Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვეგეტარიანული სამზარეულო
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > სწორი კვება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
ირმა
ეს თემა ვეგეტერიანთა სამზარეულოს ეხება. ამ ფორუმის უმეტესი წევრები ან ვეგეტერიანები არიან, ან აპირებენ გახდნენ ვეგეტერიანები. მე მიყვარს ვეგეტერიანთა სამზარეულო, უბრალოდ ერთი ნაბიჯი მაკლია რომ მეც გავხდე ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელიsmile.gif, ვნახოთ biggrin.gif

ვეგეტარიანობა ჯანმრთელობისათვის კარგია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ როცა ადამიანი ხორცს არ ჭამს, უფრო ჯანმრთელიც არის და უფრო დიდხანსაც ცოცხლობსsmile.gif

ციტატა
QUOTE(Sunny @ Dec 9 2009, 05:44 PM)
ეს ისე ზოგადი ექსკურსი -
არსებობს ვეგეტარიანიზმის 4 ძირითადი ტიპი:

1. Lacto-ovo vegetarianism - იკრძალება მხოლოდ ხორცი. კვერცხის, რძის პროდუქტების და თაფლის ჭამა ნებადართულია.
2. Lacto vegetarianism - იკრძალება ხორცი და კვერცხი. რძის პროდუქტები და თაფლი შეიძლება.
3. Ovo vegetarianism - იკრძალება ხორცი და რძის პროდუქტები, დაშვებულია კვერცხი.
4. Veganism - აკრძალულია ხორციც, რძის პროდუქტებიც, კვერცხიც და თაფლიც.

ამ დაყოფებიდან შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი თავი, თუ რომელ საფეხურს ეკუთვნით მე პირველზე ვარ ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი, რომელიც ფაქტიურად არც ითვლება ვეგეტარიანელობად პრიმიტიული ფორმაა ))))))



ამ თემაში დავწეროთ სამზარეულო რეცეპტები, რომელიც ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელებს ეხებათ. კარგი იქნება სურათებით რომ უფრო გალამაზდეს თემაwink.gif

სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანისათვის, კვების დროს ადამიანი იღებს სასიცოცხლო ენერგიას smile.gif)

ირმა


აჯაბსანდალი ყველა საჭმელს მირჩევია, ყველაზე გემრიელი, გემრიელი საჭმელიაsmile.gif
ირმა
აჯაბსანდალი.
(ამ საჭმელს რამე განსაკუთრებული რეცეპტი არა აქვს ჩემის აზრით, რადგან ყოველ გაკეთებაზე შეიძლება სხვადასხვა ბოსტნეული დავამატოთ)

მოვხრაკოთ ქვაბში ხახვი ზეთში(ჯობია ზეთისხილის ზეთი) და მოვხრაკოთ დაჭრილი ბადრიჯანი, + დაჭრილი ბულგარული წიწაკა, + დავამატოთ დაჭრილი და გაფცქვნილი პამიდორი, + ტომატიც რომ ფერი მისცეს, + მწვანილეულობა, + მარილი, + პილპილი. მოვხარშოთ. (მე წყალს საერთოდ არ ვასხავ, ბევრ პამიდორს ვუშვრები და მის წვენში იხარშება)
კარტოფილს დაჭრილს ცალკე ვხარშავ და როცა ბადრიჯანი და წიწაკა მზად იქნება მერე ვურევ, ასე ძალიან გემრიელი გამოდისsmile.gif)


თუ გინდათ დაამატეთ ყაბაყი.

ისე ეს უფრო ზაფხულის საჭმელია. wink.gif
მზეონა
ირმაააა kiss1.gif მოდი უნდა ჩაგეხუტოდა გაკოცოო clap2.gif l_daisy.gif
საჩემო თემა გაიხსნაა bigarmhug.gif l_sunny.gif

მგონი ერთი უზუსტობაა სათაურში -ვეგეტარიანელთა უნდა და ვეგეტარიანელები და არა ვეგეტარიანები wink.gif მგონი სწორად ეგრე ჟღერს rose-178.gif 2lbkos0.gif
ირმა
ზამთარში კარგია მაკარონიsmile.gif)))


სპაგეტი მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავასხათ ცოტა ზეთი.

