IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
> ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება
kate
post Aug 9 2011, 06:05 PM
Post #181


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
helllo.gif
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:30 AM) *
არადა მთელი ეს სიმაღლე იმაში ჭირდება რომ აღიქვას ღმერთი და არანაირი მე..

kiss1.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 06:22 PM
Post #182


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 01:56 PM) *
და რატო გავიბენი ამ სამყაროში? რად მინდოდა ტანჯვა? რაში მჭირდებოდა? ანუ რატომ ჩამოვარდი ილუზიაში?

სხვანაირად ვერანაირად ვერ შეიცნობდი შემოქმედს, შემოქმედმა თავის თავიდან მოგიშორა და გამოგაძევა თავის წიაღიდან ქმნილების სახით, როგორც დედა აძევებს თავის თავიდან ბავშვს, ასე ხდება ქმნილების შობა. შემდეგ აღზრდა და შემდეგ შეცნობა. "დედის მუცელში მყოფი ჩანასახი ვერასოდეს ვერ შეიცნობს დედას თუ არ გამოძევდა მუცლიდან და არ აღიზარდა"
Existence
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
ტალღა ცდილობს გახდეს ოკეანე !!!! ..... ..... საოცრებაა პირდაპირ ეს მცდელობა ....

სასაცილო ვეღარ არის ვინაიდან ზღვა წვეთებისაგან შედგება, მხოლოდ წვეთების გაერთიანებაა საჭირო ზღვის მისაღებად, სასაცილო ეს შენთვის არის იმიტომ რომ მარტო წვეთად ცხოვრობ, ჩემს გარშემო კი არიან ისეთი ტალღები რომელთა ერთობაც ზღვას ქმნის.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
არადა ტალღას შეუძლია მხოლოდ მაქსიმალურად დანებდეს ოკეანეს რომ მან ასევე მაქსიმალურად გამოხატოს თავი.... .......
ბატონებო...... ეს ოკეანეს თამაშია და არა მისი...........

როგორც ოკეანე არ არსებობს ტალღების გარეშე, ასევე შემოქმედი ქმნილების გარეშე, ამის გააზრებაა საჭირო მეგობარო და არა სიტყვებით ჟონგლიორობა. ჩემს პოსტებს არ კითხულობ ალბათ თორემ იდეა "დანებდი ოკეანეს" კარგა ხანია აღვნიშნე უკვე.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
ანუ ტალღა ჯერ კიდევ იძახის მეეეს ?

პირიქით ტალღა ცდილობს "ჯიუტად მეების" მაძახებლებს გააგებინოს რომ მე ეს შენ ვარ, ყველანი ერთად კი ოკეანე.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
არადა მთელი ეს სიმაღლე იმაში ჭირდება რომ აღიქვას ღმერთი და არანაირი მე

მე ეს ღმერთია, მე როდესაც ვიძახი მე, ხორცისა და ძვლების გროვას არ ვგულისხმობ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
როცა აღიქვავ ღმერთს გვერდზე ვერანაირ მეს ვერ მიუწერ

გვერდზე ვერ მიუწერ მართალი ხარ, რადგან შემოქმედის შეცნობისას ეგო ერთ დიდ მეში ერთიანდება.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
და ეს რო აღიქვა ან უნდა ტოტალურად შეგიყვარდეს ან უნდა დაჯდე და დააკვირდეა ...რომლიდანაც არ უნდა დაიწყო ორივეს მოიცავ ამიტომ ეს ორი სხვადასხვა გზა არ გეგონოს...

ეს არის კაბალის უპირველესი მცნებაც "გიყვარდეს მოყვასი შენი"
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 05:30 PM) *
ჯერ ფლეიტობა იგრძენი და მერე მეს აღარ დაწერ ღმერთამდე..

