ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 30 2018, 01:53 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აკაკი ისე მაგალითად მოვიყვანე, და მასეთები იმ ეპოქაში სხვებიც იყვნენ, "ქართველობას" რომ ქადაგებდნენ,
მე ინფორმაციას აღვიქვამ ემოციურ პლანზე, მაგ ადამიანებს არ ვიცი რა დონეზე ქონდათ სულიერება, თუმცა მაღალი ინტელექტით ბევრი ფანატი ყავთ, ზოგადად ემოციურ პლანზე ავიღოთ ბაშიაჩუკი, რას იწვევს გრძნონენით, მაღალ ეროვნულ "სულისკვეთებას", და ცხოველური განვითარების ფსიქოტიპებში სიძულვილს უცხო ერისადმი და ავიწყდებათ რომ ეს ისტორიული ნაწარმოებია და აზროვნებით ჩარჩნენ წარსულში, ცხოვრება მიედინება ახალი გამოწვევებით ახალი რეალობით, გონება კი დაბოღმილი გაიჭედა სადღაც წარსულში და რეალობას ვეღარ აღიქვამენ, პლიუს აკაკის ნაწარმოებებს ახასიათებს მაღალი ემოციური გრძნობების აფორიაქება, ამ ემოციურ ფონზე კი ადამიანთა უმეტესობა საღ აზრს ვერ ინარჩუნებს, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ მე მაგ ნაწარმოებმა დამიტოვა იმ დამპყრობელთა სიძულვილი. სიძულვილი კი არაა კარგი მასწავლებელი. დრო იცვლება, რეალობის აღქმა ვერ ხერხდება, რაც შეიძლება მოკლედ შევეცადე იმ ემოციური ინფორმაციის სიტყვებად აღწერას რაც ბევრს აზრადაც შეიძლება არ მოდის, თუმცა ქვეცნობიერში ეს ყველას აქვს და ის მუშაობს, გაუცნობიერებლად. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st June 2024 - 06:44 AM |