კაბალა |
კაბალა |
Aug 11 2011, 08:59 PM
Post
#181
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
შენ თვლი, რომ კაბალის აკადემიის - ლეიტმანისეული სწავლების მიზანი ახალი პლანეტარული ცნობიერების და ცივილიზაციის ჩამოყალიბებაა?! ამ კითხვაზე თემურის პასუხიც ძალიან მაინტერესებს ძვირფასო ქეით, მოდი ჯერ შევთანხმდეთ იმაზე რომ "კაბალის ლაიტმანისეული სწავლება" არ არსებობს, როგორც ზემოთ ვთქვი არსებობს ერთი "ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნე" რომელიც ყოვლისმომცველია და არსებობენ მისი განმმარტებლები, რაბინი, გურუ, მღვდელი, პასტორი, მოლა, განდობილთა მაგისტრი და ასე შემდეგ ამ ყოველივეს განმარტავს ისე როგორც ესმის და შეუძლია, ეს ყოველივე კი საფუძველს უდებს რელიგიური მიმდინარეობების წარმოქმნას რადგან უმრავლესობა კაბალას განმარტავს მატერიალური კუთხით. მაგალითად ე.წ "იეჰოვას მოწმეების" მრწამსი სხვა არაფერია თუ არა მატერიალური თვალსაზრისით განმარტებული კაბალა. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას. ახალი პლანეტარული ცნობიერების ჩამოყალიბება კაბალის შესწავლის პროცესში არის თანმდევი ბონუსი, ვინაიდან ეს ცოდნა გცვლის შინაგანად, გიყალიბებს ახალ და ახლებურ აღქმის უნარს, გიყალიბებს ისეთ უნარს რომელიც აქნობამდე არ გაგაჩნდა, ეს პროცესი შედარებულია ბრმის თვალის ახელასთან, იმყოფებოდა კაცი სიბნელეში და იხილა სამყარო თავის მშვენიერებით, აი ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ უმაღლეს რეალობასთან მიმართებაში, ჩვენ ფაქტიურად ბრმები ვართ, იმიტომ რომ სამყარო სხვანაირია და ჩვენ მას მხოლოდ იმ გრძნობათა ორგანოებით აღვიქვავთ რაც გაგვაჩნია, ეს კი არასრულყოფილი აღქმაა ამიტომ ჩვენს წინ დახატული სამყაროსეული სურათი ილუზორულია, მაგალითისთვის თქვენ რომ ულტრააიისფერი ან იმფრაწითელი სხივების დანახვა შეგეძლოთ სამყარო თქვენთვის შეიცვლებოდა და უჯრედულ ბადეში გაეხვეოდა. პლანეტარული ცნობიერება კი თავის თავში სამყაროს რეალური სურათის აღქმას გულისხმობს. რაც შეეხება ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბებას, ბევრს შეიძლება ეს კიბორგების გენეტიკური მანიპულაციის შედეგად გაჩენილი კლონების არმიად წარმოედგინოს, მაგრამ ამ ტერმინს კაბალაში სხვა დატვირთვა აქვს. ასეთი: ყველამ, უკლებლივ ყველამ დროში უნდა შეძლოს უმაღლესი რეალობის შეცნობა და ასეთი ადამიანებით იქმნება ახალი ცივილიზაცია, რომელიც უკვე მარადიულია, მაგრამ ვინაიდან ასეთი ადამიანები საკუთარ ეგოს მატერიაში ვეღარ აღიქვავენ ანუ ხედავენ სამყაროს რეალურ სურათს იჭრებიან ასტრალურ პლანზე და ქმნიან ერთ მთლიან სხეულს, ამ მდგომარეობას კი განღმრთოება ეწოდება და ეს არის სწორედ ქმნილების მიზანი. პ.ს მსოფლიოს რელიგიები ასეთი მდგომარეობის მიღწევას შესაძლებლად წარმოაჩენენ მხოლოდ მატერიალური სხეულის გარდაცვალების შემდეგ, კაბალაჰ ამბობს "შესაძლებელია სიცოცხლიდან სიცოცხლეში შესვლა" ანუ შეცვლა. გარდაქმნა. |
|
|
Aug 11 2011, 09:31 PM
Post
#182
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
