IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მშვიდობიანი მეომრის გზა, დენ მილმენი
Atm@n
post Jun 16 2013, 11:25 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





დენ მილმენის წიგნები რუსულ ენაზე:

http://www.koob.ru/millman_dan/


მისი პირველი წიგნის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი:



http://myhit.ge/index.php?FID=1&id=5812

და სიურპრიზი რუსულთან მწყრალად მყოფ ფორუმელებს! გთავაზობთ მისი პირველი წიგნის თარგმანს ქართულ ენაზე. ნელა ვთარგმნი და თანდათანობით დავამატებ...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atm@n
post Jul 4 2013, 10:42 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნი მეორე

მეომრის სწავლება

4. ხმალი ილესება

ჩემი ვალიანტი ფასიან ავტო-სადგომზე დავტოვე და ავტობუს «F»-ში ჩავჯექი, რომელიც აეროპორტში მიდიოდა და რომელიც ამჯერად საცობში მოყვა; როგორც ჩანს დავაგვიანებ ჩემს რეისზე. გაჩნდა შემაწუხებელი ფიქრები; ჩემი კუჭი სპაზმმა მოიცვა - როგორც კი შევამჩნიე ეს, გავუშვი ფიქრები, როგორც მასწავლეს. მოვდუნდი; დავიწყე პეიზაჟით ტკბობა ჩქაროსნული ტრასის გასწვრივ და ვფიქრობდი ჩემს გაზრდილ ოსტატობაზე სტრესული აზრების განდევნაში. ისე გამოვიდა, რომ დათვლილი წამებით მივუსწარი რეისს.

მამა, ჩემივე თავის უფრო ადრეინდელი ვერსია, ღია ცისფერ მაისურში, რომელიც მჭიდროდ უფარავდა დაკუნთულ გულ-მკერდს, აეროპორტში შემხვდა ხელგაშლილი და ფართო ღიმილით. მაშინვე დაიწყო ახალი ამბების მოყოლა ჩემი დის და დიშვილების შესახებ.

იმ საღამოს პატივი მერგო დედის საფორტეპიანო შესრულება მომესმინა, - ვფიქრობ ეს ბახი იყო. დილით ადრე მე და მამა უკვე გოლფს ვთამაშობდით. მთელი ეს დრო ვერ ვითმენდი, ისე მინდოდა ჩემი სოკრატესთან თავგადასავლების შესახებ მომეთხრო მათთვის, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე. შესაძლოა წერილში ავუხსნა ყველაფერი, ოდესმე. სახლში კარგად ვგრძნობდი თავს, თუმცა ყველაფერი წარსულად და შორეულად მეჩვენებოდა.

გოლფის თამაშის შემდეგ, მე და მამა საუნაში ვიჯექით, ჯეკ ლალანის ჯანრთელობის ცენტში. მამამ თქვა: «დენ, კოლეჯში ცხოვრება აშკარად გიხდება. შეიცვალე, უფრო გაწონასწორებული გახდი და ურთიერთობაში სასიამოვნო; იმას არ ვამბობ, რომ ადრე უხეში იყავი, მაგრამ...». საჭირო სიტყვებს ეძებდა, თუმცა მე უკვე მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. გამეღიმა. რომ იცოდეს...

ლოს-ანჯელესშ დროის უმეტესი ნაწილი მოტოციკლის ძიებაში გავატარე და როგორც იქნა ვიპოვნე “ტრიუმფი-500“. რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ შევჩვეოდი და ორჯერ თითქმის გადმოვვარდი, რადგან ვიფიქრე, რომ ჯოი გამოვიდა მაღაზიიდან, ან კუთხეში შემოუხვია.

