IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> „ანასტასიას“ ქართული თარგმანი
Antia
post Apr 28 2007, 05:23 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 52
Joined: 13-February 07
From: Chokhatauri
Member No.: 12

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხნო და ჯამაათნო, მოგმართავთ თანამოაზრეთა ვიწრო წრეს, თუმცა, ფართო წრისთვისაც არ მენანება სათქმელად ის, რასაც ჯერ თქვენ გაიგებთ აქ!
მაგრამ, ვიფიქრე, ჯერ თქვენი აზრი გამეგო ამ საკითხთან დაკავშირებით:


მე ვთარგმნე და გამოვეცი ვლადიმერ მეგრეს პირველი წიგნი – „ანასტასია“.

Attached Image


ამ თარგმანის ისტორია გრძელია. „ანასტასიას“ თარგმნა დავიწყე ჯარიდან დაბრუნებისთანავე, 2001-ში და იმ წელსვე დავასრულე. თარგმანის წიგნად გამოცემა კი მხოლოდ 2005-ში შევძელი.

ვაწარმოე მოლაპარაკებები ქ. ვლადიმერის ფონდ „ანასტასიასთან“, ავტორის წარმომადგენელთან. და ხელი მოვაწერე საავტორო ხელშეკრულებას 1000 ცალი წიგნის გამოცემაზე.

გამოვეცი 300 ცალი. აქედან გაყიდული არ არის 100 ცალიც.

ვინაიდან და რადგანაც დრო არ ითმენს და შვილების ყოლის სურვილი (შვილებს კი სამოთხის სადარი გარემო ესაჭიროებათ, რომელსაც მშობლების თანამოაზრეებიც დაიცავენ) პირადი წარმავალი სიამოვნების სურვილებს სჭარბობს უკვე, არ მინდა ველოდო მომენტს, როცა მექნება საშუალება თვითონ გავუკეთო „რასკრუტკა“ ამ წიგნებს, ისევ თვითონ გამოვცე და მარტომ მივიღო მოგება, და გთავაზობთ: მოდით, შევიკრიბოთ, ერთად დავამზადოთ, გამოვცეთ „რუსეთის წკრიალა კედრები“-ს სერიის 9-ვე წიგნის ქართული თარგმანი, ერთად „დავარასკრუტკოთ“ და ერთადვე მივიღოთ მოგება მათი რეალიზაციიდან. თუ გავექაჩებით, შეიძლება მთელს ამიერკავკასიაში ვიყოთ ამ წიგნების გამომცემელ-გამავრცელებლები.


--------------------
Только в молчаньи познаешь Слово,
Только во тьме познаешь Свет,
И умирая, увидишь Ястреба, порящего в Вышине!
(Урсула К Ле-Гуин "Маг Земноморья")
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Jan 26 2016, 01:39 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სხვა სამყაროები.
მე ვნახე სხვა სამყარო, სხვა პლანეტა, მკვეთრად დეტალებში დავიმახსოვრე რაც იქ ხდებოდა, მას შემდეგ ცნობიერებაში მრჩება შეგრძნება, რომ ასეთი რამის ნახვა შეუძლებელია, ხოლო ის_ხილვა მას შემდეგ ჩემშია. და ახლა ვცდილობ ისინი თქვენ აგიღწეროთ.