ძვირფასო ქეით, მოდი ჯერ შევთანხმდეთ იმაზე რომ "კაბალის ლაიტმანისეული სწავლება" არ არსებობს, როგორც ზემოთ ვთქვი არსებობს ერთი "ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნე" ამაში მე სიამოვნებით გეთანხმები, მაგრამ თვითონვე ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, როცა კაბალაზე საუბრობ მხოლოდ ბნეი ბარუხის მიხედვით (ბერგის კაბალა ისეთივე კაბალაა, როგორც მე ჰარი პოტერი - როგორც მახსოვს, ასე თქვი, მისი მიმდევრები კი ჯერ გაცილებით სჭარბობს კაბალის აკადემიის წევრების რაოდენობას), და ერთ ჭეშმარიტ სულიერ სიბრძნედ მხოლოდ კაბალას თვლი, მე კი მგონია, ის ერთი ჭეშმარიტი სიბრძნე ყველა რელიგიასა და სწავლებაში ჩადებული, და მიგნება ყველა მათგანში, მხოლოდ დიდი შრომით, ღრმა წვდომით, გულით შეიძლება და არა ამ სწავლების ერთადერთ სულიერ სიბრძნედ აღიარებით ყველამ, უკლებლივ ყველამ დროში უნდა შეძლოს უმაღლესი რეალობის შეცნობა და ასეთი ადამიანებით იქმნება ახალი ცივილიზაცია, რომელიც უკვე მარადიულია, და კიდევ, თვლი რომ, მხოლოდ კაბალას შესწევს ამის უნარი? |
|
|
Aug 11 2011, 10:18 PM
Post
#183
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
ამაში მე სიამოვნებით გეთანხმები, მაგრამ თვითონვე ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, როცა კაბალაზე საუბრობ მხოლოდ ბნეი ბარუხის მიხედვით (ბერგის კაბალა ისეთივე კაბალაა, როგორც მე ჰარი პოტერი - როგორც მახსოვს, ასე თქვი, მისი მიმდევრები კი ჯერ გაცილებით სჭარბობს კაბალის აკადემიის წევრების რაოდენობას), და ერთ ჭეშმარიტ სულიერ სიბრძნედ მხოლოდ კაბალას თვლი, მე კი მგონია, ის ერთი ჭეშმარიტი სიბრძნე ყველა რელიგიასა და სწავლებაში ჩადებული, და მიგნება ყველა მათგანში, მხოლოდ დიდი შრომით, ღრმა წვდომით, გულით შეიძლება და არა ამ სწავლების ერთადერთ სულიერ სიბრძნედ აღიარებით მეგობარო ერთი და იგივე კითხვაზე ათასჯერ პასუხის გაცემა წრეზე სიარულია, ფაქტიურად ეხლა მე წრეზე დაგყევარ, მაგრამ არა უშავს კიდევ ერთხელ გიპასუხებ, ბერგის მიერ განმარტებულმა კაბალამ გადაუხვია თავის ძირითად არსსა და პრინციპს "გაცემა, გაცემისთვის" ამიტომ ეს მოძღვრება კაბალა აღარ არის, მაგალითად თუ მე ავდგები და შემამფორაშს გამოვიყენებ მაგიური რიტუალების ჩასატარებლად, რათა მივიღო მატერიალური კეთილდღეობა დამერქმევა მაგი და არა კაბალისტი, ხოლო იგივე შემამფორაშს თუ გამოვიყენებ უანგარო სიყვარულის გაცემისთვის დავიცავ ძირითად პრინციპს. ბერგის კაბალაზე ასეთი რამ იმიტომ ვთქვი რომ, მიუხედავად იმისა რომ იცოდა შემდეგი "ამ სიბრძნის მატერიალური კეთილდღეობისთვის გამოყენება აკრძალულია" მაინც ამ კუთხით განავითარა საკუთარი თავი, მაგალითისთვის იესოს შეეძლო 5 პურიდან 100 პურის მიღება, მაგრამ ის ამას მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აკეთებდა, რომ ამდგარიყო დაედგა ოქროს გორები შეეძინა სასახლეები, დაექირავებინა მოსამსახურეები "ებაირამა" და განცხრომით ეცხოვრა, ჰყოლოდა პირადი დაცვა, ჯიპი, აგარაკი და ასე შემდეგ ესეც შეეძლო, მაგრამ რატომ არ იქმნდა? რაა არ შეეძლო? ამ მოძღვრებით ყოველივეა შესაძლებელი, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის, ეს არის ცოდნა, სიბრძნე რომელიც ყოვლისშემძლეს გხდის, მაგრამ ყოვლისშემძლეობას თუ მატერიალური კეთილდღეობის მიზნით იყენებ, ეგოიზმში რჩები, ვინაიდან