ფლეიტობას უკვე ტრილიონობით წელიწადია, ასობით ინკარნაციის განმავლობაში გრძნობს ადამიანი, სამწუხარო მხოლოდ ის არის რომ ზოგიერთებს კვლავ ფლეიტა ჰგონიათ თავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 06:33 PM
Post #183


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:22 PM) *
სხვანაირად ვერანაირად ვერ შეიცნობდი შემოქმედს, შემოქმედმა თავის თავიდან მოგიშორა და გამოგაძევა თავის წიაღიდან ქმნილების სახით, როგორც დედა აძევებს თავის თავიდან ბავშვს, ასე ხდება ქმნილების შობა. შემდეგ აღზრდა და შემდეგ შეცნობა. "დედის მუცელში მყოფი ჩანასახი ვერასოდეს ვერ შეიცნობს დედას თუ არ გამოძევდა მუცლიდან და არ აღიზარდა"


კი მაგრამ, თუ მე ვარ შემოქმედი, მაშინ ვინ გამომაძევა? თუ არ არსებობს დედა და ბავშვი, თუ ყველაფერი ერთია, ვინ ვის აძევებს? თუ ბავშვიც და დედაც ტოლფასნი არიან, როგორ შეუძლია დედას გააძევოს ბავშვი? მგონი ეს ეწინააღმდეგება კაბალას ფილოსოფიას...

QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:22 PM) *
ფლეიტობას უკვე ტრილიონობით წელიწადია, ასობით ინკარნაციის განმავლობაში გრძნობს ადამიანი, სამწუხარო მხოლოდ ის არის რომ ზოგიერთებს კვლავ ფლეიტა ჰგონიათ თავი.


მე პირადად ფლეიტად კი არა ჟანგიან "შვიშტოკადაც" ვერ ვგრძნობ თავს biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 06:35 PM
Post #184


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
პატარა გუბედ ცხოვრებას, ოკეანეში ტალღად ყოფნა არ სჯობს? ჰო და გეძახით მეგობაროო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 06:43 PM
Post #185


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:33 PM) *
კი მაგრამ, თუ მე ვარ შემოქმედი, მაშინ ვინ გამომაძევა? თუ არ არსებობს დედა და ბავშვი, თუ ყველაფერი ერთია, ვინ ვის აძევებს? თუ ბავშვიც და დედაც ტოლფასნი არიან, როგორ შეუძლია დედას გააძევოს ბავშვი? მგონი ეს ეწინააღმდეგება კაბალას ფილოსოფიას...

შემოქმედს და ქმნილებას დისტანცია ქმნის, ისევე როგორც მშობელს და ნაშობს ერთმანეთისაგან დისტანცია ყოფს, მართებული იქნებოდა კითხვა ასე დაგესვა რატომ შექმნა შემოქმედმა ქმნილება? პასუხი ასეთია, რათა გამოევლინა თავის სრულყოფილება. შემოქმედი და ქმნილება ტოლნი პერსპექტივაში არიან და არა ამჟამად, ახლაც რომ ასე იყოს ცვენ ქმნილებები აღარ გვერქმეოდა. პერსპექტივა კი იმაში მდგომარეობს რომ ქმნილება ილტვის სემოქმედისკენ, მის წიაღში დასაბრუნებლად, მაგრამ არა როგორც ჩანასახი არამედ როგორც ზრდასრული ძლიერი პიროვნება, დისტანცია კი ძალიან დიდია ჩვენსა და შემოქმედს შორის და კაბალაჰ ასეთ დისტანციას უწოდებს სულიერ სამყაროებს:
1. უსასრულობის სამყარო
2. ადამ კადმონ
3. აცილუტ
4. ბრია
5. ეცერა
6 ასია
7. მატერიალური სამყარო
ეს სამყაროები ანუ დისტანცია შემოქმედამდე, იყოფა თავის მხრივ 5-5 საფეხურად პარცუფებად, ასეთი სულ 125-ია. შენ კი მეგობარო სინამდვილეში კიბის თავში ხარ და შემოქმედი ხარ, კიბის ბოლო საფეცურზე კი მხოლოდ შენი აღქმა დაეცა და არა თავად შენ. შენ იქ ხარ და აქაც ხარ. რადგან რაც "მაღლაა იგივეა დაბლაც" და პირიქით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 06:45 PM
Post #186


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:33 PM) *
მე პირადად ფლეიტად კი არა ჟანგიან "შვიშტოკადაც" ვერ ვგრძნობ თავს

ეს მხოლოდ დროის საკითხია მოვა დრო და ფლეიტად და საქსაფონად კი არა თავად შემოქმედად იგრძნობ თავს, ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს პროცესი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ბავშვი ვერ შეაჩერებს ზრდას, შეიძლება გაჯიუტდეს და განათლება არ მიიღოს მაგრამ ზრდას ხელს ვერ შეუშლის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 06:59 PM
Post #187


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari
QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:43 PM) *
შემოქმედს და ქმნილებას დისტანცია ქმნის, ისევე როგორც მშობელს და ნაშობს ერთმანეთისაგან დისტანცია ყოფს, მართებული იქნებოდა კითხვა ასე დაგესვა რატომ შექმნა შემოქმედმა ქმნილება? პასუხი ასეთია, რათა გამოევლინა თავის სრულყოფილება.