დავჭრათ ხახვი და მოვხრაკოთ ზეთში, + სოკო თან ვხრაკოთ, + ბულგარული დაჭრილი, + ახალი პამიდორი და ტომატი, მარილი, პილპილი, + დარიჩინი.

მოვასხათ სპაგეტსsmile.gif



მოვაყაროთ ყველიsmile.gif
Emigranti
QUOTE
ეს თემა ვეგეტერიანთა სამზარეულოს ეხება
ძალიან კარგი იდეა იყო ამ თემის გახსნა. მივესალმები. good.gif

ისე ეს კულინარიული თემები მოგვიმრავლდა და ახალი ქვეფორუმი ხომ არ გაგვეხსნა? bf_nonew.gif

QUOTE
ვეგეტერიანობა ჯანმრთელობისათვის კარგია, ბევრი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ როცა ადამიანი ხორცს არ ჭამს, უფრო ჯანმრთელიც არის და უფრო დიდხანსაც ცოცხლობს
ამის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. ზოგისთვის შეიძლება მართლაც კარგის მომტანი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კი რადიკალურად საპირისპირო. ზოგიერთ ვეგეტარიანელს (არა ყველას რათქმაუნდა) ეწყება ხოლმე საკმაოდ მძიმე პრობლემები ფსიქიკასთან. crazy.gif

აი მაგალითად, ჩრდილოეთ პოლარულ სარტყელში ხალხი ცხოვრობს. იქ მხოლოდ ერთი თვეა ზაფხული და მათი ძირითადი საკვები ხორცია. როგორ ფიქრობთ ყველა მათგანის სული დაიღუპება? skull.gif

QUOTE
ამ დაყოფებიდან შეგიძლიათ ამოიცნოთ თქვენი თავი, თუ რომელ საფეხურს ეკუთვნით მე პირველზე ვარ ოვო-ლაქტო ვეგეტარიანელი, რომელიც ფაქტიურად არც ითვლება ვეგეტარიანელობად პრიმიტიული ფორმაა ))))))
როგორ მზეონა, ხორცს სულ არ ჭამ? აი მარხვა როცა არ არის მაშინაც?

მე მარტო მარხვაში არ ვჭამ. თუმცა როცა არ ვმარხულობ, მაშინაც მაინხდამაინც არ მიყვარს, განსაკუთრებით თუ ძალიან ცხიმიანია. smile.gif
Emigranti
მე gul.gif მაკარონი!
ირმა
მზეონა
მართალი ხარ შევასწორებsmile.gif
ირმა
Emigranti
ციტატა(Emigranti @ 29th January 2010 - 11:44 AM) *
ამის ერთმნიშვნელოვნად მტკიცება, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. ზოგისთვის შეიძლება მართლაც კარგის მომტანი იყოს, მაგრამ ზოგისთვის კი რადიკალურად საპირისპირო. ზოგიერთ ვეგეტარიანელს (არა ყველას რათქმაუნდა) ეწყება ხოლმე საკმაოდ მძიმე პრობლემები ფსიქიკასთან.

აი მაგალითად, ჩრდილოეთ პოლარულ სარტყელში ხალხი ცხოვრობს. იქ მხოლოდ ერთი თვეა ზაფხული და მათი ძირითადი საკვები ხორცია. როგორ ფიქრობთ ყველა მათგანის სული დაიღუპება?