ჩემი ყოფნა ლოს-ანჯელესშ დასასრულს უახლოვდებოდა. მომდევნო დღის ადრიანი დილით ბერკლის სანაპიროსკენ წავალ, საღამოს სიდს შევხვდები და იუგოსლავიაშ გავფრინდებით მსოფლიო ჩემპიონატზე გიმნასტიკაში. ბოლო დღეს მშობლების სახლის სიმყუდროვით ვტკბებოდი. ვახშმის შემდეგ ხელში ჩაფხუტი ავიღე და მომდევნო დღისთვის საგზაო საყიდლებისთის გავედი. კარიდან გასვლისას მამამ მითხრა: «ფრთხილად იყავი, დენი, მოტოციკლი ძალიან ცუდად ჩანს ღამით». მისი ჩვეული გაფრთხილება.

«კარგი, მა, ფრთხილად ვიქნები», – ვუთხარი და წამოვედი. შემდეგ სწრაფად შევუერთდი საგზაო დინებას და თავს მაჩოდ ვგრძნობდი, მსუბუქ მაისურში, გახეხილ ლევისებში და სქელძირიან ჩექმებში. საღამოს გრილი ჰაერით დამტვრალი სამხრეთისკენ მივქროდი, ვილშირის მიმართულებით. ძალიან მალე ჩემი მომავალი უნდა შეცვლილიყო, რადგანაც იმ მომენტში ჩემგან სამ კვარტალში მძღოლი ჯორჯ ვილსონი მარცხნივ, დასავლეთ ავენიუზე შემოსახვევად ემზადებოდა.
მწუხრი იყო და გრიალით მივქროდი; აქეთ-იქით ქუჩის ფანარები ციმციმებდნენ. გზაჯვარედინს მივუახლოვდი და უკვე უნდა გადამეკვეთა იგი, როდესაც პირდაპირ ჩემს წინ თეთრი ბიუიკი შევნიშნე, ანთებული მარცხენა მოსახვევის შუქით. მე დავამუხრუჭე - ალბათ სწორედ ამ სიფრთხილემ გადამირჩინა სიცოცხლე.

როგორც კი გზაჯვარედინზე შევედი, ბიუიკმა სწრაფად დაიწყო მარცხნივ შეხვევა, პირდაპირ ჩემს წინ. კიდევ რამდენიმე წამი, სხეული, რომლითაც დავიბადე, ჯერ კიდევ მთელი იყო.

დრო სრულიად მყოფნიდა იმისთვის, რომ მეფიქრა, მაგრამ არა იმისთვის, რომ მემოქმედა. «მარცხნივ!» – დაიყვირა ჩემმა ჭკუამ. მაგრამ იქ შემხვედრი მოძრაობა იყო. «მკვეთრად მარჯვნივ!» ბამპერს ვერ ავუვლიდი გვერდს. «ჩაუწექი!» ბორბლების ქვეშ გავძვრები. ყველა ჩემი ვარიანტები ამოწურული იყო. მუხრუჭებს დავარტყი და დაველოდე. ეს არარეალური იყო, როგორც სიზმარი, მანამ, სანამ მძღოლის შიშისგან დამანჭული სახე არ დავინახე. საშინელი ყრუ ბრახუნით ჩემი მოტოციკლი ავტომობილს წინა ბამპერს შეეჯახა, ჩემი მარჯვენა ფეხი კი ნაფლეთებად იქცა. შემდეგ ყველაფერი საშინლად დაჩქარდა და სამყარო გაჩერდა.

ალბათ დავკარგე გონება და ისევ მოვედი გონზე მაშინვე, როდესაც ტრიალით გადავიფრინე ავტომობილზე და ტრასის ბეტონზე დავენარცხე. კურთხეული უმეცრების წამების შემდეგ მოვიდა ტკივილი, რომელიც მწველი, გავარვარებული მარწუხებივით მიჭერდნენ ფეხზე მანამ, სანამ ვეღარ მოვითმინე და დავიყვირე. ველოდი, მინდოდა, რომ ტკივილი შემწყდარიყო და ვლოცულობდი, რომ შეგრძნება აღარ მქონოდა.შორეული ხმები: «…მე ის უბრალოდ ვერ დავინახე…» «…მშობლების ტელეფონი…» «ნუ ღელავთ, ისინი მალე მოვლენ».

