Help - Search - Members - Calendar
Full Version: პასუხები შეკითხვებზე
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3
harvester
აქ დაწერეთ ვისაც რა შეკითხვები გაქვთ საკუთარ თავზე და უნარზე, რომელიც გაგაჩნიათ, მე დავიწყებ :

გარკვეული პერიოდის წინ დავაფიქსირე,რომ თუ დავძაბავ რაღაცას თავში ნიავი ჩერდება და ფოთლები აღარ მოძრაობენ, ვერ ხსნი ზუსტად უბრალოდ ესეა მიახლოებით
შემიძლია ვიგრძნო რას გრძნობს სხვა ადამიანი და ამ დროს ანუ როცა ვცდილობ კონცენტრაციას, კეფასთან მეღიტინება შიგნიდან რაღაც და კიდევ თუ დავძაბავ გონებას მეორე ადამიანი იმას აკეთებს რასაც ვფიქრობ ოღონდ მერე თავი მტკივდება ძალიან და თავბრუ მეხვევა ხოლმე, გუშინ ვცდილობდი და საშინლად ამტკივდა თავი, დღეს დილით თავბრუ მეხვეოდა და უკან კეფასთან ისევ ეგ შეგრძნება მქონდა
და ხელები სახესთან ახლოს რომ მიმაქვს სახეზე გეგონება რაღაც მაწვება
და კიდევ, ხშირად რაღაც მიგროვდება შიგნიდან და მაჟრიალებს მაგ დროს ძაან და გამოდის გარეთ ეგ "რაღაც"
მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ სხვაგან მოვხვდი და ამ პლანეტაზე არ არის ჩემი ადგილი

თუ ვინეს შეუძლია დაწვრილებით ამიხსნას რას ნიშნავს გამიხარდება და კიდევ თუ შეგიძლიათ სავარჯიშოები მითხრათ რომ უფრო განვავითარო, მადლობთ წინასწარ
Emigranti
QUOTE(harvester @ Jan 20 2010, 10:52 PM) *
თუ დავძაბავ გონებას მეორე ადამიანი იმას აკეთებს რასაც ვფიქრობ ოღონდ მერე თავი მტკივდება ძალიან და თავბრუ მეხვევა ხოლმე, გუშინ ვცდილობდი და საშინლად ამტკივდა თავი, დღეს დილით თავბრუ მეხვეოდა და უკან კეფასთან ისევ ეგ შეგრძნება მქონდა
რაც უფრო მაღალსულიერი და ნიჭიერია ადამიანი, მით უფრო მეტად აქვს მას (ცნობიერად თუ ქვეცნობიერად) სხვებზე ზემოქმედების უნარი. როდესაც ჩვენ ვზემოქმედებთ სხვა ადამიანებზე, ჩვენ ვერევით მათ თავისუფალ ნებაში, ანუ ჩვენს ნებას ვურევთ სამყაროს პროგრამაში, ღვთაებრივ ნებაში. როდესაც ვინმე ბოლომდე სუფთა არ არის, ეს ჩარევა არის ყოველთვის საკუთარი „ნაგავის“ შეტანა ამაში. ეხლა რა ხდება, რასაც გასცემ ყოველთვის შენია, ანუ ეს ყველაფერი ბრუნდება ისევ უკან და იწყება თვითგანადგურების პროგრამა. ძლიერი თავის ტკივიელები არის ყოველთვის თვითგანადგურების პროგრამის სიმპტომი.

QUOTE
და ხელები სახესთან ახლოს რომ მიმაქვს სახეზე გეგონება რაღაც მაწვება
და კიდევ, ხშირად რაღაც მიგროვდება შიგნიდან და მაჟრიალებს მაგ დროს ძაან და გამოდის გარეთ ეგ "რაღაც"
მუდმივად მაქვს შეგრძნება რომ სხვაგან მოვხვდი და ამ პლანეტაზე არ არის ჩემი ადგილი
შენ გავქს ნიჭი, ძლიერი ბიოველი, თუ ენერგია და ა.შ. ერთის მხრივ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მეორესმხრივ, ნიჭიც, ისევე როგორც ფული, არის სიმდიდრე. ცდუნება იმისა, რომ ფულზე დამოკიდებული გახდეს, ყოველთვის, უფრო მეტად აქვს იმას, ვისაც ფული ბევრი აქვს. ზუსტად ასევე, ნიჭზე დამოკიდებული უმეტესად ხდებიან ისინი, ვისაც ნიჭი ბევრი აქვს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, ადამიანმა ჯერ უნდა შეიქმნას სწორი პრიორიტეტების სისტემა.

QUOTE
თუ შეგიძლიათ სავარჯიშოები მითხრათ რომ უფრო განვავითარო
მე გირჩევდი, რომ ჯერ ჩამოიყალიბო სწორი მსოფლმხედველობა, ისწავლო სწორისა და არასწორის გარჩევა, დაალაგო პრიორიტეტები და მერე იფიქრო შესაძლებლობების, უნარების, ძალის, ნიჭის და ა.შ. ზრდაზე.

ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი აზრია ამ ეტაპზე. არავის ვახვევ თავს, უბრალოდ გამოვთქვი.
Andrea
მე ფიზიოთერაპიებზე დავდიოდი ადრე და დამემართა ესეთი რაღაც ანუ რომ მადებდნენ იმ რაღაც ნაჭერს რაშიც დენი გადიოდა ეგ აპარატი ეგრევე ითიშებოდა, სხვაზე ჩვეულებრივად მუშაობდა და ექიმი გაგიჟდა რა ხდებაო, იგივე კოსმეტოლოგთანაც დამემარტა და რამდენი ხანია აქ ვმუშაობ ესეთი რაღაც არ მინახავსო biggrin.gif ბიოველს დააბრალეს, მოკლედ საინტერესო რაღაცეები ხდება ხოლმე, ახსნას რაც შეეხება მაგაზე არ ვფიქრობ, საერთოდ ბევრი კითხვა ცუდია ქაოსს იწვევს, მგონი პირიქით მშვიდად უნდა იყო და ეცადო ისე დაალაგო ყველაფერი რომ არაფერი ზედმეტი არ გაწუხებდეს, რა საჭიროა კითხვები რომელზეც არ გაქვს პასუხები, ამ ყველაფერს რომ გადააბიჯებ აი მაშინ მიხვდები ყველაფერს.. აი სავარჯიშოებზე არასდროს არ მიფიქრია, თუნდაც იმიტომ რომ ვთვლი რომ ეგ ზედმეტია, ისე რაც უფრო მეტად ცდილობ მით უფრო არ გამოდის, ყველაფერს აქ თავისი დრო.. იყო პერიოდი როცა საერთოდ შევეშვი ყველაფერს, მერე კი თითონ მოვიდა smile.gif
რჩევას რაც ეხება, ჩემის აზრით არ გჭირდება შენ არანაირი ვარჯიშები, ძალით არ უნდა აკეთებდე მგონი თავისით უნდა მოხდეს ყველაფერი, ძალიან რო ცდილობ მგონი ცოტა სხვა ეფექტს იღებ, ვიმეორებ ყველას და ყველაფერს აქ თავისი დრო.. biggrin.gif მოსახდენი მოხდება, კი ზოგჯერ საჭიროა ხოლმე პატარა მიხმარება თუმცა ამ შემთხვევაში ეგ არ უნდა იყოს ძალა, აი ისე ძაან რო ცდილობენ ხოლმე რო წითლდებიან და ყურებიდან ბოლი გამოსდით biggrin.gif მოეშვი, ფიქრები დაალაგე, თუ დავძაბავო ხო გიწერია ხო და ეცადე აბა არ დაიძაბო გონებაც არ დაძაბო, გიცდია?
serafinapekkala
Andrea
QUOTE
ახსნას რაც შეეხება მაგაზე არ ვფიქრობ, საერთოდ ბევრი კითხვა ცუდია ქაოსს იწვევს, მგონი პირიქით მშვიდად უნდა იყო და ეცადო ისე დაალაგო ყველაფერი რომ არაფერი ზედმეტი არ გაწუხებდეს, რა საჭიროა კითხვები რომელზეც არ გაქვს პასუხები, ამ ყველაფერს რომ გადააბიჯებ აი მაშინ მიხვდები ყველაფერს.. აი სავარჯიშოებზე არასდროს არ მიფიქრია, თუნდაც იმიტომ რომ ვთვლი რომ ეგ ზედმეტია, ისე რაც უფრო მეტად ცდილობ მით უფრო არ გამოდის, ყველაფერს აქ თავისი დრო..


არ არის სწორი მიდგომა, განვითარება ნებისმიერ უნარს ჭირდება, მით უფრო კითხვის დასმა. კითხვის დასმა ძალიან რთულია და დაფიქრებას მოითხოვს. სწორედ დასმული ყოველი კითხვა საკუთარ თავში პასუხის ნაწილს აუცილებლად მოიცავს და არ არსებობს უპასუხო კითხვები smile.gif უბრალოდ შესაძლებელია პასუხის მოძებნა დროში გაიწელოს.
ვარჯიშს თუ დავუბრუნდებით - ეს აუცილებელია. კარგია, როდესაც უნარი თავსთავად არსებობს, ანუ - მოცემულობაში აქვს ადამიანს, მაგრამ თუ არ იმუშავე ამ უნარის განვითარებაზე, ის აუცილებლად დაკარგავს ინტენსივობას და შესაძლოა სულ დაჩლუნგდეს. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ - ადამიანს აქვს უნარი საკვები მიირთვას ჩანგლით, მაგრამ თუ ჩანგალს არასდროს მოიხმარს, საბოლოოდ ხელი გადაეჩვევა მის დაჭერას smile.gif
და რაც უფრო მეტად ცდილობ - თუ ეს მცდელობა სწორია - მით უფრო უკეთ გამოდის ყველაფერი smile.gif
Shou
harvester