მართალი ხარ, მარხვაც ყველას არ შეუძლია, ამისათვის უნდა იყო მზად, ძალით არ შეიძლება. როცა მარხულობ, არ უნდა გინდოდეს ამას თუ მიაღწიე ძალიან კარგია. ასევე ვეგეტარიანობაც, საჭიროა შინაგანად არ გინდოდეს ხორცი. მე არ მიყვარს ხორცი, მაგრამ ჯერ არ მიმიღწევია მაგ დონეზე, რომ ავკრძალო მთლიანად. ესეც ერთგვარი საფეხურია ცხოვრებაშიwink.gif
Shou
ირმა

მივესალმები თემას. მეც ლაქტო-ოვო ვეგეტერიანელი ვარ, თუმცა კვერცხი არ მიყვარს. უბრალოდ კვერცხის არ ჭამა უხერხულ სიტუაციას ქმნის ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით თუ სადმე გარეთ სადილობ. ანუ რაშია კვერცხი და რაში არა უნდა ჩაეძიო და ყურადღების ცენტრში მოექცეsmile.gif გაგიკვირდებათ მაგრამ ხორცის არ ჭამის პერიოდში აღმოაჩენთ თუ რა მდიდარი შეიძლება იყოს ვეგეტერიანელური სამზარეულო. აუცილებლად შემოგიერთდებით ჩემი რეცეპტებით (იმედია ფოტოებითაცwink.gif) l_sunny.gif
ირმა
Неоднократно утверждалось, что для полноценного вегетарианского питания недостаточно просто исключить из рациона мясо, но необходимо правильно спланировать своё питание. Различные исследования показывают, что в среднем у вегетарианцев лучшее здоровье и более долгая продолжительность жизни, чем у невегетарианцев.[21][22] Однако необходимо учитывать, что подобные исследования не всегда учитывают такие важные факторы, как курение, потребление алкоголя, занятия спортом и правильное питание у невегетарианцев.[источник не указан 118 дней]

Американская Ассоциация диетологов и Диетологи Канады рекомендуют вегетарианское питание как наиболее здоровое для любого возраста, включая младенческий, детский и пубертатный, и любого периода жизни, включая лактацию и беременность.[13]

Однако не следует забывать, что по сравнению с пищей животного происхождения в растительной пище относительно мало протеина, железа, цинка, кальция, ретинола, жирных кислот омега-3, витамина D, рибофлавина, йода и совсем мало Витамина B12.[23][24] Любая несбалансированная диета, в том числе вегетарианская, может нанести вред здоровью.

წყარო- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%...%82%D0%B2%D0%BE

ირმა
Shou
QUOTE(Shou @ 29th January 2010 - 12:00 PM) *
მივესალმები თემას. მეც ლაქტო-ოვო ვეგეტერიანელი ვარ, თუმცა კვერცხი არ მიყვარს. უბრალოდ კვერცხის არ ჭამა უხერხულ სიტუაციას ქმნის ხოლმე ხშირად. განსაკუთრებით თუ სადმე გარეთ სადილობ. ანუ რაშია კვერცხი და რაში არა უნდა ჩაეძიო და ყურადღების ცენტრში მოექცე გაგიკვირდებათ მაგრამ ხორცის არ ჭამის პერიოდში აღმოაჩენთ თუ რა მდიდარი შეიძლება იყოს ვეგეტერიანელური სამზარეულო. აუცილებლად შემოგიერთდებით ჩემი რეცეპტებით (იმედია ფოტოებითაც)

l_daisy.gif

აბა თქვენ იცით ყველამ.

ისე მე 99 % ვარ ვეჯეტერიანი, იმდენად იშვიათად ვაკეთებ ხორცს, ასე რომ მალე შეიძლება მეც მთლიანად ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი გავხდე. მითუმეტეს ჩემს მეუღლესაც არ უყვარს ხორცი და ეს არის კარგიsmile.gif
ირმა
История
Основная статья: История вегетарианства

Лев Толстой.Вегетарианство практиковалось на протяжении тысячелетий в странах, в которых были распространены такие религии, как буддизм, индуизм, джайнизм. Вегетарианцами так же были приверженцы разных философских школ (например, пифагорейцы) и представители творческой и научной интеллигенции. В Индии, по разным данным, вегетарианцами являются от 20 % до 70 % всего населения страны.[10] Поэтому до появления термина «вегетарианство», эта диета называлась «индийской» или «пифагорейской».