ეგოიზმი სხვა არაფერია თუ არა მიღების სურვილი, აი ამ სურვილზე ვინც ვერ ამაღლდება იმას კაბალისტი აღარ ქვია და აღარც მის სწავლებას ქვია კაბალა. და კიდევ, თვლი რომ, მხოლოდ კაბალას შესწევს ამის უნარი? მნიშვნელობა არ აქვს რომელი გზით, რელიგიით თუ უმისოდ, თუ ამაღლდი მიღების სურვილზე უკვე კაბალაში ხარ, შესაძლებელია იყო მრწამსით ინდუისტი, მუსლიმანი, ქრისტიანი ან იუდეველი, მაგრამ ეს თუ შეძელი კაბალისტი ხარ, ვინაიდან კაბალა არ არის ეთნიკური ან რელიგიური საკუთრება, ეს სიბრძნეა, "სულიერი სიბრძნე" რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც "კარგი" ასევე "ცუდი" მიზნების განსახორციელებლად. თავად სიბრძნე კი არ არის კარგი ან ცუდი, ის მხოლოდ სიბრძნეა, აი შენ როგორ გამოიყენებ მას ამაზეა დამოკიდებული შედეგები, ან მიუახლოვდები შემოქმედს ან დარჩები ილუზიაში ეგოისტად, ოღონდ ოდნავ უფრო განვითარებულ ეგოისტად ვიდრე სხვები არიან. ისრაელის ისტორიაში იყო ასეთი ეტაპები როდესაც სულიერად დაეცნენ და შემოქმედისკენ სწრაფვის მაგივრად მიწიერ სიამეთა დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ ამ ცოდნას დაიწყეს მჩხიბაობა, მაგია, სულთა მოხმობები და საკუთარ ნება სურვილზე მათი გამოყენებები, ამას ეწოდება ტაძრის დანგრევა, ბერგსაც სამწუხაროდ ეს დაავადება დაემართა, მისი სკოლის მიმდევრების სიმრავლე კი მოძღვრების ჭეშმარიტებაზე არ მეტყველებს, ბევრნი ვართ ესე იგი მართლები ვართ აქ ეს პრინციპი ვერ იმოქმედებს, ვინაიდან ჭეშმარიტებას სიმრავლე კი არა მართებული გზით განვითარება ქმნის. |
|
|
Aug 11 2011, 10:19 PM
Post
#184
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 440 Joined: 21-October 09 From: Malta Member No.: 6,056 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
ცხრილი შემ(ხ) ამფორაჟ მოცემული ცხრილის პრაკტიკული გამოყენება როგორ არის შესაძლებელი ? |
|
|
Aug 11 2011, 10:28 PM
Post
#185
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Aug 11 2011, 10:52 PM
Post
#186
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 440 Joined: 21-October 09 From: Malta Member No.: 6,056 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
შეგატყვე რა რომ კაბალაში ჩხედული ხართ მაგიტომ გკითხეთ. მე როგორც ვიცი ცხრილში მოცემული ღმერთის სახელები მეორდება დილით უზმოზე . უბრალოდ მათი გამეორებაც კი იწვევს სამყაროს მიერ პრაკტიკოსის მიმართ თავის დახრას... სად უნდა გეწვიოთ კაბალის შესაწავლად ? |
|
|
Aug 11 2011, 11:06 PM
Post
#187
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Guru
შეგატყვე რა რომ კაბალაში ჩხედული ხართ მაგიტომ გკითხეთ. ჩემს თავზე ამას ვერ ვიტყოდი ჯერ კიდევ ახალბედა ვარ მე როგორც ვიცი ცხრილში მოცემული ღმერთის სახელები მეორდება დილით უზმოზე . უბრალოდ მათი გამეორებაც კი იწვევს სამყაროს მიერ პრაკტიკოსის მიმართ თავის დახრას... ამ ცხრილთან "თამაში" იგივეა სიკვდილს რომ ეთამაშო, ამიტომ რჩევის სახით გეტყვით ეს ცხრილი დროებით დაივიწყოთ რადგან შემამფორაშამდე მისასვლელად "დიდი გზის" გავლაა საჭირო. და არა მარტო შემამფორაშამდე, ლოცვამდეც, ნებისმიერ ქმედებას რომ "აუბრალოვებენ" იმიტომაც არ დგება