მეც მქონდა ძლიერი თავის ტკივილები. როცა იწყებოდა სამი დღე არ ჩერდებოდა და არაფერი შველოდა მანამ სანამ მიზეზი არ დავადგინე. ანუ მიზეზი როგორც წესი ჩევენშია, ვთქვათ გარკვეულ ენერგიას არასწორად ვიყენებთ ან არასწორ გაადწყვეტილებებს ვიღებთ ან რომელიმე უჩვეულო უნარს დიდხანს და მონდომებით ვახშობთ. დღესაც, თავის ტკივილი ჩემთვის სიგნალია რომ რაღაც მეპარება, რაღაცას არასწორად ვაკეთებ ან არასწორ მიმართულებას ვირჩევ და მაშინვე ვუკვირდები და ვასწორებ. როგორც კი ვიპოვი ხოლმე თუ რა შემეშალა თავის ტკივილიც მაშინვე ჩერდება ყველანაირი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე. არ ვიცი, ამის მიხვედრა შენზე უკეთ არავის შეუძლია თუ კონკრეტულად რა არასწორი ქმედება თუ აზრი იწვევს ტკივილებს. ვარჯიში კი აუცილებლად საჭიროა მაგრამ არა კონკრეტულად უნარის განსავითარებლად არამედ შინაგანი წონასწორობის აღსადგენად.

welcomeani.gif
Zet
harvester
თუ ბიჭი ხარ გიპნოზიორი გახდი და თუ გოგო ხარ მედიუმი smile.gif
ირმა
harvester
QUOTE(harvester @ 21st January 2010 - 02:52 AM) *
ხელები სახესთან ახლოს რომ მიმაქვს სახეზე გეგონება რაღაც მაწვება

ეს 100% დიდი ბიოველიაsmile.gif
welcomeani.gif


Andrea
serafinapekkala
smile.gif))ეგ ყველაფერი პირადი გამოცდილებაა, ვიცნობ ადამიანებს ვინც მიახლოებით მასე მოიქცა, ანუ რას ვიძახი რომ ზოგს ჭირდება ვარჯიშებიც, შეკითხვების დასმას პასუხებიც და ყველაფერი, ზოგს კი არაფერი არ ჭირდება, პირიქით ცდილობს გვერდი აუაროს ამ ყველაფერს, მაგრამ შედეგამდე მაინც მიდის, და გამოდის რომ ერთნაირ დონემდე ადიან ოღონდ ერთს მეტი შრომა დაჭირდა, მეორეს ნაკლები. აზრს არ ვახვევ უბრალოდ მინდა იყოს ბევრი სხვადასხვა პოზიცია, არჩევანი უნდა არსებოვდეს, მაგრამ მაინც ისე უნდა მოიქცეს როგორც მოუვა სხვისი არ ვარგა არაფერი smile.gif ნუ ეგ ჩემი პოზიციაა, კი განვითარება ჭირდება გეთანხმები, მაგრამ გააჩნია ფორმას, ანუ როგორ და რა გზებით გაანვითარებ. დროში გაწელვას რაც ეხება ხო მაგას ჭირდება მონდომება და ნებისყოფა, ზოგს მოგეხსენება მაგდენი არ შეუძლია და იჭრებიან, ვის აქ გარანტია რაღაცას რომ დაიწყებს და ბოლომდე რომ მივა? პირველ რიგში ეჭვების გარეშე უნდა მოწმედებდეს მაშინ და ძალიან დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, რასაც ვერ ვიტყვი ამ ადამიანზე, საქმე მის დასმულ კითხვაში კი არაა, ზოგადად თემას რომ გადახედო უკვე ჩანს რისთვის არის ეგ ადამიანი მზად ამ ეტაპზე და რისთვის არა. მართალია ჩემზე ვწერდი თუმცა სიტყვებს არ ვუშკი ხოლმე სადაც უნდათ იქაც წასულან biggrin.gif
Andrea
აქვე დავამატებ
QUOTE
არ არის სწორი მიდგომა

