IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

21 Pages V  « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაბალა
mata
post Aug 3 2011, 08:57 PM
Post #101


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ

კეთილი იყოს თქვენი მოსვლა helllo.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 3 2011, 11:00 PM
Post #102


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




mata
მადლობა მატა!
წარმატებებს გისურვებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Aug 3 2011, 11:10 PM
Post #103


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
welcomeani.gif

კეთილი იყოს შენი გაწევრიანება საიტზე...smile.gif))


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 3 2011, 11:13 PM
Post #104


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
ბატონო თემურ როგორ ბრძანდებით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ფორუმზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 3 2011, 11:13 PM
Post #105


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

არა, ატმან, არ შემიძლია.
1. მე თვითონაც რომ ვიყო ასეთი ადამიანი, საკუთარ თავს ვერ დავასახელლებდი. იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც არ მიუღწევია სრულყოფილებისათვის, არ ესმის ტერმინის არსი. არც მე არ მესმის.
2. მე რომ ასეთი ადამიანი შევიცნო სრულყოფილად, მე თვითონ უნდა ვიყო სრულყოფილების ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც მის აღქმას შევძლებდი და მეცოდინებოდა რას ვასახელებ. თუმცა სხვას მაინც ვერ დავუსახელებდი იგივე მიზეზის გამო, რაც 1 პუნქტში წერია
3. სრულყოფილი ადამიანი არ მოითხოვს სხვა სრულყოფილი ადამიანის დასახელებას. ის თვითონ შეიცნობს მას.

მე შემიძლია დავასახელო დიდი კაბალისტები, რომლებიც კლასიკურ კაბალას ქმნიდნენ და რომელთა ნაშრომებსაც დღეს კლასიკური კაბალა ეყრდნობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ გარდა დიდი კაბალისტები არ იყვნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kote777
post Aug 3 2011, 11:19 PM
Post #106


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 3-August 11
Member No.: 6,536

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
Gia Amilaxvari
როგორ ხარ ეხლა მივხვდი რა ხდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 3 2011, 11:22 PM
Post #107


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
QUOTE(ნიკოლოზი @ 3rd August 2011 - 02:13 PM) *
მე რომ ასეთი ადამიანი შევიცნო სრულყოფილად, მე თვითონ უნდა ვიყო სრულყოფილების ისეთ სიმაღლეზე, საიდანაც მის აღქმას შევძლებდი და მეცოდინებოდა რას ვასახელებ.

welcomeani.gif
იმედია, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავიგებთ თქვენგან
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 3 2011, 11:28 PM
Post #108


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 3rd August 2011 - 11:22 PM) *
იმედია, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავიგებთ თქვენგან

ბატონი თემურისგან მართლაც უამრავ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ ზღვა ინფორმაციას ფლობს კაბალის მეცნიერების შესახებ, მისგან ვეზიარე პირველად კაბალის საწყისებსsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 4 2011, 12:39 PM
Post #109


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა აუდიტორიას გულთბილი მიღებისათვის.
თამარ, გიორგი, ქეთ, გაიხარეთ!
მე კი თქვენთან ყოფნით განვითარების იმედი მაქვს. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 4 2011, 12:59 PM
Post #110


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაბალაზე გავრცელებული მითები

კაბალა ათასობით წლების განმავლობაში გარემოცული იყო მითებით და გაუგებრობით ხალხის ფართო მასებში. რაღას არ დაარქვეს ”კაბალა” - მაგიურ რიტუალებს, ყავაზე და კარტზე მკითხაობას, ციფრებზე და რიცხვებზე ჟონგლიორობას (ნუმეროლოგია), თილისმანებს, წითელი ძაფებს, წმინდა წყალს, სუნთქვის და მედიტაციის მეთოდებს, რიტუალურ ცეკვებსაც კი და ასე შემდეგ.
განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რომლებიც ხელს უშლიან ხალხს დაუახლოვდნენ ნამდვილ, მეცნიერულ კაბალას.

მითი #1 - აკრძალულია კაბალის სწავლა ორმოცი წლის ასაკამდე.

პასუხი: დაწყებული დიდი კაბალისტის არიზალის (არი, რაბი იცხაკ ლურია) დღეებიდან არავითარი შეზღუდვა კაბალის სწავლაზე აღარ არსებობს. მისი სწავლა შეუძლია ყველას, ქალებსა და ბავშვებსაც კი. ყველა ის შეზღუდვები, რომლებიც თვითონ დიდმა კაბალისტებმა დააწესეს, მხოლოდ მე-16 საუკუნემდე არსებობდნენ. ამ შეზღუდვების მიზანი იყო დაეცვათ ისინი, ვინც არ იყო მისული სულიერი განვითარების სათანადო დონემდე და კაბალის სწავლას მათთვის მართლაც დიდი ზიანის მოტანა შეეძლო. ამიტომ არიზალამდე კაბალისტები დიდი სიფრთხილით არჩევდნენ იმ მოწაფეებს, რომლებსაც კაბალა უნდა შეესწავლათ.
დღეს უკვე მილიონობით ადამიანი გრძნობს კაბალის შესწავლის საჭიროებას და ამ პროცესის შეჩერება ყოვლად შეუძლებელია. შემომქმედისაკენ მისწრაფება ეს ქმნილების ბუნებაში ჩაქსოვილი თვისებაა და ეხლა, ჩვენს დღეებში ეს სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. ყველაფერს სურვილი განსაზღვრავს, თუკი ადამიანს სწავლის სურვილი გაუჩნდა, ესე იგი უკვე მომწიფებულია სწავლისათვის და მასზე უკვე აღარავითარი შეზღუდვა არ მოქმედებს.

