IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> „ანასტასიას“ ქართული თარგმანი
Antia
post Apr 28 2007, 05:23 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ!
მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით:


მე ვთარგმნე და გამოვეცი ვლადიმერ მეგრეს პირველი წიგნი – „ანასტასია“.

Attached Image


ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი.

ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე.

გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც.

ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები.


--------------------
Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет,
И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине!
(Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья")
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post May 17 2015, 11:35 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოდნა რომელსაც ვკარგავთ
ჩევნ წავედით, ვალოდია წინ მიდიოდა. ის რაღაცნაირად შეიცვალა: მოაზროვნე და მობილიზებული, გადაიქცა მხიარულ-აღფრთოვანებულად. ზოგჯერ ტრიალებდა, ხტუნაობდა და ჩქარა საუბრობდა:
_კურდღლებს არ ვუვლიდი მამა, სხვა საქმეს ვაკეთებდი. როგორ ვთქვა, დავბადე... არ შეეფერება. შევქმენი? არც ეს შეესაბამება, ხო გამხსენდა თქვენთან ამას კვერცხის გამოჩეკვა ეწოდება, ესეიგი მე კვერცხი გამოვჩეკე.
როგორ თუ გამოჩეკე? კვერცხს ჩეკავს კრუხი ან რაიმე ფრინველი.
_კი ვიცი. მაგრამ მე დამჭირდა რომ თავად გამომეჩეკა.
_რატომ?
_მე ბაბუას ვთხოვე ჩემთვის მოეძებნა იხვის და გარეული ბატის კვერცხები, ბაბუამ თავიდან ცოტა იწუწუნა, მაგრამ 3 დღის შემდეგ მომიტანა 4 დიდი ბატის და 5 მომცრო იხვის კვერცხი, შემდეგ ამოვთხარე პატარა ორმო, დავფარე ირმის ნაკელი და მშრალი ბალახი ზემოდან დავაწყვე ბაბუას მოტანილი ყველა კვერცხი.
_ ნაკელი რაში დაგჭირდა?
_ის სითბოს გამოჰყოფს, რაც კვერცხს გამოსაჩეკად სჭირდება და ზემოდანაც სითბოა საჭირო, ზემოდან ზოგჯერ მე ვწვებოდი, როცა ციოდა ან წვიმდა დათვს ვაწვენდი.
_დათვი კვერცხებს არ ტეხავდა?
_დათვი დიდია ორმო კი პატარა, ის იწვა ორმოს ზემოდან, კვერცხები კი ორმოში, ხან მგელი ყარაულობდა ხან მე სანამ არ გამოიჩეკენ, 9 კვერცხიდან გამოვიდა 2 ბატი და 3 იხვი, მათ მე ვკვებავდი და ამ დროს სხვა ცხოველებსაც ვიხმობდი რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
_რატომ?
_რომ ენახათ როგორ ვუვლი, გაეგოთ რომ მათი შეხება არ შეიძლება, არამედ პირიქით უნდა დაიცვან.
(მოკლედ ამ ფრინველებს უვლიდა და სხვა ცხოველებსაც იხმარდა მათ მოვლაში, შემდეგ ზამთრის მოახლოებისას ფრინველები გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში, მაგრამ გაზაფხულზე კვლავ დაბრუნდნენ, ვალოდიას ძალიან გაუხარდა მათი დაბრუნება რომ მათ თავისი სამშობლო არ დაავიწყდათ და შთამომავლობაც მისცეს, ეს ფრინველები სასარგებლონი არიან, არ საჭიროებენ ბევრ მოვლას თავის თავს თავად უვლიან, ადამიანს კვერცხს აძლევენ, ზამთარში კი როდესაც ნაკლები საკვებია ადამიანს ტვირთად რომ არ დააწვეს მათი მოვლა ისინი თბილ ქვეყნებში მიდიან, ლოგიკური აზროვნებით ვალოდია ცდილობს დაარწმუნოს მამა რომ ეს ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე დღეს არსებული ფრიველების ფერმები ხელოვნურად გაზრდილი ქათმები და მათი კვერცხი, ასევე ის პოზიტიური დიდი ენერგია, სიხარული რომელიც მოაქვს თბილი ქვეყნებიდან ჩამოსულ ფრინველს დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანისათვის...)
