IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

21 Pages V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაბალა
Existence
post Jul 29 2011, 02:23 PM
Post #81


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 29th July 2011 - 01:57 PM) *
ამას ცოტა მოწიწებით და რუდუნებით მოეპყარი. მოვა დრო და კაცობრიობის ცნობიერებას შეცვლის (თუ ინტერნეტი იარსებებს)... ჯერ აკვირდება და თუ გადაწყვიტა მერე ნახე შენ



ხო იკაიფე შენ და რო მოვკვდები მერე ჩემ ავატარს რუდუნებით დააყენებ თუ მოწიწებით სულ ფეხებზე მეკიდება ....... ესეა ძმაო... მკვდრები.... მკვდრები გიყვართ თქვენ !!!

და მკვდარი ღმერთები.........

ცოცხალი კრიშნა რო შეგხვდეს ხეზე ტიტველი გოგების ტანსაცმელებით..... გნახავდი ერთი როგორ დაიწყებდი ჰარე კრიშნას ....ჰარე რამას....... lol.gif



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 29 2011, 02:26 PM
Post #82


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
კაი რაა, კაი რაააbiggrin.gifbiggrin.gif[quote name='Existence' date='29th July 2011 - 02:23 PM' post=48503]
atman
შენ რაღა გინდა ჰა? წასულიყავი ბოტანიკურში... biggrin.gifbiggrin.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jul 29 2011, 02:42 PM
Post #83


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 29th July 2011 - 02:23 PM) *
ხო იკაიფე შენ და რო მოვკვდები მერე ჩემ ავატარს რუდუნებით დააყენებ თუ მოწიწებით სულ ფეხებზე მეკიდება ....... ესეა ძმაო... მკვდრები.... მკვდრები გიყვართ თქვენ !!!

და მკვდარი ღმერთები.........


ტანში გამცრა smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 02:55 PM
Post #84