ხოლმე სასურველი შედეგები. სად უნდა გეწვიოთ კაბალის შესაწავლად ? კაბალის საერთაშორისო აკადემიის თბილისის ფილიალში, ყოველ შაბათს 17:00 სთ-ზე ტარდება სემინარი "კაბალა დამწყებთათვის" ტერიტორიულად ფილიალი მდებარეობს ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი შეროზიას ქუჩა) #12 აღმაშენებლის გამზირს კვეთს ეს ქუჩა, მეტრო მარჯანიშვილთან ახლოა, ან თუ გსურთ პირადში დამიტოვეთ ტელეფონის ნომერი და თავად დაგიკავშირდებით. |
|
|
Aug 11 2011, 11:19 PM
Post
#188
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
თბილისში ან საქართველოში ვინმეზე შეგიძლია თქვა რო მაგარი კაბალისტია ? -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 11 2011, 11:27 PM
Post
#189
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence
თბილისში ან საქართველოში ვინმეზე შეგიძლია თქვა რო მაგარი კაბალისტია ? მაგარი კაბალისტი რას ნიშნავს? ვიღაცამ შეიძლება ვიღაცაზე მეტი იცოდეს ამ მოძღვრების, მაგრამ სულიერება ცოდნის დონით არ განისაზღვრება. ჯგუფში ყველა თანაბარია, არ არსებობს მასწავლებელი და მოსწავლე, ეს ტერმინები პირობითია, აქედან გამომდინარე არ არსებობს "მაგარი და სუსტი კაბალისტი" ამ ტერმინში თუ ცოდნის დონეს გულისხმობ, არსებობენ ასეთი მცოდნე პიროვნებები და ერთ ერთი ასეთი აქ ფორუმზეც არის დარეგისტრირებული ბატონი თემური. |
|
|
Aug 12 2011, 12:04 AM
Post
#190
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 440 Joined: 21-October 09 From: Malta Member No.: 6,056 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემს თავზე ამას ვერ ვიტყოდი ჯერ კიდევ ახალბედა ვარ ეგრე თუ შევხედავთ მაშინ კაბალის შსწავლას ერთიცხორება არ ყოფნის. სწალება იწყება 40 წლის ზემოთ და 50 წელი უნDა რაგაცა რომ გასწავლონ. ამ ცხრილთან "თამაში" იგივეა სიკვდილს რომ ეთამაშო თამშით კაბალა არასოდეს მითამაშია , ის მცირეც კი რაც ზედაპირულიდან გავიგე ნაყოფიერიიყო და ფიზიკურ სამყაროზე მოახდინა ზემოქმედება. როდესაც არსებობს ინსტრუმენტი და არის მისიხმარების ისტრუქცია , ღატომ არ უნდა გამოვიყენოთ? კაბალას იყენებდენენ და იყენებენ გარკვეული ერების წაარმომადგენლები პირადი კეთილდღეობისთვის.. კაბალის საერთაშორისო აკადემიის თბილისის ფილიალში, ყოველ შაბათს 17:00 სთ-ზე ტარდება სემინარი "კაბალა დამწყებთათვის" ტერიტორიულად ფილიალი მდებარეობს ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი შეროზიას ქუჩა) #12 აღმაშენებლის გამზირს კვეთს ეს ქუჩა, მეტრო მარჯანიშვილთან ახლოა მადლობთ ! თუ გსურთ პირადში დამიტოვეთ ტელეფონის ნომერი და თავად დაგიკავშირდებით. საქართველოში არ ვიმყოფები . ჩამსვლისას დაგიკავშირდებით. პ.ს. კაბალა არის ხელოვნება რომელიც მცოდნეს ! აძლევს საშუალებას მართოს გარე სამყარო ისე როგორც მას სურს . მახდინოს ზეგავლენა ადამიანებზე ბუნებაზე მომავალზე და ასე შემდეგ. თბილისში ან საქართველოში ვინმეზე შეგიძლია თქვა რო მაგარი კაბალისტია ? ის ვინც სიტუაციას აკონტროლებს და ყველას აკაბალებს... ისაა ყველაზე მაგარი კაბალისტი |
|
|
Aug 12 2011, 12:19 AM
Post
#191
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Guru