დამაჯერებელი არგუმენტების შემდეგ ვლადიმირი ეუბნება თავის შვილს რომ ის შესაძლოა ბევრ რამეში მართალიც არის
_ შვილო მითხარი შენ აქ სხვადასხვა პრობლემებს წყვიტავ, თამაშობ, და შენ პირადად რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?
_ვალოდიამ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
_კი მამა მაქვს ერთი დიდი პრობლემა. და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი გადაწყვეტა
ვალოდია იყო მოწყენილი, მე კი პირიქით გამიხარდა, რომ ის საჭიროებსე ჩემს დახმარებას.
_რაში მდგომარეობას შენი პრობლემა?
პრობლემა
_ გახსოვს, მამა, მე გიყვებოდი წინა მოსვლაზე, როგორ ვემზადები თქვენს სამყაროში მოსასვლელად როდესაც გავიზრდები?
_კი მახსოვს ამბობდი მოხვალ ჩვენს სამყაროში, ნახავ შენს სამყარო გოგოს, რომ გახადო ის ბედნიერი, მასთან ერთად გააშენებ მამულს, არზრდით ბავშვებს, მახსოვს როგორ ამბობდი, და უარი არ გითქვამს შენს იდეაზე?
_ არ გადამითვამს და ხშირად ვფიქრობ მომავალზე, ჩემს გოგონაზე და მამულზე, დეტალურად მაქვს წარმოდგენილ როგორ ვიცხოვრებთ ერთად და როგორ მოხვალთ შენ და დედა სტუმრად.
_პრობლემა რაში მდგომარეობს? გეშინია რომ შენს გოგოს ვერ იპოვი?
_პრობლემა ეს არ არის, გოგოს მოვძებნი და ვიპოვი. წამოდი გაჩვენებ კიდვ ერთ ადგილს, და მიხვდები პრობლემის არსს.
ჩევნ წავედით სხვა ნაკვეთზე რომელიც ანასტასიას ნაკვეთის გვერდით მდებარეობდა, როდესაც ნაკვეთის შუაში გავჩერდით, ვალოდიამ შემომთავაზა დაჯდომა, თავად კი ხელები მოიმარჯვა და ხმამაღლა დაიძახა „ა-ა-ა.“
თავიდან ერთი მიმართულებით ყვიროდა, შემდეგ სხვა, დაახლოებით 2-3 წუთში დაიწყო ხეების წვეროებმა მოძრავი ციყვები ხტებოდნენ 1 ხიდან მეორეზე ისინი მოგროვდნენ 1 კედარზე დასხდნენ ტოტზე და გვიყურებდნენ უფრო მოუსვენრები კი კვლავაც ხტოდნენ ტოტებზე
კიდევ რამოდენიმე წუთში ბუჩქებიდან გამოიქცა 3 მგელი ისინიც ახლოს დაჯდნენ და გვიყურებდნენ.
(მოკლედ აღვწერ: მოგროვდნენ სხვადასხვა ჯიშის ცხოველები რომლებიც ვალოდიას ყავდა მოშინაურებული, ისინი მის მითითებებს ასრულებდნენ თანაც სიხარულით სანაცვლოდ ისინი მხოლოდ ვალოდიას სიყვარულს იღებდნენ, ანუ ცხოველები გრძნობენ და ხედავენ იმ უხილავ ენერგიას რასაც ადამიანი ფლობს და მათ ეს ისე ათბობს, მოსწონთ და სჭირდებათ როგორც მაგალითად მზე, მაგრამ ეს ცხოველები მხოლოდ ვალოდიასთან არიან მიჩვეული...)
_არა ერთი წელია მათთან ვარ, ისინი მომეჩვიენ, ისინი ელოდებიან ურთიერთობას, ალერსი უნდათ, და როდესაც წამოვალ შენს სამყაროში, ისინი მოიწყენენ, რომ მათთან არ მივა ადამიანი, რომ მათ აღარ მოუხმობს თავისთან და არაფერს სთხოვს, მე ვიგრძენი_ადამიანთან ურთიერთობა და მომსახურება გახდა მათი ცხოვრების მთვარი აზრი.
_ნუთუ მათ ანასტასიასთან რთიერთობა არ შეუძლიათ?