В последние десятилетия XX века вегетарианство получило распространение среди некоторых политических групп, в частности среди приверженцев движения straight edge и анархистов.

წყარო- http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B5%...%82%D0%B2%D0%BE
მზეონა
ხორცის არ ჭამა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა გარკვეული საფეხურის შემდეგ. და გინდა ვეგეტარიანელი გერქვას ან მეგეტარიანელი laugh.gif

რამდენი მეგობარი მყავს აი, რომ შემოუწყო ყელამდე ქაბაბები, ხინკლები, მწვადები და ზემოდან საცივი დაადო- არაფერს პირს არ გააკარებს )))))))) უბრალოდ არ უნდა და ვსო! სულ არ იცის მაგან ვეგეტარაინელობა რა ხილია და რომელ ხეზე იზრდება tongue.gif გაუცნობიერებლად იქცევა ეგრე.. და არც აანალიზებს wink.gif
ირმა
მზეონა
QUOTE(მზეონა @ 29th January 2010 - 12:15 PM) *
ზემოდან საცივი დაადო

ისე საცივი სოკოსი არ იქნებოდა კარგი?

მგონი კარგი იქნებოდაwink.gif
ინა
რამე კარგი სადილი რა გავაკეთო შემომთავაზეთ,ვეგეტარიანელს უნდა ვუმასპინძლო 2-3 დღეში JC_cupidgirl.gif
tikoroma
Emigranti
ციტატა(Emigranti @ 29th January 2010 - 10:44 AM) *
როგორ მზეონა, ხორცს სულ არ ჭამ? აი მარხვა როცა არ არის მაშინაც?

არც მე ვჭამ. რაა გასაკვირი ამაში?
მზეონა
შემოთავაზება მაქვს- სამზარეულოს თემიდან შეგვიძლია გადმოვიტანოთ ვეგეტარიანული კერძების რეცეპტები და ბმულები wink.gif
Atman
ჭეშმარიტი ეზოთერიკი ხორცს არ უნდა ეკარებოდეს საერთოდ wink.gif
sentimennte
მარხვაზე ყოფნას იმდენად ვარ მიჩვეული რომ,საერთოდ გამიქრა ხორცზე მოთხოვნილება, აღარ მინდება ხოლმე,(ერთ კატლეტს თუ არ ჩავთვლით wink.gif laugh.gif ) არანაირი პრობლემა არაა, არც მიყვარს ხორციანი სადილები და ეგეთები,არადა ჩემთან ყველა მაგარი ხორცის მოყვარულია,მე სალათები მირჩევნია,აი თევზს ძალიან დიდ პატივს ვცემsmile.gifისე ყოველთვის მომწონდა ვეგეტარიანელებიsmile.gif იმედია საერთოდ გადავეჩვევი ხორცის ჭამას!
sentimennte
საზაფხულო სალათაsmile.gif
2 ცალი კიტრი,
2 ცალი პომიდორი,
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი,
მწვანე ხახვი,
მაიონეზი,
ქინძი,
ყველი,
მოვხარშოთ ბრინჯი და მაგრად გავწუროთ,
კუბიკებად დავჭრათ კიტრი, პომიდორი და ყველი,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი,მოვასხათ მაიონეზი, ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ოდნავ მარილი, ძალიან გემრიელია,თან მსუბუქია,თან ძალიან ლამაზად გამოიყურება
sentimennte
მოხარშეთ მაკარონი,(450გ.)
გახეხეთ 2 ცალი სტაფილო და 3 ცალი პატარა ბოლოკი,
წვრილად დაჭერით ოხრახუში,
დაასხით მაიონეზი,
დაუმატეთ ცოტა წითელი წიწაკა,უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი(ზაფრანა)
მოაყარეთ ცოტა მარილი და მზადაა smile.gif

მერე ბრინჯის და წიწიბურას კატლეტების რეცეპტსაც ვნახავ და დავდებ smile.gif
teo-
ვეგეტარიანელებო გამრავლდით biggrin.gif

