Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
ირმა
დიახ ეს თემა თავისუფალში გავხსენი, რადგან იქნება თავისუფალი მსჯელობა. შეგვიძლია გავცდეთ ეზოთერიკის საზღვრებს და უბრალოდ ფანტაზია დავწეროთ. მხოლოდ მივუთითოთ რა არის ფანტაზია და რა სიმართლე.

ამ თემაში დავწეროთ თუ რამე ხილვა გვქონდა ჩვენს წინა ცხოვრებებზე, სერიოზულებიც და სახუმაროც.

ასევე დავწეროთ რანაირად გიოცნებიათ biggrin.gif მომავალ ინკარნაციაზე.

კიდევ ერთი მინდა გავაერთიანო ამ თემაში. ხშირად როცა წინა ცხოვრებებს იხსენებენ და უფრო შორს და შორს მიდიან აღწევენ ცხოველთა სამყარომდე. მაგალითად ზოგი დინოზავრია, ზოგი კიდევ რაღაც უცნაური ცხოველი... hilarioustu8.gif

აბა ველოდები საინტერესო ისტორიებსsmile.gif

mata
ვაა რა მაგარი თემაა ... ვნახოთ თუ რამე მოვა თავში დავწერ smile.gif

sentimennte
აუ ერთი ეგ გამაგებინა ვინ ვიყავი წინა ცხოვრებაში,წავიდოდი დაველაპარაკებოდი,გავიგებდი რას მერჩოდა რას დამხუნძლა ამ სენტიმენტებით tongue.gif biggrin.gifbiggrin.gif:D
ირმა
biggrin.gif
moonbayer
წინა ცხოვრებებეში მეომარი ვიყავი რომელიც სულ ომში კვდებოდა..
იმის წინაშიც ომშიც მოკვდა და სულ ომში კვდებოდა.. biggrin.gif
sentimennte
moonbayer
მერე იგებდი თუ აგებდი?? biggrin.gifbiggrin.gif:D ღირდა მაინც სიკვდილად?? biggrin.gif,შენ რომ ქარ-ცეცხლს დაატრიალებდი ეგ კი მჯერა მარა,ვის ეომებოდი ეგეც გაგვიმხილე kiss1.gif wub.gif
moonbayer
sentimennte
ar vici xan rogor xan. rogor.
tu gadavrchebi meore misia maqvs kide 2012 istvis biggrin.gif
magram rogorc vatyob biggrin.gif sheizleba vigac rojam ragaca sxvanairad gaaketos da mtel momavals shecvlis biggrin.gif biggrin.gif xoda sheizleba umisiod damtovon biggrin.gif.
jgvenza
რაღაც განცდები მაქვს, მაგრამ კონკრეტულად არ მახსოვს.. გარკვეულ მეცნიერებას მივყვებოდი.. და ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი სადაც ძალიან ცხელი კლიმატი იყო..
Alpha
მე წინა ცხოვრებაში ვიყავი მარმარილოს ქვის გამყიდველი პლანეტა ზოლთანზე
(კი მანდაც აქვთ მარმარილო)



biggrin.gif


არ ვიცი ვინ ვიყავი, და სად გავიგო მითხარით რა :S
Simulated
მე ვიყავი კიტაია ქათამი,ვბინადრობდი შორეულ ამაზონში
sentimennte
Alpha
biggrin.gifbiggrin.gif:D მანდ მაგარი მარმარილო ექნებათ.ძველი ნაცნობობით ბუხარი მაქვს მოსაპირკეათებელი და მიჩალიჩე რააა biggrin.gif biggrin.gif
ეჰ მეც არ ვიცი საიდან გავიგო ვინ ვიყავი??
sad.gif sad.gif
ინა
ბიძია თომამ მითხრა ეგვიპტის დედოფალი იყავიო და მე კიდე მხედართმთავარიო,დაგიხსენ ტყვეობიდან მაგრამ ნეტა მაშინ მომეკალიო.რადგან სულ ეგეთი იყავიო,აი სულ ეგეთი როგორიც ახლა ხარო,მაჩმორებდი სულო biggrin.gif biggrin.gif
რახან შენ გიპოვე რაღა მომკლავსო.
მე ვუთხარი ბებერი ხარ ჩემო თომა დამეხსენ მეთქი JC_cupidgirl.gif და დამეხსნა biggrin.gif
ისე მინდა დავიჯერო ეს მითი biggrin.gif მაწყობს და იმიტომ biggrin.gif biggrin.gif
moonbayer
QUOTE(ინა @ 13th March 2010 - 07:29 PM) *
ბიძია თომამ მითხრა ეგვიპტის დედოფალი იყავიო და მე კიდე მხედართმთავარიო,დაგიხსენ ტყვეობიდან მაგრამ ნეტა მაშინ მომეკალიო.რადგან სულ ეგეთი იყავიო,აი სულ ეგეთი როგორიც ახლა ხარო,მაჩმორებდი სულო
რახან შენ გიპოვე რაღა მომკლავსო.