ვიდექი მიწაზე, რომელიც დედამიწას ჰგავდა, ირგვლივ არანაირი მცენარე არ იყო, ფეხქვეშ ვგრძნობდი ქვიან არათანაბარ ზედაპირს. ირგვლივ ხედვის არეში, ნიადაგის ზედაპირზე გამოჩნდა კვერცხის და კვადრატის ფორმის მანქანები. მანქანას იმიტომ ვამბობ, რომ ოდნავ ღუღუნებდნენ. მანქანებიდან ნიადაგზე ეშვებოდა სხვადასხვა სიგანის შლანგები, ისინი ოდნავ ვიბრირებდნენ, ისე თითქოს მიწიდან რაღაცას იწოვდნენ. ირგვლივ არ იყო არანაირი ცოცხალი არსება. უცებ შევხედე ამ უცნაური მექანიზმიდან გაიხსნა ქამრები, იქედან ამოცურდა რაღაც დისკი, იმის მსგავსი სპორცმენები რომ სროულობენ, ოღონდ დიდი ზომის, მისი დიამეტრი დაახლოებით იყო 45 მეტრი. ის ჰაერში ავიდა და დატრიალდა, დაეშვა ოდნავ ძირს, შემდეგ გაფრინდა და სრულიად ჩუმად გაფრინდა ჩემს ზემოთ, სხვა მექანიზმებმაც იგივე გააკეთეს, და კიდევ რამოდენიმე დისკი გაფრინდა ერთი მეორის მიყოლებით ჩემს ზემოთ პირველის მსგავსად, და ისევ სიცარიელე. ისმოდა მხოლოდ უცნაური მექანიზმების ღუღუნი, ამ სურათმა ჩემში ინტერესი გამოიწვია, მაგრამ უფრო მაშინებდა თავისი უსიცოცხლობით.
_შენ ნურაფრის გეშინია ვლადიმირ, უცებ გავიგონე ანასტასიას ხმა და გამიხარდა მისი სიახლოვე.
_სად ხარ ანასტასია?
_შენს გვერდით, ჩვენ უხილავები ვართ, აქ ახლა ჩვენი გრძნობები, შეგრძნებები, გონება და სხვა უხილავი ენერგიები არიან, აქ ვიმყოფებით ჩვენი მატერიალური სხეულის გარეშე, ჩვენ ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს, ფრთხილად უნდა იყო მხოლოდ საკუთარ თავთან,
_რა შეიძლება დამემართოს?
_ფსიქიკური, ნუ შეიძლება დროებით ჭკუიდან შეიშალო
_ჭკუიდან შევიშალო?
_კი ოღონდ დროებით, 1 თვით ან სხვა 2 პლანეტის ხილვა, ხდება ხოლმე რადგან აღგზნებულია ადამიანის გონება და ცნობიერება. მაგრამ შენ ნუ ეშინია, შენ ეს არ გემუქრება გაუძლებ. და აქაც ნურაფრის გეშინია, დამიჯერე გაიგე ვლადიმირ, შენ ახლა აქ ხარ მაგრამ ისინი ვერ გხედანვენ.
_არ მეშინია, ანასტასია მითხარი ეს რა მანქანებია.
_ ყველა ეს კვერცხისებური მანქანა _ ქარხანაა, ისინი აწარმოებენ შენთვის ასე საინტერესო ფრინავ თეფშებს.
_ვინ მართავს ამ ქარხნებს
_არავინ. ისინი თავიდანვე დაპროგრამებული არიან გარკვეული ნაკეთობის წარმოებისათვის, მილებში_ რომლებიც ნიადაგშია გაშვებული, შეიწოვს მისთვის საჭირო ნედლეულს, მცირე კამერებში ხდება დნობა, დაშტამპვა, შემდეგ აწყობა და ბოლოს გამოდის სრულიად მზა ნაწარმი. ასეთი ქარხანა გაცილებით რაციონალურია ვიდრე ნებისმიერი დედამიწაზე მყოფი. ნარჩენები თითქმის არ რჩება მისი მუშაობით, არ საჭიროებს შორი მანძილიდან ნედლეულით მომარაგებას, არაა საჭირო აწყობის ადგილას დეტალების გადაზიდვა. ფორმირების მთელი პროცესი ხდება ერთ ადგილზე.
_შესანიშნავია! ნეტავი ჩვენც გვქონდეს ასეთი რაღაც! ვინ მართავს ახალ ფრინავ თეფშებს? შევხედე რომ ყველა 1 მიმართულებით გაფრინდა.
_არავინ მართავს ის თვითონ მიფრინავს საწყობში
_წარმოუდგენელია. ისეა როგორც ცოცხალი არსება.
_ამაში წარმოუდგენელი არაფერია, დედამიწის ტექნოლოგიებისთვისაც კი. დედამიწაზეც ხომ არის უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტები.
_კი მაგრამ მათ მაინც ადამიანები მართავენ დედამიწიდან.
