კაცობრიობა და სიზმრების ისტორია |
კაცობრიობა და სიზმრების ისტორია |
Nov 12 2013, 10:54 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიზმრების ისტორია
უძველესი დროიდან სიზმრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის ცხოვრებაში. პირველი ცნობები მის შესახებ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში გვხვდება. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სიზმრის მეშვეობით ღმერთებთან დაკავშირება შეეძლოთ. ისინი სამი ტიპის სიზმარს აღწერდნენ: 1. ღვთიური სიზმრები, რომლებშიც ღმერთები ეცხადებოდნენ და მოითხოვდნენ რაიმეს შესრულებას თაყვანისცემის და ერთგულების ნიშნად. მაგალითად, თუთმოს IV-ს სიზმარში ღმერთი ჰამარკუსი ეჩვენა და აუწყა, რომ თუ მოაგროვებდა ქვიშას სფინქსის გარშემო და ღმერთის ტაძარს აღადგენდა, ფარაონი გახდებოდა. 2. წინასწარმეტყველური სიზმრები - რომლის დროსაც იღებდნენ ინფორმაციებს მომავალი მოვლენების შესახებ, იგებდნენ დაკარგული ობიექტების ადგილ-სამყოფელს, იძენდნენ სამედიცინო ცოდნას და ა.შ. 3. ინფორმაციული სიზმრები _ სიზმარში იღებდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მაგ. ქალღმერთი ჰათორი ეჩვენა ერთ პირს და უთხრა, თუ რომელი ადგილი იქნებოდა საუკეთესო მის დასაკრძალად. ეგვიპტელთათვის მნიშვნელოვანი იყო სიზმრების განმარტება, ზოგი თავის ცხოვრებას ამ საქმეს უძღვნიდა. ერთ პაპირუსში ვკითხულობთ - მე განვმარტავ სიზმრებს, ღმერთებმა მომცეს ამისი თანხმობა. ეგვიპტელებს არ ჰყავდათ სიზმრების სამყაროს განმგებელი ერთი რომელიმე ღვთაება. ისიდა, იმჰოტეპი, სეთი, თოთი, სერაპისი, პთა სოტმუ და ამონ-რა - ყოველ მათგანს ჰქონდა სიზმრის ტაძრები და ისინი ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა და სქესისა. მხოლოდ სიზმრის მსურველს აუცილებლად უნდა ერწმუნა ღვთაების გავლენა და ასევე ტაძარში “წმინდად” უნდა მისულიყო, ანუ წინა ღამე უბიწოდ უნდა გაეტარებინა. სიზმრის მხილველი ღმერთებს ძღვენს მიართმევდა, ილოცებდა და მიდიოდა დასაძინებლად. იმ ღამით მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ნახავდა სიზმარს. მხოლოდ ისიდას ტაძარში იმას შეეძლო შესვლა, ვისაც თავად ქალღმერთი გამოეცხადებოდა სიზმარში და ტაძარში მიიწვევდა. თავდაპირველად ეგვიპტური სიზმრების ხილვის მეთოდი სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენებოდა, იღებდნენ სამედიცინო ცოდნას, სწავლობდნენ განსაკურნებელ ლოცვებს ან უშუალოდ ღმერთები განკურნავდნენ ხოლმე. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ისიდა იყო, მას უწოდებდნენ “ყოველი დაავადების მკურნალს”. ისიდა ერთ ეგვიპტურ წიგნში ახსნილია, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოები საპირისპირო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაგალითად, სასიამოვნო სიზმარი მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს. აქვე მოთხრობილია ქურუმთა კლასზე, რომელთაც მაგიურ საქმეთა ოსტატებს უწოდებდნენ და რომლებსაც სიზმრების ახსნა შეეძლოთ. ეგვიპტელების მსგავსად ბერძნებიც განიწმინდებოდნენ, როცა სიზმრის მოვლენას ითხოვდნენ. გარდა ამისა ზღუდავდნენ გარკვეულ საკვებს, მაგ. ალკოჰოლს და ლობიოს. შესაწირავი დამოკიდებული იყო მთხოვნელის მატერიალურ შესაძლებლობებზე. საბერძნეთში თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ზევსი მოავლენდა სიზმარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია სხვა ღმერთებსაც მიაწერეს - ათენას, ჰერას, არტემიდეს, ასკლეპიოსსა და პანს. ამ უკანასკნელს “სიზმრების დირიჟორს” უწოდებდნენ. ხოლო ორი ღმერთი - ძილის ღმერთი ჰიპნოსი და მისი შვილი, სიზმრების განმგებელი მორფევსი - მთლიანად ამ სფეროს განაგებდნენ. მორფეუსი ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთებს შეეძლოთ სასჯელის სახით ცრუ სიზმრებიც გამოეგზავნათ მათთვის. ერთ-ერთი ცნობილი ცრუ სიზმარი ზევსმა მოუვლინა მეფე აგამემნოს ტროას ომის დროს, როცა მან აქილევსის ტყვე ქალი მიისაკუთრა. სიზმარში აგამემნონს თავისი სანდო მრჩეველი ეჩვენა და უთხრა, რომ ტროაზე შეტევა გამარჯვებას მოუტანდა. მეფე სიზმრის რჩევას მიჰყვა, მაგრამ დამარცხდა. ზევსს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული. ბერძნებს სჯეროდათ ნეგატიური სიზმრების ახდენისა, ამის თავიდან ასაცილებლად ისინი განიბანებოდნენ ცივი წყლით, უამბობდნენ სიზმრებს მზეს ან მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს, რომ დაეცვათ უსიამოვნებებისაგან. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე იყენებდა პაციენტების სიზმრებს დიაგნოზის დასმის დროს. მას სჯეროდა, რომ ზოგი სიზმარი ღვთაებრივადაა შთაგონებული და გამოხატავს რომელიმე შინაგანი ორგანოს მდგომარეობას. არტემიდორუსი იყო პირველი, ვინც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ვინაობას, საქმიანობას, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას. თვლიდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სიზმრების უფრო ზუსტი ახსნა შეეძლო -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 15 2013, 08:51 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"სიზმარმჭერი" ამერიკელი ინდიელების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ტრადიციაა. მისი ფორმა დაკავშირებულია ინდიელთა წარმოდგენებთან წრის შესახებ, რომელსაც ძალისა და ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამის საფუძველზე მათ მრავალი სიმბოლო შექმნეს, ერთ-ერთი მათგანია "სიზმარმჭერიც". მისი დანიშნულება "პატრონის" ძილის დაცვა და მისთვის სიზმრების "შერჩევაა". ინდიელებს სჯერათ, რომ ღამით ჰაერი ნეგატიური და სასიამოვნო სიზმრებით ივსება. რაც მეტი "სიზმრის დამჭერი" ჰკიდია სასთუმალთან, მით უფრო ნაკლები კოშმარი და ნეგატივი შეერევა ადამიანის სიზმრებს. პოზიტიურმა სიზმრებმა კარგად იციან გზა - ისინი გაძვრებიან ნაქსოვის ცენტრში დატოვებულ ხვრელში და ბუმბულებს ჩაყვებიან მძინარისაკენ, ხოლო ცუდმა სიზმრებმა არ იციან გზა, აბლაბუდაში იხლართებიან და განთიადზე, მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე იღუპებიან. პირველი "სიზმარმჭერი" შეიქმნა ოჯიბვეს ტომის მიერ და მისი ძალებისადმი რწმენა უძველესი დროიდან გამჯდარია მათში. ახალშობილის სასთუმალთან აუცილებლად ჰკიდებენ ბებია-ბაბუის მიერ მოქსოვილ "სიზმარმჭერს", რომელიც ჩვილის უშფოთველი ძილისა და ლამაზი სიზმრების გარანტიაა. ტარდიციულ "სიზმარმჭერს" წკეპლებისგან ქსოვენ, მასალად წითელ ტირიფს, ვაზს, ან ტირიფის ოჯახის სხვა მცენარეებს იყენებენ. ნორჩ წნელებს შეაერთებენ ცენტრში, შემდეგ კი მათზე ახვევდნენ "ქსელს" რკალად ან სპირალურად, აბლაბუდის მსგავსად. ბოლოს კი ნატურალური ბუმბულით და ნახევრად ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. ერთი ძვირფასი ქვა თითო ბადისათვის, რადგან სიცოცხლის ქსელსაც ერთი შემოქმედი ჰყავს. "სიზმარმჭერის" ცენტრალური ხვრელი წარმოადგენს შემოქმედ წერტილს, რომლისგანაც ყველაფერი იქმნება. "სიზმარმჭერის" დასამზადებლად საჭიროა ტირიფის წნელი რკალისთვის და მოსართავები - ბუმბული, მძივები, მიმართულების მაჩვენებელი ისარი ან სხვა მსგავსი. ზომა, რკალის დიამეტრი განსაზღვრული არ არის. ბადე, ძირითადად, ობობას ქსელის მსგავსად იქსოვება, ცენტრში ხვრელის დატოვება აუცილებელია. სასურველია "სიზმარმჭერის" ისეთ ადგილას დაკიდება, რომ დილით მზის პირველი სხივები მას ეცემოდეს. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 2nd June 2024 - 04:05 AM |