biggrin.gif LOL
ირმა
QUOTE(ინა @ 13th March 2010 - 08:29 PM) *
ეგვიპტის დედოფალი

biggrin.gif

სასაცილო ის არის, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს დაინახოს თავისი წინა ცხოვრებები. აქ(საბერძნეთში) ტელევიზიითაც გამოდიან და ყვებიან მე ეს და ეს ვიყავიო, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ყველა ვიღაცა დიდი იყო. ერთი არ მოყვება გლეხი ვიყავი და ყანაში ვთოხდიო biggrin.gif
moonbayer
ირმა
me ar vici.. magram tu ukve xar esotericit da okultizmit dainteresevuli mashin sheizleba didi adamianic iyavi biggrin.gif
ირმა
moonbayer
QUOTE(moonbayer @ 13th March 2010 - 11:12 PM) *
ირმა
me ar vici.. magram tu ukve xar esotericit da okultizmit dainteresevuli mashin sheizleba didi adamianic iyavi

--------------------


ვინ იცის, ვინ იცის biggrin.gif
tikoroma
ირმა
ციტატა(ირინი @ 13th March 2010 - 10:32 PM) *
ერთი არ მოყვება გლეხი ვიყავი და ყანაში ვთოხდიო

მე ვიყავი იტალიელი ფეხბურთელი... თვითმფრინავი ჩამოვარდა და დავიღუპე.

ისე თუ ვიყავი, დარწმუნებული ვარ, კაცი ვიყავი...
ირმა
ახლა მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც წინა ცხოვრების გახსენების ვარიანტია.

როგორც გითხარით მე გავიარე ექსტრასენსების კურსები თბილისში, ხოდა ერთხელაც ლექტორმა ახლა წინა ცხოვრება გავიხსენოთო და გვეუბნება:

მოდუნდით, თვალები დახუჭეთ და გაიხსენეთ რა გააკეთეთ ამ ერთი საათის წინ, მერე მიჰყვა და მიჰყვა, საათი წელი გახდა და ა.შ. მე მაშინ 20 თუ 22 წლის ვიყავი. ხოდა გაიხსენეთო გვეუბნება,– ერთი წლის წინ, ათი წლის წინ, ოცი წლის წინ, ოცდაათი წლის წინ ( ohmy.gif ო, აქ არ ვიცოდი რა გამეხსენებინა... ) 50 წლის წინ აგრძელებს ლექტორი,– მე კი ვიხსენებ, ვიხსენებ და ვერ გამიხსენებია tongue.gif როგორც იქნა ლექტორი გვეუბნება ახლა გაიხსენეთ თქვენი დაბადებაო და აგრძელებს,– ახლა გაიხსენეთ დაბადებამდეო, ახლა გაიხსენეთ ათასი წლის წინაო, ორი ათასი წლის წინაო, აქ თვალებში ლანდი მომივიდა, ერთი ქალი დავინახე თეთრი აი მიტკლის ნაჭრის გრძელი კაბით, მაღალი, გამხდარი და თეთრთმიანი 50 იოდე წლისა. ვიფიქრე კარგ გზაზე ვარ მეთქი biggrin.gif ჩემს წინა ცხოვრებას ვხედავ მეთქი. მაგრამ აგრძელებს ლექტორი, სად მაცალა. მილიონი წლის წინაო... უუუპს რა გავიხსენო ... რა ან ვინ იყავითო გვეუბნება.. მილიონი წლის წინ ვიხსენებ, ვიხსენებ და რა დავინახე თვალებში ლანდად არ იტყვით? დინოზავრი აი ასეთი მსგავსი


