IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> „ანასტასიას“ ქართული თარგმანი
Antia
post Apr 28 2007, 05:23 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ!
მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით:


მე ვთარგმნე და გამოვეცი ვლადიმერ მეგრეს პირველი წიგნი – „ანასტასია“.

Attached Image


ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი.

ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე.

გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც.

ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები.


--------------------
Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет,
И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине!
(Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья")
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Apr 29 2015, 03:50 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ფორუმზე დიდი ინტერესით განიხილავდნენ ანასტასიას, ვიფიქრე რამ გადარია ეს ხალხი ერთი მეც წავიკითხავ თქო, წიგნის სახელმა ვერ დამაინტერესა რაღაც რომანი მეგონა, თურმე ეს არის ყველაფრის კრებული რაც მაინტერესებს მარტივი ენით ადამიანურად...
მოკლედ დავიწყე გაცნობა ახლახანს დაახლოებით ასე 10 დღეში მოვუსმინე აუდიო წიგნებს მეშვიდე თავამდე არის აუდიო ვერსიები

ვისაც აინტერესებს ონლაინ მოსმენა არის მე 7 თავამდე http://www.audioknigi-online.com/anastasia-2.html
აქედან გადმოწერაა შესაძლებელი მე 7 თავამდე http://soznanie.info/megre_audio.html

დანარჩენის წაკითხვა მომიწევს ახლა მერვე თავი გადმოვიწერე ინტერნეტიდან და თან თარგმნაც მივაყოლე I თავის, თქვენც გაგიზიარებთ