ეგრე თუ შევხედავთ მაშინ კაბალის შსწავლას ერთიცხორება არ ყოფნის. სწალება იწყება 40 წლის ზემოთ და 50 წელი უნDა რაგაცა რომ გასწავლონ. კაბალის შესწავლის 40 წლიანი ზღვარი მე-16 საუკუნეში მოიხსნა, ვინაიდან თანამედროვე 10 წლის ბავშვს უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვდა ეგოიზმის განვითარების შედეგად ვიდრე ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ მაცხოვრებელ 40 წლის კაცს. სწავლებას რაც შეეხება არც ეს არის ხანგრძლივი პროცესი აქ მთავარია შემდეგი: მახსომად წოდებული ბარიერის გადალახვა, რომელიც სულიერ სამყაროს მატერიალურისაგან ყოფს, ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ ყოვლისმცოდნეობა გარანტირებული გაქვს რადგან თავად შემოქმედი ხდება შენი მასწავლებელი. თამშით კაბალა არასოდეს მითამაშია , ის მცირეც კი რაც ზედაპირულიდან გავიგე ნაყოფიერიიყო და ფიზიკურ სამყაროზე მოახდინა ზემოქმედება. როდესაც არსებობს ინსტრუმენტი და არის მისიხმარების ისტრუქცია , ღატომ არ უნდა გამოვიყენოთ? იმიტომ არ უნდა გამოვიყენოთ რომ ჯერ სათანადო ზნეობრივი და მორალური სიკეთეები უნდა გვქონდეს თვისებებში, თორემ ეს ძალა შეიძლება არა მარტო შენი არამედ კაცობრიობის 90%-ისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს, კაბალა დიქტატორის ხელში=ომს. ამიტომ არსებობს საპირწონე სისტემა, ორი ძალა წყვდიადი და ნათელი, ნათელის მსახურები არ დაუშვებენ წყვდიადის მსახურების დამოუკიდებელ პარპაშს, თავის მხრივ წყვდიადის მსახურებიც არ აძლევენ ნათლის მსახურებს მოდუნების საშუალებას. კაბალამ შეიძლება გარდაგქმნას დემონად, ანგელოზად, შემოქმედად, ამიტომ იყო დაფარული ეს ცოდნა რომ საზოგადოების ფართო მასები არ იყო ჯერ მზად ამის მისაღებად და მწარე გამოცდილება კი აჩვენებს რომ ამ ძალას ეგოისტი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ნგრევის განსახორციელებლად იყენებდა, ამიტომ საჭიროა ადამიანში ალტრუიზმის ზრდა, მხოლოდ ამის შემდეგ იხსნება თანმდევი ძალა და შესაძლებლობები. |
|
|
Aug 12 2011, 11:16 AM
Post
#192
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ის ვინც სიტუაციას აკონტროლებს და ყველას აკაბალებს... ისაა ყველაზე მაგარი კაბალისტი ხო... ეგ ალბათ შენი გადმოსახედიდან.......ნუ თუ ყველა მასე უდგებით სამყაროს...კიდევ უფრო გასაგები ხდება ჩემთვის ისრაელის ბედ უკუღმართობა.......... იმიტომ არ უნდა გამოვიყენოთ რომ ჯერ სათანადო ზნეობრივი და მორალური სიკეთეები უნდა გვქონდეს თვისებებში, ძალიან კარგია რომ ასეც ფიქრობენ.......... -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 12 2011, 11:33 AM
Post
#193
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Aug 12 2011, 11:52 AM
Post
#194
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