sad.gif ასე რომ ჩემი პირველი ინკარნაცია ახლა იცით სურათით დამტკიცებული laugh.gif
mata
სხვათაშორის, ირმა მე მითხრეს ადრე ეგეთი რაღაცა, რომ აფრიკელი ქალი ვიყავი სადღაც ჯუნგლებში ვცხოვრობდი ნადირივით, რომელიც ბალახებით მკურნალობდა... ანუ ერთ ჩვეულებრივ აფრიკელ ქალზეა საუბარი... არავითარი განდიდება და აღმაფრენა.

და მეუბნეოდა ექიმი თუ გახდები წარმატებას მიაღწევო, მაგრამ ვერ ვიტან მძულს ეგ პროფესია. მე ვერაფრით შევძლებ და არც მიცდია მაგ მხრივ არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გაჰყვიროდა შენი კარმაა, კარმაო და გაყევი ამ გზასო...
არ მომწონს ეს ექიმობა და რა ვქნა

ვიღაცა სულელი იყო... მატყუა და მატყუა რაღაცეები



ირმა დაუგრუზიხართ იმ ქალს Just_Cuz_01.gif
ირმა
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 13th March 2010 - 11:41 PM) *
ისე თუ ვიყავი, დარწმუნებული ვარ, კაცი ვიყავი...


ისე სერიოზულად და ზოგ ცხოვრებაში შეიძლება ქალი იყო, ზოგში კი კაციsmile.gif
ირმა
mata
ისე ზემოთ რომ აღვწერე წინა ცხოვრების გახსენება დაახლოებით მასეა შესაძლებელი. არა მჯერა ვიღაცა რომ გიმკითხავებს, გარდა ერთი გამონაკლისისა, თუ გაიცნობ ისეთ ადამიანს ვისაც ახსოვს შენი წინა ცხოვრებები. მე შემხვდა მასეთი ადამიანი და ერთ ინფორმაციას გეტყვით რაც მითხრა. პირველ საიდუმლო სკოლაში სწავლობდიო. საინტერესოა, მაგრამ ახლა არ ვარ მასე მაღალ დონეზე, შეიძლება მერე რაღაც შეცდომა ვქენი და საფეხურზე დავეცი.
mata
ირმა
რა საინტერესოა... არ შეიძლება იმაზე იმუშავოთ, რომ წინა ცხოვრებაში ვინ იყავით კი არა , არამედ წინა ცხოვრებაში მიღებული ცოდნა გაიხსენოთ?

ქვეცნობიერში ღრმად რომ ჩახვიდეთ მგონი გაიხსენებთ წინა ცხოვრების ცოდნებს smile.gif

ვერა ვითომ ?
ირმა
mata
კი შესაძლებელია. მაგას მეუბნებოდა მაშინ ჩემი ნაცნობი. მე ვუთხარი შენ ჩემი რა იყავი მეთქი, „ძმაო“ მაგრამ რაღაც საიდუმლო იმალებოდა ამ სიტყვაში. მერე ისიც მითხრა რომ ყველა ინკარნაციაში ერთი და იგივე შეცდომას ვიდენდი და ახლაც მაგისათვის ემზადებიო. ამიხსნა და მენიშნა ის ჩემი უარყოფითი რაც მაქვს. მართლა მასე მოხდა როგორც მითხრა, რომ „ დამეძინებოდა“ და შევწყვეტდი „ამ“ საქმიანობას. მე ვუთხარი არ არსებობს მეთქი. მაგრამ დიდი ხანი მართლაც არაფერს ვაკეთებდი ამ სფეროში. ეს ფორუმი რომ ვიპოვე, მაშინ დავიწყე ისევ გაღვიძება. მოკლედ ეგ არის რა ჩემი ყოველი ინკარნაციის შეცდომა. მივიძინებ ხოლმეsad.gif

moonbayer
ise neta me vin viyavi????
shesazlebelia vinme exstrasenstan wavide? da mitxras? icnobt vinme asets?
namyofi xart?
tu icnobt mitxarit gtxovt!
ირმა
წინა ცხოვრები გახსენების სავარჯიშოები არსებობსsmile.gif