_უკვე კარგა ხანია დედამიწაზე არის ისეთი რაკეტები, რომლებიც წინდაწინ არიან დაპროგრამებული სხვადასხვა მიზანზე. საკმარისია დააჭირო ღილაკს „გაშვება“ რაკეტა თავისით გაფრინდება განსაზღვრული მიზნისაკენ.
_შესაძლოა არის, და მართლაც რამ გამაკვირვა?
_რომ დავუკვირდეთ დიდი საოცრება არ არის, ოღონდ დედამიწის ტექნოლოგიებთან შედარებით აქ გაცილებით დიდი პროგრესია. ეს ქარხნები მრავალფუნქციურია, მათ მრავალი რამის წარმოება შეუძლიათ, დაწყებული კვების პროდუქტებით დამთავრებული უძლიერესი იარაღით.
_და რით გააკეთებს ის კვების პროდუქტებს? აქ ხომ არაფერი იზრდება?
_ყველაფერი ნიადაგში იმყოფება, საჭირო წვენს აუცილებლობის შემთხვევაში მილებით აიღებს წიაღიდან მანქანა, ხოლო გრანულებს პრესავენ, ამ გრანულებში სიცოცხლისათვის საჭირო ყველანაირი ნივთიერება შედის.
_თვითონ ეს საგანი რითი იკვებება? ელექტრო ენერგიას ვინ აწვდის? არანაირი ელექტრო სადენი არ ჩანს.
_ენერგიას თვითონ გამოიმუშავებს, იყენებს მთელ გარემოს.
_უყურე რა ჭკვიანურია! ადამიანზე უფრო ჭკვიანა.
_სულაც არ არის ადამიანებზე ჭკვიანი. ეს ხომ უბრალოდ მანქანაა. ის მიცემულ პროგრამას ასრულებს. მისი გადაპროგრამება ძალიან მარტივია. გაჩვენო ეს როგორ კეთდება?
_მაჩვენე.
_მოდი მას მივუახლოვდეთ, ვიდექით 9 სართულიანი სახლის ხელა მექანიზმის წინ, მკვეთრად ისმოდა მისი რყევების ხმა. უამრავი მოქნილი საცეცების მსგავსი მილები ეშვებოდა ნიადაგში და ირხეოდა. ზედაპირი აქ ქონდა გლუვი, შევხედე რომ ზედაპირის 1 მეტრის დიამეტრი დაფარული იყო თმებივით კაბელებით, ისინი ინძრეოდნენ თითოეული თავისით
_ეს ანტენაა რომრლიც ასკანერებს მოწყობილობას, ის მართავს ტვინის ელექტროიმპულსებს, რომელიც გამოიყენება პროგრამის შესადგენად, შეუძლია შეასრულოს მიცემული დავალება. თუ შენი ტვინი მოახდენს რაიმე ნივთის მოდელირებას, ეს მანქანა მას დაამზადებს.
_ნებისმიერ ნივთს?
_ნებისმიერს რის წარმოდგენასაც დეტალურად შეძლებ, ისე რომ, თითქოს ფიქრებით აშენებ
_და ნებისმიერი ავტომობილი?
_რა თქმა უნდა.
_პირდაპირ ახლა შემიძლია რომ ვცადო?
_კი. ახლოს მიდი მიმღებთან და თავდაპირველად ფიქრით აიძულე მის ყველა ანტენას შენკენ მობრუნდნენ. როგორც კი ეს მოხდება, დაიწყე სასურველი საგნის წარმოდგენა. ვიდექი თმიანი ანტენის წინ, ცნობისმოყვარეობით ანთებულმა, ფიქრებით როგორც ანასტასიამ მითხრა, ვისურვე რომ ყველა მის თმას ჩემთვის მოესმინა.. და ისინი ჯერ ჩემკენ მობრუნდნენ, შემდეგ ყველა ოდნავ შეირხა, მოაბრუნეს ტავისი ბოლოები ჩემი უხილევი თავისაკენ და გაშეშდნენ. ახლა უნდა წარმომედგინა რაიმე ნივთი. მე რატომღაც დავიწყე ავტომობილ „ჟიგულის“ მეშვიდე მოდელის წარმოდგენა.
