Help - Search - Members - Calendar
Full Version: ლობსანგ რამპა / Лобсанг Рампа / Lobsang Rampa
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Emigranti


ლობსანგ რამპა იყო ტიბეტელი ბერი, რომელსაც ჩინეთის მიერ ტიბეტის ანექსიის შემდეგ, უამრავი უსიამოვნება გადახდა ცხოვრების გზაზე. მისი წიგნების უმეტესობა სწორედ ამ ცხოვრების აღწერაა, თანაც ძალიან საინტერესო ფორმით.

მან მიატოვა აღმოსავლეთი და ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ჩრდილოეთამერიკაში გადასახლდა. მისი ინგლისში გადასახლება კი ძალიან უჩვეულო ფორმით მოხდა. ტყვეობაში მძიმე ცხოვრების გამო მისი ფიზიკური სხეული, მისიის შესასრულებლად "გამოუდეგარი" გახდა, ამიტომ ტიბეტელი ბერების დახმარებით, იგი გარდასხეულდა ერთი ინგლისელი სხეულში, რომელმაც თავისი სხეული რამპას, ნებაყოფლობით დაუთმო.

თანდათანობით მისმა წიგნებმა მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობა ჰპოვეს. იგი გამოირჩევა ძალიან მარტივი, ადვილად გასაგები ენით, თბილი იუმორითა და საინტერესოდ თხრობის უნარით.

მისი წიგნები სხვა არაფერი იყო, თუ არა მცდელობა, იმდროინდელი დასავლური საზოგადოებისთვის გაეცნო მათთვის სრულიად ახალი და უცხო თემები, როგორიცაა - მესამე თვალი, სულის გასვლა ასტრალში, აურა, ტელეპათია, სიკვდილს შემდგომი ცხოვრება, ტიბეტის რეალობა, უცხო პლანეტები და უცხოპლანეტელები და ა.შ.

ისევე როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთშიც რამპას ყოველთვის მრავლად ჰყავდა, როგორც ერთგული მკითხველები, ასევე კრიტიკოსებიც. როგორც არ უნდა იყოს, ჩემის აზრით მის წიგნებს არც ჰქონდა ბევრის პრეტენზია და მკითხველი არ უნდა გამოედევნოს დეტალებს. ის მიზანი რისთვისაც ისინი დაიწერა საკმაოდ კარგად იქნა მიღწეული. რადგან ის რაც მაშინ რამპამ თქვა, უკვე ძალიან ბევრი და ძნელად გადასახარში იყო იმდროინდელი დასავლეთისთვის, ამიტომ იგი ცდილობდა დეტალებში არ ჩაღრმავებულიყო და მხოლოდ ზოგადი მონახაზია შეექმნა.

ციტატები:
მოვიყვან ერთ ციტატას, ჩემის აზრით, რამპას ერთერთი საუკეთესო წიგნიდან "სამი სიცოცხლე". ერთი პიროვნება გარდაიცველბა და რამპა აღწერს რა გადახდა მის სულს, სხეულიდან გამოთავისუფლების შემდეგ. იგი მიღმა სამყაროში მოხვდება და იქ შეეგებება მამამისი, რომელიც უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. მამა აუხსნის ამ კაცს, თუ სად მოხვდა, რა ხდება აქ და რჩევებს აძლევს, როგორ უნდა შეეგუოს თავის ახალ, ფიზიკური სხეულის გარეშე მდგომარებას და ა. შ. ეს კაცი კი მამისთან საუბარში, მას მუდამ მამას უწოდებს, მამამისს ამაზე გაეცინება და ეუბნება:
«Хоги, мальчик мой, — сказал он, — ты не должен больше называть меня отцом, ведь это будет то же самое, что называть актера по имени того персонажа, роль которого он исполнил в пьесе. В последней своей жизни на Земле я был твоим отцом, но в каких-то предыдущих жизнях, может быть, ты был моим отцом, а возможно, даже и матерью!»

უმეტესობა მისი წიგნებისა შეგიძლიათ აქ ნახოთ:
http://www.yugzone.ru/rampa.htm

მას სულ 22 წიგნი აქვს დაწერილი. თუ თქვენც საინტერესო რამ იცით მის შესახებ, ან რაიმე ლინკები გაქვთ, აქ დადევით. საინტერესო იქნებოდა ასევე მკითხველთა შთაბეჭდილებებიც.

სურათები:






mata
საინტერესოა.. . წავიკითხავ
მადლობა ემიგრანტს smile.gif
ირმა
Emigranti
დამაინტერესა... smile.gif))

იმედია მალე მოვნახავ თავისუფალ დროს sweet.gif
moonbayer
წანაკითხი მაქვს მისი რამოდენიმე წიგნი მათ შორის "მესამე თვალი"
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.