ყოველთვის აკეთებ რელაქსის მდგომარეობაში. იხსენებ მაგალითად რა მოხდა ხუთი წუთის წინ, ერთი საათის წინ და ა. შ.
პირველ ხანებში აკეთებ ერთ დღეზე გაიხსენებ უკუსვლით მოვლენებს, ასევე უნდა გაიხსენო წინსვლით მოვლენები. მაგალითად: გამეღვიძა, რადგან მობილურმა დარეკა, ავდექი შემთხვევით მარცხენა ფეხზე და ა. შ. biggrin.gif
moonbayer
ირმა
vici magram exstarsensebi ar arian? vinc icis? da metyvis?
moonbayer
amboben rac ufro didi yurebi aqvs adamians mit ufro didi suliao wink.gif
ინა
QUOTE(ირმა @ Mar 13 2010, 09:32 PM) *
biggrin.gif

სასაცილო ის არის, რომ ბევრი ადამიანი ცდილობს დაინახოს თავისი წინა ცხოვრებები. აქ(საბერძნეთში) ტელევიზიითაც გამოდიან და ყვებიან მე ეს და ეს ვიყავიო, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ყველა ვიღაცა დიდი იყო. ერთი არ მოყვება გლეხი ვიყავი და ყანაში ვთოხდიო biggrin.gif

რა თქმა უნდა ყველას განდიდების მანია ჭირს მცირე და დიდი დოზებით,მეც არ ვარ გამონაკლისი biggrin.gifმგონი საშუალო დოზამდე მაქვს ეს მანია.
ჩემს გარშემო თითქმის ყველა ეგრე არიან,ზოგს რა გონია თავი ზოგს რა,ზოგი სამყაროს გადამრჩენია,ზოგი მამხილებელი,ზოგი წინასწარმეტყველი,მეც ეგრე მგონია რომ რაღაც მისია მაქვს biggrin.gif(კიდე კაი ხანდახან არ მგონია ეგრე biggrin.gif)

ირმა
ირმა
QUOTE(ირინი @ 7th March 2010 - 10:05 PM) *
ასევე დავწეროთ რანაირად გიოცნებიათ მომავალ ინკარნაციაზე.


მომავალ ინკარნაციაში მხატვარი მინდა ვიყო biggrin.gif ძალიან მიყვარს მხატვრობა...
user name
მე, წინა ცხოვრებაში ვცხოვრობდი ჩინეთში და ჰაერში ფრენა შემეძლო.
tikoroma
user name
საიდან იცი?
user name
tikoroma
ზოგჯერ დავფრინავ და ყველაფერი ჩინური-აღმოსავლური ჩემთვის კარგად ნაცნობია,მისაღებია, თავსებადია.
mata
user name
ციტატა(user name @ 21st March 2010 - 09:21 PM) *
ზოგჯერ დავფრინავ

ეგ როგორ?
user name
mata
QUOTE(mata @ 21st March 2010 - 09:36 PM) *
ეგ როგორ?