ეგოიზმის ალტრუიზმად გარდაქმნა მხოლოდ შემოქმედს ძალუძს, აადამიანი ამ საქმეში უძლურია. კაბალა უბრალოდ გასწავლის როგორ იქონიო კავშირი შემოქმედთან, შემდეგ ის თავად გარდაგქმნის, კაბალის ცოდნა არ შველის საქმეს, ალტრუისტად გარდაქმნა მხოლოდ შემოქმედთან კავშირის აღდგენის შედეგად არის შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ. მაგალითად: არსებობენ ისეთი კატეგორიის სურვილები რომლებიც დაძლევადია, მაგალითად ლუდი მიყვარს ძალიან, როდესაც ლუდს ვსვავ მსიამოვნებს, კმაყოფილების გრძნობას განვიცდი, ამ სურვილს მე შემიძლია მოვერიო და ლუდი წყლით ჩავანაცვლო, მაგრამ წყლის სმაც ეგოიზმია რადგან წყურვილის სურვილს გიკმაყოფილებს, წყალს ხომ ვეღარ ჩაანაცვლებ არა ვერაფრით? თუ არ დალევ მაქსიმუმ 1 კვირა გაძლო, მერე კვდები, ასე რომ არსებობენ სურვილები რომლებსაც ვერ გამოასწორებ და არსებობენ სურვილები რომლებსაც საკუთარი ძალისხმევით გამოასწორებ, მაგ: ლუდის არ დალევა, კაზინოში არ წასვლა, ხორცის არ ჭამა, საყვარლის არ ყოლა და ასე შემდეგ. აი იქ სადაც შენ უძლური ხარ უკვე შემოქმედი მუშაობს. შენს ნაცვლად, კაბალა კი მასთან გაკავშირებს და გაკავშირებს სრულიად, ისე კი არა სექტანტებმა რომ იციან წამომყევი და ღმერთს გაჩვენებო, გაყვები და ბიბლიიდან რომ გიკითხავენ მერე ციტატებს, არა, კაბალა უშუალოდ გაგრძნობინებს, უშუალო კავშირს დაგამყარებინებს შემოქმედთან. Go to the top of the pageReport Post ეს ყველაფერი ისედაც გასაგებია, მე სხვა რამე გკითხეთ, სხვა სწავლება, არ არის კაბალის გარდა , რომელიც შემოქმედდტან კავშირის აღდგენას გასწავლიდეს, არ არის სხვა გზა რომელიც შემოქმედთან მიგიყვანს? კაბალაა მხოლოდ ის საშუალება, რომლითაც ამ კავშირს აღვადგენთ? -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Aug 12 2011, 12:07 PM
Post
#195
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან კარგი ის არის, რომ "კაბალას ყოველ ფეხის ნაბიჯზე" ვხვდები მათ შორის ბუდიზმშიც. მე არ ვიცი კაბალა რა რაის ზოგადი ფრაზების გარდა და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი ......... -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 12 2011, 12:14 PM
Post
#196
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
ეს ყველაფერი ისედაც გასაგებია, მე სხვა რამე გკითხეთ, სხვა სწავლება, არ არის კაბალის გარდა , რომელიც შემოქმედდტან კავშირის აღდგენას გასწავლიდეს ყველა სულიერი სწავლება გადმოცემული რელიგიებში რაღაც დოზით და დონით გაახლოვებს შემოქმედთან, მაგრამ შემოქმედამდე მიღწევა მხოლოდ კაბალით არის შესაძლებელი, ამიტომაც კაბალაში მოდიან ის პიროვნებები რომლებიც გაასრულებენ თავის განვითარებას რელიგიაში და ეძებენ გზის გაგრძელების საშუალებას. არ არის სხვა გზა რომელიც შემოქმედთან მიგიყვანს? ყველა გზა შემოქმედთან მიდის მაგრამ არა ბოლომდე, ეს სულიერი აღმასვლის კიბეა კიბის საფეხურზე ჩერდება ყველა სხვა გზა ოდესღაც, არსებობს მრავალი გზა რომელიც რაღაც დონეზე განვითარებს თავად სულიერ სამყაროებშიც, მაგრამ შემდეგ წყდება და რჩები ერთ წერტილში, მაგალითად "ნახევარღმერთად" წოდებულ პიროვნებად. შემოქმედის წიაღში დასაბრუნებლად კი მე მხოლოდ ეს გზა ვიცი. კაბალაა მხოლოდ ის საშუალება, რომლითაც ამ კავშირს აღვადგენთ? კი, აქვე აღვნიშნავ რომ სწორედ კაბალის მეშვეობით ამყარებს კონტაქტს შემოქმედთან ნებისმიერი რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანი, უბრალოდ ისინი ბოლომდე ვერ ათვიცნობიერებენ საკუთAრ რელიგიაში ჩAდებულ კაბალას. |
|
|
Aug 12 2011, 12:20 PM
Post
#197
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Gia Amilaxvari
