Help - Search - Members - Calendar
Full Version: ინტუიცია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები
Pages: 1, 2
Uma
რამდენად განვითარებული გაქვთ ინტუიცია? ამერიკელ ფსიქოლოგებს აქვთ ასეთი ტესტი. იღებენ 25 კარტს, და ყოველ კარტზე 1 სიმბოლოა: ჯვარი, ვარსკლავი, წრე, კვადრატი და ტალღოვანი ხაზი. უნდა გამოიცნო რა არის გამოსახული შემთხვევით არჩეულ კარტზე. ალბათობის თეორიის მიხედვით ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს 1 კარტი 5დან. 5დან 5თს თუ ამოიცნობთ ნათელმხილველი ხართsmile.gif
old_man
ინტუიცია ეს იგივეა რაც ქვეცნობიერთან კავშირი. ანუ ქვეცნობიერი გაძლევს რაღაც მინიშნებებს და თუ ამ მინიშნებებს გრძნობ და ითვალისწინებ ე.ი. ინტუიცია კარგად გაქვს განვითარებული.
მე რაღაც დონეზე მაქვს ინტუიცია განვითარებული, მაგრამ მხოლოდ ისეთ მომენტებში, როცა ისეთი არჩევანია გასაკეთებელი რაც ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის (არჩევანის ალტერნატივა რამდენიმეა, მთავარია ინტუიციით მიხვდე რომელია სწორი და ამ ეტაპზე შენთვის საჭირო) .
აი გუშინ შევედი ტოტალიზატორში და გავაკეთე ფსონი. მეგონა ინტუიციამ მიკარნახა იმ ჩოგბურთელებზე დამედო, მაგრამ ყველამ წააგოsad.gif(((
ასეთ უმნიშვნელო შემთხვევაში ქვეცნობიერმა არ ჩათვალა საჭირო რომ მინიშნება მოეცა თუ ვიზე დამედო და სწორადაც მოიქცა wink.gif
ვსიო, აღარ შევალ ტოტალიზატორში არასოდეს! smile.gif
Uma
ერთხელ მანქანით მოვდიოდი და აღმაშენებლის ძეგლთან გზაჯვარედინს რომ მივაღწიე რაღაც უცნაურ გრძნობამ დამეუფლა, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს. თან ისე რომ საჭესთან დავიძაბე და სიჩქარეც შევანელე ოდნავ. და უეცრად საიდანღაც ამოხტა მანქანა, გვერდზე ჩამიქროლა მაღალი სიჩქარით და ჩემს წინ მიმავალ მანქანას დაარტყა (თან მომეჩვენა რომ სპეციალურად) და მიიმალა. ის მანქანა მე2ს დაეჯახა ინერციით, მე კი დარტყმას ავარიდე. თუმცა პრინციპში სერიოზულად არავინ არ დაშავებულა.
old_man
უმა, იცი მაგაზე სინელნიკოვი რას გეტყოდა? რომ ეს სიტუაცია შენი აზრებით შექმენი. რომ დაიძაბე და ანერვიულდი ამით მიიზიდე ეს სახიფათო სიტუაცია smile.gif)))
თუმცა შენს შემთხვევაში მეც მგონია, რომ ინტუიცია დაგეხმარა. სინელნიკოვის შემთხვევაში კი ყველაფერი არ უნდა ვირწმუნოთ, რასაც წავიკითხავთ smile.gif
Alpha
ხო მარა ეს სიტუაცია პირველ რიგში იმას ეხებოდა ვისაც დაეჯახნენ, ან ვინც დაეჯახა smile.gif და უმა არაფერ შუაში იყო და აარიდეს.
მეც მგონია რომ ინტუიცია ქვეცნობიერთან, იგივე ზეციურ ძალებთან კავშირია
Uma
ერთი ეს სინელნიკოვი უნდა წავიკითხოsmile.gif თუმცა ამ შემთხვევაში მართლა არ მოვიზიდე, მთელი ქალაქი მოვიარე მშვენივრად და მაინცდამაინც ამ ადგილას რაგაც სტრანი გრძნობა ვიგრძენი, და საერთოდ ვითომ ყველაფერი შენელებულ კადრში მოხდა, ვიცოდი რა და მანევრის საშვალებაც მომეცაsmile.gif ვიღაცამ ამარიდაsmile.gif
INA
კაი რამეა ინტუიცია, ზოგჯერ საშინლად შემომიტევს-ხოლმე, ზოგჯერ ისე სძინავსsmile.gif ოშოს უწერია ქვეყანა რაღაცა ინტუიციასთან დაკავშირებით. თუ ვინმეს უფრო ღრმად დაგაინტერესედებათ წაიკითხეთ. წიგნის სათაურია "ინტუიცია".
circle
ერთ კაცს ვიცნობ. ციხეში იჯდა სამი წელი. რაღაც ფინანსური დარღვევებისთვის ჩააყუდეს კომუნისტების ჟამს.

