ინდიგო ბავშვები |
ინდიგო ბავშვები |
Jul 3 2011, 11:11 AM
Post
#221
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
პირიქით...საერთოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა გაგიჩნდეს აღმატებულობის გრძნობა...ეგ კი არა მემგონი ყველაზე დაბალი თვითშეფასება მაქვს მსოფლიოში...სხვებთან შედარებით საკმაოდ არასრულფასოვანი ცხოვრება მაქვს და რითი უნდა მეგონოს თავი სხვებზე მეტი საინტერესოა...ეგეთებთან ურთიერთობას ყოველთვის გავურბივარ...ბუნებრივ უბრალო და გულწრფელ ადამიანთან ურთიერთობას არაფერი სჯობს..თუ მყავს ესეთი გვერდით,მაშინ ბედნიერი ვარ და თუ არა, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს : )) ვოტ ტაკ... |
|
|
Jul 3 2011, 11:37 AM
Post
#222
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ძალიან მიხარია თუ ასეა, რადგან ხშირად გარკვეული უნარისა ან ნიჭის გამო ადამიანები იჯერებენ რომ ეს ყველაფერი მათი დამსახურებით ხდება და ნელ-ნელა ვერარ ამჩნევენ თავის გარშემო სხვებს .. დაბალი თვითშეფასებაც არ უნდა გქონდეს, საერთოდაც არაა საჭირო თავის შეფასება, უბრალოდ იყავი გულწრფელი სამყაროს მიმართ და ეგაა.. შეფასება-გადაფასება უაზრობაა.. ) გიყვარდეს სამყარო და ამ სამყაროში საკუტარი თავი. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 3 2011, 11:46 AM
Post
#223
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
მართალი ხარ : ))) მეც ეგრე ვფიქრობ : ))) გიყვარდეს სამყარო და ამ სამყაროში საკუტარი თავი. და კიდევ არ მომწონს როცა სიყვარულს ვიწრო კონტექსტში მოიაზრებენ : )))...ეგ ზუსტად ის ცნებაა რაც შენ თქვი : )) თუ გიყვარს უნდა გიყვარდეს გლობალური მასშტაბით : ))))) მთელი სამყარო და კიდე იმაზე მეტიც : )))...სხვანაირად აზრი არ აქვს : ))) |
|
|
Jul 3 2011, 11:53 AM
Post
#224
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ჰო სხვანაირად არ აქვს აზრი, ეგ სიყვარული აღარაა ეგაა ეგოიზმის გამოხატულება.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jul 3 2011, 11:56 AM
Post
#225
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
დასტურ ვჩივი ბატონო მეც : DDDDD |
|
|
Jul 3 2011, 04:24 PM
Post
#226
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ეგ კი არა მემგონი ყველაზე დაბალი თვითშეფასება მაქვს მსოფლიოში.. როგორც td..... გითხრა საერთოდ დაივიწყე თვითშეფასება და შეფასება საერთოდ. თვითდაჯერებაში კი ცუდი არაფერია, არა ეგოისტურ "სხვაზე უკეთესი ვარ", თვითდაჯერებაში, არამედ იმაში რომ შენ უნიკალური, ყოვლისშემძლე, მოსიყვარულე არსება ხარ, ზუსტად ისევე როგორც ყველა დანარჩენი ადამიანი, იმ განსხვავებით, რომ ბევრს ეს გაცნობიერებული არა აქვს ჯერ. და ამიტომაც არის ირგვლივ ამდენი ტკივილი, სიძულვილი, შიში, ეგოიზმი, მიუხედავად იმისა რომ, შენი მსჯელობა, წერის მანერა, განათლება ძნელად დასაჯერებელს ხდის რომ 17 წლის ხარ, და ალბათ, შესაბამისად, თავს უფრო დიდადაც აღიქვამ, არ დაგავიწყდეს, რომ ჯერ ისევ ბავშვი ხარ დედამიწაზე, შენი პიროვნება ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, მე სულს არ ვამბობ. ბავშვებს კი ბევრი სიცილი, სილამაზე და უბრალოდ გართობა ჭირდებათ, როგორც არ უნდა გაგიჭირდეს არ ჩამოიშორი სიყვარული და ბევრ რამეს და ვინმეს შეცვლი ირგვლივ |
|
|
Jul 3 2011, 04:41 PM