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოშე

აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი თავდაპირველად ქნაანის (დღევანდელი ისრაელის ტერიტორია) მიწაზე დამკვიდრდა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ იძულებული გახდა გვალვის და შიმშილის გამო ეგვიპტეში გადასულიყო. ყველასათვის ცნობილია აბრამის შვილთაშვილი იოსების ისტორია, რომელიც ეგვიპტის ფარაონის მარჯვენა ხელი, და მისი სიზმრების ერთადერთი ამხსნელი იყო. სწორედ იოსების და მისი ძმების ეგვიპტეში დამკვიდრებით დაიწყო ისრაელთა („იაშარ ელ“ – პირდაპირ შემქმნელისაკენ მიმართულთა) ხანგრძლივი ეგვიპტური მონობა, რომელიც ძვ.წ. 1350 წელს მოშეს ანუ მოსეს მეთაურობით ებრაელთა ეგვიპტიდან ცნობილი გამოსვლით დასრულდა, რის შემდეგაც ეს რიცხობრივად უკვე გაზრდილი და ერთ ერად ჩაოყალიბებული კაბალისტური ჯგუფი 40 წელს ატარებს უდაბნოში მანამ, სანამ აღთქმულ ისრაელის მიწას არ უბრუნდება. (აღსანიშნავია, რომ ებრაული ტექსტების უმრავლეობა ჯერ ბერძნულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ ბერძნულიდან ყველა სხვა ენაზე, რამაც ებრაულ სახელებსა და დასახელებებში ასო „შ“–ს ასო „ს“–თ ჩანაცვლება გამოიწვია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბერძნულში ასო „შ“ არ იხმარება. სწორედ ამის გამო იხმარება სახელები იერუსალიმი, მოსე, სოლომონი და ა.შ. იერუშალაიმის, მოშეს, შლომოს ნაცვლად, როგორც ისინი პირველწყაროებში მოიხსენიება).
ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა და აღთქმული მიწისაკენ უდაბნოში 40 წლიანი სვლა მთელი მსოფლიოსათვის ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფების და სამშობლოს ერთგულების უნიკალურ სიმბოლოდ იქცა, თუმცაღა თვით ამ ჯგუფისათვის ყოველივე ამას გაცილებით უფრო ღრმა, სულიერი მნიშვნელობა გააჩნდა. ებრაელებისათვის ეგვიპტიდან გამოსვლა ადამიანის მიერ მატერიალურ და სულიერ სამყაროებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის და ადამიანის სულიერ სამყაროში თითქოსდა „ხელახლა დაბადების“ სიმბოლოა, სადაც ეგვიპტე და ფარაონი ადამიანის ეგოისტურ სურვილებს ასახიერებს, ხოლო მოშე და ებრაელი ხალხი – ეგოიზმის ტყვეობიდან განთავისუფლებულ ალტრუისტურ სურვილებს.
სწორედ ამაზე და არა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს მოშე „თორა“–ში (მოშეს ხუთწიგნეული, ძველი აღთქმა). მართალია, დღეს თორა მსოფლიოს პირველ ბესტსელერად ითვლება, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი პოპულარობისა ცოტას თუ ესმის ამ წიგნის ჭეშმარიტი არსი და მისი დანიშნულება.
სიტყვა „თორა“ სიტყვა „ორ“–ისაგანაა წარმოქმნილი, რაც ივრითულად შუქს, ნათელს ნიშნავს. კაბალისტები სწორედ ამ სიტყვით აღწერენ მთელი სამყაროს მმართველ უმაღლეს ძალას. მოშემ ამ წიგნის დასაწერად სპეციალური, ე.წ. „შტოების“ ენა გამოიყენა. კაბალისტი სამყაროს როგორც მატერიალურ ასევე სულიერ დონეს, სფეროს აღიქვამს. ის ხედავს, თუ როგორ ეშვება ინორმაცია უსასრულო სულიერი სამყაროდან და თანდათანობით როგორ იღებს ჩვენს სამყაროში მატერიალურ სახეს. კაბალისტები ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ელემენტს, ობიექტს, საგანს, მოვლენას საკუთარი და გამორჩეული ფესვი გააჩნია სულიერ სამყაროში, რომ ჩვენი სამყარო უბრალოდ სულიერი სამყაროს შედეგი, მისი პროექციაა.
სულიერ სამყაროში არ არსებობს სიტყვები. ამიტომ იქ მიმდინარე პროცესების აღსაწერად და თავიანთი ცოდნის სხვებისათვის გადასაცემად კაბალისტები შტოების ანუ შედეგების (იგულისხმება სულიერი მიზეზის, ფესვის მატერიალური შედეგი, გამოვლინება) ენას იყენებენ. ესე იგი თუკი მოშეს რაიმე სულიერი ობიექტის, რაიმე ძალის, ან ამა თუ იმ მოვლენის აღწერა სურდა უმაღლეს სამყაროში, ის მას ჩვენს სამყაროში მისი შედეგის სახელწოდებით მოიხსენიებდა. ასე მაგალითად თუ ჩვენს სამყაროში ეს სულიერი ობიექტი ქვის სახით არსებობდა, მოშე ამ სულიერ ძალას ქვის სახელით მოიხსენიებდა და ა.შ.. სწორედ ასეთი კოდირებული სახის წყალობით თორამ, სხვა კაბალისტური წიგნებისაგან განსხვავებით, ფართო გავრცელება ჰპოვა.
ადამიანი, რომელიც გრძნობის ხუთი ორგანოს მეშვეობით აღიქვამს სამყაროს და რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ განუვითარებია სულიერი სამყაროს აღქმის უნარი, ვერ შეძლებს თორის ადეკვატურად აღქმას, რადგან შეუძლებელია შტოების ენის შესწავლა რომელიმე უცხო ენის მსგავსად. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი საგნების და მოვლენების ახალ, დამატებით დასახელებას კი არ ვსწავლობთ, არამედ ამ საგნებისა და მოვლენების მიზეზს, მათ ღრმა, ფაქიზ, დაფარულ სულიერ ფესვს ვწვდებით, ეს კი არა დამატებითი ცოდნის შეძენით, არამედ თვით ადამიანის შინაგანი, თვისობრივი ცვლილებითაა შესაძლებელი.
კაბალისტები მოგვითხრობენ, რომ თორა ადამიანის სრულ სულიერ გზას აღგვიწერს, რომ მისი ყოველი პერსონაჟი თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს და რომ მასში აღწერილი ნებისმიერი პროცესი თითოეული ადამიანის სულში ხდება. ამიტომ კაბალისტისათვის თორის შესწავლა საკუთარი თავის, თავისი უფრო მაღალი „მე“–ს, თავისი სულის აღმოჩენას, შესწავლას ნიშნავს.
ადამიანის სულიერი განვითარება, თანდათანობით, საფეხურეობრივად ხდება. კაბალისტები ასეთ 125 საფეხურს მოითვლიან. თორა, თუმცა კოდირებული სახით, მაგრამ ყველა ამ საფეხურს აღწერს (ასახავს).
ეგვიპიტიდან გამოსვლის და ისრაელის მიწაზე დაბრუნების შემდეგ აბრამის მიერ შექმნილი კაბალისტური ჯგუფი ახალ სულიერ საფეხურზე მაღლდება. ამ საფეხურს თორაში „პირველი ტაძარი“ ეწოდება. ტაძარი ეს უბრალოდ იერუშალაიმში აშენებული ნაგებობა კი არა კაბალისტური ჯგუფის სულიერი საფეხურია. ადამიანის სულიერი განვითარება (ამალება) ერთის მხრივ ეგოიზმის ზრდის და მეორეს მხრივ ამ ეგოიზმზე ამაღლების გამუდმებული პროცესია. ამიტომ ყველა ახალ სულიერ საფეხურს და აღმავლობას ეგოიზმის ხელახადი ზრდა და „დაღმავლობა“ მოსდევს, რის შემდეგაც უკვე უფრო მაღალ სფეხურზე ამაღლება ხდება.
დაღმავლობის ასეთ პერიოდში კაბალისტმა ან კაბალისტთა ჯგუფმა შესაძლოა სრულებით დაკარგოს კავშირი სულიერ სამყაროსთან. ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდეს და ის თორაში „გალუთის“ – დევნილობის სახელით მოიხსენიება. მართალია, თორა ადამიანის სულიერ სამყაროდან მოწყვეტაზე, დევნილობაზე მოგვითხრობს, მაგრამ იმდენად რამდენადაც სულიერი სამყარო განაპირობებს მატერიალურ სამყაროს, ნებისმიერი სულიერი პროცესი მინიმუმ ერთხელ მაინც ჰპოვებს თავის განხორციელებას, გამოვლინებას ამქვეყნად. ამიტომ ებრაელთა კაბალისტური ჯგუფი სულიერი სამყაროს შეგრძნების დაკარგვასთან ერთად ისრაელის მიწიდანაც იდევნებოდა.
სწორედ სულიერი დევნილობის ასეთ პერიოდში, რომელიც თორაში „მეორე ტაძრის“ ნგრევით მოიხსენიება, ებრაელთა კაბალისტურ ჯგუფს ძალა აღარ შესწევდა თორის თავისი ჭეშმარიტი, სულიერი მნიშვნელობით აღქმისა და ამიტომ მასში აღწერილი „წესების“ და „კანონების“ მექანიკური, ფიზიკური შესრულება დაიწყო. ასე თანდათან წარმოიშვა რელიგია, რომელსაც მოგვიანებით იუდაიზმი ეწოდა. სულიერი სამყაროს, უმაღლესი ძალის უშუალო შეგრძნება ბრმა რწმენამ და რიტუალებმა მოქმედებებმა შეცვალა.
სამწუხაროდ დევნილობის ხანგრძლივი, ორიათასწლიანი პერიოდის განმავლობაში ერმა თითქმის სრულებით დაკარგა კავშირი კაბალასთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს სწავლება მხოლოდ ერთეული კაბალისტების უწყვეტი ჯაჭვის წყალობით გადაიცემოდა. ასე იქცა კაბალა დაფარულ სწავლებად, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 02:57 PM
Post #85


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შიმონ ბარ იოხაი, ჰარი, ბაალ სულამი

მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ, სულიერებიდან სრული განდევნის (დაცემის) პერიოდში იქმნება მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილი კაბალისტური წიგნი „ზოჰარ”-ი (ივრითულად – ციალი, ნათება). ეს ნაშრომი ჩვ.წ. II საუკუნეში, ერთ-ერთი უდიდესი კაბალისტის შიმონ ბარ იოხაის და მისი 9 მოსწავლის მიერ ცფათის მახლობლად, სოფელი პკიინის მიდამოში არსებულ „იდრა რაბა“–ს პატარა გამოქვაბულში დაიწერა. ზოჰარის შემქმნელი კაბალისტები გამოქვაბულში რომაელებს არიდებდნენ თავს (ემალებოდნენ), რომლებიც რაბი შიმონსა და მის ვაჟს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო სდევდნენ.
ეს წიგნი განსაკუთრებული სისტემით, მეთოდით იწერებოდა: ვიწრო, სანთლებით განათებულ გამოქვაბულში იჯდა ათი უდიდესი კაბალისტი პარარელურად ათი სულიერი სფირისა (შუქის გამატარებელი ათი არხი – სრულყოფილი სულიერი სტრუქტურა) თვით რაბი შიმონი არაფერს სწერდა, ის მხოლოდ ზეპირად გადმოსცემდა, მისი შვილი – რაბი ელიეზერი იმეორებდა, ხოლო რაბი აბა, რომელიც დაფარული, შენიღბული სახით გამჟღავნების („გილუი ბე რაზა“) განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული – წერდა. დანარჩენი შვიდი რაბი შიმონის მიერ გადმოცემულს გულში იმეორებდა და ჩუმად აანალიზებდა.
კაბალისტების გადმოცემით ზოჰარის დაწერა მხოლოდ ამ ათი უდიდესი კაბალისტის გასაოცარი კავშირის, მათი უსაზღვრო ერთობის წყალობით გახადა შესაძლებელი. არიან ადამიანები, რომელთაც ერთიმეორის გასაგებად ბევრი სიტყვები ესაჭიროებათ, არიან ადამიანები, რომლებიც უბრალო მინიშნებით, ან სულაც უსიტყვოდ უგებენ ერთანეთს, თითქოს ერთმანეთის აზრებს კითხულობენო. რაბი შიმონისა და მისი მოსწავლეების კავშირი ამ უკანასკნელზე გაცილებით უფრო ღრმა იყო – ისინი იყვნენ ერთი ადამიანი ერთი სულით და ის, რაც ერთმა იცოდა ან გრძნობდა, შეიცნობდა– მყისვე გადაეცემოდა ყველა დანარჩენს.
ზოჰარი სპეციალურად არამეულ ენაზე დაიწერა, რომელიც ივრითულის საპირისპირო, მის ეგრეთ წოდებულ „უკუ ენად“ (სიტყვისაგან „ახორაიმ“ – უკანა ნაწილი) ითვლება. ზოჰარში ბერძნული და ლათინური სიტყვებიცაა ნახმარი. რაბი აბამ შეძლო სიტყვებს მიღმა მისი მასწავლებლის მიერ გადმოცემული სულიერი ინფორმაციის ჭეშმარიტი მნიშვნელობის დაფარვა და შენიღბვა. ინფორმაციისა, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც წიგნის ავტორის სულიერ დონეს აღწევს.
წიგნი შექმნისთანავე გაუჩინარდა. გადმოცემით ის კაბალისტებმა ცფათის მახლობლად არსებულ ერთერთ გამოქვაბულში გადამალეს. არსებობს ლეგენდები იმის შესახებაც, რომ გაუჩინარებიდან 500-600 წლის შემდეგ წიგნი ადგილობრივმა არაბმა მწყემსებმა აღმოაჩინეს და წიგნის ფურცლების შესაფუთ მასალად გამოყენება დაიწყეს. ასე წააწყდა ცფათის ერთერთი კაბალისტი ზოჰარის ფურცლებს, როელშიაც მას ბაზარზე თევზი გაუხვიეს. მან გამყიდველებისაგან ზოჰარის ყველა დარჩენლი ფურცელი შეისყიდა და წიგნად აკინძა. აქედან მოყოლებული მე–13–ე საუკუნემდე წიგნის ბედი ჩვენთვის უცნობია.
მე–13–ე საუკუნეში წიგნი ზოჰარი გაფანტული ფურცლების სახით გაურკვეველი გზით ესპანელი კაბალისტის მოშე დე ლეონის ხელში აღმოჩნდა. ამ ფრაგმენტებისაგან იქნა აწყობილი “ზოჰარი” იმ სახით, რომლითაც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ, ჩვენამდე მოღწეული ვარიანტი მხოლოდ მოშეს ხუთწიგნეულის ცალკეული თავების კომენტარებისაგან შედგება, გადმოცემის თანახმად კი შიმონ ბარ იოხაის მიერ შექმნილი დედანი ასევე წინასწარმეტყველთა და მთელი წმინდა წერილის ტექსტების კომენტარებისაგან შედგებოდა. ამგვარად, ორიგინალური ნაშრომი დაახლოვებით ოცჯერ უფრო დიდი იყო ვიდრე თანამედროვე ვარიანტი.
მოშე დე ლეონის გარდაცვალების შედეგ მისმა ქვრივმა თავის რჩენის მიზნით წიგნი ზოჰარი ერთერთ გამომცემელს მიჰყიდა. ასე გაიხსნა წიგნი ფართო საზოადოებისათვის და ასე დაიწყო მან „მოგზაურობა“ მთელ მსოფლიოში.
ამ ნაშრომზე არაბ, ქრისტიან და იუდეველ მეცნიერთა მრავალი თაობა აღიზარდა, გაიმართა მრავალი დისპუტი, მის ირგვლივ შეიქმნა მრავალი მითი, მაგრამ წიგნი მაინც ყველასათვის საიდუმლოებით მოცული დარჩა. ის ხომ, მისი ავტორების ჩანაფიქრისამებრ, მხოლოდ იმათთვის იხსნება, ვინც მისი ავტორების სულიერ დონეს აღწევს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 02:58 PM
Post #86


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰარი – რაბი იცხაკ ლურია აშქენაზი