ანუ მე რომ შემოქმედი გავხდები, მერე მე გავაძევებ სხვებს, რომ ჩემ დონემდე გაიზარდონ? smile.gif

QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:45 PM) *
ეს მხოლოდ დროის საკითხია მოვა დრო და ფლეიტად და საქსაფონად კი არა თავად შემოქმედად იგრძნობ თავს, ეს აუცილებლად მოხდება


ეგ მართლა შესაძლოა, რომ ღმერთად იგრძნო თავი, ისეთი შეუცნობელ არიან გზანი "მაია დეიდასი" რომ... მაგრამ რეალურად გახდები თუ არა ღმერთი ეს უკვე სხვა საქმეა... smile.gif ისე მინდა გითხრა, რომ შენ ოდესმე იგრძნობ თავს შემოქმედად, მაგრამ დროებითი იქნება ეგ შეგრძნება (თუნდაც მილიარდობით საუკუნეები, ან გაცილებით მეტი, მაგრამ მაინც დროებითი). და მოგიწევს ისევ აქ დაშვება "საკუთარი ნებით"...

და მერე გაგიჩნდება კითხვა: "რატომ მოვხვდი აქ?" და სხვა "პერსპექტიული შემოქმედი" გაგცემს პასუხს:

QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:43 PM) *
შემოქმედს და ქმნილებას დისტანცია ქმნის, ისევე როგორც მშობელს და ნაშობს ერთმანეთისაგან დისტანცია ყოფს, მართებული იქნებოდა კითხვა ასე დაგესვა რატომ შექმნა შემოქმედმა ქმნილება? პასუხი ასეთია, რათა გამოევლინა თავის სრულყოფილება. შემოქმედი და ქმნილება ტოლნი პერსპექტივაში არიან და არა ამჟამად, ახლაც რომ ასე იყოს ცვენ ქმნილებები აღარ გვერქმეოდა. პერსპექტივა კი იმაში მდგომარეობს რომ ქმნილება ილტვის სემოქმედისკენ, მის წიაღში დასაბრუნებლად, მაგრამ არა როგორც ჩანასახი არამედ როგორც ზრდასრული ძლიერი პიროვნება...


ეს ნახევრად ხუმრობით smile.gif




--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 07:12 PM
Post #188


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:59 PM) *
ანუ მე რომ შემოქმედი გავხდები, მერე მე გავაძევებ სხვებს, რომ ჩემ დონემდე გაიზარდონ?

ასეა მეგობარო, შენ რომ "დიდი ბიჭი" გაიზრდები მერე თავად ხდები მამა. 5 წლისას თუ ბავშვი გერქვა 30 წლისას კაცი გქვია, თუ 5 წლისა ვერ იქნებოდი მამა 30 წლისას ეს თავისუფლად შეგიძლია, განა ასეთი მოდელი არ არის ცადებული ადამიანის შობაში და ზრდაში? ის თავად ხდება შემოქმედი ახალი სიცოცხლისა, მაგრამ ბავშვის მკეთებელი მამა ოდესღაც თავად იქნა გაკეთებული.
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:59 PM) *
ეგ მართლა შესაძლოა, რომ ღმერთად იგრძნო თავი, ისეთი შეუცნობელ არიან გზანი "მაია დეიდასი" რომ... მაგრამ რეალურად გახდები თუ არა ღმერთი ეს უკვე სხვა საქმეა..

გახდები, გახდები ჯერ ბავშვები ვართ და ამიტომ ვერ წარმოგვიდგენია როგორ უნდა ვიყოთ მშობლები.
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:59 PM) *
ისე მინდა გითხრა, რომ შენ ოდესმე იგრძნობ თავს შემოქმედად, მაგრამ დროებითი იქნება ეგ შეგრძნება (თუნდაც მილიარდობით საუკუნეები, ან გაცილებით მეტი, მაგრამ მაინც დროებითი). და მოგიწევს ისევ აქ დაშვება "საკუთარი ნებით"...