Post
#227
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
ეგ ყველაფერი გასაგებია, განტვირთვის გარეშე ადამიანი გადაიწვება ნამდვილად და არც მე ვარ გამონაკლისი,მაგრამ გართობასაც გააჩნია..დღევანდელ გასართობ სიტუაციებს თუ გავითვალისწინებთ ( თუნდაც ჩემს სამეგობრო წრეში) იქ სიყვარულზე კი არა უბრალოდ ადამიანურ გაგებაზეც ლაპარაკი ზედმეტია..ზოგჯერ მაქვს იმის განწყობა რომ რაღაცეებზე თვალი დავხუჭო და ავყვე ხალხს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მაგ სიტუაციაში ისევ მარტო ყოფნა მირჩევნია და ელემენტარულად გული მწყდება ასე არარაციონალურად დახარჯული დროის გამო : )))) |
|
|
Jul 3 2011, 05:56 PM
Post
#228
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
დღევანდელ გასართობ სიტუაციებს თუ გავითვალისწინებთ ( თუნდაც ჩემს სამეგობრო წრეში) იქ სიყვარულზე კი არა უბრალოდ ადამიანურ გაგებაზეც ლაპარაკი ზედმეტია..ზოგჯერ მაქვს იმის განწყობა რომ რაღაცეებზე თვალი დავხუჭო და ავყვე ხალხს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მაგ სიტუაციაში ისევ მარტო ყოფნა მირჩევნია და ელემენტარულად გული მწყდება ასე არარაციონალურად დახარჯული დროის გამო მარტო ყოფნა მართლა ძალიან კარგი რაღაცაა და მეც ძალიან მიყვარს. ძირითად დროს მარტო ვატარებ, მაგრამ... მე მგონია რომ არ შეიძლება მთლიანად მოწყდე სამყაროს. მეგობრებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი რომ ჩემი მეგობრები დიდი ეზოთერული ცოდნით გამოირჩევიან, პირიქით არც არაფერი იციან. მაგრამ მაინც გვაქვს საერთო ინტერესები. მარტო "სამყაროს გადარჩენა" ხომ არ არის მთავარი არ დავდივარ ხმაურიან ადგილებში, ბავშვობიდან არ მიყვარს დაბადების დღეები და ქორწილები. არა, ცუდი კი არაფერია ამაში, უბრალოდ ხმაური არ მიყვარს. ეხლა უკვე ყველამ იცის გარშემო, რომ უბრალოდ არ შემიძლია და ესმით ჩემი. სამაგიეროდ მე შემიძლია სხვანაირად "დავეხმარო", თუნდაც უბრალოდ მოვუსმინო. იცი რამდენს ნიშნავს ეგ? ხო თითქოს არაფერი, მხოლოდ უსმენ, რჩევებსაც კი არ ვიძლევი. ხანდახან მეც ვიღლები და ვამბობ, ყველას ჩემთან უნდება წუწუნითქო + ამას მე ბევრ ავადმყოფს ვუყურებ ყოველ დღე და ვერ წარმოიდგენ ეგ როგორ მოქმედებს. აი, როცა ვიღლები ხალხისგან ჩემი თერაპიები მაქვს და შენც გირჩევ რამე იპოვო შენთვის. მე ვგიჟდები ბავშვებზე და სულ ვცდილობ ვეთამაშო, ვეკონტაქტო. თვითონაც როგორ გრძნობენ იცი? ქუჩაში უცხო ბავშვები მოდიანხოლმე და მეკიდებიან ზოგი ამბობს მოხუცებთან ურთიერთობაც საინტერესოა. სიმართლე უნდა გითხრა, მე ვერ ვპოულობ მოხუცებთან საერთო ენას (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა) ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისე როგორც პატარებთან ვერთობი, ვერა. კიდევ რა, ხო საპნის ბუშტების გაშვება არ მოგწონს? ნინ, მე გირჩევ რომ იმათთან იმეგობრო ვინც მოგწონს, ძნელია პოვნა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდები. შენზე ბევრით დიდი არ ვარ, მაგრამ მეც მქონდა ისეთი პერიოდი არავისი მესმოდა და არავინ მინდოდა. ზოგმა გული მატკინა, ზოგს ვერ გავუგე, ზოგს დღესაც ვერ ვუგებ, მაგრამ ყველა ადამიანმა რაღაცნაირად "გამზარდა" და ჩამომაყალიბა. ყველამ მასწავლა რაღაც. არ გაერიყო ხალხს, დააკვირდი და ცადე რაღაცეები ისწავლო |
|
|
Jul 3 2011, 06:38 PM
Post
#229