_დედას ტავისი წრე ყავს, თავისი ცხოველები, რომლებთანაც მეგობრობს, თანაც ის დაკავებულია და ყველაფრისატვის დრო არ ჰყოფნის. ესენი კი მაჩვენა ძველებურად მჯდომარე ცხოველები, მე თავად შევარჩიე და მხოლოდ მე ვურთიერთობდი რამოდენიმე წელი, აი უკვე სამი თვეა რაც ვთხოვე ბაბუას, რომ დავალებებისას ჩემთან ყოფილიყო მათ დასანახად, ბაბუა კი წუწუნებს მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ხოლო რამოდენიმე ხნის წინ განმიცხადა, რომ ვერ შემცვლის.
_რატომ?
_“მე არ მაქვს ისეთი ინტერესი წვრთნისადმი, როგორც შენ“_მითხრა ბაბუამ. და კიდევ დაიწყო საყვედურები, რომ არ იყო საჭირო ამდენი წვრთნა სათითაულოდ ყველა ცხოველთან. და რომ ბევრი ალერსიც არ იყო საჭირო. და კიდევ ეს ცხოველები მთვლიან თავიანთ მეთაურად და ასევე ბავშვადაც, იმიტომ რომ მათმა უფროსებმა მე მნახეს პატარა და ძიძობას მიწევდნენ, მოკლედ რაღაც შეცდომა დავუშვი, ახლა მისი გამოსწორება აუცილებელია. ოღონდ მხოლოდ მე მის გამოსწორებას ვერ შევძლებ.
მე ვუყურებდი ძველებურად მჯდომარე ცხოველებს და ელოდებოდნენ ვალოდიასგან რაღაც მითითებას ან დავალებას. წარმოვიდგინე როგორ მოიწყენენ ისინი, გამახსენდა ჩემი ძაღლი როგორ იწყენს როდესაც მოვდივარ ქალაქგარე სახლიდან, მე მას არ ვაბამ რომ ტავისუფლად იყოს მეზობელს ნაირნაირ საჭმელებს ვუტოვებ მისთვის, მაგრამ მეზობელი მეუბნება: „იწყენს ის უთქვენოდ ვლადიმირ, ხშირად ზის შემოსასვლელში და გზას უყურებს, რომლითც თქვენ მოდიხართ ხოლმე , и скулит иногда».როდეაც მოვდივარ ის სიხარულით მეგებება, ზოგჯერ გადამეტებული გრძნობისაგან, გულზე მახტება და სახეს მილოკავს, და ვერაფრით ვასწავლე რომ უფრო თავშეკავებულად გამოხატოს გრძნობები.
მაგრამ ეს მდელოზე მჯდომარე ცხოველები... ისინი ჩუმად და შინაგანად თავშეკავებულად გვიყურებდნენ ჩვენ სანამ ვსაუბრობდით. რა უნდათ მათ? ვერავინ ვერ აიძულებთ მათ რომ ასე იჯდნენ და ელოდონ თუ როდის მისცემს მათ ადამიანი რაიმე ბრძანებას... ღმერთო ჩემო...გამიელვა აზრმა. არა მხოლოდ ეს ცხოველები... არამედ ყველა ცხოველს დედამიწაზე აქვს თავისი დანიშნულება და ელოდება პლანეტის უმაღლეს არსება _ ადამიანთან ურთიერთობას. ისიი ამისთვის არიან შექმნილი, რომ დაეხმარონ ადამიანს თავისი უმაღლესი მისიის.
ვუყურებდი ამ მჯდომარე ცხოველებს და მივხვდი, ჩემს შვილს ნამდვილად პრობლემა შეექმნა, მას არ შეუძლია უბრალოდ ასე მიატოვოს ეს ცხოველები და ამასტანავე ვერ დაშორდება თავის ოცნებას გოგოსთან დაკავშირებით რომელთანაც შექმნის თავის მამულს.
_კი ვალოდია ეს ნამდვილად პრობლემაა, და როგორც ჩანს ვერ გადაწყდება, გამოსავალი არ არის.
_ერთი გამოსავალი არის მამა, მაგრამ ის ჩემზე არ არის დამოკიდებული.
_მხოლოდ შენ შეგიძლია ამ პრობლემის გადაწყვეტა, მამა.