ჰოდა, ეს კაცი სამი წელი ტყუილად ხომ არ იჯდებოდა. მოკვდა კარტის თამაშით biggrin.gif

ისე განუვითარდა ინტუიცია, რომ ახლა 36 კარტიდან 30 ამოიცნობს biggrin.gif

კაზინოებს მოეხაზათ laugh.gif
Zet
circle biggrin.gif


ერთს ვიცნობ კიდე შიმშილობს ხოლმე 24 დღემდე და მერე ისე ეხსნება გონება რო სხვის აზრებს გებულობს და პახოდუ კარტიც რო დაულაგო გამოიცნობს რა რაარი.....
Mirabella
24 დღე რომ მაშიმშილო, გონება გამეხსნება კი არა ცოცხლად შევჭამ ნებისმიერს laugh.gif
Uma
QUOTE(Mirabella @ Dec 11 2007, 05:11 PM) *
24 დღე რომ მაშიმშილო, გონება გამეხსნება კი არა ცოცხლად შევჭამ ნებისმიერს laugh.gif

ვერ შეჭამდი, აყირავდებოდი)))))
Perl
ინტუიცია ძაალიან განვითარებული მაქვს და შევამჩნიე რომ უფრო მივითარდება , რამოდენიმე თვესთან შედარებით უფრო განვიტარებული მაქვს ეხლა.
Uma
შენც შიმშილობდი?))
Mirabella
ციტატა(Uma @ Dec 12 2007, 02:28 AM) *
ვერ შეჭამდი, აყირავდებოდი)))))


mainc SevWamdi l_training.gif

smile.gif)))

ise ki, kvelaferze ara, magram rameze tu avikviate rom es ese ikneba, shansi araa ar gamrTldes smile.gif kudiani var sticktongue.gif
Uma
QUOTE(Mirabella @ Dec 15 2007, 03:49 PM) *
mainc SevWamdi l_training.gif

smile.gif)))

ise ki, kvelaferze ara, magram rameze tu avikviate rom es ese ikneba, shansi araa ar gamrTldes smile.gif kudiani var sticktongue.gif

ნუ არ ვიცი 24 დღე თუ გაქაჩე საჭმლის გარეშე, ალბათ მაშინ მართლაც მებისმიერს შეჭამ))) ერთხელ ბევრი საქმეები მქონდა და ჭამა ვერ მოვასწარი საღამომდე, და მერე ვიფიქრე ბარემ ექსპერიმენტს ჩავატარებ თქო და მშიერი დავიძინე. დილით 6 საათზე ისეთი კრუნჩხვები დამემართა შიმშილისგან, რომ ძლივს მივხოხდი კუხნაში)) არა შიმშილობა ჩემთვის არ არის))
TeO
ინტუიციის თემისთვის ცოტა გადაგიხვევიათ biggrin.gif ბარემ მეც დავამატებდი შიმშილობაზე –– კარგია მაგალითად შიმშილობა კვირაში ერთი დღე! ოღონდ მთავარია გონებით მომზადებული იყო ამისათვის და არ გაგიჭირდება! yes.gif
მე ბავშვობაში დედამ მაშიმშილა ერთი კვირა და გამოვჯანმრთელდი! wink.gif

ინტუიციის განვითარებაც შეიძლება რა თქმა უნდა, თუ ამ კუთხით კონცეტრაციას მოახდენ და იმუშავებ შენს საკუთარ თავზე! მაშ beerchug.gif
Uma
ერთი კვირა როგორ გაუძელი???
TeO
QUOTE(Uma @ Dec 17 2007, 05:13 PM) *
ერთი კვირა როგორ გაუძელი???

