IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გურჯიევი, გიორგი გურჯიევი იგივე გურ
georgius-asmoday
post Jun 24 2009, 02:31 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 18-June 09
Member No.: 5,981

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიორგი გურჯიევიგიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 – გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს ორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.


მაინტერესებთ რა ფიქრობთ ამ პიროვნებაზე?


--------------------
In Nomine Dei Nostri Satanis, Luciferi Excelsi, Ave voluptatis Carnis!!!

They have never told the truth about me, and they have never known me for who I truly am!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
17 Pages V  « < 8 9 10 11 12 > »   
Start new topic
Replies (180 - 199)
Tsovinar
post Mar 11 2012, 01:39 PM
Post #181


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 44
Joined: 31-January 12
From: dedamiwa
Member No.: 6,709

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უზარმაზარი ინფო დევს http://www.youtube.com/watch?v=swwfzsm-ejs...feature=related http://www.youtube.com/watch?v=iG7lkROZlYk...feature=related და იქ ბევრი საინტერესო ინფო არის
საინტერესო იქნებოდა გურჯიევის სარამოს გაკეთება, არიან თბილისში მცოდნეები?
Go to the top of the page
 
+Quote Post
3BB
post Mar 14 2012, 11:09 PM
Post #182


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 16-October 11
Member No.: 6,586

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.
Go to the top of the page
 
+Quote Post
3BB
post Mar 14 2012, 11:25 PM
Post #183


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 16-October 11
Member No.: 6,586

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Tsovinar
საინტერესო იქნებოდა გურჯიევის სარამოს გაკეთება, არიან თბილისში მცოდნეები?

კარგი იდეაა! სიამოვნებით შემოგიერთდებით როდესაც ვიქნები თბილისში, მაგალითად მაისში. შემიძლია რამოდენიმე მოძრაბის შესრულება შემოგთავაზოთ თუ სურვილი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post May 8 2012, 03:05 PM
Post #184


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(supresor @ Jan 27 2012, 06:41 PM) *
აუ იქნებ გქონდეთ ვინმეს გურჯიევის წიგნების ელექტრონილი ვერსია ქართულად ოღონდ ..................მაგრად მაინტერესებს ..........იქნებ დადოთ

ინგლისურად მოგცემ სამივეს თუ გინდა , ქართულად მხოლოდ მესამეა ნათარგმნი "ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ როცა მე ვარ"

აი ბელზებელის საუბრები შვილიშვილთან და შეხვედრები განსაკუთრებულ ადამიანებთან არ არის ნატარგმნი (ისე შეხვედრები განსაკუთრებულ ადამიანებთან პიტერ ბრუკმა გადაიგო გეცოდინებათ, მაგრამ დიდი ვერაფერი )

არის კიდევ საუბრები მოწაფეებთან, წაკითხული ლექციებია


თუ ვინმეს უნდა ინგლისურად სამივე წიგნს ავუტვირთავ
Go to the top of the page
 
+Quote Post
HERMES555
post May 16 2012, 09:51 PM
Post #185


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 4-March 10
From: Tbilisi
Member No.: 6,167

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



uraaa.gif http://www.gurdjieffclub.ru/ru/glavnaja/vs...+%D0%B8%D1%8E... uraaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
HERMES555
post May 17 2012, 10:12 AM
Post #186


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 4-March 10
From: Tbilisi
Member No.: 6,167

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(HERMES555 @ May 16 2012, 10:51 PM) *

გადავირევი, არავის გაუხარდა ეს ამბავი?!!!!!!!!!!! O.M.G atb_search.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
3BB
post May 19 2012, 07:41 PM
Post #187


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 16-October 11
Member No.: 6,586

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
გადავირევი, არავის გაუხარდა ეს ამბავი?!!!!!!!!!!! O.M.G atb_search.gif


საინტერესო ამბავია! პირველად ტარდება ალბათ ასეთი რამ საქართველოში. ორგანიზატორების ჯგუფთან მქონია შეხება და შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვის გურჯიევისეული ჯგუფებიდან გამორჩევა აქტიურობით და საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. მათი ხელმძღვანელიც, არკადი როვნერი საკმად გამოცდილი და საინტერესო პიროვნებაა. თუ არ ვცდები ბავშვობა თბილისში აქვს გატარებული. ვისაც გაინტერესებთ გურჯიევისეული პრაქტიკები და ჯგუფური მუშაობის სპეციფიკა ვფიქრობ ღირს რომ მიიღოთ მონაწილეობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post May 21 2012, 09:35 PM
Post #188


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გ უ რ ჯ ი ე ვ ი.