_ავტომობილი რომელიც მყავდა ნოვოსიბირსკში, ვცდილობდი ყველაფრის დეტალურად წარმოდგენას: მინა და კაპოტი, ფერი და სანომრე ნიშანიც კი, ნუ საერთო ჯამში ყველაფერს დიდხანს ვფიქრობდი, როდესაც მომბეზრდა მოვშორდი ანტენას. ვებერთელა მანქანმ დაიწყო დრტვინვა
_უნდა მოვიცადოთ, ამიხსნა ანასტასიამ, ის ახლა დმონტაჟს უკეთებს დაუსრულებელ ნაწარმს და ადგენს პროგრამას შენი ჩანაფიქრის შესასრულებლად.
_დიდხანს მოგვიწევს ლოდინი?
_ალბათ არა,
ჩვენ მივდიოდით სხვა მანქანებთან ფერხვეშ სხვადასხვა ფერის ქვებს ვათვალიერებდი, უცებ ანასტასიას ხმამ მამცნო
_მგონი შენს მიერ ჩაფიქრებული ნაწარმი მზადაა, წამოდი ვნახოთ როგორ გაუმკლავდა ის დავალებას,
ჩვენ მივუახლოვდით ნაცნობ მანქანას და დავიწყეთ ლოდინი. რამოდენიმე ხანში მისი ქამრები გაიხსნა და ნიადაგის გლუვ ბილიკზე გამოვიდა „ჟიგული“. მაგრამ დედამიწაზე არსებულისაგან სილამაზით ძალიან განსხვავდებოდა ეს საშინელება რომელიც ჩემს წინ იდგა. პირველ რიგში მას ჰქონდა მხოლოდ 1 კარი, მხოლოდ მძღოლის მხარეს, უკანა სავარძლების მაგივრად რაღაც ძაფები, მავთულები და რეზინის ნაჭრები, მე წრე დავარტყი ჩენს წინ მდგარ ნაწარმს, ავტომობილს მას ვერ დაარქმევდი, მარჯვენა მხარეს არ ჰქონდა 2 ბორბალი ასევე წინა ნომერი და ბამპერი, საბარგული არ იხსნებოდა. ის წარმოადგენდა 1 მთლიან სხეულს, მოკლედ ამ ქარხანამ ავტომობილი კი არა რაღაც გაურკვეველი დანიშნულების კარიატურა გააკეთა. შემდეგ ვთქვი.
_ესეც უცხოპლანეტური წარმოების ნაკეთობა. ასეთი რაღაცის შექმნისთვის დედამიწაზე ყველა კონსტრუქტორს და ინჟინერს სამსახურიდან გაყრიან. საპასუხოდ გაისმა ანასტასიას სიცილი, შემდეგ კი მისი ხმა:
_რა თქმა უნდა შეუძლიათ რომ გაყარონ, მაგრამ მთავარი კონსტრუქტორი მოცემულ შემთხვევაში შენ ხარ ვლადიმერ და ხედავ ხედავ შენი კონსტრუქციის ნაყოფს.
_მე მინდოდა ნორმალური თანნამედროვე ავტომობილი ამან კი რა გააკეთა?
_სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებელია ყველაფრის უმციეს დეტალებამდე წარმოდგენა, შენ კი მგზავრებისათვის კარის მოდელირებაც ვერ მოახერხე შენს წარმოსახვაში, მხოლოდ შენთვის ერთი კარი მოიფიქრე. და საბურავებიც მხოლოდ შენს მხარეს წარმოიდგინე, მეორე მხარეს შეგეზარა გაკეთება. ვფიქრობ ძრავზეც არ გიფიქრია.
_არ მიფიქრია.
_ესეიგი არ იქნება ძრავი შენს კონსტრუქციაში. მაშ საწარმოზე რაღატომ მოგდის გული, თუკი თავად ასეთი დაუსრულებელი პროგრამა მიეცი?