დაახლოებით ისე როგორც აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე გადაღებულ ფილმებში გვინხავს, ზუსტად ის სიმაღლეები არ გამომდის (ჯერ), მაგრამ ვარჯიშებით მივაღწევ.
Shou
”ჰოლოტროპკული” სეანსების დროს ძალიან ბევრ ნაირ სხეულში განვიცადე ემოციები და ალბათ ყველაზე მარტივია ეს ”უცხო” არსებები რომელიც ვიყავი ჩემს წინა ცხოვრებებს მივაკუთვნო. სასიამოვნო შეგრძნება ნამდვიალდ არ არის, როდესაც ”შენ” ხარ და ამავე დროს იმ ვიღაც ”უცხოს” ემოციებს განიცდი შენში, ზუსტად გრძნობ და იმ მომეტში ის ვიღაც სხვა ხარ თან შენი ეხლანდელი პიროვნებაც აქვეა მაყურებლად. მძიმე შეგრძნებებია, განსაკუთრებით როცა გაწამებენ, და კიდევ უფრო უსიამოვნო როცა შენ ტკენ ვიღაცას ან უფრო უარესი კლავ, კიდევ უფრო მძიმეა როცა ვერ ხვდები საერთოდ რა არსება ხარ, რა არის შენი კომუნიკაციის საშუალება, რითი სუნთქავ ან რითი ცვლი ინფორმციას სხვებთან. არ ვიცი, ერთმნიშვნელოვნად ეს წინა ცხოვრებებია თუ არა, ერთი ზუსტად ვიცი, ეს ყველაფერი შენშია და როცა ასე აიშლებიან, უკეთ ალეგებ რა არის შენში და საიდან. არსებითი მნიშვნელობა გეოგრაფიას, დროს და ცხოვრებისეულ დეტალებს არ აქვს, მთავარია რა კვალი დატოვა იმ გამოცდილებამ შენში და დღეს ეს როგორ აისახება შენს ცხოვრებაზე.
mata
user name ყოჩაღ შენ


Shou
ჩემი აზრით
ის ტკივილები, რაც ჰოლოტროპული სუნთქვის დროს გამოიცდება, არის ალბად სხეულის მოუმზადებლობის ბრალი. ასეთ ფაქიზ პლანზე როცა მოძრაობ, ფიზიკური სხეული უნდა იყოს შესაბამისად მომზადებული(ტრენაჟორებზე ვარჯიშს არ ვგულისხმობ).

მე მგონია, რომ ძალიან რისკავთ, ვინც მომზადების გარეშე სუნთქავთ ჰოლოტროპულს
Shou
მგონი ჩვენ ყველა ძალიან ვრისკავთ საერთოდ მაშინ როცა ვსუნთქავთsmile.gif
jgvenza
Shou
კარგი შენიშვაა! wink.gif
ინა
QUOTE(Shou @ Mar 22 2010, 05:58 PM) *
მგონი ჩვენ ყველა ძალიან ვრისკავთ საერთოდ მაშინ როცა ვსუნთქავთsmile.gif

მომზადების აუცილებლობა ფაქტია.
უნდა შევემზადოთ ამისთვის აუცილებლად.მაგრამ ძალიან გამოცდილის მიერ.
ეს გავითვალისწინოთ აუცილებლად.
sentimennte
წინა ცხოვრებაში ან ინდოელი ვიყავი ან ბოშა (ციგნის ბალღი) tongue.gif biggrin.gifbiggrin.gif:D:D ვგიჟდები ასხმულები რომ დადიან უამრავი მძივებით,რგოლებით,საყურეებით
ბრჭყვიალა,ფერადი და ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელით biggrin.gif
ირმა
მეც მიყვარს ციგნები, ვინ იცის რომელიმე ინკარნაციაში ვიყავი მეც ციგანი biggrin.gif
ირმა
მოკლედ ახლა სერიოზულად შევუდექი ჩემი წინა ცხოვრებების გახსენებას. ეს არაა ადვილი, რადგან უამრავი, დუთვლელი ცხოვრება გვაქვს და არ იცი რომელს გაიხსენებს კაცი. ისე ზოგიერთი ცხოვრების გახსენებამ შეიძლება შეგაშინოთ, შეიძლება კიდევ მოგცეთ პასუხი მრავალ შეკითხვაზე. ზოგჯერ რომელიმე წინა ცხოვრების გახსენება შეიძლება გამოგადგეთ რომელიმე ფობიის დაძლევაში. ფობია ხშირად წინა ცხოვრებიდან მოდის. მაგ: ვინმეს შეიძლება უზომოდ ეშინოდეს რაიმე მწერის და ეს მხოლოდ წინა ცხოვრების მოგონება იყოს, რადგან ეს მწერი იყო იმ ცხოვრებაში სიკვდილის მიზეზი.
mari
თევზი ვიყავი..ოღონდ ოკეანის თევზი (არავინ მიჭერდაbiggrin.gif )) მშვიდად დავცურავდი და ვტკბებოდი ზღვის და სამყაროს სილამაზით smile.gif მგონი მაშინ უფრო ბედნიერი ვიყავი.ვიდრე ახლა.როცა ადამიანი ვარ...
ირმა
ახლა ჩემს ერთ ახლო წინა ცხოვრებაზე გეტყვით, თუმცა არ გამხსენებია დეტალები, მაგრამ ბევრი რამე მეცნაურა და ბევრი რამე დაემთხვა, რადგან მისი სურათი, ნახატიც ძალიან მგავს სახე:
მე ვიყავი მარია კაროლინა სავოის, რომელიც 17 წლისა გარდაიცვალა... საქმე იმაშია, რომ ინტერნეტში პირდაპირ ვიპოვე, რაღაც ძიების შემდეგ და სახელი კაროლინა ძალიან ახლოს არის ჩემთან. რათქმაუნდა შევეცდები სიზმრის სახით გავიხსენო ეს ცხოვრება. სიმართლეს ვიტყვი შემაძრწუნა სიკვდილის სახემ, ასევე გამახსენდა საცხოვრებელი და საოცრად მოსაწყენი ინკარნაცია. არ ვიყავი ბედნიერი...