ამას ვინ წყვიტავს? კონკრეტულად შენ კი არ გეკითხები ზოგადად განვიხილავ, აი ხშირად წერენ ხშირად მხვდება თვალში მასეთი ტიპის წინადადებები და იცით სულ მაინტერესებს ვინ წყვიტავს ასეთ რამეებს, მგონი ზოგჯერ უბრალოდ სიტყვის მასალად იყენებენ და არ უფიქრდებიან მნიშვნელობას, ეხლა მე რომ ეგ დავწერო ანუ კაი დავწერე და რა ვქენი მაგით? ხაზი გადავუსვი სხვის პოზიციებს, იგივეა ფაქტიურად სხვისი დაწერილი წიგნი რომ დავწვა ხო და ვთქვა რომ არ ვარგა არასწორია. იცით ბავშვობაში თუნდაც წიგნის ან რავიცი ფილმის აზრს რომ ვერ ვგებულობდი ვფიქრობდი რომ ნაგავია და არ ვარგა, მერე კი რადიკალურად შევცვალე პოზიცია და სხვა კუთხით შევხედე, ანუ მე რაღაც რომ არ მესმის გამოდის რომ ვერ ჩავწდი თუნდაც იმ მწერალს ანუ ვერ გავუგე და ვცდილობდი გამეგო ვცდილობდი დამენახა რაღაცეები მაგის თვალით და მაგით ბევრი რაღაც ვისწავლე. ხომ გესმით ხოლმე ურთიერთობაში თუნდაც რომ იძახიან მე ამას ვერ ვუგებ, იმიტომ ვერ უგებენ რომ არ ითვალისწინებენ მაგის ცხოვრებისეულ ამა თუ იმ პოზიციას ან საერთოდ თვალთახედვას, ხო და მაგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შეძვრეთ მაგ ადამიანის თავში ან უბრალოდ შეხედეთ ცოტა ხნით ცხოვრებას მაგის თვალებით, მაგასაც გაუგებთ და სხვის პოზიციებსაც მიეჩვევით, გარჩევაც ნაკლები იქნება ეგ სწორია და ეს არა ეს კარგია ის ცუდი ვაიმეე გამაჩერეთ რამდენს ვწერ biggrin.gif
serafinapekkala
Andrea

"არაფერი არ ჭირდება" - ყველა თავისთვის წყვეტს, საბოლოოდ, ჭირდება თუ არა, უბრალოდ ეს"გამოცდილება" სხვასაც აქვს smile.gif და მიუხედავად იმის, რომ თავზე არავის ვახვევ, ზუსტად ვიცი, რომ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე შეუძლებელია განვითარება smile.gif თუმცა ჩავთვალოთ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შეგვიძლია აქვე დავხუროთ თემა smile.gif

რაც შეეხება "ვინ წყვეტს" - გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ყოველთვის არსებობს ობიექტურად "სწორი მიდგომა" თუნდაც ეს განმარტება პირობითი იყოს smile.gif ადამიანი ვითარდეა რამდენიმე პლანზე - უხეშად რომ ვთქვათ და თუ კი ფიზიკურ პლანზე რაიმე უარის განვითარეას და დახვეწას ჭირდება "პრაქტიკა", მაშინ რანაირად შეიძლება სულიერ პლნზე განვითარებას არ ჭირდებოდეს იგივე პრაქტიკა? თუ სულიერი სამყარო იმაზე უფრო მარტივია ვიდრე ფიზიკური? smile.gif თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ყველა თავისით ირჩევს რა გზით იაროს smile.gif
harvester
Zet
გოგო და ჰიპნოზიორი ვერა? smile.gif)
harvester
QUOTE(Andrea @ 21st January 2010 - 10:10 PM) *
ზოგადად თემას რომ გადახედო უკვე ჩანს რისთვის არის ეგ ადამიანი მზად ამ ეტაპზე და რისთვის არა

ეგრე გგონია? smile.gif))))
Andrea
ხო აბა სხვანაირად რო მეგონოს სხვანაირად დავწერდი biggrin.gif
harvester
სხვა ინდიგოები არ ჩანან ამ ფორუმზე ?
moonbayer
harvester
ise bichi mgonixar ratomgac sad.gif ramdenis xar? 16? 17? biggrin.gif kaia ganvitareba. exla koncentraciis unaris amagleba ginda. rom mere kargad sheiswavlo. araferi iseti sheswavla magas ar chirdeba da kide trenerebi biggrin.gif maswavlebeli tviton shegxvdeba.
am sizmrebma ise damachlunga rom exla yvelafers survilit,fiqrit, da rwmenit vsazgvrav. xoda imas getyvi ro survilit,fiqrit da rwmenit aseve cota kargi fantaziis unarit mag shen zalas magrad daanavrotkeb biggrin.gif eh erti me ver movuxerxe am dirkas tvalebshua veraferi rashi mchirdeba ar vici biggrin.gif ui xo mainc mgonia ro 16 17 is xar da vcdebi? harvester ras nishnavs? ise matematikas kargad swavlob? echvi mepareba ratomgac biggrin.gif xshirad akete matematika dagexmareba koncentraciiss amaglebashi.mec indigo var biggrin.gif ramdeni davwere am 3 saatze . ehh wavedi davizino.
jgvenza
QUOTE(Andrea @ 21st January 2010 - 10:10 PM) *
ზოგს ჭირდება ვარჯიშებიც, შეკითხვების დასმას პასუხებიც და ყველაფერი, ზოგს კი არაფერი არ ჭირდება, პირიქით ცდილობს გვერდი აუაროს ამ ყველაფერს, მაგრამ შედეგამდე მაინც მიდის