ვლადიმირ მეგრე
ახალი ცივილიზაცია
წიგნი 8. ნაწილი 1.
განთიადის გრძნობები
ანასტასიას ჯერ კიდევ ეძინა, ციმბირის უკიდეგანო ტაიგას თავზე ცა ნათდებოდა, ამჯერად პირველმა მე გავიღვიძე, მაგრამ ჩუმად წოლა გავაგრძელე ჩემს საძილე ტომარაზე, ვტკბებოდი მისი გარინდული ლამაზი სახით და ფიგურის რბილი გადასვლებით.
თანდათან დილის შუქი მატულობდა, კარგია რომ ამჯერად საძინებელი მან ღია ცის ქვეშ გამართა, ალბათ იცოდა რომ თბილი და წყნარი ღამე იქნებოდა. ლამაზად გამოიყურებოდა თავის თხელ მუხლებამდე კაბაში, რომელიც მე მას მოვუტანე მკითხველისაგან საჩუქრად, შესაძლოა მან ეს ჩემთვის ჩაიცვა, ისე კი შეეძლო შიშველსაც დაეძინა.
რაც უფრო ცივა ტყეში მით მეტი მშრალი ბალახის დაფენა შეიძლება _ თივაში ხომ ზამთარშიც არ შეგცივდება, უბრალო ადამიანსაც კი, თივაში წოლა ჩაუცმელსაც არ შეგცივდება. მე მომისინჯავს, მაგრამ ამჯერად საძილე ტომარაში ვიწექი, ვიწექი და ვუყურებდი მძინარე ანასტასიას თან წარმოვიდგინე ეს სიუჟეტი მხატვრულ ფილმში.
განთიადის სიჩუმეს ზოგჯერ თუ დაარღვევდა კედარის ხეების წვეროების შრიალი. მანამდე არასოდეს მინახავს მძინარე ანასტასია ყოველთვის ის იღვიძებდა პირველი ამჯერად კი...
მე ჩავფიქრდი და დავიწყე ჩემთვის :
„შენ ისევ მშვენიერი ხარ, მალე 10 წელი გახდება მას შემდეგ რაც გაგიცანი, მე რა თქმა უნდა დავბერდი ამ დროის განმავლობაში, შენ კი თითქმის არ შეცვლილხარ, მხოლოდ ერთი ჭაღარა შემოგრევია ალბათ ამ დროს რაღაც უჩვეულო შეგემთხვა
თუ ჩავთვლით იმ მასშტაბურ კამპანიას რომელიც გაიმართა შენი იდეების საწინააღმდეგოდ, რომლებიც გამოითქვა პრესაში და ჩინოვნიკების მიერ, რარაც ხდება ბნელების ბანაკში, ისინი ჩემს ჩაძირვას ცდილობენ, შენ კი სიამოვნებით მოგწვდებოდნენ, თუმცა ეტყობა მოკლე ხელები აქვთ... მხოლოდ ჭაღარა ზოლი გამოგერია, მაგრამ ეს არ აფუჭებს შენს სილამაზეს, იცი? ახლა მოდაშია სხვადასხვა ფერით თმების ტონირება, შენ კი სალონში მისვლაც არ დაგჭირდა..
შენ წევხარ შენს სამყაროში, ხოლო ჩვენს სამყაროში ძალიან მნიშვნელოვაბი ამბები ხდება, მას მკვლევარები „ინფორმაციულ რევოლუციას“ უწოდებენ. შესაძლოა შენი წყალობით ჩვენმა ტექნოგენურმა სამყარომ დაიწყოს ტავისი საგვარეულო მამულების შექმნა, დაამუშაონ მიწა, მიიღეს მათ მთელი სულით ეს შენი სტილი, ლამაზი მომავლის, ქვეყნის სახე, და შესაძლოა მთელი მსოფლიოწყობა, მათ გაიგეს და ტავად ქმნიან ლამაზ მომავალს.
და მეც ვცდილობ გავიგო როგორაც შემიძლია, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიგე. წიგნების წერა მასწავლე, შვილი გამიჩინე, ცნობილი გამხადე, ჩემი ქალიშვილის პატივისცემა დამიბრუნე, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი რაღაც სხვაა, რაღაც რაც ღრმად იმყოფება. იცი?არასოდეს მისაუბრია შენთან დამოკიდებულების შესახებ და საერთოდ ცხოვრებაში არცერთი ქალისათვის არ მითქვამს: მე შენ მიყვარხარ.