ეგ არ მახსოვს)), მაგრამ ხომ ვარ ცოცხალი? hilarioustu8.gif
san
ინტუიცია არის ჩვენი არსების განუყოფელი ნაწილი, ის დაკავშირებულია გრძნობებთან და შეგრძნებებთან. გონება ნაკლებად ინტუიციურია.

ამ ეპოქაში ადამიანებს შედარებით უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ინტუიცია რადგან გრძნობებეს ნაკლებად ენდობიან და გონება ძალიან დატვირთული აქვთ უაზრო ინფორმაციით და ფიქრებით.
san
ინტუიციას ანვითარებს ბუნებასთან ურთიერთობა და მედიტაცია. რაც უფრო დაკვირვებული დამგრძნობიარე ხდები მით ინტუიცია გიძლიერდება.
Iron Butterfly
ხანდახან მეშინია ხოლმე ჩემივე ინტუიციის. sad.gif
TeO
ინტუიციაა ალბათ ეგ-
ერთხელ დაქალს ვეუბნები:
-დებს შორის პირველი შენი უმცროსი და გათხოვდება-მეთქი! (ოთხნი არიან და ამ დროს უფროს შეყვარებული ჰყავდა და უკვე პაჩტი თხოვდებოდა)
სტრანნად გამოვიდა, მე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა 1 წლის მერე უმცროსი გათხოვდა პირველი! huh.gif
promete
ციტატა(Uma @ Dec 16 2007, 02:04 AM) *
ნუ არ ვიცი 24 დღე თუ გაქაჩე საჭმლის გარეშე, ალბათ მაშინ მართლაც მებისმიერს შეჭამ))) ერთხელ ბევრი საქმეები მქონდა და ჭამა ვერ მოვასწარი საღამომდე, და მერე ვიფიქრე ბარემ ექსპერიმენტს ჩავატარებ თქო და მშიერი დავიძინე. დილით 6 საათზე ისეთი კრუნჩხვები დამემართა შიმშილისგან, რომ ძლივს მივხოხდი კუხნაში)) არა შიმშილობა ჩემთვის არ არის))




მაგას უბრალოდ ვარჯიში უნდა, იყო ერთი ადამიანი, პოლ ბრეგი, რომელსაც შეეძლო ნახევარი წელი საკვების გარეშე გაეძლო. კიდე გეტყვით რომ, ეს ადამიანი 90 წელს იყო გადაცილებული როდესაც, წყლის თხილამურებზე კატავის შედეგად დაიხჩო და როდესაც ექიმებმა მისი სხეული გაკვეთეს, თქვეს რომ ამ ადამიანს მინიმუმ კიდევ 50 წელი შეეძლო ეცხოვრა biggrin.gif
Uma
ერთ დროს ბრეგი ძალიან პოპულარული იყო, დედაჩემი ეხლაც შიმშილობს კვირაში ერთხელ. უბრალოდ მემგონი ორგანიზმის მონაცემებზე მაინც ბევრი არის დამოკიდებული და პოლ ბრეგი უნიკალური ადამიანი იყო ამ მხრივ. ყველა ვერ გაქაჩავს 1 თვიან შიმშილობას wacko.gif ....
sam
chen iset pirobebshi vcxovrob ro aq dzalian bevri rame moqmedebs organizmze da sakvebic ara jansagia..anu chven organizms shimshiloba gaanadgurebs...

ar girchevt aravis.. imtuicis ganvitareba sxvanairadac sheidzlebaa...wink.gif
Uma
ინტერნეტში გავჩითე ინტუიციის განვითარების ტრენაჟორიsmile.gif) ორკნოპკიანი აპარატია, რომლის მთავარი პრინციპია დასჯა არასწორ პასუხზე. ანუ უნდო იგრძნო, რომელი კნოპკა შეიცავს ტოკს, თუ არასწორად გამოიცნობ დაისჯებიsmile.gif))) საიტზე ამკიცებენ, რომ დროთა განმავლობაში, ინტუიცია ისე გაგინვითარდებათ, რომ შეცდომების გარეშე ისწავლით სასურველი კნოპკის გამოცნობასsmile.gif))) http://tin.soulrise.ru/
Mirabella
ადრე არასოდეს მატყუებდა ინტუიცია, მარა ეტყობა დამიბლაგვდა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია უკუღმა მიხდება ყველაფერი...
sam
shen mgoni ise akvirdebi ukve shen intuicis dacheris moments ro gereva da vegar xvdebi romeli unda daichir..... ragac uehveli gepareba...dablagveba araper shuashia tvini unda gatisho da yvelaperi rigze iqneba wink.gif
Mirabella
sam