_მე? როგორ? აქ მე ვერაფერს გავხდები შვილო.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Antia   „ანასტასიას“ ქართული თარგმანი   Apr 28 2007, 05:23 PM
Alpha   კარგია, მემგონი უკ...   Apr 28 2007, 05:57 PM
Zet   კარგია, მემგონი უკ...   Apr 29 2007, 09:09 PM
Antia   ახლა, რა ხდება გითხ...   May 10 2007, 11:46 PM
TeO   კარგი იდეაა წიგნის...   Sep 2 2007, 01:24 PM
Antia   დანაპირებს სამ წელ...   Jul 9 2008, 05:40 PM
Antia   აჰა, ზეტ-ს გავუგზავ...   Jul 23 2008, 03:26 PM
Zet   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 24 2008, 06:46 PM
Sophia   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 25 2008, 04:28 PM
old_man   თბილისში იყიდება ე...   Jul 24 2008, 09:54 PM
TeO   როგორ გამიხარდააა...   Jul 26 2008, 12:03 PM
Antia   პუშკინზე, "პლანეტ...   Jul 28 2008, 01:43 PM
TeO   ანთია და ახალი წიგ...   Jul 30 2008, 04:11 PM
Antia   ანთია და ახალი წიგ...   Aug 6 2008, 03:25 PM
TeO   არ გეწყინოს გივი, მ...   Aug 6 2008, 05:52 PM
Taa   დღეს დავამთავრე ან...   Aug 22 2008, 04:53 PM
TeO   [b]დღეს დავამთავრე ა...   Aug 26 2008, 09:10 PM
TeO   ვიწყებ მეორე წიგნს...   Jan 2 2009, 11:25 PM
Amadeus   მოგესალმებით ყველ...   Mar 6 2009, 09:34 PM
Antia   მოგესალმებით ყველ...   Jun 11 2009, 06:28 PM
Kaspar Hausser   Amadeus გაიხარე... კეთი...   Mar 6 2009, 10:43 PM
TeO   http://i242.photobucket.com/albums/ff275/TeakoSunn...   Mar 23 2009, 05:12 PM
asklipiodota   საოცრაი შტაბეჭდილ...   May 25 2009, 09:48 PM
TeO   :) asklipiodota საინტერესო ...   May 25 2009, 09:51 PM
Antia   დიდება განგებას -- მ...   Jun 11 2009, 05:43 PM
TeO   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 05:48 PM
Antia   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 06:40 PM
TeO   Antia :) ჩვენსკენაც მშ...   Jun 11 2009, 07:00 PM
Antia   TeO მომეწონა შენეულ...   Jun 11 2009, 07:02 PM
TeO   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:04 PM
Antia   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:19 PM
tikoroma   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:18 PM
Antia   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:25 PM
tikoroma   Antia პირველ წიგნზე ხ...   Jun 12 2009, 01:19 PM
tikoroma   Antia მოკითხვისთვის მ...   Jun 12 2009, 01:23 PM
ქათო   "ანასტასია" რაც ...   Sep 16 2010, 07:50 PM
Antia   "ანასტასია" რაც ...   Sep 17 2010, 12:42 PM
ქათო   პ.ს. ღმერთის არსებო...   Sep 17 2010, 07:42 PM
Antia   კი მჯერა, და მართალ...   Sep 20 2010, 11:22 AM
I AM   აუ დღეს ვკითხულობდ...   Jan 17 2011, 10:26 PM
ირმა   I AM იყო ანასტასიასი ...   Jan 18 2011, 09:24 AM
I AM   ირმა სამწუხაროდ ა...   Jan 21 2011, 08:48 PM
Antia   ირმა ჩვენ უფლისგა...   Jan 26 2011, 03:08 PM
tikoroma   ადამიანი უნდა გადა...   Jan 22 2011, 01:28 PM
მზეონა   მეგობარმა მკითხა ქ...   Feb 25 2011, 08:54 PM
mata   და სულ რამდენი წიგ...   Feb 26 2011, 04:12 PM
I AM   http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.h...%83%9...   Feb 27 2011, 06:16 PM
მზეონა   I AM მადლობა დახმარე...   Feb 27 2011, 07:54 PM