არ მითქვამს არა იმიტომ რომ უგრძნობი ვარ, არამედ იმიტომ რომ ეს სიტყვები უაზრობად მეჩვენება, თუ ადამიან უყვარს ადამიანი, მაშინ ამ სიყვარულს გამოხატავს მოქმედებაში და ურთიერთობაში, მოქმედება ხომ მთავარი სიტყვაა.“
...ანასტასია ოდნავ შეინძრა, ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ არ გაუღვიძია, და მე გავაგრძელე ისევ:
„მე არასოდეს მისაუბრია შენთან სიყვარულის შესახებ. მაგრამ შენ რომ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა გეთხოვა, ყველაზე მაღალ ხეზე ავიდოდი და იქედან შევეცდებოდი მის მოწყვედას , თუ დავეცემოოდი ისევ ავიდოდი კენწეროზე და ისევ ავხტებოდი მის დასაჭერად...
შენ არ გითხოვია ვარსკვლავი, შენ მხოლოდ წიგნის დაწერა მთხოვე და მე მათ ვწერ, ყოველთვის კარგად არ გამომდის, ზოგჯერ ძირს ვეცემი, მაგრამ მე მათი წერა ჯერ არ დამისრულებია, ბოლო წიგნი ჯერ არ დამიწერია შევეცდები რომ მოგეწონოს.“
ანასტასიას წამწამები შეირხა, ლოყები შეუფერადდა და გაახილა თვალები, ალერსით შემომხედა, ღმერთო რა სითბოს ასხივებს ყოველთვის მისი თვალები, განსაკუთრებით როდესც ასე ახლოსაა.
ის ჩუმად მიყურებდა მისი თვალები ბრწყინავდა.
_დილა მშვიდობისა ანასტასია! შენ ალბათ პირველად გეძინა ასე დიდხანს, ადრე ყოველთვის შენ იღვიძებდი ადრე.
_ და შენ დილა მშვიდობისა, ვლადიმირ, ჩუმად მითხრა, მე კიდევ ცოტათი მეძინება
_ ესეიგი ვერ გამოიძინე?
_ძალიან კარგად გამოვიძინე მაგრამ განთიადის სიზმარი ისეთი მშვენიერი იყო..
_როგორი სიზმარი იყო? რის შესახებ?
_ დამესიზმრა როგორ მესაუბრებოდი, მაღალ ხეზე და ვარსკვლავზე, ძირს დაცემაზე და ისევ ზემოთ ასვლის მისწრაფებაზე. თითქოს სიტყვა სიყვარულიც იყო ნახსენები.
_სიზმრებში ყოველთვის გაუგებრობებია, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ხეს სიყვარულთან?
_კავშირი ყველაფერთან შეიძლება იყოს და დიდი აზრიც. აქ გრძნობებია მთავარი, და არა სიტყვები, გამთენიას ჩემთან გრძნობა მოვიდა უჩვეულო, წავალ მასთან მივესალმები და ჩავეხუტები მას.
_ ვის მას?
_მშვენიერ დღეს, რომელმაც ლამაზი საჩუქარი მომიტანა.
ანასტასია ნელა ადგა, წინ წავიდა, და როგორც ყოველთვის დილაობით თავისებურ განტვირთვას, გაშალა ხელები და შემდეგ მაღლა, ცოტახანს ზემოთ იყურა და დატრიალდა. შემდეგ გაიქცა და გააკეთა ტავისი დაუჯერებელი ნახტომი (სალტო).
ისევ დატრიალდა, მე კი ვფიქრობდი „ხედავ, უკვე გოგო აღრაა რა ჩქარა, ლამაზად და ენერგიულად მოძრაობს, როგორც ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე, და როგორ იგრძნო რას ვფიქრობდი როდესაც ეძინა? იქნებ ტყუილად არ გავუმხილე?“
და ვიყვირე:
_ანასტასია შენ უბრალოდ სიზმარი არ გინახავს
ის უცებ გაჩერდა, უცებ აღმოჩნდა გვერდით, უცებ დაჯდა ბალახზე და მხიარულად თქვა:
_ არა უბრალოდ სიზმარი? სასწრაფოდ დაწვრილებით მითხარი.
_იცი, მე ვფიქრობდი იმ ხეზე და ვარსკვლავზე.
_სად არის მითხარი ასეთი სიტყვები? და რა ბადებს ასეთ სიტყვებს?
_ბადებს გრძნობები შესაძლოა?
ჩვენი საუბარი დაარღვია ანასტასიას ბაბუის ყვირილმა
ანასტასია! ანასტასია, სასწრაფოდ გამაგონე
ანასტასია წამოდგა...