ყველაფერშია ესე-აღმოსავლურ ფილოსოფიაშიც, ზოგი დღედაღამ თავდაუზოგავი შრომით, ფიზიკური ვარჯიშებით მიდის რაღაც მიზნამდე, ზოგი კი უბრალოდ ჯდება, და ცდილობს სრულ მდუმარებაში მიაღწიოს გასხივოსნებას.. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეა..
jgvenza
ხალხნო ერთი კითხვა მაქვს-არ ეხება გამოცდილებებსა და ნიჭებს.. ეგებ ვინმემ მიპასუხოთ. რაღც დროა სულ ვგრძნობ რაღაცას მარცხენა ყურთან. ანუ ფიზიკურად არაფერი არაა რათქმაუნდა, არც მტკივა რამე, არც წინაპირობა არ იყო საამისო. აი შეგრძნებაა თითქოს ნაუშნიკი გიკეთია, დაახლოებით ასეთი, უფრო ზუსტად ვერ ვხსნი..სმენა ჩვეულებრივი მაქვს ანუ არაფერზე არ მოქმედებს ეს გარდა იმისა რომ რარაცას ვგრძნობ და ცოტა დისკომფორტს მიქმნის, რადგან ვერ ვარკვევ რა არის..
Emigranti
QUOTE(jgvenza @ Jan 23 2010, 01:52 PM) *
ხალხნო ერთი კითხვა მაქვს-არ ეხება გამოცდილებებსა და ნიჭებს.. ეგებ ვინმემ მიპასუხოთ. რაღც დროა სულ ვგრძნობ რაღაცას მარცხენა ყურთან. ანუ ფიზიკურად არაფერი არაა რათქმაუნდა, არც მტკივა რამე, არც წინაპირობა არ იყო საამისო. აი შეგრძნებაა თითქოს ნაუშნიკი გიკეთია, დაახლოებით ასეთი, უფრო ზუსტად ვერ ვხსნი..სმენა ჩვეულებრივი მაქვს ანუ არაფერზე არ მოქმედებს ეს გარდა იმისა რომ რარაცას ვგრძნობ და ცოტა დისკომფორტს მიქმნის, რადგან ვერ ვარკვევ რა არის..
დროის დაკარგვები გაქ? აი დაახლოებით ასეთი http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...ost&p=21696
jgvenza
Emigranti
არა დროის დაკარგვები და და ამდაგვარი რაღაცეები არ მაქვს. უბრალოდ ზოგჯერ მაქვს დროის გაცერების შეგრძნება. ანუ გარშემო კი ყველაფერი მიმდინარეობს ჩვეულებრივ, მაგრამ მე ამ დროს გაჩერებულ დროში ვიმყოფები , ვერ ვხსნი..
Emigranti
QUOTE(jgvenza @ Jan 23 2010, 04:43 PM) *
Emigranti
არა დროის დაკარგვები და და ამდაგვარი რაღაცეები არ მაქვს. უბრალოდ ზოგჯერ მაქვს დროის გაცერების შეგრძნება. ანუ გარშემო კი ყველაფერი მიმდინარეობს ჩვეულებრივ, მაგრამ მე ამ დროს გაჩერებულ დროში ვიმყოფები , ვერ ვხსნი..
სიზმრები როგორი გაქ? უცნაური სიზმრები გაქ? არა მაინცდამაინც ფანტასტიკური ჟანრის, არამედ ისეთი, რომელმაც მეტად გაგაკვირვა, თუმცა შიგ შეიძლება ერთი შეხედვით არც არაფერი ზღაპრული არ მომხდარა. huh.gif
jgvenza
Emigranti
სიზმრები ბავშვობიდან ჩემი მეორე ცხოვრებაა, ანუ მეორე(თუ პირველი)რეალობა. რასაც იქ ვხედავ ხშიურად გაფრთხილებაა, ხშირად ის რაც ბევრი დროის შემდეგ ხდება და მახსენდება, ზოგჯერ სიტუაცია რომელიც ახლო მომავალში მელოდება ან პასუხი რაიმეზე.. სხვა შემთხვევაში უბრალოდ რეალობაა, მაგრამ სიზმრისეული.
პირველი ახდენილი სიზმარი 5 თუ 6 წლის ასაკში მახსენდება.. არარ მოვყვები რა იყო, მაგრამ გაღვიძებიდან 1 საათში ახდა. მოკლედ სიზმრები მიყვარს. შეიძლება 5 წუთით ჩამთვლიმოს და მაინც იქ ვარ!
Emigranti
QUOTE(jgvenza @ Jan 23 2010, 05:02 PM) *
Emigranti
სიზმრები ბავშვობიდან ჩემი მეორე ცხოვრებაა, ანუ მეორე(თუ პირველი)რეალობა. რასაც იქ ვხედავ ხშიურად გაფრთხილებაა, ხშირად ის რაც ბევრი დროის შემდეგ ხდება და მახსენდება, ზოგჯერ სიტუაცია რომელიც ახლო მომავალში მელოდება ან პასუხი რაიმეზე.. სხვა შემთხვევაში უბრალოდ რეალობაა, მაგრამ სიზმრისეული.
პირველი ახდენილი სიზმარი 5 თუ 6 წლის ასაკში მახსენდება.. არარ მოვყვები რა იყო, მაგრამ გაღვიძებიდან 1 საათში ახდა. მოკლედ სიზმრები მიყვარს. შეიძლება 5 წუთით ჩამთვლიმოს და მაინც იქ ვარ!
biggrin.gif ოო, მაშინ სწორი ფორუმი შეგირჩევია. შენ და მაგალითად moonbayer-ი, ან Simulated ალბათ კარგად გაუგებთ ერთმანეთს.
jgvenza
QUOTE(Emigranti @ 23rd January 2010 - 08:09 PM) *
ოო, მაშინ სწორი ფორუმი შეგირჩევია