ხოდა სოიო არ გიყვართ? მე ძალიან მიყვარს.სოიოს ფარშს ჯერ მოხარშავთ მარილიან წყალში მერე ტაფაზე გადაუძახებთ რასთანაც გინდათ იმასთან მე ვურევ ხან კარტოფილს,სოკოს,კვერცხს,ყველ
ვწვავ და მერე ბევრ მწვანილებს ვაყრი.. მნიამნიამნიამ გემრიელიაა
Atman
სოიო გენმოდიფიცირებული შემოდისო გამიგია და მართალია?
Shou
Atman

კი, მართალია. და ყველაფერი რაც სოიოსაგან მზადდება. ეეეჰ, ჩემი საყვარელი სოუსი girl_sigh.gif
Atman
გენმოდიფიცირებული სოიოს ჭამას ისევ შიმშილობა ჯობია მგონი sad.gif
Zet
მე მიყვარს ტოFუ გუმბაო)) ჩინურშია, ძააან მაგარია იმენნნა..

ტოFუ სოიოსგან კეთდება?
serafinapekkala
კი ტოფუ სოიოსგან კეთდება smile.gif
sentimennte
მართლა?? უიმეე რა უბედურებაა ვერაფერი ვერ უნდა ჭამო რაა ტან გული უნდა გისკდებოდეს რამეს რომ იდებ პირში.sad.gif
serafinapekkala
კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif
ირმა
დღეს უბრალო ბორში გავაკეთე

მოვხრაკე ხახვი ზეთში და ჩავაყარე წვრილად დაჭრილი კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი, მწარე წიწაკა წითელი(გამომშრალი), ტომატი, მარილი, მოვხარშე.
წინასწარ მქონდა ჭარხალი მოხარშული, გავფცქვენი და წვრილად დაჭრილი ჩავყარე ბორშში, ასევე ქინძიც ვუყავი.


ჩემი საყვარელი საჭმელია. აჯაბსანდალი ზაფხულში და ზამთარში ბორშიwink.gif



პ.ს. სურათი ჩემი არ არის blush.gif
jgvenza
მალე კანონს მიირებენ და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ეტიკეტი ექნება ამის ამღნიშვნელი, ან სულ აიკრძალება. სოიო მეც მიყვარს და დიდი შანსია გენმოდიფიცირებული იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ ორმ კარტოფილის, პამიდვრის, კიტრის და ხილის ბევრი სახეობაც გენმოდიფიცირებული შემოდის. ის კი არა გენმოდიფიცირებული შემოაქვთ კარტოფილი და აქ მოყავთ , განსხვავება არანაირი არაა..
ირმა
ჩვენი ანონიმუშკას პოსტი ვიპოვე მეზობელ ფორუმზე და ვაკოპირებ biggrin.gif

QUOTE
ლობიოს წვნიანი

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ.
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი
ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი



წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით



წვნიანი ბარდით

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.
მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი (საშუალო)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 3-4 კბილი
კარტოფილი - 3-4 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო


პ.ს არ ვიცი როგორია, დავაკოპირე... რავი, მგონი კარგი უნდა იყოს )))


ანონიმუშკა l_daisy.gif kiss1.gif
ირმა
გაგრძელებაsmile.gif
QUOTE
კარტოფილის ხინკალი

ფქვილს შეურიეთ მარილი და წყლით მოზილეთ მაგარი ცომი (დიდხანს ზილეთ). მოზელილი ცომი ამოაგუნდავეთ ფქვილმოყრილ ხის ფიცარზე, გააბრტყელეთ და ჭიქით ამოჭერით რგოლები.

თითოეული რგოლი გააბრტყელეთ, მასზე მოათავსეთ კარტოფილის გულსართი და თავი მოუკარით ნაოჭებად (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ).

გამზადებული ხინკალი მოათავსეთ მდუღარე მარილიან წყალში და მოხარშეთ. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, ის უკვე მზად არის. მიირთვით სამარხვო კარაქთან ერთად.