შემდეგ სირენის ხმა გავიგე, ვიღაცის ხელებმა ჩაფხუტი მომხადეს და საკაცეზე დამაწვინეს. ქვემოთ დავიხედე და დავინახე თეთრი ძვლის ნატეხი, რომელიც ჩექმის გაგლეჯილი ტყავიდან გამოშვერილიყო. სასწრაფო დახმარების მანქანის დაკეტვის ხმასთან ერთად სოკის სიტყვები გამახსენდა: «…და დიდ განსაცდელებს მოგიწყობენ მანამ, სანამ სწავლას დაამთავრებ».

მომეჩვენა, რომ სულ რაღაც წამები გავიდა, მე კი უკვე რენტგენის მაგიდაზე ვიწექი ლოს-ანჯელესის ორთოპედიულ საავადმყოფოში. ექიმი წუწუნებდა, რომ დაღლილი იყო. ჩემი მშობლეი პალატაში შემოიჭრნენ. ძალიან გაფითრებულები და მობერებულები ჩანდნენ. სწორედ ამ მომენტშ დავიდა ჩემამდე რეალობა. განცდილი შოკისგან ტირილი დავიწყე.

ექიმი მარჯვედ და ეფექტურად მუშაობდა, გაუტკივარების შემდეგ უკან დააბრუნა მომტვრეული თითები და ტერფის გაკერვა დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ, საოპერაციოში, მისმა სკალპელმა ღრმა წითელი ჭრილობა გააკეთა ჩემს კანზე და კუნთებზე, რომლებიც ასე კარგად მემსახურებოდნენ. მან ჩემი თეძოს ძვლიდან აიღო ნაწილი და დამტვრეულ ძვლებზე მიამაგრა. ბოლოს წვრილი ლითონი ჩადგა ძვალში, დაწყებული ბარძაყიდან; ერთგვარი შინაგანი კარკასი.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში ვიყავი, მედიკამენტოზურ თავდავიწყებაში, რომელიც ძლივს მაშორებდა აგონიურ, უმოწყალო ტკივილს. რაღაც მომენტშ, მესამე საღამოს სიბნელეშ გამეღვიძა იმის შეგრძნებით, რომ ვიღაცის ჩრდილი იჯდა ჩემს გვერდით.

ჯოი წამოდგა და ჩემს გვერდით მუხლებზე დაიჩოქა. სირცხვილისგან თავი გავწიე. იგი შუბლზე მომეფერა და ჩამჩურჩულა: «მე მაშინვე მოვედი, როგორც კი გავიგე». როგორ მინდოდა, რომ ჩემი გამარჯვებები გაეზიარებინა; მაგრამ ის მხოლოდ ჩემს მარცხებს ხედავდა. ტუჩზე ვიკბინე და ცრემლების გემო ვიგრძენი. ჯოიმ ნაზად შეატრიალა ჩემი სახე თავისკენ და თვალებში ჩამხედა: «სოკრატემ მთხოვა მოკითხვა გადმომეცა და ერთი ისტორია მომეყოლა, დენი».

თვალები დავხუჭე და დაძაბული ვუგდებდი ყურს.

მოხუცი და მისი შვილი პატარა ფერმაშ მუშაობდნენ. მათ მხოლოდ ერთი ცხენი ჰყავდათ, რომ მიწა დაეხნათ. ერთხელ, ცხენი გაიქცა.

«რა საშნელებაა», – თანაუგრძნობდნენ მეზობლები, – «როგორ არ გაუმართლათ».
«ვინ იცის, გაგვიმართლა თუ არა», – პასუხობდა ფერმერი.

ერთი კვირის შემდეგ ცხენი დაბრუნდა და ველური ულაყები მოიყვანა თან.

«როგორ გაუმართლათ!» – თქვეს მეზობლებმა.
«გამართლება? არ გამართლება? ვინ იცის?» – ამბობდა ფერმერი.

მეორე დღეს მისი ვაჟი ულაყის გახედნას ცდილობდა, ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა.