უცებ შევხედე ან ვიგრენი როგორ გვიახლოვდებოდა 3 ფრინავი თეფში. „უნდა გავიქცე გამიელვა თავში აზრმა, მაგრამ ანასტასიას ხმამ დამამშვიდა:
_ისინი ჩვენ ვერ შეგვნიშნავენ და ვერ იგრძნობენ ჩვენ ყოფნას, მათ მიუვიდათ ინფორმაცია ქარხნის შეფერხების შესახებ, ახლა ალბათ გაარკვევენ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდად დავაკვირდეთ ამ პლანეტის მაცხოვრებლებს. 3 მცირე ზომის მფრინავი თეფშიდან გადმოვიდა 5 უცხოპლანეტელი...
ისინი ძალიან ჰგავდნენ ადამიანებს, არა უბრალოდ მსგავსი არამედ ზუსტად დედამიწაზე მცხოვრები ადამიანისნაირები. ისინი იყვნენ კარგი დგომის, არანაირი მოხრილობა, გამართულად და ამაყად ეჭირათ თავიანთი ათლეტური სხეული და ლამაზი თავი, ჰქონდათ თმები, წარბები, ერთს კი კოხტად შეჭრილი წვერები, ეცვათ სხეულზე მჭიდრიდ მოტმასნილი კომბინიზონები. უცხოპლანეტელები მიუახლოვდნენ გაკეთებულ ავტომობილს. ისინი იდგნენ მის წინ ჩუმად და უყურებდნენ უემოციოდ „ალბათ ფიქრობენ“_ ვიფიქრე მე. ჯგუფს გამოეყო ყველაე ახალგაზრდა ღია ფერის თმიანი უცხოპლანეტელი და მიუახლოვდა ავტომობილის კარს, შეეცადა მის გაღებას, მაგრამ ის არ იღებოდა. ალბათ საკეტი გაეჭედა. მისი შემდგომი მოქმედებები იყო სრულიად დედამიწური, და ამით ძალიან მომეწონა, მან ხელი დაარტტყა კარს საკეტის ადგილას, კიდევ ერთხელ უფრო ძლიერ გამოქაჩა და კარი გაიღო, ის დაჯდა მღოლის სავარძელზე, მოჰკიდა საჭეს ხელი და დაიწყო პანელის მოწყობილობების ყურადღებით დათვალიერება. :ყოჩაღ_გავიფიქრე ჩემთვის_ჭკვიანი“. და ჩემი დასკვნის დასტურად გავიგონე ანასტასიას ხმა.
_ეს მათი სტანდარტის მიხედვით ძალიან ძლიერი მეცნიერია ვლადიმერ. მას ძალიან ჩქარა და რაციონალურად უმუშავებს აზრები ტექნიკური მიმართულებით. კიდევ ის რამოდენიმე პლანეტის ყოფას შეისწავლის და მათ შორის დედამიწასაც, და მისი სახელი დედამიწისას ჰგავს არკაანი ჰქვია მას.
_რატომ არ აქვს მას სახე გაოცებული? მათმა საწარმომ ხომ გაურკვეველი რაღაც გააკეთა?
_გრძნობები და ემოციები ამ პლანეტის მაცხოვრებლებს თითქმის არ გააჩნიათ, მათი ტვინი მუშაობს რაციონალურად და თანაბრად, არ ექვემდებარება ემოციურ რყევებს ან დასახული მიზნიდან გადახვევას.