მითი #2 - კაბალა არის იუდაიზმის მისტიკური მოძღვრება

პასუხი: ივრიტზე (ებრაულზე) სიტყვა კაბალა ნიშნავს ”მიღება”-ს, ანუ იმ განსაკუთრებული ცოდნის შეძენას, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ოდესღაც ეს მეცნიერება მართლაც საიდუმლოებას წარმოადგენდა. კაბალას დასაბამი მიეცა დაახლოებით 4 ათასი წლის წინ ძველ ბაბილონში, ქალაქ ურის მცხოვრები, ვინმე აბრაამის მიერ. მან შესძლო იმ მეთოდის აღმოჩენა, რომელიც საშულებას იძლევა შევიგრძნოთ სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ჩვენი ხუთი შეგრძნების მიღმაა. ის დაეუფლა ამ მეცნიერებას, შემოიკრიბა გარშემო მიმდევრები და გადასცა მათ ადამიანისთვის სამყაროს ფარული და უცნობი ნაწილის შეცნობის მეთოდი.
მას შემდეგ ეს საიდუმლო გადადის თაობიდან თაობამდე ძალიან მცირე და შეზღუდული რაოდენობის კაბალის მიმდევრების მიერ. კაბალისტური ცოდნა გადადიოდა ზეპირად მასწავლებლიდან მოწაფეზე. კაბალის მთელი ისტორიის განმავლობაში ამ ბოლო საუკუნემდე კაბალისტების ძალიან ვიწრო წრე არსებობდა. დღეს კი პრიქით, კაბალა სულ უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება იმ მიზეზით, რომ კაცობრიობას გაუჩნდა სურვილი მისი შესწავლის, დაუფლების და ამ ცონის გამოყენების, იმდენად რამდენადაც მასში სარგებლობის მომტანს ხედავს, განსაკუთრებით ეხლა, როცა კაცობრიობა ძალიან მწვავე კრიზისის წინაშე დგას.

მითი #3 : კაბალა ისევე როგორც სხვა რელიგიები რწმენით უნდა მივიღოთ.
პასუხი: კაბალას არავითარი კავშირი არა აქვს რელიგიასთან და სარწმუნოებასთან.
ადამიანი აღითქვამს გარემომცველ სინამდვილეს მას შემდეგ, რაც ის ტვინით ამუშავებს ხუთი შეგრძნების ორგანოებით მიღებულ ინფორმაციას. ამის გარდა ადამიანს შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ტექნიკური საშუალებანი, რათა გააფართოვოს ამ ორგანოების მიერ აღთქმის შესაძლებლობათა დიაპაზონი. იმისათვის კი რომ გამოვიკვლიოთ სამყაროს ის ნაწილი, რაც აღთქმის არსებული მეთოდებით მიუწვდომელია, აუცილებელია ჩვენში მეექვსე გრძნობის ორგანოს განვითარება. ამ დამატებითი სენსორის საშულებით ადამიანი იწყებს სამყაროს აქამდე ფარული ნაწილის შეგრძნებას და შესაბამისად მის შესწავლას იგივე წესების და კანონების გამოყენებით, რაც მიღებულია სხვა ნებისმიერ მეცნიერებაში. იმისათვის, რომ შედეგი იყოს მაქსიმალურად საიმედო, კაბალისტები იყენებენ ცდების მრავალჯერ გამეორების და კაბალისტებს შორის ცოდნის ურთიერთ გადაცემის მეთოდებს. ერთად-ერთი რაც მეცნიერ კაბალისტს განასხვავებს სხვა მეცნიერებისგან არის ის, რომ მათ ჯერ უნდა განავითარონ გრძნობის მეექვსე ორგანო სანამ ფარული სამყაროს გამოკვლევას დაიწყებდნენ.

მითი #4 : კაბალისტური ცოდნა გვეხმარება ბიზნესის წარმატებაში.
პასუხი : ჭეშმარიტი კაბალის, ანუ იმ კაბალის სწავლით, რომლის წყაროებიც კაცობრიობას უკვე ათასობით წლებია რაც გააჩნია, ადამიანი ვერ მიიღებს იმის რეცეპტებს, თუ როგორ მიაღწიოს წარმატებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ეგოისტური თვისებების და ეგოისტური სურვილების გამოყენებით. კაბალა არ ჰპირდება ადამიანს არავითარ მომხიბლავ პერსპექტივებს მის ეგოისტურ ცხოვრებაში, ანუ იქ სადაც ადამიანი ეძებს მომგებიან ბიზნესს, შემოსავლიან სამსახურს, მატერიალურად მომგებიანი საქმროს ან საცოლეს შერჩევას, სწრაფად გამდიდრების ან ძალაუფლების მოხვეჭის გზებს და ასე შემდეგ. კაბალა სხეულის ჯანმრთელობის გარანტიებსაც კი არ გვპირდება. ერთი სიტყვით, კაბალის სწავლით ეგოისტური სურვილების შევსების იმედი არ უნდა გვქონდეს.
სავსებით ნათელი უნდა იყოს ისიც, რომ სასწაულები საერთოდ არ არსებობენ, ანუ ადამიანს არ გააჩნია არავითარი შინაგანი საშუალება იმისა, რომ რაიმე სასწაულებრივი გზით მოიმოქმედოს რაიმე ზებუნებრივი, ანუ ისეთი რაც სამყაროს კანონებს არ ემორჩილება.
თუ ადამიანი მართლაც მოისურვებს რომ გაიგოს ცხოვრების არსი, იცოდეს როგორ მოიქცეს, მაშინ ამის სანაცვლოდ ის მიიღებს სრულყოფას და მარადიულობას.