სწორედ ასეთი ადამიანი გაჩნდა მე–16–ე საუკუნის ირუსალიმში (1534 წ). ეს ადამიანი იყო რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი, იგივე ჰარი (ჰაელოკი რაბი იცხაკ – ღვთიური რაბი იცხაკი). ჰარიმ ბავშვობა ეგვიპტეში, თავის ბიძასთან გაატარა, რომელიც ძალზედ მდიდარი და გავლენიანი პიროვნება იყო. სწორედ იქ 16 წლის ასაკში გადასცეს მას წიგნი ზოჰარი. ის ამ წიგნს 36 წლის ასაკამდე შეისწავლიდა, რის შემდეგაც 1570 წელს ისრაელში დაბრუნდა და კაბალისტების სულიერ ცენტრად აღიარებულ ქალაქ ცფათში დამკვიდრდა.
იმ 17 თვის განმავლობაში, რომელიც ჰარიმ ცფათში გაატარა, მან იქ ნამდვილი სულიერი რევოლუცია მოახდინა. ჰარი იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალის სწავლების ახალი მეთოდიკა (დღეს ეს მეთოდიკა ლურეანული კაბალის სახელწოდებითაა ცნობილი) შეიმუშავა, რომლის წყალობითაც კაბალის სწავლა ყველა მსურველთათვის ხელმისაწვდომი გახდა. მოიხსნა კაბალასთან დაკავშირებული ყოველგვარი შეზღუდვა. ჰარიმ თავის მოსწავლეებს სამყაროს შექმნის, მისი აგებულებისა და დანიშნულების შესახებ სრული ინფორმაცია გადასცა. ის არ ფარავდა, რომ მხოლოდ უანგარო სიყვარულის თვისების მქონე ადამიანს ძალუძდა სულიერი სამყაროს და მისი მმართველი უმაღლესი ძალის შეცნობა.
რაბი შიმონ ბარ იოხაის მსგავსად ჰარის წიგნებსაც მისი ერთგული მოსწავლე რაბი ხაიმ ვიტალი წერდა. ეს წიგნები კაბალის, ანუ სფირების ენითაა დაწერილი, რაც ადამიანს საშუალებას არ აძლევს რომ შეცდეს და ამ წიგნებში მოთხრობილი ამქვეყნიურ ამბებად და ისტორიულ მოვლენებად აღიქვას. აი რას სწერს რაბი ხაიმ ვიტალი წიგნ „სიცოცხლის ხე“–ს წინასიტყვაობაში (11–ე გვერდი):
„ყოველგვარ ეჭვ გარეშე, ადამიანები, რომლებიც თორის მხოლოდ ზედაპირული, ამბებისა და ისტორიების შესწავლით არიან დაკავებული, მას ქვრივის სამოსით, ტომრით მოსავენ... შეუძლებელია თორის ამაზე უფრო მეტად დამცირება. და არ სწავლობენ კაბალას, რომელიც თორას პატივს აგებს, და ისინი (ვინც კაბალას არ სწავლობს) ახანგრძლივებენ დევნილობის პერიოდს და უბედურ მოვლენებს იწვევენ მსოფლიოში.“
წიგნი „სიცოცხლის ხე“ და ჰარის ოცამდე სხვა ნაშრომი დღესაც ძირითად კაბალისტურ სახელმძღვანელოებად ითვლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 02:59 PM
Post #87


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რავ იეჰუდა აშლაგი – ბაალ სულამი (1884-1954)

ჰარის მიერ შექმნილი მეთოდიკა მე –20 საუკუნის უდიდესმა კაბალისტმა – რავ იეჰუდა აშლაგმა სრულყო და განავითარა. უფრო მეტიც, მან შესძლო ამ მეთოდიკის დღევანდელი თაობებისათვის ადაპტირება. სწორედ ამის გამო უწოდეს მას „ბაალ სულამი“ – კიბის მფლობელი. მთელი თავისი ცხოვრება მან კაცობრიობასა და კაბალას შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენას შეალია. ის დაუღალავად შრომობდა „ზოჰარისა“ და „სიცოცხლის ხის“ კომენტარებზე, რითაც თითოეულ ჩვენთაგანს უმზადებდა კიბეს ამ წიგნების სულიერ დონეზე ამაღლებისათვის.
აი რას სწერს ის წიგნი „ათი სფირის თალმუდი“–ს შესავალში: „სურვილი მაქვს დავამსხვრიო ის რკინის კედელი, რომელიც კაბალასა და ჩვენს შორის აღმართულა და გვაშორებს ერთმანეთს ტაძრის დანგრევიდან ჩვენს თაობამდე მოყოლებული".
ბაალ სულამმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომელშიაც სრულად ასახა არამარტო ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების, კაცობრიობის სულიერი განვითარების გზა. ის იყო პირველი კაბალისტი, რომელმაც კაბალისტური გაზეთი გამოსცა, რომელშიაც მთელ ერს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გაერთიანებისაკენ მოუწოდა. ეს გაერთიანება კი მხოლოდ მათი ისტორიული ფუნქციის ირგვლივ იყო შესაძლებელი.
ბაალ სულამი დარწმუნებული იყო, რომ აბრამის კაბალისტური ჯგუფის – ებრაელი ხალხის ისრაელის მიწაზე დაბრუნება ნიშანი და წინამძღვარი იყო მათი ხელახალი სულიერი აღორძინებისა, რომელსაც თავის მხრივ საფუძველი უნდა ჩაეყარა და ბიძგი უნდა მიეცა მთელი კაცობრიობის სულიერი გამოღვიძებისათვის. სწორედ ამ უკანასკნელში მდგომარეობდა მისი აზრით ამ ხალხის ისტორიული ფუნქცია და მისი შეუსრულებლობა იყო მიზეზი საუკუნოვანი ანტისემიტიზმის და დევნისა.
სამწუხაროდ ბაალ სულამის მოღვაწეობის დროს საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო მზად უდიდესი კაბალისტის რევოლუციური იდეების აღსაქმელად და განსახორციელებლად. ბაალ სულამი იძულებული გახდა მთელი თავისი ცოდნა საკუთარი ვაჟის – ბარუხ შალომ აშლაგის და თავის მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფისათვის გადაეცა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 02:59 PM
Post #88


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბარუხ აშლაგი (რაბაში)

მამის მსგავსად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში კაბალისტური მეთოდიკის უბრალო ადამიანთან დაახლოვებას ცდილობდა. რაბაშამდე არ არსებობდა არც ერთი სხვა კაბალისტი, ვინც ადამიანის შინაგან გამოსწორებაზე ასე გულახდილად საუბრობდა, მაგრამ რაბაშმა იცოდა, რომ დრო დადგა და კაბალა უნდა გახსნილიყო ყველასათვის, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, რელიგიური მრწამსისა თუ ასაკისა. მან იცოდა, რომ აქვეყნად ყველა ადამიანს აქვს ის საერთო რაც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მაღლა დგას – სული და ის გზა, რომელიც ამ სულმა უნდა გაიაროს თავის სრულყოფილ, მარადიულ მდგომარეობამდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 29 2011, 03:00 PM
Post #89