უეჭველად ასე იქნება და დღესაც მრავლად არიან ასეთი საკუთარი ნებით დაშვებული სულები, სხვათა დასახმარებლად.
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 06:59 PM) *
ეს ნახევრად ხუმრობით

არანაირი ხუმრობა, სრული სერიოზულობა, ეს არის სწორედ ქმნილების მიზანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 07:20 PM
Post #189


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Gia Amilaxvari

QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 07:12 PM) *
უეჭველად ასე იქნება და დღესაც მრავლად არიან ასეთი საკუთარი ნებით დაშვებული სულები, სხვათა დასახმარებლად.


ასეთები ცოტანი არიან, გაცილებით მეტია საკუთარი "სიამოვნებისთვის" ჩამოსული, და მე და შენ ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნებით. ხოლო პირველთა წყალობით შეგვიძლია სახე (და მისია) შევიცვალოთ და სხვის დახმარებაზე ვიფიქროთ...

მეტი კითხვა არ მაქვს ჯერ-ჯერობით. გმადლობ პასუხებისთვის...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 07:25 PM
Post #190


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 07:20 PM) *
ასეთები ცოტანი არიან, გაცილებით მეტია საკუთარი "სიამოვნებისთვის" ჩამოსული, და მე და შენ ამ მეორე კატეგორიას მივეკუთვნებით.

სამწუხაროდ მართალი ხარ, მე და შენ ჯერ კიდევ "სიამოვნებისთვის" დაშვებულ სულთა კატეგორიას მივეკუთვნებით, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყო ზრდა? ჰო და მე გადავწყვიტე დავიწყო და მსურს რომ სხვებიც გაიზარდნენ, იმიტომ რომ მე სხვების გარეშე არ ვარსებობ.
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 07:20 PM) *
ხოლო პირველთა წყალობით შეგვიძლია სახე (და მისია) შევიცვალოთ და სხვის დახმარებაზე ვიფიქროთ...

ასეა ასეთ სულებს კი მაშიაჰები ქვიათ, მხსნელები.
QUOTE(atman @ 9th August 2011 - 07:20 PM) *
მეტი კითხვა არ მაქვს ჯერ-ჯერობით. გმადლობ პასუხებისთვის...

ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 9 2011, 08:00 PM
Post #191


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate

პრივეტ ქეთი tongue.gif
მარა ნუ დაიწყებ ხოლმე იმწუთში კოცნაობას ....
............ მაცალე ჯერ სული მოვითქვა ......... lol.gif


QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 06:22 PM) *
მე ეს ღმერთია, მე როდესაც ვიძახი მე, ხორცისა და ძვლების გროვას არ ვგულისხმობ.


რავქნა გია ............

მე ორი გზა ვიცი ნუ ორი პირობითად ზევით დავწერე ამაზე უკვე ........
.....სიყვარულის Bhakti და დაკვირვება

ნუ კაბალა არ ვიცი რომლია იმიტომ რომ მეც ვცადე ლაიტმანის წაკთხვა მარა მაგ კაცმა რო დაიწყო
вокруг до окола.........вокруг до окола..........вокруг до окола.......... sad.gif
............დავიტანჯე.............მერე ერთისგან გავიგე რო აღაც 6 გრძნობის გამომუშავებაა საჭიროო თუ რაღაცა და სულ გამოვრთე.........
ნუ შეილება მე არ შემხვედრია კაი კაბალისტი და მოკლედ არ ვიცი რა გზა გაქვთ ,ვინც შემხვდით კიდე ვერც ერთმა ვერ გამაგებინეთ........

ხო და მე რა გზაც ვიცი იმაზე გეტყვი .........არ გაინტერესებს რეალურად ვინ ხარ ? რო იძახი ღმერთი ვარო და მერე მე გავიზრდები და სხვები გახდებიან ტალღებიო..და ისავარო და ესევარო.....
.........პროსტა ერთხელ დაჯექი და დააკვირდი შენი ფიქრებიდან დაწყებული დაკვირვების პროცესში ნებისმიერ სხვა რამით დამთავრებული ............. აბა ნახე ერთი ინფორმაციული ნაგავის ან სხვადასხვა სხეულთან იდენტიფიცირების იქით რა ხდება...... smile.gif

და მერე გამიგებ რომ მე ეს არასწორი ტერმინია არის მარტო ღმერთი ,,,,,, ინგლისურათ რო ვთვა იქ
I am კი არა რჩება მხოლოდ amness ........რავქნა სტრანია მარა ეგრეა და მომკლალი........

