Help - Search - Members - Calendar
Full Version: Zdzislaw Beksinski/ზდისლავ ბეკსინსკი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ხელოვნება
Simulated


http://www.beksinski.pl/



ჩემი უსაყვარლესი მხატვარი.
ბევრისთვის საშიში.
ბევრისთვის მიუღებელი.

მაგრამ ჩემთვის გენია.....

შავი სიურეალიზმის ერთერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი )))


ნახატები,ფოტოები და კომპ/გრაფიკები ნახეთ საიტზე.
საიტზეც ბევრი არაა მაგრამ ვისაც უფრო მეტი დააინტერესებს გუგლი ბიძიას მიმართოს )))

serafinapekkala
შესანიშნავი ფოტოები აქვს! მე რომმიყვარს ისეთი. დანქე smile.gif
nutsa
l_daisy.gif wub.gif wub.gif რა გიჟობაა მაგარია ! მეც ძალიან მიყვარს
nutsa
oto dix bosch გავს რაღაცით ! ცოტა გოიასაც . .4ვე მაგარია smile.gif
Simulated
მე ვერ ვამსგავსებ ვერცერთს არადა tongue.gif
harvester
მე მაქვს ბევრი ნამუშევარი, ვისაც უნდა მომწეროს და გავუგზავნი smile.gif
fringe
მე მინდა smile.gif სადმე საიტზე ამიტვირთე და დადე რა ლინკი თუ შეგიძლია
*polly
Simulated
ვაიმე რამაგარიაა ^_^ როოგრ მიყვარს იცი მე ვაპიირებდი თემის გახსნაას და გამიხარდა რომ აღმოჩნდა უკვე გახსნიილიი ურაა <3
ზძისლავის ვირტუალური გალერეა http://www.dmochowskigallery.net/select_gallery.php?lang=e








Existence

ფუ რა მარაზმია.........
Internet Cоntraband
მარაზმი თავი გაბია biggrin.gif უზარმაზარი ფერმწერი!
ეს ნახეთ რაღაც სიგიჟეა: http://www.beksinski.pl/
*polly
ასე ძაალიიან მოგეწოონაათ კიდეე დავდეებ ^_^










Existence
Internet Cоntraband


ეხლა მარაზმის ხმა მესმისთქო მოგწერო თუ კაიბიჭურად დავიძაბო biggrin.gif

როცა ნამუშევრები საზოგადოების წინაშე გამოგაქვს უფლება აქვს ნებისმიერს შეაფგასოს როგორც გაუხარდება და პირადად ჩემთვის ეგ უზარმაზარი მარაზმია უზარმაზარი ძიძიგურის აქცენტით დაჟე.... biggrin.gif

ისე ახალი ხარ ფორუმზე და ეგ ზედმეტი ფამილარობა ცოტა მოთოკე.........

vano kazbegi
მე მიყვარს მასეთი ნახატები და არ ვიცი რატომ. თან ფანტასტიკურია
td.........
ციტატა(Existence @ 25th November 2011 - 11:31 AM) *
ფუ რა მარაზმია.........

+1
*polly






Qocho
ძალიან ''ნიჭიერი'' კი ჩანს, მაგრამ, შავი შავია, გინდ სიურეალიზმი იყოს, გინდ ექსპრესიონიზმი.

ისე საკუთარ თავთან არ გიჩნდებათ კითხვა, რაღაც ძალიან ნეგატიური რატომ განიჭებთ სიამოვნებას?
td.........
Qocho
კარგი კითხვა იყო..biggrin.gifbiggrin.gif
natuka
აქ აღარ შემოვიხედავ....
Existence
QUOTE(Qocho @ 26th November 2011 - 07:34 PM) *
ისე საკუთარ თავთან არ გიჩნდებათ კითხვა, რაღაც ძალიან ნეგატიური რატომ განიჭებთ სიამოვნებას?



სხვათაშორის მოდაშია ეგ თანამედროვე მსოფლიოში .

არ მიყვარს ესეთი ნახატები, წითელ საღებავზე დაყრილი ბრიტვები, წყაროზე ჩაგიყვან სიმღერები და ლეიდი გაგა პაპსა .... ჩემი აღქმით ეგ ერთი ნაგავის გამოხატულებაა.......


td.........
ხანდახან ბლივოწინაშიც შეიძლება საინტერესო კომპოზიციის აღმოჩენა და ფერთა პალიტრის ჰარმონიული თAმაში....