ქენი სიკეთე და მასწავლე როგორ გავთიშო ტვინი... ეს ალბათ უფრო ლოგიკის ამბავია... ლოგიკურად რომ ხვდები მოვლენები როგორ განვითარდება ხშირად ინტუიციას ვაბრალებთ ხოლმე... თუმცა ყველა შემთხვევას ეს არ ეხება რა თქმა უნდა, თორემ ინტუიციით თუ ვგრძნობ რომ ასე 3-4 წელიწადში უნდა მოვკვდე ვთქვათ აქ ლოგიკა არაფერ შუაშია... უბრალოდ ხშირად ერთმანეთში ვურევთ ხოლმე სუფთა ინტუიციასა და ლოგიკის უნარს...



ალბათ.... unsure.gif
sam
swavla dznelia...mgoni sheni intuicia dzalian kargad amartlebda mere, shen daiwye dakvirveba tu rogor mushaobda es yvelaperi, ai zustad mand airia logika da intuicaa..is ro shen grdznob 3-4 weliwadshi mokvdebi, prtxilad iyavi eg intuicia sheidzleba arc iyos da saboloo jamshi secretma itamashos didi roli...piqrebtanac prtxilad unda viyot;)
Uma
ერთხელ ჩემ მანქანას ეზოში ვიღაცამ მიუყენა მანქანა, არ ვიცნობდი ვინ იყო და მიმასწავლეს მე 6ე სართულზე ადიო. რომ ავედი ეგრევე, არც მიფიქრია ისე მივადექი ერთ კარს, მაგრამ ბოლო მომენტში გავჩერდი, ვიფიქრე ეს კარი არ იქნება, იმიტომ რომ ხის ძველი კარი იყო და ასეთი მანქანის პატრონი აქ არ იცხოვრებს თქო და მიუბრუნდი რკინის კარს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ თავიდანვე სწორად გამოვიცანი, უბრალოდ ლოგიკამ აურია))
Alpha
გუშინ რატომღაც გამახსენდა ერთი ადამიანი რომელიც სადღაც 1 წელზე მეტია არ მინახია. ხოდა ნახევარ საათში ქუჩაში შემხვდა სრულიად შემთხვევით blink.gif smile.gif
Uma
მეც მჭირს ასეთი რამ ხშირად, დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში მახსენდება ადამიანი, რომელიც 100 წელი არ მინახია და მერე აუცლებლად უნდა შემხვდეს blink.gif
TeO
მგონი ეს გასაკვირი არაა და ასე ყველას გვემართება! იმიტომ რომ ქვეცნობიერად ვიცით მომავალ შესაძლო შეხვედრაზე და აზრობრივად ვიჭერთ ამ ტალღებს... და იმ შემთხვევაში თუ ვხვდებით, მხოლოდ შემდგომ ვაანალიზებთ წინასწარ მიღებულ იმფორმაციას.. Laie_61.gif crazy.gif ჩახლართულად დავწერე, მაგრამ იმედია მიხვდებით wink.gif
blanca
რა არის ინტუიცია?
ის რაც ყოველთვის მომდის თავში დაუპატიჟებლად და არასდროს ვუჯერებ სანამ არ ახდება tongue.gif


პს ვა, ეხლა ქართულად დაიპოსტა huh.gif
Uma
QUOTE(blanca @ Mar 8 2008, 09:09 PM) *
რა არის ინტუიცია?
ის რაც ყოველთვის მომდის თავში დაუპატიჟებლად და არასდროს ვუჯერებ სანამ არ ახდება tongue.gif
პს ვა, ეხლა ქართულად დაიპოსტა huh.gif


xo, egrea biggrin.gif
blanca
მეც მჭირს ასეთი რამ ხშირად, დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში მახსენდება ადამიანი, რომელიც 100 წელი არ მინახია და მერე აუცლებლად უნდა შემხვდეს