ესეც ასტრალური მოგზაურობა, იმედია ეს პოსტიც არ გაქრება
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Antia   „ანასტასიას“ ქართული თარგმანი   Apr 28 2007, 05:23 PM
Alpha   კარგია, მემგონი უკ...   Apr 28 2007, 05:57 PM
Zet   კარგია, მემგონი უკ...   Apr 29 2007, 09:09 PM
Antia   ახლა, რა ხდება გითხ...   May 10 2007, 11:46 PM
TeO   კარგი იდეაა წიგნის...   Sep 2 2007, 01:24 PM
Antia   დანაპირებს სამ წელ...   Jul 9 2008, 05:40 PM
Antia   აჰა, ზეტ-ს გავუგზავ...   Jul 23 2008, 03:26 PM
Zet   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 24 2008, 06:46 PM
Sophia   აი მეგობრებო ზემოთ...   Jul 25 2008, 04:28 PM
old_man   თბილისში იყიდება ე...   Jul 24 2008, 09:54 PM
TeO   როგორ გამიხარდააა...   Jul 26 2008, 12:03 PM
Antia   პუშკინზე, "პლანეტ...   Jul 28 2008, 01:43 PM
TeO   ანთია და ახალი წიგ...   Jul 30 2008, 04:11 PM
Antia   ანთია და ახალი წიგ...   Aug 6 2008, 03:25 PM
TeO   არ გეწყინოს გივი, მ...   Aug 6 2008, 05:52 PM
Taa   დღეს დავამთავრე ან...   Aug 22 2008, 04:53 PM
TeO   [b]დღეს დავამთავრე ა...   Aug 26 2008, 09:10 PM
TeO   ვიწყებ მეორე წიგნს...   Jan 2 2009, 11:25 PM
Amadeus   მოგესალმებით ყველ...   Mar 6 2009, 09:34 PM
Antia   მოგესალმებით ყველ...   Jun 11 2009, 06:28 PM
Kaspar Hausser   Amadeus გაიხარე... კეთი...   Mar 6 2009, 10:43 PM
TeO   http://i242.photobucket.com/albums/ff275/TeakoSunn...   Mar 23 2009, 05:12 PM
asklipiodota   საოცრაი შტაბეჭდილ...   May 25 2009, 09:48 PM
TeO   :) asklipiodota საინტერესო ...   May 25 2009, 09:51 PM
Antia   დიდება განგებას -- მ...   Jun 11 2009, 05:43 PM
TeO   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 05:48 PM
Antia   Antia გაგიმარჯოს და მ...   Jun 11 2009, 06:40 PM
TeO   Antia :) ჩვენსკენაც მშ...   Jun 11 2009, 07:00 PM
Antia   TeO მომეწონა შენეულ...   Jun 11 2009, 07:02 PM
TeO   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:04 PM
Antia   thx :D დიდი არაფერია, უ...   Jun 11 2009, 07:19 PM
tikoroma   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:18 PM
Antia   Antia გამარჯობა მომე ...   Jun 11 2009, 07:25 PM
tikoroma   Antia პირველ წიგნზე ხ...   Jun 12 2009, 01:19 PM
tikoroma   Antia მოკითხვისთვის მ...   Jun 12 2009, 01:23 PM
ქათო   "ანასტასია" რაც ...   Sep 16 2010, 07:50 PM
Antia   "ანასტასია" რაც ...   Sep 17 2010, 12:42 PM
ქათო   პ.ს. ღმერთის არსებო...   Sep 17 2010, 07:42 PM
Antia   კი მჯერა, და მართალ...   Sep 20 2010, 11:22 AM
I AM   აუ დღეს ვკითხულობდ...   Jan 17 2011, 10:26 PM
ირმა   I AM იყო ანასტასიასი ...   Jan 18 2011, 09:24 AM
I AM   ირმა სამწუხაროდ ა...   Jan 21 2011, 08:48 PM
Antia   ირმა ჩვენ უფლისგა...   Jan 26 2011, 03:08 PM
tikoroma   ადამიანი უნდა გადა...   Jan 22 2011, 01:28 PM
მზეონა   მეგობარმა მკითხა ქ...   Feb 25 2011, 08:54 PM
mata   და სულ რამდენი წიგ...   Feb 26 2011, 04:12 PM
I AM   http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.h...%83%9...   Feb 27 2011, 06:16 PM
მზეონა   I AM მადლობა დახმარე...   Feb 27 2011, 07:54 PM
