმოყვანილი ლინკით.

2. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგ., სამუშაო მაგიდაზე "Desktop"), გახსენით არქივი და მიიღეთ - 1) ფაილი setup.exe და 2) დაფთარი KBD:



3. გაუშვით setup.exe ფაილი და დააწკაპუნეთ აქ: Georgian Unicode (English Layout):



წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი შეტყობინება:



4. დააწკაპუნეთ "Close"–ზე და დაასრულეთ ინსტალაცია.

თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, უკვე შეგიძლიათ გადართოთ ქართულ განლაგებაზე და წეროთ:



5. იმისათვის, რომ დაადგინოთ რომელი კლავიატურაა კონკრეტულ მომენტში ჩართული, შეხედეთ პატარა ოთხკუთხედ გრაფას, ქვემოთ, საათისა და თარიღის გამოსახულების მარცხნივ. იქ დაიწერება კლავიატურის ენის აღმნიშვნელი ორი ასო (თეთრად ლურჯ ფონზე).

შემდეგ ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
laugh.gif
მზეონა
მშვენიერი თემა დახსენი flowers.gif რაც მთავარია ძალიან საჭირო! wink.gif
Emigranti
შეკითხვა: როგორ დავურთო სურათები ჩემს პოსტს?

პასუხი:
ამისათვის თქვენი სურათი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) სურათების ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ სურათის ლინკს (მაგალითად ასეთს http://s53.radikal.ru/i142/1001/b6/26c0e4e74665.jpg ), რომელსაც ჩააკოპირებთ თქვენს პოსტში. შემდეგ მონიშნეთ ეს ლინკი და დააჭირეთ “Insert Image“-ს.




სია სურათების ჰოსტერებისა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთხსენებული მიზნით:

1. http://www.radikal.ru (ჩემი ფავორიტი)
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:
  • ფორმატის ოპტიმიზირება
  • ზომის შეცვლა
  • სუართზე წარწერის გაკეთება
  • ინტერნეტის სხვა გვერდიდან ატვირთვა
  • პრივიუს შექმნა და სხვა
  • რამდენიმე ფოტოსურათის ერთდროულად ატვირთვისა და რედაქტირების ფუნქცია ე.წ. Мультизагрузка
2. http://imageshack.us
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:
  • ზომის შეცვლა
  • პრივიუს შექმნა
  • არსებობს სხვაც, მაგრამ საჭიროა რეგისტრაცია, ან დამატებითი პროგრამა

3. http://tinypic.com
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 90 დღე, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები: ზომის შეცვლა

4. http://paintedover.com
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:
  • პრივიუს შექმნა
  • დამატებითი პროგრმა (esxtension) ცეცხლაკუდასთვის
5. http://xs.to
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:
  • სურათის რედაქტირება
  • ზომის შეცვლა
  • პრივიუს შექმნა
  • რამდენიმე სურათის ერთბაშად ატვირთვა
  • ინტერნეტის სხვა გვერდიდან ატვირთვა
  • იქვე ნახატების შექმნა და სხვა
დაწერეთ, თუ რომელიმე მათგანით უკმაყოფილო დარჩით და რატომ.
Kaspar Hausser
ციტატა(Emigranti @ Jan 18 2010, 02:01 PM) *
შეკითხვა: როგორ დავურთო სურათები ჩემს პოსტს?

პასუხი:
ამისათვის თქვენი სურათი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) სურათების ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ სურათის ლინკს (მაგალითად ასეთს http://s53.radikal.ru/i142/1001/b6/26c0e4e74665.jpg ), რომელსაც ჩააკოპირებთ თქვენს პოსტში. შემდეგ მონიშნეთ ეს ლინკი და დააჭირეთ “Insert Image“-ს.



ბევრი რომ არ იწვალოთ... როცა რადიკალ.რუ მოგცემთ ლინკს, შეგიძლიათ პირდაპირ მეორე დააკოპიროთ აქ.. smile.gif


Emigranti
Kaspar Hausser
Thanks! good.gif



ეგრეც გამოდის. უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ ზედ ეკლიკება და თუ დააკლიკებ radikal.ru-ზე გადაგახტუნებს.
Zet
Emigranti good.gif good.gif good.gif ძაან მაგარია..