მითი #5 - კაბალა კაცობრიობის მომავალს წინასწარმეტყველობს.
პასუხი : კაბალა გვასწავლის, რომ ჩვენ თუ არ დავიწყებთ გამოსწორების პროგრამის შესრულებას, შესაძლოა რომ კაცობრიობრიობას ელის მესამე და მეოთხე მსოფლიო ომები ბირთვული იარაღის გამოყენებით, რის შედეგადაც მხოლოდ რამდენიმე მილიონი ადამიანი გადარჩება და ისინი გამოსწორების პროგრამას მაინც დაასრულებენ. გადარჩენილები ფაქტიურად მოიცავენ ყველა არსებულ სულს. სხეულთა რაოდენობას არაა აქვს არავითარი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია იმ სულთა მდგომარეობა, რომელთაც უნდა მიაღწიონ არსებობის უმაღლეს დონეს, როგორც ეს ბუნებაშია დაპროგრამირებული.
კაბალა ამბობს, რომ საბოლოო მიზანი წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა გზა ამ მიზნისაკენ მთლიანად დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თვით ადამიანთა ნებაზე. ამჟამად, სწორედ ამ ეტაპზე, კაცობრიობა იმყოფება განვითარების იმ საფეხურზე, სადაც მან უნდა გააკეთოს არჩევანი იმაზე, თუ როგორ განაგრძოს წინსვლა - კეთილი ნებით თუ მტკივნეული გზით.
არც ერთ კაბალისტს არ შესწევს უნარი, რომ იწინასწარმეტყველოს თუ რა გზით წარიმართება კაცობრიობის განვითარება. ეს იმიტომ რომ განვითარების გზა ადამიანთა ნებაზეა დამოკიდებული. კაბალისტები ლაპარაკობენ განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობაზე, იმისდა მიხედვით თუ რა ზემოქმედებას მოახდენენ ისინი ბუნებაზე. ეს გზა უცნობია და შეუძლებელია მისი წინასწარმეტყველება, რამდენადაც ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა თავისუფალ არჩევანზე.

მითი #6 - კაბალაში მიღებულია რიტუალური კულტი.
პასუხი: კაბალა არ შეიცავს არავითარ რიტუალურ ან რაიმე გარეგნული ხასიათის მქონე ჩვეულებას ან კულტს. ამიტომ, თუ კი თქვენ შეესწარით სადმე ასეთ გამოვლინებას, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არავითარ კავშირში არაა ჭეშმარიტ კაბალასთან. იგივე შეიძლება ითქვას ციფრებით და რიცხვებით ჟონგლიორობის, სფიროტების სურათების, ტაროს ბანქოს და ყოველივე ამგვარის მიმართაც. ნებისმიერი გამოსახულება სხვა არაფერია, თუ არა კაბალის პირადი მიზნებისთვის გამოყენების მატერიალური საშუალება.
კაბალის მიზანი ეს არის თვითოეული ადამიანის მიერ საკუთარ სულში შემომქმედის გამოვლინება.
ამიტომ, თუ კი ვინმე თქვენ გთავაზობთ თილისმანებს ან რაიმე მაგიური ძალის მქონე ნივთებს, ეს მხოლოდ გამყიდველის ჯიბეს შეიძლება რომ დაეხმაროს და არა თქვენს სულიერ განვითარებას. თუ კი თქვენ ასეთი ნივთების მაგიური ძალისა მაინც გჯერათ, მაშინ ეს თქვენ შეიძლება რომ დაგეხმაროთ, მაგრამ ფსიქოლოგიურად და არა სულიერად. კაბალაში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი აკადემიური ცოდნის სისტემაში, არ არსებობს არავითარი მისტიკა. კაბალა ეს მეცნიერებაა, თუმცა სხვა მეცნიერებებისგან განსხვავებით ის სწავლობს მთელ სამყაროს და არა მხოლოდ სამყაროს იმ ნაწილს, რაც ხუთი გრძნობის ორგანოების საშუალებითაა ცნობილი.
სულიერი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სურვილების სწორად მიმართვით და არა მექნიკური მოქმედებების სრულყოფით.