გასაგებია -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Aug 12 2011, 12:23 PM
Post
#198
|
|
RED soul Group: Members Posts: 218 Joined: 27-July 11 Member No.: 6,524 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
|
|
|
Aug 12 2011, 12:47 PM
Post
#199
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველა სულიერი სწავლება გადმოცემული რელიგიებში რაღაც დოზით და დონით გაახლოვებს შემოქმედთან, მაგრამ შემოქმედამდე მიღწევა მხოლოდ კაბალით არის შესაძლებელი, ამიტომაც კაბალაში მოდიან ის პიროვნებები რომლებიც გაასრულებენ თავის განვითარებას რელიგიაში და ეძებენ გზის გაგრძელების საშუალებას. ეს "ცოტა" ხმამაღალი ნათქვამია. შემოქმედის წიაღში დასაბრუნებლად კი მე მხოლოდ ეს გზა ვიცი. ეს უფრო სწორი ნათქვამია. საერთოდ ყველა გზა იმ შინაგანი მიზნის შესაბამისად ეძლევა ადამიანს, რომელიც მისი გულის სიღრმეშია. პარამატმა კი ბოლომდე არწმუნებს მას იმაში, რომ ეს გზა "უმაღლესია და ყველაზე ჭეშმარიტი". რეალურად კი ვერც მე, ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ იტყვის დანამდვილებით, რომ მხოლოდ მისი გზა იძლევა უმაღლეს ჭეშმარიტებას. აქ ყველაფერი რწმენის, ნდობის (სხვა ავტორიტეტისადმი) და პრაქტიკის ამბავია... ბიზნესმენისთვის უმაღლესი რეალობა ბევრი ფულია, შესაბამისად ჭეშმარიტი გზა ის გზაა, რომელიც ამ "ბევრ ფულამდე" ყველაზე მალე და ყველაზე მარტივად მიიყვანს. ანუ დასკვნა: იმ მიზნისთვის, რომელიც შენ გაქვს, კაბალა ყველაზე მაღალი და "ერთადერთი" გზაა. მონათესავე ან მსგავსი მიზნების მქონე ადამიანები სხვა გზებს ირჩევენ, სადაც პრინციპი და არსი იგივეა, შესაბამისად შენ იქაც კაბალას ხედავ (თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც). ცრუ ეგო გვამოძრავებს, რომ ვიძახოთ: "ვედებია უმაღესი ჭეშმარიტება და კაბალა სწორედ მისგან მოდის! ან პირიქით: კაბალაა უმაღლესი ჭეშმარიტება და ვედები სწორედ მისგან მოდის! ან იგივე ქრისტიანობაზე, ბუდიზმზე და ა.შ. არადა უმაღლეს რეალობაში რომელიღაც ერთ-ერთი მათგანი მართლაც უმაღლესი ჭეშმარიტებაა (და ეს სხვა ცოდნას არ აკნინებს), მაგრამ სანამ საბოლოო მიზანი ყველაზე ამაღლებული და "წმინდა" არ გვექნება (და თან ქვეცნობიერიდან უკვე გაცნობიერებულ დონეზე გამოტანილი), მანამდე დავრჩებით რელიგიურ ან არელიგიურ ეგოისტებად და საბედნიეროდ, ღვთის წყალობით ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გავიწმინდებით. მე პირადად ვფიქრობ, რომ ცოდნის სხვადასხვა ავტორიტეტულ სკოლას შორის (და არა ყველა სკოლას შორის) განსხვავება ძირითადად უმაღლეს ჭეშმარიტებამდე ასვლის სიჩქარეშია. ანუ ზოგი კიბეებით ადის, ზოგი თოკით, ზოგი ლიფტით და ა.შ. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც დრო ფარდობითი ცნებაა, საბოლოოდ ჯობია მაინც გავჩუმდე და ყველაფერი უმაღლეს ჭეშმარიტებას (ჩემი ლექსიკონით და რწმენით - კრიშნას) მივანდო... -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Aug 12 2011, 12:53 PM
Post
#200
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Atman რასაც ვფიქობდი ის დაწერე ეხლა შენ!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 04:56 AM |