სურათების ასატვირთი კიდე ერთი საიტი: www.photobucket.com
Emigranti
შეკითხვა: ფორუმის სხვა წევრს რაღაცა მინდა ვუთხრა ყურში. როგორ შემიძლია ამის გაკეთება?

პასუხი:
ამისთვის თქვენ უნდა გაუგზავნოთ მას პირადი შეტყობინება (ე.წ. PM). დააკლიკეთ მის სახელს და აირჩიეთ Send Message:





შეკითხვა: ფორუმის ერთ წევრს ხშირად ვუგზავნი ხოლმე პირად შეტყობინებებს. როგორ შემიძლია ეს უფრო მოხერხებულად ვაკეთო ხოლმე?

პასუხი:
1. დაამატეთ ეს წევრი თქვენს მეგობრად - დააკლიკეთ მის სახელს და აირჩიეთ Add as Friend



2. ამის შემდეგ როდესაც მისთვის პირადი შეტყობინების გაგზავნა დაგჭირდებათ, ფორუმზე მაღლა მარჯვნივ აირჩიეთ My Friends



3. მისი ნიკის (სახელის) მარცხნივ დააკლიკეთ Send this friend a PM ღილაკს

ირმა
Emigranti
მივესალმები ამ თემის გახსნას.
l_daisy.gif good.gif
Emigranti
შეკითხვა: მსურს სხვებს დიდი ზომის ფაილი მივაწოდო, როგორ შემიძლია ეს გავაკეთო?

პასუხი:
ამისთვის თქვენი ფაილი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) ფაილ-ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ ფაილის ლინკს (მაგალითად ასეთს http://bin.ge/file/75469/video.zip.html). ჩააკოპირეთ იგი თქვენს პოსტში.

სია ფაილ-ჰოსტერებისა, რომლებიც შეგიძლიათ ამ მიზნით გამოიყენოთ:

ქართული:
http://bin.ge
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 30
  • მაქსიმალური ზომა: 250 MB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა:1
  • დამატებითი ფუნქციები: არა
http://allshares.ge
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 25
  • მაქსიმალური ზომა: 3 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 5
  • დამატებითი ფუნქციები: ფაილების ძებნა და კატეგორიები
http://files.ge
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 18
  • მაქსიმალური ზომა: 2 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 2
  • დამატებითი ფუნქციები: არა
http://upload.ge
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 14
  • მაქსიმალური ზომა: 2 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 3
  • დამატებითი ფუნქციები: ატვირთვა FTP სერვერებიდან
უცხოური:
http://megaupload.com
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 21 (ყველასთვის), 90 (რეგისტრირებულთათვის)
  • მაქსიმალური ზომა: 1 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: რამდენიმე ფაილის ერთდროულად ატვირთვა
http://pl.hotfile.com
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 90
  • მაქსიმალური ზომა: 400 MB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: არა
http://filefactory.com
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 90
  • მაქსიმალური ზომა: 300 MB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: რამდენიმე ფაილის ერთდროულად ატვირთვა, სხვა ვებ-გვერდიდან გადაგზავნა
http://zshare.net
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 60
  • მაქსიმალური ზომა: 500 MB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: არა
http://depositfiles.com
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: 30
  • მაქსიმალური ზომა: 2 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: რამდენიმე ფაილის ერთდროულად ატვირთვა
http://nakido.com (კარგია, მაგრამ დამატებითი პროგრამის Nakido Flag-ის გადმოტვირთვას არ გირჩევთ, რადგან შეიძლება ვირუსები შემოუშვას)
  • მინ. შენახვის ვადა დღეებში: ---
  • მაქსიმალური ზომა: 2 GB
  • პარალელურ გადმოტვირთვათა რაოდენობა: 1
  • დამატებითი ფუნქციები: ფაილების ძებნა და კატეგორიები
http://rapidshare.com
არ გირჩევთ, რადგან აქედან ფაილის ჩამოტვირთვა მარტო 10-ჯერ შეიძლება

საინტერესო ალტერნატივა:
ფაილ-ჰოსტერების ძირითადი ნაკლი ისაა, რომ, თუ ფაილი დიდი ხნის მანძილზე არავინ გადმოტვირთა, იგი იშლება. ამ მხრივ უკეთესია ე.წ. ონლაინ-დისკები. მათზე განთავსებული ფაილები არასოდეს არ წაიშლება, თუ იქ იშვიათად მაინც შეიხედავთ ხოლმე. მაგრამ ამ დისკების გამოყენებისთვის რეგისტრაციაა საჭირო და მათი უმეტესობის ზომაც განსაზღვრულია. სტანდარტული მომსახუერობის პაკეტი უფასოა.

