IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ცრურწმენა, სავი კატა, სარკის გატეხვა, 1
Perl
post Feb 12 2007, 04:51 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 125
Joined: 24-January 07
From: Tbilisi
Member No.: 2

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხართ ცრუმორწმუნეები?
მე არ მჯერა ეგეთი რაღაცეების, არც შავი კატის, მარილის დაყრის და ვითომ 13 ცუდი რიცხვია;
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ichi
post Aug 2 2016, 09:50 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საიდუმლოს შენახვა თუ გიჭირს, ორმოს მოუყევი და მიწა დააყარე.
სტუმარი რომ წავა, სახლი მაშინვე არ უნდა დაგავო.
კარის ზღურბლზე მისალმება – უსიამოვნებაა.
კარადაში შაქარი და მარილი ერთად არ უნდა იდოს.
ცოცხი კედელზე არ უნდა მიაყუდო – „მტრები ფეხზე დგანანო“, კედელზე უნდა დაკიდო.
დილით მარჯვენა ფეხზე უნდა ადგე.
თუ მტრედები ფანჯარაზე გიკაკუნებენ – ახალ ამბავს გაიგებ. თუ მტრედი შავია – ცუდი ამბავია, თუ თეთრია – კარგი.
თუ კატა ტახტზე გორაობს, სიკეთეს ელოდე.
საქმეზე რო მიდიხარ, უკან არ უნდა მოიხედო. ხეირს ნახავ.
უზმოზე მათხოვარი თუ შეგხვდა, უნდა გაიკითხო( დაეხმარო).
თუ დილით მერცხლებმა შემოგჭიკჭიკეს, სასიამოვნო სტუმარს ელოდე.
მგზავრი რომ შორ გზაზე წავა, ნაკვალევზე წყალი უნდა დაასხა – მშვიდობით ივლის.
გარდაცვლილის სურათი საძინებელში არ უნდა დაკიდო.
ჭექა – ქუხილის დროს ფანჯრის მინას სარკე უნდა მიადო – მეხს აირიდებ.
ჩვილი სარკეში არ უნდა ჩაახედო, დაელმდება.
ცუდი სიზმარი წყალს ან ცეცხლს უნდა მოუყვე.
გოგოს თუ გათხოვება უნდა, ტანსაცმელში დაფქვილი მაგნიტი უნდა ატაროს.
ფული და ბარაქა რომ არ მოგშორდეს, თან ღორის კბილი უნდა ატარო.
გატეხილ სარკეში ჩახედვა არ შეიძლება, უბედურება შეგემთხვევა.
ღამე ნაგვის გადაყრა არ შეიძლება, ბარაქა გაყვება.
ღამე ფრჩხილების დაჭრა არ შეიძლება – უბედურებას მოიტანს.
ავი ამბავი ქვას ან ხეს უნდა მოუყვე.
ორშაბათს ფული არ გაასესხო – ვალებს ვერ მოიშორებ.
თმას ახალ მთვარეზე თუ შეიჭრი, მალე გაგეზრდება.
მარილი თუ დაგეყარა, ჩხუბის ნიშანია.
ახალ მთვარეს ოქრო ან ფული უნდა აჩვენო და უთხრა: „ როგორც შენ იზრდები, ისე გაიზარდოს ჩემი ოქრო, როგორც ილევი, ისე დაილიოს ჩემი დარდი“
დანა ხელიდან ხელში არ უნდა გადასცე – ჩხუბის ნიშანია.
კარის ზღურბლზე თუ დგახარ – ვალს აიღებ.
მაგიდაზე ბავშვი არ უნდა დასვა – არ გაიზრდება.
მაგიდაზე სავარცხლის დადება არ შეიძლება, თავი აგტკივდება.
ნემსი ძაფის გარეშე არ უნდა დატოვო – ღარიბი სიძე გეყოლება.
ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლის – ბიჭი გოგო გახდება, გოგო ბიჭი.
წვიმამ რომ გადაიღოს, მიწაზე მარილის ჯვრები უნდა დახაზო.
რომ იბანავებ, ჯერ სახის გამშრალება არ შეიძლება.
40 დღე მძინარე ჩვილი არავინ არ უნდა ნახოს, თვალი ეცემა.
ტყეში ვინმემ თუ დაგიძახა, არ უნდა მიიხედო – ოქროსფერთმიანი ალია. თუ გაიხედე ალი მოგაჯადოებს.
თუ გინდა რომ წვიმა მოვიდეს, ათი მელოტი უნდა ჩამოთვალო.
