![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ტიპის მაგიიდან ვერაფერს ვერ აიღებს ისეთს რაც დედის რძესავით შეერგება. ყველაფერს რასაც გამოიყენებს თავისი ნეგატიური მხარე ექნება.
გავაგრძელოთ ისევ ის საიდანაც დავიწყეთ: მაგიური პასები. მაგიური პასებს, როგორც ამას თავად დონ ხუანი გვეუბნება, ეთერული სხეული ჩამოყავთ ფიზიკურ სხეულამდე და ამ სხეულის იმდენად გამყარებაც კი შეიძლება, რომ მისგან ფიზიკური სხეულის ორეული შეიქმნას. ეხლა ვნახოთ რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით რუდოლფ შტაინერი, ეთერული სხეულის გამყარებაზე, როგორც შავი მაგიის პრაქტიკაზე უამრავი რამ უწერია ზოგადად. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე წამიკითხავს, და რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება დონ ხუანის სწავლებას არის შემდეგი: შტაინერი ამბობს, რომ სამომავლოდ გავრცელდება ისეთი ოკულტური პრაქტიკები, რომლითაც ადამიანები ეთერული სხეულეის გამყარებას ისწავლიან და ასეთი გამყარებული ეთერული სხეული აღარ დაიშლება და ამ სხეულით უკვდავებას ისწავლიან ადამიანებიო. მაგრამ (და ყველაზე მნიშვნელოვანი) - გამყარებული ეთერული სხეულით ადამიანები ვეღარ შეძლებენ სამომავლოდ ეთერულ სამყაროში მოვლინებული ქრისტე აღიქვანო. ანთროპოსოფიის მიხედვით კაცორბიობის იმ ნაწილს, რომელიც ქრისტეს გაყვება უახლოს 3000-3500 წლის გნავლობაში ბუნებრივად ექნება ნათელხილვა და იმის უნარი, რომ ქრისტე უშუალოდ აღიქვას. ხოლო კაცორბიობის ის ნაწილი, რომელიც ლუციფერულ-არიმანულ გზას გაყვება, აცდებიან ადამიანის სწორი განვითარების მსველობას. უკეთეს შემთხვევაში ევოლუციას ჩამორჩებიან, უარეს შემთხვევაში, ვინც რადიკალურად აცდება სწორ გზას, ევოლუციის ამ ცილს საბოლოვოდ გამოეთხობა და ქრისტეს ვეღარ გაყვება. შესაბამისად მოუწევს ლოდინი ადამიანისთვის უსასრულოდ დიდი ხნის განმავლობაში სანამ რაღაც ახალი შესაძლებლობა არ გაჩნდება მათთვისაც. -------------------- |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 22nd June 2024 - 11:33 AM |