ემოციური ინტელექტი, (Emotional intelligence (EI) |
ემოციური ინტელექტი, (Emotional intelligence (EI) |
Jun 1 2015, 10:44 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ყველას!
მინდა ფორუმზე იყოს ეს თემა, როგორც საინტერესო თეორია და რაც მთავარია, პრაქტიკული დანიშნულების მოსაზრება. პრაქტიკულობას კი ის განაპირობებს, რომ ვინც ემოციური ინტელექტის თეორიას იზიარებს და ხედავს მასში რაღაც რეალურს და რაციონალურს, ცდილობს შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობასა და პიროვნული უნარების გაუმჯობესებას. შედეგად კი ადამიანმა შეიძლება გაზარდოს თავისი ემოციური ინტელექტი, როგორც მაგალითად IQ ანუ პერსონალური ინტელექტია მნიშვნელოვანი, ასევე დიდი დატვირთვა აქვს ემოციურ ინტელექტსაც. ხოლო რაც უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს ადამიანს, მით უფრო რეალიზდება ის გარშემომყოფთა შორის, მათ შორის პროფესიულ სფეროში. ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამდენად, ემოციური ინტელექტი ერთგვარად გულისხმობს ემოციათა გაცნობიერებას მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით. ცნობილია ემოციური ინტელექტის თეორიის განვითარების სამი მოდელი, რომლებიც ერთმანეთს ქრონოლოგიურად მოსდევენ და წინამორბედი მომდევნოს განაპირობებს:
ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი; აზროვნებისას ემოციების გამოყენების უნარი; ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი; საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი. IQ__EQემოციური ინტელექტის გაზომვებმა აჩვენა, რომ EI არ არის კორელაციაში IQ-სთან მიმართებით, ემოციური ინტელექტი გარემოს გავლენას განიცდის და ზრდასრულებთან უფრო განვითარებულია, გარდა ამისა, ქალებს ემოციების აღქმაში გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ[6] ამერიკელმა ფსიქოლოგმა დანიელ გოლმანმა (Goleman, 1946-) ჩამოაყალიბა ემოციური ინტელექტის თეორია, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი, პერსონალური ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები:
[1] Salovey, Peter; Mayer, John; Caruso, David, “Emotional Intelligence: Theory, Findings, and Implications”, Psychological Inquiry: 197–215, 2004. [2] Petrides, Konstantin; Furnham, Adrian, “Trait Emotional Intelligence: Psychometric Investigation with Reference to Established Trait Taxonomies”, European Journal of Personality: 425–448, 2001. [3] Goleman, Daniel, What Makes a Leader?, Harvard Business Review, 1998. [4] Gardner, H.. Frames of mind. New York: Basic Books, 1983. [5] Smith, M. K., “Howard Gardner and multiple intelligences”, The Encyclopedia of Informal Education, 2002, downloaded from http://www.infed.org/thinkers/gardner.htm on October 31, 2005. [6] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...d=6&t=16524 -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 2 2015, 04:06 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურჯიევი ადამიანს ახასიათებს როგორც რთულ მექანიზმს, სხვადასხვა ცენტრებით
ერთერთი არის ემოციები ან გრძნობები, და სხადასხვა ცენტრები სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობს ანუ დროის მონაკვეთში, აქ მგონი სხვა კუთხითაა ცოტა განხილული, აქცენტი ემოციურ ინტელექტზეა, თუ სწორად გავიგე EQ შეუცნობელია ანუ აიზბერგის უხილავი ნაწილი |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd May 2024 - 02:06 PM |