ყოველთვის როცა ქუჩაში ვინმეს 'დავინახავ' ანუ მომეჩვენება, აუცილებლად უნდა შემხვდეს ან დარეკოს.
გაუგებარია რატომ :???:

მაგრამ როცა ვინმე მაშინ გირეკავს როცა შენ მასზე ფიქრობ ეს ცოტა გასაგებია.
ალბათ გარკვეული დრო გავიდა რაც არ დაკონტაქტებიხართ და ერთდროულად იწყებთ ფიქრს და მერე ან შენ რეკავ ან ის გირეკავს. :biggrin:
Tamo_Tamo
გენაცვალეთ რა საინტერესოო ხალხი ხართ ისე ჩამითრიაა აქაურობამ, რომ დროს ვეგარ ვიგებ კითხვის დროს kiss1.gif
რაც შეეხება ინტუიციას რაგაც მომენტში სინელნიკოვს ვეთანხმები... ერთი ჩემი ახლობელი გამახსენდა, რომელსაც დღემდე არ ვიცი რა დაემართა მაგრამ ძალიან ძალიან ცუდათ არიიი და ის ბოლოს როცა კრიზისამდე მივიდა საერთოდ ხმას აგარ იგებდა დაა ერთადერთს იმას ამბობდა რომ "ამას ნუ ამბობ" " ამის თქმა არ შეიძლება" და რაგაც ეგეთები, არადა ეხლა აქ რო იყოს პირველი აქტიური წევრი ამ ფორუმის ის იქნებოდა sad.gif .... დღემდე ცუდათააა და არ ვიცი რა უშველო sad.gif...
ინტუიცია სამწუხაროდ არ მაქვს კარგად განვითარებული, მაგრამ როცა კი მოვააა ხშირ შემთხვევაში არ უსმენ ხოლმე sad.gif და მერე ბრაზოოოობ dash2.gif აუ ჩემი და კიდევ სულ იმას გაიძახის, თითქოს დაწერილს ვხედავ რაც უნდა მოხდესო... მაგრამ ეს ცხოვრებაში ბევრ პრობლემებსაც უქმნის... ასე რომ ჩემი აზრით ზომიერებაა ყველაფერში საჭირო... smile.gif ხოდა კიდევ ესეთი რამეც მსმენია, ერთი კაცი სულ იმას გაიძახდა ამა და ამ წელს ამ რიცხვში მოვკვდებიოოო და მართლა მოკვდაა sad.gif საინტერესოოო არაა?!.... unsure.gif
Alpha
ეხლა გამახსენდა ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი დავდიოდი მათემატიკის მასწავლებელთან, რომელმაც ერთხელ თქვა რომ ვიცი რომელ წელსაც მოვკვდებიო. თავისი ასაკი დაასახელა როდესაც მოკვდებოდა (არ მახსოვს ზუსტად), ხოდა ეს იმით ახსნა რომ მისი მამაც და ბაბუაც და მემგონი იმის ბაბუაც სწორედ ამ ასაკში მოკვდნენ blink.gif
ხოო, კიდე ამ კაცს სახლი დაეწვა, ხოდა ყველაფერ იამოიბუგა გარდა ბიბლიისა, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. გვერდზე რომ წიგნები იყო დაიწვა და ბიბლიას მხოლოდ ყდა დაეწვა ცოტაზე..
iunona
ჩემი ინტუიცა მარტო უარყოფით ამბებზე მოდის
დანარჩენზე ძინავს
თუ ვინმე მოზობელი მოკვდება, წინასწარ მიგრძნია ხოლმე ან თუ ვინმე ჩამოდის
ზოგჯერ კი ვინმე სტუმარი თუ უნდა მოვიდეს, წინასწარ ვიცი ვინ იქნება
old_man
როგორც წესი, ქალებს უფრო აქვთ განვითარებული ინტუიცია. ეს იმიტომ ხდება რომ ქალის ტვინის ის ნახევარსფერო რომელიც ლოგიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი ნაკლებად აქტიურია, ხოლო მეორე ნახევარსფერო, საიდანაც ქვეცნობიერი აწვდის ინფორმაციას უფრო აქტიური. კაცებს პირიქით, თუმცა ყველას შეუძლია გარკვეული ძალისხმევის შედეგად ინტუიცია განავიტაროს....
TeO
ინტუიცია კარგად ააქვთ განვითარებული ასევე ცაციებს! smile.gif
Katabua
.. იმას ვფიქრობ რომ, ალბათ ინტუიციის დიფერენციაცია საჭიროა, არა? თორემ მე ლამის მერევა რომელ გრძნობაზეა საუბარი: -
* იმაზე, რომელიც გონებაში მოდის, დაახლოებით აი, ასე: - რაღაც ვიცი, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცი დანამდვილებით რომ ასეა. .. და მერე ცხადდება;
* რომელიც მოდის კადრივით: - მიდიხარ ქუჩაში და ვიღაც ნაცნობის სახე გიდგება წინ, ..- ვაა, რამ მომაგონა, რა უნდა.. და ცოტა ხანში ის ტიპი წინ გხვდება;
* რომელსაც "იწვევს" გონება: - ვიღაც ადამიანზე ფიქრობ გაცნობიერებულად, რეკავს ტელეფონი და.. ის არის;
* როდესაც სხეული "გმართავს" და "ამართლებს": - ამ გზაზე მოხვევა არ მინდოდა, მაგრამ ფეხები თავისით მიდიან. მოდი გავყვები. ... ვააა, ეს რა კარგი ვქენი, რა კარგ ადგილზე მოვხვდი!..
* რომელიც ძილში მოდის, - სიზმრად ნანახი კადრი ცხადდება;