სიზმარების ფორუმია? biggrin.gif biggrin.gif huh.gif
QUOTE(Emigranti @ 23rd January 2010 - 08:09 PM) *
შენ და მაგალითად moonbayer-ი, ან Simulated ალბათ კარგად გაუგებთ ერთმანეთს.


არ ვიცი, ახალი ვარ აქ, თუმცა გაგებით ყოველთვის ყველას კარგად ვუგებ, უბრალოდ ყოველთვის ყველაფერს არ ვღებულობ და ვიზიარებ! wink.gif
jgvenza
ესეიგი ჩემ კითხვაზე პასუხი არავის აქვს.. ოკ..
harvester
moonbayer
კი, უმაღლეს მათემატიკას biggrin.gif მიახლოებით მოარტყი, 18 წლის ვარ biggrin.gif ვისწავლესავით კონცენტრაცია , ამ ეტაპზე ასტრალში გასვლას ვცდილობ წარმატებით biggrin.gif გიცდია ?
jgvenza
"Ушёл в астрал , буду нескоро.."
moonbayer
harvester
ki, micdia. da namyofic var. ogond alkgoholur sasmelebis sma da xorcis chama rom daviwye aqtiurad. exla vegar vdundebi rac adre 2 wutshi vaketebdi exla 40 mchirdeba smile.gif
xoda momiwevs purze da wyalze dajdoma male biggrin.gif ise lamazi gogo davinaxe imedia ar vcdebi biggrin.gif
imedia zalian ar giyvars alkoholuri sasmelebi biggrin.gif gasvlis teqnika rogori gaqvs?
harvester
moonbayer
მიყვარს და ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა biggrin.gif კარგად თუ დავლიე მერე რამდენიმე დღე მჭირდება რომ შევძლო კონტროლი და ეხლა ვცდილობ აღარ დავლიო, ლუდსაც ნაკლებად ვსვამ ხოლმე
ბნელ ოთახში და სიწყნარეში 2-3 წუთი მჭირდება რომ მოვდუნდე ბოლომდე, თან წვიმის ხმის მოსმენა მეხმარება, ტვინს ვთიშავ რომ არაფერზე არ ვიფიქრო და სუნთქვა ნელდება თავისით, მერე თავბრუ მეხვევა ოღონდ სასიამოვნო შეგრძნებაა და ცოტა ხნის მერე სიმსუბუქის შეგრძნება მიჩნდება
დაახლოებით ესე
შენ ?
moonbayer
harvester
simsubuqis shegrzneba gichndeba da vsio gadixar sxeulidan? ra advilad gadixar biggrin.gif me iset shegrznebamde mivdivar ra gegoneba ro vardebi da tavisufal vardnashi xar maqidan cota xanis mere gadixar sxeulidan biggrin.gif xo magram me ki teqnikas ufro swored ramodenimejer gavakete. magram araferi gamomivida anu bolo momentamde mivedi magram ar gamovida biggrin.gif cota mugamis dachera unda. samagierod sizmridan var gasuli spontanurad bevrjer.
exla chavujdebi zalian male wyalze da purze davjdebi da vivarjisheb gasvlaze. ise astrali da sxeulidan gasvla sxvadasxva ramea. sxeulidan gasvlis mere unda gadaxvide astralshi. tore ise marto sxeulidan gasvla gamogiva da ivli aqet iqit shen otaxshi an sxvadasxva adgilebshi.
mec zalian miyvars daleva da magito davisaje da vegar gavdivar facecontrol maqvs biggrin.gif
harvester
moonbayer
ახალ წელს ვიგრძენი რომ აღარ უნდა დამელია მეტი, დავჩლუნგდი რასაც ქვია biggrin.gif
ასტრალზე რატომღაც ყოველთვის ღამით ვჩალიჩობ, დღისით მიჭირს უფრო მოდუნება
moonbayer
harvester
xo gamit jobia chalichi. mere gadixar sxeulidan?
Simulated
მე აბა ისე მიყვარს სასმელი მაგის დანებების შანსი არ მაქ ))) მშვიდობით ასტრალო biggrin.gifbiggrin.gif
harvester
moonbayer
ჯერ-ჯერობით ასტრალში ვერა, 1 კვირაა დავიწყე დამუღამება smile.gif
moonbayer
harvester
magaria cota xanshi gaxval sxeulidan smile.gif
pirvelad roca vivarjishe teqnikaze araferi gamomivida. dasaveneblad avdeqi da davweqi davizineb tqo rom gavigvize chemi sxeulidan ert 30 santimetrit viyavi gasuli biggrin.gif
Emigranti
აქ ძაან ოფტოპიკი რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ ასტრალზე საუბარი აქ განვაგრძოთ http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=613, ეს თემა სწორედ ასეთ საკითხებს ეხება. wink.gif
Alpha
ციტატა(Emigranti @ Jan 21 2010, 04:34 AM) *
რაც უფრო მაღალსულიერი და ნიჭიერია ადამიანი, მით უფრო მეტად აქვს მას (ცნობიერად თუ ქვეცნობიერად) სხვებზე ზემოქმედების უნარი. როდესაც ჩვენ ვზემოქმედებთ სხვა ადამიანებზე, ჩვენ ვერევით მათ თავისუფალ ნებაში, ანუ ჩვენს ნებას ვურევთ სამყაროს პროგრამაში, ღვთაებრივ ნებაში. როდესაც ვინმე ბოლომდე სუფთა არ არის, ეს ჩარევა არის ყოველთვის საკუთარი „ნაგავის“ შეტანა ამაში. ეხლა რა ხდება, რასაც გასცემ ყოველთვის შენია, ანუ ეს ყველაფერი ბრუნდება ისევ უკან და იწყება თვითგანადგურების პროგრამა. ძლიერი თავის ტკივიელები არის ყოველთვის თვითგანადგურების პროგრამის სიმპტომი.