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jun 2 2012, 11:04 PM
Post #189


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაკ რაზ ეხლა მოვრცი ფილოსოფიაში გავაკეთე პრეზენტაცია გურჯიევზე და მის დისციპლინაზე იმედია ძია გურჯიევი თავის საქმეს გააკეთებს და მაქსიმალურ ქულას ავიღებ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jul 14 2012, 12:01 PM
Post #190


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველი შეხება გურჯიევთან მეც სწორედ, ჩემი ჯგუფელის საკონფერენციო თემის წყალობით მქონდა smile.gif

მოგვიანებით ზაზა ბურჭულაძის "გასაბერი ანგელოზი" წავიკითხე და ცოტა არ იყოს გული დამწყდა იმის გამო, რო ასე გაშარჟებული სახით ჰყავდა წარმოდგენილი გურჯიევი ავტორს; გოროზიების ოჯახში ერთხელაც მაგიდაზე თეფშს დაატრიალებენ და გიორგი გურჯიევის სულს გამოიძახებენ, რომელსაც ზოგჯერ ჭიპიდან ფერადი კაბერელი მოუჩანს ("ადამიანი-მანქანა"). გურჯიევს უკან სასულეთში ვეღარ აბრუნებენ, ესეც ირონია და რჩება ისიც ჩევნს სამყაროში. ბოლოს facebook-ში თავის გვერდსაც ხსნის გურჯიევი და მეზობლის ცოლსაც ადგავს თვალს, თუ სწორად მახსოვს. რაღა დაგიმალოთ და წასაკითხად სახალისოც კი იყო... გურჯიევი არა სამეცნიერო ლიტერატურაში, არა სტატიებში და ბიოგრაფიული ჟანრის წიგნებში, არამედ მხატვრულ ლიტერატურაში რო შეგხვდება, თან ისეთი სახით, როგორც მწერალს სურდა წარმოედგინა.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Mar 28 2013, 01:02 AM
Post #191


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარულის ორი სახე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Mar 28 2013, 02:57 PM
Post #192


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ,
აქ წავაწყდი გურჯიევის წიგნს, ცუდი შრიფტით იყო დაწერილი. სილფაენში გადავიყვანე და ცოტა შეცდომებიც გავასწორე ეხა ნორმალურად წერია წაკითხვა შეიძლება.
თუ გრამატიკა კარგად იცით წაკითხვისას თქვენც შეასწორეთ და ატვირთეთ. smile.gif
სიყვარულის ორი სახე word-ში
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Mar 31 2013, 11:56 AM
Post #193


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Doors @ Mar 28 2013, 02:57 PM) *
გამარჯობათ,
აქ წავაწყდი გურჯიევის წიგნს, ცუდი შრიფტით იყო დაწერილი. სილფაენში გადავიყვანე და ცოტა შეცდომებიც გავასწორე ეხა ნორმალურად წერია წაკითხვა შეიძლება.
თუ გრამატიკა კარგად იცით წაკითხვისას თქვენც შეასწორეთ და ატვირთეთ. smile.gif
სიყვარულის ორი სახე word-ში



Doors ჩამოვტვირთე და თავიდან გადავიყვანე შრიფტი, რადგან ძალიან ცუდი შესასწორებელი იყო.
შეგიძლიათ აქედან გადმოიწეროთ თავიდან და უკეთესად წაიკითხოთ.

http://allshares.ge/download.php?id=515C8DDB51

მაინტერესებს ამ წიგნის გამოქვეყნება ბლოგზე თუ შეიძლება? ნაწილ-ნაწილ და ისიც ყველა ნაწილის არ მინდა.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Mar 31 2013, 12:53 PM
Post #194


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
მანდ 3 ვერსია იყო. გასასწორებელი - ანუ აქედან რაც ჩამოვტვირთე და სილფაენში გასწორებული ანუ რაც მე გავასწორე.
მემგონი შენც თავიდან გააწორე ხო ? ის გასასწორებელი უბრალოდ ავტვირთე თავდაპირველი მაინც რავიცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
daliela
post Apr 11 2013, 03:20 AM
Post #195


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(givi @ May 21 2012, 09:35 PM) *
ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გ უ რ ჯ ი ე ვ ი.