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,959 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ზოგჯერ მაქვს იმის განწყობა რომ რაღაცეებზე თვალი დავხუჭო და ავყვე ხალხს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში მაგ სიტუაციაში ისევ მარტო ყოფნა მირჩევნია და ელემენტარულად გული მწყდება ასე არარაციონალურად დახარჯული დროის გამო : )))) ძაან კარგია რომ თვითკმარი ადამიანი ჩანხარ. ადამიანტა უმეტესობას რომ ვაკვირდები, ბევრს უჭირს და ეშინია საკუტარ თავთან მარტო დარჩენა. არ ჩაუხედიათ სულში და რომ იკლებს გართობა, გადის ახალგაზრდობა, დეპრესიაში ვარდებიან, ცხოვრების ხალისი ეკარგებათ.. შენ ამ უპირატესობას, რაც გაქვს ნელ-ნელა იგრძნობ. სოციუმში კი გვიხდება ბევრი რამის ატანა..მაგრამ როგორც თამაშს თუ შეხედავ გაცილებით იოლი იქნება.. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 3 2011, 07:18 PM
Post
#230
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ever
ვაიმე შე ჩემნაირო : DD ერთადერთ ქორწილში ვარ ნამყოფი, ისიც უახლოესი მეგობრის : DDD არც მე მიყვარს ხმაური..და საათობით შემიძლია ადამიანების მოსმენა..ძალიან მსიამოვნებს როცა ვინმე ჩემთან "დაიცლება" და მერე თავს კარგად გრძნობს...ჩემი თერაპიის საშუალებები მეც მაქვს..ისევ ჩემი თუ შემაწუხებს თორე სხვისი უარყოფითი ენერგია ჩემზე ნაკლებად მოქმედებს ...მართლა დაკვირვებული ვარ ამ ბოლო დროს..ჭირვეული პატარები,სხვებთან რომ არ ჩერდებიან ჩემთან ჩუმად არიან ხოლმე : )) მოხუცებსაც კარგად ვუგებ,ოღონდ დისტანციას ვიცავ : )) იმიტომ რომ ზოგიერთი ენერგოვამპირზე უარესია...რაც უფრო გრძელია ადამიანის ცხოვრების გზა, მით უფრო მეტი აქვს გამოვლილი ( კარგიც და ცუდიც) ჰოდა დაგროვილი უარყოფითი ემოციები აურაზე ახდენს გავლენას..თან ძალიან სერიოზულს.. ზოგიერთს სახეზე და თვალებშიც ეტყობა..ასეთებთან ურთიერთობა არ შემიძლია..:S ყველა ადამიანმა რაღაცნაირად "გამზარდა" და ჩამომაყალიბა. ყველამ მასწავლა რაღაც. ჩემთან ეგ ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტიპიური აღზრდა არ მიმიღია ოჯახის წევრებისგან ( იმიტომ რომ არ მყავს: )) ) რაც ვარ საკუთარ თავზე ზრუნვის შედეგია 5 წლის ასაკიდან : )) და კიდე იმ ხალხის და მათთან ურთიერთობის გამოცდილების ვინც ცხოვრებაში შემხვედრია : ))) და მთელი ცხოვრებაა მაგათ ვაკვირდები : D |
|
|
Jul 3 2011, 07:25 PM
Post
#231
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
სოციუმში კი გვიხდება ბევრი რამის ატანა..მაგრამ როგორც თამაშს თუ შეხედავ გაცილებით იოლი იქნება.. მართალი ხარ : ))...საერთოდ როცა ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და გამოსავალს ვერ ხედავენ,ძირითადად იმის პრობლემა აქვთ რომ სწორხაზოვნად აზროვნებენ და საკითხის "პრიზმაში" განხილვა არ შეუძლიათ...ამქვეყნად ყველაფრის "ატანა" ძალიანაც მშვენივრად შეიძლება...მთავარია რეალურად მოინდომო.. : )))) |
|
|
Jul 3 2011, 07:50 PM
Post
#232
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ever