მითი #7 - კაბალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ თილისმანს, წმინდა წყალს და წითელ ძაფს როგორც ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას.
პასუხი: კაბალა არ ასწავლის ადამიანს არაფერს, რაც მატერიალურ სამყაროში ხდება და ამიტომ ყოვლად მიუღებელია კაბალის გამოყენება, როგორც გამდიდრების და ძალაუფლების, სახელის ან პატივის მოხვეჭის საშუალება. კაბალა მოგვცეს ჩვენ იმისათვის, რათა გადავიყვანოთ ადამიანი ამქვეყნიური შეგრძნებიდან სულიერი სამყაროს შეგრძნებაში, ანუ იმ რეალობაში, რაც შეგრძნების მეექვსე ორგანოთი - სულით აღითქმება. ასე, რომ ყველა იმ მეთოდოლოგიას, რომლთაც ადამიანი იყენებს ჩვენს მატერიალურ სამყაროში წარმატებული არსებობისათვის, ჭეშმარიტ კაბალასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ბაალ სულამმა სტატიაში ”მეცნიერება კაბალის არსი” მოგვცა კაბალის შემდეგი განმარტება: ”მეცნიერება კაბალა წარმოადგენს იმ უზენაესი ძალების ქმედების მიზეზ-შედეგობრივ თანმიმდევრობას, რომელიც ემორჩილებიან მუდმივ და აბსოლუტურ კანონებს, დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და მიმართულნი არიან იმ მაღალი მიზნისაკენ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ადამიანის მიერ შემომქმედის(ბორე) გამოვლინება”.
იმას, რომ თილისმანები და შელოცვები მიუღებელია კაბალისთვის, ჯერ კიდევ არი (არიზალი) წერდა. მათი გამოყენება აკრძალულია იმდენად, რამდენადაც ამას ადამიანი შეცდომაში შეჰყავს. ადამიანს მართლაც ჰგონია, რომ ეს საგნები შეიცავენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, სინამდვილეში კი საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტთან.
ადამიანი ისწრაფვის უსაფრთხოებისკენ, უზრუნველყოფისკენ და თვითდაჯერებულობისკენ. ეს განაპირობებს იმას, რომ არსებობს მრავალი ცრურწმენა იმის გარშემო, რაც წარმატებასთანაა დაკავშირებული და იქ სადაც შეუძლებელია რაიმე შედეგის წინასწარმეტყველება. ასეთ გარემოებაში ადამიანი მზადაა გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება იმისათვის, რომ დასძლიოს მომავლის გაურკვევლობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური კოპლექსები. რამდენადაც ეს საშუალება ადამიანს ეხმარება სიძნელეების დაძლევაში, მისი გამოყენება სავსებით გამართლებული. თუმცა ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის შეგრძნებაში ახალი ძალის წყაროს საგნების ზებუნებრივი თვისება კი არ წარმოადგენს , არამედ იმის რწმენა, რომ საგანს მართლაც გააჩნია რაღაც ზებუნებრივი, სასწაულმოქმედი ძალა.
მსგავს მეთოდებს კატეგორულად უარყოფენ კაბალისტები, რამდენადაც ისინი ადამიანში ქმნიან არასწორ წარმოდგენას სულიერ სამყაროზე: ადამიანის წარმოდგენაში სულიერი სამყარო ღებულობს მატერიალურ საგნებში, ასოების და კოდის კომბინაციაში, შელოცვებში ან წყევლაში თითქოს არსებული საიდუმლო ძალების სახეს. ჩვენ უნდა ვერიდოთ ამგვარ აზროვნებას და უნდა გავიგოთ, რომ ამ შემთხვევაში გამკურნავი ძალა ფსიქოლოგიური თვითდაჯერებულობაა და არა უზენაესი ძალა.
რა შეუძლია ადამიანს ჩაიფიქროს როცა ის წითელ ძაფს იხვევს ხელზე ? მხოლოდ და მხოლოდ ”მე მსურს, რომ ჩემი რწმენა წითელ ძაფში ფსიქოლოგიურად დამეხმაროს ყვლა სიძნელეების გადალახვაში”.
თუმცა ამავე დროს არანაირად არ შეგვიძლია დავაკავშიროთ წითელი ძაფი შემომქმედთან (ბორე). ადამიანის კავშირი შემომქმედთან შესაძლებელია მხოლოდ შემომქმედთან დამსგავსების მიწრაფებით და არა იმით, რომ იფიქროს თუ როგორ მოაწყოს კარგად თავისი პირადი ცხოვრება მატერიალურ სამყაროში ან როგორ დააღწიოს თავი იმ განსაცდელს, იმ ტკივილს, რომელსაც შემომქმედი ქმნის ადამიანისთვის არა იმიტომ რომ ის დროებით გააყუჩოს სხვადასხვა მეთოდებით, არამედ იმიტომ, რომ ადამიანს შემომქმედისკენ მისწრაფების სურვილი გაუჩინოს.
იმის მტკიცებას, რომ ძაფებში, წყალში, ქვებში, მიწაში ან ჰაერში არსებობენ წმინდა ძალები, სულიერი დაჰყავს მატერიალურ დონემდე და ფაქტიურად ეს სხვა არაფერია თუ არა კერპთთაყვანისმცემლობა. ფსიქოლოგიური საჭიროების გამო კაცობრიობამ შექმნა ბევრი სახის რიტუალი. ეს გამართლებულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამას არავითარი კავშირი სულიერ სამყაროსთან არა აქვს და რომ არაფერი წმინდა მატერიალურ საგანში არ შეიძლება რომ იყოს.
სიწმინდე (კდუშა) - ეს არის გაცემის თვისება. მთელი ჩვენი სამყარო ეგოისტურია და ზემოთ მოყვანილი მეთოდები ფსიქოლოგიურად პასუხობენ ადამიანის მოთხოვნილობებს. როდესაც ადამიანი ეგოისტურად იძენს წითელ ძაფებს ან წმინდა წყალს მატერიალურ სამყაროში პირადი ცხოვრების უკეთესად მოწყობის მოსაზრებით, ის არ იძენს არავითარ სულიერს, ამაღლებულს, იძენს მხოლოდ და მხოლოდ თავის შინაგან ფსიქოლოგიურ და ამავე დროს ეგოისტურ დასაყრდენს.
უმაღლესი სულიერი სამყარო ეს ის სამყაროა, რომელიც გაცემის თვისებაზე დამყარებული კანონების მიხედვით არსებობს და სადაც მხოლოდ ძალები და გრძნობები მოქმედებენ ყოველგვარი მატერიალური განსახიერების გარეშე.
სულიერი სამყარო შეიძლება გახდეს ადმიანისთვის მისაწვდომი მხოლოდ ორიგინალური წყაროებიდან კაბალის სწავლის შედეგად.
სტატიაში ”ათი სეფიროტების თალმუდის შესავალი” ბაალ სულამი წერს, რომ ადამიანი ორიგინალური წყაროებიდან სწავლის დროს, იმისდა მიხედვით თუ რამდენად მიისწრაფვის საკუთარი სულის სრულყოფის უფრო მაღალი საფეხურებისკენ, მასზე მოქმედებს გამოსწორების სინათლე. მაგრამ თუკი ადამიანი არ სწავლობს ორიგინალური წყაროებიდან, მაშინ მისი ბუნების გამოსწორება არ ძლუძს არავითარ მატერიალურ ქმედებას, რაც არ უნდა კარგი და კეთილი განზრახვით არ უნდა კეთდებოდეს.