ვიცი ეხლა რო არ გესმის რას ვბოდიალობ მაგრამ რა ვქნა დასვენებული ვარ და........... lol.gif

მარა არ გინდათ თქვენ დაკვირვება.არ გინდათ კი არა ყველაზე მაგრა მაგის გეშინიათ და უპირობო სიყვარულის გზას რაც შეეხება მაგაზე რა გირჩიოთ ეგ ან უნდა მოხდეს ბუნებრივად ან არა ..........მანდ ტექნიკა არ არსებობს ...............






--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 08:19 PM
Post #192


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
რავქნა გია ............

რასაც შინაგანი ხმა გიკარნახებს.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
მე ორი გზა ვიცი ნუ ორი პირობითად ზევით დავწერე ამაზე უკვე ........
.....სიყვარულის Bhakti და დაკვირვება

მე კი ერთი: "სიყვარული"
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
ნუ კაბალა არ ვიცი რომლია

სიყვარულის გზაა.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
იმიტომ რომ მეც ვცადე ლაიტმანის წაკთხვა მარა მაგ კაცმა რო დაიწყო
вокруг до окола.........вокруг до окола..........вокруг до окола..........
............დავიტანჯე.............მერე ერთისგან გავიგე რო აღაც 6 გრძნობის გამომუშავებაა საჭიროო თუ რაღაცა და სულ გამოვრთე.........

დაიტანჯებოდი, ეჭვი არ მეპარება, მეც ასე ვიტანჯებოდი 2 წელი, ვაკრუგ დო ოკოლა და სვერხუ ვნიზს რომ ვერ ვიგებდიsmile.gif)))
ლაიტმანი კაბალისტური ტერმინოლოგიით საუბრობს და ამ ტერმინების მნიშვნელობები თუ არ იცი უეჭველი დაიტანჯები.
რაც შეეხება მეექვსე გრძნობას ეს სხვა არაფერია თუ არა ე.წ "მესამე თვალი" ანუ სულიერი სამყაროს წვდომის უნარი.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
ნუ შეილება მე არ შემხვედრია კაი კაბალისტი და მოკლედ არ ვიცი რა გზა გაქვთ ,ვინც შემხვდით კიდე ვერც ერთმა ვერ გამაგებინეთ........

მოკლედ აგიხსნი რაშია საქმე, რადიომიმღები ხომ იცი რა პრინციპით მუშაობს? მხოლოდ იმ სიხშირის ტალღებს იღებს რაც მისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ იმ დიაპაზონზე მომართვისას რაც ტალღას ბგერად ქმნის.
გეთანხმები კაბალის შემეცნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რადიომიმღები არ გაქვს.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 08:19 PM
Post #193


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო და მე რა გზაც ვიცი იმაზე გეტყვი
[/quote]
მითხარი გისმენ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
არ გაინტერესებს რეალურად ვინ ხარ ?

არ მაინტერესებს იმიტომ რომ უკვე ვიცი ვინ ვარ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
რო იძახი ღმერთი ვარო და მერე მე გავიზრდები და სხვები გახდებიან ტალღებიო..და ისავარო და ესევარო.....

ამას რატომ ვიძახი გაგება ჭირდება, მე ღმერთი ამჟამად არ ვარ, პერსპექტივაში ვარ, ამჟამად მხოლოდ ქმნილება ვარ, ილუზიაში მყოფი უსუსური ქმნილებბა, პერსპექტივაში კი შემოქმედი, მე მატერიალურში ვარ დროში ქმნილება თორემ სულიერში უსასრულობის სამყაროში შემოქმედი ვარ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
პროსტა ერთხელ დაჯექი და დააკვირდი შენი ფიქრებიდან დაწყებული დაკვირვების პროცესში ნებისმიერ სხვა რამით დამთავრებული ............. აბა ნახე ერთი ინფორმაციული ნაგავის ან სხვადასხვა სხეულთან იდენტიფიცირების იქით რა ხდება..

გავიარე ეგ ეტაპიც მეგობარო კაბალაში შემთხვევით კი არ მოვხვდი, რელიგია და რელიგიური მიმდინარეობები კონფესიები და სექტები არ დამიტოვებია რომ არ გავცნობოდი ყველას ვერა მაგრამ ძირითადის იდეოლოგია ასე თუ ისე რაღაც დონით მესმის, კაბალა იმიტომ მიზიდავს რომ აქ თავისუფალი ხარ, აქ არ არსებობს დოგმატიკა, მკაცრი ხელი აცკეტიზმი, ბუა და ასე შემდეგ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
და მერე გამიგებ რომ მე ეს არასწორი ტერმინია არის მარტო ღმერთი ,,,,,, ინგლისურათ რო ვთვა იქ
I am კი არა რჩება მხოლოდ amness ........რავქნა სტრანია მარა ეგრეა და მომკლალი........