«რა საშინელებაა. როგორ არ გაუმართლა!»
«გაუმართლა? არ გაუმართლა?

ომი დაიწყო, და დასახლებიდან ყველა ახალგაზრდა არმიაში გაიწვიეს. რადგანაც ფერმერის ვაჟს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ის არ წაიყვანეს.


«კარგი? ცუდი?»

სევდიანად გაღიმებულმა ტუჩზე ვიკბინე უეცრად მოწოლილი ტკივილის ტალღისგან.

ჯოი მეფერებოდა და ამბობდა: «ყველაფერს აქვს მიზანი, დენი; ყველაფერი იმისთვისაა, რომ შენ საუკეთესოდ გამოიყენო».

«როგორ შემიძლია უბედური შემთხვევით ვისარგებლო?»

«უბედური შემთხვევები არ არსებობს, დენი. ყოველი მოვლენა - ეს გაკვეთილია. ყველაფერს აქვს მიზანი, მიზანი, მიზანი», – ჩურჩულით მიმეორებდა პირდაპირ ყურში.

«მაგრამ ჩემი გიმნასტიკა, ჩემი სწავლება – ყველაფერს ბოლო მოეღო».

«სწორედ ესაა შენი სწავლება. ტკივილს შეუძლია გაწმინდოს შენი ჭკუა და სხეული; შეუძლია მრავალი წინააღმდეგობა დაწვას». მან უსიტყვო კითხვა დაინახა ჩემს თვალებში და დაამატა: «მეომარი არ ეძებს ტკივილს, მაგრამ თუ ტკივილი მოდის, იყენებს მას. ახლა კი დაისვენე, დენი, დაიძინე». და გავიდა.