მითი #8 - კაბალა იყენებს მედიტაციის ტექნიკას.
პასუხი: მედიტაცია და მსგავსი მეთოდები ადამიანს თავზე ახვევს გარკვეული ფორმის, სტილის აზროვნებას და კონტენტრაციას გარკეულ ობიექტებზე, რაც ძლიან ზღუდავს ადამიანის უნარს ეძებოს რაღაც ახალი, აქამდე მიუწვდომელი და მიუგნებელი. მედიტაციის მეთოდის მიხედვით ადამიანმა კონცენტრაცია უნდა მოახდინოს რაღაც გარკვეულ, ძალიან შეზღუდულ, მისთვის კარგად ცნობილ ობიექტზე და ამავე დროს გაითიშოს გარეშე სამყაროსგან. ასეთი მეთოდი აბსოლუტურად საწინააღმდეგო და მიუღებელია კაბალისთვის. კაბალისტური სწავლების მიხედვით ადამიანი მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გარემომცველ სამყაროსთან, მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოებაში, უნდა იმუშაოს, ვალდებულია ჰყავდეს ოჯახი და შეასრულოს ყველა მოქალაქეობრივი ვალდებულება.
იმით, რომ ზღუდავენ მოწაფეთა აზროვნებას და აიძულებენ მათ კონცენტრაცია მოახდინონ ამქვეყნიურ, მატერიალურ ობიექტებზე, მედიტაციის მეთოდთა ავტორები ფაქტიურად სპობენ ჩვეულებრივი, აზროვნების ჩარჩოებიდან გამოსვლის ყვველანაირ შესაძლებლობას. მედიტაცია ადამიანში კლავს უმაღლესი სამყაროს და შემომქმედის შეგრძნების შესაძლებლობას.
კაბალა გვასწავლის, რომ მხოლოდ ადამიანის შინაგანი ძიების სრული თავისუფლება იძლევა იმის საშუალებას, რომ მან კავშირი დაამყაროს სამყაროს აქამდე უცნობ, ჩვენი გრძნობების მიღმა არსებულ ნაწილთან. უმაღლესი სამყარო ხომ ჩვენი ადამიანური ბუნების, ჩვენი ტვინის მიღმაა. მედიტაციის პრაქტიკა კი ადამიანს აიძულებს იმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ ტვინით, რაც შეუძლებელს ხდის უმაღლეს სამყაროსთან კავშირს. იმისათვის რომ უმაღლეს სამყაროს მივაღწიოთ, არ არის საჭირო განსაკუთრებული აზრების ძებნა. ისინი თვითონ მოვლენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ საკუთარ თავს გამოვასწორებთ და დავძლევთ საკუთარ ეგოს.

მითი #9 - კაბალა მოითხოვს ასკეტიზმს, ყველანაირი სიამოვნების მიღების შეზღუდვას.
პასუხი: სულიერი ამაღლება ხდება არა სურვილთა შეზღუდვით ან ჩახშობით, არამედ პირიქით, სურვილთა გაზრდით. ადამიანი, რომელიც კაბალის სწავლას იწყებს, აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე, რომ არ ზღუდავს საკუთარ თავს არაფერში. ეს ხომ სურვილებია, რაც ადამიანს უკარნახებს თუ როგორ მოიქცეს. თუკი მისი სურვილები სულ უფრო და უფრო უმაღლესი სამყაროსკენ იქნება მიმართული, შესაბამისი ცვლილება მოხდება მის საქციელშიც.
გამოსწორება - ეს არის პროცესი ადამიანის შინაგან ბუნებაზე უზენაესი სინათლის მოქმედებისა და არა ძალით თავს მოხვეული შეზღუდვებისა. ამით კაბალისტური მეთოდი მკვეთრად განსხვავდება სხვა მეთოდებისგან. კაბალა გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ თვითონ ადამიანში მომქმედი შემომქმედის ძალა და არა გარედან ადამიანზე რაიმე ძალისმიერი მოქმედება. შემდგომში ადამიანი რაც უფრო მეტ ძალას მიიღებს ზევიდან, მას უფრო მეტი სურვილების გამოსწორების და მათი სწორად გამოყენების უნარი გააჩნია და შესაბამისად მას უფრო დიდი სურვილები შეუძლია რომ ჰქონდეს.
სიამოვნების გარეშე ადამიანის ცხოვრება შეუძლებელია და კაბალის მიხედვით ჩვენი ცხოვრების არსიც სწორედ სიამოვნების მიღების სურვილშია. ქმნილების ჩანაფიქრის მიზანი კი იმაში მდგომარეობს რომ სრულყოფილ სიამოვნებას მივაღწიოთ.
სიამოვნებაში არაფერი სამარცხვინო არ არის. გამოსწორება კი სჭირდება მხოლოდ სურვილების გამოყენებას, მიზანს (კავანა) და არა თვითონ სურვილებს.

მითი #10 - კაბალა არის რელიგიური იუდაიზმის ნაწილი.
პასუხი: ყველაზე გავცელებული გაუგებრობა კაბალის მიმართ არის ის, რომ კაბალა გაიგივებულია რელიგიასთან. მოდით გავარკვიოთ თუ რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება კაბალასა და რელიგიას შორის.
რელიგიას სწამს, რომ შემომქმედის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ცვალებადია თვითონ ადამიანის მოქმედების მიხედვით. მე თუ კი კარგად მივიქცევი, შემომქმედიც ჩემს მიმართ იქნება კარგი და კეთილი, ანუ ის ჩემს მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის. ამგვარად რელიგია აიძულებს ადამიანს ეძებოს შემომქმედზე გავლენის მქონე ქმედების მეთოდები, იქნება ეს სანთლების დანთება, მოწყალების გაცემა და ასე შემდეგ, ყველა რელიგიას ხომ თავისი ტრადიციების და რიტუალების სისტემა გააჩნია. ასე წარმოქმნა საზოგადოებაში მთელი იერარქიული სისტემაც - ვის ძალუძს რომ უკეთესად შესთხოვოს უფალს, ვინაა უფალთან უფრო ახლოს, ვინ უკეთესად იცის თუ როგორ შესთხოვოს უფალს, ვის უნდა მივმართოთ როგორც შუამავალს და ვთხოვოთ ”ილოცე ჩემთვისაც”.
ადამიანებს სჭირდებათ ასეთი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მზად არიან ამისთვის გადაიხადონ კიდევაც. როდესაც ადამიანი გასაჭირშია, მზადაა ყველაფერი დაიჯეროს. ”მოახდინე რაიმე სასწაული, შემოატრიალე საქმე ისე, რომ მე სულ სხვა მდგომარეობაში აღმოვნჩდე”. ასეთი რამ კი სინამდვილეში არ მოხდება და არც შეიძლება რომ მოხდეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული და მკაფიო კანონების მიხედვით ხდება. ეს კანონები კი მხოლოდ კაბალისტურ წიგნებშია აღწერილი.
რელიგიის საწინააღმდეგოდ მეცნიერება კაბალა გვასწავლის, რომ უზენაესი ძალა უცვლელია. შემომქმედი არ იცვლის თავის დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ და ის ყოველთვის კეთილია ადამიანის მიმართ.
კაბალისტები გვირჩევენ : ” დაანებეთ თავი სისულელეებს, შემომქმედი უცვლელია. სამყაროს თქვენ თვითონვე ხატავთ, თქვენი გრძნობის ორგანოებით. შეცვალეთ თქვენი თავი და ნახავთ რომ თითქოს სამყარო შეიცვალა თქვენს მიმართ, თითქოს შემომქმედის დამოკიდებულება შეიცვალა თქვენს მიმართ, მაგარამ სინამდვილეში კი თქვენ მას სხვანაირად შეიგრძნობთ”. ეს ჰგავს იმ ცუდი ქცევის ბავშვს, რომელიც გამოსწორების შემდეგ მშობელთა მხრიდან იგივე დამოკიდებულებას აღითქვამს როგორც სიკეთით და სიყვარულით სავსეს.
კაბალა ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს გარშემო არსებობს ერთიანი, უზენაესი და უცვლელი სინათლე, რაც ჩვენზე მოქმედებს. სინათლის ქმედება, რომელსაც ჩვენ განვიცდით, მომართულია ისე, რომ ის ჩვენზე აბსოლუტური სიკეთით მოქმედებს.
ასე რომ კაბალაში საერთოდ არ არსებობს ადამიანის მიერ უზენაესი ძალის წინაშე ჩადენილზე სასჯელის ან გასამრჯელოს ცნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 7 2011, 12:21 AM
Post #111