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაბალის საერთაშორისო აკადემია

თანამედროვე კაბალა ძირითადად კაბალისტურ ცენტრში ვითარდება, რომელიც იეჰუდა აშლაგის (ბაალ სულამის) უფროსი ვაჟის, დიდი კაბალისტის, ბარუხ აშლაგის (რაბაშის) მოსწავლემ მიხაელ ლაიტმანმა დააარსა.
ბაალ სულამის ვაჟს მამის სულიერი მონაპოვარი, მისი სულიერების დონე და მეთოდიკა პრაქტიკულად მემკვიდრეობით გადაეცა. რაბაშის სიცოცხლის ბოლო 12 წლის განმავლობაში მიხაელ ლაიტმანი მისი მდივანი, მოსწავლე, მოადგილე და დამხმარე იყო. მან უკვე ამ დროს დააარსა კაბალისტური ჯგუფი, ხოლო რაბაშის სიკვდილის შემდგომ მასწავლებლისაგან მიღებული დიდი კაბალისტების მეთოდიკის განვითარება დამოუკიდებლად განაგრძო.
დღეისათვის კაბალის საერთაშორისო აკადემია უზარმაზარი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ათას ადამიანს აერთიანებს. ისინი კაბალას თანამედროვე მეთოდიკით შეისწავლიან. ისე, როგორც გადმოცემულია ბაალ სულამის, რაბაშის წიგნებში. სწავლობენ ასევე “ზოჰარს” და ჰარის ნაშრომებს. (არსებობს უფრო ძველი კაბალისტური წიგნებიც, მაგრამ თანამედროვე ადამიანს არ შეუძლია მათი გაგება). სწორედ ეს წიგნები ითვლება ძირითად საბაზო სახელმძღვანელოებად კაბალაში. მათი შესწავლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გრძნობის მეექვსე ორგანოს განვითარების მეთოდიკას დაეუფლოს. შეუძლია განივითაროს და შესაბამისად შეაღწიოს იმ სფეროში, რომელიც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანოს აღქმის საზღვრებს გარეთ არის.
ეს წააგავს სტერეო-გამოსახულებას, რომელზეც ჩვენ შტრიხების სიმრავლეს ვხედავთ, ხოლო როცა მზერა სხვა ფოკუსში გადაგვაქვს, შევდივართ შიგნით და უეცრად აღვიქვამთ სამგანზომილებიან გამოსახულებას.
სწორედ ამ მეთოდიკის განვითარებას ემსახურება კაბალის საერთაშორისო აკადემია. ის გამოსცემს წიგნებს მსოფლიოს ცხრა ენაზე. ხოლო საიტი, რომელზეც თქვენ ახლა იმყოფებით, კაბალის შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ინფორმაციული რესურსის მქონე საიტია. ის დაჯილდოებულია ენციკლოპედიის პრიზით “ბრიტანიკა” და ღიაა აბსოლუტურად ყველასათვის.
აკადემია მუდმივად აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს, უშვებს ფილმებს და აუდიომასალებს. ისრაელში კაბალის შესწავლის ცენტრიდან სატელიტური და საკაბელო ტელევიზიით ყოველდღე გადაიცემა გაკვეთილები. გარდა ამისა, გაკვეთილები ინტერნეტით ონ_ლაინის რეჟიმში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადაიცემა. მას თან ახლავს სინქრონული თარგმანი რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, ფრანგულ და თურქულ ენებზე.
თანამედროვე ადამიანი უკვე მომზადებულია კაბალისტური ინფორმაციის აღსაქმელად. მან განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მზადაა უმაღლესი სამყარო წარმოიდგინოს ძალთა ველების, ენერგიის, შუქის სამყაროდ, სამყაროდ მატერიის ზემოთ. სწორედ ასეთი სამყაროს, ძალების, აზრების, შუქის სამყაროს შესახებ ლაპარაკობს კაბალა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jul 29 2011, 11:16 PM
Post #90


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 28th July 2011 - 01:23 PM) *
აააა........... გასაგებია

ხო მარა ნაწვე ნაწყვეტ უფრო კარად ყალიბდება აზრი და სპეციალურად ვწერ ეგრე..... ვერ ვხვდები ესე და წერ თუ ისე რა მნიშვნელობა აქვს ...........

კარად ხვდები რა მნისნელობაც ააქვს)

QUOTE
კაროჩე მე როგორც შემიძლია ისე დავდებ და შენ თუ არ მოგეწონება ბანი დამადე.........

20 დღიან ბანს გადებ და თუ მაგა არუშეველა მერე სამუდამო ბანს დაგადებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 3 2011, 10:56 AM
Post #91


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



განსაზღვრების მიხედვით კაბალა არის ადამიანის მიერ უმაღლესი ძალის – შემქმნელის შეცნობის მეთოდიკა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ ის ერთეულთა ხვედრია. და საუკუნეთა განმავლობაში მართლაც ასე იყო. მაშ რატომ გახდა ეს უძველესი სიბრძნე დღეს ამდენად პოპულარული? რაშია მისი აქტუალურობის საიდუმლოება?

ბრძენთა მიერ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყება პერიოდი, როცა შესაძლებელი გახდება კაბალის გახსნა ფართო მასებისათვის, რამეთუ მას შეისწავლიან მხოლოდ ისინი, რომელთაც ეს ცოდნა ჰაერივით ესაჭიროებათ. წიგნი „ზოჰარი“ მოგვითხრობს, რომ ამ დროიდან დაწყებული კაცობრიობა მიუახლოვდება სრული დეზორიენტაციის მდგომარეობას. ადამიანები მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ თავიანთი განვითარების ათასწლეულების მანძილზე, გამოიყენეს რა ამ განვითარების სხვადასხვა მიმართულებები: კულტურული, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური, სოციალური და ა.შ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიყვანა ადამიანი სასურველ შედეგამდე. უკვე დაწყებულია საყოველთაო კრიზისი: იკარგება საუკუნო საოჯახო ღირებულებები, ინგრევა მომავალი თაობის აღზრდის პრინციპები, დეპრესია ნომერ პირველ ავადმყოფობადაა აღიარებული, ტერორიზმი, აგრესია და ნარკოტიკები ჩვენი რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ეკოლოგიურმა კრიზისმა ჩააფიქრა მთელი მსოფლიო, იზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება, ადამიანი ვერ პოულობს თავის თავს, უფრო და უფრო გრძნობს მარტოობას, გაუცხოვებას, სიცარიელეს, უიმედობას, ხედავს, რომ ვერ მართავს, ვერ ფლობს თავის ცხოვრებას.