ყურადღება: არ გირჩევთ თქვენი ნამდვილი სახელით და გვარით რეგისტრაციას. ყველა ვინც თქვენგან ფაილს ჩამოტვირთავს, თქვენს პირად ინფორმაციასაც ნახავს. თუ ექაუნთი უკვე გაქვთ, ჯობია ახალი გახსნათ ფსევდონიმით.

რჩეული ონლაინ-დისკები:
http://DivShare.com (ჩემი ფავორიტი)
  • სტანდარტული პაკეტის ლინკი: http://www.divshare.com/signup?ref=menu_page
  • სერვერების მდებარეობა: ამერიკა
  • დისკის ზომა: 5 GB
  • ფაილის მაქს. ზომა: 200 MB
  • ფაილების სხვებზე გაცემისთვის: მოგცემთ ლინკს
  • ფაილები ატვირთვის მეთოდი: პროგრამის გარეშე, ან სპეც. პროგრამით
  • შენახვის ვადა, თუ აღარ შეხვედით: ---
http://www.MediaFire.com
  • სტანდარტული პაკეტის ლინკი: https://www.mediafire.com/register.php
  • სერვერების მდებარეობა: ამერიკა
  • დისკის ზომა: ---
  • ფაილის მაქს. ზომა: 200 MB
  • ფაილების სხვებზე გაცემისთვის: მოგცემთ ლინკს
  • ფაილები ატვირთვის მეთოდი: პროგრამის გარეშე
  • შენახვის ვადა, თუ აღარ შეხვედით: 60 დღე
http://MyDrive.ch
  • სტანდარტული პაკეტის ლინკი: https://www.mydrive.ch/signup
  • სერვერების მდებარეობა: შვეიცარია
  • დისკის ზომა: 2 GB
  • ფაილის მაქს. ზომა: 2GB
  • ფაილების სხვებზე გაცემისთვის: შექმნენით „Guest User“-ის ექაუნთი
  • ფაილები ატვირთვის მეთოდი: პროგრამის გარეშე, ან სპეც. პროგრამით
  • შენახვის ვადა, თუ აღარ შეხვედით: ---
http://SkyDrive.live.com (hotmail-ისგან)
  • სტანდარტული პაკეტის ლინკი: https://signup.live.com/signup.aspx?
  • სერვერების მდებარეობა: ამერიკა
  • დისკის ზომა: 25 GB
  • ფაილის მაქს. ზომა: 50 MB
  • ფაილების სხვებზე გაცემისთვის: გახადეთ ფაილი „public“
  • ფაილები ატვირთვის მეთოდი: პროგრამის გარეშე, ან სპეც. პროგრამით
  • შენახვის ვადა, თუ აღარ შეხვედით: 270 დღე
http://AllDrives.ge
ჯერჯერობით არ გირჩევთ. საცდელ (Beta) ფაზაშია და ბევრი რამ არ არის დასრულებული. გარდა ამისა ძალიან ნელა მუშაობს.

შენიშვნები:
1. --- ნიშნავს განუსაზღვრელს
2. თუ რომელიმე მათგანით (ჰოსტერით, თუ ონლაინ დისკით) უკმაყოფილო დარჩით, დატოვეთ კომენტარი.

© 2010 esoteric.ge
მზეონა
Emigranti მადლობა, ვიყენებ ამ დახმარებას! გაიხარე bigarmhug.gif l_sunny.gif
sentimennte
ერთ პოსტში როგორ სვავთ რამდენიმე ციტატას?? როცა ვინმეს პოსტზე ვაკეთებ reply-ს გასაგებია ავტომატურად ჯდება მარა, რამდენიმე ერთში?? ამიხსენით რაა
Emigranti
შეკითხვა:
როგორ ჩავსვა ერთ პოსტში რამდენიმე ციტატა?