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საღამო მშვიდობისა:
ცოტა პასიური წევრი ვარ თქვენი, მაგრამ მეპატიოსsmile.gif
თითქმის ყველაფერი გადავიკითხე და დავასკვენი:
1. აქ მართლაც დაინტერესებული და ინტელექტუალური საზოგადოებაა. - მახარებს!:)
2. აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც კონკრეტულად აქვთ არჩეული თავიანთი განვითარების გზა და არც აპირებენ კაბალის გაცნობას ამ კუთხით. - მაოცებს!:)
მოკლედ მოგახსენებთ ჩემი თქვენთან შემოსვლის მიზეზს:
1. აღარაფრის ცოდნა აღარ მინდა ცოდნის სახით. აქამდე მიღებულმა ცოდნამ, რომელიც ვერა და ვერ მოვიყვანე სისტემაში, რა თქმა უნდა გამომიმუშავა და გარკვეულწილ დამიხვეწა აზროვნებისა და მეტყველების აპარატი. ამდენად მე მასზე აურს არ ვამბობ. მაგრამ ცოდნას, როგორც ინფორმაციის რაღაც მოცულობას, არავითარი ბედნიერება არ მოუტანია ჩემთვის. რაც უფრო მეტი ვტანჯე ეს ჩემი საწყალი რუხი ნივთიერება,უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა გამიჩნდა. (ანუ უკუშედეგი მომცაsmile.gif
2. სიცოცხლის ნახევარზე მეტი უკვე გავატარე. ძააალიან აქტიურად. ეს მასალა, რომელსაც ჩემი გამოცდილება ქვია, ეკზიუპერს, ამ ჰემინგუეის რომ ჰქონოდათ უფრო მეტს და უკეთესად დაწერდნენ. (ამ ხუმრობაში თითქმის ერთი პროცენტიც კია ხუმრობა) - მერე რა? გემო ვერ ჩავაყოლე. ერთი იმად თუ გამოდგება, რომ ვიღაცას მოუყვე და ეყოყლოჩინო. პირველი სხვას არ უნდა, მეორე - მე თვითონ.
3. "ის" და "იმდაგვარი" სიცოცხლე მეტი აღარ მინდა. ვცვლი გეზს და მივდივარ პირდაპირ, პ ი რ დ ა პ ი რ უზენაესისაკენ! რატომ? - იმიტომ, რომ "დამაპროგრამეს". მითხრეს, რომ ადამიანის ფუნქცია არის ფორმულაში "ვიტარცა მამა ზეციერი იყავნ შენც სრულ". ჰოოოდა სწორედაც რომ ის მინდა. "მამა ზეციერი". წამიყვანა მღვდელმა და მას შემდეგ, რაც ჩემი გარეწრული შიგთავსი გადმოვულაგე, თავზე პირსახოცი გადამაფარა. პირსჯვარი გადამწერა და "სახელითა მამისათა" - სადღაც საგზური გამომიწერა. წავიკითხე (შემომეზუთხა" ბიბლია და უფრო უარესი შეკითხვები გამიჩნდა. "მამაო, აქ მგონი რასაც ქრისტე იძახის სულ სხვაა და შენ ცოტა სხვანაირად მიხსნი-მეთქი". იმან კიდევ "სასწრაფოდ პირსახოცის ქვეშო" და ის ბნელი აზრები "მომანანიებინა". მე კიდევ ის "ბნელი" აზრები ჩემით ხომ არ გამჩენია? მე ვინა ვარ, რომ მაგდენი შემძლებოდა, ბოლო-ბოლო თვითონ არ იცის, რისი "კომპრესიაც" მაქვს? - თუ ეშმაკი მიჩენს, ეგ ეშმაკი რა, ჩემი გაჩენილი და შემოჩენილია? ჰოდა, ჩემ ტყავში ვერ ვეტევი და ვეძებ იმ ადამიანების წრეს, რომელიც თავის ტყავში ვერ ეტევა. იგივე კითხვები უღიტინებს, როგორიც მე: "რა არის ეს ყველაფერი", "რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფრის "გაჩენას", "საით მივყავარ", "ნუთუ მხოლოდ იმისათვის მარახუნებინებს თავს ჭაში ჩავარდნილი სათლივით, რომ 20-25 კილოგრამ ძვლებად მაქციოს და მეტი არაფერი", თუ მე რომ მოვკვდები მერე მიპირებს "გადახარისხებას" სამოთხე-ჯოჯოხეთის გასაყართან, ეს ამოდენა ცხოვრება რას მაწიაწა, ერთი წლამდე ასაკისა რომ წავეყვანე ატაში, სამოთხის "რძით" ტკბობის შანსი ხომ უფრო მეტი მქონდა? მაშინ რა მიქნა, სიცოცხლით პროვოკაცია მომიწყო და დამღუპა?