ე.ი. ქალბატონი ინტუიცია (pardone, არ გავს მამრობითს biggrin.gif ) სხეულის რა ნაწილშია მოთავსებული არ ვიცით. თურმე დადის ზევით-ქვევით;
.. რაღაც სავარჯიშოები იყო, - ხსენებული ქალბატონის განვითარებისთვის, - ფერად ფურცლების ნაკუწებს მაგიდაზე მიმოფანტავ, და ხელით შეიგრძნობ ფერებს, გამოიცნო.. (თვალდახუჭულ!).. და მაგიდაზე სად დევს ხელმა უნდა შეისწავლოს ცარიელი ან ნაკუწით შევსებული ადგილებს შორის განსხვავება..
კიდეევ სამი პატარა ყუთია, ერთში მძივი (ან რამე ) დევს, უნდა ან შეიგრძნო, ან დაინახო, ან გამოიცნო.. მოკლედ ეს შესაძლებელია.. შემდეგი შეკითხვაა, - დაემთხვა თუ მართლა გამოიცანი?!. იქნებ დაემთხვა.. იქნებ გამოიცანი.. ცანი.. ანი.. ი... crazy.gif

blanca
ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს
წამით გამახსენდა ჩემი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2 წლის წინ წავიდა სამსახურიდან
და ვფიქრობდი ნეტა სად არის რას აკეტებს/
გაიღო კარი და შემოვიდა ჩემოდნით. გაოცებული უყურებდი. მითხრა 1 კვირა თქვენთან ვიმუშავებო ........
ეს ძაან ცხადი მაგალითი
'პატარ-პატარა' ინტუიციები ყოველთვის მაქვს
ანუ, როცა რაღაცას ვიტყვი, პასუხი მაშინვე მოდის ტავში, რომ ესე ესე, ან ესე იქნება blink.gif
blanca
QUOTE
შემდეგი შეკითხვაა, - დაემთხვა თუ მართლა გამოიცანი?!. იქნებ დაემთხვა.. იქნებ გამოიცანი.. ცანი.. ანი.. ი


