![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ზემოთ ვახსენე, რომ კასტანედას ტრადიცია ლუციფერულ არიმანულ მისტერიებს განეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ორი ნეგატიური არსების: ლუციფერისა და არიმანის (სატანა) ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ასეთი მისტერიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობდა და ახლაც არსებობს. ცოტა რამე მაინც უნდა ვთქვათ ამ ორი არსების შესახებ, იმისათვის რომ სწორად ჩავწვდეთ, საკითხის არსს.
აჰრიმანი, იგივე სატანა შედარებით ადვილად გასაგებია. არიმანი წყვდიადის, ქვესკნელის არსებაა, რანგით დაცემული არქეა (მთავარნაგელოზზე იერარქიულად ერთით მაღალი საფეხური). არიმანი კაცობრიობას უბიძგებს მატერიისკენ, მთელი ძალით ექაჩება ქვევით, ცდილობს დაავიწყოს მას ყელანაირი სულიერება, დაარწმუნოს, რომ არავითარი სული არ არსებობს, და მხოლოდ გარე რეალობაა მნიშვნელოვანი. საბოლოვოდ კი მას სურს დედამიწა სიკვდილისა და წყვდიადის სამეუფოდ გადააქციოს. ლუციფერი არიმანის სრული საპირისპიროა. ლუციფერი ისაა, რაზეც მისი სახელი მეტყველებს, სინათლის მომტანი. მაგრამ ეს ისეთი სინათლეა, რომელიც სიკეთე არ არის თავის არსში. არიმანი თუ მატერიალურ ყოფიერებაში ჩაძირვისკენ უბიძგებს ადამიანს, ლუციფერი მეორე რადიკალურობაა - ის ცდილობს ადამიანს დაუკარგოს ინტერესი ყოველგვარი მატერიალურის მიმართ, მისი ყურადღება მთლიანად მიმართოს შინაგანი სამყაროსკენ და ინდიფერენტული გახადოს გარე რეალობისადმი. რადიკალურად აიტაცოს ზევით, სულიერებისკენ, მოუტანოს სულიერება, რომელიც ადამიანს იმ გზას ააცდენს, რომელზეც ადამიანმა წესით და რიგით უნდა გაიაროს. ლუციფერის საბოლოვო მიზანი ადამიანის მიმართ მისი სრულიად მოწყვეტაა მატერიალური სამყაროსგან და დედამიწიდან მისი წაყვანა საკუთარ სამყაროებში. ეს ორი არსება უმრავლეს შემთხვევაში თანამშრომლობს ერთმანეთთან და კაცობრიობას შუაზე გაგლეჯა აქვთ მიზნად დასახული. მათი ინტერესები უფრო მეტად ეხმიანება ერთამენთ ვიდრე ეწინააღდეგება, ერთს ადამიანის გარეგნული მხარე აინტერესებს და მთელი ძალით ცდილობს ადამიანს განეშოროს მისი შინაგანი, მეორეს მხრივ ლუციფერს სწორედ ეს შინაგანი აინტერესებს და ცდილობს ადამაინის ამ შინაგანს მატერიალური რეალობა და სხეულებრივობა დაატოვებინოს და სუბიექტურ რეალობებებში, სიზმრებში და ფანტაზიებში აიტაცოს. -------------------- |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 20th June 2024 - 05:56 PM |