ეს იყო მიზეზი:
ახლა მიზანზე უნდა გითხრათ. ჩემი თქვენთან მოსვლის მიზანზე
1. მოკლედ, ვეძებე და ვიპოვე ის, რასაც ჯერ-ჯერობით ჩემი "სულისცემის" უნისონში მივყვები და რაც ჯერ-ჯერობით აბსოლუტურად "მომყვება". "მომყვება" იმ გაგებით, რომ ჩემია, ჩემისთანა წარწყმედილი კაცისაა, ყველა კითხვაზე მცემს პასუხს. მეცნიერებაა, ბრმა რწმენას არ მოითხოვს. პირსახოცის ქვეშ თავის შეყოფას არ მთხოვს და ლოტოსის პოზაში ჯდომას. ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, სრულიად გასაგებად და ცხადად ხსნის. აბსოლუტურად ყველა ჩემს შეკითხვაზე აქვს ზუსტად ისეთი პასუხი, როგორცას მე თვითონაც გავცემდი სულ ცოტა ხნის წინათ რომ მცოდნოდა. არადა როგორ ვიყავი მომზადებული თურმე. აი, წკიპიღა მაკლდა და თვითონ მივიდოდიsmile.gif.
დიახ, ამ გრანდიოზულ, ამ თავისი სიდიადით თავზარდამცემ სამყაროს ისე მიხსნის, როგორც ორჯერ ორს. ყველი და პურივით მარტივად. - ამის შესახებ თქვენც მინდა გითხრათ.
2. მე თქვენ, კერძოდ თქვენ, ვისაც იგივე შეკითხვები გაწუხებთ, მჭირდებით. იმიტომ, რომ გუნდი ყალიბდება, მარტოკა ამას ვერ გავაკეთებ, მიზანს ვერ მივაღწევ. ჯერ მითხარით, ვის გაწუხებთ იგივე კითხვები. თუმცა არა მარტო ცოდნის დონეზე, არამედ აი ასე: "რა უნდა გავაკეთო იმისათის, რომ სიკვდილის შემდეგ არ ვიქცე 10-15 კილოგრამ ძვლების გროვად", "რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ სიცოცხლეში მივაღწიო სრულყოფილებას და მარადიულ სიამოვნებას და არა თუ დავუჯერო სხვას, რომელიც მეუბნება: ღმერთის ანგელოზი და ეშმაკი ერთად დგანან და გელოდებიან რომ მოკვდები სამოთხისაკენ წაგატახტრევანნარ-ნარონ თუ დიიდ ტომრით წაგაბუნძულონ სადაც ჯერ არს და რასაც ვერასოდეს დააღწევ თავს". თუ ეს კითხვები გაწუხებთ და რაღაცის სასიკეთოდ შეცვლის სურვილიც გაქვთ, მერე უკვე აგიხსნით რას ნიშნავს და რა საჭიროა გუნდი. მერე გადაწყვიტეთ გინდათ თუ არა ასეთი გუნდი. გუნდის კაპიტანი უეჭველად თქვენ იქნებით. (ეს პატარა სასწაული სიურპრიზია და მერე გეტყვით რას ნიშნავს) - ანუ, მოკლედ, თქვენ მე მჭირდებით და მე თქვენ. ისე ჩემთან ერთად ყოფნა, მეგობრობა და საქმის კეთება ერთი უდიდესი სიამოვნებაა. (ნუ, ადამიანის ამ ეგოიზმსა და ამპარტავნებას საზღვარი რომ არა აქვს! smile.gifsmile.gif
ახლა რაში არ გამოგყვებით:
1. არ შემოვალ არანაირ პოლემიკაში. მე მხოლოდ კითხვების დასმა და ზოგიერთ მათგანზე პასუხის გაცემაც კი შემიძლია.
2. არ დავიწყებ იმის ძიებას, რომელი უფრო მაგარი ფალავანია, ქრისტე, კრიშნა, აჰურამაზდა თუ ბონძღუ-ბუნძღუ. ლაიტმანი, ვენკატარამანი, საი ბაბა თუ გივი ალაზნისპირელი.
მოსულა?smile.gif

ბოლოს: (როგორ დავწერო გამოკვეთილი შრიფტით?sad.gif)

მე თქვენ მიყვარხართ და არასოდეს გიღალატებთ!
თუ გადაწყვეტთ, რომ მხარზე დამეყდნოთ, სიკვდილამდე არ ჩაგეფუშებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Aug 7 2011, 04:17 AM
Post #112


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
ისე ძლიერი და დადებითი ენერგია გაქვთ, თემურ, თან ისე უბრალოდ და დამაჯერებლად მეტყველებთ, ლამისაა, გითხრათ - თქვენს გვერდით მიგულეთ, თუკი ამის სურვილი გექნებათ. smile.gif მაგრამ მე დიდი ხნის წინ გავაკეთე ჩემი არჩევანი, რომელიც შორს დგას ყველა ორგანიზებულ რელიგიას, მიმდინარეობას, სწავლებას....... და საერთოდ ...იზმისაგან, ეს სულაც არ ნიშნავს ვერ ვხედავდე მათ სიბრძნეს და უღრმეს პატივს არ ვცემდე ყველას, ვინც მთელი გულით რომელიმე გზაზე დგას. საათობით შემიძლია ვისაუბრო თვითოეული მათგანის, ამ შემთხვევაში - კაბალის მნიშვნელობაზე და უდიდეს სიბრძნეზე და გული მწყდება, რომ კაბალა რაღაცნაირად მოდური გახდა ახლა დასავლეთში (თუმცა ის ძალიან კარგია, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია უკვე), რადგან ჩემი აზრით კაბალა, ერთერთი იმ მცირერიცხოვან სწავლებათაგანია, რომელსაც მაშინ იპოვი, როცა მზად ხარ მისთვის, და არა თვითონ უნდა გიწვევდეს მოდი და მომსინჯეო. და რაც ნამდვილად არ ჭირდება კაბალას ეს რეკლამაა, თუმცა, სწორად გამიგეთ, ამას თქვენთან მიმართებაში არ ვამბობ, თქვენ გეტყობათ რომ ცოდნის გაზიარების და გუნდის ჩამოყალიბების მიზანი გაქვთ. და ასევე ჩემი აზრით, ყველა თვითონ უნდა ეძებდეს თავის გზას, და სანამ ამ გზას დაადგებოდეს მარტო თუ გუნდთან ერთად, პირველ რიგში, თვითონ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ეს ისაა, რასაც ეძებდა, ამ მხვრივ ბედნიერი ხართ, რადგან აშკარად გეტყობათ რომ იპოვეთ ეს გზა, და არ ფიქრობთ, რომ თქვენი ამ ლამაზი, მართლაც სიყვარულით სავსე შემოთავაზებით, მათ ვინც გამოგეხმაურებათ - ძიებას აწყვეტინებთ? და ერთი პატარა დეტალი
QUOTE(ნიკოლოზი @ 6th August 2011 - 03:21 PM) *
სიცოცხლეში მივაღწიო სრულყოფილებას და მარადიულ სიამოვნებას და არა თუ დავუჯერო სხვას