პასუხი:
როდესაც "Reply"-ს დააჭერთ და საპასუხო ფორმა გაიხსნება, იქ ციტატა უკვე მონიშნულია, ანუ შემოსაზღვრულია "quote" კოდებით

CODE
[quote name='sentimennte' date='Feb 4 2010, 04:45 PM' post='27094'] ერთ პოსტში როგორ სვავთ რამდენიმე ციტატას?? როცა ვინმეს პოსტზე ვაკეთებ reply-ს გასაგებია ავტომატურად ჯდება მარა, რამდენიმე ერთში?? [/quote]

ამ კოდებს შორის რაცაა, შემდეგ ფორუმზე ციტატად გამოჩნდება. თუ პასუხისას ყველაფერს არ ეხებით, ამოშალეთ ამ კოდებს შორის მდებარე ტექსტის ზედმეტი ნაწილი. ოღონდ თვითონ კოდები და ოთხკუთხედი ფრჩხილები არ წაშალოთ.

იმისათვის, რომ დაამატოთ ამავე იუზერის სხვა ციტატაც:
1. ჩააკოპირეთ იგი თქვენს პასუხში შესაბამის ადგილას
2. მონიშნეთ
3. დააჭირეთ ღილაკს "Wrap in quote tags"


4. და მიიღებთ ასეთ შედეგს:

QUOTE
ამიხსენით რაა
sentimennte
ვაა აბა ვცდიიი ახლა გავაკეთებ დიდი მადლობააsmile.gif

QUOTE
4. და მიიღებთ ასეთ შედეგს


გავაკეთეეეsmile.gif გაიხარე და ძალიან დიიიდიიი მადლობაა smile.gif bigarmhug.gif
Emigranti
შეკითხვა: ფორუმში ინტეგრირებული ჩემი Messenger-ის Inbox-ი გაივსო, მაგრამ მესიჯები წასაშლელად მენანება. როგორ შემიძლია ისინი ჩემს კომპიუტერში შევინახო?

პასუხი:
1. Messenger-ის მენიუში (მარცხნივ) დააჭირეთ Archive Messages


2. შემოსული მესიჯებისთვის აირჩიეთ Inbox


3. ყველა პერიოდში შემოსულთათვის აირჩიეთ All


4. მაქსიმალური რაოდენობისთვის აირჩიეთ 50


5. თუ გინდათ, რომ შენახვის შემდეგ, მესიჯები Inbox-იდან ამოიშალნონ, აირჩიეთ Yes


6. სულ ქვედა გრაფაში აირჩიეთ HTML page


7. დააჭირეთ process-ს


ცოტა ხანში მოგივათ იმეილი, სადაც დართული იქნება HTML-ფაილი თქვენი მესიჯებით. ჩამოტვირთეთ იგი და ჩაწერეთ თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენი ბრაუზერით დაათვალიეროთ.
tikoroma
ფორუმს არ ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ... ვიდეოდან რაღაც მონაკვეთის ამოჭრა მინდა და მასწავლეთ რა რომელ პროგრამაში და როგორ? გთხოოოვთ.....
Atman
QUOTE(tikoroma @ 11th February 2010 - 01:20 AM) *
ფორუმს არ ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ... ვიდეოდან რაღაც მონაკვეთის ამოჭრა მინდა და მასწავლეთ რა რომელ პროგრამაში და როგორ? გთხოოოვთ.....


მე პირადად სამონტაჟო პროგრამას ვხმარობდი მაგისთვის (adobe premiere pro CS3). მაგრამ ძალიან კარგი და მარტივი პროგრამაა virtual dub.
tikoroma
Atman
გმადლობ ატმან. პრემიერი ადრეც მირჩიე, მაგრამ ეგ ძლიერი პროგრამაა, ჩემმა კომპმა გაჭედვა დაიწყო...მეორეს ვცდი ახლა
mata
ვაი,
არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარა... მერე წაშალეთ თუ გნებავთ

დღევანდელ პოსტებზე გუშინო მიწერს ეს ფორუმი... ზოგზე მიწერს დღევანდელს და რა ხდება?
Emigranti
ციტატა(mata @ Feb 17 2010, 08:07 PM) *
ვაი,
არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარა... მერე წაშალეთ თუ გნებავთ

დღევანდელ პოსტებზე გუშინო მიწერს ეს ფორუმი... ზოგზე მიწერს დღევანდელს და რა ხდება?

რა ვიცი, ჩემთან თითქოს ყველაფერი სწორედაა...
Emigranti
შეკითხვა: ფორუმში ინტეგრირებული ძებნის ფუნქცია არ მუშაობს გამართულად, კიდევ როგორ შეიძლება, რომ ამ ფორუმზე რაიმე მცნება მოიძებნოს?