არასდროს იცი ზუსტად, დაემთხვა თუ მართლა
მთელი ;სილამაზე; ამაშია smile.gif
iunona
დღეს ძალიან მომინდა ამ ფორუმზე შემოსვლა
მანამდე ცოტა თავს ვიკავებდი ძალიან არ შეგაწუხოთ ჩემი ამბით
გუშინ ღამით დაძინებას ვცდილობდი ნახევრად მეძინა ვიგრძენი თავბრუ მეხვეოდა და წამოვჯექი
მერე აღარ მახსოვს თითქოს გულზე წამივიდა და დარტყმის ხმა გავიგე უცებ ყველაფერი განათდა
თვალი მომეჭრა შუქისგან
არ ვიცი ეს რა იყო ადრეც მქონია ასეთი ძლიერი არა რაღაც სუrათები დავინახე არ ვიცი წინათგრძნობა იყო თუ რa
დღეს ტელევიზორს ვუყურებდი და იგივე სურათები ვნახე რუსულ არხზე რტრ ზე
ძალიან შემეშინდა ახლაც შოკში ვარ
დღეს მივხვდი ლოგინის კიდეს დავარტყი თავი. მანდამაინც მე მემთხვევა ყველაფერი




Katabua
Junona, მგონი მესამე თვალი გაგეხსნა wink.gif არ შეგეშინდეს და მალე ჩვენ გკითხავთ რჩევებს!.. აბა, გამაგრდი!..
მასეთი თავის მირტყმა ყველას რომ მოუვიდეს, ხალხი გაბედნიერდება.. (ჰმ)
წინათგრძნობა აღარ ქვია.. - რა ვიცი მესამე თვალს უფრო სხვა სახელი მოუხდებოდა... "ყველგანხედვა" ან "წინახედვა" biggrin.gif
სულ არ გვაწუხებ, - პირიქით.. ჩვენ არ შეგაწუხოთ მაგ ამბის მერეე..

ინტუიციას კი, რომელიც თმებში გვექაჩება და სადღაც "ძალით" მიგვათრევს ხოლმე, დიდის ამბით ვუძღვნი ქვემოთა მუხლს.. Just_Cuz_01.gif (ხმა პარტერიდან: - რა გაცინებს, რაა.. დედაშენს დავურეკავ, შე მართლა კატაბუა შენაა.. )


blanca
სიზმარს რომ ნახავ და ერთ დღეში ახდება, ის არარის ინტუიცია?
ულამაზესი შეწყვეტილი სიზმარი იყო
აუ როგორ ახდა sad.gif
Katabua
ჰო, ეგეც არის, - სიზმრის ინტუიცია, ახდენილი სიზმარი smile.gif
Tamo_Tamo
ვააა ეგ არ ვიცოდი კატაბუა თუ სიზმრის ინტუიციაც იყო... არც დავფიქრებულვარ მაგაზეsmile.gif აუუუ მე რა მემართება ხოლმე იცით?! მაინტერესებს ვინმეს აქ თუ ემართება ჩემნაირად! ჯერ, სულ სიზმრებში ვარ დღე არ ჩამიგდია სიზმარი რო არ ვნახო, მარა ეს რა უცნაურობა შემომეჩვია გადავირევი კაცო biggrin.gifbiggrin.gif:D... ეხლა კი ვხუმრობ, მაგრამ ხანდახან სულაც არ მეხუმრება... მოკლედ, როცა გამომეღვიძება 2-3 წუთის განმავლობაში რაგაცეებს ვხედავ. აი მაგალითად, იმ დღეს შუადღისას დავიძინე და ჩემმა სიცილმა გამაღვიძა და გავიხედე და რას ვხედავ უუულამაზესი ჩიტი დაფრინავდა ჩემს ოთახში და ფარდის ფრიალსაც მშვენივრად ვხედავდი... smile.gif და მერე ცოტა ხანში გაქრა.. ეს არაერთხელ მომსვლია, ჩემ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვათ biggrin.gifbiggrin.gif:D... მე ეს უკვე ჩვეულებრივად მიმაჩნია არანაირ ისტერიკას არ იწვევს, მარა რო ვყვები ხოლმე "ამან გააფრინა" სახეზე ეგ აწერიათ biggrin.gifbiggrin.gif:D ნეტა მაგრა მაინტერესებს რისი ბრალი უნდა იყოს, ტყუილა ხო არაფერი ხდება?!.... მართლა ვხედავ იმ უხილავ არსებებს თუ უბრალო ფანტაზიის ნაყოფია??!!... აუ არადა რო იცოდეთ რა მკვეთრად და რეალურად ვხედავ!... თქვენ რას ფიქრობთ მომწერეთ???
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.