«არ წახვიდე, ჯოი», – ჩავილუღლუღე და ღრმა ძილს მივეცი თავი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atm@n   მშვიდობიანი მეომრის გზა   Jun 16 2013, 11:25 PM
Atm@n   დენ მილმენი მშვიდ...   Jun 16 2013, 11:26 PM
tikoroma   Atm@n აჰა, დაუბრუნდი ჩ...   Jun 16 2013, 11:30 PM
Atm@n   tikoroma ყველაზე ადვილ...   Jun 16 2013, 11:34 PM
Atm@n   მომდევნო დილით დიდ...   Jun 17 2013, 08:02 AM
MinD   :aikido: :babu: :shok: :l_sunny:   Jun 17 2013, 02:21 PM
Atm@n   «რატომ უნდა ვითამა...   Jun 17 2013, 03:20 PM
Existence   კარგია რო თარგმი ძ...   Jun 17 2013, 06:16 PM
Atm@n   სოკრატე სკამის საზ...   Jun 18 2013, 11:12 AM
ჯი-ნია-ნი   მეორე ფორუმზე ვკით...   Jun 18 2013, 06:42 PM
Atm@n   ჯი-ნია-ნი ვეცდები :)   Jun 18 2013, 10:30 PM
Atm@n   უკანასკნელი ორი დღ...   Jun 19 2013, 10:41 AM
Atm@n   მომდევნო კვირებმა ...   Jun 19 2013, 02:54 PM
Atm@n   ციტატები ფილმიდან:...   Jun 19 2013, 04:24 PM
Atm@n   [i]წიგნი პირველი [b]ც...   Jun 20 2013, 09:28 AM
ჯი-ნია-ნი   http://s60.radikal.ru/i167/1306/9b/08aec1d9db8c.jp...   Jun 20 2013, 04:42 PM
Atm@n   ჩვენ ლურჯი ბურუსით...   Jun 21 2013, 01:26 PM
Atm@n   ის გაქრა და მე ტრია...   Jun 22 2013, 08:45 AM
Atm@n   დასაქოქი საათის წი...   Jun 22 2013, 02:12 PM
Atm@n   2. ილუზიების ქსელი ...   Jun 24 2013, 10:24 PM
Atm@n   მე ჩუმად ვიჯექი და ...   Jun 25 2013, 08:25 AM
Atm@n   მომდევნო დღეები კვ...   Jun 26 2013, 10:00 AM
Atm@n   იმ დროს, როცა ავტობ...   Jun 26 2013, 05:59 PM
Atm@n   ქუჩებში მივრბოდი, ...   Jun 27 2013, 09:38 AM
Atm@n   ერთ საღამოს წითელი...   Jun 28 2013, 07:43 AM
Atm@n   ფანჯრიდან გავიხედ...   Jun 28 2013, 08:44 AM
Atm@n   მომდევნო რამდენიმ...   Jun 29 2013, 08:33 PM
Atm@n   3. ბილიკი თავისუფლე...   Jun 30 2013, 12:29 PM
Atm@n   ხმალი ნელ-ნელა აიწ...   Jun 30 2013, 04:04 PM
Plasmodium   ბიჭო ამდენიხანი მე...   Jul 1 2013, 09:39 AM
Atm@n   ოფისში დაბრუნებაც ...   Jul 1 2013, 09:48 AM
Atm@n   ერთ მომენტში შევიგ...   Jul 1 2013, 05:59 PM
Atm@n   ჭამას შევუდექით. ჩ...   Jul 2 2013, 09:21 AM
Atm@n   სოკრატესთან მომდე...   Jul 2 2013, 12:40 PM
Atm@n   ცნობისათვის, სოკრა...   Jul 2 2013, 10:12 PM
Existence   ცნობისათვის, სოკრა...   Jul 2 2013, 10:19 PM
Atm@n   Existence არა რა ლაზარევ...   Jul 2 2013, 10:23 PM
Plasmodium   ჰოდა მერე კავკასია...   Jul 3 2013, 06:04 PM
Atm@n   და სხვათა შორის ბა...   Jul 2 2013, 10:34 PM
Atm@n   საზაფხულო ვარჯიშე...   Jul 3 2013, 09:17 AM
Existence   მერე შენ რა გიხარი...   Jul 3 2013, 06:42 PM
Atm@n   Plasmodium არ გაგიგია? "...   Jul 4 2013, 12:10 AM
Atm@n   წიგნი მეორე [size=5][i][b]მ...   Jul 4 2013, 10:42 AM
Atm@n   ჩემს სანახავად მოდ...   Jul 5 2013, 08:08 AM
Atm@n   ჩემმა მკურნალმა ექ...   Jul 6 2013, 08:10 PM
Atm@n   ამ მშფოთვარე და ცი...   Jul 6 2013, 09:26 PM
Atm@n   მედ-და შემოვიდა. «ტ...   Jul 7 2013, 09:43 AM
Atm@n   სადგურზე ფორდ რანჩ...   Jul 8 2013, 10:56 AM
Atm@n   კარზე დავაკაკუნეთ ...   Jul 9 2013, 02:00 PM
Atm@n   მომდევნო კვირას ჩე...   Jul 10 2013, 09:35 AM