სწორედ ასეთ მდგომარეობაში უნდა გაიხსნას კაბალა, რათა მთელ მსოფლიოს აჩვენოს განვითარების გზა, რომელიც ამ ქვეყნის სიბრტყეში კი არა, არამედ მაღლა, სულიერებაში მდებარეობს. მით უმეტეს რომ თანამედროვე ადამიანი უკვე მომზადებულია კაბალისტური ინფორმაციის აღსაქმელად. მან განვითარების ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ მზადაა უმაღლესი სამყარო წარმოიდგინოს ძალთა ველების, ენერგიის, შუქის სამყაროდ, სამყაროდ მატერიის ზემოთ. სწორედ ასეთი სამყაროს, ძალების, აზრების, შუქის სამყაროს შესახებ ლაპარაკობს კაბალა .აი რატომ ხდება ის დღეს ასეთი „მოდური“. სინამდვილეში ეს მოდა კი არა, პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტ ძალას მოიკრებს. ადამიანები თანდათანობით გაარკვევენ, თუ რა არის ნამდვილი კაბალა და მრავალთათვის ხელმისაწვდომი გახდება საკუთარი ბუნების გამოსწორებისათვის საჭირო ცოდნა.

კაბალა დღეს ნებადართული და უფრო მეტიც, აქტუალური ხდება, რადგან მოვიდა დრო, როცა სულიერი ბუნების კანონების ცოდნა აუცილებელია როგორც პიროვნების, ასევე საზოგადოების და მთლიანად მსოფლიოს გადასარჩენად.

აი რას სწერს ბაალ სულამი წიგნი „სიცოცხლის ხის" წინასიტყვაობაში: „მხოლოდ კაბალის გავრცელების შედეგად მასებში ვეღირსებით განთავისუფლებას – როგორც ყოველი ჩვენთაგანი, ასევე მთელი კაცობრიობა. მხოლოდ კაბალის შესწავლით მივაღწევთ მიზანს, რომლისთვისაც ვართ გაჩენილები.“

ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ ყველას დიდ წარმატებას კაბალის მეცნიერების შესწავლაში და მის სწრაფ გამოყენებას ამ ცხოვრებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 3 2011, 11:04 AM
Post #92


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თაობა თაობას ცვლის, კაცობრიობა ვითარდება, მაგრამ არსებობს კითხვა, რომელიც უცვლელი რჩება და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ყველა ადამიანს ებადება. ეს არის კითხვა ცხოვრების აზრის შესახებ. იგი განსაკუთრებით ომების, საყოველთაო გაჭირვებისა და წარუმატებლობის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. რას ემსახურება ეს ჩვენი ცხოვრება მისი უმნიშვნელო სიამოვნებებით, ასე ძვირად რომ გვიჯდება? ჩვენ ხომ ტანჯვის არარსებობა უკვე ბედნიერებად გვეჩვენება.

სამართლიანადაა ნათქვამი: „შენს უნებლიედ იბადები, შენს უნებლიედ ცხოვრობ, შენს უნებლიედ კვდები.“

თუკი ბრმა ბუნების ნებასა ვართ მიცემულნი, არავინ იცის, საით წაგვიყვანს ეს ველური ბუნება, რომელიც ინსტინქტების გამარჯვებისათვის გაბოროტებულ ბრძოლაში გამუდმებით ისე უპირისპირებს ერთმანეთს ცალკეულ პიროვნებებს, სხვადასხვა ხალხებს, მთელ ერებს, როგორც ველურ ცხოველებს. მაგრამ სადღაც, ქვეცნობიერად ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე როგორც გონიერ არსებებზე.

ხოლო თუკი არსებობს ჩვენი შემქმნელი უმაღლესი ძალა, რატომ ვერ ვგრძნობთ მას, რატომაა ის ჩვენთვის უჩინარი? რომ გვცოდნოდა, თუ რას მოელის ის ჩვენგან, ხომ არ დავუშვებდით ცხოვრებისეულ შეცდომებს და შედეგად ტანჯვას არ მივიღებდით!

რამდენად უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება, შემქმნელი რომ დაფარული არ იყოს, არამედ თითოეულს შეეძლოს მისი შეგრძნება და ხილვა. გაქარწყლდებოდა ყველა ეჭვი მისი არსებობის შესახებ, შესაძლებელი იქნებოდა მისი მართვის საკუთარ თავზე და გარემომცველ გარემოზე შეგრძნება და დანახვა. შევძლებდით გაგვეცნობიერებინა ჩვენი შექმნის მიზეზი და მიზანი, დაგვენახა ჩვენი ქმედების შედეგები, შემქმნელის რეაქცია მათზე, წინასწარ, მასთან დიალოგში გაგვერკვია ყველა ჩვენი პრობლემა, გვეთხოვა დახმარება, გვეძებნა თავშესაფარი და რჩევა, გვეჩივლა და მიგვეღო ახსნა იმისა, თუ რატომ გვექცევა ასე, გვეკითხა რჩევა მომავლისათვის, გამუდმებით შემქმნელთან კავშირში და მისი რჩევით შევცვლილიყავით, ისე როგორც მას სურს და სასარგებლოა ჩვენთვის.

ისევე როგორც ბავშვები დაბადებიდან გრძნობენ დედას (შემქმნელი კი არანაკლებ ახლოდ შეიგრძნობოდა, რადგან ადამიანი მას როგორც თავისი გაჩენის წყაროს, თავის მშობელს, თავისი არსებობის და მის მომავალ მდგომარეობათა მიზეზს ისე აღიქვამს) უკვე „აკვნიდან“ შევძლებდით შემქმნელთან ურთიერთობას. მისი ჩვენს საქციელზე რეაქციის დანახვით ვისწავლიდით სწორად ცხოვრებას.