ეს რომ წავიკითხე გურჯიევთან კაი ხანი ვფიქრობდი . რაღაც არ მომწონდა ეგ იდეა რომ ადამიანში არა სული და ჩვენ უნდა აღმოვაცენოთ ის ,ანუ შევქმნათ smile.gif
მერე ოშოს ''მდოგვის მარცვალი '' წავიკითხე და იქ ასეთ განმარტებაა მოყვანილი : გურჯიევმა რომელიც უდავოდ დიდი ძალების და ცოდნის მქონდე პიროვნება იყო ,მშვენივრად უწყოდა რომ ადამიანი იბადება სულით . უფრო სწორად სული იბადება ადამიანად. უბრალოდ მას იმდენად სურდა ჩვენი მოქმედებაში მოყვანა ჩვენი სულების გადასარჩენად რომ ამგვარი რამ თქვაო..

პ.ს ოშოც მაგარი იყო


--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 11 2013, 10:16 AM
Post #196


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანს სული არა აქვს სული უნდა გამოიმუშავოს , რითაც იბადება ეგ მექნიზმია უბრალოდ და არა მისი რაღაც რაზეც შეუძლია თქვა რო მე მას ვფლობ , რაზეც კონტროლი არ გაქვს ის შენი არ არის


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Apr 11 2013, 10:53 AM
Post #197


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Aqvs suli, tanac chasaxvistanave smile.gif) ubralod,suls aqvs zrdis da ganvitarebis unari, ai bavshvebtan midgoma momwons gurjievis, axlaxans fb zec gadavawydi smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Apr 11 2013, 02:15 PM
Post #198


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sentimennte @ Apr 11 2013, 11:53 AM) *
Aqvs suli, tanac chasaxvistanave smile.gif) ubralod,suls aqvs zrdis da ganvitarebis unari, ai bavshvebtan midgoma momwons gurjievis, axlaxans fb zec gadavawydi smile.gif

მაგაზე არავინ ვდავობთ რო სული როგორც ესეთი ასებობს, მაგრამ ადამიანი არ არის სული სანამ არ მოიპოვებს... ეგზისტანსმა კარგად ახსნა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 11 2013, 06:58 PM
Post #199


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,136
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მოკვდება ისე, როგორც ძაღლი

არა რაა... არაფრით არ ვეთანხმები.
ვეთანხმები sentimennte-ს ადამიანი იბადება სულით, ზოგი მეტად ფლობს და ზოგი ნაკლებად.
ოშოს პასუხი მირჩევია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Apr 14 2013, 03:06 PM
Post #200


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გურჯიევი

კითხვები და პასუხები

ვთარგმნი მე (ჩემებურად)

გურჯიევი : რამის ჩაწერა გნებავთ ?

Е.: სერ მე ჩავიწერ ყველაფერს რის გაგებასაც შევძლებ

გურჯიევი : მოკლედ თუ რამის ჩაწერა გინდათ დასვით შეკითხვა და ჩაიწერეთ პასუხი როგორც სავარჯიშო ( ანუ გაცნობიერებულად და არა მექანიკურად )

Е.: სერ დღეს მე არა მაქვს შეკითხვები

გურჯიევი : არაუშავს დასვი კითხვა პრაქტიკისთვის რო გავარჯიშდე

Е.: სერ პრობლემა რომელიც დგას ჩემ წინაშე დაკავშირებულია ჩემს მუშაობასთან (მუშაობაში იგულისხმება საკუთარი თავის არ დაკრაგვა ყოველდღიურ ყოფაში ) დღის მანძილზე , მე არაფრით არ გამომდის ვიმუშაო და ამავდროულად განვახორციელო რაიმე საქმიანობა რომელიც უნდა შევასრულო.
თუ მარტო ვარ მე შემიძლია ვიმუშაო მაგრამ ასე მუშაობა ძროხასაც შეუძლია როგორც თქვენ თქვით.

გურჯიევი : მე არ მითქვამს ძროხა მე ვთქვი რომ ვირსაც შეუძლია ასე მუშაობა , ძროხა პარაზიტია რომელიც მხოლოდ რძეს იძლევა. ( ატმანს არ წააკითხოთ ეს biggrin.gif) ვირიკი მართლაც შრომობს . განაგრძეთ

ხოდა გავაგრძლებ რო მოვალ













--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post

17 Pages V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 05:10 AM