ახალი წლის დღეს, როგორი სტუმარიც მოვა, ისეთი იქნება მთელი წელიწადი.
თუ ალს ოქროს თმის ბეწვს მოპარავ – ყველა სურვილს აგისრულებს.
ქორწილში პატარძლის ფეხსაცმლის ძირზე ვის სახელსაც დააწერენ, ის გათხოვდება პირველი.
სახლში მარჯვენა ფეხით უნდა შეხვიდე.
ღამე სასაფლაოზე არ უნდა გაიარო – ავსულები ბედს მოგპარავენ.
ახლად დაქორწინებული ქალი თუ ქორწილში წავიდა, პატარძალთან ერთად საცერით წყალი უნდა გაცრას – ორივე ბედნიერი იქნება.
ზღვას რომ გახედავ, თუ ჰორიზონტზე მუქი ზოლია – იწვიმებს.
სახლიდან რომ გადიხარ – „სად მიდიხარ“ – არ უნდა გკითხონ. თუ გკითხეს, პასუხი არ უნდა გასცე.
სიგარეტს სანთლიდან არ უნდა მოუკიდო, მეზღვაური მოკვდება.
კიბის ქვეშ გავლა არ შეიძლება – დაითარსები.
თუ ღორები უმიზეზოდ ჭყივიან -ავდარია.
კვამლი თუ ცაში სწორ ხაზად მიდის – ყინვა იქნება.
ცოცხი არავის არ უნდა მიარტყა – ხელი გაუხმება.
ზღვაზე თუ ქარი სამხრეთიდან უბერავს, ავდარია, თუ აღმოსავლეთიდან – დარია.
ობობის ნახვა – ბედნიერების ნიშანია.
მაგიდაზე ცარიელი ბოთლები არ უნდა დატოვო – ავსულები ჩასახლდებიან.
ჩანთას მაგიდაზე თუ დადებ, საფულე ცარიელი გექნება, თუ იატაკზე დადებ – სავსე.
შობას ან აღდგომას ხორბლის მარცვლები ეკლესიაში უნდა წაიღო და ღამე გაათენო. წვიმა რომ წამოვა, ერთი მარცვალი უნდა გადააგდო გარეთ და წვიმა შეწყდება.
წიწაკის ხელში მიცემა არ შეიძლება – გამწარდები.
ღამე კერვა არ შეიძლება, ბედი შეგეკერება.
სანაპირო თუ გასწორებულია – კარგი ამინდი იქნება. თუ ქვები ან ქვიშა – გორაკებად არის – ცუდი.
თუ ტანსაცმელს არ გაიხდი და ისე გაკერავ, თავზე ძაფი უნდა დაიდო – თორემ ბედი შეგეკერება.
თუ მეთევზეები თევზს ვერ იჭერენ – ზღვაზე ქარიშხალი იქნება.
ზღვა თუ ყმუის, მალე ვინმეს წაიყვანს.
თუ კატა პირის ბანისას ყურზე თათს გადაისვამს – დარი იქნება.
თუ ძაღლს სძინავს – გაავდრდება.
მაგიდის კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება – 7 წელი ვერ გათხოვდები/ ცოლს ვერ მოიყვან.
სახლში ვინმე რომ მოკვდება, საათი უნდა გააჩერო.
როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ნაჭერი უნდა ჩამოაფარო.
მარჯვენა ხელი თუ გეფხანება – ვინმეს გაიცნობ, თუ მარცხენა გეფხანება – ფულს იშოვნი.
კოვზი ან ჩანგალი თუ დავარდა სტუმარი მოვა.
მეზობელი მარილს თუ გესესხება, უკან უნდა დაგიბრუნოს, თორემ ბარაქას გაიყოლებს.
შემოსასვლელს რომ დაგვი, ნაგავი გარეთ არ უნდა გაგავო, ბარაქა გაყვება.
პატარა ნაკადულს არ უნდა გადაახტე, უჟმური აგყვება.
თმას რომ დაივარცხნი, სავარცხელზე დარჩენილი თმის ნაგავში გადაყრა არ შეიძლება, ჩიტი ბუდეში წაიღებს და თავი აგტკივდება. უნდა დაწვა ან წყალს გაატანო.
სარკე თუ გაგიტყდა – 7 წელი დაწყევლილი იქნები.
ბავშვს რომ პირველი კბილი ამოუვა, ვერცხლის კოვზი უნდა მიუკაკუნო – ბედნიერი იქნება.