ვინც ჯერ არ გაცნობიხართ არ იფიქროთ რომ ეს წიგნი არის რომანი. ანასტასია განიხილავს სამყაროს მოწყობას, მის ურთიერთქმედებას ადამიანზე, ფიქრების ძალას, თუ რა პრინციპით და როგორ მოქმედებს ის, ბუნებასთან ადამიანის კავშირის აუცილებლობას, რათა მიხვდეს იმ საიდუმლოს რაც დამალულია და შეუძლია საკუთარ თავში მოძებნოს.
ხოლო სამყარო რომელიც მივიყვანეთ დეგრადაციამდე როგორიც არის დღეს შეიძლება შევცვალოთ თავად ნელნელა უკეთესობისაკენ, და ამისთვის მას აქვს კონკრეტული ქმედითი გეგმა, რითაც შესაძლებელია კატასტროფის თავიდან აცილება, ყოველ შემთხვევაში მას ჯერავს და მე ჩემი ფიქრებით არ მინდა ხელი შევუშალო, ნუ ფიქრს თავს ვერ დავუშლი და აქ არ დავწერ მაინც ხელისშემშლელ კრიტიკულ ჯერ ჩამოუყალიბებელ აზრებს ამ თემაზე, მერე ვნახოთ იქნებ გავაანალიზო მეტად...