earth   I AM მადლობა დახმარე...   Aug 27 2017, 08:03 AM
mata   მზეონა I AM მადლობა   Feb 27 2011, 09:36 PM
tikoroma   ჩემგანაც დიდი მადლ...   Feb 28 2011, 12:34 PM
Joy ZAZA   სულ 3 წიგნია ხო? რაღ...   Apr 22 2011, 12:48 PM
Barmalei   ამ ვიდეოში ლაზარევ...   Jun 21 2011, 04:00 PM
John Dee   სად იყიდება ხომ არ ...   Dec 30 2011, 07:07 PM
woodlandelven   მადლობა ლინკებისძ...   Feb 26 2012, 09:53 AM
temo   4 წიგნის ქართულად ნ...   Mar 5 2013, 02:53 PM
eblatave bebiashens   „ანასტასიას“ ქარ...   Mar 9 2013, 09:33 PM
ano   ამ ფორუმზე დიდი ინ...   Apr 29 2015, 03:50 PM
ano   გამარჯვება რადიაც...   Apr 30 2015, 12:36 PM
ano   დღეს გამახსენდა რო...   May 7 2015, 12:19 AM
ano   ვაგრძელებ წიგნის თ...   May 16 2015, 04:30 PM
ano   ცოდნა რომელსაც ვკა...   May 17 2015, 11:35 PM
ano   გამოსავალი არის _მ...   May 18 2015, 03:31 PM
tikoroma   ანასტასია იყო ჩემი...   May 18 2015, 05:01 PM
ano   იდეა არის მაქსიმალ...   May 19 2015, 03:29 PM
tikoroma   ასეა თუ ისე, ჩემი ხე...   May 19 2015, 03:39 PM
ano   უკეთესობისკენ თუ პ...   May 19 2015, 04:55 PM
tikoroma   სტერეოტიპები დამი...   May 19 2015, 05:15 PM
ano   ანუ 2001 ში? ვა 14 წელი ბ...   May 20 2015, 12:53 AM
ano   მესამე ეგზეკუცია _...   May 22 2015, 10:10 AM
narilla   ყველა ნაწილია თარგ...   Jun 3 2015, 11:27 PM
tty_   narilla როგორც ვიცი - კი...   Jun 3 2015, 11:36 PM
ano   თარგმანის გაგრძელ...   Jun 15 2015, 05:42 PM
Plasmodium   Жрец - ქურუმი   Jun 15 2015, 06:01 PM
ano   Жрец - ქურუმი მადლობ...   Jan 23 2016, 08:42 PM
tikoroma   ანო, ვიცი თავადაც შ...   Jan 22 2016, 08:16 PM
ano   კი თიკო დადე რო მოი...   Jan 23 2016, 08:46 PM
tikoroma   არა მე რა გამაბრაზ...   Jan 23 2016, 09:20 PM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 11:57 AM
ano   შეპირებისამებრ ვდ...   Jan 24 2016, 12:00 PM
tikoroma   :velho:   Jan 24 2016, 02:16 PM
ano   სხვა სამყაროები. მ...   Jan 26 2016, 01:39 PM
ano   _გრძნობები და ემოც...   Feb 1 2016, 06:14 PM
tikoroma   ანო, მითხრეს რომ ან...   Feb 1 2016, 07:58 PM
ano   ასტრალში გასვლა და...   Feb 1 2016, 10:40 PM
tikoroma   მოკლედ სიზმრებს და...   Feb 2 2016, 09:51 PM
tikoroma   აუფ ამირევია, სად მ...   Feb 2 2016, 09:56 PM
ano   "შექმნა" (რუსეთი...   Feb 2 2016, 11:50 PM
tikoroma   კარგი გენაცვალე :l_da...   Feb 2 2016, 11:55 PM
tikoroma   შევასწორე :)   Feb 6 2016, 11:08 AM
past   ano ძაან დიდი მადლობ...   Oct 30 2016, 04:15 PM
ano   [b]ano ძაან დიდი მადლო...   Nov 23 2016, 09:00 PM
earth   სადღაც იდო აქ პირვ...   Nov 24 2016, 05:00 PM
tty_   თუ ვინმეს გაქვთ შე...   Nov 25 2016, 12:56 PM
past   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 14 2016, 09:17 AM
ano   სალამი, ვინმეს გაქ...   Dec 25 2016, 08:34 PM
earth   :bf_nonew:   Aug 26 2017, 07:23 PM
tikoroma   მე მაქვს დისკებზე ...   Aug 27 2017, 10:55 PM
earth   tikoroma ყველა წიგნი გა...   Aug 28 2017, 06:57 AM
earth   :kiss1:   Aug 28 2017, 06:58 AM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 12:41 PM