აი გოია აქ ნაღდად ახლოსაც არ დგას არც ბოსხი.. ოტო კიდე ჰო...
Internet Cоntraband
თქვენი ნატრაკი არ გაიშვა რა! smile.gif ცხოვრებაში ფანქარი არ შჭერიათ ხელში, და ამ დროს კი სხვებს ასწავლიან, როგორი უნდა იყოს კარგი ნახატი lol.gif lol.gif lol.gif

როცა ფანქარს ასე ფლობ და ესეთ კომპოზიციებს ქმნი.....აქ სიტყვები ზედმეტია! გინდაც ტეხნიკით, გინდაც იდეით, გინდაც შესრულებით და კომპოზიციის ასეთი განაწილებით ჩემი აზრით უზარმაზარია.... როგორც გინდა ისე შეაფასეთ, მიმიფურთხებია თქვენი ჯააან ტაკოი სპეტაკი შეხედულებებისთვის! სხვაგანაც დავწერე და აქაც ვიმეორებ, რომ მან უბრალოდ პიკი დაუსვა ხატვას!
Existence
Internet Cоntraband

ზრდილობიანად შენ, პირად შეურაწყოფაზე გადადიხარ, ყველას აქვს უფლება როგორც გაუხარდება ისე შეაფასოს ნებისმიერი ნახატი.........

მოდერ მიხედეთ გეთაყვა პიროვნებას.........
guest
Internet Cоntraband

ფორუმზე იკრძალება:
1.2 ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება...


ამჯერად მხოლოდ გაფრთხილება smile.gif
Untitled_11
QUOTE(*polly @ Nov 26 2011, 03:41 PM) *




JC_cupidgirl.gif

იესოც მომეწონა. დედამიწის მოდელიც, პრეჩტეტი გამხსენდა )))))
რომელიმეს წავიღებ ჩემს ალბომში smile.gif ყველა ადამიანს აქვს მარადიული თემების თავისებურად აღქმის და ინტერპრეტირების უფლება. ეშერზე მქონდა პირველად სასტიკი რეაქცია. მაგრამ მერე მივხდი, რო გენიალურია.. ლამაზია აქ ბევრი, თუმცა ბევრს ვერც მივხდი სიმართლე გითხრათ smile.gif
Untitled_11
ვააიმე, ეხლა დავაკვირდი მეორედ. ძალიან კარგებია.. დაწერეთ ამ მხატვრის ბიოგრაფია...
*polly
ზდისლავ ბეკსინსკი დაიბადა სანოკში (პოლონეთი)1929 წლის 22 თებერვალს.
1955 წელს კრაკოვში არქიტექტურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება სანოკში, და მშენებლობაზე იწყებს მუშაობას.
ამის შემდეგ ბეკსინსკი ინტერესდება მხატვრული ფოტოგრაფიით, ფოტომონტაჟით, სკულპტურით და ხატვით. ის სკულპტურებს გიფსისგან და მეტალისგან ქმნის, თავის ფოტოებში მთავარი დატვირთვა შუქ-ჩრდილის თამაშზე გადააქვს.

უფრო გვიან ბეკსინსკი მხატვრობით ინტერესდება და თავისი პირველ ნამუშევრებსაც აბსტრაქტულ მხატვრობას უთმობს, მაგრამ სამოციანი წლების მიწურულს ის მთელ ტავის ყურადღებას სურეალიზმს უთმობს.
1970იან წლებში ბეკსინსკიმ შეაბიჯა პერიოდში, რომელსაც თვითონ "ფანტასტიკურს" უწოდებს და რომელიც 80იან წლებამდე გრძელდებოდა.
მისი შემოქმედების ამ ცნობილ პეროდში მან შექმა თავისი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი სტილი.
სურეალისტური და პოსტაპოკალიფსული ნახატები სადაც გამოსახულია სიკვდილი, პეიზაჟები სკილეტებით, გამოფიტული სხეულები.

ყველა ნახატში ბეკსინსკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წვრილმან დეტალებს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე უხეშ, არათანაბარ ფორმებს ეხება.
ზოგადად ნახატები ზომებით ძალიან დიდია და გვაგონებს ავსტრალიელი მხატვრის ერნესტ ფრუკსის ზოგ ნამუშევარს თავისი დეტალურობით.
მიუხედავად შთამბეჭდავი და ზოგ შემთხვევაში შემაძრწუნებელი ნამუშევრებისა, ბეკსინსკი თვლიდა, რომ ბვრი მისი ნახატი ამოუცნობი და ბოლომდე გაუგებარია, რადგან ისინი საკმაოდ ოპტიმისტური და სასიამოვნოა.
პრაქტიკულად ბეკსინსკის ყველა გამოფენა წარმატების მომტანი იყო, მაგრამ 1964 წელს ვარშავაში გამართული გამოფენა მხატვრის ყველაზე წარმატებულ გამოფენად იქნა აღიარებული, რადგან გამოფენაზე გამოტანილი ყველა ნახატი გაიყიდა. 80იან წლებში კი მხატვარმა ევროპაში, იაპონიაში და შეერთებულ შტატებშიც კი გაითქვა სახელი. ბეკსინსკი ერთადერთი თანამედროვე პოლონელი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც ოსაკაში (იაპონია) გამოიფინება.
1977 წელს ვარშავაში ჩასვლამდე მხატვარი თავისი სახლის უკანა ეზოში წვავს ყველა თავის ჩანახატს. ცოტა მოგვიანებით კი ხსნის, რომ ზოგიერთი მისი ჩანახატი ზედმეტად პირადული იყო, ზოგი კი არადამაკმაყოფილებელი და მას არ უნდოდა, რომ ხალხს ისინი ენახა.
1980იანი წლები მხატვრის ხელოვნებისთვის გარდამავალი წლებია.
ადრეული 90იანი წლების შემოქმედება ძირითადადსურეალისტური პორტრეტები და ჯვრებია. ეს ნამუშევრები ბევრად უფრო მდიდარია დეტალურად ვიდრე "ფანტასტიკური პერიოდის" ნახატები, მაგრამ უფრო დამაჯერებელი და ძლიერი.