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Antia   „ანასტასიას“ ქართული თარგმანი   Apr 28 2007, 05:23 PM
Alpha   კარგია, მემგონი უკ...   Apr 28 2007, 05:57 PM
Zet   კარგია, მემგონი უკ...   Apr 29 2007, 09:09 PM
Antia   ახლა, რა ხდება გითხ...   May 10 2007, 11:46 PM
TeO   კარგი იდეაა წიგნის...   Sep 2 2007, 01:24 PM
Antia   დანაპირებს სამ წელ...   Jul 9 2008, 05:40 PM
Antia   აჰა, ზეტ-ს გავუგზავ...   Jul 23 2008, 03:26 PM
Zet   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 24 2008, 06:46 PM
Sophia   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 25 2008, 04:28 PM
old_man   თბილისში იყიდება ე...   Jul 24 2008, 09:54 PM
TeO   როგორ გამიხარდააა...   Jul 26 2008, 12:03 PM
Antia   პუშკინზე, "პლანეტ...   Jul 28 2008, 01:43 PM
TeO   ანთია და ახალი წიგ...   Jul 30 2008, 04:11 PM
Antia   ანთია და ახალი წიგ...   Aug 6 2008, 03:25 PM
TeO   არ გეწყინოს გივი, მ...   Aug 6 2008, 05:52 PM
Taa   დღეს დავამთავრე ან...   Aug 22 2008, 04:53 PM
TeO   [b]დღეს დავამთავრე ა...   Aug 26 2008, 09:10 PM
TeO   ვიწყებ მეორე წიგნს...   Jan 2 2009, 11:25 PM
Amadeus   მოგესალმებით ყველ...   Mar 6 2009, 09:34 PM
Antia   მოგესალმებით ყველ...   Jun 11 2009, 06:28 PM
Kaspar Hausser   Amadeus გაიხარე... კეთი...   Mar 6 2009, 10:43 PM
TeO   http://i242.photobucket.com/albums/ff275/TeakoSunn...   Mar 23 2009, 05:12 PM
asklipiodota   საოცრაი შტაბეჭდილ...   May 25 2009, 09:48 PM
TeO   :) asklipiodota საინტერესო ...   May 25 2009, 09:51 PM
Antia   დიდება განგებას -- მ...   Jun 11 2009, 05:43 PM
TeO   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 05:48 PM
Antia   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 06:40 PM
TeO   Antia :) ჩვენსკენაც მშ...   Jun 11 2009, 07:00 PM
Antia   TeO მომეწონა შენეულ...   Jun 11 2009, 07:02 PM
TeO   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:04 PM
Antia   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:19 PM
tikoroma   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:18 PM
Antia   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:25 PM
tikoroma   Antia პირველ წიგნზე ხ...   Jun 12 2009, 01:19 PM
tikoroma   Antia მოკითხვისთვის მ...   Jun 12 2009, 01:23 PM
ქათო   "ანასტასია" რაც ...   Sep 16 2010, 07:50 PM
Antia   "ანასტასია" რაც ...   Sep 17 2010, 12:42 PM
ქათო   პ.ს. ღმერთის არსებო...   Sep 17 2010, 07:42 PM
Antia   კი მჯერა, და მართალ...   Sep 20 2010, 11:22 AM
I AM   აუ დღეს ვკითხულობდ...   Jan 17 2011, 10:26 PM
ირმა   I AM იყო ანასტასიასი ...   Jan 18 2011, 09:24 AM
I AM   ირმა სამწუხაროდ ა...   Jan 21 2011, 08:48 PM
Antia   ირმა ჩვენ უფლისგა...   Jan 26 2011, 03:08 PM
tikoroma   ადამიანი უნდა გადა...   Jan 22 2011, 01:28 PM
მზეონა   მეგობარმა მკითხა ქ...   Feb 25 2011, 08:54 PM
mata   და სულ რამდენი წიგ...   Feb 26 2011, 04:12 PM
I AM   http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.h...%83%9...   Feb 27 2011, 06:16 PM
მზეონა   I AM მადლობა დახმარე...   Feb 27 2011, 07:54 PM
earth   I AM მადლობა დახმარე...   Aug 27 2017, 08:03 AM
mata   მზეონა I AM მადლობა   Feb 27 2011, 09:36 PM
tikoroma   ჩემგანაც დიდი მადლ...   Feb 28 2011, 12:34 PM
Joy ZAZA   სულ 3 წიგნია ხო? რაღ...   Apr 22 2011, 12:48 PM
Barmalei   ამ ვიდეოში ლაზარევ...   Jun 21 2011, 04:00 PM
John Dee   სად იყიდება ხომ არ ...   Dec 30 2011, 07:07 PM
woodlandelven   მადლობა ლინკებისძ...   Feb 26 2012, 09:53 AM
temo   4 წიგნის ქართულად ნ...   Mar 5 2013, 02:53 PM
eblatave bebiashens   „ანასტასიას“ ქარ...   Mar 9 2013, 09:33 PM
ano   ამ ფორუმზე დიდი ინ...   Apr 29 2015, 03:50 PM
ano   გამარჯვება რადიაც...   Apr 30 2015, 12:36 PM
ano   დღეს გამახსენდა რო...   May 7 2015, 12:19 AM
ano   ვაგრძელებ წიგნის თ...   May 16 2015, 04:30 PM
ano   ცოდნა რომელსაც ვკა...   May 17 2015, 11:35 PM
ano   გამოსავალი არის _მ...   May 18 2015, 03:31 PM
tikoroma   ანასტასია იყო ჩემი...   May 18 2015, 05:01 PM
ano   იდეა არის მაქსიმალ...   May 19 2015, 03:29 PM
tikoroma   ასეა თუ ისე, ჩემი ხე...   May 19 2015, 03:39 PM
ano   უკეთესობისკენ თუ პ...   May 19 2015, 04:55 PM
tikoroma   სტერეოტიპები დამი...   May 19 2015, 05:15 PM
ano   ანუ 2001 ში? ვა 14 წელი ბ...   May 20 2015, 12:53 AM
ano   მესამე ეგზეკუცია _...   May 22 2015, 10:10 AM
narilla   ყველა ნაწილია თარგ...   Jun 3 2015, 11:27 PM
tty_   narilla როგორც ვიცი - კი...   Jun 3 2015, 11:36 PM
ano   თარგმანის გაგრძელ...   Jun 15 2015, 05:42 PM
Plasmodium   Жрец - ქურუმი   Jun 15 2015, 06:01 PM
ano   Жрец - ქურუმი მადლობ...   Jan 23 2016, 08:42 PM
tikoroma   ანო, ვიცი თავადაც შ...   Jan 22 2016, 08:16 PM
ano   კი თიკო დადე რო მოი...   Jan 23 2016, 08:46 PM
tikoroma   არა მე რა გამაბრაზ...   Jan 23 2016, 09:20 PM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 11:57 AM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 12:00 PM
tikoroma   :velho:   Jan 24 2016, 02:16 PM
ano   სხვა სამყაროები. მ...   Jan 26 2016, 01:39 PM
ano   _გრძნობები და ემოც...   Feb 1 2016, 06:14 PM
tikoroma   ანო, მითხრეს რომ ან...   Feb 1 2016, 07:58 PM
ano   ასტრალში გასვლა და...   Feb 1 2016, 10:40 PM
tikoroma   მოკლედ სიზმრებს და...   Feb 2 2016, 09:51 PM
tikoroma   აუფ ამირევია, სად მ...   Feb 2 2016, 09:56 PM
ano   "შექმნა" (რუსეთი...   Feb 2 2016, 11:50 PM
tikoroma   კარგი გენაცვალე :l_da...   Feb 2 2016, 11:55 PM
tikoroma   შევასწორე :)   Feb 6 2016, 11:08 AM
past   ano ძაან დიდი მადლობ...   Oct 30 2016, 04:15 PM
ano   [b]ano ძაან დიდი მადლო...   Nov 23 2016, 09:00 PM
earth   სადღაც იდო აქ პირვ...   Nov 24 2016, 05:00 PM
tty_   თუ ვინმეს გაქვთ შე...   Nov 25 2016, 12:56 PM
past   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 14 2016, 09:17 AM
ano   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 25 2016, 08:34 PM
earth   :bf_nonew:   Aug 26 2017, 07:23 PM
tikoroma   მე მაქვს დისკებზე ...   Aug 27 2017, 10:55 PM
earth   tikoroma ყველა წიგნი გა...   Aug 28 2017, 06:57 AM
earth   :kiss1:   Aug 28 2017, 06:58 AM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th June 2024 - 05:54 AM