მზეონა
მართლა გგავს იერით..
ზაზა
მე წინა ცხოვრებაში ვიყავი ზუსტად იგივე ვინც ვარ, ზუსტად იგივე სივრცე-დროში. ოღონდ უფრო სულელი ვიდრე ახლა ვარ. თქვენც ასე იყავით და ნუ უგონებთ საკუთარ თავს ზღაპრებს
ირმა
ზაზა
biggrin.gif
ირმა
ხშირად ესა თუ ის ფობია შეიძლება წინა ცხოვრებიდან მოდიოდეს.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცის შიში, ისეთი შიში(ფობია), რომ თვითონაც არ იცის რატომ, რატომ უნდა ეშინოდეს ამის, ამ შემთხვევაში პასუხი წინა ცხოვრებაში შეიძლება ვეძებოთ. თუმცა ასევე არ გამოირიცხება მოვლენა, რომელიც დავიწყებული გვაქვს ამ ცხოვრებაში.
ფობიის შემთხვევაში ყველას ვურჩევდი „გაიხსენოს“.
Shou
მე ვერავის ვურჩევდი გახსენებას. გახსენება მოდის მხოლოდ მაშინ როცა ამისათვის მზად ვართ და მაშინაც იოლი არ არის მიღება. ის ილუზია, რომ ჩვენში მხოლოდ ერთი ინკანრნაციის ტრამვებია, მცდარია, წარმოუდგენლად ბევრი შიში და ტკივილია და უამრავი ცხოვრებიდან მოყოლილი. რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამ ცხოვრებებს და ტკივილებს ბოლო არ აქვს. როცა ვინმე გეტყვის წინა ცხოვრებაში ესა და ეს იყავი და ესა და ეს პრობლემა გქონდაო, ეს ინფორმაცია ბევრს ვერაფერს შეგმატებს, შენ თვითონაც როცა ნახავ და ხელახლა განიცდი მაშინაც კი რთულია სწორად გაიგო და რაიმე ისწავლო. უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამ მომენტზე კონცენტრირებაა, თუ მოცემულ მომენტში არსებობას შევძლებთ ის ყველაფერი თავისთავად გაბათილდება და ალბათ ამ წრებრუნვიდან გათავისუფლებსაც მოვახერხებთ. სხვა მხრივ კი წინა ცხოვრებები გამოდის უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების წყურვილი და ფილმია რომელიც "ჯერ არ გინახავს":)
ირმა
მაინც საინტერესოა, რავიცი...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.