ცოტა მაცდურად ხომ არ ჯღერს?!
ეს პოსტი საპოლემიკოდ არ დამიწერია, უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი, და თუ რამე არ გესიამოვნათ ჩემგან, გთხოვთ, ფორუმზე ნუ გადაიტანთ, რადგან ნამდვილად საიამოვნო და საინტერესოა თქვენი აქ ყოფნა smile.gif
და ნამდვილად, მთელი გულით, იმდენად, რამდენადაც შემწევს უნარი მიყვარდეს - მიყვარხართ, ისევე როგორც ყველა ადამიანი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 7 2011, 09:09 AM
Post #113


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
დიახ, სწორედ იმ ხალხთან ხართ, ვისაც ეს საკითხები აინტერესებს, ზოგმა უკვე იცის ნაწილობრივ მაინც პასუხები ამ ყველაფერზე, ზოგი კი ჯერ ეძებს. ვფიქრობ მოგეწონებათ ჩვენთან smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Aug 7 2011, 10:23 AM
Post #114


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ნიკოლოზი @ 7th August 2011 - 12:21 AM) *
როგორ დავწერო გამოკვეთილი შრიფტით?

ეს არის ტექნიკური დახმარების თემა და აქ ნახეთ:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry49771
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 7 2011, 12:28 PM
Post #115


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბატონო თემურ

რას ამბობს კაბალა მსხვერპლის გაღებაზე? რა და რა სახის მსხვერპლი არსებობს და რომელია უკეთესი?

აი მაგალითად მე მაქვს 100 ლარი და მინდა ისე დავხარჯო, რომ ამით რაც შეიძლება უკეთესი სარგებლობა მოვუტანო კაცობრიობას, მთელ სამყაროს. როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 8 2011, 01:17 AM
Post #116


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ბატონო თემურ

რას ამბობს კაბალა მსხვერპლის გაღებაზე? რა და რა სახის მსხვერპლი არსებობს და რომელია უკეთესი?
კაბალაჰ ამბობს "წყალობა მსურს და არა მსხვერპლი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 8 2011, 01:27 AM
Post #117


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
და გული მწყდება, რომ კაბალა რაღაცნაირად მოდური გახდა ახლა დასავლეთში.
ბერგის კაბალას თუ გულისხმობთ ეს ისეთივე კაბალაა როგორც მე ჰარი პოტერი. სიტყვა კაბალაზე ვისაც მადონა ახსენდება, ის ისევე შორს არის კაბალისგან როგორც თხა და კონცერტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 8 2011, 01:31 AM
Post #118


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადგან ჩემი აზრით კაბალა, ერთერთი იმ მცირერიცხოვან სწავლებათაგანია, რომელსაც მაშინ იპოვი, როცა მზად ხარ მისთვის, და არა თვითონ უნდა გიწვევდეს მოდი და მომსინჯეო. და რაც ნამდვილად არ ჭირდება კაბალას ეს რეკლამაა,
მისის კატე თქვენი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად საკუთარ აზრს გამოვთქვავ კაბალაჰ ეს რეკლამა არ არის რადგან რეკლამა უვარგის საქონელს სჭირდება გასავრცელებლად კაბალაჰ ეს არის ის სანთელი რომელზხეც დაწერილია "სანთელს რომ ანთებენ სასთუმალის ქვეშ არ დგავენ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 8 2011, 01:38 AM
Post #119


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ცოტა მაცდურად ხომ არ ჯღერს?!
მაცდურად? გააჩნია ვისთვის, დაწერილია "არა კაცთ ჰკლა"
თუ ეს ყველაფერი თუნდაც მაცდურია ერთი ამ მცირეთაგანისთვის მცნების დამრღვევები ვხდებით, ვინაიდან კაცის კვლა მატერიალური სხეულის განადგურებას არ ნიშნავს, აქ სულიერ კაცზეა საუბარი თორემ მატერიალური კაცის მკვლელი თავად მოსე იყო "არა კაცთ ჰკლას გადმომცემი მოშე"
თან განა ეგვიპტელის მატერიალური სხეული გაანადგურა რომ? არაააა უამრავი ქალდეველი მეომრის სხეული გააქრო ორგანიზებულად. აქ სხვა კვლაზეა საუბარი ზეციერი კაცი არ უნდა მოკლა თორემ მატერიალური თავისით ისედაც კვდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 8 2011, 02:04 AM
Post #120


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
აი მაგალითად მე მაქვს 100 ლარი და მინდა ისე დავხარჯო, რომ ამით რაც შეიძლება უკეთესი სარგებლობა მოვუტანო კაცობრიობას, მთელ სამყაროს. როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში?
მე უნდა მაჩუქო ატმან ამაზე უკეთესს ვერაფერს იზავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

21 Pages V  « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 09:29 PM