სიმართლეს ამბობ და 110%-ით გეთანხმები სინამდვილეში არანაირი მე არ არსებობს ყველაფერი და ყოველივე შემოქმედია, პიროვნული ეგოს წარმოშვებას მატერიალური ილუზია უწყობს ხელს.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
ვიცი ეხლა რო არ გესმის რას ვბოდიალობ მაგრამ რა ვქნა დასვენებული ვარ და.

მესმის და კი არ ბოდიალობ საკმაოდ გლობალურად მსჯელობ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
მარა არ გინდათ თქვენ დაკვირვება

smile.gif) ცდები გვინდა და სწორედ ეს არის კაბალის პლიუსი, "დავერაიუ ნო პრავერაიუ"
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
არ გინდათ კი არა ყველაზე მაგრა მაგის გეშინიათ

რისი გვეშინია დაკვირვების? გვესტუმრე და ნახავ რომ სწორედ დაკვირვების, ანალიზისა და შედარების მეთოდების გამოყენებით ვმსჯელობთ საკითხზე.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:00 PM) *
უპირობო სიყვარულის გზას რაც შეეხება მაგაზე რა გირჩიოთ ეგ ან უნდა მოხდეს ბუნებრივად ან არა ..........მანდ ტექნიკა არ არსებობს ...

ნახევრად კაბალისტი ყოფილხარsmile.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 9 2011, 08:35 PM
Post #194


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 08:19 PM) *
გავიარე ეგ ეტაპიც მეგობარო კაბალაში შემთხვევით კი არ მოვხვდი, რელიგია და რელიგიური მიმდინარეობები კონფესიები და სექტები არ დამიტოვებია რომ არ გავცნობოდი ყველას ვერა მაგრამ ძირითადის იდეოლოგია ასე თუ ისე რაღაც დონით მესმის, კაბალა იმიტომ მიზიდავს რომ აქ თავისუფალი ხარ, აქ არ არსებობს დოგმატიკა, მკაცრი ხელი აცკეტიზმი, ბუა და ასე შემდეგ.


აუ ნუ გამაგიჟე ეხლა რა გაიარე ......რაშუაშია მანდ გავლა და გამოვლა .....ეხლა შენ ერთი პროფესორი მაგივით ნუ მპასუხობ lol.gif
(აქ იყო ფორუმზე) რომელიც 40 წელი ს წ ა ვ ლ ო ბ დ ა სხვადსხვა რელიგიებს ........ lol.gif

რომელ იდეოლოგიაზე მელაპარაკები გია იდეოლოგია შინაგანი დაკვირვების ყველაზე დიდი მტერია იმიტომ რო ბოლოს მაგასაც უნდა დააკვირდე ..ვახ
მე არ გეუბნები რა შეიმეცნე გარეგნ სამყაროზე დაკვირვებით ან მსჯელობით მე გეუბნები დაჯექი და დაკვირდი შენ შინაგან სამყაროს ..........
ეხლა რა პასუხიც მომწერე დარწმუნებული ვარ რო მე რაზეც გელაპარაკები არასდროს არ გიცდია.........

ვიყოთ გულწრფელები........ pleaseeeeeeeeeeeeeeeeeee............


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 08:44 PM
Post #195


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




Existence
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
აუ ნუ გამაგიჟე ეხლა რა გაიარე ......რაშუაშია მანდ გავლა და გამოვლა

გავლა გამოვლა იმ შუაშია რომ კაბალამდე დაკვირვებამ მიმიყვანა. დაკვირვებამ რაზე? ბუნებაზე და რელიგიებზე.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
ეხლა შენ ერთი პროფესორი მაგივით ნუ მპასუხობ
(აქ იყო ფორუმზე) რომელიც 40 წელი ს წ ა ვ ლ ო ბ დ ა სხვადსხვა რელიგიებს

არ ვიცი ვინ რა გიპასუხა, მაგრამ ფაქტი ერთია, თუ არ ისწავლი სუფთა ფურცელი ხარ. სწავლა კი სრულყოფილად ყველაფრისა შეუძლებელია, დრო არ გეყოფა უბრალოდ ამიტომაც ყოვლისმცოდნე ვარ თქო კი არ დამიწერეი აი რა დავწერე:
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
ყველას ვერა მაგრამ ძირითადის იდეოლოგია ასე თუ ისე რაღაც დონით მესმის

QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
მე არ გეუბნები რა შეიმეცნე გარეგნ სამყაროზე დაკვირვებით ან მსჯელობით მე გეუბნები დაჯექი და დაკვირდი შენ შინაგან სამყაროს

სწორედ ამას ვაკეთებთ მეგობარო, ამიტომაც დაგიწერე ნახევრად კაბალისტი ხარ თქოsmile.gif
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
ეხლა რა პასუხიც მომწერე დარწმუნებული ვარ რო მე რაზეც გელაპარაკები არასდროს არ გიცდია

ამაოდ ხარ დარწმუნებული შინაგანზე დაკვირვება ზრდის ადამიანს თორემ რაც ადამიანის გარეთაა ის ილუზიაა აქ.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 08:35 PM) *
ვიყოთ გულწრფელები....

გულწრფელი ვარ, თუ გსურს შეგიძლია გადაამოწმო, გვესტუმრე ერთხელ და გადაამოწმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Aug 9 2011, 09:00 PM
Post #196


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 08:44 PM) *
მაგრამ ფაქტი ერთია, თუ არ ისწავლი სუფთა ფურცელი ხარ



ხო მარა თუ მარტო ისწავლი ........ ძალიან დაბინძურებული მოკვდები ..ძალიან დიდი წარმოდგენებით ........

და საერთოდ ერთი კაი კაცის სიტყვებია --------- > блажени нищие духом............


QUOTE(Gia Amilaxvari @ 9th August 2011 - 08:44 PM) *
ყველას ვერა მაგრამ ძირითადის იდეოლოგია ასე თუ ისე რაღაც დონით მესმის


გია გია გია ...............................


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 9 2011, 09:04 PM
Post #197


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 09:00 PM) *
ხო მარა თუ მარტო ისწავლი ........ ძალიან დაბინძურებული მოკვდები ..ძალიან დიდი წარმოდგენებით ........

ასეა, იმიტომ რომ ცოდნაც ეგოიზმია, მაგრამ ეს ის საშენი მასალაა რომლითაც ალტრუიზმი შენდება, ძალიან დიდი წარმოდგენებით ბევრი მიიცვალა.
QUOTE(Existence @ 9th August 2011 - 09:00 PM) *
გია გია გია

ეჰ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 9 2011, 09:28 PM
Post #198


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უკვე ვიძინებდი, და თან ლექციას ვუსმენდი, მაგრამ რომ არ წამოვმხტარიყავი და თქვენთვისაც არ გამეზიარებინა არ შემეძლო! biggrin.gif

მთელი ორი დღეა ძირითადად ამ თემის გარშემო "ვმედიტირებ" და "ვკამათობ" (რა საჭიროა რელიგიები, სჭირდება თუ არა ღმერთს ჩვენი მსხვერპლი, რა საჭიროა ტაძრები და ა.შ.) ჰოდა დაწოლის წინ ძალიან "შემთხვევით" შრილა პრაბჰუპადას უამრავი ლექციიდან ეს ამომერჩა:

http://files.ge/download.php?id=4E416D202

ყველას ძალიან გთხოვთ მოუსმინეთ! სულ 49 წუთია!


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 9 2011, 11:06 PM
Post #199


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა რელიგიაზე გულაცრუებულო საზოგადოებავ, ამ ვიდეოს უყურეთ, სიმღერა თუ არა ვიდეო აუცილებლად მოგეწონებათ, მაგრამ ორივე გენიალურია!!
http://www.youtube.com/watch?v=27RFX4iWp_k...feature=related


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 5 2011, 04:03 PM
Post #200


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მგონი ეს თემაა შესაფერისი იმისთვის, რასაც გუშინ დაგპირდით:

ეს არის პატარა მონაკვეთი რადჰანათჰა სვამის ცნობილი წიგნიდან "გზა შინისაკენ", რომელიც კრიშნამურტის ეხება... (ნაჩქარევად ვთარგმნი და ხარისხს ყურადღებას ნუ მიაქცევთ smile.gif )



"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."

უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუEჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:

"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.

"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."
"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:

"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 10:01 AM