Atm@n   ვალერიამ მეორე დღე...   Jul 11 2013, 08:13 AM
Atm@n   ერთ საღამოს სადგურ...   Jul 11 2013, 11:37 AM
Atm@n   .............   Jul 11 2013, 04:09 PM
Atm@n   როცა სახლის ზღურბლ...   Jul 12 2013, 07:49 AM
Atm@n   როცა ტუალეტის დალა...   Jul 14 2013, 09:02 AM
Atm@n   სან-ფრანცისკოშ შაბ...   Jul 15 2013, 09:50 AM
Atm@n   ორშაბათის ვარჯიში ...   Jul 16 2013, 09:18 AM
Atm@n   5. ბილიკი მთაზე სოკ...   Jul 17 2013, 10:25 AM
Atm@n   ამის შემდეგ ყოველ ...   Jul 18 2013, 08:44 AM
sentimennte   Atm@n wignebs rom damibruneb,gagrzeleba momiyevi ...   Jul 19 2013, 01:17 AM
Atm@n   sentimennte ნო პრობლემ.   Jul 19 2013, 08:17 AM
Atm@n   ადგილზე ადრე მივედ...   Jul 19 2013, 03:25 PM
Atm@n   როცა ჩემმა მაღვიძა...   Jul 20 2013, 10:27 AM
Atm@n   როცა დავასრულეთ გა...   Jul 20 2013, 06:15 PM
Atm@n   გუნდის რწმენა ჩემშ...   Jul 21 2013, 09:55 AM
Atm@n   6. სიამოვნება ჭკუის ...   Jul 24 2013, 08:48 AM
Atm@n   ზუსტად ამ მომენტში...   Jul 27 2013, 01:39 PM
Atm@n   სახლამდე დარჩენილ...   Jul 28 2013, 10:19 AM
გოგა   ატმან რამდენი დაგრ...   Jul 28 2013, 11:02 PM
Atm@n   გოგა ცოტა დარჩა. დ...   Jul 28 2013, 11:41 PM
გოგა   Atm@n ძალიან კარგი, გა...   Jul 29 2013, 12:26 AM
Atm@n   გოგა რატო უანგარო...   Jul 29 2013, 06:29 AM
Atm@n   როგორც იქნა შაბათი...   Jul 29 2013, 10:25 AM
Atm@n   წიგნი მესამე ბედნ...   Jul 29 2013, 09:39 PM
Atm@n   როცა მეორე დილით მ...   Jul 30 2013, 08:40 AM
Plasmodium   დამთავრდა?   Jul 30 2013, 12:13 PM
Atm@n   Plasmodium ჯერ არა.   Jul 30 2013, 04:20 PM
Plasmodium   Atm@n საინტერესოა მად...   Jul 30 2013, 05:30 PM
Atm@n   გადავწყვიტე ლოს-ან...   Aug 1 2013, 09:11 PM
Atm@n   8. ჭიშკრები იღება ვ...   Aug 4 2013, 06:43 PM
გოგა   ვაჰ რა კაია რო დადე,...   Aug 4 2013, 10:58 PM
Atm@n   ხვალ ან ზეგ დავასრ...   Aug 4 2013, 11:01 PM
Atm@n   მაღალი მთის ტბების...   Aug 5 2013, 02:48 PM
Atm@n   აქ ავტვირთე წიგნის...   Aug 5 2013, 02:56 PM
Atm@n   ამ წიგნის გაგრძელე...   Aug 5 2013, 02:59 PM
Plasmodium   http://bin.ge/dl/85505/Mshvidobiani-Meomris-Gza.rt...   Aug 5 2013, 10:37 PM
გოგა   ატმან მადლობა.... რ...   Aug 5 2013, 10:58 PM
Atm@n   გოგა გმადლობ გამა...   Aug 5 2013, 11:32 PM
Atm@n   Plasmodium rtf რას ნიშნავს ...   Aug 5 2013, 11:33 PM
გოგა   არა არა ატმან ამის...   Aug 6 2013, 12:02 AM
Plasmodium   rtf რომ აქვს "რასში...   Aug 6 2013, 12:11 AM
Plasmodium   აი აქ გვერხევა ყვე...   Aug 6 2013, 12:20 AM
Atm@n   Plasmodium აჰა, გასაგები...   Aug 6 2013, 12:31 AM
Atm@n   გოგა ჯობია ჩემით წ...   Aug 6 2013, 12:33 AM
გოგა   ატმან დღეს ვკითხულ...   Aug 13 2013, 12:34 AM
Atm@n   გოგა კი, დაახლოები...   Aug 13 2013, 03:31 AM
Atm@n   აქედან შეგიძლიათ ქ...   Aug 17 2013, 09:28 PM
გოგა   ამან პატარა გაკვირ...   Aug 31 2013, 02:36 AM
Atm@n   გოგა ეს ფრაზა უკვე...   Aug 31 2013, 06:20 AM
გოგა   კიდევ ერთი ნაწყვეტ...   Sep 23 2013, 01:22 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 17th June 2024 - 03:40 PM