ტანსაცმლის უკუღმა ჩაცმა არ შეიძლება – დაითარსები.
თვეებში, რომელსაც ‘რ’ არ ურევია ქორწინება არ შეიძლება.
თავი თუ გტკივა და ვინმეს თუ ეტყვი- „ქვას ეყურებოდესო“ უნდა დაამატო, მოსაუბრესაც რომ არ ასტკივდეს.
სახლიდან გასულს, თუ რამე დაგრჩა, დაბრუნება არ შეიძლება. თუ მაინც დაბრუნდი, სარკეში უნდა ჩაიხედო.


(ც) მარიამ ნატროშვილი-ცრურწმენების მუზეუმი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
sopho   ცრურწმენა   Feb 12 2007, 04:51 PM
Zet   მე და ჩემი მეგობარ...   Feb 28 2007, 11:36 PM
FEBRUARY   forumis #13 wevri var! imedia crumorwmuneebi a...   Mar 1 2007, 11:40 AM
Uma   me 6 sartulze vcxovrob da chemi bina 66 nomeria:))...   Mar 1 2007, 04:38 PM
Zet   ერთი ამბავი გამახს...   Mar 1 2007, 10:58 PM
Uma   :)))))))   Mar 2 2007, 02:16 PM
Uma   exla shevamchnie wina Post-i me 6 nomeria))))   Mar 8 2007, 02:29 PM
Alpha   ასეთი ისტორია ვიცი...   Mar 17 2007, 12:08 PM
TeO   ხართ ცრუმორწმუნეე...   Mar 30 2007, 05:20 PM
Alpha   ნამდვილად არ მჯერა...   Mar 30 2007, 09:52 PM
lasharela   ხო კონსენსუსი დაფი...   Apr 23 2007, 02:01 PM
doCENTi   ხართ ცრუმორწმუნეე...   Dec 5 2007, 08:51 AM
Zet   arc me mjera, magram, modi maSin, vTqvaT, saidan m...   Dec 8 2007, 08:38 PM
Perl   ამას ყველაფერს აქვ...   Dec 8 2007, 11:22 PM
Tvalebi   მე მაქ ერთი ცრურწმ...   Apr 3 2008, 02:22 AM
Uma   მე მაქ ერთი ცრურწმ...   Apr 3 2008, 08:42 PM
blanca   ასეთი მინიშნება არ...   Apr 3 2008, 06:39 AM
Tamo_Tamo   თემას გავაცოცხლებ ...   May 28 2008, 09:05 PM
Katabua   13 რიცხვი მიყვარს და...   Jun 13 2008, 05:47 PM
Tamo_Tamo   :D დაა ბაი გრძელ წით...   Jun 13 2008, 07:23 PM
blanca   და როგორც ყოველთვ...   Jul 11 2008, 05:46 AM
Taa   13 რიცხვს არანაირი გ...   Jul 15 2008, 02:53 PM
Gothic   ერთ მაგალითს გეტყვ...   Aug 2 2008, 02:22 PM
ირმა   ცრურწმენა სიზმარს ...   Oct 28 2008, 10:03 PM
anonymouska   არ მჯერა ცრურწმენე...   Dec 5 2008, 03:01 AM
anonymouska   როგორც ვიცი 1წლის ბ...   Dec 5 2008, 03:08 AM
blanca   სიცილი რომ კარგია ...   Dec 5 2008, 03:12 AM
TeO   ისე ზოგიერთი ცრურწ...   Dec 5 2008, 10:31 AM
ირმა   მაგიდის კუთხის სამ...   Dec 6 2008, 12:34 AM
TeO   ჰოო ირმა და არა მარ...   Dec 6 2008, 12:48 AM
Zet   ადმინისტრაცია: ამ ...   Dec 7 2008, 03:27 PM
Katabua   ისე, ცრურწმენებს ზ...   Dec 8 2008, 02:33 PM
ირმა   ჰოო ირმა და არა მარ...   Jul 6 2009, 08:53 AM
me vs me   როდესაც გეუბნებია...   Oct 11 2009, 10:49 PM
mata   ამ ბოლო დროს ყვავი ...   Feb 21 2010, 11:08 PM
sentimennte   ამ ბოლო დროს ყვავი ...   Feb 22 2010, 03:24 PM
ირმა   :D mata მე მაგის მსგავ...   Feb 22 2010, 06:16 PM
elli   არ ვიცი ამას ცრურწ...   Mar 23 2011, 12:13 AM
kate   elli ახლა ვფიქრობ ხომ...   Mar 23 2011, 03:42 AM
td.........   კატამ თუ გადამირბი...   Mar 23 2011, 01:04 PM