კარტოფილის გულსართის მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. ალუმინის ქვაბში მოათავსეთ სამარხვო, ნებისმიერი ცხიმი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ (ხახვი ცხიმში თეთრად უნდა მოიშუშოს). შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. როგორც კი კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
კარტოფილი - 1-1,5 კგ.
სამარხვო კარაქი - 50 გ.
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით



ხინკალი სოკოთი

ცომის მომზადების წესი იხ. კარტოფილის ხინკალის რეცეპტში (ზემოთ).

გულსართის მომზადების წესი: დაკონსერვებული სოკო გადაწურეთ საწურზე, მოასხით ცხელი წყალი, როცა დაიწურება, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში ან სამარხვო კარაქში. შეურიეთ დაჭრილი სოკო და მოშუშეთ ხახვთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიეთ კარგად, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

მოზელილი ცომი გააბრტყელეთ. ჭიქით ამოჭერით რგოლები. თითოეული რგოლი სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი და თავი მოუკარით (ისე, როგორც ხორცის ხინკალს აკეთებთ). გამზადებული ხინკალი მდუღარე მარილწყალში ჩააწყვეთ და მოხარშეთ.

შეგიძლიათ გამზადებული ხინკალი მაცივრის საყინულეში გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ (ასევე შეიძლება კარტოფილის ხინკალიც).
მასალა:

წყალი - 0,5 ლ.
ფქვილი - 1 კგ.
მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
სოკო - 800-1000 გ. (1 ქილა)
ზეთი ან სამარხვო კარაქი - 100 გ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


კარტოფილის ფუნთუშები

1 სუფრის კოვზი საფუარი გახსენით ნახევარ ლიტრ ნელთბილ წყალში და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთი. შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი სპირტი ან არაყი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სიმაგრის ცომი (დიდხანს ზილეთ). შეფუთეთ და დაელოდეთ ცომის აფუებას (ზაფხულში შეფუთვა არ არის საჭირო, მხოლოდ ტილო გადააფარეთ).

აფუებული ცომი ამოაგუნდავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, ამოავლეთ ფქვილში და სათითაოდ გააბრტყელეთ. თითოეულზე მოათავსეთ კარტოფილის პიურე და მოუკარით თავი სიგრძეზე. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი ბლომად და აადუღეთ. მოათავსეთ გამზადებული ფუნთუშები და შეწვით ორივე მხრიდან.

კარტოფილის პიურე შემდეგნარად მზადდება: მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, მოასხით 1 სუფრის კოვზი წყალი, ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ჩაითუთქება, ჩაზილეთ კარგად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით.
მასალა:

საფუარი - 1 სუფრის კოვზი
წყალი - 0,5 ლ.
შაქრის ფხვნილი - 1 სუფრის კოვზი
სპირტი - 1 სუფრის კოვზი
მარილი ცომისთვის - 0,5 ჩაის კოვზი
ზეთი შესაწვავად - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ზეთი ცომისთვის - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - რამდენიც საჭიროა
კარტოფილი - 1,5 კგ.
ხახვი - 2-3 თავი
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით
Fee
QUOTE(serafinapekkala @ Feb 2 2010, 09:21 PM) *
კი, ტოფუ მართლა სოიოა smile.gif და ყველა სოიო გენმოდიფიცირებული არ იქნება... იმედია smile.gif

ყველა სოიო ნამდვილად არ არის გენმოდიფიცირებული smile.gif აი საქართველოში რა შემოდის არ ვიცი sad.gif

გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე, რომ არ მენახა ძალიან გამიკვირდებოდა smile.gif ოვო ლაქტო ვეგეტარიანელი ვარ მალე 1 წელი გახდება.
moonbayer
Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?
Fee
QUOTE(moonbayer @ Mar 2 2010, 10:21 PM) *
Fee
hi, ise ra mizeziit gaxdi vegetarianeli?