ninuca ბავშვები სიტყვებზე კი არ რეაგირებენ, არამედ გრძნობებზე, ენერგიასა და აურაზე, რადგან ჯერ კიდევ აქვთ ამ ყველაფრის პირდაპირ აღქმის უნარი, ამიტომაც გრძნობენ ისინი თქვენთან თავს კარგად და თქვენ მათთან. ninuca-ს რაც შეეხება, მე მგონი ახლა გასაგები ნაადრევი სიბრძნე და ძლიერი მამაკაცური ენერგია, რასაც შენგან ვგრძნობ. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს რომ ცხოვრება მშვენიერია, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო ყველგან დაინახავ თუნდაც უმცირეს სილამაზეს და მშვენიერებას და მას უნდა ჩაეჭიდო, ამის არჩევანი ყოველთვის გაქვს, და მთლიანად შენზეა დამოკიდებული. |
|
|
Jul 3 2011, 08:05 PM
Post
#233
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
ცხოვრება მშვენიერია, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო ყველგან დაინახავ თუნდაც უმცირეს სილამაზეს და მშვენიერებას და მას უნდა ჩაეჭიდო, ამის არჩევანი ყოველთვის გაქვს, და მთლიანად შენზეა დამოკიდებული. გეთანხმები აბსოლუტურად... გასაგებია მამაკაცური ენერგია რა კონტექსტშიც თქვი მაგრამ იქნებ მაინც დამიკონკრეტო პრიჩომ ტუტ??? :D:D:D:D:D რაღაც არამგონია საუბარში გამომევლინოს : D |
|
|
Jul 3 2011, 10:33 PM
Post
#234
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ერთადერთ ქორწილში ვარ ნამყოფი, ისიც უახლოესი მეგობრის მეც და კიდევ ბიძაშვილის ეხლა უფრო მივდივარ ქორწილებში (მეგობრები ოჯახდებიან, რას იზამ) ცოტა ხნით, სანამ გადათვრება ხალხი. საერთოდ მთვრალი ადამიანები არ მიყვარს. მე თვითონ არასოდეს ვსვამ და არასოდეს დავმთვრალვარ. .მართლა დაკვირვებული ვარ ამ ბოლო დროს..ჭირვეული პატარები,სხვებთან რომ არ ჩერდებიან ჩემთან ჩუმად არიან ხოლმე სულ პაწაწინები კი, მე ვაძინებ ხოლმე და უნდა ნახო როგორ უხარიათ მშობლებს მე რომ მხედავენ. არ ჭიჭყინებენ ჩემთან, ერთობიან და საჭმელსაც ჭამენ. ვიტოვებ ბავშვებს, მოხალისე ძიძა ვარ ოღონდ სულ პატარებს მირჩევნია ისეთ ბავშვებთან თამაში, რომლებიც ლაპარაკობენ ან იწყებენ ლაპარაკს. რაღაცეებს მეკითხებიან, მეც ვეკითხები ხოლმე და ვერთობით მაგრამ ძალიან სწრაფად ვეჩვევი და რომ მიყავთ ძალიან მიჭირს. უფ, ბავშვებზე შემიძლია მთელი დღე ვილაპარაკო, ბაღი უნდა გავხსნა ან საკუთარი ბავშვები ვიყოლიო kate ბავშვები სიტყვებზე კი არ რეაგირებენ, არამედ გრძნობებზე, ენერგიასა და აურაზე, რადგან ჯერ კიდევ აქვთ ამ ყველაფრის პირდაპირ აღქმის უნარი, ამიტომაც გრძნობენ ისინი თქვენთან თავს კარგად და თქვენ მათთან. ცხოველებიც ხო? ყველა ძაღლი მე მეწეპება მე სულ მყავდა სახლში და რომ მიყვარს ცხოველები გრძნობენ ალბათ. პიტბულებსაც უშიშრად ვეფერები. მაგრამ კატების მეშინია, პატარაობისას შემაშინა და რატომღაც ჩამრჩა შიში, არ მიყვარს რომ მედებიან და ახლოს მოდიან |
|
|
Jul 4 2011, 02:15 AM
Post
#235
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ever
სულიერო დაო |
|
|
Jul 4 2011, 02:19 AM
Post
#236
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 4 2011, 05:50 AM
Post
#237
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate გეთანხმები აბსოლუტურად... გასაგებია მამაკაცური ენერგია რა კონტექსტშიც თქვი მაგრამ იქნებ მაინც დამიკონკრეტო პრიჩომ ტუტ??? :D:D:D:D:D რაღაც არამგონია საუბარში გამომევლინოს : D იმედი მაქვს, იცი რომ იმ ენერგიას, რომელიც ვახსენე საერთო არა აქვს სქესთან ან სქესობრივ ორიენტაციათან. მინახია ქალური სინაზის განსახიერება მამაკაცური ენერგიით, და ძალიან შვარცენეგერული ტიპიც ქალური ენერგიით. ჩვენ ყველანი ორივე სქესის ენერგიას ვატარებთ, მაგრამ ძირითადად ვიყენებთ ჩვენი სქესის ენერგიას (ძალიან ვამარტივებ), თუმცა არის გამონაკლისი, როცა სული მეორე სქესის ენერგიის გამოყენებას გადაწყვეტს და ამისთვის აუცილებელია რაღაც მიზეზი. შენს პირველივე პოსტიდან იგრძნობოდა მამაკაცური ენერგია და ამას მხოლოდ ორი ახსნა აქვს, პირველი ის რომ არც გოგონა ხარ და არც 17 წლის, უბრალოდ საკმაოდ ჭკვიანი ბიჭი ხარ, და ამ პირველს თუ გამოვრიცხავთ, მეორისთვის მიზეზია საჭირო, ეს მიზეზი კი შეიძლება ტრადიციული ოჯახის არქონა იყო. ანუ, იმ მიზნისთვის, რისთვისაც დაიბადე, საჭირო იყო ქალად დაბადებულიყავი და არაორდინალური ბავშვობა გგქონოდა, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ მამაკაცური ენერგიის სამყაროში ვცხოვრობთ, დასამკვიდრებლად, სიძლიერისთვის იმ მიზნამდე მისასვლელად მამაკაცური ენერგიის გამოყენება გადაწყვიტე. |
|
|
Jul 4 2011, 11:20 AM
Post
#238
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 42 Joined: 29-June 11 Member No.: 6,502 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
ეგ ყველაფერი მეც ვიცი : DDD და პირველი ვარიანტი აშკარად გამორიცხულია : ))) მადლობა სწორად მოწოდებული ინფორმაციისთვის : )))) |
|
|
Jul 5 2011, 12:13 AM
Post
#239
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ninuca
ever ძალიან საყვარელი ადამიანები ხართ. მარტო იცოდეთ, არ იმკითხაოთ, დამიჯერეთ ძალიან დიდი უარყოფითი ენერგიის მატარებელია მკითხაობა. მაგას ჯობია იქადაგო, ანუ პირდაპირ სიმართლე სთქვა. როცა რამე იცი მეორე ადამიანზე და გინდა გამოსთქვა, ურჩიე, ასწავლე, მაგრამ არ იმკითხაო. ერთ დროს მეც მაინტერესებდა მკითხაობა, მაგრამ დაკარგული ენერგიაა. ბევრი ადამიანი მოდის ამ ქვეყნად სხვადასხვა მისიის შესასრულებლად, მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად, მაგრამ შეცდომების გამო ვერ ასრულებს და ისევ იბადება. მკითხაობა სწორედ ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. ასევე არც ცდები ჩაატაროთ. სიყვარული გაზარდეთ და მეტი არაფერი არ გინდათ. თავისით მოხდება მოსახდენი. მოთმინებაა საჭირო. თუმცა ამ ცხოვრებაში ასაკით თქვენზე საკმაოდ დიდი ვარ, მაგრამ ვგრძნობ დიდი სიხარული იქნება ჩემთვის თქვენნაირი ადამიანებისაგან სწავლების მოსმენა. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 5 2011, 01:15 AM
Post
#240
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
ძალიან საყვარელი ადამიანები ხართ. დიდი მადლობა მიუხედავად იმისა რომ არასოდეს გვისაუბრია, თქვენი პოსტებიდან ყოველთვის ბევრ სითბოს ვგრძნობ. მაგრამ არ იმკითხაო არა, მაგას არ ვიზამ ნამდვილად უცებ მითქვამს რომ მიგრძვნია, თორემ განზრახულად არ მიმკითხავია არასდროს. სიყვარული გაზარდეთ და მეტი არაფერი არ გინდათ. როგორც წესი ბევრ სიყვარულს ვგრძნობ, მაგრამ ხანდახან ძალიან ვიყინები თან გრძნობების გამოხატვა მაინცდამაინც არ მეხერხება, ისე კი ყველას სიყვარულს ვუგზავნი, ვინც ძალიან მაწყენინებს იმასაც. თუმცა ამ ცხოვრებაში ასაკით თქვენზე საკმაოდ დიდი ვარ, მაგრამ ვგრძნობ დიდი სიხარული იქნება ჩემთვის თქვენნაირი ადამიანებისაგან სწავლების მოსმენა. ეგ ნინუცასგან მე ბევრი არაფერი ვიცი ჯერ-ჯერობით და რავიცი არც ინდიგო მგონია თავი, უფრო სწორად ჯერ ვეძებ რა მგონია |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 09:58 PM |