კაცობრიობა და სიზმრების ისტორია |
კაცობრიობა და სიზმრების ისტორია |
Nov 12 2013, 10:54 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმრების ისტორია
უძველესი დროიდან სიზმრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის ცხოვრებაში. პირველი ცნობები მის შესახებ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში გვხვდება. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სიზმრის მეშვეობით ღმერთებთან დაკავშირება შეეძლოთ. ისინი სამი ტიპის სიზმარს აღწერდნენ: 1. ღვთიური სიზმრები, რომლებშიც ღმერთები ეცხადებოდნენ და მოითხოვდნენ რაიმეს შესრულებას თაყვანისცემის და ერთგულების ნიშნად. მაგალითად, თუთმოს IV-ს სიზმარში ღმერთი ჰამარკუსი ეჩვენა და აუწყა, რომ თუ მოაგროვებდა ქვიშას სფინქსის გარშემო და ღმერთის ტაძარს აღადგენდა, ფარაონი გახდებოდა. 2. წინასწარმეტყველური სიზმრები - რომლის დროსაც იღებდნენ ინფორმაციებს მომავალი მოვლენების შესახებ, იგებდნენ დაკარგული ობიექტების ადგილ-სამყოფელს, იძენდნენ სამედიცინო ცოდნას და ა.შ. 3. ინფორმაციული სიზმრები _ სიზმარში იღებდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მაგ. ქალღმერთი ჰათორი ეჩვენა ერთ პირს და უთხრა, თუ რომელი ადგილი იქნებოდა საუკეთესო მის დასაკრძალად. ეგვიპტელთათვის მნიშვნელოვანი იყო სიზმრების განმარტება, ზოგი თავის ცხოვრებას ამ საქმეს უძღვნიდა. ერთ პაპირუსში ვკითხულობთ - მე განვმარტავ სიზმრებს, ღმერთებმა მომცეს ამისი თანხმობა. ეგვიპტელებს არ ჰყავდათ სიზმრების სამყაროს განმგებელი ერთი რომელიმე ღვთაება. ისიდა, იმჰოტეპი, სეთი, თოთი, სერაპისი, პთა სოტმუ და ამონ-რა - ყოველ მათგანს ჰქონდა სიზმრის ტაძრები და ისინი ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა და სქესისა. მხოლოდ სიზმრის მსურველს აუცილებლად უნდა ერწმუნა ღვთაების გავლენა და ასევე ტაძარში “წმინდად” უნდა მისულიყო, ანუ წინა ღამე უბიწოდ უნდა გაეტარებინა. სიზმრის მხილველი ღმერთებს ძღვენს მიართმევდა, ილოცებდა და მიდიოდა დასაძინებლად. იმ ღამით მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ნახავდა სიზმარს. მხოლოდ ისიდას ტაძარში იმას შეეძლო შესვლა, ვისაც თავად ქალღმერთი გამოეცხადებოდა სიზმარში და ტაძარში მიიწვევდა. თავდაპირველად ეგვიპტური სიზმრების ხილვის მეთოდი სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენებოდა, იღებდნენ სამედიცინო ცოდნას, სწავლობდნენ განსაკურნებელ ლოცვებს ან უშუალოდ ღმერთები განკურნავდნენ ხოლმე. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ისიდა იყო, მას უწოდებდნენ “ყოველი დაავადების მკურნალს”. ისიდა ერთ ეგვიპტურ წიგნში ახსნილია, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოები საპირისპირო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაგალითად, სასიამოვნო სიზმარი მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს. აქვე მოთხრობილია ქურუმთა კლასზე, რომელთაც მაგიურ საქმეთა ოსტატებს უწოდებდნენ და რომლებსაც სიზმრების ახსნა შეეძლოთ. ეგვიპტელების მსგავსად ბერძნებიც განიწმინდებოდნენ, როცა სიზმრის მოვლენას ითხოვდნენ. გარდა ამისა ზღუდავდნენ გარკვეულ საკვებს, მაგ. ალკოჰოლს და ლობიოს. შესაწირავი დამოკიდებული იყო მთხოვნელის მატერიალურ შესაძლებლობებზე. საბერძნეთში თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ზევსი მოავლენდა სიზმარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია სხვა ღმერთებსაც მიაწერეს - ათენას, ჰერას, არტემიდეს, ასკლეპიოსსა და პანს. ამ უკანასკნელს “სიზმრების დირიჟორს” უწოდებდნენ. ხოლო ორი ღმერთი - ძილის ღმერთი ჰიპნოსი და მისი შვილი, სიზმრების განმგებელი მორფევსი - მთლიანად ამ სფეროს განაგებდნენ. მორფეუსი ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთებს შეეძლოთ სასჯელის სახით ცრუ სიზმრებიც