hi smile.gif
ცხოველები ძალიან მიყვარს და როცა გავაცნობიერე, რომ ცოცხალ არსებას ვკლავთ, მარტო იმიტომ რომ ვჭამოთ, ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი sad.gif აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, სადაც ისინი მასობრივად ყავთ, მაგას თუ ყოფა ქვია ეგეც საკითხავია და ქიმიკატების შემადგენლობაზე ხორცში.
moonbayer
Fee
oho, ra ketili xar smile.gif
ირმა
ეს ფლავი საინტერესოაsmile.gif

http://www.perfectcook.org/index.php?optio...3&Itemid=55
user name
მეც დავუბრუნდი ვეგეტარიანელობას smile.gif

პ.ს. კეთილი იყოს ჩემი მაუსი თქვენს ფორუმზე
mata
ვააა ე.ი. მე ვეგეტარიანელობის 2 ეტაპზე ვყოფილვარ . ყოჩაღ მე

3 ეტაპისკენ კი რაღაც გული არ მიმიწევს... ალბად თუ გადავალ პირდაპირ მე 4 ზე ვისკუპებ

მარა მერე რაღა უნდა ვჭამო??? unsure.gif
Fee
QUOTE(mata @ Mar 8 2010, 09:12 PM) *
ვააა ე.ი. მე ვეგეტარიანელობის 2 ეტაპზე ვყოფილვარ . ყოჩაღ მე

3 ეტაპისკენ კი რაღაც გული არ მიმიწევს... ალბად თუ გადავალ პირდაპირ მე 4 ზე ვისკუპებ

მარა მერე რაღა უნდა ვჭამო??? unsure.gif

ბოსტნეული, მარცვლეული, პარკოსანი მცენარეები, ხილეული, თხილეული, სოიას პროდუქტები smile.gif
მზეონა
Fee ამ თემაში უფრო აქტიურობა გმართებს, თუნდაც იმ თემიდან ჩვენ რომ ვიცით პოსტები აქეთ გადმოაკოპირე და ეს ფორუმელებიც გაახარეო :*
ირმა
ფლავი სოკოთი smile.gif)



კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი, ლიმონითა და ზეთისხილის ზეთით.




(ჩემი ფოტოებიაwink.gif)
მზეონა
ირმა kiss1.gif
ამ ფლავს სოკოს შილას ვეძახით და ძალიან მიყვარს, გემრიელიაა l_sunny.gif

სტაფილოს სალათს დეკორად კომბოსტოს ბორჯღალი ძAლიან მოუხდა! good.gif

l_daisy.gif

მე სტაფილოს სალათს ვაკეთებ, ოღონდ ზეთის მაგივრად სამარხო მაიონეზოთ ვაზავებ და პატარა კბილ ნიორს ვახეხავ უწვრილეს სახეხზე და ძალიან გენრიელი გამოდის, კიდევ მცირე დოზით სუნელებს ვაყრი გე მოვ ნე ბით biggrin.gif
user name
იქნებ გამოგადგეთ
Fee
QUOTE(მზეონა @ 8th April 2010 - 11:36 PM) *
Fee ამ თემაში უფრო აქტიურობა გმართებს, თუნდაც იმ თემიდან ჩვენ რომ ვიცით პოსტები აქეთ გადმოაკოპირე და ეს ფორუმელებიც გაახარეო :*

კარგი აზრია, გადმოვაკოპირებ ცოტას smile.gif ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამიანია საქართველოში ვეგეტარიანელი smile.gif მემგონი სტატისტიკა არ არსებობს sad.gif
2006წლის მონაცემებით გერმანელების 9%, ანუ 7,4 მილიონი ადამიანი ვეგეტარიანელია, მაგრამ ცხოველთა დაცვის ორაგიზაციას PETA_ს მონაცემებით მხოლოდ 6%.
ავსტრიელი კაცების 1,4% ვეგეტარიანელია, მათგან 0,8% pesco ვეგეტარიანელი (თევზს ჭამს) და 0,2% ვეგანი ( არ ჭამს არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს) ავსტრიელი ქალების 3,9% ვეგეტარიანელია, 2,2% pesco და 0,2% ვეგანი (ქალები მაინც სხვანი ვართ )
გამოკუთხულ ავსტრიელთა 47% აღიარებს, რომ ნაკლები ხორცი უნდა მიირთვას
ინდოეთის 40% ვეგეტარიანელია.
Fee
http://www.youtube.com/watch?v=c9rxy0QrjMQ...feature=related ( საავტორო უფლებები ილახება მზეონა biggrin.gif )