პასუხი:
ამისთვის უმჯობესია გამოიყენოთ Google-ის სპეციფიური ძებნის ფუნქცია. აქ სიტყვა "მაგალითი" შეცვალეთ თქვენთვის სასურველი მცნებით:

esoteric.ge-ზე ძებნა Google-ით

თუ დააკლიკებთ Show options... შეგეძლებათ ნაპოვნის სორტირება დროის, ან ფორმატის მიხედვეთ. არის სხვა ფუნქციებიც.
Emigranti
QUOTE(Anna @ Feb 23 2010, 01:02 PM) *
Emigranti
... იცით რაა, ვორდის ფაილში მაქვს და აქ რომ ვაკოპირებ შრიფტი იცვლება sad.gif
ეგ პრობლემა მეც მქონია. ვორდში დავწერე რაღაც აკადნუსხ-შრიფტით ქართულად, აქ რომ ჩავაკოპირე ლათინურ შრიფტად გადაიქცა. ეტყობა ეს აკადნუსხ შრიფტი არაა კორექტული შრიფტი. ქართულად წერისთვის ჯობია აი ეს მეთოდი გამოიყენო --> ალტერნატიული ამონახსნი
Kaspar Hausser
ციტატა(Emigranti @ 23rd February 2010 - 04:43 PM) *
ორდში დავწერე რაღაც აკადნუსხ-შრიფტით ქართულად, აქ რომ ჩავაკოპირე ლათინურ შრიფტად გადაიქცა. ეტყობა ეს აკადნუსხ შრიფტი არაა კორექტული შრიფტი.



ნამდვილად.. smile.gif smile.gif

მე პირადად როცა ვორდიდან აქ რამეს ვაკოპირებ და ინგლისურად კოპირდება.. მონიშნული ტექსტი გადამაქვს აქ და გადამყავს ქართულში.. smile.gif
Emigranti
ეს http://convert.ge მართლაც კარგი რამე ჩანს.

მადლობა Kaspar Hausser-ს და Atman-ს
Anna
არც convert.ge-ზე გადაყავს, გადავირიე რაა... ისევ ხელით მომიწევს აკრეფა sad.gif

ბარემ აქვე ერთი ჩაინიკური კითხვა, სურათის ჩასმა რომ მინდა მთხოვს URL კოდს და საიდან მოვიტანო დესკტოპზე მყოფი ფოტოს კოდი ვერ ვხვდები...
Emigranti
QUOTE(Anna @ Feb 23 2010, 01:58 PM) *
ბარემ აქვე ერთი ჩაინიკური კითხვა, სურათის ჩასმა რომ მინდა მთხოვს URL კოდს და საიდან მოვიტანო დესკტოპზე მყოფი ფოტოს კოდი ვერ ვხვდები...
აი აქ არის ახსნილი
Anna
kiss1.gif kiss1.gif

Emigranti მადლობაააა smile.gif
Kaspar Hausser
ბიჯი I



ბიჯიII



ბიჯი III




მიიღებ ასეთ შედეგს.. smile.gif შემდეგ ქვემო ნაწილში მოთავსებულ უკვე ქართულ ტექსტს დააკოპირებ და დადებ სადაც გინდა.. smile.gif ის უკვე უნიკოდში იქნება და ყველგან ქართულად გამოჩნდება გამოჩნდება.. smile.gif

პატივისცემით
Anna
Kaspar გაიხარე... smile.gif l_daisy.gif

ზუსტად ეგრე გავაკეთე, მაგრამ თავიდან "საიდან სად"-ში მე ვუთითებდი შრიფტებს და ალბათ მაგიტომ არ მიკეთებდა... blush.gif blush.gif
Kaspar Hausser
ციტატა(Anna @ 23rd February 2010 - 05:20 PM) *
მაგრამ თავიდან "საიდან სად"-ში მე ვუთითებდი შრიფტებს და ალბათ მაგიტომ არ მიკეთებდა...



მაგათ რაც უფრო ნაკლებად ახლებ ხელს, მით ნაკლები პრობლემები შეგექმნება... biggrin.gif
mata
ერთი თემიდან მეორე თემაში პოსტი როგორ ჩავაკოპირო?