გამოეგზავნათ მათთვის. ერთ-ერთი ცნობილი ცრუ სიზმარი ზევსმა მოუვლინა მეფე აგამემნოს ტროას ომის დროს, როცა მან აქილევსის ტყვე ქალი მიისაკუთრა. სიზმარში აგამემნონს თავისი სანდო მრჩეველი ეჩვენა და უთხრა, რომ ტროაზე შეტევა გამარჯვებას მოუტანდა. მეფე სიზმრის რჩევას მიჰყვა, მაგრამ დამარცხდა. ზევსს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული. ბერძნებს სჯეროდათ ნეგატიური სიზმრების ახდენისა, ამის თავიდან ასაცილებლად ისინი განიბანებოდნენ ცივი წყლით, უამბობდნენ სიზმრებს მზეს ან მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს, რომ დაეცვათ უსიამოვნებებისაგან. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე იყენებდა პაციენტების სიზმრებს დიაგნოზის დასმის დროს. მას სჯეროდა, რომ ზოგი სიზმარი ღვთაებრივადაა შთაგონებული და გამოხატავს რომელიმე შინაგანი ორგანოს მდგომარეობას. არტემიდორუსი იყო პირველი, ვინც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ვინაობას, საქმიანობას, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას. თვლიდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სიზმრების უფრო ზუსტი ახსნა შეეძლო -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 12 2013, 10:59 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომში სიზმრებით წინასწარმეტყველებას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ იმპერატორმა ავგუსტუსმა ბრძანება გასცა, თუ ვინმე სიზმარს ნახავდა რომში, სახალხოდ ბაზრის მოედანზე უნდა მოეყოლა, რათა ქვეყნისთვის სასიკეთო წინასწარმეტყველება არ მიჩქმალულიყო. უცხოელი ღმერთების მიღებამდე, რომაელებს სიზმრების განმგებელი ორი ღმერთი ჰყავდათ: ქალღმერთი ფაუნა, მოგვიანებით ბონა დეად წოდებული, მას თაყვანს სცემდნენ ქალები, რომლებსაც წინასწარმეტყველურ სიზმრებს უგზავნიდა. ასევე მისი ძმა, ან ქმარი – ფავნუსი სიზმრებს მამაკაცებს მოუვლენდა, მასვე სთხოვდნენ მოსავლის დალოცვას. როცა რომში ბერძნული და ეგვიპტური ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, ისიდა და სერაპისი ძალიან პოპულარული გახდა. სიზმრებით წინასწარმეტყველება და მათი ინტერპრეტაცია რომში ქრისტიანობის მიღებამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ყველაფერი წარმართული აიკრძალა.
ბონა დეა ქრისტიანობა არ აღიარებს სიზმრებს, თუმცა ბიბლია შეიცავს რამდენიმე ეპიზოდს ღვთისგან ჩაგონებული სიზმრების შესახებ და გვიამბობს ადამიანებზე, ვისაც მათი ახსნა შეეძლოთ. ფაქტიურად, ებრაელები ორივე მოვლენას აღიარებდნენ – სიზმრსაც და ხილვასაც. დაბადების წიგნში მოთხრობილია იოსების ისტორია, რომელიც ძმებმა გაყიდეს, როცა უამბო სიზმარი, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი. შემდეგ მან თავი დააღწია საპყრობილეს, როცა ფარაონის სიზმრის ახსნა შეძლო. მიუხედავად ამ ისტორიებისა, მთელს ქრისტიანულ სამყაროში ითვლება, რომ სიზმრებს ეშმაკი განაგებს. იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ხალხი არაა პასუხისმგებელი თავის სიზმრებზე, თუმცა უნდა მოინანიონ ისინი. მარტინ ლუთერ კინგს მიაჩნდა, რომ სიზმრები ეშმაკისაა, რომ ღვთის სიტყვას მხოლოდ ეკლესია გვაუწყებს და სიზმარს არაფერი აქვს საერთო მასთან. მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპელებიც დაინტერესდნენ სიზმრებით. მრავალი წიგნი გამოქვეყნდა ამ თემაზე, მრავალფეროვანი ფანტასტიკური დასახელებებით, მაგალითად იყო ასეთი: "სამეფო სიზმრების წიგნი", "ძველ ეგვიპტელ მკითხავთა უკანასკნელი შთამომავალი და სამი გრძნეული ჯადოქარი". პირველი ამერიკული სიზმრის სიმბოლოთა ლექსიკონი გამოვიდა 1767 წელს ბოსტონში, მას ცოდნის ახალი წიგნი ეწოდა. მაშინ ბევრს მხოლოდ ორი წიგნი ჰქონდა ოჯახში – ბიბლია და სიზმრების ლექსიკონი. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 04:55 AM |