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ნათელია, რომ ამქვეყნად ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვაკლია – შემქმნელის შეგრძნება!

„ადამიანის მთავარი სამუშაო, ის უმთავრესი რამ, რასაც მან ცხოვრებაში უნდა მიაღწიოს, მხოლოდ შემქმნელის შეგრძნებაა, რომ შეიგრძნოს მისი რეალობა, ის, რომ მთელი სამყარო მისი დიდებითაა სავსე. და ამ შეგრძნების (და არა სხვა რამის) მისაღწევად უნდა იხმაროს ადამიანმა ყველა ღონე.“ (ბაალ სულამი, „შამათი“, სტატია №4)

შემქმნელის შეგრძნების ძიების მეთოდს კაბალა ეწოდება.

კაბალის სწავლა შეუძლია ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა, განათლებისა და ნიჭისა, რადგან მის შესასწავლად მხოლოდ ერთი წინაპირობა არსებობს – ადამიანის მწვავე სურვილი შეიტყოს თავისი ცხოვრების აზრი და გახდეს თავისუფალი.

„თუკი ყურადღებას მივაპყრობთ მხოლოდ ერთ, ყველასათვის ცნობილ შეკითხვას, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ყველა კითხვა და ეჭვი კაბალის შესწავლასთან დაკავშირებით უმალ გაქარწყლდება – ეს მწვავე, მტკივნეული, სამართლიანი შეკითხვაა, რომელიც ყოველ ამქვეყნად შობილს უჩნდება: „რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი?““

(იეჰუდა ლეიბ ჰალევი აშლაგი, „სწავლება ათი სფირის შესახებ“)
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 3 2011, 12:11 PM
Post #93


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოხარული ვარ, ამ ფორუმზე ჭეშმარიტი კაბალისტი რომ გამოჩნდა
იმედი მაქვს კიდევ ბევრ ახალს და საინტერესოს გავიგებთ გიასგან smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 3 2011, 03:44 PM
Post #94


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ.
მე თქვენი ახალი წევრი ვარ და ძალიან მიხარია რომ არსებობს ეს ფორუმი ამ თემით. მიმიღებთsmile.gif?
გამარჯობა დიასახლისს. (მატას)
კეთილი სურვილებით ყველას მიმართ...
დასაწყისისათვის: კაბალაში ცოტა ინფორმაცია მაქვს. მინდა გაგიზიაროთ და ცოდნაც გავიმდიდრო.
რა ცუდია, რომ არავინ არის, რომ გავესაუბრო. იქნებ ჩემი ჩანაწერის წაკითხვის შემდეგ ვინმე შემეხმიანოს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 3 2011, 03:50 PM
Post #95


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაინტერესებს რა არის მთავარი პრაქტიკა კაბალაში. ანუ ადამიანს, რომელსაც უნდა სულიერად განვითარდეს, რა პრაქტიკას ურჩევს ძირითადად კაბალა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 3 2011, 05:20 PM
Post #96


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმან!
რამდენადაც მე ვიცი, კაბალა არის მეცნიერება, რომელიც ასახავს სამყაროების "ზემოდან" (უზენასი, სულიერი ფორმიდან) "ქვემოთ" (მატერიალურ ფორმამდე) განვითარების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიხედვით თანმიმდევრობით წარმოშობის კანონზომიერებას.
ტერმინ "სულიერ განვითარებაში" კაბალა გულისხმობს არა რელიგიურ ბრმა რწმენას, არამედ ადამიანის მიერ ამ "დაშვების" თანმიმდევრობაში გარკვევას და ანალოგიური გზით "ზემოთ" ასვლაში ხელშეწყობას. ადამიანს, კაბალის მიხედვით ამ ზოგად კანონზომიერებაში (სამყაროს განვითარეის პროგრამაში) ყოფნა ასეც უწევს და ისედაც. ანუ ის მაინც განვითარდება მის გარეშე არსებული საერთო ცანაფიქრის მიხედვით, მაგრამ კაბალა ეხმარება ამ გზის შეგნებულად, გაცნობიერებულად გავლაში. ანუ ეს არის მეთოდიოლოგია იმისათვის, რომ გაიგო როგორ გაჩნდა სამყარო (და მათ შორის მე) და გაიგო როგორ ვიტარდება სამყარო. ამის შემდეგ კი აიღო შეიარაღებაზე ეს მეთოდოლოგია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვე მას. ანუ საერთო პროგრამას. აქამდე კაცობრიობა ვიტარდებოდა სულ სხვა გზით და ბოლოსდაბოლოს ჩიხში შევიდა. თუმცა ესეც განვიტარების საერთო პროგრამის ნაწილი იყო. ანუ ბუნებამ თვითონვე მიგვიყვანა (მიგვიშვა) ჩიხამდე. ამის შემდგომ ერთი გზარაა. მხოლოდ ზევით. (რა თქმა უნდა "ზევით" ეს პირობითი ტერმინია) და როცა ბუნება გეჩაჩება "ზევით", შენ მას კი არარ უზალიანდები, არამედ თვითონ მიდიხარ და მიუძღვები სხვებსაც. ზოგი ადრე მოდის გონს, რა ხდება, ზოგი გვიან. ზოგიც ჯერ ბაიბურში არ არის. ამიტომ კაბალა იმათთვისაა, ვისაც მაქსიმალურად აქვს ამისი სურვილი და მოილია უკვე უაზრო გამოდევნება მატერიალური ბედნიერებისათვის.
მაგრამ იმისათვის, რომ ამ გზაზე შედგე საჭიროა:
1. გაერკვე სამყაროს შექმნის ("ძემოდან" "ქვემოთ") გაგებაში
2. შეეცადო დაინახო საკუთარი თავი
3. გქონდეს სურვილი, რომ დაიწყო "ზემოთ" სვლა. სინამდვილეში არსად არ მიფრინავ. მიწაზე რჩები და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. უბრალოდ იფართოებ სამყაროს აღქმის დიაპაზონს. ( ეს შესაძლებელია)
4. გყავდეს შესაბამისი გარემოცვა. რომელიც იგივე სურვილით არიან განსმჭვალული. (როდესაც ფულის გაკეთებას აპირებ ხომ იკრებ მეგობარ ბიზნესმენებს ამისათვის. ან როცა ხელისუფლებაში მოსვლას აპირებ ხომ გჭირდება პოლიტიკური გუნდი)


