ბავშვი, ბავშვის დაბადება, პრაქტიკული რჩევები, მოსაზ |
ბავშვი, ბავშვის დაბადება, პრაქტიკული რჩევები, მოსაზ |
Mar 1 2007, 11:18 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 132 Joined: 26-February 07 Member No.: 13 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თემა ზეტის გახსნილი იყო, მაგრამ მე სხვა თემაც შევუერთე, ამიტომ აიჭრადა ადრინდელი პოსტები წინ მოექცა Sorry
Zet said: დღესდღეობით ისე როგორც მშობიარობენ ქალები, არის ყოვლად მიუღებელი... პირველი რაც არის უმთავრესი: ბავშვი უნდა დაიბადოს წყალში! და არა ქირურგიულ მაგიდაზე სადაც მერე ”გროზნი” ექიმი ბავშს ხელებს უტყლაშუნებს და ცემს იმიტომრომ იმან ჰაერი შეისუნთქოს.... ამ დროს ბავშვი იღებს სერიოზულ ტრამვას, რაც მერე სხვადასხვა უარყოფით რაღაცეებში გამოვლინდება.... დედის მუცლიდან ბავშვი ჯერ თბილ წყალში უნდა გამოვიდეს და მერე თვითონ ნელნელა მიეჩვიოს ჰაერს და ამოყვინთოს, ალბათ ლოგიკურია რო წყალში ის არ დაიხრჩობა , იმიტომრომ აქამდე ცხრა თვე წყალში იმყოფებოდა! და ცურვა აქამდეც იცოდა. ეხლა უბრალოდ სუნთქვა უნდა ისწავლოს. სწორი მეთოდით მშობიარობა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო დედისთვისაც და ბავშვისთვისაც!!! მთელ მსოფლიოში არსებობს კლინიკები რომლებიც ესეც სისტემის მშობიარობას თავაზობენ, და როგორც ვიცი საქართველოშიც არსებობს... ვისაც დაგაინტერესებთ შემიძლია გაგირკვიოთ |
|
|
Nov 23 2008, 05:28 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ ცოლ-ქმარს მუდმივი პრობლემები აქვს, რაც ბავშვის ნერვიულ სისტემაზე ძალიან მოქმედებს, აჯობებს ის ერთ-ერთმა გაზარდოს. ბავშვისთვის შენარჩუნებული ოჯახი, სადაც სიცივეა, უარესია პატარა ადამიანის ფსიქიკისთვის. იმის ყურებას, თუ როგორ ჭამენ, თუნდაც ჩუმად ერთმანეს დედა და მამა, აჯობებს ამ წყვილს ბავშვი ერთად იშვიათად ხედავდეს. მაგრამ ყველაზე მეტად აჯობებს პოტენციურმა მამიკომ ცოტა მეტად იფიქროს, როგორი უნდათ რომ იყოს მათი შვილების დედიკო და პირიქით. ადამიანები ხომ ნაკლებად ვიცვლებით და თუ ცოტა მაინც დავაკვირდებით ერთმანეთს ისედაც კარგად გამოჩნდება ვინ ვართ და რა გვინდა ცხოვრებაში. გეთანხმები სოფია, როცა ოჯახში კონფლიქტია ბავშვზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს, ჯობია ასეთ შემთხვევაში გაყრა. რათქმაუნდა არ არის არც ეს კარგი ბავშვისთვის, მაგრამ იმას სჯობია ვიდრე დედისა და მამის ჩხუბი ისმინოს. კარგი იქნებოდა თუ ახალდაქორწინებულები არ იფიქრებდნენ ბავშვზე ქორწინების მეორე დღიდანვე, საჭიროა დრო,რომ წყვილმა ერთმანეთი კარგად გაიცნონ, კარგი იქნებოდა ერთი ან ორი წელი. ხშირად გამიგონია, ამბობენ: – ბავშვი ცოლ-ქმარს აერთიანებსო, მე ვფიქრობ, რომ სხვაგვარადაა საქმე, ერთიანი თუ არის ცოლ-ქმარი მხოლოდ მაშინ უნდა გაჩნდეს ბავშვი და დავამატებ იმას რომ ბავშვი არ აერთიანებს ცოლ-ქმარს, უბრალოდ ხანდახან ბავშვის წინაშე ვალდებულებები გაყრას ხელს უშლის. მე კი კიდევ ვიმეორებ, ჯობია გაყრა, ვიდრე იცხოვრო მთელი ცხოვრება უბედურებით, ან კიდევ უარესი გაზარდო ბავშვი უბედურებით. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 05:47 AM |