ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 29 2018, 08:10 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი მართალია გეთანხმები ყველაფერში,
ერთი მომენტი ხშირად მაფიქრებს წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, ისე შეუგნებლად განვიკითხავდი ხოლმე ადამიანს, ასე კი არა ისე უნდა მოიქცესთქო, ვინმე რამეს რო მომიყვებოდა იმწუთას ჭკუას დავარიგებდი ასე არ ქნა ისე ქენითქო, ანუ რჩევებს ვიძლეოდი იქედან გამომდინარე ჩემმამშობელმა რაც მასწავლა, იმას კიდე მისმა მშობელმა და ასე თაობიდან თაობა და ზოგადი აზრი მაგრამ არა ჩემი პირადი, ასევე მე არ ვითვალისწინებდი რომ მოსაუბრე დგას დილემის წინაშე და ეს მისი ბედი და მისი გადასაწყვეტია, მე კი ასე უარო რჩევებს ვეუბნები, რამდენჯერ ჩავერიე უხეშად სხვების ცხოვრებაში, ისე რომ არანაირი შეგნება არ მქონდა, ახლა კი ვფიქრობ რომ ეს ჩემი "დახმარებები" უაზრობა იყო, ახლა კი ცხოვრბამ მე შემახვედრა ისეი გამოცდები და იმდენი შინნაგანი კონფლიქტები რომ ვხვდები, იმ ადამიანებს ვისაც მე "ვარიგებდი" მეტად შეგნებულნი აღმოჩნდნენ, ცხოვრებამ გამომატარა ის გზა საიდანაც ვხედავ სად დავუშვი შეცდომები, და ახლა სად უშვებენ სხვებიც იმავე შეცდომებს, ეს გა არ არის უმტკივნეულო, უამრავ დარტყმებს იღებს ჩემი ეგო, ასე რომ შევხედო რომ ეს მტკივნეულია ეგოსათვის და არაფერი არაა აქ გარდა ცხოვრებისეული გაკვეთილისა კი, მაგრამ გვერდიდან ვერ ვუყურებ ჩემს თავს ძან როლებში ვარ შეჭრილი, ეს შინაგანი კონფლიქტი ისეთი ძლიერია ჩემში რომ ძალიან მინდა აზრზე მოვიიდე, აქედან გამოვიდე და გავერიდო, რომ გამოვიდე ამ ფიქრების ქაოსიდან. ყველაზე მეტად ვიდრე როდესმე მინდა გამოვიდე და ვუყურო ცხოვრებას როგორც საინტერესო სიზმარს ან ფილმს. ღმერთო ნეტა რატო დამჭირდა ასე რომ შემეტოპა ამ ჯოჯოხეთურ მდგომაეობაში, ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე, ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th May 2024 - 04:33 AM |