Existence   ეჰ საწყალი ყვავები...   Mar 23 2011, 01:52 PM
elli   არ არიან საწყლები ...   Mar 23 2011, 11:46 PM
td.........   Existence არადა მე ველაპ...   Mar 23 2011, 01:59 PM
Existence   რომ ადდიან მიწაზე ...   Mar 23 2011, 02:10 PM
kate   ის რომ ყვავები ცუდ...   Mar 23 2011, 04:50 PM
td.........   kate რავიცი ჩემ ყვავე...   Mar 23 2011, 06:51 PM
kate   td......... დარწმუნებული ...   Mar 23 2011, 07:02 PM
Fee   არ მჯერავს მე ეგეთ...   Mar 23 2011, 07:52 PM
td.........   kate კი კარგი ამბები ...   Mar 23 2011, 10:44 PM
elli   kate დიდი მადლობაა   Mar 23 2011, 11:43 PM
I AM   მდააა... ესე იგი რა ...   Apr 6 2011, 10:03 PM
Ever   რომ ამბობენ თავზე ...   Nov 26 2011, 04:26 AM
td.........   Ever მაგარი სისულელე...   Nov 26 2011, 11:04 AM
მზეონა   რა გვირგვინზეა საუ...   Nov 26 2011, 12:01 PM
Ever   td......... ვიცი რომ სისუ...   Nov 26 2011, 12:03 PM
td.........   რა გვირგვინზეა საუ...   Nov 26 2011, 12:58 PM
td.........   Ever კაცო ტირილი თუ გ...   Nov 26 2011, 01:00 PM
Ever   td......... და მერამდენე ...   Nov 26 2011, 01:04 PM
natuka   Ever პაპიკოს ქონდა ორ...   Nov 26 2011, 03:20 PM
Ever   natuka :kiss1: :kiss1: :kiss1: :kiss1: :kiss1:   Nov 26 2011, 03:23 PM
Existence   :dash2:   Nov 26 2011, 03:51 PM
td.........   Ever და მერამდენე ცოლ...   Nov 26 2011, 04:41 PM
Qocho   ჩემმა ერთმა ნათესა...   Nov 26 2011, 06:50 PM
td.........   ჩემმა ერთმა ნათესა...   Nov 26 2011, 07:48 PM
kate   Ever მითხარით რომ სის...   Nov 26 2011, 08:00 PM
Ever   kate მჯერა შენი :kiss1: htt...   Nov 27 2011, 12:20 AM
kate   Ever :bigarmhug: :kiss1:   Nov 27 2011, 09:44 AM
earth   Ever ჩემს ძმას ორი გვ...   Nov 27 2011, 09:59 AM
td.........   მაგიდის კუთხეში ნუ...   Nov 27 2011, 11:02 AM
ანა   ჩემი ცრურწმენაა რო...   Nov 28 2011, 01:49 AM
რეალისტი   http://s001.radikal.ru/i193/1607/16/fffe50deead1.j...   Jul 23 2016, 10:42 AM
tikoroma   რეალისტი http://s019.radikal.ru/i...   Jul 23 2016, 04:06 PM
რეალისტი   http://s018.radikal.ru/i510/1607/82/ac671889db63.j...   Jul 30 2016, 10:15 AM
ichi   საიდუმლოს შენახვა ...   Aug 2 2016, 09:50 PM
ichi   http://www.sadarismelia.com/other-works/mu...f-sup...   Aug 2 2016, 09:50 PM
Kurame   მე გადამირბინა ერთ...   Aug 3 2016, 02:51 PM
Vasilius   Me kidev mjera, radgan es tsru rtsmena ki Ar aris,...   Aug 12 2016, 10:41 AM
Kurame   Me kidev mjera, radgan es tsru rtsmena ki Ar aris,...   Aug 19 2016, 01:29 PM
jarmen   ფაქ, რა აქსიომაა ნა...   Sep 10 2016, 01:43 AM
ichi   jarmen ტყუილი სიმართლ...   Sep 10 2016, 10:36 AM
jarmen   [b]jarmen ტყუილი სიმართ...   Sep 10 2016, 11:42 AM
earth   Taa ამიტომ არსებობს ...   Oct 7 2017, 07:22 AM
earth   TeO ნამდვილად არ მჯე...   Oct 7 2017, 07:45 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 21st June 2024 - 02:10 AM