შენ გავქს ნიჭი, ძლიერი ბიოველი, თუ ენერგია და ა.შ. ერთის მხრივ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და მეორესმხრივ, ნიჭიც, ისევე როგორც ფული, არის სიმდიდრე. ცდუნება იმისა, რომ ფულზე დამოკიდებული გახდეს, ყოველთვის, უფრო მეტად აქვს იმას, ვისაც ფული ბევრი აქვს. ზუსტად ასევე, ნიჭზე დამოკიდებული უმეტესად ხდებიან ისინი, ვისაც ნიჭი ბევრი აქვს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, ადამიანმა ჯერ უნდა შეიქმნას სწორი პრიორიტეტების სისტემა.

მე გირჩევდი, რომ ჯერ ჩამოიყალიბო სწორი მსოფლმხედველობა, ისწავლო სწორისა და არასწორის გარჩევა, დაალაგო პრიორიტეტები და მერე იფიქრო შესაძლებლობების, უნარების, ძალის, ნიჭის და ა.შ. ზრდაზე.

ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი აზრია ამ ეტაპზე. არავის ვახვევ თავს, უბრალოდ გამოვთქვი.

კაი პასუხი იყო
ხელს ვაწერ )
miriani1987
jgvenza
QUOTE(moonbayer @ 25th January 2010 - 08:10 PM) *
ert 30 santimetrit viyavi gasuli

moonbayer
მე კაი ნახევარი მეტრით ვიყავი როცა სიზმრიდან ვცდილობდი ტავი გამომეყვანა და ძლივს გავახილე თვალი და დავუბრუნდი ჩემს სხეულს
harvester
დამავიწყდა დასაწყისში დამეწერა smile.gif როდესაც რამე მტკივა, ხელს თუ დავიდებ ჩერდება რამდენიმე წუთში
miriani1987
jgvenza
ანუ სულ ხედავ??????????
irma
Just_Cuz_01.gif
ციტატა(harvester @ Jan 22 2010, 12:27 AM) *
Zet
გოგო და ჰიპნოზიორი ვერა? smile.gif)

Just_Cuz_01.gif თუ ქალი ხარ ესეიგი უკვე ხარ ჰიპნოზიორი Just_Cuz_01.gif აწი მედიუმი უნდა გახდე Just_Cuz_01.gif მაგის თქმა უნდოდა მემგონი....
miriani1987
კარგი იყო
harvester
irma
vitom? mail1.gif
irma
jadoqar.gif
ციტატა(harvester @ Feb 3 2010, 05:40 PM) *
irma
vitom? mail1.gif

კი, კი ჰიპნოზიორები ვართ hellllo.gif
keanu
იცი ვფიქრობ რომ შენ თუ სხვა ადამიანის ქვეცნობიერზე ზემოქმედებ შენ ეწინააღმდეგები მის ნებას იჭრები სრულიად განსხვავებული ადამიანის ტვინში შენი ტვინი კი იმის ტვინს მტრად აღიქვამს ქვეცნობიერი ვერ ხვდება რას აკეთებს შენი ცნობიერი და ებრძვის სხვა ადამიანის ტვინს და ხდება შენს თავში ორი განსხვავებული ენერგიის შეჯახება რომელიც თავს გატკიებს და თავბრუს გახვევს. სავარჯიშოები ნაღდად არ ვიცი მარა ჩემი აზრით შენ მარტო მაშინ მოახერხებ შენი ძალების მართვას როცა ეს საჭირო იქნება და არა მაშინ როდესაც შენ მათ გამოცდას გადაწყვეტ =)...
jgvenza
miriani1987
QUOTE(miriani1987 @ 3rd February 2010 - 01:34 AM) *
jgvenza
ანუ სულ ხედავ??????????