90იანი წლების მეორე ნახევარში მხატვარი ინტერესდება კომპიუტერით, ინტერნეტით და ციფრული ფოტოგრაფიით და სიცოცხლის ბოლომდე თავის ყურადღებას უთმობს მათ.

ბეკსინსკი ყოველთვის ხატავდა თავის ნახატებს ორიდან ერთ სტილში, რომელსაც ის უწოდებდა ბაროკოს და გოთიკურს, პირველ სტილში მთავარი შევსება იყო მეორეში - ფორმა. მხატვრის ცხოვრების უკანასკნელ 5 წელს შექმნილი ნამუშევრები ძირითადად გოთიკურ სტილშია შესრულებული.

1990 წლების მიწურული მხატვრისთვის მძიმე აღმოჩნდა. 1998 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე სოფია, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1999 წელს მისმა ვაჟიშვილმა ტომას ბაკსინსკიმ (პოპულარული რადიო წამყვანი, მუსიკალური ჟურნალისტი და კინო მთარგმნელი) თავი მოიკლა. მისი სეული თავად ზდისლავ ბაკსინსკიმ იპოვა.

2005 წლის 22 თებერვალს მხატვარი ვარშავაში, საკუთარ სახლში იპოვეს მოკლული. სხეულზე 17 ჭრილობა აღმოაჩინეს, აქედან 2 სასიკვდილო იყო. მალევე ამის შემდეგ დააპატიმრეს ბაკსინსკის სახლის კომენდანტის არასრულწლოვანი შვილი და დამნაშავედ სცნეს თავის მეგობართან ერთად. გაირკვა, რომ სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე ბაკსინსკიმ ამ ბიჭს სესხად არ მისცა გარკვეული თანხა.

ცნობილი რომ: ბაკსინსკი არასოდეს არ ასათაურებდა თავის ნახატებს.
ბაკსინსკი ხატვისას ვერ იტანდა სიჩუმეს, ძირითადად უსმენდა კლასიკურ მუსიკას.
ბაკსინსკის ვაჟი The Legendary Pink Dots ის მსმენელი იყო, ხოლო მისი თვითმკვლელობის შემდეგ ამ ჯგუფის ალბომების გარეკანის ციფრულ სამუშაოებს, პოლონეთში ასრულებდა ბაკსინსკი.
ბაკსინსკი ფაქტიურად არასოდეს არ სტუმრობდა გამოფენებს და მუზეუმებს.

სუურათეებიის ატვიირთვაას ვაპიირებდიი მარაა ამ პიხ ჯიდან ვეღარ ავტვირთეე გაწედა
მიხარიაა რომ ზოოგს მოოსწოონსს
ყველას ერთნააიირი გემოვნეება ვერ ექნეება:
Internet Cоntraband
QUOTE
ეშერზე მქონდა პირველად სასტიკი რეაქცია. მაგრამ მერე მივხდი, რო გენიალურია..

მხეცი გრაფიკოსი!!! dash2.gif lol.gif უძლიერეს სიმეტრიებს ხატავდა რაღაც შეუძლებელი ფორმით- კიბეები რომელზე ასვლაც შეუძლებელია, ან წყლის ნაკადი რომელიც აღმა ადის
Internet Cоntraband
QUOTE
ფორუმზე იკრძალება:
1.2 ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება...

ამჯერად მხოლოდ გაფრთხილება

აუფ მოდერატორებს ნუ აღვაშფოთებთ! lol.gif
ეგრეთი გაფრთხილებები იცი რამდენი მაქვს სხვადასხვა ფორუმებზე?! მარა ყურებზე ხახვი ვერავინ დამაჭრა! smile.gif
earth
Internet Cоntraband
QUOTE(contraband @ 28th November 2011 - 05:59 PM) *
ეგრეთი გაფრთხილებები იცი რამდენი მაქვს სხვადასხვა ფორუმებზე?! მარა ყურებზე ხახვი ვერავინ დამაჭრა!

არასოდეს თქვა არასოდეს wink.gif
guest
Internet Cоntraband
არავინ აპირებს ყურებზე ხახვი დაგაჭრას smile.gif
უბრალოდ ჩვენ ჩვენი წესები გვაქვს აქ, თუ არ მოგწონს და არ დაემორჩილები, შეგიზღუდავთ პოსტინგს smile.gif
old_man
აუ მე ძაან მომეწონა ბეკსინსკის ნახატები. შემაძრწუნებლად ლამაზია
Wilhelm
როგორი ბნელია . . .

smile.gif




Hel Loki
ძალიან მიყვარს . ძალიან.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.