მადლობა წინასწარ
Kaspar Hausser
mata


გააჩნია როგორი ჩაკოპირება გინდა.. smile.gif

პირდაპირ პოსტის ტექსტი მონიშნე და Ctrl-C + Ctrl-V

mata
biggrin.gif უიიი ეგრე იოლია smile.gif არ ვიცოდი . ოკ smile.gif
mata
აააააააა მოიცა მოიცა ეგრე რად მინდა biggrin.gif
ეგ მარტო ტექსტი გამოვა. მე მინდა რომ გამოჩნდეს რომ ეს ციტატაა
Anna
QUOTE(mata @ Feb 25 2010, 06:29 PM) *
აააააააა მოიცა მოიცა ეგრე რად მინდა biggrin.gif
ეგ მარტო ტექსტი გამოვა. მე მინდა რომ გამოჩნდეს რომ ეს ციტატაა


Mata იმ პოსტის ქვევით რომლის ციტირებაც გინდა, არის ღილაკი "QUOTE", ხოდა მაგის საშუალებით.
მიეცემა ისეთი სახე როგორიც ეხლა მე გავაკეთე შენი პოსტით wink.gif
Anna
კი მრცხვენია, მაგრამ ავატარი როგორ დავაყენო იქნებ ამიხსნათ თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე biggrin.gif sweet.gif sweet.gif
გოგა
Anna

1.

2.
Emigranti
გოგა good.gif

P.S.: შეცდომა ჩავასწორე.
Anna
გოგა, Emigranti,

გაიხარეთ! kiss1.gif kiss1.gif

შედეგი სახეზეა sweet.gif wink.gif
mata
ფორუმში თემებს აი ასე მიჩვენებს და რა ვქნა, როგორ დავაბრუნო ჩვეულებრივ რეჟიმში


მიშველეთ რამე
Kaspar Hausser
mata

mata
Kaspar Hausser
მადლობა, გაიხარე smile.gif
Kaspar Hausser
mata


არაფერს. smile.gif მიხარია.. smile.gif opaa.gif
Anna
ხელახლა ავტვირთე 160X160 ზომით და ჯერ ისადაც საცოდავი ავატარი შეხედეთ რას დამიმსგავსა sad.gif
გოგა
ჯერ უნდა წაშალო ავატარი და მერე უდნა აატვრთო ხელახლა თორე პირდაპირ რო იგივე სურათს ტვირთავ იწელება ის პატარა ავატარი და ხარისხი ეკარგება...
მარა რა გინდა შენი ავატარი მშვენიერი ხარისხისაა smile.gif
გოგა
ჯერ უნდა წაშალო ავატარი და მერე უდნა აატვრთო ხელახლა თორე პირდაპირ რო იგივე სურათს ტვირთავ იწელება ის პატარა ავატარი და ხარისხი ეკარგება...
მარა რა გინდა შენი ავატარი მშვენიერი ხარისხისაა smile.gif
Anna
გოგა მადლობა, არაფერი შემიცვლია და ეხლა მეც ნორმალური ხარისხით მიჩვენებს, არ ვიცი თავიდან რა ჭირდა, ბუნდოვანი გამოსახულება იყო.

ისე ამ თემაში რეკორდს ვხსნი, მგონი ყველაზე მეტი კითხვა მე მაქვს biggrin.gif biggrin.gif
sbge
QUOTE(Anna @ May 5 2010, 09:16 PM) *
გოგა მადლობა, არაფერი შემიცვლია და ეხლა მეც ნორმალური ხარისხით მიჩვენებს, არ ვიცი თავიდან რა ჭირდა, ბუნდოვანი გამოსახულება იყო.

ისე ამ თემაში რეკორდს ვხსნი, მგონი ყველაზე მეტი კითხვა მე მაქვს biggrin.gif biggrin.gif

არ აქვს მნიშვნელობა, ძველ ავატარს წაშლი თუ პირდაპირ ახლით ჩაანაცვლებ.
შესაძლოა მაინც დამახინჯდეს (გაიწელოს ან შეიკუმშოს).
თუმცა, მხოლოდ თქვენთან ჩანს ასე.
ერთი ორო 'რეფრეში' უნდა ხოლმე და გასწორდება.
თუ ამანაც არ უშველა, საკუთარ პროფილში გადადით და იქ ნახეთ.
თუ შესამოწმებლად არ ტვირთავთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თავისით დაფორმატდება.
მაგ დროს სხვები მაინც რეალურს ხედავენ.
Anna
sbge wink.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.