დამატებითი ცნობები:
1. კაბალა მეცნიერებაა, მაგრამ ეს არაა ტრადიციული საბუნებისმეტყველო მეცნიერება, რომელიც ადამიანის გრძნობის ორგანოების მეშვეობით იკვლევს.
2. კაბალა არ არის რელიგია და არ მოითხოვს ბრმა რწმენას. პირიქით- საქმეში შემოდის დაკვირვება და ცდისეული ანალიზი
3. კაბალაში არ არის მისტერიები. სანთლები, (თეთრი, შავი, მწვანე) შელოცვები, წმინდა წერილები, კერპები, გურუები,
4. კაბალაში გწამს მხოლოდ ის, რასაც ხედავ ან რისი აღქმაც შეგიძლია.
5. კაბალაში მუშაობ მხოლოდ საკუთარ თავზე და აკვირდები მას გარემოს მიმართ.
კიდევ ბევრი რამ, მაგრამ მგონი ესეც საკმარისია ჯერ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ცნობა.
კაბალა უკვე ღია აბსოლუტურად მეცნიერებაა და ჩემთვის პირადად აბსოლუტურად გასაგებია რატომ იყო ის აქამდე დაფარული.
ჩვენს მარაზიებში უკვე თავისუფლად იყიდება წიგნები ამ მეცნიერების შესახებ. (ოღონდ ჯერ რუსულად და ინგლისურად) ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქალაქში: ლონდონში, პარიზში, (მოკლედ ევროპის ყველა ქალაქში და ყველა წამყვან ენაზე) ასევე ამერიკაში, რუსეთში, ირანში, ჩინეთში და იაპონიაში, ავსტრალიაშიც. ჩვენთან ერთი წიგნი უკვე არის ქართულ ენაზეც. რამოდენიმე კვირაში გამოდის სულ ახალი წიგნი "კაბალა დღეს - დაფარულის გამჟღავნება". ეს ფაქტობრივად შესავალია.
მე ზალიან მიხარია, რომ ამის თქმა შემიძლია შენთვის!
წარმატებები...smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 3 2011, 05:30 PM
Post #97


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ნიკოლოზი @ 3rd August 2011 - 05:20 PM) *
გქონდეს სურვილი, რომ დაიწყო "ზემოთ" სვლა. სინამდვილეში არსად არ მიფრინავ. მიწაზე რჩები და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. უბრალოდ იფართოებ სამყაროს აღქმის დიაპაზონს.


ანუ მე როგორც მივხვდი მთავარი პრაქტიკა ცოდნის მიღებაა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 3 2011, 06:15 PM
Post #98


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი კითხვაა.
არა.
მთავრი პრაქტიკა ცოდნის მიღება არ არის.
ცოდნა ეს მხოლოდ ინფორმაციაა.
პრაქტიკა მიღებული ცოდნის საფუძველზე საკუთარ თავზე, საკუთარ თვისებებზე დკვირვება, საკუთარი პიროვნების სამყაროს კანონების მიმართ დისჰარმონიაში ყოფნის აღმოჩენა (არ შეგეშინდეთ, ადამიანები, კაცობრიობა, სამყაროს კანონების მიმრათ ყველანი დისჰარმონიაში ვიმყოფებით. თუმცა ესეც ბუნებრივი განვითარების პროგრამითაა გათვალისწინებული) და საკუთარი თავის "გამოსწორება", უარყოფითი თვისებების ცვლაა.

ამ თვისებების ცვლა ხდება არა ვიღაცის მიერ შემუშავებული ან დაშვებული ინსტრუქციების დაცვით, არამედ უშუალოდ საკუტარი პოზიციის გააზრებით სამყაროს ერთიანი კანონის მიმართ. (როდესაც შენთვის ერთ ბეჭზე წოლა აღარ ხდება მოსახერხებელი, ალბათ ლოგიკურია, რომ გადაბრუნდე) ანუ საკუთარი თვისების ცვლა ხდება საკუთარივე ნებით იმიტომ, რომ ეს მომგებიანია. სასარგებლოა. მეტი კომფორტისა და სიამოვნების მომგვრელია.

მაგრამ თვისობრივად რომ შეიცვალო, უნდა შეგნებულად აღმოაჩინო რა გაქვს შესაცვლელი და რატომ. ამის აღმოჩენა საკუთარ თავში ხდება საფეხურების მიხედვით, ანუ ეტაპობრივად. თუ ამის აღმოჩენას ვერ შეძლებ, არც შეიცვლები. (თუ ვერ იგრძნობ, რომ ბეჭი აგტკივდა არც არასოდეს არ გადაბრუნდებიsmile.gif) ყოველ ნაბიჯზე, სულიერი განვითარების, ან სამყაროს არსში წვდომის (ჯერ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია) ყოველ ახალ ეტაპზე, შენ ხედავ შენს პოზიციას და მის მიმართებას ბუნების უზენაეს კანონთან. ამის შემდეგ იღებ გადაწყვეტილებას რა შეცვალო და საით წახვიდე.
როდესაც ახალ ეტაპს მიადგები, უფრო უკეთესად დაინახავ. დაინახავ და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეცვლი. ერთი შეხედვით სულ ეს არის. ისე კი ეს მთელი ომია საკუთარ თავთან. ოღონდ მშვიდობიანი ომი 100%-იანი მოგებით და ყველაფერთან ერთად სიამოვნების მთელი ნაკადი. ოკეანეsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 3 2011, 07:46 PM
Post #99


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ

გასაგებია. ანუ კონკრეტული მეთოდი არ არსებობს და ყველასთვის საკუთარ თავთან მუშაობის მეთოდები ინდივიდუალურია...

საკმაოდ რბილი და კომფორტული გზაა და ვფიქრობ ბევრს მოეწონება.

გმადლობ ინფორმაციისთვის. ამჯერად მეტი კითხვა არ მაქვს smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 3 2011, 08:21 PM
Post #100


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა: შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის ადამიანები, რომლებმაც კაბალას ცოდნის მეშვეობით სრულყოფილებას მიაღწიეს? ანუ მაგალითები, ვინც ამ ცოდნის რეალიზაცია ბოლომდე მოახდინა...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

21 Pages V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:41 AM