სიზმრებს? კი სულ ვხედავ..
harvester
keanu
კი ვიცი smile.gif თან თავის ტკივილთან ერთად საშინლად ვიღლები როდესაც სხვის ტვინში "ვძვრები" biggrin.gif ამას წინათ ვცადე და ფეხზე ძლივს ავდექი, ისეთი დაღლილი ვიყავი გეგონებოდა 2 დღე მარბენინეს
mata
აურის დანახვას ვცდილობდი ჩემი ჭკუით და გადავწყვიტე სარკეში მეცადა..... ხოდა
ცოტა ხანში აურა კი არა ..... სულ ვერაფერი დავინახე... გამოსახულება გაფერმკრთალდა... ჯერ სახე წამეშალა, მერე ნელ ნელა რო ვაკვირდებოდი... ირგვლივ ყველაფერს ასე მოსდიოდა.... ქრებოდასავით... და შემეშინდა და შევწყვიტე.... არადა მაგარი კი იყო
ჩემ ძმას ვუთხარი და .... და ეჰ....... (სახეზე ეწერა: რა სულელები ხართ ეს გოგოები)

ფორუმელებო თქვენ ხომ არ გეცნობათ ეს სიტუაცია, ან რამე თუ იცოდეთ მითხარით
keanu
QUOTE(harvester @ Feb 9 2010, 03:09 AM) *
keanu
კი ვიცი smile.gif თან თავის ტკივილთან ერთად საშინლად ვიღლები როდესაც სხვის ტვინში "ვძვრები" biggrin.gif ამას წინათ ვცადე და ფეხზე ძლივს ავდექი, ისეთი დაღლილი ვიყავი გეგონებოდა 2 დღე მარბენინეს


სხვის ტვინში ჩაძრომა და კონტროლი მხოლოდ იმას შეუძლია ვინც თავის ქვეცნობიერს აკონტროლებს.შენი ქვეცნობიერი კი სხვის ტვინს მტრად აღიქვამს და შენს ტვინს აძლევს თავდაცვის სიგნალს მტრისაგან და ეს თავდაცვის სიგნალია ზუსტად ეგ თავის ტკივილი და დაღლილობა.ასე რომ ჯერ უნდა შეეცადო შენი ქვეცნობიერი გააკონტროლო იმისათვის რომ შენი ტვინი არ "დაიბნეს"და ისევ თავის ტკივილი და დაღლილობა არ დაგეწყოს.თუ შენი ძალების გამოყენება გინდა და ვარჯიში გადაწყვიტე ყველაზე კარგი ვარჯიში იქნება რომ გახდე შენს თავში დარწმუნებული ადამიანი და რასაც დაისახავ ქვეცნობიერის დონეზე აკონტროლო.ეს ალბათ მედიტაციით მიიღწევა არ ვიცი ზუსტად მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვები. ნამდვილი ამბავია!!!

ერთი მოხუციკაცი იყო ლოგინად ჩაწოლილი რომელიც ათი წელი არ განძრეულიყო ლოგინიდან.მერე ამ მოხუცის სახლს მოეკიდა ცეცხლი და არავინ იყო რო მოხუცისთვის ეშველათ და დაინახეს რომ ეს მოხუცი თვითონ გამოვიდა სახლიდან თავისი ფეხით!!!გაგიჟებულმა ხალხმა კითხა:ათი წელიწადი არ განძრეულხარ და ეს როგორ მოახერხეო? huh.gif ეს რო უთხრეს ეგრევე ჩაიკეცა მუხლებში და ისევ ვეღარ ინძრეოდა...კაროჩე ამ კაცს იმდენად შეეშინდა ცოცხლად დაწვის რომ ქვეცნობიერის დონეზე მოახერხა რომ ამდგარიყო და თავისი სახლიდან გაქცეულიყო და მერე რო უთხრეს როგორ გაიარეო ცნობიერი ეგრევე აზრზე მოუვიდა დაჯაბნა ქვეცნობიერი და ისევ დაავიწყდა სიარული.

ქვეცნობიერზე კონტროლი თუ გაქ დაწესებული შეუძლებელი არაფერია!!!!!!!
sopo
ვინ არის ხალხო ჰარვესტერი? biggrin.gif
moonbayer
sopo
კითხვა უკეთესი: ვინ ხარ შენ? rolleyes.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.