ეხლა McDonalds_ში ვეგეტარიანელებსაც შეუძლიან მიირთვან ბურგერი, ამას წინად ვნახე რეკლამა, არ გამისინჯავს და არც ვაპირებ smile.gif


ქვეცნობიერ დონეზე ყველამ იცის რომ ცხოველი ცოცხალია და მისი მოკვდა ცოდოა, რომ პატარა ცხოველები ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ გაცნობიერება არ უნდათ და ვინც გააცნობიერა იმათ დასცინიან. არასოდეს გავბრაზებულვარ ასეთ რამეზე, მათ უბრალოდ არ იციან, ან თუ იციან არასაკმარისი და მაგიტომ მე ყოველთვის გავაკეთებ პიარს იმიტომ რომ ჩემს რამოდენიმე კარგ ნაცნობს უკვე დააინტერესა ამ თემამ და ეს უკვე კარგია.
ჩემი აზრით ვეგეტარიანელობა არ არის მხოლოდ ხორცის აკრძალვა და უარყოფა, როგორც ეს ბევრს გონია, ეს უფრო მეტია. ლევ ტოლსტოიმ(ვეგეტარიანელი) თქვა: სანამ სასაკლაოები იქნება, მანამ ომებიც იქნებაო და სრულებით ვეთანხმები.
jgvenza
QUOTE(dunduri @ 9th April 2010 - 07:30 PM) *
კარგი აზრია, გადმოვაკოპირებ ცოტას ძალიან მაინტერესებს რამდენი ადამიანია საქართველოში ვეგეტარიანელი მემგონი სტატისტიკა არ არსებობს
2006წლის მონაცემებით გერმანელების 9%, ანუ 7,4 მილიონი ადამიანი ვეგეტარიანელია, მაგრამ ცხოველთა დაცვის ორაგიზაციას PETA_ს მონაცემებით მხოლოდ 6%.
ავსტრიელი კაცების 1,4% ვეგეტარიანელია, მათგან 0,8% pesco ვეგეტარიანელი (თევზს ჭამს) და 0,2% ვეგანი ( არ ჭამს არც რძის პროდუქტებს და არც თაფლს) ავსტრიელი ქალების 3,9% ვეგეტარიანელია, 2,2% pesco და 0,2% ვეგანი (ქალები მაინც სხვანი ვართ )
გამოკუთხულ ავსტრიელთა 47% აღიარებს, რომ ნაკლები ხორცი უნდა მიირთვას
ინდოეთის 40% ვეგეტარიანელია.

ვეგანი არ ვარ, რძის ნაწარმი საკმაოდ მიყვარს, მაგრამ რამე რომ იყოს არც ვეგანობაა პრობლემა.. უბრალოდ არ ვარ ამისტვის ეტყობა მზად..ვეგეტარიანელობა კი ვგონებ მომავალში უნდა გახდეს ნორმა!
Fee
QUOTE(jgvenza @ 9th April 2010 - 08:30 PM) *
ვეგეტარიანელობა კი ვგონებ მომავალში უნდა გახდეს ნორმა!

მეც ასე ვფიქრობ და ბევრი ფიქრობს ასე smile.gif

ამ ბოლო დროს სოიას რძეზე გადავედი, რაღაც შევატყვე რომ ძროხის რძე არ არის მაინც და მაინც კარგი ჩემთვის. მეც კალციუმსაც შეიცავს_100ml 125mg კამციუმს შეიცავს რაც 15% _ია 1 დღის საჭირო რაოდენობის დოზისა. დღეს მთელი ბოთლი შემომელია, ანუ დოზას დაგავაჭარბე, იმედი მაქვს არ მაწყენს biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.