earth   I AM მადლობა დახმარე...   Aug 27 2017, 08:03 AM
mata   მზეონა I AM მადლობა   Feb 27 2011, 09:36 PM
tikoroma   ჩემგანაც დიდი მადლ...   Feb 28 2011, 12:34 PM
Joy ZAZA   სულ 3 წიგნია ხო? რაღ...   Apr 22 2011, 12:48 PM
Barmalei   ამ ვიდეოში ლაზარევ...   Jun 21 2011, 04:00 PM
John Dee   სად იყიდება ხომ არ ...   Dec 30 2011, 07:07 PM
woodlandelven   მადლობა ლინკებისძ...   Feb 26 2012, 09:53 AM
temo   4 წიგნის ქართულად ნ...   Mar 5 2013, 02:53 PM
eblatave bebiashens   „ანასტასიას“ ქარ...   Mar 9 2013, 09:33 PM
ano   ამ ფორუმზე დიდი ინ...   Apr 29 2015, 03:50 PM
ano   გამარჯვება რადიაც...   Apr 30 2015, 12:36 PM
ano   დღეს გამახსენდა რო...   May 7 2015, 12:19 AM
ano   ვაგრძელებ წიგნის თ...   May 16 2015, 04:30 PM
ano   ცოდნა რომელსაც ვკა...   May 17 2015, 11:35 PM
ano   გამოსავალი არის _მ...   May 18 2015, 03:31 PM
tikoroma   ანასტასია იყო ჩემი...   May 18 2015, 05:01 PM
ano   იდეა არის მაქსიმალ...   May 19 2015, 03:29 PM
tikoroma   ასეა თუ ისე, ჩემი ხე...   May 19 2015, 03:39 PM
ano   უკეთესობისკენ თუ პ...   May 19 2015, 04:55 PM
tikoroma   სტერეოტიპები დამი...   May 19 2015, 05:15 PM
ano   ანუ 2001 ში? ვა 14 წელი ბ...   May 20 2015, 12:53 AM
ano   მესამე ეგზეკუცია _...   May 22 2015, 10:10 AM
narilla   ყველა ნაწილია თარგ...   Jun 3 2015, 11:27 PM
tty_   narilla როგორც ვიცი - კი...   Jun 3 2015, 11:36 PM
ano   თარგმანის გაგრძელ...   Jun 15 2015, 05:42 PM
Plasmodium   Жрец - ქურუმი   Jun 15 2015, 06:01 PM
ano   Жрец - ქურუმი მადლობ...   Jan 23 2016, 08:42 PM
tikoroma   ანო, ვიცი თავადაც შ...   Jan 22 2016, 08:16 PM
ano   კი თიკო დადე რო მოი...   Jan 23 2016, 08:46 PM
tikoroma   არა მე რა გამაბრაზ...   Jan 23 2016, 09:20 PM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 11:57 AM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 12:00 PM
tikoroma   :velho:   Jan 24 2016, 02:16 PM
ano   სხვა სამყაროები. მ...   Jan 26 2016, 01:39 PM
ano   _გრძნობები და ემოც...   Feb 1 2016, 06:14 PM
tikoroma   ანო, მითხრეს რომ ან...   Feb 1 2016, 07:58 PM
ano   ასტრალში გასვლა და...   Feb 1 2016, 10:40 PM
tikoroma   მოკლედ სიზმრებს და...   Feb 2 2016, 09:51 PM
tikoroma   აუფ ამირევია, სად მ...   Feb 2 2016, 09:56 PM
ano   "შექმნა" (რუსეთი...   Feb 2 2016, 11:50 PM
tikoroma   კარგი გენაცვალე :l_da...   Feb 2 2016, 11:55 PM
tikoroma   შევასწორე :)   Feb 6 2016, 11:08 AM
past   ano ძაან დიდი მადლობ...   Oct 30 2016, 04:15 PM
ano   [b]ano ძაან დიდი მადლო...   Nov 23 2016, 09:00 PM
earth   სადღაც იდო აქ პირვ...   Nov 24 2016, 05:00 PM
tty_   თუ ვინმეს გაქვთ შე...   Nov 25 2016, 12:56 PM
past   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 14 2016, 09:17 AM
ano   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 25 2016, 08:34 PM
earth   :bf_nonew:   Aug 26 2017, 07:23 PM
tikoroma   მე მაქვს დისკებზე ...   Aug 27 2017, 10:55 PM
earth   tikoroma ყველა წიგნი გა...   Aug 28 2017, 06:57 AM
earth   :kiss1:   Aug 28 2017, 06:58 AM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th June 2024 - 06:19 PM